ხუთი ესსე თანამედროვე საქართველოს შესახებ


გიგი თევზაძე

სარჩევი:

1. ჩვენი სინამდვილის განჯადოების დასაწყისი საქართველოში მეცნიერების წარსულის, აწმყოს და მომავლის შესახებ მსჯელობის გზით
2. პირველად – პოლიტიკური ანთროპოლოგია საქართველოში
3. წარსულის განვითარების სცენარი: კანონიერი ქურდების შემთხვევა
4. ქართველი ერის დაბადება
5. „საქართველო – აღმოსავლეთის და დასავლეთის გზისგასაყარზე“: დღევანდელი ქართველების თვითწარმოდგენის და თვითპრეზენტაციის ისტორია
შენიშნვები

ჩვენი სინამდვილის განჯადოების დასაწყისი საქართველოში მეცნიერების წარსულის, აწმყოს და მომავლის შესახებ მსჯელობის გზით

კითხვაში გაწვრთნილი მკითხველი მიხვდება, რომ სათაურის ამ ფორმას ბევრი საერთო აქვს მე-19 და მე-18 საუკუნის ტექსტებთან. ასევე, თვალში მოხვდება უცნაური სიტყვა – განჯადოება, რომლიც მნიშვნელობასაც ალბათ ინტიუციურად ესმის, მაგრამ 100 წელზე მეტი ხნის წინანდელი სტილის დასათაურებაში ამ ნეოლოგიზმის შემოჭრა ალბათ აფიქრებს და მათ შორის კავშირზე კითხვას აღძრავს.
განჯადოება სოციალურ მეცნიერებაში მაქს ვებერის მიერ შემოტანილი ცნებაა (Eნტზაუბერუნგ) და ნიშნავს სამყაროს სურათის ცვლილებას – რელიგიასა და
სასწაულებზე ორიენტირებული მსოფილმხედველობიდან რაციონალიზმზე ორიენტირებულ მსოფლმხედველობაზე გადასვლას.
მაქს ვებერი ამ გადასვლას ევროპაში კათოლიციზმის დასუსტებას, პროტესტანტიზმის გაძლიერებას და კაპიტალიზმის წარმოშობას უკავშირებდა. დღეს ვებერის ამ თეორიას, რომელიც საზოგადოებრივი წარმოდგენების განჯადოებას ევროპის შუა საუკუნეებიდან გამოსვლის ერთ-ერთ ძირითად გზად განიხილავს, ბევრი მოწინაამღდეგე ჰყავს, როგორც ახალ თეორიებზე, ასევე – მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მოძიებულ ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით. ეს თეორიები და მასალები მიუთითებენ, რომ არც კაპიტალიზმის წარმოშობაა ერთმინშვნელოვნად პროტესტანტიზმთან დაკავშირებული და არც ისე ერთმნიშნვნელოვანია ახალი დროის ევროპაში სამყაროზე წარმოდგენების სასწაულებთან კავშირისაგან დაცლა და ამის გამო მმართველობითი რაციონალიზმის და თანამედროვე ბიუროკრატიის წარმოშობა.
ეს წერილი საქართველოში მეცნიერების დღევანდელ მდგომარეობას, მის წარსულს და სავარაუდო მომავალს აღწერს. სიტყვა ”განჯადოება”-საც მე ვებერისეული პირვანდელი მნიშვნელობით ვიყენებ და ვიწყებ მსჯელობას ქართული მეცნიერების შესახებ – იმ წარმოდგენებზე ორიენტაციით, რომლებიც დღეს არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, და რომელთა უმეტესობაც – ვეცდები დავამტკიცო – უმსჯელობებსა და საზოგადოებრივი კონიუქტურისადმი გაუაზრებელ მორჩილებაზეა დაყრდნობილი. საქართველოში საქართველოს მეცნირების შესახებ ჩვენს გარშემო არსებული წარმოდგენების დაწურვა შემდეგ გამოთქმებზე შეიძლება: პირველი: საქართველოში მეცნიერება ძალიან მაგარი იყო საბჭოთა დროს, იმიტომ, რომ მაშინ სახელმწიფო დიდ ყურადღებას აქცევდა მეცნიერებას; მეორე: დღეს ქართული მეცნიერება დაკნინებულია, იმიტომ, რომ სახელმწიფო აუქმებს მეცნიერებათა აკადემიას და არ აქცევს ყურადღებას მეცნიერებს; მესამე, რომელიც პირველის და მეორეს სინთეზივითაა: საქართველოში დღესაც მსოფლიო დონის მეცნიერებაა, საკმარისია ფული მივცეთ, და საბჭოთა კავშირის დონეს მალე დავუბრუნდებით.
ეს სამი დებულება თუ მოსაზრება მნიშვნელოვან მითიურ ფენას აჩენს ქართული საზოგადოების წევრების აზროვნებში: შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ამ სამ დებულებას ყველა ეთანხმება – მეტ-ნაკლები ვარიაციებით: მაგალითად, ხელისუფლების წევრმა ან მისმა გულშემატკივარმა შეიძლება თქვას, რომ ”ძნელია საბჭოთა კავშირის დონის მიღწევა მეცნიერებაში – მაშინ ხომ ქვეყანა უზარმაზარ რესურსებს ფლობდა. ჩვენ ვცდილობთ, და იმედია, მალე მივაღწევთ მეცნიერების იმ დონეს, რომელზეც საქართველო საბჭოთა კავშირის დროს იყო”. ამას შემდეგ მოჰყვება საუბარი იმ კონტაქტებზე და ლაბორატორიებზე, რომელიც ”იმ დროს” იყო, და ა.შ.
იგივეს იტყვის ხელისუფლების მოწინაამღდეგე, ან უბრალოდ ე.წ. ”ნეიტრალური” ადამიანი. ეს ერთსულოვნება იმდენად თვალშისაცემია – ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ტოტალურ ”ერთმანეთთან-არაფერში-დათანხმების”, საზოგადოებრივი ინტერესების რამდენიმე საერთო მნიშვნელამდე დაუყვანელობის ფონზე, რომ სოციალურ მეცნიერებაში ოდნავ განსწავლულიც კი აუცილებლად იტყვის, რომ აქ საქმე გვაქვს საკმაოდ ძლიერ მითთან.
მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ეს სამი დებულება, რაკი ისინი მითიური კონსტრუქციის ნაწილებს შეადგენენ, იმთავითვე არ შეეფერება სინამდვილეს: მითიური კონსტრუქციების მეცნიერული კვლევის ისტორიაში ბევრია შემთხვევები, როდესაც მითების რეალურობასთან შესაბამისობის მაღალი ხარისხი დამტკიცებულა და სკეპტიკოსების დიდი სინანული გამოუწვევია.
ნებისმიერ შემთხვევაში, დავამტკიცებთ თუ არა ამ მითს ქართული მეცნიერების
შესახებ, თუ უარვყოფთ, მაინც დავდგებით განჯადოების გზაზე: უარყოფის შემთხვევაში კამათს და დისკუსიას მაინც მივიღებთ ამ მითის შესახებ, რაც მითს დაასუსტებს მაინც, ხოლო დამტკიცებების შემთხვევაში – მითი უკვე აღარ იარსებებს და შესაძლებელია საზოგადოებას ამით სხვა საკითხებზე შეთანხმების მნიშვნელოვანი, ვერიფიცირებული დასაყრდენი გამოუჩნდეს.
მეთოდი
თანამედროვე სამეცნიერო სამყაროში მეცნიერის, მეცნიერთა ჯგუფის თუ მთლიანად ქვეყნის მეცნიერთა მიღწევების გაზომვის უტყუარი რაოდენობრივი მეთოდი არსებობს და მას ”ბიბლიომეტრული ანალიზი” ჰქვია. ამ მეთოდის მიხედვით, მეცნიერული მუშაობის ინდიკატორი სულ რამდენიმეა და მათი რიცხვებზე დაყვანა, მინიმალური ინტერპრეტაციის საჭიროებით, სავსებით შესაძლებელია. ეს ინდიკატორი ძირითდად ორია: მეცნიერის ავტორობით გამოქვეყნებული ნაშრომების რაოდენობა და ამ მეცნიერის ნაშრომების სხვა მკვლევარების ნაშრომებში ციტირების რაოდენობა.
ცხადია, რომ ეს ინდიკატორები ითვალისწინებენ მხოლოდ პირდაპირ რაოდენობრივ მონაცემებს, რომლებიც შეიძლება არ იყოს ერთმნიშვნელოვანი – მაგ. კონკრეტული პუბლიკაციის ციტირების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს არა მეცნიერის იდეებთან და შედეგებთან თანხმობის, არამედ უთანხმობის გამო. მაგრამ მეცნიერების განვითარების ისტორიაში შეცდომებს არანაკლები წვლილი მიუძღვით, ვიდრე პოზიტიურ შედეგებს. გარდა ამისა, ხშირად, აღიარებული შეცდომა გამხდარა მეცნიერების მომავალი განვითარების ქვაკუთხედი. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ თუკი მეცნიერის შეცდომას ბევრი გამოხმაურება აქვს, ის მნიშვნელოვნადაა ჩართული სამეცნიერო პროცესში. ამიტომ, ყველაზე ადვილი და ალბათ ერთადერთი გზა, ვნახოთ თუ რა მდგომარეობაშია საქართველოს მეცნიერება – და შევადაროდ ის მის წარსულ მიღწევებს – არის ზემოდჩამოთვლილი ინდიკატორების მიხედვით საქართველოს მეცნიერების
მიღწევების შეფასება.
დღევანდელ მსოფლიოში რამდენიმე მონაცემთა ბაზაა, რომლებიც მეცნიერთა მიღწევების შესახენ რაოდენობივ მონაცემებს ამუშავებენ და აქვეყნებენ. ყველაზე მომცველი მათ შორის ე.წ. ”ცოდნის ქსელია” (IშI ჭებ ოფ Kნოწლედგე) რომელიც სამეცნიერო სლენგში ტომსონის (თჰომსონ) სახელითაა ცნობილი. მონაცემთა ეს ბაზა
შეცავს აკადემიური კვლევის მიღწევების მონაცემებს 1975 წლიდან დღემდე.
შესაბამისად, ჩვენ ადვილად შეგვიძლია თვალი მივადევნოთ საქართველოს მიღწევებს, როგორც საბჭოთა კავშირის ფარგლებში, ასევე მის შემდეგ.
მონაცემთა ბაზებში გამოცდილ მოსიარულეს გაუჩნდება საძიებო არეალების შესახებ კითხვა. ნაკლებ გამოცდილებისათვის შევეცდები განვმარტო, რატომ არის საძიებო არეალების ცოდნა მნიშვნელოვანი მონაცემთა ბაზებიდან სწორი პასუხის მიღებისათვის: წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ხორბლის და რკინის მარცვლების გროვა, ხოლო ამოცანაა ერთმანეთისაგან გამოაჩიოთ რკინა და ხორბალი. აქ სულ მცირე სამი გზაა: 1. ხელით – ანუ ვიზუალურად და შეგრძნების საფუძველზე გადაარჩიოთ გროვა; 2. დათესოთ მთელი გროვა და რომელიც არ ამოვა, ის იქნება რკინა; 3. მაგნიტის საშუალებით მიიზიდოთ რკინის მარცვლები.
ამ სამ წესში პირველი ენერგიის დიდი დანახარჯს მოითხოვს, მეორე – მახვილგონიერია, მაგრამ შედეგებს დიდი ხანი უნდა ველოდოთ. შედეგიც შეიძლება არ იყოს ზუსტი – ხორბლის მარცვლების რაღაც რაოდენობამ შეიძლება არ გაიხაროს. მესამე – ყველაზე ადეკვატურია – მოითხოვს მინიმალურ დროს და შედეგიც მაქსიმალურად ეფექტური უნდა იყოს.
საძიებო არეალის ცოდნა სწორედ ის მაგნიტია, რომელსაც ინფორმაციის გროვიდან ჩვენთვის საინტერესო მონაცემები უმოკლეს დროში გამოაქვს.
”ტომსონში” შესულია ინფორმაცია ე.წ. საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული თუ ციტირებული ნაშრომების შესახებ. საერთაშორისო ჟურნალები კი ის ჟურნალებია, რომელსაც გააჩნიე პეერ რევიეწ-ს მექანიზმი: ანუ, რედაქციის მიერ სტატიების შერჩევის მეთოდოლოგია, რომელიც გულისხმობს ჟურნალის რედაქციაში შემოსული სტატიების ხარისხის ანონიმურ შემოწმებას ავტორის კოლეგების მიერ. ამ მონაცემთა ბაზაში შესულ თითოეულ ერთეულს, ანუ, პუბლიკაციას აქვს თავისი მახასიათებლები. მათ შორის, გარდა ავტორის სახელებისა და გვარისა, არის ამ ავტორების ინსტიტუციური მიკუთვნებულობა, და ქვეყანა, სადაც ეს ინსტიტუცია მდებარეობს. ბუნებრივია, გვარების მიხედვით რომ ვამუშაოთ მონაცემთა ბაზა, ამას ძალიან დიდი დრო და რესურსები დასჭირდება და დაემსგავსება რკინის და ხორბლის მარცვლების ხელით გადარჩევას. მაგნიტის ფუნქცია ქვეყნის და ინსტიტუციის დასახელებამ უნდა შეასრულოს, რაც, საბჭოთა კავშირის დროინდელი საქართველოს
შემთხვევაში იქნება ”საქართველოს მეცნიერებათა აკადემია” და/ან ”საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა” დაწერის ყოველნაირი ფორმით, ხოლო საბჭოთა კავშირის შემდგომ პერიოდში ”საქართველოს რესპუბლიკა” – ასე მიუთითებენ საქართველოს ტომსონის მონაცემთა ბაზებში მას მერეც, რაც საქართველომ დასახელება შეიცვალა – იმისათვის რომ აშშ-ს ჯორჯიის შტატისაგან განასხვავონ (რომელიც, სხვათა შორის, ცნობილია მაღალი დონის კვლევითი უნვიერსიტეტებით).
რაც შემდეგნაირად იკითხება; მომეცი
ყველა მონაცემი, რომლის აღწერაშიც მითითებულია ან საქართველოს რესპუბლიკა, ან საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ან საქართველოს სსრკ, ან საქართველოს სსრ, ან თბილისი, ან ბათუმი, ან ქუთაისი. და ამ სიტყვების ყველა შესაძლებელი გაგრძელება (* – ეს ამას ნიშნავს).
ეს კი ნიშნავს, რომ უნდა გვქონდეს იმედი, რომ მონაცემთა ბაზა მოგვემს ყველა იმ მონაცემს, რომლის აღწერაშიც თუნდაც ერთი ეს სიტყვათშეთანხმება თუ სიტყვა ფიგურირებს. ამიტომ, ჩვენ, ამ მაგნიტის გამოყენებით, არ უნდა გაგვიჭირდეს ვნახოთ საქართველოს მეცნიერების მდგომარეობა 1974 წლიდან საბჭოთა კავშირის დანგრევამდე, და შემდეგ – საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებიდან დღემდე. გამონაკლისები და უზუსტობები ცხადია, მონაცემთა არცერთი ბაზა და მით უმეტეს დამუშავების მეთოდი არ არის უნაკლო. ჩვენს შემთხვევაშიც საქმე გვაქვს გამონაკლისებთან და უზუსტობებთან. მაგრამ არც ეს გამონაკლისები და არც უზუსტობები არ მოქმედებენ მთლიან სურათზე. გამონაკლისებია: ამ შედეგებში ვერ მოექცევა ის სამეცნიერო პროდუქტი, სადაც არ არის მითითებული ქართული სახელმწიფო, ან ინსტიუცია. შესაბამისად, რაც არ უნდა გვეგონოს, რომ მაქს პლანკის ინტიტუტში ან ნიუ იორკის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი მეცნიერი ქართულ მეცნიერებას წარმოადგენს, ეს ასე არ არის, თუკი ის თავის პუბლიკაციების მისამართად არ უთითებს საქართველოს ან საქართველოს რომელიმე ინსტიტუციას.
ასევე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტომსონის მონაცემთა ბაზა ითვალისწინებს მხოლოდ იმ ჟურნალებში გამოქვეყნებას, რომლებსაც მიღებული აქვთ საერთაშორისო სტატუსი. შესაბამისად, თუკი ასეთი სტატუსი ჟურნალს არ აქვს, მასში გამოქვეყნებული სტატია ვერ შევა ჩვენი კვლევის არეალში. იმდენად, რამდენადაც საქართველოში გამოცემულ არცერთ ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერების ჟურნალს არა აქვს ეს სტატუსი მიღებული, ამ დამუშავებიდან ავტომატურად ვარდება ამ სფეროებში ქართულ ენაზე გამოქვეყნებული სტატიების 100 %. ასევე, შესაძლებელია ამ დამუშავებიდან
ზოგიერთ უცხოურ ჟურნალში პუბლიკაციაც ამოვარდეს. მაგრამ თუკი
გავითავალისიწნებთ იმას, რომ 1. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს ქართული მეცნიერების დონის შედარება საერთაშორისო ინდიკატორებთან, ასევე იმასაც, რომ 2. თუკი ნაშრომის ღირებულება მაღალია, და მისი ციტირება მიმდინარეობს, ის აუცილებად ხვდება მონაცემთა ბაზაში: ანუ, თუკი ქართველმა მეცნიერმა გამოაქვეყნა სტატია არა-საერთაშორისო სტატუსიან ჟურნალში, მაგრამ თუ ამ სტატიამ გამოიწვია კოლეგების ინტერესი, ის მოხვდება ჩვენი დამუშავების არეალში: რადგანაც, როგორც ვთქვით, ჩვენ გამოვიკვლევთ არა მარტო პუბლიკაციებს, არამედ, ქართული მეცნიერების ციტირების ინდექსსაც, რასაც – დღევანდელ სამეცნიერო სამყაროში სულ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება (იგივე ეხება წიგნების ციტირებას – თანამედროვე სამეცნიერო სამყაროში წიგნის ღირებულება უფრო მეტად მისი ციტირებების რაოდენობით ფასდება, ვიდრე გამომცემლობის პრესტიჟით). ამ მონაცემთა ბაზაში სხვა ინდიკატორებიც არსებობს, მაგ. კონფერენციებში მონაწილეობის რაოდენობა და კონფერენციის გამოქვეყნებული აბსრტაქტების რაოდნობა. დღეს ამ ორ ინდიკატორს ამ პუბლიკაციაში არ ვიყენებ – ისინი მაინც მეორეულები არიან და თავისი მნიშვნელობით ბევრად ჩამორჩებიან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებებს და ციტირებებს. თუნცა, მათი გათვალისწნებითაც რომ გადავითვალოთ ქვეყნის ან მეცნიერების შედეგები, პროპორცია არც სხვა ქვეყნებთან და არც სხვა მეცნიერებთან მიმართებაში მაინც არ იცვლება.
ასე რომ, ჩვენი კვლევიდან გამონაკლისები და უზუსტობები ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ჩვენი მონაცემების დიდი წილი – 90%-მდე – იქნება საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებათა შესახებ. თუმცა, ესეც არ არის ჩვენი ამოცანისათვის დიდი პრობლემა. ჩვენი საკვლევი მითი ხომ ძირითდად საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებზე ლაპარაკობს: საბჭოთა კავშირის დროს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები იდეოლოგიური კონტროლის ქვეშ იყო – სახელმწიფო ცდილობდა ხელი შეეშალა ამ მეცნიერებების განვითარებისათვის. ამიტომ, რაც ამ დროს საქართველოში ამ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების დარგში ღირებული შეიქმნა, შეიქმნა სახელმწიფოს მოქმედების საწინაამღდეგოდ. ამის საპირისპიროდ, საბჭოთა კავშირი ავითარებდა (გარკვეული იდეოლოგიური შეზღუდვებით), საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებს, რომლებიც, მისი პარტიული ბოსების აზრით, იარაღის დამზადებაში გამოადგებოდათ.
ციტირების და პუბლიკაციების ინდექსის კიდევ ერთი არასრულყოფილება მის არააბსოლუტურობაშია: მეცნიერის ღირებულება გარკვეულ შემთხვევებში განისაზღვრება არა მისი დაწერილი და გამოქვეყნებული პროდუქციით, არამედ – მაგ. მისი მონაწილეობით საერთაშორისო ექსპერიმენტებში, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი მეცნიერების წილი (ანუ, რომელბიც ტექნიკოსები არ არიან და მთელ თავის დროს კონკრეტული ექსპერიმენტის ჩატარებას უძღვნიან) მსოფლიო მეცნიერებაში, და მით უმეტეს, საქართველოში, საკმაოდ ცოტაა. ამიტომ, ყველა ზემოდ ჩამოთვლილი გამონაკლისის და უზუსტობის გათვალისწინებით, დღეს, ციტირების და პუბლიკაციების ინდექსი რჩება ერთადერთ ინსტრუმეტად, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ქვეყანაში მეცნიერების განვითარების დონეზე, მის წარსულზე და მომავალ პერსპექტივებზე.
მონაცემები:
ცხრილი #1. საქართველოს სახელით გამოქვეყნებული ნაშრომები 1975 წლიდან დღემდე
(ამ ცხრილში 70 და მომდევნო რიცხვები 100-მდე ნიშნავს 1975 და მის მომდევნო წლებს. 100 და მისი მომდევნო რიცხვები ნიშნავს 2000 და მის მომდევნო წლებს).

როგორც ამ ცხრილიდან ჩანს, საქართველოში წარმოებული სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა 1975 წლიდან 2008 წლის ბოლომდე – მხოლოდ იმატებს, და 2008 წელს აღწევს იმ მაჩვენებელს, რომელიც არასოდეს ჰქონია.
ცხრილიდან ჩანს, რომ ყველაზე მაღალი ნიშნული საბჭოთა კავშირის დროს 1985 წელს იყო მიღწეული, და ეს მონაცემი ემთხვევა საბჭოთა კავშირის იდეოლოგიური მანქანის შესუსტებას. საბჭოთა კავშირის შემდეგ კი ყველაზე მაღალი ნიშნული 20052006 წლებზე მოდის და როგორც ცხრილიდან ჩანს – იზრდება. საგულისხმოა, რომ პუბლიკაციების რაოდენობის ზრდა ემთხვევა განათლების და მეცნიერების რეფორმის დასაწყისს – როდესაც დღის წესრიგში დადგა მეცნიერთა შრომის რაციონალური ინდიკატორებით შეფასების საკითხი.
მაგრამ, ამ სტატიის შესავალში აღწერილი მითიური კონსტრუქციის მომხრე იტყვის, რომ საქმე არის არა რაოდენობაში, არამედ ხარისხში: ანუ, საბჭოთა კავშირში გამოქვეყნებული შრომების ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. ეს კი ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დროს გამოქვეყნებული შრომების ციტირება ბევრად უნდა სჭარბობდეს საბჭოთა კავშირის შემდეგ გამოქვეყნებული შრომების ციტირებას. ცოდნის ქსელი ციტირების ინდექსის მხრივ შემდეგ სურათს გვაძლევს:
ცხრილი #2

ეს კი ნიშნავს, რომ დღეს ქართული მეცნიერების ცნობადობა ისეთია, როგორც არასდროს. ის რამდენიმეჯერმე აღემატება საბჭოთა კავშირის დროინდელს და ყოველწლიურად იზრდება.
მაშასადამე, ამ ორი ცხრილით მითი ”საქართველოს-მეცნიერების-საბჭოთაკავშირში-კარგი-მდგომარეობის-შესახებ-და-თანამედროვე-საქართველოში-მისი-ცუდიმდგომარების-შესახებ” დაინგრა. რა თქმა უნდა, არსებობს იმის თეორიული შანსი, რომ 2008 წელს ციტირებული სტატიების აბსოლუტური უმრავლესობა საბჭოთა კავშირშია დაწერილი. მაგრამ ეს საეჭვოა, თუნდაც იმის გამო, რომ ციტირების ზრდა ემთხვევა პუბლიკაციების რაოდენობის ზრდას, და პირდაპირ უნდა იყოს 2004-2005 წლებში დაწყებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტების გააქტიურებასთან დაკავშირებული, და არა – ქართველი მეცნიერების 15 ან 25 წლის წინანდელი ნაშრომების თავიდან აღმოჩენასთან.
მაგრამ გვაძლევს თუ არა ამ მითის ნგრევა საფუძველს, რომ დავმშვიდდეთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგადაა, და რომ მეცნიერული კვლევების სახელმწიფო პოლიტიკა სწორედაა მიმართული? ამისათვის შედარებას უნდა მივმაროთ და და შევადაროთ ჩვენს მიერ მოპოვებული მონაცემები რეგიონის და თუნდაც – ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებს:

ცხრილი #3
Gეორგია, Aრმენია, Aზერბაიჯან, Lატვია, Eსტონია, Lიტჰუანია

ამ ცხრილებიდან ჩანს, რომ სულაც არ გვიჭირავს რეგიონში მოწინავე ადგილი და მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით უფრო მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნებს: კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომლეიც შეგვიძლია ამ ცხრილებიდან გამოვიტანოთ, არის ის, რომ ციტირების ინდექსი ყველა ქვეყენაში თანაბრად იზრდება. მაგრამ, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ საიდან არის დაწყებული ეს ზრდა და რა ნიშნულია მაგ. 2008 წლის ბოლოსათვის: როგორც ვხედავთ, სომხეთის ციტირების ანგარიში თითქმის ორჯერ აღემატება ჩვენსას, ხოლო ესტონეთის – თითქმის 4-ჯერ.
იგივე შეიძლება ითქვას პუბლიკაციების რაოდენობაზე: 2008 წელს ქართველმა მეცნიერებმა 311 სტატია გამოაქვეყნეს. ლიტველმა მეცნიერებმა 2163 სტატია გამოაქვეყნეს. ესტონელებმა 942, სომხებმა 465, ლატვიელებმა – 360, ხოლო აზრბეიჯანელებმა – 282. ეს მონაცემები აღებულია 2008 წლის დასაწყისში. იმდენად, რამდენადაც ყოველი შემდეგი კალენდარული წლის პირველ ნახევარში გამოიცემა ჟურნალები რომელსაც გამოცემის წლად 2008 წელი აქვთ მითითებული, წლის ბოლოს ან შუაში მონაცემები შეიძლება რამდენადმე განსხვავდებოდნენ მოცემულიდან, მაგრამ, როგორც წესი ასეთი ”გადაცდომები” წლის არც ძირითად ტენდენციას და არც მიღებულ პროპორციას არ ცვლის. ცხრილი # 4.
(იხ. ლინკი: ქვეყნების რანჟირება პუბლიკაციების რაოდენობის მიხედვით: Http://www.scimagojr.com/countryrank.php?area=0&category=0&region=all&year=all&order=it&min=0&min_type=it  ქვემოთ მოყვანილი ცხრილი გაკეთებულია 1996-2007 წლებისათვის).ამ მონაცემებისათვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში რეალურ მკვლევართა რაოდენობას. იგივე ტომსონის მიხედვით, 2008 წელს საქართველოდან საერთაშორისო ჟურნალებში 310 პუბლიკაციის გამოქვეყნებაში მონაწილეობა მიიღო (არა მარტო – მთავარ ავტორად, არამედ – დამხმარედაც) 263 მკვლევარმა. აქედან 150 მკვლევარმა 1 სტატიის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, 78-მა – 2-ს, 19-მა – 3-ს, 11მა 4-ს, 3-მა 5-ს, 2-მა 6-ს ხოლო 1-მა – 16-ს. შეიძლება კრიტიკოსებმა თქვან, რომ 16 პუბლიკაციაში ერთი მკვლევარის მონაწილეობა არარეალურია. მაგრამ მეორეს მხრივ, ამ მონაცემის არსებობა საქართველოს მეცნიერების აღწერაში უტყუარია.

ეს რიცხვი კი მოგვითითებს, რომ საქართველოში რეალურ, ანუ აქტიურ მკვლევართა რაოდენობა 500-ს არ უნდა აჭარბებდეს – ყველაზე უფრო თამამი დაშვების შემთხვევაში: თუკი ვივარუდებთ, რომ ამ 261 მკვლევარის რიცხვში ვერ მოხვედრილი მკვლევარები ორ წელიწადში ერთხელ აკვეყნებენ სტატიებს ანდა – რთულ ტემებზე მუშაობენ და ორ-სამ წელიწადში ერთელ ახერხებენ სამეცნიერო ქსელში ფორმალურ დაფიქსირებას.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოს კარგ კვლევით უნივერსიტეტებში
შეფარდება პროფესორებს (რომლებიც ძირითადათ მკვლევარები არიან) და სტუდენტებს შორის საშუალოდ 1/10-თანაა – ანუ, ერთ მკვლევარზე მოდის 10 სტუდენტი, მივიღებთ, რომ დღეს საქართველოში ერთი პატარა კვლევითი უნივერსიტეტის (5000 სტუდენტი) პოტენციალი არსებობს.
გამოდის, რომ დღეს მცირე რაოდენობის მეცნიერები ქმნიან ისეთი ხარისხის და რაოდენობის პროდუქციას, რომელიც არასოდეს არ ყოფილა საქართველოში. მაგრამ, მეორე მხრივ, თუკი საერთაშორისო ინდიკატორებით შევხედავთ, არც მეცნიერთა და არც მათი პროდუქციის რაოდენობა არ არის საკმარისი იმისათვის რომ ვთქვათ, რომ საქართველოში მეცნიერების მდგომარეობა თუნდაც დამაკმაყოფილებელია.
მით უმეტეს, თუკი გავითავალისწინებთ იმას, რომ ქვეყანაში სადოქტორო პროგრამების სტუდნეტების რაოდენობა კატასტროფულად მცირეა: 2008 წელს ქვეყანაში სულ 728 დოქტორანტი იყო. რაც ნიშნავს ყოველ წელს 100-150 დოქტორის გამოშვების პოტენციას. თავის მხრივ, ეს სულ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მეცნიერების რიცხვი არამც თუ გაიზარდოს, არამედ მათი ახლანდელი რაოდენობა შენარჩუნდეს. – ისიც გასათვალისწინებელია, რომ აქტიურ მკვლევართა ასაკი საკმაოდ ხანდაზმულია და მათი საშუალო ასაკი 50 წელს უახლოვდება.
თუკი რაოდენობრივი ნიშნული გვინდა, თუ რა დონეზე უნდა იყოს საქართველოს მეცნიერების პროდუქცია, იმისათვის, რომ თავი განვითარებული მეცნიერების მქონედ ჩავთვალოთ, ამ მხრივ ესტონეთის მონაცემების დონეზე ასვლა სულაც არ არის წარმატების ინდიკატორი. ქვემოთ მოცემულია სამი წლის განმავლობაში ესტონეთის და სხვა განვითარებული ქვეყნების მეცნიერთა ციტირებების რაოდენობების შედარება. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც მოსახლეობის რაოდენობით, ისევე, როგორც საქართველო, ე.წ.
“პატარა ქვეყნების” ჯგუფში შეიძლება შევიყვანოთ:
ცხრილი
#5

რად გვინდა მეცნიერება, ანუ, მეცნიერების ადგილი ქვეყნების ეკონომიკაში ზემოთ მოყვანილი რაოდენობრივი მონაცემები საკმარისია ამ წერილის დასაწყისში აღწერილი საქართველოში მეცნიერების წარსულს და აწმყოს შესახებ მითის განჯადოებისათვის. მაგრამ მეცნიერების მომავლის შესახებაც არსებობს ორი მითიური კონსტრუქცია, რომელიც ერთმანეთს ეწინაამღდეგება, მაგრამ, ორივე მათგანი პოულობს საზოგადოებაში თავის მიმდევრებს.
აქედან პირველი (და უფრო დიდი ხნის – ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ბოლო წლებიდან რომ მოდის) ამბობს, რომ მეცნიერება ქვეყნის, განსაკუთრებით პატარა ქვეყნის, პრესტიჟია, მისი სავიზიტო ბარათია მსოფლიოში და ის აუცილებლად უნდა ფინანსდებოდეს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიოს წამყვან ცენტრებში ჩვენი მეცნიერები მუშაობდნენ და საქართველო ამით – კულტურული და განვითარებული ქვეყნის სახელს იმკვიდრებდეს.
მეორე (წინა საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა საქართველოში) ამბობს, რომ მეცნიერება უნდა განვიხილოთ არა როგორც ქვეყნის პრესტიჟის, არამედ, როგორც ეკონომიკური მოგების წყარო. ამ თეორიის მიხედვით კარგი მეცნიერება ყოველთვის მოგებიანია, ამიტომ, თუკი ის სწორედ არის ორგანიზებული, მას ყოველთვის მოაქვს მოგება. ეს თეორია უყურებს მეცნიერებას როგორც ბანკირი საინვესტიციო პროექტს: თუ მეცნიერება გაამართლებს, მან უნდა დააბრუნოს ის ფული, რომელიც მასში იქნება ჩადებული და შემდეგ – დამოუკიდებლად შესძლოს
წარმატებული არსებობა.
საინტერესო ისაა, რომ ეს ორივე თეორია საღ აზრზეა დამყარებული და საფუძვლად ყველაფერი შეიძლება ედოს, ყველაფერი ამ საკითხის ცოდნის გარდა: სატელევიზიო გადაცემებში ნანახი ან გაგონილი (ვინმეს მიერ მოყოლილი), თვითგადარჩენისკენ სწრაფვა, წარსულის ვითარების აღდგენის სურვილი თუ სხვა ნებისმიერი რამ.
პირველი თეორია ამბობს, რომ მართალია, ფუნდამენტურ მეცნიერებებში ჩატარებული კვლევა საქართველოს ბევრ მატერიალურს ვერაფერს მოუტანს, მაგრამ, საქართველოში კარგი, მსოფლიო დონის მეცნიერების არსებობა ჩვენი ცივილიზებულობის და გნებავთ, ევროპელობის ნიშანია. რამაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტიც კი შექმნას. ეს სალონური თეორია წარმოიშვა საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, როდესაც საქართველოს მეცნიერებამ დაკარგა იარაღის წარმოების ხელშეწყობის აზრი. მეცნიერების არსებობის იდეოლოგიური საფუძველის გაქრობის შემდეგ ქართველ მეცნიერებს და ინტელექტუალებს საკუთარი არსებობის და მუშაობის გამართლებისათვის ახალი არგუმენტების მოძებნა დასჭირდათ.
მეორე თეორია ე.წ. გამოყენებითი მეცნიერების არსებობას ეყრდნობა, და ამბობს, რომ სახელმწიფომ მხოლოდ მომგებიანი და პრაქტიკული პროექტები უნდა დაფინანსოს. ამ მიმართულებით უხვად გამოიყენება ისეთი ცნებები, როგორებიცაა ინოვაცია, ტექნოლოგია, სისტემური მიდგომა და ა.შ. ამ თეორიის მომხრეები ამბობენ, რომ ერთის მხრივ მხოლოდ ასე შევძლებთ იმ ეკონომიკური დანახარჯის გამართლებას, რომელსაც ამ მიმართულებით გავწევთ, ხოლო მეორეს მხრივ – ამ მიდგომის საფუძველზე გადავარჩევთ დასაფინანსებელ მეცნიერებებს და მიმართულებებს. ამ თეორიის კონტურები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა საქართველოში, როდესაც სახელმწიფო აპარატში გაჩნდა აზრი ოპტიმალური მეთოდით გადაენაწილებინათ მწირი რესურსები და მწირი რესურსების მიუხედავად მაინც განვითარებული მეცნიერება მიეღოთ შედეგად.
თუმცა, მეცნიერების თანამედროვე მართვა ორივე ამ მითოლოგიური კონსტრუქციიდან განსხვავებულია: წმინდა ეკონომიკური და ბიზნეს თვალსაზრისით ყველა ქვეყანაში მეცნიერება წამგებიანია – ყველა იმ გამოყენებითი ლაბორატორიების მომგებიანობის გათვალისწინებით, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ საწარმოებში არსებობს და კონკრეტული ინოვაციების დანერგვაზე მუშაობს. ფუნდამენტურ მეცნიერებებში იმდენი დანახარჯია საჭირო თუნდაც მცირე ეფექტის მისაღებად, რომ ლაპარაკიც კი ზედმეტია ქვეყანაში მომგებიანი მეცნიერების არსებობაზე. რა თქმა უნდა. ქვეყნის Pღ-იც არ უდევს საფუძვლად მეცნიერების დაფინანსებას, თუმცა, შესაძლებელია, რომ პოლიტიკურ დისკურსში მეცნიერების ცნება ხშირად ამ აზრით გამოიყენებოდეს. მეცნიერების როლი თანამედროვე სამყაროში სხვაა: მეცნიერება, ანუ, კვლევის და კვლევის საშუალებით სწავლების არსებობა საჭიროა ცოდნის ეკონომიკის მისაღწევად: თუკი ქვეყანაში არის კარგი მეცნიერება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში კარგი უნივერსიტეტებია. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყენაში ბევრი განათლებული ადამინია, რომლებმაც იციან კვლევის მეთოდები, სამყაროსადმი რაციონალური მიდგომა აქვთ და იციან როგორ დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება. ქვეყანა კარგი მეცნიერების არსებობის პირობებში დამოუკიდებელი, განათლებული და ზრდასრული ადამინებითაა სავსე. ეს კი უტყუარი შანსია ქვეყნის ეკონომიკისათვის გახდეს ცონდაზე, და არა ფიზიკური თუ ბუნებრივი რესურსების (რაც ადრე თუ გვიან იწურება, ან გამოუსადეგარი ხდება) პრიმიტიულ გამოყენებაზე დაფუძნებული.
შეიძლება პარადოქსია, მაგრამ ქვეყანისათვის კვლევის შედეგები არ არის უშუალოდ ის, რასაც ის პირველ რიგში ელოდება მეცნიერებისაგან. მეცნიერების განვითრებამ გვაჩვენა, რომ მეცნიერების ისტორიაში გარღვევები და ნახტომები სრულიად მოულოდნელ და ხშირად – ცარიელ ადგილებზე წარმოიშობა. ქვეყანა, თუკი მის პოლიტიკოსებს და საზოგადოებას უნდათ რომ ამ ქვეყანაში იარსებოს ცოდნის ეკონომიკამ, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოების წევრების ბედნიერებას მოემსახურება, დაიტერესებულია კარგი და მრავალფეროვანი კვლევების არსებობით: არა იმიტომ, რომ ხვალ ვინმე ამ კვლევებისაგან სასწაულს ელოდება, არამედ იმიტომ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ კვლევებში მონაწილეობით და ამ კვლევების საშუალებით იღებენ კარგ განათლებას, გააძლიერონ და გაზარდონ ქვეყნის ეკონომიკა. ძლიერი ეკონომიკა კი თავის მხრივ კვლევების და სწავლების დაფინანსების გაზრდაშიც შეიტანს წვლილს და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, ასე ემსახურება ქვეყანაში მეცნიერება საზოგადოების ყოველი წევრის კეთილდღეობის და ბედნიერების მიღწევის მიზანს, და არა უშუალოდ ტექნოლოგიური სასწაულების და გარღვევების მიზნად დასახვით.
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია ქვეყნების საერთო ეროვნული პროდუქტიდან დანახარჯების პროცენტული წილი მეცნიერებაზე და მეცნიერების დონის მაჩვენებელი ციტირების ინდექსი. ადვილი შესამჩნევია, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკური კეთილდღეობით გამოირჩევიან, მეტს ხარჯავენ მეცნიერებაზე და შედეგებიც უკეთესი აქვთ. მეცნიერებაზე დანახარჯების გაზრდა კი არის არა ეკონომიკური კეთილდღეობის მომდევნო, როგორც ეხ ხშირად ჰგონიათ ”მეცნიერების, როგორც პრესტიჯის”, და ”მეცნიერების, როგორც მომგებიანი ბიზნესის” თეორიის მომხრეებს, არამედ – წინმსწრები პროცესი: ცხრილი #6 და #7
GDP % ეხპენდიტურე პერ ჩოუნტრყ

აშკარაა, რომ მეცნიერების მიღწევების დონე პირდაპირ კავშირშია საერთო ეროვნული პროდუქტის დანახარჯის მოცულობათან. პროპორციების ჩავარდნები ამ ცხრილებში ისევე როგორც მე-8 და მე-9 ცხრილში (ლატვიის, აზერბაიჯანის და ხორვატიის შემთხვევაში) მეცნიერების მართვის სისტემის არამოდერნიზებულობას უნდა მივაწეროთ.
რაც შეეხება სხვა, განვითრებულ ევროპულ ქვეყნებს, პოზიტიური კავშირი დანახარჯებს და მეცნიერების დონეს შორის უტყუარია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შედარებისათვის შევარჩიეთ ისეთი ქვეყნები, რომლებშიც მოსახლეობის რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის ფარგლებშია:
ცხრილი #8 და
#9

”მხოლოდ მომგებიანი მეცნიერების დაფინანსების თეორიის” მომხრეები იტყვიან, რომ ეს ქვეყანაში გაწეული მთლიანი ხარჯებია, და არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მაგრამ თუკი ჩახედავთ თუნდაც ინტერნეტში განთავსებულ ცხრილებს, ქვეყნების მიერ მეცნიერებაზე [კვლევაზე და განვითარებაზე [რესეარცჰ & დეველოპემნტ],
როგორც მას დღევანდელ საერთაშორისო დისკურსში ეწოდება] გაწეულ საბიუჯეტო და სხვა დანახარჯებს, ნახავთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტების წილი ამ დანახარჯებში მაღალია, ხოლო დანარჩენი, ე.წ. არა-საბიუჯეტო ხარჯები ძირითადათ იმიტომ ხდება, რომ სახელმწიფოები სხვადასხვა საკანონმდებლო ხერხებით ხელს უწყობენ კვლევაზე და განვითარებაზე თანხის გაღებას კერძო პირების და კორპორაციების მხრიდან. უნდა ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს ხელშეწყობა არ არის პრიმიტიული საგადასახადო
შეღავათი.
პირველად – პოლიტიკური ანთროპოლოგია საქართველოში

პოლიტიკური ანთროპოლოგია, როგორც მეცნიერება, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს ”ეთნოგრაფიული მეთოდის” გამოყენებით სწავლობს, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ბრიტანეთში შეიქმნა. მეთოდის შემუშავება დაემყარა ბრიტანელი ანთროპოლოგების აფრიკაში მიღებულ გამოცდილებას, რომლის მიხედვითაც ბრიტანული პოლიტიკური ინსტიტუტების კოპირებამ აფრიკის ქვეყნებში არ მოიტანა ის შედეგი, რასაც ელოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული და აფრიკული პოლიტიკური ინსტიტუტები საკანონმდებლო ფორმითა და ფუნქციონირების წესებით ერთმანეთისაგან არ განსხვავდებოდნენ. მოგვიანებით პოლიტიკური ანთროპოლოგიის მეთოდის გამოყენება დაიწყეს ნებისმიერი საზოგადოების შესასწავლად – იმ ფარული, სიღრმისეული სოციალური ინსტიტუტების გამოსავლენად, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებას და პოლიტიკური პროცესების კონკრეტულ სახეს განაპირობებენ.

1985 წელს მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ანთროპოლოგმა მერი დუგლასმა (Mარყ Dოუგლას) სირაკუზის უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციების კურსი ”როგორ ფიქრობენ ინსტიტუტები”. მოგვიანებით ეს კურსი წიგნადაც გამოიცა. ლექციების ამ კურსმა და წიგნმა სათავე დაუდო ახალ ტალღას ინსტიტუტებისა და ინდივიდების ურთიერთობის კვლევაში. ძირითადი იდეა, რომელსაც დუგლასი ასაბუთებს ამ წიგნით, ის არის, რომ ორგანიზაციულ გადაწყვეტილებებს მეტწილად და უპირატესად განსაზღვრავს არა ძალაუფლების მქონე პიროვნებებს შორის მოლაპარაკება, არამედ ინსტიტუტიციური კულტურა: ინსტიტუტები ახორციელებენ ჩვენი ცოდნისა და გადაწყვეტილების უნართა (ცოგნიტიონ) სოციალურ კონტროლს. ეს ნიშნავს, რომ, თუკი რაიმე მსჯელობა საზოგადოების რომელიმე ჯგუფში ერთხმად არის მიღებული და/ან მასზე საერთო თანხმობა არსებობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის უფრო სოციალურ კონტროლს ეყრდნობა, ვიდრე ინფორმაციასა და ინფორმირებულობას.
ინსტიტუტების მიერ განხორციელებული სოციალური კონტროლის მაგალითი შეგვიძლია შედარებით მარტივი სოციალური ინსტიტუტების სფეროდან მოვიყვანოთ: როდესაც საქმე ეხება საშუალო ფენის ოჯახში მემკვიდრეობით მოულოდნელად მიღებული დიდი ფულის განკარგვის საკითხს, ოჯახის უფროსების გადაწყეტილება – რას მოახმარონ ეს ფული – სახლი იყიდონ, კარგი განათლება მიაღებინონ შვილებს, ფასიანი ქაღალდები შეისყიდონ თუ თანხა ბანკში დატოვონ – უფრო იმ შეხედულებაზეა დამოკიდებული, რომელსაც საზოგადოებაში არსებული ოჯახის ინსტიტუტი (ქცევების
1
და მეტყველების კოდებისა და პრაქტიკების ერთიანობა) უჭერს მხარს, ვიდრე ოჯახის წევრების მოლაპარაკებასა და შეთანხმებაზე. სხვა ვითარებასა და სხვა საზოგადოებაში შესაძლოა გონივრულად ჩათვლილიყო ფულის ეკლესიისთვის შეწირვა, მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ წასვლა, ფულის ვერტმფრენიდან გადმოყრა და ა.შ.
ახლა უფრო რთული ინსტიტუტების მხრიდან სოციალური კონტროლის მაგალითები ვნახოთ: მეტია იმის ალბათობა, რომ ხანგძლივი ისტორიისა და ძლიერი ინფრასტრუქტურის მქონე ეკლესიაში საეკლესიო პირების მიერ დოგმებზე მსჯელობის დაწყება ერესად იყოს აღქმული, ვიდრე ეკლესიის გაძლიერებისკენ მიმართულ ქმედებად. შესაბამისად, მეტია ალბათობა, რომ საეკლესიო იერარქები დოგმებზე მსჯელობაში ერესს დაინახავენ. ასევე, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის წინააღმდეგ მიმართული რადიკალური ქმედება ან სიტყვა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ის დამნაშავეა, თანამედროვე ლიბერალურ ერთობაში უფრო მეტად აღქმული იქნება როგორც გადამეტებული ღონისძიება. და პირიქით – მეტია ალბათობა, რომ ტრადიციულ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის მიერ ჩადენილი დანაშაული აღქმული იქნეს როგორც დანაშაული ეთნიკურ წარმომავლობის გამო, ვიდრე იმ ადამიანის კონკრეტულ თვისებებიდან გამომდინარე. ანუ, როდესაც ინსტიტუტებზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ ქცევების, მეტყველების პრაქტიკებისა და კოდების კომპლექსს, რომლებიც ყველაზე უფრო მოსალოდნელი და მოთხოვნადია კონკრეტულ საზოგადოებრივ ჯგუფში.

სოციალური ინსტიტუტის ყველაზე უფრო მოხერხებული, მაგრამ
არამეცნიერული განსაზღვრება, რომელიც მე შემხვედრია ასეთია: ”ის, რაც არსებობს შენს დაბადებამდე”. ანუ ის არამატერიალური სტრუქტურა, რომელშიც შენ შედიხარ, როგორც უკვე არსებულში და რომლის ნაწილიც
ხდები.
ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ჯგუფების შეთანხმებული და საყოველთაოდ მოწონებული ქმედებები უნდა განვიხილოთ როგორც უფრო სოციალურ კონტროლზე დამყარებული, ვიდრე ამ ჯგუფში შემავალი კონკრეტული ადამიანების მოტივებიდან და პიროვნული ღირებულებებიდან გამომდინარე.
აქ ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტები: პოლიტიკური ინსტიტუტები არის კანონებით, მოქმედების დაწერილი წესებით და ხშირად – კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობებით წარმოდგენილი სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ პოლიტიკაში ჩართული ადამიანებისა და ძალაუფლების განაწილებას. სოციალური ინსტიტუტები კი ქცევებისა და მეტყველების ის უხილავი კოდები და სისტემებია, რომლებშიც პოლიტიკური ინსტიტუტები არსებობენ და თანაარსებობენ. მაგალითისათვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქალაქეობის სოციალური ინსტიტუტი დემოკრატიულ ქვეყანაში არის ის, რომელშიც და რომლის ძალითაც ის პოლიტიკური ინსტიტუტები (მაგ., პარლამენტი, მთავრობა, პრეზიდენტი, სასამართლო, პოლიცია) არსებობენ, რომლებიც თავის მხრივ განაპირობებენ დემოკრატიული ქვეყნის (მაგ., ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის) დღევანდელ პოლიტიკურ სახესა და შინაარსს. სოციალური მეცნიერების მიდგომას, რომელიც სოციალური ინსტიუტებიდან გამომდინარე განიხილავს საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ინდივიდების პოლიტიკურ ქცევას, პოლიტიკური ანთროპოლოგია ეწოდება. ამ მიდგომის მიხედვით, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები იმ პოლიტიკური და სოციოლოგიური თეორიების გამოყენებით კი არ უნდა აღვწეროთ, რომლებიც უკვე ვიცით, არამედ – დავაკვირდეთ მიმდინარე პროცესებს და ამ პროცესების გენერალიზაციით, რედუცირებითა და ანალოგიების მოხმობით აღვწეროთ (”დავიჭიროთ”) ქცევის ის პრაქტიკები და კოდები, ანუ ის სოციალური ინსტიტუტები, რომლებიც მიმდინარე პროცესებს უდევს საფუძვლად.
პოლიტიკური ანთროპოლოგიის მეთოდის გამოყენება მით უმეტეს გამართლებულია ჩვენში არსებული პოლიტიკური პროცესებისა და გადაწყვეტილებების ანალიზისათვის: ზემოთქმულიდან გამომდინარე, უდავოდ საინტერესოა, რას წარმოადგენენ სოციალური ინსტიტუტები, რომლებიც დღეს ჩვენს გარემოში აპირობებენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას და ამ გადაწყვეტილებების მხარდაჭერას პოლიტიკაში ჩართული საზოგადოების წევრების მიერ. ეს მიდგომა პროდუქტიული უნდა იყოს იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ბოლო დროს მივიღეთ, და იმ ვითარების გამოც, რომელიც ბოლო დროს შეიქმნა ამ რეალობის ანალიზის თვალსაზრისით. პოლიტიკური სუბიექტების ნებისმიერი შეფასება მიუღებლობისა და გაუზიარებლობის კედლებს აწყდება. ამ შეფასებათა მიღება/მიუღებლობის ძირითადი პრობლემა, ჩემი აზრით, ის არის, რომ ანალიტიკოსები პოლიტიკოსების, პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართული პროფესიონალებისა და მათი მიმდევრების ამა თუ იმ გადაწყვეტილებას და მოქმედებას მათი პიროვნული თვისებებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე აღწერენ, რაც უმეტეს შემთხვევაში მიახლოებულიც კი არ არის ამ პოლიტიკოსებისა და მათი მიმდევრების წარმოდგენასთან საკუთარ თავზე. ამის მაგალითია ამ ბოლო დროს გახშირებული პარალელების გავლება კანონიერი ქურდების
2
ქცევასა და „უცნობის“ პოლიტიკურ პრეზენტაციებს შორის ; ბრალდებად ქცეული ანალიზი, რომლის მიხედვითაც რადიკალური ოპოზიცია, თუ განზრახ არა, არაცნობიერად მაინც რუსეთის დავალებას ასრულებს; ხელისუფლების, როგორც ადამიანის უფლებების პერმანენტული დამრღვევის, უფრო რადიკალური შეფასებით – როგორც კაციჭამიების, მკვლელების, კრიმინალების და ა.შ. ჯგუფის, მოქმედებათა უკვე სოციალურ კონსტანტად ქცეული აღწერა. ასეთი მოუხეშავი ანალოგიები კი პოლიტიკური პოზიციების მატარებლებში იწვევს არა დაფიქრებასა და თვითკორექტირების სურვილს, არამედ – გაღიზიანებას და შეფასების ავტორის ერთმნიშნვნელოვან ”განთავსებას” რომელიმე პოლიტიკურ ბანაკში.
ზემოთ აღწერილი მეთოდით მიდგომა, ვფიქრობ, პიროვნებებზე მითითებისა და მათთვის იარლიყის მიკერების ხიფათს აგვარიდებს. მე ვაპირებ აღვწერო ქცევისა და მეტყველების კოდები, რომლებიც კოლექტიურად აღიარებული გადაწყვეტილებებიდან და კოლექტიური ქცევებიდან გამომდინარეობს, და არა კონკრეტული ადამიანების ფსიქოტიპები და ღირებულებითი პრიორიტეტები. შედეგად მივიღებთ იმ სოციალური ინსტიტუტების (ან ინსტიტუტის) აღწერას, რომელშიც დღევანდელი პოლიტიკური ინსტიტუტები მოქმედებენ და ურთიერთმოქმედებენ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გარემოს ანალიზისათვის პოლიტიკური ანთროპოლოგიის მეთოდის გამოყენებისაკენ გვიბიძგებს, არის როგორც რადიკალური ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიისა და
3
ხელისუფლების პოლიტიკური პროგრამების სქემატური ხასიათი , რაც მაფიქრებინებს, რომ ეს პროგრამები იმიტომაცაა სქემატური, რომ რაღაც სხვაზე მიუთითებენ და
თავისთავადი მნიშვნელობა არა აქვთ. ის რაღაც კი, რაზედაც ეს სქემები მიუთითებენ, სავარაუდოდ, ის სოციალური ინსტიტუტები არიან, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებს მოქმედებისა და დისკურსის კონკრეტული ფორმებისაკენ მიმართავენ. ამ შემთხვევაში პოლიტიკური პროგრამა კოდირებული გზავნილის როლს ასრულებს, რომლის მიღების შედეგად სოციალური ინსტიტუტის წევრისათვის ცხადი ხდება, რომ ეს მის სოციალურ ინსტიტუტში შემავალი ჯგუფის მიერ გაკეთებული განაცხადია. შესაბამისად, თუკი ეს ასეა, ინდივიდები ორივე მხარეს მოქმედებენ უფრო როგორც სოციალური ინსტიტუტის წარმომადგენლები, ვიდრე პოლიტიკური პარტიის ან პარტიათა კოალიციის წევრები. დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ინდივიდების კოლექტურ ქცევათა და საჯარო გამოთქმათა ანალიზით ყალიბდება დისკურსული და ქცევითი კოდების ორი ჯგუფი (თითოეულში ოთხი კოდია), რომელთაგანაც ერთს უმეტესად რადიკალური ოპოზიციის, ხოლო მეორეს უმეტესად ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები ეკუთვნიან. ესენია: რადიკალური ოპოზიციის ქცევის და დისკურსის კოდები:
1. ყველაზე უფრო მისაღები საქციელია იყო მედიატორი და მსაჯული, ყველაზე მიუღებელი – იყო ჩართული და წარმოადგენდე მხარეს;
2. ერთადერთი პოლიტიკური პოზიცია, რომელიც შეიძლება გეკავოს, არის ის, რომლის შესახებაც უკვე არსებობს უპირობო თანხმობა იმ ჯგუფში, რომელსაც მიაკუთვნებ საკუთარ თავს;
3. არსებობს უპირობო ავტორიტეტი, რომელიც უნდა აღიარო და რომელსაც უნდა დაემორჩილო. მაგრამ ავტორიტეტად აღიარება რთული და საპასუხისმგებლო საქმეა და შეცდომა დაუშვებელია;
4. ნებისმიერი პოლიტიკური აქცია/ქმედება მხოლოდ სამართლიანობის აღდგენასა და ღირსების დაბრუნებაზე შეიძლება იყოს მიმართული. მმართველი პარტიის და ხელისუფლების ქცევის და დისკურსის კოდები:
1. საკუთარი შეცდომის აღიარება ღირებულებაა;
2. შეთანხმებული ღირებულებების იგნორირება შესაძლებელია, თუკი არსებობს არჩევანი ამ ღირებულებებსა და სოციალურ-პოლიტიკურ ცვლილებებს შორის;
3. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ვინ არის ჩვენ შორის ავტორიტეტი, რომელსაც დავემორჩილებით;
4. ნებისმიერი პოლიტიკური ქმედება, რომელიც არსებული ვითარების შეცვლას ისახავს მიზნად, ღირებულია.
კოდების ორივე ამ კომპლექსს ბევრნაირი და მრავალმხრივი გამოვლინება აქვს. მაგალითად, რადიკალური ოპოზიციის ქცევის კოდები ვლინდება როგორც რადიკალური ოპოზიციური პარტიების ქმედებებში, ასევე პოლიტიკურ ექსპერტთა, პოლიტიკური თოქ შოუების წამყვანთა, უბრალოდ, რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა ქცევებში და პერფონმანსებშიც კი. რამდენიმე მაგალითი: რადიკალური ოპოზიციური პარტიების მცდელობა არსებული პოლიტიკური კონფლიქტი წარმოეჩინათ არა როგორც ორი პოლიტიკური ჯგუფისა და მათი მხარდამჭერების დაპირისპირება, არამედ როგორც ხელისუფლებისა და ხალხის კონფლიქტი, ხოლო საკუთარი თავის როგორც ”საქმის გამრჩევისა” და სამართლიანობის დამდგენის რეპრეზენტაცია მოეხდინათ; ასევე – მათი მხრიდან კონკრეტული პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებაზე უარის თქმა – გარდა იმ პოზიციისა, რომ ისინი უპირობოდ იცავენ ადამიანის უფლებებსა და სამართლიანობას; პატრიარქის ავტორიტეტის უპირობობის მანიფესტაცია მიუთითებს, რომ ისინი ზემოთ აღწერილი ოპერაციული კოდების მიხედვით მოქმედებენ; ამ ბოლო დროს ზოგიერთი პოლიტიკური ექსპერტის სწრაფვა, მაქსიმალურად დააფიქსიროს არა საკუთარი კომპეტენცია, არამედ საკუთარი ობიექტურობა, განსაჯოს ორივე მხარე ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის უპირობო პოზიციაზე დაყრდნობით;

არ შემიძლია არ მოვიყვანო მაგალითად ორი ადამიანის კამათი ”რია ნოვისტის” სტუდიაში: ერთ-ერთი მათგანი საკმაოდ ცნობილი პოლიტოლოგი და პარლამენტის წევრია, მეორე – ექსპერტის ლაბელ-ის მატარებელი. კამათისას ექსპერტმა უთხრა პოლიტოლოგს, რომ ის არ არის ექსპერტი, რაზედაც გაბრაზებულმა პოლიტოლოგმა მიუგო, რა გაქვს სალაპარაკო, როდესაც პოლიტოლოგიის ელემენტარული ცნებები არ იციო. ექსპერტმა მშვიდად უპასუხა: სამაგიეროდ მე ობიექტური ვარო.
ამავე რიგში ეწერება პეტიციების წყება, რომელიც აპრილ-მაისში გამოჩნდა – საზოგადოების ცნობილი სახეების მიერ ხელმოწერილი და რომლის დისკურსი იგივე იყო: ჩვენ ობიექტურები ვართ, არც ვიცით ვისი პოლიტიკური პოზიციაა სწორი, მაგრამ მთავარი ადამიანის უფლებები და სამართლიანობააო; ასევე – ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლების მოწოდება ღირსების აღდგენისაკენ, თითქოს ღირსების აღდგენა თავისთავად ცხადი პოლიტიკური პროგრამა იყოს; და ბოლოს – თოქ შოუების წამყვანთა უმეტესობის პოზიცია – კი არ დაეხმაროს სტუდიაში მოწვეულს გამოხატოს თავისი პოზიცია და ამ გამოხატვისას დააფიქსიროს წინააღმდეგობა, არამედ სიტყვაზე გამოიჭიროს სტუმარი და დაუმტკიცოს, რომ ის მტყუანია.
ქცევის თუ დისკურსის ეს ფორმები ხან კანონიერი ქურდების ინსტიტუტს გვახსენებს (მაგ., საკნების სიმბოლიკა და მთავარ საკანში მყოფი უცნობი, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები მიდიან საქვეყნო საქმეებზე სალაპარაკოდ), ხან – საბჭოთა ინტელიგენციას (ხელოვნების დარგის წარმომადგენელთა პეტიციები), ხან – კომუნისტური პარტიული ელიტის დისკურსს, როდესაც საკუთარი პრივილეგიების მოპოვების სურვილი უმაღლესი ღირებულებების დაცვით ინიღბებოდა (მაგ., ღირსებისა და ქართველობის დაბრუნება).

ამავე დისკურსული კოდის ერთი საინტერესო გამოვლინებაა ქართული ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების წარმომადგენლების მიერ საკუთარი კოლეგების მინიმალური ციტირება საკუთარ სტატიებში სხვა ქვეყნების მეცნიერებთან შედარებით; თითქოსდა მათ ამის გაკეთება რცხვენიათ. სინამდვილეში, ზემოთ აღწერილი კოდების მიხედვით, ვინმეს დასახელება ნიშნავს მის აღიარებას ავტორიტეტად. ეს კი ამავე დისკურსის თანახმად საფრთხილო და საპასუხისმგელო საქმეა – არ უნდა შეგეშალოს და ვინმე უსაფუძვლოდ არ უნდა გამოაცხადო ავტორიტეტად.
აღსანიშნავია, რომ ამავე დისკურსული კოდის ნაწილია კრიტიკული სიტყვიერი თუ პერფორმანსული ეპატაჟები ქართველი ერის მიმართ: საზოგადოებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების ახალი დისკურსი აქ ვერ ”ხარობს”, ის ზედმეტად ტრადიციულია: სულ ერთია, ქართველი ერის მიმართ კრიტიკა ლაშა ბუღაძის პირიდან მოდის თუ ანრი ჯოხაძის კლიპიდან. თითქოსდა სტერეოტიპების დამრღვევი პოლიტიკური სატირაც, რომელიც ანრი ჯოხაძემ დადგა, ვერ გავიდა საყოვველთაოდ მიღებული და დადგენილი წარმოდგენების მიღმა და ილია ჭავჭავაძის ”ბედნიერი ერის” მეტი ვერაფერი ვერ მოიფიქრა ტექსტად. რას არ შეხვდებით ამ დისკურსის მატარებელი ხალხის
თვითგამოხატვებში: ილია ჭავჭავაძის, კონსტანტინე კაპანელის, მერამ მამარდაშვილის, აკაკი ბაქრაძის სიტყვებისა და განწყობების კოპირებას, მაგრამ ყველა ამ კოპირების უკან მკაცრი სახით დგას დისკურსული კოდი, რომლის მიხედვითაც ამ საზოგადოებაში არსებული და მიღებული ლანძღვის წესსაც კი არ უნდა გადაუხვიო და მხოლოდ ისე უნდა ილაპარაკო, როგორც უპირობო ჯგუფური შეთანხმება გავალდებულებს. რაც არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნების შემთხვევაში ასე არ იყო: ყოველი მათგანი ახალ დისკურსს ქმნიდა ან ახალი დისკურსი გადმოჰქონდა ქართულ სინამდვილეში. დისკურსული და ქცევითი კოდების ეს ერთიანობა ერთ კონკრეტულ სოციალურ ინსტიტუტზე მიგვითითებს, რომელიც ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილია და რომელსაც მოქალაქის ძველი სოციალური ინსტიტუტი შეიძლება დავარქვათ. Aამ ინსტიტუტისათვის შეიძლებოდა საბჭოთა საქართველოს მოქალაქის სოციალური ინსტიტუტი დაგვერქმია, მაგრამ მაშინ მკითხველების მხრიდან ღირებულებით, შეფასებით აღქმას ვერ გავექცეოდით. ეს იმ დისკურსებისა და ქცევათა კოდების კომპლექსია, რომლებიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა საბჭოთა საქართველოში. მის ჩამოყალიბებაში სხვადასხვა პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური პროცესები ღებულობდა მონაწილეობას. მოქალაქის ამ სოციალურ ინსტიტუტში გაერთიანდა კანონიერი ქურდების, ინტელიგენციის და პარტიულ-მმართველობითი ელიტის კოდების ნაწილი. საბოლოოდ მივიღეთ სოციალური ინსტიტუტი, რომელიც სოციალურ სივრცეში გამოიხატება როგორც კონკრეტული პოლიტიკური და მოქალაქეობრივი პოზიციის დაუკავებლობა, მხოლოდ ზოგად-საკაცობრიო ღირებულებებისადმი მხარდაჭერის დაფიქსირება, მსაჯულობა და განსჯა როგორც უმაღლესი ღირებულება, ღირსება და სამართლიანობა როგორც მოქმედების ერთადერთი ორიენტირი – ეს ქცევის ის კოდებია, რომლებიდანაც გამომდინარეობდა როგორც ქართველი ინტელიგენტის, ასევე პარტიული აქტივისტის და კანონიერი ქურდის ქცევა და დისკურსი.

ამ განწყობის ”ბრალია”, რომ 2003-2007 წლებში ხელისუფლების მიერ წამოწყებული რეფორმების ვერცერთმა ტალღამ ვერ მოიპოვა ვერც ე.წ. ყოფილი საბჭოთა ინტელიგენციის და ვერც იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა, რომლებსაც საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად აღიარებული პოზიცია ეკავათ: ეს მხოლოდ იმ რეფორმებმა დაიმსახურეს, რომელთა მიზანიც ძალიან ცხადად და უპირობოდ პოზიტიურად გამოიყურებოდა. ამიტომ ხელისუფლებამ მხოლოდ ორი მიმართულებით მიიღო მხარდაჭერა ამ ჯგუფებისგან – პატრულის რეფორმაზე და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. სხვა
მიმართულებებმა, იქნებოდა ეს სასწავლო გეგმების ლიბერალურ პრინციპებზე დამყარება, სასამართლოს ინკვიზიციური ფორმიდან შეჯიბრობითობისაკენ მოძრაობა თუ ეკონომიკური რეფორმები, ვერ მიიღო ამ დისკურსის მატარებლების მხარდაჭერა სწორედ ამ რეფორმების კომპლექსურობისა და არაერთმნიშნვნელოვანების გამო. ამიტომ მათი მხრიდან რთულ და კომპლექსურ რეფორმებზე მსჯელობისას იღებ პასუხს ”არ ვიცი”, ან ”საიდან იცი”. ამ შემთხვევებში ისინი დისკუსიაში არ შემოდიან და
საზოგადოებისათვის და თუნდაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს (უმაღლესი განათლების რეფორმა, სასამართლოს კონკრეტული მოწყობა, ინვესტიციების ტიპი და ხელშემწყობი გარემოს ფორმირება) მხოლოდ პოლიტიკოსებს უტოვებენ გადასაწყვეტად, რათა შემდეგ შეაფასონ და განსაჯონ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები აღტაცებულნი არიან საბჭოთა საქართველოს იდეით და იქ უნდათ დაბრუნება. ეს, უბრალოდ, ნიშნავს, რომ საბჭოთა საქართველოს დროს ჩამოყალიბებული მოქალაქის სოციალური ინსტიტუტი ჯერ კიდევ ძლიერია (კვლავ გაძლიერდა) და აღზრდისა და სოციალიზაციის შემორჩენილი სისტემებისა და ქვესისტემების მეშვეობით ის მათზეც ზემოქმედებს, ვისაც საბჭოთა კავშირში დიდ ხანს არ უცხოვრია ან საერთოდ არ უცხოვრია.
რაც შეეხება სახელისუფლებო-მმართველობით ქცევით და დისკურსულ კოდებს, ისინიც სოციალური ინსტიტუტის პარამეტრებსა და საზღვრებს გვიდგენენ, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ინსტიტუტის შემოთავაზებული კოდები რადიკალურად განსხვავდება მოქალაქის ძველი ინსტიტუტის კოდებისაგან. თუკი ამ ინსტიტუტის ადგილის მოძებნასა და დახასიათებას დავაპირებთ, იმ ქცევებისა და დისკურსული კოდების ერთობლიობას მივადგებით, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში შეიქმნა დისიდენტური კულტურის სახით, და სოციალურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ დისიდენტური კულტურა საქართველოში უფრო ნაციონალისტური იყო, ვიდრე ადამიანის უფლებადაცვითი. შესაძლოა ნაწილობრივ ამით აიხსნება ამ ახალი სოციალური ინსტიტუტის ქცევის კოდი, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებების დაცვა მეორეული შეიძლება იყოს ერი-სახელმწიფოსა და სოციალური ცვლილებების კონკრეტული
მიზნებიდან გამოდინარე.

Dრაკი აღარ არსებობდა საბჭოთა კავშირი, რომლისადმი დაპირისპირებაც დისიდენტური
კულტურის მთავარი მაცოცხლებელი ძალა იყო, დისიდენტობამ
გაქრობა/გადასხცვაფერება დაიწყო. მისი ადგილი საზოგადოებაში არასამთავრობო ორგანიზაციათა კულტურამ დაიკავა, რომელმაც დისიდენტური ქცევისა და დისკურსის კოდები შეიერთა. საბოლოოდ, 2003 წლისათვის ამ კულტურის მატარებლებმა გააკეთეს განაცხადი, რომ შეძლებდნენ მოქალაქეობის ძველი სოციალური ინსტიტუტის ანუ პოლიტიკური ინსტიტუტების მიმოქცევისა და ურთიერთქმედების საფუძვლის ჩანაცვლებას ახალი სოციალური სივრცით/ინსტიტუტით. ამ სოციალური ინსტიტუტის ზემოთ ჩამოთვლილი კოდები ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერების ნებისმიერ ქცევაში ვლინდებოდა და ვლინდება: 2004-2007 წლებში – ადამიანის უფლებების მინიმალისტურ დაცვასა და რადიკალურ ცვლილებებზე ორიენტირებაში [ეს ცვლილებები რადიკალურია მაშინაც, როდესაც უკვე რადიკალურად შეცვლილის ისევ წინა მდგომარეობაში დაბრუნებაზე იწყება ლაპარაკი.], 2008 წლიდან – სოციალურად ორიენტირებულ მთავრობად გადაქცევის მცდელობაში, ნეპოტისტური ეკონომიკის მაქსიმალურად თავისუფალ ეკონომიკად გარდაქმნასა და შემდეგ მის სქემატურ ორგანიზებულობაში. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ეს ახალი ინსტიტუტი, რომელსაც ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები სთავაზობენ მოქალაქეებს, მთლიანად ცვალებადობაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ცვალებადობა და ცვლილებები ამ სოციალური ინსტიტუტის ღერძია.
მაშასადამე, ჩვენი სინამდვილის პოლიტიკური ანთროპოლოგიის მეთოდით ანალიზისას მივედით დასკვნამდე, რომ ამ ბოლო დროს, დაახლოებით 2007 წლიდან, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში მოქალაქეობის ორი სოციალური ინსტიტუტი ებრძვის ერთმანეთს. საგულისხმოა, რომ ეს ბრძოლა მიმდინარეობს არა ერთი სოციალური ინსტიტუტის ფარგლებში, როგორც ეს ხდება ხოლმე განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის ერთი ინსტიტუციური მნიშვნელობა არსებობს, ხოლო პოლიტიკური ბრძოლა ამ ინსტიტუტების საკუთარი ინდივიდებითა და იდეოლოგიებით შესავსებად ჩაღდება. ჩვენს შემთხვევაში ორივე სოციალურ ინსტიტუტს საკუთარი წარმოდგენები აქვს ამ პოლიტიკური ინსტიტუტების შესახებ. ამიტომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათ ის სახეც შეინარჩუნონ, რაც ახლა აქვთ, და ამავე დროს მათ შორის თანხმობამ დაისადგუროს – საერთო წესებით თამაშზე შეთახმდნენ. ასე რომ, არა პოლიტიკურ, არამედ სოციალურ-ინსტიტუციონალურ კონფლიქტთან გვაქვს საქმე.
ზემოთ უკვე ვთქვი, რომ ის სოციალური ინსტიტუტი, რომლის წარმომადგენლებიც მთავრობა, ხელისუფლება და მათი მხარდამჭერები არიან, დისიდენტური და არასამთავრობო ორგანიზაციათა ქცევისა და დისკურსული კოდების გაერთიანების შედეგად შეიქმნა. მნიშნველოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს სოციალური ინსტიტუტი სწორედ იმ ხალხის შექმნილია, ვინც 2003 წელს ვარდების რევოლუცია მოახდინა და ვარდების რევოლუციის წარმატებაც ამაზე იყო დამყარებული: ახალი სოციალური ინსტიტუტის, და არა პოლიტიკური მოქმედების გეგმის, შეთავაზება, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა არსებულისაგან (მოქალაქის ძველი სოციალური ინსტიტუტისაგან), და ახალ, მანამდე განუცდელ, ტოტალურ ცვლილებებზე დაფუძნებულ სამყაროს სთავაზობდა მხარდამჭერებს. ამ ახალ ინსტიტუტს პირობითად შეიძლება ”მოქალაქის ახალი სოციალური ინსტიტუტი” ვუწოდოთ.
მოქალაქის ძველ სოციალურ ინსტიტუტს რამდენიმე წელი დასჭირდა იმისათვის, რომ გამოცოცხლება/აღდგენა დაეწყო: 2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგად მოქალაქეობის ძველი სოციალური ინსტიტუტის საყოველთაო თანხმობის იდეოლოგია, რომელსაც პირობითად ”ღირსების ხელშეუხებლობა და სამართლიანობა” შეიძლება დავარქვათ, მას წარმატებით წაერთვა ახალი ინსტიტუტის წარმომადგენლების მიერ. ძველ სოციალურ ინსიტუტში ღირსება სულ უფრო და უფრო მეტად ნიშნავდა მმართველების ღირსებას, ხოლო სამართლიანობა მეტისმეტად იყო შეფერილი კრიმინალური, კანონიერ-ქურდული წარმოდგენებით. რამდენიმე წლის შემდეგ კი მისი აღდგენა/გაცოცხლება მოხდა იმ ადამიანებისა და ჯგუფების დახმარებით, ვისაც ხელისუფლების მიერ შეთავაზებულმა ახალმა სოციალურმა ინსტიტუტმა იმედი გაუცრუა. ამ იმედგაცრუების პიროვნული მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს – უკმაყოფილება ახალი მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნათა მინიმალისტური შესრულებით ან, ზოგიერთი შეფასებებით, საერთოდ იგნორირებით; საკუთარი თავისა და ჯგუფის ახალი სოციალური ინსტუტიტის იერარქიულ სიმაღლეებზე ვერაყვანა; ხელისუფლების წარმომადგენელთა ქცევის ესთეტიკური ან, უბრალოდ, პიროვნული მიუღებლობა და ა.შ..
საქართველოს მოქალაქის ძველმა ინსტიტუტმა ახალი მხარდაჭერა სწორედ იმ ხალხისგან მოიპოვა, ვინც ნელ-ნელა ემიჯნებოდა ახალ სოციალურ ინსტიტუტს: მათ მიერ გამოყენებული ადამიანის უფლებადაცვითი დისკურსი აღმოჩნდა სწორედ ის საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც მოქალაქის ძველმა სოციალურმა ინსტიტუტმა იპოვა ის პოლიტიკური პოზიცია, რომლის მიმართაც მის მხარდამჭერებში უპირობო თანხმობა იარსებებდა. ამავე დროს ხელისუფლების მიერ სამართლიანობის აღდგენის ეგიდით განხორციელებულმა ქმედებებმა ბევრი ადამიანის არტიკულირებული პროტესტი გამოიწვია, რადგანაც მათი წარმოდგენა სამართლიანობასა და ღირსებაზე ეწინააღმდეგებოდა იმას, რაც მათ და მათ ახლობლებს დაემართათ „მთავრობის გამო“. შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვას ”ბუნებრივად” შეერია ღირსების და სამართლიანობის აღდგენის კონცეფცია და შედეგად მივიღეთ ძველი სოციალური ინსტიტუტი, რომელმაც ნელ-ნელა ძალების მოკრეფა და აღდგენა დაიწყო და რომელსაც უეჭველ და უპირობო იდეათა ახალი სისტემა ჰქონდა.
ამ ძალთა მოკრების და აღდგენის მნიშვნელოვანი საფუძველი ის ხალხი იყო, ვინც უარი თქვა ახალ სოციალურ ინსტიტუტში მონაწილეობაზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიზეზი ბევრი იყო – ხელისუფლების წევრთა ზედმეტი გულგრილობა საკუთარი მხარდამჭერების, საკუთარი სოციალური ინსტიტუტის წევრების მიმართ, პირადი ამბიციები, მათი წარმოდგენების შეუთავსებლობა იმასთან, რასაც ხელისუფლება აკეთებდა სამართლის განხორციელების მხრივ და ა.შ. ხელისუფლების გულგრილობა საკუთარი სოციალური მოკავშირეების მიმართ ადვილად გასაგებია – 2003 წლიდან მოქალაქეობის სხვა ინსტიტუტი, რომელიც ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ მოქალაქეობის სოციალური ინტიტუტის კონცეფციას კონკურენციას გაუწევდა, უბრალოდ, არ არსებობდა, თუნდაც იმიტომ, რომ ძველ, დამარცხებულ მოქალაქეობის ინსტიტუტს არც ფილოსოფიური და არც ადამიანური რესურსები აღარ გააჩნდა. მაგრამ ნელ-ნელა ახალი მოქალაქეობის სოციალური ჯგუფის წევრობაზე უარის მთქმელთა ”მისაკუთრება” საქართველოს მოქალაქის ძველმა სოციალურმა ინსტიტუტმა დაიწყო. ამის მიზეზი რამდენიმეა: 1. ოპოზიციურმა პარტიებმა აღმოაჩინეს, რომ ყველაზე წარმატებული დისკურსი ადამიანის უფლებადაცვითი დისკურსია და არა – პოლიტიკურპროგრამული; 2. ეს დისკურსი დაემთხვა იმ ადამიანების დისკურსს, რომლებმაც უარი თქვეს ახალი სოციალური ინსტიტუტის წევრობაზე და ცვლილებების კოდს დაუპირისპირდნენ; 3. ყოფილმა ნომენკლატურამ და მათმა სოციალურმა თუ ფიზიოლოგიურმა შთამომავლებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს. შესაბამისად, მათ საშუალება მიეცათ მათი ძველი
”სამართლიანობის” კოდი შემოეტანათ ახალ სისტემაში და მასში გაწევრიანებულიყვნენ. შედეგად, ამ სამი ფაქტორის გადაკვეთით აღდგა მოქალაქის ძველი სოციალური ინსტიტიტუტი, სადაც საყოველთაოდ გაზიარებულ იდეათა სისტემაში სამართლიანობისა და ღირსების დაცვის უპირობო მოთხოვნას ადამიანის უფლებების დაცვა დაემატა. ვერ ვიტყვი, რომ ამ ახალი/ძველი სოციალური ინსტიტუტის აქტიური და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მსურველი წევრების რაოდენობა დიდია. ეს იმიტომ, რომ პოლიტიკური მოძრაობის თვალსაზრისით ძველი ინსტიტუტი წინააღმდეგობრივია: გარდა იმისა, რომ ჩვენს სინამდვილეში მას შეუძლია დიდი რაოდენობით წევრების შემოერთება, ამავე დროს ის ჩაურევლობასა და მხარდაუჭერლობას იღებს ოპერაციულ კოდად. ამიტომაცაა, რომ რადიკალური ოპოზიციის მომხრეები საპროტესტოდ დიდი რაოდენობის ხალხს ვერ კრებენ, თუმცა იმ ხალხის რაოდენობა, რომელიც მათ არჩევნების შემთხვევაში ხმას მისცემს, ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე მიტინგების მონაწილეთა რაოდენობაა. მაგრამ მათი რიცხვი მაინც ვერ გადააჭარბებს ხელისუფლების მხარდამჭერთა რიცხვს, რადგანაც, თუკი თბილისის მოსახლეობას ახსოვს საქართველოს მოქალაქეობის ძველი ინსტიტუტისადმი მიკუთვნებულობის ხიბლი, ეს ხიბლი ბევრად უფრო მცირე და ზომიერი იყო რეგიონების მცხოვრებლებში. ამიტომაცაა, რომ, პოლიტიკური ანთროპოლოგიის თვალთახედვით, 26 მაისის შემდეგ რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური უთანხმოების გამო კი არ გაიყო [მათი პოლიტიკური მოთხოვნები, თუნდაც ფორმალურად, იგივე დარჩა], არამედ, ერთი მხრივ, იმის გამო, რომ გუბაზ სანიკიძემ და კონსტანტინე გამსახურდიამ 70-იანი წლების კულტურული ნაციონალიზმის პოლიტიკური გამოყენების აღდგენა მოინდომეს, ხოლო ირაკლი ალასანიამ – ახალი მოქალაქეობის ინსტიტუტში დაბრუნება.

თუნდაც იმიტომ, რომ კარგად ესმის (ინგლისური ენის კარგად ცოდნის გამო), რას ეუბნებიან ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, რომელთა ნათქვამს ამ სტატიაში შემოთავაზებული ცნებებით თუ ვთარგმნოთ, მივიღებთ, რომ რადიკალური ოპოზიცია უნდა დაბრუნდეს (ან შევიდეს) იმ სოციალურ ინსტიტუტში, სადაც პოლიტიკური ინსტიტუტების მათთვის (ევროპელებისა და ამერიკელებისათვის) ნაცნობი მნიშვნელობები მოქმედებს. ეს ერთმნიშვნელოვნად სულ არ ნიშნავს სააკაშვილის მხარდაჭერას. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ისინი სააკაშვილის შემოთავაზებულ ახალ სოციალურ ინსტიტუტში დაბრუნებას მოუწოდებენ, რადიკალური ოპოზიციის ადეპტების მიერ ეს სააკაშვილის მხარდაჭერად აღიქმება.
მართალია, ალასანიას უკანასკნელს ჯერჯერობით არც ძველ ინსტიტუტთან გაუწყვეტია ურთიერთობა, მაგრამ, თუკი ის თავის გადაწყვეტილებებს არ შეცვლის, ადრე თუ გვიან ამ არჩევანის გაკეთება მოუწევს. ორივე ეს ქმედება მნიშვნელოვნად დაასუსტებს ძველ ინსტიტუტს – ალასანია ”წამოიღებს” პოლიტიკური კამათის შესაძლებლობას ერთი სოციალური ინსტიტუტის საფუძველზე, ხოლო სანიკიძე და გამსახურდია – კულტურულ-ნაციონალისტურ დისკურსს გამოაცლიან მას.
სოციალურ ინსტიტუტებს პოლიტიკური პარტიებისაგან ის განასხვავებს, რომ მათი წევრები ერთმნიშვნელოვნად არ არიან შემოფარგლული წევრობის პოლიტიკური ვალდებულებით. ამიტომ მოქალაქეობის ძველი სოციალური ინსტიტუტის წარმომადგენლები მრავლად იყვნენ სააკაშვილის ხელისუფლებაში და, უნდა ვივარაუდოთ, რომ ახლაც არიან. ის, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობა სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლია, ამის დასტურია. რითი დამთავრდება ეს პროცესები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცხადია, რომ საქართველოს მოქალაქის ძველი სოციალური ინსტიტუტი თავის პიკზე 2007 წლის 7 ნოემბერს და 2009 წლის 26 მაისს იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის გაქრება – როგორც ზემოთ აღწერილმა პროცესებმა დაგვანახა, მისი აღდგენა ძალიან შემთხვევით ფაქტორებზეა დამოკიდებული და მცირე დროით, მაგრამ მაინც შეიძლება სერიოზული, ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს. აშკარაა, რომ მოქალაქეობის ძველი სოციალური ინსტიტუტი უკვე მეორედ მარცხდება, მაგრამ არანაირი გარანტია არ არის, რომ მისი აღდგენა არ მოხდება. მაგალითად, საქართველოში რუსეთის ინტერვენცია ამ ინსტიტუტის აღდგენას უცილობლად გამოიწვევს.ისიც აშკარაა, რომ ამ დამარცხების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი რჩება ამ ახალ ინსტიტუტს გარეთ. ვფიქრობ, ხელისუფლების წარმატებული ძალისხმევა იქნება მოქალაქის ახალი სოციალური ინსტიტუტის გაძლიერება და გამრავალფეროვნება, თუნდაც იმისთვის, რომ ყველამ იპოვოს ამ სოციალურ სივრცეში თავისი ადგილი – თუნდაც როგორც რადიკალურმა პოლიტიკურმა პროტესტანტმა.
ცხადია, რომ მალე ისევ მინავლდება მოქალაქის ძველი სოციალური ინსტიტუტის ძალა და კვლავ ხელისუფლებისა და მათი მხარდამჭერების შემოთავაზებული ახალი მოქალაქის სოციალური ინსტიტუტის ამარა დავრჩებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ინსტიტუტს გარეთ არ დარჩებიან ”მიუმხრობლები”, რაც მომავალში მოქალაქის ძველი ინსტიტუტის გამოვლენას შესაძლებელს გახდის. იმისათვის, რომ მოქალაქის ახალი სოციალური ინსტიტუტი კვლავ სწორხაზოვანი (და ამიტომ საეჭვო) არ დარჩეს, საჭიროა მრავალფეროვანი პოლიტიკური ინსტიტუტებით მისი მაქსიმალური შევსება. როგორც სენ-ჟიუსტი ამბობდა – რაც უფრო ბევრი პოლიტიკური ინსტიტუტია, მით უფრო თავისუფალია ადამიანი.
წარსულის განვითარების სცენარი: კანონიერი ქურდების შემთხვევა
ერთ–ერთი ბორხესული თეორიის მიხედვით, რომელმაც ამ ათიოდე წლის წინათ გაზეთ „პრავდის“ მოწინავეების ავტორთან დიალოგში წამოყო თავი, დრო თავის ყოველ წერტილში ორი მიმართულებით იშლება – წარსულისაკენ და მომავალისაკენ. ისტორიის მეცნიერება, დაწერილი ისტორია, რომელიც ბაძავს დროს, მხოლოდ იმ შემთხვევაშია თავისი მისაბაძის ადეკვატური, როდესაც ორი მიმართულებით მუშაობს: როდესაც ის წარსულის აღწერით და წარსულზე აზროვნებით ცვლის და ფორმას აძლევს მომავალს. ანუ, ჩვენს მიერ აღწერილი წარსული, თუ ეს აღწერა მეტ-ნაკლებად რელევანტურია, იწყებს ჩვენი მომავლის და ხანდახან (სიც!) აწმყოს განსაზღვრასაც კი. ასეთ ისტორიას იქვე „წარსულის განვითარების სცენარები“ დავარქვით.

ამავე თეორიამ იქვე, დიალოგისას, შექმნა დომინიკანელი იერონიმუსი, რომელმაც შეიმუშავა ეს სწავლება და რომლისთვისაც ისტორიის წერა ღმერთის ბაძვის საუკეთესო საშუალება იყო: იერონიმუსის თეორიით, დროში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი – გონების ილუზიაა და შემთხვევითია. სინამდვილეში ღმერთი ყოველ მომენტში ქმნის ახალ სამყაროს, რომელსაც თავისი წარსული და მომავალი აქვს. შესაბამისად, ისტორიის წერა არის ქმნადობის უმცირესი შემთხვევის კოპირების მიწიერი ანალოგი. ისტორიის წერით ჩვენ მაქსიმალურად ვუახლოვდებით საღვთო საქმეს – ამბობდა იერონიმუსი – რადგანაც ვიმეორებთ [როგორც შეგვიძლია] დროის საღვთო ქმნადობის პროცესს.
ამ თეორიით, ძალიან მნიშვნელოვანია ვწეროთ და ვიაზროვნოთ (რაც ხშირად ერთი და იგივეა) ჩვენს უახლოეს და არც თუ ისე უახლოეს წარსულზე: სწორედ წარსულზე წერის საშუალებით ხდება მომავლის შეცვლა – და არა მომავლის განვითარების პროექტებით, როგორც ეს დღეს ბევრს ჰგონია. ამიტომ, გვეუბნება ეს თეორია, ისტორიის წერა და ისტორიაზე აზროვნება ახალ მნიშვნელობას იძენს, არა იმის გამო, რომ გვიყვება ჩვენი იდენტობის და წარსულის შესახებ, არამედ, იმის გამო, რომ გვეუბნება, როგორები ვიქნებით უახლოეს მომავალში – იმ შეფასებების და გადაფასებების საშუალებით, რომელსაც ისტორიაზე დაწერილი ტექსტები იწვევენ. ეს ათი წლის წინანდელი ინტელექტუალურ-იუმორისტული დიალოგი ამ ბოლო დროს ინტელექტუალურ, პოლიტიკურ და მათ გადაკვეთაზე წარმოშობილ ფაცებოოკ-ურ დისკურსებში კანონიერ ქურდების ხშირმა გამოყენებამ გამახსენა. ჩვენს ისტორიულკოლექტიურ მეხსიერებაში რამდენიმე თემაა, რომელზეც აზროვნება მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალის ფორმირებისათვის. ვფიქრობ, ერთ-ერთი ასეთი თემა კანონიერი ქურდების საკითხია. იმდენად, რამდენადაც მაქვს ამ საკითხის, როგორც სოციალური ინსტიტუტის კვლევის მცირე გამოცდილება, გადავწყვიტე მოკლედ გადმოვცე ის, რაც ვიცი ამ საკითხის შესახებ, შესაბამისად, ისიც, რაც არ ვიცი.
კანონიერი ქურდების სოციალური ინსტიტუტის წარმოშობის შესახებ სულ ორი
თეორია არსებობს:
1. რომანტიკული: კანონიერი ქურდების ინსტიტუტი განვითარდა საბჭოთა ლაგერებში რუსეთის იმპერიაში მანამდე არსებული ბანდიტური საძმოებიდან. ანუ, საბჭოთა ხელისუფლებამ დაიჭირა ყველა კრიმინალი, ხოლო შემდეგ, უკვე ლაგერებში ამ კრიმინალებმა შექმნეს კანონიერი ქურდების ინსტიტუტი, როგორც რუსეთის იმპერიის დროინდელი ქურდების სამყაროს (”ვოროვსკოი მირ”) გაგრძელება (ჟამეს O. Fიკენაუერ, Eლინ ჟ. ჭარინგ, А. В. Роулинсон, А. В. Кучинский. ასევე, იხილე
ვიკიპედიის რუსული და ინგლისური ვერსიის რესურსები);
2. გენეალოგიური (მიშელ ფუკოს აზრით): კანონიერი ქურდების ინსტიტუტი შეიქმნა საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ ჯერ ლაგერებში – პოლიტპატიმრების საკონტროლოდ, ხოლო შემდეგ – კონტროლის ეს მექანიზმი გავრცელდა მთელ საზოგადოებაზე – კანონიერი ქურდების ლაგერებიდან გამოსვლის შემდეგ (Gიგი თევზადზე. “თჰიევეს ინ Lაწ: Nეწ Fაცტს ფორ ტჰე Hისტორყ ოფ შოციალ ჩონტროლ,“ ინ: Dიე Iდეე დერ Fრეიჰეიტ ინ Pჰილოსოპჰიე უნდ
შოზიალწისსენსცჰაფტენ, Bენჯამინ Vერლაგ, Aმსტერდამ 2009 (ფორტჰცომინგ).;
პირველი, ”რომანტიკული” თეორია ერთმანეთს უპირისპირებს კანონიერ ქურდებს, როგორც ანტი-სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას (რომელსაც სრული მონოპოლია გააჩნდა დანაშაულის სამყაროზე) და სახელმწიფოს (ოპოზიცია: სახელმწიფო/ქურდები), და აღწერს სახელმწიფოს და კრიმინალების ათწლეულების განმავლობაში დაპირისპირების პროცესს. ამ თეორიის სისუსტე სწორედ ამ დაპირისპირების დაშვებაშია: საეჭვოა კანონიერი ქურდების ინსტიტუტის სახელმწიფო ორგანოებიდან დამოუკიდებელი არსებობა, მით უმეტეს სტალინის პერიოდში. ასევე, ამ რომანტიკული თეორიის მიხედვით გაუგებარია, რა ედო საფუძვლად კანონიერი ქურდების კოდექსს, რომელიც საკმაოდ განსხვავდება „ვოროვსკოი მირის“ კოდექსიდან. კონკრეტულად, კანონიერი ქურდების კოდექსის მიხედვით ქურდს არ უნდა ქონდეს ქონება, უნდა დასტოვოს ოჯახი და თვითონ არ დაოჯახდეს, არ იმუშაოს, აიღოს სხვა ქურდის დანაშაული თავის თავზე, მოითხოვოს კრების მოწვევა კონფლიქტური სიტუაციის გასარჩევად, არ დათვრეს, არ ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, არ მიიღოს მონაწილეობა საჯარო აქტიობებში, არ გაწევრიანდეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, არ იმსახუროს ჯარში. საეჭვოა ეს კოდექსი ”თავისთავად” – ”ხალხურად” შექმნილიყო ლაგერებში.

აღსანიშნავია, რომ კანონიერი ქურდების და სახელმწიფოს დაპირისპირების თეორიის წყარო მხოლოდ კგბ-ს და ნკვდ-ს ყოფილი ოფიცრები, ან საუკეთესო შემთხვევაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროს თანმშრომლები არიან (მაგალითად, ალექსანდრე გუროვი, საბჭოთა კავშირის ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი განყოფილებების [კგბ და შინაგან საქმეთა სამინისტრო] უფროსი). მხოლოდ მათი მოწმეობით ხდება კანონიერი ქურდების, როგორც სახელმწიფოსადმი იმპლიციტურად დაპირისპირებული ინსტიტუტის განმარტება.
მეორე თეორიის მიხედვით ეს წინააღმდეგობა ადვილად იჭრება: ამ თეორიით კანონიერი ქურდები შექმნა ნკვდ-მ როგორც სოციალური კონტროლის მექანიზმი და საფუძვლად ამ ინსიტუტს ევროპის შუა საუკუნეების ბერების ქცევის კოდექსი დაუდო. ამით იხსნება კოდექსის ის ერთი შეხედვით უცნაური ადგილები, რომელიც ოჯახის დატოვებას, ქონებაზე უარის თქმას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაურევლობას, ასევე – კანონიერი ქურდების ერთობის როგორც მხოლოდ მამაკაცთა გაერთიანების დადგენას და ა.შ. გულისხმობს. მიზანიც გასაგებია – შუა საუკუნეების ევროპაში ბერების ორდენები სოციალური წესრიგის ერთ-ერთი მნიშნველოვანი ნაწილი იყო: ამ გზით ხდებოდა სოციალური სტაბილურობის მიღწევა და საზოგადობიდან აქტიური ხალხის ”ამოღება” – მათთვის ალტერნატიული კარიერის შეთავაზებით.

ამ თეორიის მიხედვით კანონიერი ქურდი განმანრტებულია როგორც კანონის (ხელისუფლების) ნებით არსებული ქურდი (კანონით ქურდი ვორ ვ ზაკონე), რომელიც უპირისპირდება კანონგარეშეს (კანონგარეშე ქურდი ვორ ვნე ზაკონა). ანუ, სახელისუფლებო, კონტროლირებადი
ქურდი „ველურ“, უკონტროლო ქურდს. თუმცა, პირველი თეორიის მიხედვით ცნება ”კანონიერი ქურდი” განმარტებულია, როგორც ქურდი, რომელის საკუთარი, ურთიერთშორის აღიარებული კანონების მიხედვით ცხოვრობს.
ის, რაც მეორე თეორიაში ეჭვს იწვევს, არის იმ დონის ინტელექტუალის არსებობა საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, რომელიც მოიფიქრებდა ამ სქემას და მერე ადვილად დანერგავდა – ცნობილია, რომ კომუნიზმის იდეოლოგები და დამნერგავები (დაწყებული პლეხანოვით, დამთავრებული ტროცკით), არც კარგი განათლებით და არც ინტელექტით არ გამოირჩეოდნენ (იხ. Mიკჰაილ Vაისკოპფ. Pისატელ შტალინ. Mოცკვა. 2002. რუსულ ენაზე). შესაბამისად, ერთსა და იმავე დროს ეს ადამიანი
უნდა ყოფილიყო 1. კარგი განათლების მქონე ინტელექტუალი – იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სქემა ამ უკანასკნელის მოფიქრებული არ იქნებოდა, მას უნდა გაეგო და გაეზიარებინა ის, რაც, ასევე, არაორდინალურ ინტელექტუალურ ძალისხმევას მოითხოვს.; 2. უნდა ყოფილიყო საბჭოთა მმართველების პირველ რიგში – იმისათვის, რომ მის პროექტს არ შექმნოდა წინაამღდეგობა და წარმატებით დანერგილიყო. აქედან გამომდინარეობს ამ თეორიის მეორე ნაკლიც – კანონიერი ქურდების ინსტიტუტის ”ხელოვნურობა” საეჭვოა სწორედ იმის გათვალისწინებით, რამდენად ადეკვატურად და სრულყოფილად ხდებოდა ამ ინსტიტუტის გამოყენება წლების მანძილზე
საზოგადოებრივი კონტროლისათვის.

ამ ინსიტუტის სახელწმიფო კონტროლზე ირიბად მიუთითებს თუნდაც ის, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში კანონიერი ქურდები ცხოვრობდნენ მათთვის გამოყოფილ ადგილებში. მაგ. საქართველოში კანონიერ ქურდებს, მანამ სანამ საბჭოთა კავშირის პოლიციური მანქანა გამართულად მუშაობდა, შეხვდებოდით მაგ. ქუთაისში და თბილისის პერიფერიაზე, მაგრამ არასოდეს – თბილისის ცენტრში – სადაც პოლიტიკური და პოლიციური ელიტა ცხოვრობდა.
ანუ, კანონიერი ქურდობის ინსტიტუტი მუშაობდა ისევე, როგორც ბერების ორდენის ინსტიტუტი შუა საუკუნეების ევროპაში: იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება ზედმეტად არამდგრადი არ გამხდარიყო, ხდებოდა ”ზედმეტი” აქტივისტების კანონიერი ქურდების სამყაროში გადასროლა და იმ საზოგადოებრივი ღირებულებების კულტივირება, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და ხელისუფლებასთან თანამშორმლობა უღირსი საქციელია (”გრეხია” – ქურდული ჟარგონით).
ყოველ შემთხვევაში, ორივე თეორია, რომანტიკულიც და გენეალოგიურიც, თანხმდება იმას, რომ საზოგადოებრივ სფეროში კანონიერი ქურდების ინსტიტუტის გავლენა ძალიან დიდი იყო. ძალიან მნიშვნელოვანი მოქმედება, რომლებსაც კანონიერი ქურდები აწარმოებდნენ, იყო ე.წ. ქურდული გარჩევა, ანუ, სასამართლო. სტრუქტურულად ეს იგივე როლს ასრულებდა, რაც პროკურორის ოფისთან
მოლაპარაკება აშშ-ში ან დღევანდელ საქართველოში: იმისათვის, რომ სასამართლო არ გადაიტვირთოს, საჭიროა ინსტიტუტი, რომელიც მცირე დავებს სწრაფად გაარჩევს ისე, რომ არ გამოიწვევს სასამართლო მანქანის ძვირ და ხისტ ამოქმედებას. მაგრამ გარდა ასეთი ”შემსუბუქებისა” ქურდული სასამართლო ”კანონიერ ქურდს” ღირებულებით ორიენტირად აქცევდა: როდესაც კონფლიქტი ორ მხარეს მოურიგებელი იყო, საბჭოთა კავშირის მოქალაქეები უფრო ქურდულ სასამართლოს ანიჭებდნენ უპირატესობას ვიდრე სახელმწიფო დაწესებულებებს. საზოგადოებრივად მიღებული იყო, რომ ქურდი მკაცრია, მაგრამ სამართლიანი, იმიტომ, რომ გამორჩენას არ ელოდება საქმიდან (რასაც მოსამართლე ელოდებოდა – კორუმპირებული სისტემის გამო).
ქურდიც, თუკი საქმე ქურდებს არ ეხებოდა, უფლებამოსილი იყო მარტოს გადაეწყვიტა საქმე და განაჩენი გამოეტანა. თუკი საქმე ქურდებს შორის იყო გასარჩევი,
ან ქურდის საქციელს ეხებოდა, მაშინ ამ საქმეს ქურდების საბჭო
არჩევდა.მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ საზოგადოებრივ აღქმაში ქურდი არ იყო მოვალე რაიმე საქმის პროფესიონალი ყოფილიყო – მას ქონდა ”გაგება”, ანუ, ქურდული კანონებიდან გამომდინარე სამართლიანობის ცოდნა. ორივე მხარის მოსმენით და ”გაგების” გამოყენებით ის საქმეს წყვეტდა არა რომელიმე მხარის, არამედ სამართლიანობის სასარგებლოდ. ეკლესიის უპირობო პატიცისცემაც ასევე შედიოდა კანონიერი ქურდის პარადიგმაში.
რომ შევაჯამოთ კანონიერი ქურდის პარადიგმა, რომელიც შეიქმნა პოლიტიკური (მიზანმიმართული) და სოციალური (მიზანმიუმართავი, არაპირდაპირი) მექნიზმების საშუალებით, ასე გამოიყურება: არ თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ხელისუფლებასთან; უპირობოდ აღიარებს ეკლესიის ავტორიტეტს [ეს ნაწილიც ალბათ საბჭოთა უშიშროების მიერ ორი კონტროლირებადი ინსიტუტის კოორდინაციას ემსახურებოდა.]; კონფლიქტებში არ უჭირავს რომლიმე მხარე; აქვს ”გაგება” რომელიც მას აძლევს საშუალებას იყოს სამართლიანობის, და არა კონფლიქტის რომელიმე მონაწილის მხარეზე; არ ზრუნავს საზოგადოებრივ კარიერაზე [შიდა, ქურდული კარიერა, რა თქმა უნდა, იყო ზრუნვის მიზანი]; არა აქვს ქონება; თავისთვის არაფერი უნდა; სხვადასხვა დაგეგმილი კამპანიების თუ თავისთავად მომხდარი შემთხვევების წყალობით ქურდული კოდექსი გახდა ის, რაზეც მისი შემქმნელები ალბათ ვერც იოცნებებდნენ: ის ნელ-ნელა საზოგადოების წევრების ქცევის განმსაზღვრელ, ერთ-ერთ ”ფარულ” იდეალად იქცა. რა თქმა უნდა, ამ გაიდეალებაში ლომის წილი ამ ინსტიტუტის ხელისუფლებასთან აფიშირებულ დაპირისპირებაზე მოდიოდა.
ამავე დროს ის დაპირისპირების მოხერხებული ფორმა იყო – თუკი დისიდენტობის ყველაზე უფრო სუსტი ფორმაც (მაგ. სამზარეულოში პოლიტიკური ანეგდოტების მოყოლა) ხელისუფლებასათან პირდაპირ კონფრონტაციას ნიშნავდა, და შეიძლებოდა დაკავებით დამთავრებულიყო, ქურდული კოდექსის ელემენტების გაზიარება ამ კონფრონტაციას გამორიცხავდა: რა შედეგი უნდა მოყოლოდა თავმდაბლობას, კარიერაზე არზრუნვას, ან პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებში ჩაურევლობას. თან ეს ყველაფერი რელიგიური მორჩილებით იყო შეფერადებული.
ვფიქრობ, რომ საბჭოთა კავშირიში ცხოვრების სამი პარადიგმული კონსტრუქცია არსებობდა: პარტიული (ელიტარული გზა, რომელიც ძირითადად მემკვიდრეობით გადადიოდა, თუმცა დეკლარირებული მიზნების შესანარჩუნებლად უშვებდა ცხოვრების სხვა სტრატეგიების მატარებელი ინდივიდების ჩართვას), დისიდენტური (ეს ძირითადად ინტელექტუალების სტრატეგია იყო და დიდი ამპლიტუდა ქონდა – ირონიიდან საბჭოთა ხელისუფლების მიმართ – რეალურ, სახელმწიფოსადმი დაპირისპირებულ პოლიტიკურ მოძრაობაში ჩართვამდე) და ქურდული (ეს სტრუქტურა მოიცავდა საზოგადოების იმ ნაწილებს, რომლებიც ყოველდღიურ ფიზიკურ შრომაში ან მომსახურებაში იყვნენ ჩართულები). საინტერესო ისაა, რომ ამ სამი პარადიგმული კონსტრუქციიდან ორს შორის საოცარი მსგავსება იყო, და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ორი მსგავსი – ქურდული და ელიტარული იყო.

ამ მსგავსებას ლაგერული სახელდებებიც აღნიშნავს: ლაგერების ზედამხედველებს ორი ტერმინი ქონდათ დისიდენტების და კრიმინალების გასარჩევად: შB (სოციალნო ბლიჯნიი) – კრიმინალები და შV (სოციალნიი ვრაგ)
დისიდენტები. ეს გარჩევა საჭირო იყო იმიტომ, რომ ძალიან ბევრ დისიდენტს კრიმინალური მუხლით ქონდა განაჩენი გამოტანილი.
ორივე, ქურდული და ელიტარული კონსტრუქცია შეიცავდა ავტორიტეტებისადმი მორჩილებას, პოლიტიკურ მსჯელობაზე უარის თქმას, შიდა, ჩაკეტილ კარიერაზე ზრუნვას და საზოგადოებრივი პროცესებისადმი ”ზემოდან ყურებას”. ამ ორს დისიდენტურ ცხოვრებისეულ კარიერასთან მხოლოდ ეკლესიისადმი ლოიალობა თუ ქონდა საერთო, ისიც, აბსოლუტური არ იყო: დისიდენტური პარადიგმის ნაწილი იყო ეკლესიის, როგორც უშიშროების და კომუნისტური პარტიის აგენტურის აღწერა.
სწორედ ამ მსგავსების გამო მოხდა დაშლის პირას მისულ საბჭოთა კავშირში ამ ორი, ქურდული და ელიტარული პარადიგმული ტიპების გაერთიანება, რამაც შედეგად რუსეთის ახალი (დღევანდელის ჩათვლით) პოლიტიკური ელიტის სტრუქტურული
პარადიგმა მოგვცა.
მაგრამ, ქურდულ იდეალურ ტიპს ქონდა ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც არ გააჩნდა არც დისიდენტურს და არც ელიტარულს: სამართლიანობის გაგება, რომელიც საშუალებას აძლევდა ამ გაგების მატარებელს მიუკერძოებელი არბიტრი ყოფილიყო. ეს ასპექტი ქურდულ იდეალურ ტიპს ძალიან მომხიბვლელად აქცევდა: თან არ გაიძულებდა რომელიმე მხარე (დისიდენტური თუ სახელისუფლებო) დაგეჭირა, თან უზრუნველყოფდა ანგარების არარსებობას, რაც ამ პოზიციის მატარებელს ერთსა და იმავე დროს სოციალური იერარქიის ”გარეთ და ზემოდ” აყენებდა. მით უმეტეს, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ამ არბიტრობამ მნიშვნელოვანი მატერიალური სიკეთის მოტანა დაიწყო კანონიერი ქურდებისათვის.
საბჭოთა კავშირის დანგრევის საქართველოში შემდეგ გარკვეული პერიოდი ახალი პარადიგმის – ცხოვრებისეული სტრატეგიის ახალი ტიპის შექმნას მოხმარდა. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ გამსახურდიას მიერ ქვეყნის ყოველდღიურ მართვაში საბჭოთა ბიუროკრატიის ზედმეტმა გამოყენებამ, ხოლო მეორე მხრივ შევარდნაძის მიერ ჩატარებულმა მეტ-ნაკლებად წარმატებულმა რესტავრაციამ ისევ დააბრუნა სამი დომინანტური პარადიგმა, რომლებიც ცხოვრებისეული სტრატეგიის სამ ძირითად ტიპს განსაზღვრავდა.
ცალკე საკითხია, როგორ განვითარდნენ ეს ცხოვრებისეული სტრატეგიები დღეს და რა ფორმა მიიღეს. თუმცა, ეს უკვე წარსულის სხვა შესაძლებელი სცენარია.
ქართველი ერის დაბადება
იდენტობა და იდეოლოგია. პოლიტეტალური და სოციოეტალური იდენტობები.
ეროვნულობა და რელიგიურობა

თუკი მეოცე საუკუნის აზროვნების რუკას გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ერების წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს სამი ძირითადი თეორია, რომლიც
4 5 ეკუთვნის ერნსტ გელნერს (Eრნსტ Gეჰლნერ) , ბედედიქტ ანდერსონს (ბენედიცტ Aნდერსონ)
6
და ენტონი სმიტს (Aნტონყ შმიტჰ). ამ სამმა თეორიამ ერთის მხრივ შეაჯამა
7
არსებული დისკუსია , ხოლო მეორეს მხრივ, საფუძველი ჩაუყარა ახალ მსჯელობას ერების და ეროვნული ცნობიერების წარმოშობის შესახებ.
სამივე თეორია ამბობს, რომ ნაციონალიზმი, ან, უფრო ზუსტად, ნაციის, ერის იდეა, არტეფაქტია და მისი წარმოშობა დაკავშირებულია კაცობრიობის ისტორიაში კონკრეტულ სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენებთან. ამ შეთანხმებაზე მთავრდება ამ თეორიების ერთგვაროვნება და იწყება განსხვავებები:
გელნერი განსაზღვრავს ნაციონალიზმს როგორც ”პოლიტიკურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური და ნაციონალური უნიდა დაემთხვეს ერთმანეთს”. ეს არის სრულიად ახალი პრინციპი, რომლიც მოდერნულობას ახასიათებს. მანამდე
8
სახელმწიფოები არ იყვნენ ორგანიზებული ეროვნულის მიხედვით .
გელნერი გამოყოფს ისტორიის სამ საფეხურს: მონადირე-შემგროვებულურს, აგრო-დამწერლურს და ინდუსტრიულს: ნაციონალიზმი ჩნდება აგრო-დამწერლური კულტურიდან ინდუსტრიულ საფეხურზე გადასვლისას. აგრო-დამწერლურ საფეხურზე ელიტები სარგებელს ნახულობენ კულტურულ მრავალფეროვნებაში – ამ დროს ასეთ ვითარებაში მათ ძალაუფლებას არაფერი არ ემუქრება.
ინდუსტრიულ საზოგადოებებში ”მაღალი კულტურა ხდება მთელი საზოგადოების განმსაზღვრელი და საჭიროებს პოლიტიკის მიერ უზრუნველყოფილ მდგრადობას”. ინდუსტრიულ საზოგადოებაში სამუშაოს ბუნების შეცვლა ითხოვს კულტურულ ჰომოგენურობას. ანუ, წარმოიშობა საჭიროება იმპერსონალურ, კონტექსტიდან თავისუფალ კომუნიკაციაში.
გარდა ამისა, ინდუსტრიული საზოგადოება დამოკიდებულია მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით მუდმივ ზრდაზე. მუდმივ ზრდას კი შესაძლებელია მიაღწიო მხოლოდ სამუშაოზე აყვანის სტრუქტურაში მუდმივი ცვლილებების განხორციელებით. ტექნიკური უნარების მოთხოვნილი მაღალი დონე ნიშნავს, რომ ბევრი ადგილი უნდა განაწილდეს მერიტოკრატულად. ეს კი აუცილებელს ხდის გარკვეულ ეგალიტარიზმს, და ამავე დროს, აუცილებლად აქცევს ზოგად წვრთნას სპეციალური წვრთნის წინ, იმისათვის, რომ სამუშაო ადგილებს შორის გაცვლა და გადანაცვლება იქნეს უზრუნველყოფილი.
ამდენად, განათლება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. განათლება იწყებს ინდივიდის სტატუსის განსაზღვრას, ისევე, როდესაც ამას მანამდე, აგრო-დამწერლობით
საზოგადოებაში, ნათესაობა აკეთებდა.
ამიტომ, სახელმწიფო აერთიანებს სახელმწიფოს და კულტურას. ამიტომ წარმოიშობა საჭიროება, რომ გადაიფაროს კულტურული წვდომის ყველა არე, და ნაციონალიზმი არის ერთადერთი გზა, რომ ეს გადაფარვა წარმატებით განხორციელდეს. ანდერსონის ”წარმოსახვითი საზოგადოებები” გამოქვეყნდა იმავე წელს, რომელ წელსაც გელნერის ”ერები და ნაციონალიზმი” (1983). ანდერსონის ძირითადი დაშვება მდგომარეობს შემდეგში: რელიგიის გავლენის დაღმასვლამ გამოიწვია დროის ახალი კონცეფციები, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ერის წარმოსახვის შესაძლებლობა.
ნაციონალიზმამდე არსებობდა ”დიადი რელიგიურად წარმოსახვითი
საზოგადოებები”, როგორიცაა, მაგალითად, ქრისტიანული, რომლიც ეყრდნობოდა საერთო ენას (მაგ. ლათინურს). გავრცელება/გაფართოებასთან ერთად ევროპელებმა აღმოაჩინეს, რომ არსებობის მათი კონცეფციები არ არის ერთადერთი. ასევე, ლათინურის, როგორც საერთო ენის ფაქტორმა შესუსტება და ე.წ. საერო ენებმა – აღორძინება დაიწყო.
სანამ ევროპა არსებობდა, როგორც დიადი რელიგიური წარმოსახვითი საზოგადოება, დროის ცნება იყო ის, რაც აერთიანებდა და თავს უყრიდა ისტორიას. წარსული, აწმყო და მომავალი მიზეზ-შედეგობრივად კი არ იყო დაკავშირებული, არამედ, ღვთაებრივი ნების მეშვეობით. დროის ასეთ ცნებაში სიტყვას ”ამასობაში” არ ქონდა აზრი. ასეთი საზოგადოების დაშლის შემდეგ შესაძლებელი გახდა ისეთი მდგომარეობის წარმოსახვა, სადაც იყო არა ”ერთდროული დრო” არამედ ”ჰომოგენული, ცარიელი დრო”. ასეთი ტიპის დროის მონიშვნა შესაძლებელი იყო საათით და კალენდარით, და იყო პასუხისმგებელი თეორიულად შემთხვევითი დამთხვევებისათვის.
შემდეგ ”დადგა” ბეჭდვითი კაპიტალიზმის ხანა. გარკვეული დროის შემდეგ ლათინურმა დაკარგა მონოპოლია და დაიწყო ახალი წიგნების საერო ენებზე გამოქვეყნება. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდა პროტესტანტიზმს და მის კონცეფციას შინაგანი გადარჩენის შესახებ. დაბეჭდილმა და გავრცელებულმა წიგნებმა, გაზეთებმა და მოთხრობებმა გაუჩინეს მკითხვეს აზრი, რომ ერთდრულად არსებობს მისი მსგავსი მკითხველების ჯგუფი, რომელიც, ისევე როგორც ის, იყენებს კულტურული წარმოების პროდუქტებს.
ამ წარმოებამ მკითხველებს ეროვნული ცნობიერების სამი საფუძველი შეუქმნა:
1. ლათინურსა და საერო ენებს შორის მიმოცვლის ერთიანი ველი;
2. ენის დაფიქსირების ახალი საშუალება და ამით ერის მუდმივობის იდეის
საფუძვლის გაჩენა;
3. ძალაუფლების ენები, რომლებიც განსხვავდებოდნენ მანამდე არსებული ლათინური
ენისაგან.
ანდერსონი ამტკიცებს, რომ ნაციონალიზმი არის სეკულარიზაციის, ადამიანური მრავალფეროვნების, კაპიტალიზმის და ბეჭდვითი ტექნოლოგიის განვითარების ნაზავის შედეგი.
სმიტის თეორია დამყარებულია ”ეთნო-სიმბოლიზმზე” – სმიტი გელნერის მოწაფე იყო და შეეცადა გადაელახა ის სირთულეები, რაც გელნერის მოდერნისტულ პერსპექტივას ქონდა. მოდერნისტული პერსპექტივის მთავარი სისუსტე არის ნაციონალიზმის მიერ გამოწვეული ვნებების ახსნის შეუძლებლობა: რატომ იბრძვიან და კვდებიან საკუთარი ერისათვის, თუკი ნაციონალიზმი არის მხოლოდ და მხოლოდ იარაღი, რომელსაც ელიტა ქმნის ეკონომიკური მოგების გაზრდისათვის და ეკონომიკური შეკავშირებისათვის?
სმიტი ამტკიცებს, რომ ყოველი ნაციონალიზმი ეყრდნობა ”კონკრეტული ჯგუფის” მცდელობას მიანიჭონ ისტორიას საერთო იდენტობის და საერთო ისტორიის აზრი. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ისტორია აკადემიურად ადეკვატური უდა იყოს – სმიტი ამბობს, რომ ბევრი ნაციონალიზმი დამყარებულია ისტორიულად მცდარ ინტერპრეტაციებზე და
მიისწრაფის საკუთარი ისტორიის გარკვეული ნაწილების მთლიანი
მითოლოგიზაციისაკენ.
ნაციონალიზმი, სმიტის მიხედვით, არ მოითხოვს, რომ ”ერის” წევრები მსგავსნი იყვნენ. არამედ, მხოლოდ იმას, რომ ისინი უნდა გრძნობდნენ სოლიდარობას ერთან და ერის სხვა წევრებთან. ნაციონალიზმის გრძნობა შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერი იდეოლოგიიდან, რომელიც დომინანტურია მოცემულ ადგილას. ნაციონალიზმი
ამოიზრდება მანამდე არსებული ნათესაობიდან, რელიგიური და რწმენის სისტემებიდან. ეს სამივე თეორია სამი სხვადასხვა პერსპექტივით – კონსტრუქცივისტული (გელნერი), ტრადიციონალისტური (სმიტი) და რედუქციონისტული (ანდერსონი) – იხილავს ნაციონალიზმს და ერის წარმოშობას. მაგრამ, სამივე თეორიას აქვს მნიშვნელოვანი ნაკლი – როგორც სმიტი მართებულად აღნიშნავს, ვერცერთი ეს თეორია ვერ ხსნის, რატომ “კლავენ” ადამინები ერთმანეთს ერის და ეროვნული იდეის გამო. ღატომა რის ნაციონალიზმი მნიშვნელოვანი და ზოგჯერ შემზარავი ვნებების საფუძველი. მათ შორის ვერც სმიტის თეორია, რომელიც ამბობს, რომ ეროვნულობა თავის არსში სოლიდარობის გრძნობაა და სოლიდარობის გრძნობა შესაძლებელია იყოს ის, რისთვისაც ადამიანმა შეიძლება თავი გასწიროს.
* * *
აქ კიდევ ერთ მითოლოგიას უნდა შევეხოთ, რომელიც სათავეს XIX საუკუნეში იღებს და არაცნობიერის ცნების გაჩენას უკავშირდება. XIX საუკუნეში არაცნობიერის ცნება გამოიყურებოდა, როგორც ერთადერთი რამ, რითაც მასების აღშფოთების და აჯანყებების ახსნა შეიძლებოდა. ფროიდი ”ტოტემში და ტაბუში” წერდა, რომ ერთადერთი, რითაც შესაძლებელია მასების (ხალხის) ფსიქოლოგიის ახსნა, არის მასის ფსიქიკის არსებობა, და გამოცდილების დაგროვება მასის ფსიქიკაში.

ქვემოთ მოყვანილი გერმანული დედანი და ორი – ინგლისური და რუსული თარგმანი იმითაა საინტერესო, რომ თარგმანებში ამ აბზაცის საკვანძო სიტყვა განსხვავდება ერთმანეთისაგან: რუსული თარგმანი დედნის ადეკვატურია, როდესაც ინგლისურ ავტორიზებული თარგმანი ”ერების (ხალხების) ფსიქოლოგიას” მეცნიერების დარგით – ”სოციალური ფსიქოლოგიით” ანაცვლებს. შესაძლებელია ეს ფროიდის მიერ ინგლისური ენის კონტექსტში ცუდათ გარკვეულობას მივაწეროთ, ან – იმას, რომ ”ტოტემი და ტაბუს” გერმანული გამოცემიდან ხუთი წლის გავლის შემდეგ, ფროიდი უფრო მკაცრი გახდა თავისი მეთოდის მიმართ, და ფსიქოანალიტიკოსის კაბინეტს გარეთ ის მხოლოდ კულტურაში გამომუშავებული მიდგომების (მაგ. სოციალური ფსიქოლოგიის) ანალიზისათვის მიაჩნდა გამოსადეგად. თუმცა, შეიძლება საქმე უბრალო უყურადღებობასთანაც გვქონდეს. მით უმეტეს, რომ შემდეგი წინადადება
“Однако, дальнейшие соображения показывают, что не нам одним приходится нести ответственность за подобную смелость. Без допущения массовой психики, непрерывности в жизни чувств людей, дающей возможность не обращать внимания на прерываемость душевных актов, вследствие гибели индивидов, психология народов вообще не может существовать. Если бы психические процессы одного поколения не находили бы своего продолжения в другом, если бы каждое поколение должно было заново приобретать свою направленность к жизни, то в этой области не было бы никакого прогресса и почти никакого развития”11.

იმისათვის, რომ არსებობდეს იმ ვითარებების ახსნა, რაც აწუხებდა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისის ინტელექტუალებს, აუცილებელი იყო ერში, ხალხში საერთო ფსიქოლოგიის დაშვება. ანუ, იმ რაღაც საერთოს და ირაციონალურის დაშვება, რომლიც რაღაცნაირად გადაეცემა მამიდან (ან დედიდან) შვილს შემდგომ თაობებს და შემდეგ, აიძულებს ხალხთა მასებს მოიქცნენ, როგორც ორგანიზმი. ამიტომ, მეცხრამეტე საუკუნის მითოლოგია ერების შესახებ გვეუბნება, რომ არსებობს რაღაც საერთო, რისი ნაწილებიც ადამიანებში დევს, და რომელიც აქტუალიზირდება, როდესაც ისინი იკრიბებიან. ინტელექტუალებმა მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყეს შემჩნევა, რომ კონკრეტული ადამიანების გარდა, არსებობს ერთობები, რომლის მოქმედებებსაც შესაძლებელია, გარკვეულ ვითრებებში, დამანგრეველი ეფექტიც კი ქონდეს. ეს მათთვის სრულიან ახალი სოციალური ფაქტი იყო. მათ აქამდე – არც იქ, რასაც სწავლობდნენ და არც საკუთარი გამოცდილებით – არ შეხვედრიათ ამ ფაქტის ახსნა. ამიტომ, სრულიად ლოგიკური იყო, ”სწრაფი” ახსნის მოსაძებნად, შეეხედათ მასისათვის, ხალხისათვის, როგორც ორგანიზმისათვის და საბოლოოდ – დაეშვათ ამ ორგანიზმში როგორც ფსიქიკური (ცნობიერი), ასევე – არაცნობიერი. XIX და XX საუკუნის ყველაზე გავლენიანმა მოაზროვნეებმა – ფროიდი, ვუნდტი, იუნგი – სწორედ ამ სქემის გააზრებას და აღწერას მიუძღვნეს საკუთარი თავი. მათი პოპულარობა იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ ეს იყო გასაგები და ადვილი პასუხი კითხვაზე რომელიც ამ პერიოდის (და შემდგომისაც) ინტელექტუალებს აწუხებდათ: რა არის ის, რაც ადამიანებს, როდესაც ისინი მასაში არიან, აიძულებს მოიქცნენ ასე და არა სხვაგვარად.
ამჯერად მე აღარ გავაგრძელებ ამ უდავოდ საინტერესო თემას. მხოლოდ აღვნიშნავ, რომ სმიტის თეორია, რომლიც სოლიდარობაში ხედავს ეროვნულობის და ერის გაგების ფესვებს, ამ, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეში გამოგონილ, ახსნით რეცეპტზეა დამყარებული. სოლიდარობა არის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის სახელი იმისათვის, რასაც ფროიდი და იუნგი მასების ფსიქოლოგიას უწოდებდა. კიდევ უფრო რომ განვმარტოთ – სოლიდარობის დაშვება ერის და ეროვნული ცნობიერების საფუძვლად, ნიშნავს, რომ ყოველ ჩვენგანში არის რაღაც, რაც ამ სოლიდარობას განაპირობებს და რაც გვაიძულება ადამიანებს ერთობებისაკენ მივისწრაფოდეთ. ეს ფსიქიკური და ფსიქოლოგისტური ახსნაა: ისიც გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს არანაირი ექსპერიმენტალური დადასტურება, რომ ეს თვისება შესაძლებელია ცალკე გამოიყოს ადამიანში – ან ფსიქიკურად ან გენეტიკურად. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით ადამიანების ერთობების შესახებ, არის ის, რომ ადამიანი სოციალური არსებაა და ვერ არსებობს თავის მსგავსებთან ინტერაქციის გარეშე. სოლიდარობა მნიშვნელოვანი სოციალური კონსტრუქტია, მაგრამ ის მთლიანად ინტელიგიბელური წარმონაქმნია და ცნობიერ გადაწყვეტილებებს ეფუძნება. რიჩარდ რორტი მოქალაქეების ერთმანეთთან სოლიდარობას დემოკრატიული და ლიბელარული ღირებულებების მთავარ
12
დამცველს უწოდებს . ამიტომ, საეჭვოა, რომ ენტონი სმიტის კითხვაზე მართებული პასუხი სოლიდარობას დაეფუძნოს: ის, რაც ცნობიერი გადაწყვეტილებაა, ვერ იქნება მასიურად აჯანყებების და თავის გაწირვის საფუძველი. ეს შესაძლებელია, ოღონდ, მცირე რაოდენობის ხალხში, რომლებსაც გადაწყვეტილებების მიღების სერიოზული ტრენინგი ექნებათ გავლილი. იმისათვის, რომ ამ ხალხმა ერის მასშტაბი მიიღოს, ისინი ძალიან განვითარებულ საზოგადოებაში და სახელმწიფოში უნდა ცხოვრობდნენ – რათა ამ ტრენინგის მიღების საშუალება უმრავლესობას ქონდეს. არადა, ნაციონალისტური აფეთქებები, მართალია მოდერნულ, მაგრამ ძირითადათ განვითარებად ქვეყნებშიც ხდება. მეორეს მხრივ, რა უნდა ვუყოთ შუა საუკუნეებიდან შემორჩენილ იმ წერილობით წყაროებს რომლებიც დღეს, მკითხველების მიერ ერთმნიშვნელოვნად გაიგება, როგორც ერის იდეის და ნაციონალიზმის ჩანასახები? ამ კითხვაზე პასუხი შუა საუკუნეების საზოგადოების სტრუქტურაში უნდა ვეძებოთ: პროცენტულად რომ გამოვსახოთ, ალბათ, განათლებული და შეძლებული ფენა, რომელმაც წერა-კითხვა იცოდა და მარტო ყოველდღიური გადარჩენა არ ქონდა მიზნად და საფიქრად, ყოველი საზოგადოების 5 %ზე ნაკლებს შეადგენდა. რა თქმა უნდა, მათ ქონდათ საერთო იდეოლოგია, რომელიც ვარირებდა ჯგუფიდან ჯგუფში და სამთავროდან სამთავრომდე, მაგრამ ყოველთვის ბრუნავდა პოლიტიკური ერთეულის დამოუკიდებლობის გარშემო. ამიტომ, მართალია, საკამათოა, ვიპოვით თუ არა იმდორინდელ წყაროებში ერის თანამედროვე ცნებას, მაგრამ, სამაგიეროდ, უხვად გვხვდება სახელმწიფოს ცნება და ერთიანი სახელმწიფოს იდეოლოგია. ეს იდეოლოგია, აქედაც გამომდინარე სარგებლის და პირადი წარმატების პერსპექტივის გამო, წარმოშობდა სოლიდარობას ამ მიზნის გარშემო. თუმცა, ეს სოლიდარობა ადვილად ირღვეოდა თუკი სხვა, უფრო მომგებიან სოლიდარობაში გაწევრიანების შანსი ჩნდებოდა. ასეთი სოლიდარობა იქნებოდა იმ დიდგვეროვნებში და სამეფო ოჯახებში, რომლებიც ავითარებდნენ იდეოლოგიას, რაც დღეს ეროვნული ცნობიერების პირველ ვერსიად აღიქმება. თუმცა, ამ იდეოლოგიას პოლიტიკური, და არა პოეტური, თვალთახედვით თუ გავაანალიზებთ, მივიღებთ, რომ რომ ეს იდეოლოგია მათ ექსპანსიური პოლიტიკის გასამართლებლად და/ან არსებული ცენტრებიდან მეტი ავტონომიის მისაღებად სჭირდებოდათ: ცნობილი ფრაზა შუა საუკუნეების ქართული ”გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან” რომელიც ხშირად ეროვნული ცნობიერების დაბადების საბუთად მოჰყავთ (თანამედროვე ქართულ ენაზე რომ ვთარგმნოთ, ეს ფრაზა გვეუბნება, რომ იქ, სადაც ქართული წირვა-ლოცვა წარმოებს, ყველგან საქართველოა), სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს იდეოლოგების მიერ მომავალი ექსპანსიური პოლიტიკის გამართლება. ამის ირიბი დასტური თუნდაც ისაა, რომ ქართველები ახლო აღმოსავლეთში და აღმოსავლეთ ევროპაში შუა საუკუნეებში აქტიურად აშენებდნენ ეკლესია-მონასტრებს. ძნელია ამ აქტიობის სხვა მიზეზი ივარაუდო, თუ არა მომავალი ექსპანსიისათვის ფიზიკური და მორალური დასაყრდენის შექმნა. იგივე ხდებოდა პროტესტანტული იდეების გავრცელებისას ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში: პროტესტანტიზმი იყო ის იდეოლოგია, რითაც ადგილობრივი ფეოდალები და სამეფო საგვარეულოები მეტი დამოუკიდებლობის და ავტონომიის მოსაპოვებლად იყენებდნენ. მხოლოდ ამით შეიძლება ახსნა გერმანელი მთავრების მიერ ლუთერის პოლიტიკური მხარდაჭერა და პროტესტანტიზმის წარმატება: სხვა მხრივ, ”უბრალო ხალხში” არც მხარდაჭერის, და არც ახალი მოძღვრების გაგების პოტენციალი არ უნდა ყოფილიყო, იმდენად ყოველდღიურ ცხოვრებაზე ორიენტირებული და წერა-კითხვის უცოდინარი იყო შუა საუკუნეების ევროპის ძირითადი მოსახლეობა.
ამ ზედაპირული განხილვითაც ჩანს, რომ შუა საუკუნეებში ერის და ეროვნულობის ცნებები (რაც არ უნდა ერქვას ამ კონსტრუქტს სხვადასხვა ენის
შემთხვევაში) გამოიყენება, როგორც იდეოლოგია: ანუ, მარქსის განსაზღვრებით რომ
13
ვთქვათ – სოციალური რეალობის ამოტრიალებული ასახვა . სოციალური რეალობა კი შუა საუკუნეებში მართლაც ამოტრიალებულია ეროვნულ იდეასთან მიმართებაში: იმ ხალხის უმრავლესობას, ვინც სახელმწიფოში ცხოვრობს, არაფერი არ აერთიანებს საკუთრი ცხოვრების ადგილზე მიჯაჭვულობის გარდა. ასეთი ერთიანობის შეგრძნება კი აშკარად აქვს ელიტას. მეტიც – ელიტის წევრების აღზრდაც – მეტ ნაკლებად სტაბილურ (და ალბათ არასტაბილურ) სახელწიფოებში თუ სამთავროებში – ამ იდეოლოგიით ხდებოდა.

რაც ვერბალურად შეიძლება გამოიხატოს ასე: ეს სახელმწიფო შენი სამშობლოა, ადგილი, სადაც შენი წინაპრები ცხოვრობდნენ და შენი შთამომავალები იცხოვრებენ, ეს არის შენი ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს და ა.შ. – ან, ის ადგილი – სხვა სახელმწიფო/სამთავრო არის სივრცე, რომლიც შენ გეკუთვნოდა, იმიტომ, რომ იქ შენი წინაპრები ცხოვრობდნენ და ა.შ.
ამ შემთხვევაში, აშკარაა, რომ ის, რაც შუა საუკუნეების ელიტის აღზრდის და აზროვნების ქვაკუთხედი იყო, სოციალურ რეალობას ამოტრიალებულად ასახავდა: ის, რაც იყო ზედნაშენი (სუპერსტრუცტურე) – ტყეებზე, ველებზე და უბრალო ხალხზე
კონკრეტული მმართველობის ნიშნის მიწერა და მათი ამ ნიშნით დაბეჭდვა – განიხილებოდა, როგორც ამ ყველაფრის საფუძველი: როგორც წესი, ამ საფუძველს რელიგიური არგუმენტიც – ღვთის მიერ კურთხეულობაც ემატებოდა. ამიტომ, სრულიად შესაძლებელია, შუა საუკუნეებში ერი-სახელწმიფოს იდეოლოგიური ცნებაც გაჩენილიყო, მაგრამ, ამ ცნების ადგილი – თვითონ ელიტაშივე მისი გავრცელების არაინსტიტუციონალიზაციის გამო – ელიტის წარმომადგენლის ცნობიერებაში შემთხვევითი იყო: შესაძლებელი იყო მისი, როგორც ელიტის წევრის პიროვნულობის მაკონსტრუირებელის მუშაობა (თუკი კონკრეტულ სასახლის კარზე
აღზრდის/იდეოლოგიის გადაცემის ჩამოყალიბებული სისტემა არსებობდა) და ასევე, შესაძლებელი იყო მას ემუშავა, როგორც სოლიდარობის საფუძველს: ქცეულიყო იმ კონსტრუქტად, რომელიც განაპირობებდა ელიტის წევრებს შორის საერთო
პოლიტიკური ენის არსებობას და საერთო მიზნებს. სავსებით დასაშვებია, რომ ეს ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული ვითარება ერთ ელიტარულ სისტემაში არსებობდა: ანუ, ელიტა შედგებოდა იმ ადამიანებისაგან, ვისთვისაც ერი-სახელმწიფოს იდეა მისი პიროვნების კონსტრუირებაში იღებდა მონაწილეობას, და ასევე, იმ ადამიანებისაგან, რომლებისთვისაც ეს იდეა მხოლოდ სოლიდარობის საფუძველი იყო. იმდენად, რამდენადაც შუა საუკუნეებში არ არსებობდა აღზრდის მწყობრი სისტემა, რომელიც ამ იდეას პიროვნების მაკონსტრუირებელ ინსტიტუციონალიზირებულ ელემენტად გადაქცევას მოახერხებდა, [ანუ, არ არსებობდა ელიტის აღმზდელების/მასწავლებლების მწარმოებელი ინსტიტუტი] სავარაუდოა, რომ ელიტაში მათი რიცხვი, ვისთვისაც ერი/სახელწმიფოს იდეა მხოლოდ სოლიდარობის საფუძველი იყო, უფრო მეტი იყო, ვიდრე მათი, ვისაც სახელმწიფო/ერის იდეის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმოედგინა. ამიტომაც, ელიტის წევრებს შორის შუა საუკუნეებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო სოლიდარობის საფუძვლის შეცვლა, ანუ, თანამედროვე შეფასებით, ღალატი.
შესაბამისად, ჩვენ გაგვიჭირდება ვიპოვოთ შუა საუკუნეებში პოლიტიკური ელიტა, რომელსაც არ ექნებოდა რაიმე იდეოლოგია, რომელიც სახელმწიფო/ერის და ერთი ხალხის ცნებების სხვადასხვა ვერსიას გვთავაზობს. ამათგან ზოგი ძალიან ახლოს იდგება ერის თანამედროვე ცნებასთან, ზოგი კი ძალიან შორს. მაგრამ, ეს სიახლოვე და სიშორე სხვა არაფერია, თუ არა სხვადასხვა ისტორიული პირობებით განპირობებული კონსტრუქციები. რა თქმა უნდა, ყოველ ამ კონსტრუქტში რელიგია ცენტრალურ როლს ასრულებს – განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ქვეყანაში არსებული რელიგიური პრაქტიკა განსხვავებულობის საფუძველს იძლევა. ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა ტიპის რელიგიაა ეს, არამედ, იმას, თუ რამდენად არის სოციალურ გარემოში პოტენციალი ელიტამ ესა თუ ის რელიგია საკუთარი ექსკლუზიურობის და პრეტენზიების საფუძვლად გამოიყენოს. ერთი შეხედვით, ასეთი ექსკლუზიურობის საფუძველი უფრო მართლმადიდებლური და პროტესტანტული რელიგიები უნდა იყვნენ, მაგრამ ირლანდიის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ასეთი იდეოლოგიის საფუძველი ელიტისათვის შეიძლება კათოლიციზმი ვს პროტესტანტიზმიც იყოს.
თანამედროვე წარმოდგენით ერს ორი შემადგენელი აქვს: თავად ერის ცნება, იდეის კონსტრუქცია და ადამიანების ერთობლიობა, რომლიც საკუთარ თავს ამ ერის ნაწილად თვლის. ასევე, იგულისხმება, რომ ამ ერს მისი წევრები, როგორც წესი, დაბადებით უნდა ეკუთვნოდნენ და ერის წევრების რაოდენობა უნდა ცდებოდეს ერთი ოჯახის ან ნათესაური კავშირებით დაკავშირებული ადამიანების რაოდენობას. კიდევ უფრო რომ გავაღრმაოდ ერის მეორე ნიშანი, უნდა ვთქვათ, რომ ადამიანი, ვინც საკუთარ თავს რომელიმე ერს აკუთვნებს, ამავე დროს ერის საშუალებით საკუთარ თავს საზღვრავს, ანუ, ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას კონკრეტულ იდეასთან და ისტორიასთან. ამავე დროს, ახდენს საკუთარი თავის განსხვავებას იმ ადამიანებისაგან, ვისი იდენტობაც სხვა იდეასთან და ისტორიასთანაა დაკავშირებული.
* * *
შესაბამისად, როდესაც ერის წარმოაშობაზე ვლაპარაკობთ, ამ ორივე ნაწილის წარმოშობას ცალ-ცალკე უნდა შევხედოთ: 1) ერის იდეოლოგიის წარმოშობა და 2) ერის, როგორც იდენტობის წარმოშობა. ისტორიულად, ერის, როგორც იდეოლოგიის წარმოშობა წინ უსწრებს ერის, როგორც იდენტობის წარმოშობას. ანუ, იმისათვის, რომ რაღაც იდეოლოგია იდენტობა გახდეს, ის უნდა დამუშავებული უნდა იყოს როგორც იდეოლოგია.
ერის წარმოშობის იდეოლოგიის და იდენტობის წარმოშობებად გაყოფა მაშინ იქნება გასაგები, როდესაც განვიხილავთ სოციალური ცხოვრების იმ პროცესს, რომელსაც იდენტობების შექმნა და კონკრეტული ადამიანის მიერ იდენტობის მიღება ჰქვია: სამწუხაროდ, იდენტობის ერთიანი თეორია, რომელიც იდენტობას, როგორც სოციალურ მოცემულობას და პროცესს განიხილავს, სოციალურ მეცნიერებაში არ არის დამუშავებული, ამიტომ, ქვემოთ გადმოცემული თეორიული მოსაზრებები ამის პირველ მცდელობაა: ადამიანი იდენტობების კომპლექსს წარმოადგენს. ამ იდენტობიდან ზოგიერთი პირველადია, და მასში შედის პირველადი სოციალური ინსტიტუტების საშუალებით (ოჯახი) ან მეორადი, და ადამიანის მიერ მისი გათავისება სხვადასხვა ტიპის სოციალური ინსტიტუტში მონაწილეობით ხდება. არსებობენ იდენტობები, რომლის მიღებაც კონკრეტულ სოციალურ სტრუქტურაში გარდაუვალია (ოჯახის, ნათესაობის, სქესის) და არსებობენ იდენტობები, რომელთა მიღებაც შემთხვევითია (პროფესიული, პარტიული და ისინი, რომლებიც კონკრეტულ საზოგადოებაში მიდრეკილებების ინსტიტუციონალიზაციაზეა დამოკიდებული – მაგ. სექსუალური უმცირესობების იდენტობა).
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველი კონკრეტული იდენტობა ჩვენი საკუთრება სხვადასხვანაირად ხდება: იმისათვის, რომ გავერკვეთ, რას ნიშნავს იდენტობის მიღება, უმჯობესია იდენტობების მიღების (აკრეფის) პროცესი ჩვენი ცივილიზაციის და კულტურის მაგალითზე განვიხილოთ: ჩვენი იდენტობა ოჯახთან, ან იქ, სადაც პირველ ცნობიერ მოძრაობებს ვაკეთებთ, აუცილებელია: ამ იდენტობის მიღება, ანუ, იმის გაცნობიერება, რომ შენ კონკრეტული ოჯახის წევრი ხარ და შენი თავი შენთვის და სხვებისთვის ასე უნდა განსაზღვრო, იწყება დაბადებიდან – ანუ, პირველადი სოციალიზაციიდან. შემდეგი იდენტობა, რომლიც ჩვენში შემოდის, არის დაყარებული იმ გარემოზე, რომელშიც ჩემი ოჯახი ცხოვრობს – ანუ, მივიღებ მე ნათესაობით იდენტობას, ანუ, საკუათარ იგივეობას გადავჭიმავ ოჯახის ნათესავებზე თუ არა – ეს კონკრეტულ სოციალურ გარემოზეა დამოკიდებული. თუმცა, როგორც წესი, ”ოჯახის შემდგომი” იდენტობა ნათესაურია. პარალელურად, იმ ინფორმაციის და სოციალური კავშირების საშუალებით, რომელსაც მე ვიღებ, მე მიჩნდება სოციო-ბიოლოგიური იდენტობები (სოციო-ბიოლოგიური იდენტობა [ბავშვი] და სქესობრივი იდენტობა). შემდეგი იდენტობების მიღება დაკავშირებულია იმ სოციალურ ინსტიტუტებთან, რომლეთა საშუალებით მე ვერთვები სოციალურ გარემოში: ჩვენს კულტურაში ეს სოციალური ინსტიტუტები განათლების და მას-მედიის (ანუ, ინფორიაციის და ცოდნის გავრცელების/გადაცემის) ინსტიტუტებია. ამ დროს ჩემში იწყებს ეროვნული იდენტობა შემოსვლას. ეს შესაძლებელია სკოლაში სიარულის დაწყებამდე მოხდეს, შეიძლება დაემთხვეს სკოლაში სიარულის დაწყებას. თავისთავად ცხადია, ერის ცნება ჩემში შემთხვევითად არ შემოდის – ის შემოდის იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომელზეც დგას განათლების სისტემა და ინფორმაციის გავრცელება. ჩვენს, საქართველოს შემთხვევაში, ეს პრინციპები ცნობიერადაა შემუშავებული – მაგ. როგორი უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმა, ან, კონკრეტული გამომცემლობის ან ელექტრონული მედიის პოლიტიკა. ამ იდენტობის შემოსვლის და ჩემი საკუთარი თავის განსაზღვრებად გადაქცევის შემდეგ, ან პარარელურად, მე მიდგება პროფესიული, პარტიული თუ სხვა (მიდრეკილებითი) იდენტობების არჩევის პერიოდი, რომლსაც მე ვირჩევ, ვირგებ, თუ არ მომეგრო ვიცვლი და ა.შ. ის, რაც ჩემში რჩება მუდმივად და რაც ჩემი გადაწყვეტილების მიღმა არის შემოსული – არის ოჯახური, ნათესაური, სოციობიოლოგიური და ეროვნული იდენტობები. რა თქმა უნდა, ამათი შეცვლაც შეიძლება, თუკი ადამინი გადაწყვეტილებას მიიღებს. განსხვავება ისაა, რომ ამ ოთხი იდენტობის მიღება არ არის დამოკიდებული გადაწყვეტილებაზე. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ეროვნული იდენტობის ადგილი შეიძლება აღწერის მიხედვით ეთნიკურმა იდენტობამ დაიკავოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუკი საქმე გვაქვს ეთნიკურად არამონოლითურ სახელწმიფოებთან. ამ შემთხვევაში, ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში ეროვნული იდენტობა იქნება ეთნიკური იდენტობის შემდგომი, ზემო სტრუქტურა.
ამ ხუთი (ოჯახური, ნათესაური, სოციო-ბიოლოგიური ეთნიკური და ეროვნული) იდენტობიდან ორის (ეთნიკური და ეროვნული) მიღების წესი და შინაარსი უფრო მეტად დამოკიდებულია კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და სტრატეგიულ ხედვებზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ხოლო სამის (ოჯახური, ნათესაური და სოციო-ბიოლოგიური) – იმ სოციალურ სტრუქტურებზე, რომელის არსებობს კონკრეტულ საზოგადოებაში.
თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ საზოგადოებაში უფრო მეტად სოციალურ სტრუქტურებზე დამოკიდებული იდენტობების წყაროები შესაძლებელია სულაც არ ატარებდნენ იგივეობრივ ენობრივ დასახელებებს. მაგალითად, ოჯახის ექვივალენტს შეიძლება ეკლესია, ან კლანი ერქვას, ან რაიმე სხვა, ჩვენთვის რადიკალურად განსხვავებული შინაარსობრივი კონოტაციის მატარებელი.
შესაბამისად, ჩვენი ძირითადი იდენტობები, ანუ, ის იდენტობები, რომლის არჩევაც და რომლებზეც უარის თქმაც არ შედის სოციალური ცხოვრების ყოველდღიურ წესში, შეიძლება გავყოთ ორად – სოციალურზე და პოლიტიკურზე მეტად დამოკიდებულებებად – და მათ სოციეტალური და პოლიტეტალური იდენტობები დავარქვათ.
თუკი იდენტობების ჩამოყალიბებას ისტორიულად შევხედავთ, უნდა ვთქვათ, რომ სოციეტალური იდენტობების ჩამოყალიბება ე.წ. ”ბუნებრივად” ხდება – მათი ჩამოყალიებებისათვის ადამიანების უბრალო ერთობები საკმარისია. რაც შეეხება პოლიტეტალურ იდენტობებს, მათ არსებობას და მათი მიღების საფუძველს პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ფორმალური და არაფორმალური განათლების და მას მედიის ინსტიტუციონალური სტრუქტურები წარმოადგენს: ეთნიკური იდნეტობების ჩათვლით, რადგანაც ეთნიკური იდენტობის მიღებისათვის საჭიროა შეთანხმება საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფს შორის და ამ თანხმობის გამყარება მისი წლების განმავლობაში დაცვით, რასაც, თუნდაც არაფორმალური განათლების სისტემა სჭირდება.
პოლიტეტალური იდენტობის გაჩენის შემდეგ, იდეოლოგია იქცევა იდენტობად, ანუ, ტრიალდება და ისევ დგება ფეხებზე: როდესაც ეროვნულ იდეოლოგიაში ჩადებული პრინციპები ზიარდება დიდი სოციალური ჯგუფების მიერ, იდეური კონსტრუქტი უკვე აღარ არის ამოტრიალებული ასახვა სოციალური რეალობის (ანუ, მხოლოდ ელიტების მცირე ჯგუფებში არსებული იდეების დიდი სოციალური ჯგუფების საკუთრებად გამოცხადება), არამედ, არსებული სოციალური რეალობის შესაბამისი ასახვა: როდესაც დიდი სოციალური ჯგუფები მართლაც არიან ეროვნული იდენტობის მატარებლები. ხოლო ელიტების იდეოლოგია – რომელიც ეფუძნება ეროვნულ იდენტობას, შეიძლება ”მასებში არსებული ვითარების” პიპერბოლიზაციას წარმოადგენდეს (მაგ. ფაშისტური, ან ტერორისტული), მაგრამ მაინც, რეალურ და არა ამოტრიალებულ ამოსავალზე – მოსახლეობაში ეროვნული იდენტობის არსებობის ფაქტზე დგას.
თუკი იდენტობების წარმოშობის ისტორიულ პროცესს შევხედავთ, შეიძლება შევიმუშაოთ ჰიპოთეზა, რომ იმ წარსულის პერსპექტივაში, სადაც ჩვენი კულტურის ისტორიის თვალი წვდება, სოციეტალური იდენტობები მუდმივია, ხოლო – პოლიეტალური – შეძენილი. ამის საფუძველი კი ის საშუალებებია, რომლებითაც ეს იდენტობები მტკიცდებიან და დგინდებიან: ოჯახურ, სოციო-ბიოლოგიურ და კლანურ იდენტობებს დამატებითი ისტორიული ინსტიტუციონალური სხეულები არ სჭირდება: ამ იდენტობების დადგენა და მიღება ხდება მცირე რიცხვის ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობით. მაშინ, როდესაც ეროვნული და ეთნიკური იდენტობების დადგენას და დიდი ჯგუფების მიერ მის გაზიარებას რთული სისტემები – როგორც ინსიტუციური, ასევე ტექნოლოგიური – სჭირდება. ბენედიქტ ანდერსონმა და გელნერმა ამ სისტემების ორი მოდუსი აღწერეს: განათლების სისტემა და მას მედია. მხოლოდ ამ ორის საშუალებით არის შესაძლებელი გახდეს ეროვნული და ეთნიკური იდეოლოგია იდენტობა – ანუ, მოსახლეობის დიდი მოცულობისათვის თვითგანსაზღვრის და თვითდადგენის, ასევე, საკუთარი თავის და საკუთარი ერთობის სხვებისაგან განსხვავების საშუალება და ინსტრუმენტი.
ყოველივე ზემოდთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ კაცობრიობის ისტორიის პროცესი ამავე დროს სოციოეტალური და პოლიტეტალური იდენტობების, ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, იდენტობების ფენების დაგროვების პროცესია და პიროვნების განვითარება ამავე დროს ასახავს ისტორიულ განვითარებას: იდენტობები დაგროვება იწყება ოჯახის იდენტობიდან, და ჩვენს გარემოში მთავრდება ეროვნული იდენტობის მიღებით. თუკი პოლიტეტალური იდენტობის დადგენა და გავრცელება დამოკიდებულია ფორმალურ და არაფორმალურ განათლების სისტემაში ჩადებულ შინაარსზე და საინფორმაციო საშუალებებზე, შემდგომი, მომავლის იდენტობები რეგიონული, გლობალური და ალბათ, მსოფლიო იდენტობებია. თუმცა, ამ უკანასკნელის დადგენისათვის, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის არსებობის მიუხედავად, ამ იდენტობისათვის უცხოების არსებობის დამტკიცება იქნება საჭირო.
ამდენად, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ იდენტობა, როგორც ჩვენი საკუთარი თავის, ჩვენი წარსულის, კულტურის და მომავლის შესახებ წარმოდგენების კომპლექსი, რომლის შეხების/დაფარვის არეალს იქით მოხვედრილი ადამიანი/მოვლენა/არტეფაქტი ჩვენთვის უპირობოდ წარმოადგებს უცხოს.
როგორც ვნახეთ, ეროვნული იდენტობის წარმოშობა შემთხვევითია – ანუ, მას თვითონ არ მოაქვს მისი გავრცელების საშუალებები, არამედ პოლიტიკური და ტექნოლოგიური პროცესების შედეგად წარმოშობილ გავრცელების საშუალებებს იყენებს იდეოლოგიის იდენტობად ქცევისათვის.
ასევე, ცხადია, რომ ამ გავრცელების საშუალებების გაჩენამდე დიდი, ანუ, პოლიეტალური იდენტობა არ არსებობდა. უფრო ზუსტად, არსებობდა მხოლოდ მისი შინაარსი, ელიტის იდეოლოგიის სახით.
ამიტომ, სანამ ამ ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას დავასრულებთ, კიდევ ერთი კითხვა უნდა დავსვათ: რამდენად აუცილებელი და შეუქცევადია, როგორც ისტორიულად, ასევე – ფაქტიურად, ჩვენს გარემოში – მხოლოდ ეროვნულობის, როგორც პოლიტეტალური იდენტობის დადგენა? ხომ არ არის კიდევ რაიმე ჩვენს გარემოში, რაც შეიძლება გახდეს [ან გახდა და ვერ ვამჩნევთ] დიდი იდენტობა? ან ხომ არ აქვს რაიმე კონსტრუქტს დიდ პოლიეტალურ იდენტობად ქცევის თუნდაც თეორიული შანსი? ამ კითხვაზე პასუხი ზედაპირზე დევს: ჩვენ ვლაპარაკობდით ეროვნულობაზე, როგორც შუა საუკუნეების ელიტის შესაძლებელ იდეოლოგიაზე. მაგრამ, შუა საუკუნეებში იყო იდეოლოგია, რომელიც უპირობოდ წარმოადგენდა ყველა ელიტის იდეოლოგიას (განსაკუთრებით შუა საუკუნეების ევროპაში). შუა საუკუნეების ეროვნულობის იდეოლოგია მხოლოდ ამ იდეოლოგიის კერძო შემთხვევად შეიძლება განვიხილოთ. ეს იდეოლოგია არის რელიგია. ის, რომ რელიგია ელიტის იდეოლოგია იყო, უეჭველია და ამას მრავალი ისტორიული წყარო ადასტურებს. მაგრამ ხომ არ იყო ამავე დროს რელიგიურობა და რელიგია დიდი იდენტობაც?
გამომდინარე იმ ჰიპოთეზიდან, რომლის ჩამოყალიბებასაც ეხლა ვცდილობ, შუა საუკუნეებში დიდი იდენტობის არსებობის პირობები არ იყო. ანუ, არ იყო არც ფორმალიზებული, ან თუნდაც არაფორმალური, მაგრამ ინსტიტუციონიზირებული განათლების სისტემა, რომელიც ადამიანთა დიდ ჯგუფებს მოიცავდა და არც – მას მედია, რომელიც ერთიანობის და ერთში მთლიანობის შეგრძნებას გააჩენდა. ეკლესიების და სასულიერო დაწესებულებების ქსელი ელიტის გაფართოებას და მის მდგრადობას ემსახურებოდა, და არა დიდი იდენტობის შექმნას: ანუ, შუა საუკუნეებში ეკლესიის სოციალურ-პოლიტიკური როლი ელიტაში იდეოლოგიის გავრცელება იყო, და არა დიდი იდენტობის შექმნა.

* * *
მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც პიტერ ბერგერმა უარი
თქვა თავის თეზაზე კაცობრიობაში, და განსაკუთრებით, განვითარებულ ქვეყნებში
14
რელიგიურობის შემცირების შესახებ , მკვლევარებმა მეტი ყურადღება მიაქციეს შუა
15 საუკუნეების შესწავლას და განსაკუთრებით – ამ პერიოდში რელიგიურობის როლს . დასკვნა, რომლიც მათი კვლევიდან გამომდინარეობს ცხადათ აჩვენებს, რომ მკვლევართა და ფილოსოფოსთა ლამის ორსაუკუნოვანი აზრი იმის შესახებ, რომ შუა საუკუნეები ეს იყო რელიგიური ეპოქა, სადაც ადამიანების იდენტობას ტოტალურად რელიგია
16 ადგენდა, იყო შეცდომა და ჩვენი რეალობის პარამეტრების შუა საუკუნეებზე გადატანა . შეცდომის ფესვების კვლევა, რაც ალბათ, ვოლტერამდე და ჰეგელამდე მიგვიყვანს – იმ კონსტრუქტებამდე რომელიც მათ დაადგენეს – პირველმა – რწმენის ეპოქის დამთავრების და გონების ეპოქის დადგომის მოთხოვნით, ხოლო მეორემ – გონის საფეხურების აღწერით და ამ საფეხურების პრინციპული ერთგვარობის დადგენით. ამ
შეცდომის ყველაზე მკაფიო მსხვერპლი ბენედიქტ ანდერსონია, რომელმაც საკუთარი
თეორიის სწორი დასკვნა არასწორ საფუძველზე – შუა საუკუნეებში დიდი რელიგიური
17
იდენტობის არსებობასაც დააყრდნო .
თუმცა, ეს უკვე სხვა ტექსტის თემაა. ჩვენთვის ამ მსჯელობიდან საინტერესო ისაა, რომ რელიგიის დიდ იდენტობად ქცევა ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ეროვნულობა იქცევა დიდ იდენტობად. სხვა შესაძლებლობა – გამხდარიყო პოლიტეტალური იდენტობა – რელიგიას უბრალოდ არასოდეს არ ქონდა. სხვადასხვა
18
ემპირიული კვლევებიც ადასტურებენ, რომ თუკი ჩვენ გვინდა ვიმსჯელოთ რელიგიაზე, როგორც პოლიტეტალურ იდენტობაზე, ეს მხოლოდ ჩვენს გარემოშია შესაძლებელი და არა წარსულის რომელიმე ეპოქაში.
მაშასადამე, განათლების ინსტიტუციონალიზებული სისტემის და გლობალური საინფორმაციო საშუალებების ეპოქის დადგომასთან ერთად ჩვენ ორი პოლიტეტალური იდენტობის შესაძლებლობა მივიღეთ: ეროვნული და რელიგიური. რატომ ეს ორი და არა სხვა – ამ კითხვაზე პასუხი მარტივია – ის, რაც შეიძლებოდა განათლების სისტემით გავრცელებულიყო და მას მედიაში მიეღწია ფორმალიზებისათვის – ანუ, სახლმწიფო იდეოლოგია ამ დროისათვის, და დღესაც – სულ ორი იყო – ეროვნული და რელიგიური. ანუ, სულ ორი იდეოლოგია წარმოადგენდა ელიტების პოტენციურ და აქტუალურ იდენტობებს. შესაბამისად, მხოლოდ ორი იდეოლოგია შეიძლებოდა ქცეულიყო პოლიეტალურ, დიდ იდენტობად. ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში ეს ორი ერთმანეთს ემთხვეოდა, ზოგიერთის შემთხვევაში კი, ერთმანეთს ეწინაამღდეგებოდა და ელიტას ცნობიერი, ან გაუცნობიერებელი არჩევანი უნდა გაეკეთებინა.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ შუა საუკუნეებში შეიძლება არსებულიყო ელიტის იდეოლოგია ეროვნულის გარეშე, მაგრამ არ არსებობდა და შეუძლებელი იყო ყოფილიყო ეროვნული იდეოლოგია რელიგიურის გარეშე.
შესაბამისად, როდესაც დიდი იდენტობების დრო დადგა, პოლიტიკოსებმა დაიწყეს საკუთარი იდეოლოგიის ინსტალირება განათლების სისტემაში და მას მედიაში. ზოგიერთი, რთული სოციალური სისტემების (მაგ. იმპერიების) შემთხვევაში, პარალელურად რამდენიმე იდეოლოგია შეიძლება გავრცელებულიყო და ამ შემთხვევაში ვიღებდით იდეოლოგიების კონკურენციას, რომლის მიზანიც იდენტობად ქცევა იყო. ამიტომ, სრულიად და გარდაუვლად ისტორიულადაა განპირობებული ის, რომ რიგ ქვეყნებში პოლიტეტალურ იდენტობას რელიგია წარმოადგენს, რიგში კი – ეროვნულობა. ამიტომაცაა, რომ ხშირად რელიგიის პოლიტეტალურ იდენტობად ქცევა, მაგალითად – აღმოსავლეთის ქვეყნებში, ნაციონალიზმადაა აღქმული. სინამდვილეში კი, ეს სხვა არაფერია, თუ არა ამ საზოგადოების სტრუქტურაში – გლობალიზაციის, თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო – განათლების ფორმალიზებული სისტემის და მას მედიის ინსტალაციის შედეგად – პოლიტეტალური იდენტობის წარმოშობა.
ამიტომ, როგორც გლობალურად, ასევე, ლოკალურად, პოლიტეტალური იდენტობის ეპოქის დადგომა არ ნიშნავს ავტომატურად ნაციონალიზმის ეპოქის დადგომას. ძალიან ხშირად, ინტელექტუალთა წრეებში ნაციონალიზმი გამოცხადებულია განვითარებული საზოგადოების პროდუქტად, რელიგიულობა კი – ე.წ. წინა საფეხურზე მდგომი საზოგადოების შედეგად. როგორც ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა და ჩამოყალიბებული ჰიპოთეზა აჩვენებს, ეს კავშირი შემთხვევითია, და მეტიც – ფარდობითად ძალიან მოკლე ხანში ნაციონალიზმი შეიძლება შეიცვალოს
რელიგიურობით, და პირიქით – თუკი შესაბამისი პოლიტიკური გადწყვეტილება მიიღება და მოიძებნება ამისათვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსები.
მეტიც – რელიგიურობის ერთი შეხედვით აუხსნელი ზრდა თანამედროვე
19
განვითარებულ საზოგადოებებში სწორედ პოლიტეტალური იდენტობის ცვლილებას მიუთითებს და ამ ცვლილების საფუძველი ამ საზოგადოებების საინფორმაციო საშუალებებში და ფორმალურ და არაფორმალურ განათლების სისტემებში უნდა ვეძებოთ. თუმცა, ესეც კვლევის თემაა: შეიძლება რელიგიურობის სახით საქმე უფრო დიდ პოლიტეტალურ იდენტობასთან გვქონდეს, რომელიც ქმნის უფრო ფართო იდენტობას, ვიდრე ეროვნულია. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია მომავალი რეგიონული და მსოფლიო იდენტობების კერძო ვერსიად რელიგიური იდენტობაც განვიხილოთ. თუმცა, ვიმეორებ, ეს ცალკე კვლევის თემაა, და შესაძლებელია საქმე ”უბრალოდ” ეროვნული იდენტობის რელიგიურით ჩანაცვლებასთან გვქონდეს საქმე. ასევე, შესაძლებელია რელიგიურობა – სოციოეტალური იდენტობის ახალ, აქამდე უცნობ მოდუსს წარმოადგენდეს.
* * *
ყოველივე ზემოდთქმულის შუქზე ცხადია, როდის მოხდა ქართული დიდი იდენტობის წარმოშობა. ჩვენ შეიძლება საკმაოდ მაღალი ხარისხის ისტორიული სიზუსტით ვთქვათ, როდის დაიწყო იმ იდეოლოგიამ, რომელიც საკმაოდ განვითარებული და ჩამოყალიბებული იყო ქართულ ელიტაში, დიდ იდენტობად ქცევა. მე ვფიქრობ, რომ ამ იდენტობის გაჩენის დასაწყისი ისტორიულ რუკაზე უნდა მოვხაზოთ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში – პირველი ქართული გაზეთების გამოცემის პერიოდში. ხოლო იდეოლოგიის იდენტობად გარდაქმნა – პირდაპირ უნდა დავუკავშიროთ წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას და მის გააქტიურებას. ამდენად, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მართლაც იყო ”ქართველი ერის
20
სკოლა” , ოღონდ არ იმ აზრით, რომ ქართველი ერის უმრავლესობა სწავლობდა მასში, არამედ იმ აზრით, რომ ამ სკოლიდან გამოვიდა ქართველი ერი, ანუ, ქართველი ერი დაიბადა და აღიზარდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში.
* * *
მაგრამ კითხვა, რომელიც ეხლა უნდა დავსვათ სწორედ ამ დიდი იდენტობის შინაარსს ეხება. რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის პერიოდში მას მედიით და განათლების სისტემის საშუალებით ეროვნულობა, როგორც დიდი პოლიტეტალური იდენტობა ვრცელდებოდა და დგინდებოდა, ალბათ, როგორც სპეციფიკური ეთნიკური იდენტობა – საბჭოთა ეროვნული იდენტობის გავრცელების მოუხეშავ მცდელობებთან ერთად. საბჭოთა კავშირამდე, რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ უნდა ითქვას – ქართული წარმოქმნადი იდენტობა პრინციპში ჰარმონიაში იყო რუსულ იმპერიულ იდენტობასთან – ქართული ელიტა მშვიდად აღიქვამდა რუსეთის იმპერიის წევრობას – და საკუთარი იდეოლოგიის გარდაქმნას ეთნიკურ-პოლიტეტალურ იდენტობად ცდილობდა. საბჭოთა კავშირის განათლების სისტემა ცდილობდა იგივე განმეორებინა, რასაც რუსეთის იმპერია აკეთებდა, მაგრამ, სხვადასხვა პოლიტიკური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, საბჭოთა კავშირის განმავლობაში ქართველი განმანათლებლების მიერ დაწყებული ეთნიკური პოლიეტალური იდენტობის შექმნა გადაიქცა ეროვნული იდენტობის შექმნის პროცესად – საკუთარი, ეროვნული სახელმწიფოს შექმნის მოთხოვნით. Aმის მიზეზი იყო როგორც საბჭოთა კავშირთან ქართული
ინტელექტუალური ელიტის კულტურული დაპირისპირებულობა, და ასევე – განათლების სისტემაში ლიტერატურის და ისტორიის სასწავლო გეგმების სახელმწიფო კონტროლის უნებლიე, ან განზრახ სისუსტე.
ეს მოთხოვნა ჯერ ელიტის იდეოლოგიად, ხოლო შემდეგ – განათლების სისტემის და მას მედიის გავლით, XX საუკუნის დაახლოებით 70-იანი წლების დასაწყისიდან – პოლიტეტალურ იდენტობად გაფორმდა. შეიძლება ითქვას, რომ 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში საბოლოოდ დამარცხდა საბჭოთა პოლიტეტალური იდენტობა. ამავე დროს, ეროვნული იდენტობის კონსტრუქტში ნელ-ნელა დაიწყო შესვლა დანაშაულებრივი სამყაროს კონსტრუქტებმა, რომლიც კანონიერი ქურდების წლების განმავლობაში განვითარებულ კულტთან იყო დაკავშირებული და მისგან
გამომდინარეობდა.
დღეისათვის საკმაოდ ძნელია რამე ვთქვათ 80-იანი წლების საქართველოში გავრცელებული ეროვნული იდენტობის შესახებ. თუმცა, იმდროინდელი პრესის და სხვა ბეჭდვითი გამოცემების ანალიზის საშუალებით გარკვეული რეკონსტრუქცია მაინც შესაძლებელია. ერთი რამ ცხადია: 80-იანი წლების ბოლოსათვის ქართულ ნაციონალურ იდეოლოგიაში რელიგიური მთლიანად იყო დაქვემდებარებული ეროვნულს: ერთის მხრივ – საეკლესიო იერარქების საბჭოთა უშიშროებასთან აშკარა კავშირის, ხოლო მეორეს მხრივ – საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან რელიგიის და ეკლესიის ძლიერი კონტროლის გამო. ამასთანავე – საბჭოთა რელიგიური პოლიტიკა სტრუქტურულად ეკუმენური იყო და პრინციპულად უარს ამბობდა რომელიმე რელიგიის პოლიტეტალურ იდენტობად ქცევისათვის შეეწყო ხელი.
შემდეგი კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ ეხება ჩვენს თანამედროვე პოლიტეტალურ იდენტობას: საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ პოლიტეტალური იდენტობის დანერგვის ტექნოლოგია პრინციპულად ხელმისაწვდომი გახდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში რელიგიურ იდეოლოგიასაც ისეთივე საშუალებები მიეცა გასავრცელებლად და იდენტობად ქცევისათვის, როგორიც ეს მანამდე ეროვნულ იდეოლოგიას ქონდა. 2006 წელს ჩატარებული საქართველოს საზოგადოების
21
ღირებულებების კვლევამ აჩვენა, რომ გამოკვლეული 39 ღირებულებიდან და ინსტიტუტიდან 2/3-ის წარმოსახვით კონსტრუირებაში სახელმწიფოს და ტრადიციების ღირებულებების გვერდით თანაბრად იღებს მონაწილეობას მართლმადიდებლობის და რელიგიურობის ღირებულებები.

ეს ღირებულებები/ინსტიტუტებია: მთავრობა; ნათესაობა; ოჯახი; პარლამენტი; პატრიოტიზმი; პიროვნული თავსუფლება; პოლიტიკური პარტიები; პოლიცია; რელიგიურობა; სამართლიანობა; სამშობლოსათვის თავგანწირვა; სასამართლო სისტემა; სასჯელაღსრულებითი სისტემა; სახელმწიფო; სკოლა; ტრადიციები; უნივერსიტეტი; ქალიშვილობის ინსტიტუტი; ქველმოქმედება; შეიარაღებული ძალები; შემწყნარებლობა; ადამიანის უფლებები; არა-მართლმადიდებლური ეკლესიები; ახალი ტექნოლოგიები; ბუნების დაცვა; განათლების სისტემა; დასვენების/გართობის
შესაძლებლობა; ეკონომიკური სისტემა; თავისუფალი
ასოციაციები/გაერთიანებები; თავისუფალი სექსი; თქვენი სამუშაო; კანონმდებლობა; კანონმორჩილება; კერძო ბიზნესი; კერძო საკუთრება; კოლექტივიზმი; კულტურული მრავალფეროვნება; მართლმადიდებელი
ეკლესია; მეგობრობა.

შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველების პოლიტეტალურმა იდენტობამ ცვლილება დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში და ალბათ ამ ახალი ფორმის კონსტრუირება დამთავრებული არ არის. გამომდინარე იქიდან, თუ იდეოლოგიის ინსტალირების და იდენტობად ქცევის რა ინსტრუმენტები გააჩნია სახელწმიფოს და რა – ეკლესიას, ძნელი არ იქნება დავასკვნათ, რომ დღეისდღეობით ეკლესია იგებს ამ კონკურენციას და ეროვნულობას რელიგიურობას უქვემდებარებს. ჩვენს გარემოში ამის ხუთი ნიშანი არსებობს:
1. ეკლესიის შიგნით უმრავლესობას შორის იდეოლოგიის შესახებ თანხმობა;
2. ხელისუფლებაში ეროვნული იდეოლოგიის ჩამოუყალიბლებლობა;
3. ეკლესიის მიერ იდეოლოგიის იდენტობად ქცევის ინსტრუმეტების სიძლიერე (ეკლესიების მაღალი ავტორიტეტი, ეკლესიების მიერ წარმოებული არაფორმალური განათლება, საეკლესიო გამოცემები);
4. სახელმწიფოს მიერ ეროვნული იდეოლოგიის იდენტობად ქცევის ინსტრუმენტების სისუსტე (სკოლების დაბალი ავტორიტეტი და სახელმძღვანელოების შინაარსი), და მასში მონაწილე სუბიექტების (მასწავლებლების) უპირატესად ეკლესიის ინსტიტუტებში მონაწილეობა;
5. საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლების (ჟურნალისტების)
უმრავლესობის და ეკლესიების პრინციპული მოკავშირეობა, და სახელმწიფოს იდეასთან დაპირისპირებულობა;
ჩვენ ჩვენი პოლიტეტალური იდენტობის ისტორიის საინტერესო საფეხურზე ვიმყოფებით: ჯერ ჯერობით, ცხადია, რომ დიდი პოლიტეტალური იდენტობისათვის გამართულ კონკურენციაში რელიგიურობა იმარჯვებს და იქვემდებერებს ეროვნულს. რა მოხდება უახლოეს მომავალში, შესაძლებელი იქნება თუ არა ეროვნული და რელიგიური იდეოლოგიების დაბალანსება, ან კვლავ – ეროვნულის პრიმატი – ამას მომავალი გვიჩვენებს: ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, უპირველეს ყოვლისა კი – სახელმწიფოს მიერ წარმართულ სოციალურ და განათლების პოლიტიკებზე.

„საქართველო – აღმოსავლეთის და დასავლეთის გზისგასაყარზე“: დღევანდელი ქართველების თვითწარმოდგენის და თვითპრეზენტაციის ისტორია
ის, რომ საქართველო ევროპის და აზიის, გნებავთ, ევროპული და აზიური კულტურების გადაკვეთაზე არსებობს და ამის გამო მისი წარსული, აწმყო და მომავალი გამორჩეულია – დღეს ქართულ საზოგადოებაში (და არა მარტო) მიღებული და გავრცელებული, ეჭვშეუტანელი აზრია. ამ თემაზე ეწყობა კონფერენციები – არა მარტო საქართველოში (მაგ. 2009 წლის აპრილში – კოლუმბიის უნივერსიტეტში), მზადდება ტელეგადაცამები (ამას წინათ თვალი მოვკარი რეკლამაში – ლაშა ბუღაძეს, რატი ამაღლობელს და თუ არ ვცდები – გიო ახვლედიანს მოუმზადებიათ ე.წ. „წინანდლის გადაცემა“ ამ თემაზე), ამ თემას ხშირად იყენებენ უცხოელი „ქართველოლოგები“. რამდენიმე ხნის წინათ სწორედ ზემოთ ხსენებული კოლუმბიის უნივერსიტეტის კონფერენციისათვის მოხსენების მომზადება მომიწია. ერთი ხანობა კი ვაპირებდი ევროპის და აზიის გადაკვეთის ფენომენოლოგიას შევჭიდებოდი, და სახელდახელო თეორიაც კი მოვამზადე, რომლის მიხედვითაც ევროპა-აზიის გადაკვეთა – პოლიტიკურკულტურული ცნებაა, და არა გეოპოლიტიკური. რომ ამ ცნების მიყენების არეალი დასავლეთის პოლიტიკური ღირებულებების და კულტურის პოლიტიკის გავრცელებასთან ერთად, ინაცვლებს აღმოსავლეთისაკენ. ამ მინი-თეორიის მიხედვით, აღწერა – „ევროპის და აზიის გადაკვეთაზე ყოფნა“ (ან, გნებავთ, აღმოსავლეთის და დასავლეთის) პოლიტიკურ-კულტურული ინდიკატორების კომპლექსია და მოძრავია. XIX საუკუნეში და XX-ს დასაწყისში ის საქართველოსთვის ადეკვატური აღწერა იყო. მანამდე კი, ეხლა რომ ევროპის ცენტრალურ ნაწილს რომ უწოდენენ, იმ ქვეყნების შესაბამისი. ამჯერად ის აზერბაიჯანის კუთვნილი აღწერაა და მოსალოდნელია, რომ რამდენიმე ხანში ისევ გაიწიოს აღმოსავლეთისაკენ.
ის იყო ამ თეორიის ხორცშესხმას შეუდექი, ნაციონალ-სოციალისტების მხარდამჭერი ერთი ფილოსოფოსის – რჩევა/წესი გამახსენდა, რომ ყველაზე მეტი კითხვა იმის მიმართ უნდა დაისვას, რაც ზედაპირზეა და ვიცით, რომ თავისთავად ცხადია.
პირველი კითხვა სწორედ ამ აღწერის, როგორც ევროპის და აზიის, თუ ევროპული და აზიური კულტურების და ცხვორების წესების გადაკვეთის მიმართ გამიჩნდა: თუ ეს აღწერა შუა საუკუნეებშიც რელევანტური იყო საქართველოსათვის, ვინმეს – უცხოელ მოგზაურს, ან საქართველოს მკვიდრს მაინც – უნდა გამოეყენებინა. ჩემმა ხანგძლივმა ძიებამ საინტერესო შედეგი გამოიღო: არცერთ უცხოელ მოგზაურს, არცერთ ქართველ ინტელექტუალს, არც შუა საუკუნეებში და არც მერეც, XIX საუკუნის ბოლომდე, ეს აღწერა საქართველოსათვის არ მიუყენებია. არც შარდენს, არც კასტელს, არც ლამბერტს, არც დე გრაი დე ფუას, არც ავიტაბლეს, არც მონპერეს, არც გიულდენშტედტს. არც მარკო პოლოს და, ბოლოს და ბოლოს, არც ალექსანდრე დიუმას. მოკლედ, არცერთი უცხოელი მოგზაურის თვალში, რომელიც ადრეული შუა საუკენეებიდან ახალ დრომდე საქართველოში მოგზაურობდა, არც საქართველო და არც მისი რომელიმე კუთხე არ აღუწერია „ევროპის და აზიის გადაკვეთის“ გამოყენებით. მაგრამ ხომ შეიძლება ეს აღწერა ყოფილიყო არა მოგზაურების, არამედ, ევროპელი, არამოგზაური ინტელექტუალების მიერ გამოყენებული? იმ ადამიანების, რომლებიც გეოგრაფიით იყვნენ დაინტერესებულნი და მოგზაურების ჩანაწერებზე და მათ მიერ შედგენილ რუკებზე აზროვნებდნენ? ამ მიმართულებითაც იგივე შედეგი მივიღე: მაგალითად, იმანუელ კანტი, რომელიც კიონიქსბერგის უნივერსიტეტში ფიზიკურ გეოგრაფიაში კითხულობდა ლექციებს, საქართველოს შესახებ წერს ქვეთავში,
22 რომელსაც „თურქეთის აზია“ (ანუ, ჩვენთვის უფრო ნაცნობი „წინა აზია“) ჰქვია . ასე რომ, თუკი ვლაპარაკობთ წარმოასახვით საქართველოზე, როგორი იყო ის შუა საუკუნეებში და ახალი დროის დასაწყისში ევროპელების და ქართველების თვალში, ის არანიარად არ იყო ევროპის და აზიის გადაკვეთა და არც ამ გადაკვეთაზე წარმოშობილი ცხოვრების წესი და სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ადრეული შუა საუკუნეებიდან ქართული სახელმწიფოს იდეოლოგია მეტყველებდა საკუთარ თავზე, როგორც კარიბჭეზე და ქრისტიანობის ბოლო საყრდენზე აღმოსავლეთის მიმართულებით. მაგრამ, დამეთანხმებით, „საყრდენ-კარიბჭიდან“ „გადაკვეთაზე წარმოშობილამდე“ საკმაოდ რთული გზაა, სპეკულაციებით და არადამაჯერებლობით აღსავსე.
ევროპელებისათვის საქართველო შუა საუკუნეების და შემდგომ პერიოდშიც იყო აღმოსავლეთი, ან, უფრო ხშირად – წინა აზია. ეს არ არის გასაკვირი: შუა საუკუნეების ევროპის რუკები უცნაურად ემთხვევა ცივი ომის დროინდელ ცენტრალური ევროპის
23
რუკას და არ შეიცავს უნგრულ, სერბულ და პოლონურ ტერიტორიებს . ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელი ინტელექტუალები გერმანიის შესახებ სვამდნენ მისი ევროპისადმი თუ აზიისადმი მიკუთვნებულობის ამ კითხვას და მასზე, როგორც ევროპის და აზიის გადაკვეთაზე მყოფ სახელმწიფოზე და
24
აქედან გამომდინარე პოლიტიკურ შედეგებზე საუბრობდნენ .
ბუნებრივია, ამის შემდეგ მართებული იქნება ვიკითხოთ როდის წარმოიშვა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთის და დასავლეთის, ანდა – ევროპის და აზიის [კულტურების] გზისგასაყარზე/გადაკვეთაზე მდგომის აღწერა?
ზემოთ თქმულის გათვალისწინებით პასუხის სამი ვერსია შეიძლება არსებობდეს:
1. ეს აღწერა შეიმუშავეს ქართველმა ინტელექტუალებმა XIX საუკუნის ბოლოში XX-ს დასაწყისში. განსაკუთრებით – დამოუკიდებლობის მოკლე (1917-1921) პერიოდში. მიზნად ისინი ისახავდნენ ძლიერი სახელმწიფო-ერის იდენტობის შექმნას;
2. ეს აღწერა შემოიღეს საბჭოთა კავშირში, როგორც საბჭოთა ხელისუფლების პროექტის ნაწილი, რომლიც ამტკიცებდა საბჭოთა კავშირის განსაკუთრებულობას და გამორჩეულობას ყველაფერი და ყველა სხვისგან;
3. ეს აღწერა წარმოიშვა საბჭოთა საქართველოში, 70იან წლებში, თანამედროვე ქართული ეროვნული იდენტობის შექმნის პროცესში.
განვიხილოთ სამივე ვერსია:
1. 1917-23 წლის ვერსია:
ქართველ ინტელექტუალებს შორის კამათი ქართული იდენტობის შესახებ საქართველოში XIX საუკუნის ბოლოს, XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ამ კამათის დასაწყისი ემთხვევა რუსეთის იმპერიის შიდაპოლიტიკურ და საგარეო დასუსტებას. კამათის ძირიათადი შინაარსი საქართველოს, როგორც კონკრეტული კულტურის და ცნობიერების მატარებელი ხალხის ერთობის მიკუთვნებლობის შესახებ იყო. ეს გასაგებიცაა: რუსეთის დასუსტებამდე და მისი დაშლის საფრთხის რეალურად ქცევამდე რუსეთისადმი პოლიტიკური და კულტურული კუთვნილება ეჭვს არ იწვევდა. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ რღვევა დაიწყო, ქართველმა მოაზროვნეებმა ლოგიკურად დასვეს კითხვა თუ „აწი“ ვისთან მიკუთვნებულად უნდა წარმოეგინათ საკუთარი თავი და ქვეყანა.
ისიც უნდა ითქვას, რომ ეს კამათი უფრო საქართველოს მომავალის, განვითარების გზის შესახებ მიმდინარეობდა, ვიდრე იმის შესახებ, თუ წარსულში რანი იყვნენ და დღეს რას წარმოადგენენ ქართველები. ამ დისკუსიაში მთავარი კითხვა იყო მომავალი განვითარების მამართულების შესახებ: საით უნდა წასულიყო საქართველო – ევროპისაკენ თუ აზიისაკენ. ევროპის გზის „ლიდერი“ გერონტი ქიქოძე იყო, ხოლო აზიის – ვახტანგ კოტეტიშვილი. ძალიან ცოტა ხმა (მათ შორის გრიგოლ რობაქიძეც) აღწერდა საქართველოს, როგორც კულტურების გადაკვეთას, ამ გადაკვეთაზე მდგომს და ცდილობდა ამით საქართველოს განსაკუთრებულობის დასაბუთებას (იხ. „ევროპა თუ აზია“. გამოცემლობა „ლიტერატურის მატიანე“. თბილისი 1997). ვფიქრობ, ამ დროს „გადაკვეთაზე დგომა“ იმიტომაც არ იყო პოპულარული იდეა, რომ საკამათო საკითხი მეტად პრაგმატულად გამოიუყურებოდა: რუსეთის იმპერია ქრებოდა, და საქართველოს სჭირდებოდა იდენტობის ახალი საყრდენი. შემდეგ, როდესაც რუსეთის იმპერია მართლაც დაიშალა, საჭირო იყო ახალი ადგილის პოვნა თანამედროვე სამყაროში, რომელიც მომავალი იდენტობის ამოსავალ წერტილად იქცეოდა. „გადაკვეთაზე დგომა“ კი სულ მცირე – მომავლის გაურკვეევლობას ნიშნავდა და მუდმივ ქანქარს ორ სამყაროს შორის – და ამავე დროს – ზედმეტად იყო წარსულზე და წარმოშობაზე ორიენტირებული და პრაგმატულად ვერ პასუხობდა კონკრეტულ კითხვას კონკრეტული მომავლის შესახებ. მაშინ, როდესაც ევროპის და აზიის მიმართულებების მომხრეებს პრაგმატული პასუხებიც ჰქონდათ და მომავლის მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული ხედვაც.
2. საბჭოთა კავშირის განსაკუთრებულობის თეორიის ვერსია:
საბჭოთა კავშირის განსაკუთრებულობის თეორია ძირითადათ შეიქმნა სტალინის დროს და მისი მხარდაჭერით. ამ თეორიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ქართული რენესანსის თეორია, რომლის მიხედვითაც ევროპული რენესანსი საქართველოში დაიწყო. არანაკლები მნიშვნელობა საბჭოთა განსაკუთრებულობის თეორიაში ენიჭებოდა ‘ევრაზიისტვო“-ს, რომელიც აღწერდა რუსეთს, როგორც ორარსიან ქვეყანას – სადაც ევროპა და აზია ერთიანდებოდნენ. ეს ერთიანობა კი ორივე მხარეზე ბატონობის ლეგიტიმაცია იყო. ეს თეორია XIX საუკუნეში შეიქმნა რუსი ნაციონალისტების მიერ და აქტიურად გამოიყენებოდა საბჭოთა იდეოლოგიაში.
მაგრამ, „გადაკვეთაზე მყოფობა“ არცერთ – არც რენესანსის და არც
„ევრაზიისტვოს“ თეორიაში არ იყო გამოყენებული. მე ამის კვალი დიდი საბჭოთა ენციკლოედიის ვერცერთ გამოცემაში (სამი გამოცემა – 30იან, 50იან და 70იან წლებში) ვერ ვიპოვე.
საქართველოში, გასაბჭოებამდე და გასაბჭოების შემდეგაც, მხოლოდ ორიოდე ქართველი ინტელექტუალი (მაგ. ნიკოლო მიწიშვილი, აკაკი პაპავა) ცდილობდა „ევრაზიისტვო“ საქართველოს აღწერაში გამოეყენებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ვერც ამის
25 ადეკვატური გამოყენება, და ვერც მიმდევრების პოვნა ვერ მოახერხეს .
3. წინა საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში წარმოშობის ვერსია:
გასული საუკუნის 70იან წლებში საბჭოთა კავშირის რეპრესიული და იდეოლოგიური მექანიზების მუშაობა მთელი რიგი შიდა თუ გარე ფაქტორების მუშაობის გამო შესუსტდა. ამან კი საშუალება მისცა ქართველ საბჭოთა ინტელიგენციას დაეწყო ფიქრი ქართულ კულტურულ იდენტობაზე (წარსულზე ორიენტირებით) და ეს ნაფიქრი სასკოლო წიგნებში და საუნივერსიტეტო ლექციებში გამოეხატა. მხოლოდ ამ დროიდან ხდება „გადაკვეთის“ და „გზისგსაყარის“ თეორია დომინანტური საქართველოს აღწერებში. ამას მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო გრიგოლ რობაქიძის თავიდან აღმოჩენამ ქართველი მკითხველებისთვის: ამ დროისათვის რობაქიძის ნაწერებმა (რომელთა ღერძიც „გადაკვეთის“, „გზისგასაყარის“ „ორი დაპირისპირებულის (ევროპის და აზიის) აქ შეერთების“ თეორია იყო) აქტიური გავრცელება დაიწყო ქართულ საზოგადოებაში ე.წ. „სამიზდატის“ მეშვეობით. გრიგოლ რობაქიძე უპირობოდ იქნა მიწოდებული და აღქმული, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ევროპელი მწერალი, და შესაბამისად, ერთერთი (თუ ყველაზე უფრო არა) საუკეთესო ქართველი მწერალი. ამიტომ, მისი ერთ დროს მარგინალური თეორია „გზისგასაყარის/გზაჯვარედინის“ შესახებ ქართველი საბჭოთა ინტელიგენციის მიერ (ძალიან მცირე გამონაკლისებით) ასევე უპირობოდ იქნა მიღებული, როგორც საქართველოს „სულის“ ერთადერთი ჭეშმარიტი აღწერა. ეს
26 აღწერა იმდენად გავცელდა, რომ უკრიტიკოდ შეაღწია ქართველოლოგებშიც კი .
შესაბამისად, ამ იდეამ, რომელიც ახალი კულტურული ნაციონალიზმის ნაწილი გახდა და ქართველების განსაკუთრებულობას დაედო საფუძვლად: – ის, რომ საქართველო ევროპის და აზიის გადაკვეთის შედეგად რომ წარმოიშვა – ან ზოგი, რადიკალური ვერსიით – ეს ის ადგილია, რომელიც საფუძვლად უდევს ორივეს – ევროპასაც და აზიასაც. ამ თეორიამ ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა და
თავისთავადი სიცხადე. შედეგად, საქართველოს ლეგიტიმური კულტურული აღწერა ჩამოყალიბდა, როგორც ევროპის და აზიის გზისგასაყარზე წარმოქმნილი და ამიტომ – განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი და ა.შ. შედეგად, დღემდე, კითხვა „საქართველო – ევროპა თუ აზია?“ რიტორიკულია და პასუხი ცხადია – არც ევროპა და არც აზია, არამედ ორივე ერთად და კიდევ რაღაც….
პოსტ-საბჭოთა განვითარება
90-იანი წლების შემდეგ ქართული ეროვნული იდენტობის ამ ნაწილმა – „ევროპის და აზიის გზისგასაყარზე და გადაკვეთაზე ყოფნამ“ – ნელ-ნელა გეოპოლიტიკურ ფაქტორად დაიწყო გარდაქმნა. ამ გარდაქმნაში მთავარი როლი ედუარდ შევარდნაძემ შეასრულა: მის წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა იყო – საკუთარი პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის ერთსა და იმავე დროს მას უნდა დაემყარებინა კარგი (ან ნორმალური) ურთიერთობა რუსეთთან, აშშ-სთან, ქართულ საზოგადოებასთან (ყოფილ საბჭოთა ინტელიგენციასთან მაინც). ეს ყველაფერი უნდა ეკეთებინა რომელიმე მხარეს აშკარა გადახრის გარეშე.
არ ვიცი, რამდენად აცნობიერებდა ედუარდ შევარდნაძე მის მიერ ქართული იდენტურობის კონტრქუციის გამოყენებას (რომელიც სხვათა შორის, მისი კომპარტიის ცენტრალური მდივნობის პერიოდში შეიქმნა), მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ მისი მითითებებით მოხდა საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის (წარსული) და ნავთობსადენების გზის (მომავალი) პრეზენტაცია მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე. ამ პრეზენტაციამ საქართველო გასაგები და მისაღები გახადა მსოფლიო პოლიტიკისათვის, და შევარდნაძის მოკლევადიანი მიზანი – უზრუნველყო საკუთარი პოლიტიკური სტაბილურობა – თუნდაც ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე – შეასრულა. შევარდნაძის პროექტი – ექცია გზისგასაყარი-დერეფანი-გზაჯვარედინი გეოპოლიტიკურ მუდმივად – წარმატებით განხორციელდა. გზისგასაყარის, გზაჯვარედინის იდენტობა უზრუნველყოფს მოქალაქეების თვითწარმოდგენას და წარმოდგენას საკუთარი ქვეყნის შესახებ, როგორც არცერთ მხარეზე (არც ევროპა, და არც აზია) მდგარის, მაგრამ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის. ამას შევარდნაძემ გეოპოლიტიკური აღწერაც დაუმატა, რომელიც იდენტობის ამ შინაარის ეკონომიკურპოლიტიკურ განზომილებას უზრუნველყოფდა. შედეგად, შევარდნაძემ, როგორც ამ სქემის ავტორმა და ერთადერთმა მცოდნემ, თუ როგორ უნდა უზრუნველყო მისი წარმატებულობა, საკუთარი პოლიტიკური სტაბილურობა კარგა ხნით გაინაღდა. მართალია, ამ იდენტობა-გეოპოლიტიკურმა კონტრუქციამ საქართველოს ტერიტორიებიც დააკარგვინა და დემოკრატიის და ეკონომიკური განვითარების გზიდანაც ააცდინა, მაგრამ ეს ქართველი ინტელექტუალებისათვის შეუმჩნეველი დარჩა. პირიქით – შევარდნაძის „გეგმა“ ზუსტად „ჩაჯდა“ 70იან წლებში შექმნილ ეროვნული იდენტობის შინაარსში, და ამის შემდეგ საქართველოს პოლიტიკური მიდრეკილება დერეფნების, მილსადენების და გზისგასაყარებისაკენ შეუქცევადად იქცა.
შევარდნაძემ მოახერხა, რომ იდენტობის კონსტრუქცია გეოპოლიტიკურ მუდმივად ექცია და ამით კიდევ უფრო გაამყარა 70-80იან წლებში შექმნილი გზისგასაყარის, გზების და კულტურების გადაკვეთის ეროვნული იდენტურობის შინაარსი.
შევარდნაძის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლის შემდეგ ახალმა ადმინისტრაციამ დაიწყო
შევარდნაძის მემკვიდრეობის უარყოფა/ცვლილება, მისი მთავარი მემკვიდრეობა შეუმჩნეველი დარჩა: გზისგადაკვეთის, კულტურაგადაკვეთის, გზაჯვარედინის და კულტურჯვარედინის თეორია, როგორც ქართული იდენტურობის და საქართველოს გეოპოლიტიკური ღერძი. ეს შეუმჩნევლობა ბუნებრივიცაა, რადგან ახლანდელი ხელისუფლების პოლიტიკოსები სწორედ იმ სკოლაში დადიოდნენ, სადაც ქართულმა საბჭოთა ინტელიგენციამ და ქართველმა მასწავლებლებმა ამ იდენტობაზე დამყარებული განათლების შეტანა დაიწყო. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ისინი აღიქვამენ ამ იდენტობას, როგორც ერთადერთ შესაძლებელს.
ახალმა ხელისუფლებამ მოახერხა შევარდნაძის მემკვიდრეობის ზედაპირზე მყოფი პრობლემებისაგან მნიშვნელოვანწილად განთავისუფლება (კორუფცია, არასისტემური განვითარება და ა.შ.), მაგრამ პოლიტიკური მოქმედების ღერძი ისევ შევარდნაძისეული გეოპოლიტიკური მუდმივი და 80იანი წლების იდენტობის შინაარსი დარჩა: საქართველოს პრეზენტაცია ადგილად, რომელიც იდეალურია უცხო ბიზნესის
განვითარებისათვის, იმიტომ, რომ აქ ისეთი ხელისშემწყობი კანონებია, როგორც არსად, ისევ იმ იდენტობის კულტივირებაა, რომელიც შევარდნაძის დროს წარმოიქმნა: ისევე, როგორც გაზსადენის და გზისგასაყარის შემთხვევაში, აქაც ორიენტაცია უცხოური ინვესიტციისათვის კარგ პირობებზეა გაკეთებული. თუკი გაზსადენების შემთხვევაში ეს პირობა გეორგაფიულია, ახალი ადმინსიტრაციის შემთხვევაში ამას საკანონმდებლო ბაზა დაემატა. იმის თქმა, რომ ამ მიდგომას არანაირი შედეგი არ აქვს – შორს არის როგორც საღი აზრისაგან, ასევე საქმის რეალური ვითარებისაგან. ისევე, როგორც შევარდნაძის ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენის შემთხვევაში, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებამაც ეკონომიკური ზრდა გამოიწვია. მაგრამ ეკონომიკური ზრდის ეს ორივე მეთოდი მოკლევადიანია – ორიენტირებულია დროს მოკლე მონაკვეთში ეკონომიკური ზრდის მიღებაზე: ორივე შემთხვევაში აქცენტი ამოწურვად და ფარდობით (პოლიტიკურად და ფიზიკურად) რესურსებზეა გაკეთებული.
მე არ ვამბობ, რომ რომელიმე ამ მეთოდზე უარი უნდა ითქვას, მაგრამ ეჭვი მეპარება ამ ორი მიმართულების ღერძად დასახვაში. როგორც გაზსადენი, ასევე საინვესტიციო გარემო კარგია როგორც პოლიტიკური (ეს უკვე ვნახეთ) იარაღი და მოკლევადიან პერსპექტივაში ეკონომიკის ზრდის მეთოდი.
მაგრამ მგონია, რომ თანამედროვე სამყაროში ეროვნული იდენტობა უფრო ცოდნის და უნარების განვითარებაზე უნდა იყოს დამყარებული, ვიდრე გარედან პოლიტიკური და ეკონომიკური ჩადინებების მოლოდინზე. არადა, ცოდნის და უნარების განვითარებაზე ქვეყნის ორიენტირებას, როგორც ჩანს, ჩვენი ეროვნული იდენტობა და გეოპოლიტიკური წარმოსახვა ეწინაამღდეგება.
ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა ჩვენი ეროვნული იდენტობის შინაარსის და აგებულების განსაზღვრაა. თუკი დავრჩებით მასპინძლის, გზირის, გზის მომვლელის სქემაში, საეჭვოა, რომ რაიმე ღირსეული განვითარების მოლოდინი უნდა გვქონდეს. არადა – ეს სამწუხარო იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს იდენტობა, რომელიც ჩვენს აწმყოს და მომავალს განსაზღვრავს, და რომლის ტყვეობაშიც ვართ, არა უხსოვარ დროს, არამედ სულ რაღაც 20-30 წლის წინათ ჩამოგვიყალიბდა. თანაც, იმდროინდელი საბჭოთა ხელსუფლების აქტიური
მონაწილეობით.
იმდენად, რამდენადაც ქართული სახელმწიფოს თანამედროვე პროფილი ეხლა ყალიბდება, სახელმწიფოს მოქმედებებს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდება კიდევ შეუძლიათ ეროვნული იდენტობის რე-კონსტრუირებაზე. ამ ბოლო დრომდე ჩვენი ეკონომიკური და საგანმანათლებლო პოლიტიკა კვლავ ძველი იდენტობის ფარგლებში ტრიალებდა. არა მარტო უცხოური ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა, არამედ საზღვარგარეთ სწავლებაზეც მკაფიო ბიუჯეტური აქცენტის გაკეთებაც ისევ და ისევ მასპინძლობის, მოლოდინის და გარემოს შექმნის, გზისგასაყარზე ყოფნის იდენტობის კონსტრუქციაში ჯდება.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო დროს ხელისუფლების საბიუჯეტო აქცენტის ცვლილება და მისი დაინტერესება შიდა ეკონომიკური პროცესებით და ცოდნის განვითარებით იმედს იძლევა, რომ საბოლოოდ მივალთ იმ პოზიციამდე, რომ ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების პირობა, თუნდაც საუკეთესო და მდგრადი საინვესტიციო გარემო, არის განათლებული მოქალაქეები და მათი ცოდნაზე დამყარებული უნარები. და იმისათვის, რომ ეს გარემო შეიქმნას რამდენიმე წლის შემდეგ, ამაზე დღეს უნდა დავიწყოთ ზრუნვა. ეს კი აუცილებლად მოახდენს ჩვენი იდენტობის შინაარსზე შესაბამის გავლენას და თავს დავაღწევთ იმ კომიკურ, ძალიან შემთხვევით ფაქტორებზე დამყარებულ იდენტობას, რომლის ტყვეობაშიც ვართ.

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,580 other followers

%d bloggers like this: