უცხო სიტყვათა ლექსიკონი


უცხო სიტყვათა ლექსიკონი

 

საქართველოში უცხო სიტყვების განმარტებითი ლექსიკონების მდიდარი ტრადიცია არსებობს. ამ საქმეში ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის ბ-ნ მ. ჭაბაშვილს, რომლის ფუნდამენტურმა ნაშრომმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მრავალი თაობის განათლების საქმეში. გარდა ამისა, უკანასკნელ წლებში გამოიცა მრავალი დარგობრივი (დიპლომატიური, ეკონომიკური, იურიდიული, საბაჟო და სხვ.) ლექსიკონი და ენციკლოპედია. ზოგიერთი ავტორი თავის წიგნშივე გვაძლევს იმ უცხო სიტყვების მნიშვნელობათა განმარტებებს, რომლებიც მათ ნაშრომებში გვხვდება და სხვ. მიუხედავად ამისა, ამ სფეროში უკმარისობა მაინც შეიმჩნევა, რადგან ჩვენს სწრაფადცვალებად გარემოში უცხო სიტყვების გავრცელებისა და ახალი ტერმინების დამკვიდრების პროცესი ძალზე სწრაფია და დინამიური, რაც მოდუნების საშუალებას არ იძლევა. არსებული ქართული და უცხოური ლექსიკონების მასალათა შეჯერებით, ასევე საერთაშორისო და საქართველოს უახლესი კანონდებლობების გათვალისწინებით, მოცემულია უცხოური წარმოშობის 1200-მდე სიტყვის ქართული შესატყვის-განმარტებები. ლექსიკონი გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო წრისათვის.
შემდგენელი სტუ-ს სრული პროფესორი გურამ ჯოლია

რედაქტორები: სტუ-ს სრული პროფესორი ევგენ ბარათაშვილი სტუ-ს სრული პროფესორი იგორ კვესელავა
სტუ-ს ასისტენტ-პროფესორი ზვიად როგავა

რეცენზენტი სრული პროფესორი გურამ ნაკაიძე

ყველა უფლება დაცულია. ამ წიგნის არც ერთი ნაწილი (იქნება ეს ტექსტი, ფოტო, ილუსტრაცია თუ სხვა) არანაირი ფორმით და საშუალებით (იქნება ეს ელექტრონული თუ მექანიკური), არ შეიძლება გამოყენებულ იქნას გამომცემლის წერილობითი ნებართვის გარეშე.

საავტორო უფლებების დარღვევა ისჯება კანონით.
დიპლომატიური, ეკონომიკური, იურიდიული და პოლიტიკური უცხო სიტყვების ლექსიკონი


აბანდონი [ფრანგ. აბანდონ _ უარი] _ 1. უფლების დათმობა ან პროცესის გაგრძელებაზე უარის თქმა. ქონების დამზღვევი პირის უარი დაზღვეული ქონების უფლებაზე, ასევე მისი უფლების გადაცემა მზღვეველისათთვის იმ მიზნით, რომ მისგან სრულად მიიღოს დაზღვეული თანხა. აბოლიცია [ლათ. აბოლიტიო _
გაუქმება, მოსპობა] _ (სამართ.). 1. კანონის ან გადაწყვეტილების გაუქმება. 2. თანამდებობიდან გადადგომა ან გადაყენება; თანამდებობის გაუქმება. 3. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ისეთ სტადიაში, როცა ბრალდება იურიდიულად დაუდგენელია. აბროგაცია [ლათ. აბროგატიო] _ (სამართ.). მოძველებული კანონის გაუქმება.
აბსენტეიზმი [ლათ. აბსენს (აბსენტის) _ ვინც არ ესწრება] _ მოსახლეობის გულგრილი დამოკიდებულება პოლიტიკური ცხოვრებისადმი, მისთვის თავის არიდება; გაცდენა.
აბსოლუტიზმი [ლათ. Aბსოლუ-
ტუს _ უეჭველი] _ პოლიტიკური თეორია; სახელმწიფო მმართველობის ფორმა ერთი პირის _ მონარქის ხელში.
აბსოლუცია [ლათ. აბსოლუტიო] _
(სამართ.). სასამართლოს დადგე-
3
ნილება, რომლითაც ბრალდებული სასჯელისგან თავისუფლდება.
აგენტი [ლათ. აგენს (აგენტის) _
მოქმედი] _ შუამავალი, რწმუნებული; პირი, რომელიც წარმოადგენს კომპანიას ან სხვა პირს კონტრაქტებთან დაკავშირებულ საქმეებში.
აგიტაცია [ლათ. აგიტატიო _ მოძრაობაში მოყვანა] _ (პოლიტ.). პროპაგანისტული ქმედება ხალხთა პოლიტიკური აქტივობის ასამაღლებლად.
აგრემანი [ფრანგ. აგრემენტ _ თანხმობა] _ (დიპლ.). ერთი სახელმწიფოს მთავრობის თანხმობა, მიიღოს თავის ქვეყანაში მეორე სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენელი. აგრესია [ლათ. აგგრესიო _ შეტევა] _ ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული თავდასხმა სხვა ქვეყნის დასაპყრობად. ადაპტაცია [ლათ. ადაპტატიო] _ შეგუება, შეწყობა.
ადეკვატი, ადეკვატური [ლათ. ადაექუატუს] _ (რისამე) სრული შესატყვისი, სრული შესაბამისი. ადენდუმი [ლათ. ადდო _ ვუმატებ] _ ხელშეკრულების (კერძოდ, ჩარტერის, ფრახტის) დამატება, ჩამატება, რომელიც ცვლის ან ავსებს ამა თუ იმ პირობას.
ადვალური ბაჟი [ლათ. ად ვალერემ] _ საბაჟო გადასახადის სახეობა, რომელიც იცვლება

საქონლის საბაჟო ღირებულების შესაბამისად.
ადვოკატი [ლათ. ადვოცატუს] _ იურისტი, რომელიც გამოდის ბრალდებულის დამცველად ან აწარმოებს ვისიმე საქმეს სასამართლოში; ვექილი. ადმინისტრაცია [ლათ.
ადმინისტრატიო _ მართვა] _ მთავრობა; წარმოების მმართველობის ორგანო; ხელმძღვანელობა; მართვის აპარატი. ადრესანტი [გერმ. ადრესანტ] _
ტვირთის გამგზავნი. ადრესატი [გერმ. ადრესსატ] _
გაგზავნილი ტვირთის მიმღები. ავანზალი [ფრანგ. ავანტ _ წინა და სალლე _ დარბაზი] _ (დიპლ.). დიდ შენობებში, სასახლეებში: მომცრო დარბაზი, ოთახი მთავარი დარბაზის წინ. ავანსი [ფრანგ. ავანცე] _ (ფინანს.). მისაღები თანხის ნაწილი, რომელსაც წინასწარ უხდიან ვისმე შესასრულებელი სამუშაოს ანგარიშში. ავერაჟი [ინგლ. ავერაგანგ _
გასაშუალება] _ საბირჟო თამაშის სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს თანამიმდევრული დროის გარკვეულ შუალედში აქციების ყიდვა-გაყიდვას კურსის ცვლილების შესაბამისად. ავერსი [ფრანგ. ავერს _ სახით
მობრუნებული] _ მონეტის, მედლის წინა მხარე. (საპირისპ. რევერსი). ავთენტიკური ტექსტი [ბერძ. აუტჰენტიკოს _ თვითმყოფი] _ (დიპლ.). ხელშეკრულების ნამდვილი, სარწმუნო, დედნის შესაბამისი ტექსტი, შესრულებული ყველა ფორმალური მხარის დაცვით და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირების მიერ. ავიზო [იტალ. ავვისო _ შეტყო-
ბინება] _ (ფინანს.). უწყება, რომლითაც ატყობინებენ მიმღებს მისთვის ფულის, თამასუქის ან საქონლის გაგზავნას. ავისტა [იტალ. ავისტა _ წარდგენისთანავე] _ (ეკონ.). წარმომადგენლის თამასუქი, გაცემული გადასახდელის ვადის მიუთითებლად, ნებისმიერ დროს გასანაღდებელი.
ავტარქია [ბერძ. აუტარკეია _ თვითდაკმაყოფილება] _ (პოლიტ.). ეკონომიკური განცალკევებულობის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს ქვეყანა, რეგიონი; ჩაკეტილი ეკონომიკური პოლიტიკა.
ავტოკრატია [ბერძ. Aუტო-
კრატეია] _ (პოლიტ.). ქვეყნის მართვის ისეთი სისტემა, როცა მთელი უმაღლესი ძალაუფლება ერთი პირის ხელშია მოქცეული. ავტონომია [ბერძ. აუტონომია] _ (პოლიტ.). რომელიმე ქვეყნის, მხარის, ოლქის უფლება _ ჰქონდეს საკუთარი თვითმმართველობა. ავტორიტარული [ფრანგ. აუტორიტაირე _ მბრძანებლური < ლათ.] _ (პოლიტ.). ავტორიტეტისადმი, ხელისუფლებისადმი უსიტყვო მორჩილებაზე დამყარებული მმართველობა.
ავუარი [ფრანგ. ავოირ _ ქონება] _ (ფინანს.). ფიზიკური პირის (დაწესებულების) ანაბარი უცხოეთის ბანკში.
აკლამაცია [ლათ. აცცლამატიო _ წამოძახება] _ (პოლიტ., დიპლ.). გადაწყვეტილების მიღების მეთოდი. გვხვდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონფერენციების მუშაობის პრაქტიკაში; თანხმობის ან უარყოფის დასტური.
აკრედიტება, აკრედიტებული [ლათ. აცცრედო _ ვენდობი] _ 1. (დიპლ.). უცხო სახელმწიფოში ელჩის დანიშვნისა და მისი უფლებამოსილების ცნობა. 2. (ფინანს.). ვინმესთვის რწმუნების მიცემა ფულის მისაღებად ან სავაჭრო ოპერაციის საწარმოებლად.
ა-კონტო [იტალ. ა ცონტო _ გადასახდელის ანგარიში] _ იმპორტიორის წინასწარი ანგარიშგება ექსპორტიორთან გაყიდულ საქონელზე ანგარიშების განაღდების გზით.
აკრედიტივი [ლათ. აცცრედო _ ვენდობი] _ 1. (დიპლ.). რწმუნების სიგელი; დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დიპლომატიური წარმომადგენლის რწმუნებას. 2. (ფინანს.). ბანკის ფულადი ვალდებულება, რომელშიც მოცემულია დავალება ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის განსაზღვრული რაოდენობის ფულის გადახდის შესახებ დოკუმენტში მითითებული პირობების შესაბამისად.
ალიანსი [ფრანგ. ალლიანცე] _ (ეკონ., პოლიტ.). რამდენიმე ორგანიზაციის, საწარმოს, პირის კავშირი და, როგორც წესი, საერთაშორისო გაერთიანება ხელშეკრულების საფუძველზე. ალიბი [ინგლ. ალიბი] _
(სამართ.). არგუმენტი, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი სადღაც სხვაგან იყო დანაშაულის
ჩადენის მომენტში.
ალიენაცია [ინგლ. ალიენატიონ] _ (ეკონ.). 1. ქონების გასხვისება. 2. (სამართ.). აქციის, კაპიტალის ან სხვა ფასეულობის მფლობე-ლის შეცვლა.
ალონჟი [ფრანგ. ალლონგე _
ზესადგმელი] _ (ფინანს.). თამასუქზე მიმაგრებული დამატებითი ფურცელი, რომელზედაც კეთდება წარწერა.
ალტერნატი [ლათ. ალტერნუს _
რიგრიგობითი] _ (დიპლ.). საერთაშორისო ხელშეკრულების
შედგენისა და ხელმოწერის წესი, რომლის თანახმად თითოეული მხარის დედანში პირველ ადგილზეა ამ მხარის ენაზე შედგენილი ხელშეკრულების ტექსტი, მხარის დასახელება, მისი წარმომადგენელის ხელმოწერა და ბეჭედი. ალტერნატივა [ლათ. ალტერნუს _
რიგრიგობითი] _ 1. საერთაშორისო სამართალში: ხელშემკვრელ მხარეთა დასახელების, ხელმოწერისა და ბეჭდის დასმის თანამიმდევრობა ხელშეკრულებაში. 2. ეკონომიკური ქცევის ერთ-ერთი ვარიანტი. 3. მმართველობითი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება სხვა ვარიანტს. 4. ორი შესაძლებლობიდან ერთი.
ალტრუიზმი [ფრანგ. ალტრუისმე] _ (ზნეობრ.). კაცთმოყვარეობა, სხვაზე უანგარო ზრუნვა. ამბასადორი [ინგლ. Aმბასსადორ] _ (დიპლ.). ელჩი. ამნისტია [ბერძ. ამნēსტია _ დავიწყება, პატიება] _ (სამართ.). მსჯავრდადებულის შეწყალება: სასჯელის მოხსნა ან შემსუბუქება.
ამორტიზაცია [ლათ. Aმორტისატიო _ გადახდა] _ (ეკონ.). ექსპლუატაციის გამო აქტივების (ძირითადად, ტექნიკის) ღირებულების შემცირება.
ანალიზი [ბერძ. ანალყსის _ დაშლა] _ მოვლენებისა და პროცესების მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი მეთოდი. ანალოგი [ბერძ. ანალოგოს _ შესატყვისი] _ (ეკონ., სამართ.). რაც წარმოადგენს რამესთან შესაბამისობას, სრულ მსგავსებას და იძლევა ანალოგიის საფუძველს.
ანაქრონიზმი [ფრანგ. Aნა-
ცჰრონისმე] _ 1. ქრონოლოგიური შეუსაბამობა; 2. ძველი გადმონაშთი, რომელიც არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს, შეხედულებებსა და ჩვეულებებს. ანარქია [ბერძ. ანარცჰია _ უმთავრობობა, არეულობა] _
(პოლიტ., სამართ.). ქაოსი, სრული უწესრიგობა. ანარქიზმი _ (პოლიტ.). სახელმწიფოებრივი ხელისუფლების უარყოფა; რწმენა იმისა, რომ არ უნდა არსებობდეს მთავრობა და სახელმწიფოს მიერ ადამიანების კონტროლი.
ანგაჟემენტი [ფრანგ. Eნგაგემენტ _ ვალდებულება, დაქირავება] _ (ეკონ., სამართ.). ვალდებულების დაკისრება. ანგარია [ბერძ. ანგარეია] _ (ეკონ., სამართ.). უცხოელთა მოძრავი ქონების (კერძოდ, გემის) ჩამორთმევა.
ანდერლაინგი [ინგლ. Uნდერ-
ლაყინგ] _ (ფინანს). ფასიანი ქაღალდი, რომელიც საფუძვლად უდევს ოფციონს. მასზე არსებობს ყიდვა-გაყიდვის უფლება ოფციონური კონტრაქტის პირობების შესაბამისად.
ანდერრაიტერი [ინგლ. Uნდერ-
წრიტერ _ ხელის მომწერი] _ (ფინანს.). ფასიანი ქაღალდების ოპერაციების მაკლერი. ანექსია [ლათ. ანნეხიო _ შეერთება] _ (პოლიტ.). ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის (ან მისი ნაწილის) ძალმომრეობით მიერთება, დაპყრობა. ანკლავი [ფრანგ. ენცლავე _
მიწა-დაქსაქსულობა] _ სახელმწიფოს სახმელეთო ტერიტორიის განცალკევებული ნაწილი, რომელსაც გარს აკრავს სხვა სახელმწიფოს (სახელმწიფოთა) ტერიტორია და საზღვაო ნაპირი არა აქვს.
ანომალია [ბერძ. ანომალია _ უსწორმასწორობა] _ (სამართ.). კანონზომიერების დარღვევა; საერთო წესისაგან გადახვევა. ანტაგონიზმი [ბერძ. Aნტაგō-
ნისმა _ ბრძოლა] _ (პოლიტ.). მხარეთა შეურიგებელი დაპირისპირება. ანტისემიტიზმი [ფრანგ.
Aნტისემიტისმე] _ (პოლიტ.). ხელოვნურად შექმნილი იდეოლოგია ებრაელთა სიძულვილის შესახებ. ანტიმილიტარიზმი [ბერძ. ანტი _ წინააღმდეგ და ლათ. Mილიტარის _ სამხედრო] _ (პოლიტ.). სოციალურად განსხვავებულ ძალთა მოძრაობა, გაერთიანებული ეროვნული, რეგიონული და გლობალური ნიშნით, სახელმწიფოთაშორისო კონფლიქტებში წინააღმდეგობათა გადასაჭრელად. ანტიტრასტული [ინგლ. ანტიტრუსტ] _ (სამართ.). ანტიმონოპოლიური; იურიდიული აქტები (ქმედებები), რაც წინააღმდეგობას უწევს მონოპოლიებს და არეგულირებს კონკურენციას. ანულირება [ინგლ. ანნულლინგ] _ (სამართ.). გაუქმება ან შეჩერება იმისა, რასაც სამართლებრივი ძალა აქვს; რაიმეს ძალადაკარგულად ცნობა.
აპაგონია [ბერძ. აპაგōგē _
დასკვნა] _ (სამართ.). საწინააღმდეგო დებულების შეუძლებლობაზე დამყარებული მტკიცება. აპარტეიდი [აფრიკაანსის ენა-
ზე აპარტჰეიდ _ ცალკე ცხოვრება] _ (პოლიტ.). სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც რასობრივი ნიშნით სხვადასხვა უფლებრივ მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობის რიგ ჯგუფებს. აპატრიდი [ბერძ. ა _ (უარყ. ნაწ.) და პატრის _ სამშობლო] _ (სამართ.). `უსამშობლო~, ქვეშევრდომობის, მოქალაქეობის სტატუსის არმქონე პირი.
აპელანტი [ინგლ. აპპელლანტ] _ (სამართ.). მომჩივანი; პირი, რომელსაც საჩივარი შეაქვს უმაღლეს სასამართლოში, რომ შეიცვალოს გადაწყვეტილება ან განაჩენი, რომელიც დაბალი ინსტანტციის სასამართლომ გამოიტანა. აპელაცია [ლათ. აპპელლატიო _
მიმართვა] _ (სამართ.). სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება უმაღლეს ინსტანციაში, რომელსაც უფლება აქვს არსებითად გადასინჯოს საქმე და გამოიტანოს თავისი გადაწყვეტილება. აპლიკანტი [ინგლ. აპლიცანტ] _ (ეკონ., სამართ.). რისამე (სამსახურის, სასამართლოსადმი გადაწყვეტილების გამოტანის და სხვ.) მთხოვნელი. აპოლიტიზმი [ბერძ. ა უარყ. მაჩვენებელი და პოლიტიკა] _ ნეგატიური, ინდიფერენტული, გულგრილი დამოკიდებულება პოლიტიკური ცხოვრებისადმი (იხ. აგრეთვე აბსენტეიზმი).
აპოლიტიკური [ბერძ. Aპოლიტიკოს _ ვინც სახელმწიფო საქმეებში არ მონაწილეობს] _ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაზე თავის არიდება. აპოლოგია [ბერძ. აპოლოგია] _
ვისიმე ან რისამე დაცვა, გამართლება.
აპოსტერიორი _ [ლათ. ა პოსტერიორ] _ ცდის საფუძველზე, ფაქტობრივ მონაცემებზე დაფუძნებული დოკუმენტი. (საპირისპ. აპრიორი).
აპრიორი [ლათ. ა პრიორ] _ ცდისგან დამოუკიდებლად, ცდის გარეშე, იმთავითვე. (საპირისპ. აპოსტერიორი).
აპრობაცია [ლათ. აპპრობატიო _ მოწონება] _ შემოწმების შედეგად ოფიციალურად გამოხატული დასტური.
აპროპრიაცია [ლათ. Aპპროპრიატიო] _ (სამართ.). უმეტესად უძრავი ქონების მითვისება, დაუფლება.
აჟიო [ლათ. აგგიო _ გადამეტება] _ (ფინანს.). საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების
(აქციები, თამასუქები, ობლიგაციები და სხვ.) გაყიდვის ფასის გადამეტება ჩვეულებრივ მათ ნომინალურ ღირებულებასთან
შედარებით. (საპირისპ. დიზაჟიო). აჟიოტაჟი [ფრანგ. აგიოტაგე _ აღგზნება] _ (ეკონ.). საბაზრო ციებ-ცხელება, განპირობებული კონიუნქტურის, მიწოდებისა და მოთხოვნის, საქონლის ფასებისა და სხვათა მკვეთრი ცვლილების გამო.
არბიტრაჟი [ფრანგ. არბიტრაგე] _ (სამართ., ეკონ.). 1. სამედიატორო სასამართლო; საქმის გარჩევა სამედიატორო წესით. 2. კომერციული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა ბაზრებზე ერთნაირი საბირჟო ობიექტის (ფასიანი ქაღალდების, საქონლის და სხვ.) ფასებს შორის დადებითი სხვაობის, მოგების მისაღებად.
არბიტრაჟი საერთაშორისო _ საერთაშორისო ხასიათის დავის მშვიდობიანი გადაწყვეტის ერთერთი საშუალება, რომელიც იქმნება მოდავე მხარეთა მიერ და შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებებს იღებს. არბიტრი [ფრანგ. არბიტრე] _ (ეკონ., სამართ.). მედიატორი, მსაჯული, შუამავალი.
არგუმენტი [ლათ. არგუმენტუმ _ მტკიცება] _ (ეკონ., სამართ.). რაიმე დებულების დასამტკიცებლად მოყვანილი საბუთი. არგუმენტაცია [ლათ. Aრგუ-
მენტტატიონ] _ მტკიცება, დასაბუთება.
არეალი [ლათ. არეა _ მოედანი] _ ტერიტორია, რომლის საზღვრებში შეინიშნება მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მოვლენები და ნიშნები. არენდა [პოლონ. არენდა] _ 1. (სამართ.). უძრავი ქონების დროებით დაქირავება ხელშეკრულების დადებით; იჯარა.
2. (ფინანს.). გადასახადი ასეთი ხელშეკრულების მიხედვით. არენდატორი _ (სამართ.). პირი, რომელსაც იჯარით აქვს რამე აღებული; მოიჯარე. არისტოკრატია [ბერძ. Aრისტოკრატია] _ (პოლიტ.). გაბატონებული კლასის პრივილეგიური ფენა. არისტოკრატიული _ არისტოკრატიასთან დაკავშირებული; საზოგადოების უმაღლესი კლასის წარმომადგენლები, თავადაზნაურული ტიტულის მქონე პირები (მაგ., ლორდი, ჰერცოგი და
ა.შ.).
არქაიზმი [ბერძ. არცჰაოს _ ძვე-
ლი] _ (პოლიტ.). მოძველებული მოვლენა, ძველი დროის გადმონაშთი.
არქია [ბერძ. არცჰი _ ხელისუფლება, მმართველობა] _ (პოლიტ.). პოლიტიკურად ორგანიზებული, ხელისუფლების მიერ მართვადი საზოგადოება, რომელიც ქმნის სახელმწიფოს.
ასამბლეა [ფრანგ. ასსემბლéე _ კრება] _ რაიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება. მაგ., გაეროს გენერალური ასამბლეა.
ასიგნაცია [ფრანგ. ასსიგნატიო] _ (ფინანს.). ქაღალდის ფული. ასიმილაცია [ლათ. ასსიმილატიო] _ (პოლიტ.). ერთი ხალხის ეროვნულ თავისებურებათა მოშლა და მისი გათქვეფა სხვა ხალხში. ასორტიმენტი [ფრანგ. Aსსორ-
ტიმენტ] _ (ეკონ.). სხვადასხვა სახეობისა და ხარისხის საქონელი.
ასოციაცია [ლათ. ასსოციო _ ვუერთებ] _ (ეკონ.). ერთი და იგივე ინტერესების მქონე ადამიანების ან ორგანიზაციების გაერთიანება, კავშირი. ატრიაქსი [ინგლ. Aტრიახ] _ (ფინანს.). ელექტრონული საფონდო ბირჟა ლონდონში. ატაშე [ფრანგ. ატტაცჰé] _ (დიპლ.). 1. სპეციალური სამუშაოს შემსრულებელი პირი საელჩოში საზღვარგარეთ. მაგ., სამხედრო ატაშე. 2. ყველაზე დაბალი დიპლომატიური რანგი. ატორნეი [ინგლ. ატტორნეყ] _ (სამართ.). რწმუნებულ-წარმომადგენელი.
ატრიბუტი [ლათ. ატტრიბუტუმ _ თვისება, კუთვნილება] _ საგნის ან მოვლენის ძირითადი, არსებითი თვისება; რისამე დამახასიათებელი ნიშანი.
აუდიენცია [ლათ. აუდიენტია _ მოსმენა] _ (დიპლ.). წარჩინებული პირის (უმეტესად სახელმწიფოს მეთაურის) მიერ ვისიმე მიღება ოფიციალურად, გარკვეული წესების დაცვით.
აუდიტი [ლათ. აუდიტ] _
(ფინანს.). საწარმოს სამეურნეოსაფინანსო საქმიანობის ანალიზი და კონტროლი, რომელსაც კვალიფიციური სპეციალისტები დამოუკიდებლად ატარებენ.
აუთენტური _ იურიდიული ინტერპრეტაციის მქონე წესი იმის თაობაზე, რომ როდესაც სიტყვა ან ფრაზა მოსდევს ორ ან მეტ სხვა სიტყვას ან ფრაზას, იგი განმარტებულია ისე, როგორც მის წინ მყოფი სიტყვები და ფრაზები. მაგ., `სახლები, ბინები და სხვა შენობები~, `სხვა შენობები~ შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ სხვა საცხოვრებელ ადგილებს, და არა, მაგალითად, ეკლესიას. აუტსორსინგი _ ორგანიზაციათა შორისი შეთანხმება ცალკეული ბიზნეს-პროცესების შესრულებაზე, რომლის მეშვეობით მაღლდება ეფექტურობა და/ან მცირდება დანახარჯები. თანამედროვე ბიზნესში აუტსორსინგით შეიძლება გადაეცეს
როგორც დამხმარე (მაგ., ხელფასის გაანგარიშება, ინფორმაციული სისტემების გამართვა და სხვ.), ისე ზოგიერთი ძირითადი ბიზნეს-პროცესები (მაგ., ახალი პროდუქტების დამუშავება). აუქციონი [ლათ. აუცტიო] _ (ეკონ.). ქონების საჯარო (ღია) წესით გაყიდვა. საქონელი მიეყიდება მას, ვინც ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
აფერა [ფრანგ. აფფაირე _ საქმე] _ (სამართ.). საეჭვო გარიგება, თაღლითობა.
აფიდევიტი [ინგლ. აფფიდავიტ] _ (სამართ.). წერილობითი განაცხადი, რომელიც ხელმოწერილია და ფიცდადებულია ვექილის თანდასწრებით და, რომელიც შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მტკიცებულება სასამართლო მოსმენის დროს. ა-ფორფე [ფრანგ. ა ფორფაიტ _
მიწოდება, მომარაგება] _ საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსება გადასაგზავნი თამასუქის განაღდების გზით რეგრესის უფლების გარეშე, ე.ი. თამასუქის მყიდველი თავის თავზე იღებს გადაუხდელობის მთელ რისკს და წინა მფლობელისათვის პრეტენზიის წაყენება არ შეუძლია. აქტი [ინგლ. აცტ] _ (სამართ.). საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილება, რომელიც გახდა კანონი; დოკუმენტი, ოფიციალური ვალდებულება.
აქტიური [ინგლ. აცტივე] _
მოქმედი, ეფექტური. აქტუარი [ინგლ. აცტუარყ] _
სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელი, რომელიც სადაზღვევო შენატანს ითვლის. აქცეპტი [ლათ. აცცეპტუს _
მიღებული] _ (რაიმე) შემოთავაზებულის მიღება; დათანხმება, თანხობის მიცემა: 1. (ფინანს.). გადამხდელის ვალდებულება
(თანხმობის წარწერით დადასტურება) დადგენილ ვადაში გაანაღდოს გადასაგზავნი თამასუქი (ტრატა), წარმოდგენილი ანგარიში ან დააკმაყოფილოს სხვა მოთხოვნები; უნაღდო ანგარიშსწორების ერთ-ერთი ფორმა. 2. (ეკონ., სამართ.). უპირობო თანხმობა შემოთავაზებულ წინადადებაზე (ოფერტი), რომ დაიდოს ხელშეკრულება. აქცეპტანტი, აქცეპტორი
[ლათ. აცცეპტანტის _ მიმღები] _ 1. (ფინანს.). პირი, რომელმაც აიღო ვალდებულება გაანაღდოს თამასუქი. 2. (ეკონ., სამართ.). შემოთავაზებული წინადადების მიმღები პირი.
აქცესიური ხელშეკრულება
[ლათ. აცცესსიო _ შეერთება, მიერთება] _ (დიპლ.). ხელშეკრულება, რომლითაც სახელმწიფო უერთდება სხვა სახელმწიფოთა ადრე დადებულ ხელშეკრულებას. აქცესორული ხელშეკრულება [ლათ. აცცესსორიუს _ მომსვლელი] _ (დიპლ.). დამატებითი ხელშეკრულება, რომელიც დაერთვის მთავარ ხელშეკრულებას. აქცია [ფრანგ. აცტიონ] _ 1. (ეკონ.). საემისიო ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის (აქციონერის) უფლებას მონაწილეობდეს სააქციო საზოგადოების მენეჯმენტში და ამ საზოგადოების მოგებიდან მიიღოს თავისი წილი (დივიდენდი). 2. (პოლიტ.). რაიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზნის მისაღწევად წამოწყებული მოქმედება, ღონისძიება.
აქციზი [ფრანგ. აცცისე] _ (ფინანს.). არაპირდაპირი საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადი, რომელიც შედის საქონლის ფასში. მას იხდის მომხმარებელი ამ გადასახადით გაზრდილ ფასთან ერთად. იგი გამყიდველის შემოსავალთან არაა დაკავშირებული და სახელმწიფო ბიუჯეტში შედის. აქციზით იბეგრება ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ნაწარმი, ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომანქანები.


ბაზა [ფრანგ. ბასე < ბერძ.] _ რისამე საფუძველი. მაგ. ეკონომიკური ბაზა, სამართლებრივი ბაზა და ა.შ. ბაზისი [ბერძ. ბასის _ საფუძ-
ველი] _ 1. (ეკონ.). წანამატი ან ფასდაკლება საქონლის საბირჟო კოტირებაზე (ფასდადგენაზე). 2. (ეკონ., სამართ.). ყველაზე მნიშვნელოვანი.
ბალანსი [ფრანგ. ბალანცე _
სასწორი] _ (ეკონ.). შემოსავალგასავლის შეფარდებითი ჯამი; ორი ნაწილის რაოდენობრივი თანასწორობა.
ბანკი [იტალ. ბანცო] _ ფინან-
სური დაწესებულება, რომელიც აწარმოებს ფულისა და ფასიანი ქაღალდების ოპერაციებს, ფინანსურ მომსახურებას უწევს მთავრობას, საწარმოებს, მოქალაქეებსა და ერთმანეთს.
ბანკეტი [ფრანგ. ბანქუეტ] _ (დიპლ.). საზეიმო წვეულება, რომელიც იმართება ვისიმე პატივსაცემად ან რაიმე მოვლენის აღსანიშნავად,
ბანკნოტი [ინგლ. ბანკნოტე] _ (ფინანს.). ქაღალდის ფული, რომელსაც მიმოქცევაში უშვებს ცენტრალური ბანკი; საკრედიტო ბარათი.
ბანკო [იტალ. ბანცო] _
(ფინანს.). ფასი ან კურსი, რომლის მიხედვითაც ბანკი აწარმოებს ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვას.
ბანკროტი [იტალ. ბანკროტტო] _ (სამართ.). გაკოტრებული, ვალაუვალი, გადახდის უნარმოკლებული მოვალე.
ბარბეკიუ [ინგლ. ბარბეცუე] _ (დიპლ.). საზეიმო მიღება (გამასპინძლება) ღია ცის ქვეშ. ბარიერი [ინგლ. ბარრიერ] _ დაბრკოლება; წინააღმდეგობა; რაიმეს გაკეთების ხელშეშლა. ბარისტერი [ინგლ. ბარრისტერ] _
ადვოკატი (განსაკუთრებით ინგლისში), რომელსაც შეუძლია ეჭვმიტანილის დაცვა ან სხვა პირის დადანაშაულება უმაღლეს სასამართლოში.
ბარტერი [ინგლ. ბარტერ _ გაცვლა] _ (ეკონ.). ნატურალური საქონელგაცვლა, როცა ერთი დოვლათი მეორეზე ფულის გადახდის გარეშე იცვლება. ბენილუქსი [ინგლ. Bენელუხ Eცონომიც Uნიონ] _ ბელგიის, ნიდერლანდისა და ლუქსემბურგის ეკონომიკური კავშირი. ბენეფიციარი [ფრანგ. ბენეფიცე _ მოგება, სარგებლიანობა] _ 1. (ფინანს.). პირი, რომელიც იღებს ფულად გადასახდელს; ფულის
მიმღები. 2. (სამართ.). პირი, რომლის ქონებას მართავს ნდობით აღჭურვილი პირი.
ბიდი [ინგლ. ბიდ] _ (ეკონ.). მყიდველების წინადადება; შეთავაზება რისამე საყიდლად გარკვეულ ფასად (განსაკუთრებით აუქციონზე).
ბიზნესი [ინგლ. ბუსინესს _ საქმე, მეწარმეობა] _ მომგებიანი საქმიანობა. ბილი [ინგლ. ბილლ] _ 1. ინგლისში, აშშ-ისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შეტანილი ახალი
კანონპროექტი. 2. აშშ-ში ქაღალდის ფული, ანგარიში. ბიპოლიდი [ლათ. ბის _ ორ-
ჯერ და ბერძ. პოლის _ ქალაქი, სახელმწიფო) _ (სამართ.). პირი, რომელსაც ორი (ან მეტი) სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვს; ბიპატრიდი.
ბირჟა [გერმ. Böრსე, ლათ. ბურსა _ ქისა] _ ერთგვაროვანი საქონლის რეგულარულად ფუნქციონირებადი, ორგანიზაციულად განსაზღვრული საბითუმო ბაზარი. მაგ., საფონდო ბირჟა _ ადგილი, სადაც ხდება ფასიანი ქაღალდების (აქციების, ობლიგაციების და სხვ.) ყიდვა-გაყიდვის გარაგებები.
ბიუროკრატია [ფრანგ. ბურეაუ _
ბიურო და ბერძ. კრატოს _ ძალაუფლება] _ (პოლიტ.). უმაღლესი ჩინოვნიკური აპარატი, ადმინისტრაცია; მართვის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ფორმალიზმზე.
ბიუჯეტი [ფრანგ. ბუდგეტ _
ჩანთა] _ (ფინანს.). სახელმწიფოს, ფირმის, ოჯახის შემოსავლებისა და ხარჯების ნუსხა დროის განსაზღვრული პერიოდისათვის, ჩვეულებრივ, ერთი წლისათვის. ბლოკი [ფრანგ. ბლოც] _ (პოლიტ.,
ეკონ.). სახელმწიფოების, პარტიების და ა.შ. კავშირი, გაერთიანება საერთო ეკონომიკურპოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
ბოიკოტი [ინგლ. ბოყცოტტ] _ ურთიერთობის გაწყვეტა პირთან, დაწესებულებასთან ან სახელმწიფოსთან.
ბონი [ფრანგ. ბონ] _ (ეკონ.,
სამართ.). 1. საკრედიტო დოკუმენტი, რომლითაც მის მფლობელს შეუძლია მიიღოს გარკვეული თანხა დათქმულ ვადაში. 2. დროებითი ქაღალდის ფულის ნიშანი. 3. ხმარებიდან გამოსული ქაღალდის ფული, რომელსაც აგროვებენ კოლექციისათვის. ბონიფიკაცია [ფრანგ. Bონიფიცატიონ] _ (ფინანს.). ფასის წანამატი საქონლის მაღალი ხარისხისათვის, რომელიც აჭარბებს ხელშეკრულებით დადგენილ დონეს.
ბონუსი [ლათ. ბონუს _ კარგი] _ (ეკონ.). დამატებითი დაჯილდოვება, პრემია; გამყიდველის ფასდაკლება მუდმივი მყიდველისათვის.
ბრეიდ-ვიმპელი [ჰოლ. ბრეედ-
წიმპელ] _ (საზღვაო, დიპლ.). საგანგებო ალამი, რომელსაც სამხედრო ხომალდზე მაშინ აღმართავენ, როცა მასზე მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირი იმყოფება.
ბრეინ-დრეინი [ინგლ. ბრაინ _ ტვინი და დრეინ _ დრენაჟი] _ `ტვინის გადინება~; ცხოვრების დაბალი დონის ქვეყნებიდან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მასიური წასვლა. ბრიფინგი [ინგლ. ბრეიფინგ _ სიტყვა-სიტყვით ინსტრუქტაჟი] _ (პოლიტ.). ხანმოკლე თათბირი ან პრეს-კონფერენცია საერთაშორისო და მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ჟურნალისტთა ვიწრო წრისათვის. ბროკერი [ინგლ. ბროკერ] _ (ეკონ.). ბირჟის მუშაკი, ბაზრის მონაწილე, საბაზრო ურთიერთობათა აგენტი, შუამავალი. ბრუტო [იტალ. ბრუტტო] _ (ეკონ.). საქონლის წონა ტარასთან და შესაფუთთან ერთად. (საპირისპ. ნეტო). ბუმი ეკონომიკური [ინგლ. ბოომ] _ (ეკონ.). საქმიანი ციკლის ფაზა, წარმოების, ვაჭრობის, საქმიანი აქტივობის ხელოვნურად გამოწვეული მოკლევადიანი აღმავლობა.
ბუტლეგერი [ინგლ. ბოოტლეგგერ] _ (სამართ.). აკრძალული საქონლით (სპირტიანი სასმელები) მოვაჭრე პირი.
ბუღალტერია, ბუხჰალტერია [გერმ. Bუცჰ წიგნი და ჰალტერ დაჭერა] _ ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წიგნისა და უწყისების წარმოება დოკუმენტაციის განსაზღვრული წესებისა და ფორმების დაცვით.

გაკოტრება [იტალ. ბანკო _ სკამი და ოტტო _ გატეხილი] _ (ეკონ., სამართ.). ფულადი სახსრების უქონლობის გამო მოვალის გადახდისუუნარობა. გალანტური [ფრანგ. გალანტ] _ (დიპლ.). დიდად თავაზიანი, ზრდილობიანი.
გაპი [ინგლ. გაპ _ დაცილება, გარღვევა] _ (ეკონ.). საბირჟო საქონლის ფასის მკვეთრი ცვლილება, როცა წინა საბირჟო დღის მინიმალური ფასი მიმდინარე დღის მაქსიმალურ ფასზე მაღალია ან წინა დღის მაქსიმალური ფასი მიმდინარე დღის მინიმალურ ფასზე ნაკლებია. გარანტი [ფრანგ. გარანტ] _ (ეკონ. სამართ.). სახელმწიფო, დაწესებულება ან პირი, რომელიც იძლევა რისამე გარანტიას; თავდები.
გარანტია [ფრანგ. გარანტიე] _ იურიდიული დოკუმენტი; პირობა, რომელიც უზრუნველყოფს რისამე წარმატებას; საწინდარი. გასპადინ, გასპაჟა [რუს. господин, госпажа] _ რუსეთში: ზრდილობიანი მიმართვა კაცისადმი, ქალისადმი.
გასტარბაიტერი [გერმ. Gას-
ტარბეიტერ მუშა-იმიგრანტი] _ (ეკონ., პოლიტ.). უცხოელი მუშა, რომელიც სამუშაოდაა ჩასული ეკონომიკურად სუსტად განვითარებული ქვეყნიდან ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყანაში. გაუდეამუსი [ლათ. გაუდეამუს _ `გავიხაროთ~] _ ძველებური სტუდენტური სიმღერა ლათინურ ენაზე; იწყება სიტყვებით:
Gაუდეამუს იგიტურ, ჯუვენეს დუმ სუმუს! _ ამგვარად, გავიხაროთ, ვიდრე ახალგაზრდები ვართ. გენეზისი [ბერძ. გენესის] _
წარმოშობა, წარმოქმნა. გენოციდი [ლათ. გენს _ გვარი, ტომი და ცაედერე _ მოკვლა] _ (სამართ., პოლიტ.). გაერთიანებული ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპობა ან მისი მოსპობის საფრთხის შექმნა ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური ან რაიმე სხვა ნიშნით. ითვლება ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულად კაცობრიობის წინააღმდეგ.
გეშეფტი [გერმ. Gესცჰაფტ] _ (ეკონ.). გამორჩენის (მოგების) მიზნით წამოწყებული საქმე.
გილდია [გერმ. Gილდე] _ ერთნაირი პროფესიის ადამიანთა (ვაჭართა, ხელოსანთა) გაერთიანება შუა საუკუნეების ევროპაში. გლობალური [ფრანგ. გლობალ] _ 1. საერთო, მთლიანი, ერთად აღებული. 2. რაც მთელ მსოფლიოს მოიცავს. მაგ., გლობალური პოლიტიკა, გლობალური ეკონომიკა. გლოსარი, გლოსარიუმი [ლათ. გლოსსარ, გლოსსარიუმ] _ (სამართ.). კანონებისა და იურიდიული აქტების განმარტებათა კრებული. გრადაცია [ლათ. გრადატიო] _ ერთი საფეხურიდან მეორეზე თანდათანობით გადასვლა; თანდათანობა, თანამიმდევრობა. გრანტი [ინგლ. გრანტ _ სუბსიდია, საჩუქარი] _ 1. (სამართ.). ვინმესთვის რაიმეს (უმეტესად ფულის) მიცემა (მუდმივად ან დროებით) წერილობითი დოკუმენტით; ჩუქება; ბოძება. 2. მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების ან სხვა ორგანიზაციის მიერ მიცემული ფული რაიმე გადასახადის გადახდაში დასახმარებლად. გრანტორი _ მაჩუქებელი, ცედენტი.
გრინბეკი [ინგლ. გრეენბაცკ] _
ამერიკული დოლარის პოპულარული სახელწოდება. გუბერნატორი [ინგლ. გოვერნორ] _ პირი, რომელიც მართავს შტატს ან პროვინციას; მმართველი.
გუდვილი [ინგლ. გოოდწილლ] _ (ეკონ.). ფირმის აქტივები, კაპიტალი, რომელიც არ ექვემდებარება მატერიალურ განზომილებას. მაგ., რეპუტაცია, ტექნიკური კომპეტენციები, კავშირები, მარკეტინგული ხერხები, ადგილმდებარეობა და სხვ.

დამფინიცია [ლათ. დამნუმ _ ზარალი და ფაცერე _ კეთება] _ (ეკონ., სამართ.). დაზარალება. დაუნინგ-სტრიტი [ინგლ.
Dოწნინგ სტრეეტ] _ (დიპლ.). ლონდონში: ქუჩა, სადაც მდებარეობს ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტრო; ასე უწოდებენ თვით ამ სამინისტროს (ზოგჯერ, საერთოდ, მთავრობასაც). დებატები [ფრანგ. დéბატს] – (პოლიტ.). რაიმე საკითხის საჯარო განხილვა, აზრთა გაზიარება; კამათი. დებენტურა [ლათ. დებერე _ იყოს მოვალედ] _ (სამართ.). საბაჟო მოწმობა ბაჟის დაბრუნებამდე.
დებეტი [ლათ. დებეტ] _ (ბუხჰალტ.). ფული, რომელიც კომპანიას მართებს. (საპირისპ. კრედიტი).
დებიტორი [ლათ. დებიტორ] _ პირი, რომელმაც ვინმეს წინაშე ვალდებულება იკისრა; მოვალე. (საპირისპ. კრედიტორი). დეგრესია [ლათ. დეგრესსიო _
უკან დახევა] _ 1. რაიმეს თანდათანობით შემცირება, კლება. 2. (ფინანს.). გადასახადით პროპორციული დაბეგვრა _ უფრო მცირე შემოსავალზე დაბეგვრის პროცენტის შემცირება. დედუქცია [ლათ. დედუცტიო _
გამოყვანა] _ მტკიცების ერთერთი გზა ლოგიკაში, ზოგადი დებულებიდან კერძო დასკვნის გამოყვანა. (საპირისპ. ინდუქცია). დევალვაცია [ლათ. დე _ ამოღება და ვალერ _ ღირს] _ (ეკონ.). ქვეყანაში ფულის რეფორმა, გაუფასურებული ფულის ნიშნების ამოღება მიმოქცევიდან და სრულფასიანი საკრედიტო ბილეთებით შეცვლა (ღია დევალვაცია) ან ბრუნვაში მყოფი ფულის ნიშნების ოფიციალური კურსის დაბლა დაწევა (ფარული დევალვაცია).
დევიაცია [ლათ. დéვიატიო _ გადახრა] _ (ეკონ.). ფასიანი ქაღალდების კურსის, საბირჟო საქონლის ფასების უეცარი გადახრა ფორსმაჟორულ გარემოებათა გავლენით.
დევიზი [ფრანგ. დევისე] _ (ფინანს.). საერთაშორისო საგადასახდელო საშუალება თამასუქების, ჩეკების, გზავნილების, აკრედიტივების სახით, რომლებიც წამოყენებულია უცხო ბანკებში და უნდა განაღდეს საზღვარგარეთ უცხოურ ვალუტაში. დეზავუირება [ფრანგ. დéსავოუერ] _ (პოლიტ., სამართ.). უარყოფა; ვისიმე განცხადება, რომ იგი არ ეთანხმება თავისი წარმომადგენლის მოქმედებას. დე-იურე [ლათ. დე ჯურე] _
კანონისამებრ, იურიდიულად, ვისიმე ცნობა ფორმალურად. (საპირისპ. დე-ფაქტო).
დეკლარაცია [ლათ. დეცლარატიო] _ (პოლიტ.). 1. ოფიციალური განცხადება რაიმე აქტისა, კანონისა. 2. (ფინანს.). გადასახადის გადამხდელის განცხადება თავისი შემოსავლის, ქონების რაოდენობის შესახებ. 3. საბაჟოს დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია საზღვარზე გადასაზიდ საქონელზე. დეკლასიფიკაცია [ინგლ. დეცლასსიფიცატიონ] _ რაიმესთვის საიდუმლო გრიფის მოხსნა; ცნობილად ჩათვლა. დეკორტი [გერმ. Dეკორტ] _ (ეკონ.). ფასის დაკლება საქონელზე, როდესაც მისი ხარისხი და რაოდენობა არ შეესაბამება პირობით დათქმულს. დეკრეტი [ლათ. დეცრეტუმ] _ (სამართ.). ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს დადგენილება, განკარგულება, რომელსაც კანონის ძალა აქვს.
დელივერი [ინგლ. დელივერყ] _ (სამართ.). მფლობელის წერილობითი ორდერი საქონლის გაცემის შესახებ.
დელიმიტაცია საზღვრისა [ლათ. დელიმიტატიო _ დადგენა] _ საერთაშორისო სამართალში: სახელმწიფო საზღვრის მდგომარეობისა და მიმართულების დადგენა მომიჯნავე სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებათა გზით. დელინკვენტი [ლათ. დელინქუენს _ დანაშაულის ჩამდენი] _ (სამართ.). პირი, რომელმაც არ შეასრულა კანონით (ხელშეკრულებით) მასზე დაკისრებული ვალდებულება, დაუშვა დარღვევა, ჩაიდინა დანაშაული და ა.შ. დელისტინგი [ინგლ. დელისტინგ] _ (ეკონ.). ფასიანი ქაღალდების ამოღება საფონდო ბირჟაზე რეგისტრაციის სიიდან. (საპირისპ. ლისტინგი).
დელიქტი [ლათ. დელიცტუმ] _ (სამართ.). კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, დანაშაული, რომელმაც გამოიწვია ზარალი და ითვალისწინებს მისი ანაზღაურების ვალდებულებას. დელიქტური _ სამოქალაქო
კანონდარღვევასთან დაკავშირებული.
დელკრედერე [იტალ. დელ ცრედერე
_ ნდობით] _ სამოქალაქო სამართალში: ხელშეკრულების პირობა, რომლის მიხედვითაც კომისიონერი კისრულობს პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ გარიგების შესრულებაზე. დემაგოგია [ბერძ. დēმაგõგია] _ (პოლიტ.). 1. ხალხის მხარდაჭერის მოპოვება მათ გრძნობებზე და ცრუშეხედულებებზე თამაშით. 2. საკითხის არამართებულად გაშუქება შეგნებულად; ფაქტების დამახინჯება. დემარკაცია [ლათ. დéმარცატიონ _ გამიჯვნა] _ (სამართ.). სახელმწიფოს საზღვრის ადგილზე გატარება და მისი სპეციალური სასაზღვრო ნიშნებით დაფიქსირება.
დემარში [ფრანგ. დéმარცჰე] _ (დიპლ.). ერთი სახელმწიფოს მთავრობის მიმართვა მეორისადმი (ნოტა, მემორანდუმი, განცხადება და მისთ.).
დემერეჯი [ინგლ. დემურაგე] _ (ეკონ., სამართ.). ჯარიმა, პირგასამტეხლო, რომელსაც ტვირთის მფლობელი (დამფრახტავი) უხდის გემის მესაკუთრეს გემის მოცდენისათვის. დემილიტარიზაცია [ფრანგ. დéმილიტარისერ] _ (პოლიტ., სამართ.). საერთაშორისო ხელშეკრულებით რომელიმე სახელმწიფოსათვის საომარი ტექნიკის რაოდენობრივი შეზღუდვა; განიარაღება. დემოკრატია [ბერძ. დēმოკრატია]
_ (პოლიტ.). სახელმწიფო მმართველობის ფორმა, როცა უმაღლესი ხელისუფლება მთელ ხალხს ეკუთვნის.
დემპინგი [ინგლ. დუმპინგ _ ჩამოგდება] _ (ეკონ.). საქონლის გაყიდვა ხელოვნურად შემცირებული ფასებით. დენაციონალიზაცია [ფრანგ. დéნატიონალისატიონ] _ (პოლიტ., ეკონ.).
სახელმწიფო ობიექტების გადაცემა კერძო საკუთრებაში. (საპირისპ. ნაციონალიზაცია). დენომინაცია [ლათ. დენომინატიო _ გადარქმევა] _ (ფინანს.). გაუფასურებული ქაღალდის ფულის ნიშნების სახელის შეცვლა და მათი ნომინალური ღირებულების შემცირება. დენონსაცია [ფრანგ. დéნონციატიონ _ შეტყობინება] _ (დიპლ.). ერთი სახელმწიფოს მიერ მეორისათვის შეტყობინება მათ შორის მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. დეპოზიტი [ლათ. დეპოსიტუმ _ შესანახად მიცემული რამ] _
(ფინანს.). ფულადი ანაბარი; ხელ-
შეკრულება მინაბარების შესახებ. დეპოზიტარი ქვეყნები _
(დიპლ.). სახელმწიფოები, რომელთა შორის დადებულ ხელშეკრულებას შემდგომ შეუძლიათ ხელი მოაწერონ სხვა მსურველმა ქვეყნებმა.
დეპონენტი [ლათ. დეპონენტუს _ გადადება] _ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც შესანახად გადასცა საკრედიტო დაწესებულებას (ბანკს) ფული ან ფასიანი ქაღალდები.
დეპონირება [ლათ. დეპონერე _ შესანახად გადაცემა] _ 1. (დიპლ.). სარატიფიკაციო სიგელების შესანახად გადაცემა რომელიმე სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანოსათვის (თუ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა რამდენიმე ქვეყანამ). 2. (ფინანს.). დეპოზიტის შეტანა. დეპორტი [ფრანგ. დéპორტ] _ (ეკონ.). სპეკულაციური საბირჟო გარიგება, რომელიც იდება საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების კურსის დაცემაზე მოთამაშე პირების (`დათვები~) მიერ. (საპირისპ. რეპორტი). დეპორტაცია [ლათ. დეპორტატიო] _ (პოლიტ.). პიროვნების გაძევება მისი მუდმივი ადგილსამყოფელიდან და სხვა ადგილას იძულებით დასახლება.
დეპრესია [ლათ. დეპრესსიო _ დათრგუნვა] _ (ეკონ.). სამეურნეო საქმიანობის მოდუნება, შეფერხება.
დეპუტატი [ლათ. დეპუტატუს] _
არჩევითი სახელმწიფო დაწესებულების წევრი; არჩეული წარმომადგენელი.
დერივატი [ლათ. დერივატუს _ გამოყოფილი] _ ხელშეკრულება (ოფციონი, ფიუჩერსი), რომელიც ეფუძნება ვალუტების, ფასიანი ქაღალდების კურსებს; მფლობელს აძლევს შესაძლებლობას დაიფიქსიროს საქონლის ყიდვის (გაყიდვის) ხელსაყრელი ფასი. დესპანი [ინგლ. ენვოყ] _ (დიპლ.). უფროსი დიპლომატი (რანგით ელჩზე დაბალი); პირი, რომელიც ერთი მთავრობისგან ან ორგანიზაციისგან შეტყობინებით გაიგზავნა მეორესთან. დესპოტია [ბერძ. დესპოტია] _ (პოლიტ.). განუსაზღვრელი უფლებების მქონე უმაღლესი ხელისუფალის (დესპოტის) მმართველობა.
დესტრუქცია [ლათ. დესტრუცტიონ] _ რღვევა, რისამე ნორმალური სტრუქტურის დაშლა. დეტანტი [ფრანგ. დéტენტე] _ (პოლიტ.). დაძაბულობის შენელება საერთაშორისო ურთიერთობებში (აშშ-სა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში მიღებული ტერმინი). დეტექტივი [ინგლ. დეტეცტივე] _ უცხოეთის ქვეყნებში სამძებრო პოლიციის აგენტი; მაძებარი. დე-ფაქტო [ლათ. დეფაცტო] _ (სა-
მართ.). ფაქტობრივად, ვისიმე ან რისიმე ცნობა სინამდვილეში.
(საპირისპ. დე-იურე).
დეფინიცია [ლათ. დეფინიტიო] _ საგნის ზუსტი განსაზღვრა მისი ყველაზე არსებითი ნიშნების მიხედვით.
დეფიციტი [ლათ. დეფიციტ _ აკლია] _ (ეკონ.). 1. რამის (საქონლის, ფინანსების) ნაკლებობა; 2. გასავლის მეტობა შემოსავალზე.
დეფლაცია [ლათ. დეფლატიო _ გამობერვა, შებერვა] _ (ეკონ.). ბრუნვაში მყოფი ქაღალდის ფულის რაოდენობრივი შემცირება მისი მსყიდველობითუნარიანობის ასაწევად.
დეფოლტი [ინგლ. დეფოლტ] _ (ფინანს.). ფასიან ქაღალდზე პროცენტის გაცემის შეწყვეტა.
დეცენტრალიზაცია _
(პოლიტ.). 1. მმართველობის სისტემა, როცა ცენტრალური ხელისუფლების ზოგი ფუნქცია გადაეცემა თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს; 2. ცენტრალიზაციის შესუსტება ან გაუქმება.
დეციმაცია [ლათ. დეციმუს _ მეათე] _ (ისტ.). ყოველი მეათე ადამიანის დასჯა დამნაშავის მოუნახაობის შემთხვევაში. დიასპორა [ბერძ. დიასპორა _ გაბნევა] _ ხალხის (ეთნიკური ერთობის) მნიშვნელოვანი ნაწილის ყოფნა თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
დიგესტები [ლათ. დიგესტა] _
რომაული სამოქალაქო სამართლის კრებული, რომელიც გამოაქვეყნეს 533 წ. იმპერატორ იუსტინიანეს დროს; შეიცავდა რომაელი იურისტების მრავალრიცხოვანი შრომებიდან ამოკრეფილ ადგილებს და კანონის ძალა ჰქონდა (სხვანაირად: პანდექტები). დივერსიფიკაცია [ლათ. დევერსუს _ სხვადასხვა და ფაცერე _ კეთება] _ (ეკონ.). კერძო პირის ან ფირმის საქმიანობის გაფართოება.
დივიდენდი [ლათ. დევიდენდუს _
გასაყოფი] _ (ეკონ.). აქციონერთათვის კომპანიის მოგების ნაწილის გადახდა.
დიზაჟიო [იტალ. დისაგგიო] _ (ფინანს.). ქაღალდის ფულის ნიშნებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების კურსის შემცირება. (საპირისპ. აჟიო).
დილერი [ინგლ. დიალერ _ მოვაჭ-
რე, აგენტი] _ (ეკონ., სამართ.). კერძო პირი ან ფირმა, საფონდო ბირჟის წევრი, რომელიც მოქმედებს თავისი სახელითა და ხარჯით.
დილინგი [ინგლ. დეალინგ] _ (ეკონ.). 1. ყიდვა-გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. 2. საქმიანი გარიგება; ფინანსური ოპერაცია; ფასების დაცემა-ამაღლებაზე თამაში. დილუცია მოგების [ინგლ.
დილუტიო ეარნინგს] _ (ეკონ.). შემოსავლიანობის შემცირება. დიპლომატი [ფრანგ. დიპლომატე] _ 1. თანამდებობის პირი (მაგ., ელჩი), რომელიც თავისი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელია სხვა ქვეყანაში. 2. (გადატ.) სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში მშვიდი და ტაქტიანი. დიპლომატია [ფრანგ.
დიპლომატიე] _ 1. მთავრობის საქმიანობა სახელმწიფოს საგარეო, საერთაშორისო პოლიტიკის განსახორციელებლად. 2. სხვა ქვეყანაში საკუთარი ქვეყნის ინტერესების მართვა დიპლომატების მიერ.
დიპლომატიური კორპუსი _
ამა თუ იმ ქვეყანაში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ერთობლიობა.
დიპლომატიური იმუნიტეტი _
იხ. იმუნიტეტი დიპლომატიური. დირექტივა [ფრანგ. დირეცტივე _ გაგზავნა] _ ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის სავალდებულოდ შესასრულებელი სახელმძღვანელო მითითება; ინსტრუქციების გაცემა. დისიდენტი [ლათ. დისსიდენს _ წინააღმდეგი] _ პირი, რომელიც არ იზიარებს ქვეყანაში გაბატონებულ იდეოლოგიას; სხვაგვარად მოაზროვნე. დისკვალიფიკაცია [ინგლ.
დისქუალიფყ] _ (სამართ.). ვინმესთვის: 1. უფლების ჩამორთმევა. 2. არაქმედუნარიანად გადაქცევა. დისკონტი [ინგლ. დისცოუნტ] _ (ფინანს.). 1. თამასუქის ან ფასიანი ქაღალდის განაღდება. 2. ფასჩამოკლება.
დისკრედიტაცია [ფრანგ. დისცრéდიტერ _ ნდობის დაკარგვა] _ 1. განზრახ მოქმედება, რომელიც სუბიექტის (ადამიანის, ფირმის და სხვ.) ავტორიტეტის, იმიჯის შესარყევად არის მიმართული. 2. (სამართ). ჩვენება იმისა, რომ პირი არ არის სანდო. დისკრეციული [ფრანგ.
დისცრéტიონნირე _ პირადი შეხედულების მიხედვით, თვითნებურად] _ თავისი შეხედულებისამებრ მოქმედი. დისკრიმინაცია [ლათ. დისცრიმინატიო _ გარჩევა] _ 1. (დიპლ.). რასობრივი ან ნაციონალური კუთვნილების, სოციალური წარმოშობის, პოლიტიკური შეხედულებების, სქესის ან სხვა ნიშნის მიხედვით მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისათვის უფლებების შეზღუდვა ან ჩამორთმევა. 2. (ეკონ.) ეკონომიკური სუბიეტის (სახელმწიფო, საწარმო, მოქალაქე) უფლებათა უკანონოდ შელახვა ან ჩამორთმევა. (საპირისპ. რეტორსია). დისკუსია [ლათ. დისცუსსიო _
კვლევა, განხილვა] _ რაიმე სადავო საკითხის საჯარო განხილვა; კამათი, პაექრობა.
დისმილი [ინგლ. დისმისსალ _
დათხოვნა] _ (დიპლ.). დიპლომატის კერძო პირად გამოცხადება. დისპაში [ფრანგ. დისპაცჰე] _ (ეკონ.). ზარალის გაანგარიშება (გემის ავარიის შემთხვევაში). დისპოზიცია [ლათ. დისპოსიტიო _
განაწილება] _ (სამართ.). კანონებსა და ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ეკონომიკური საქმიანობის ამკრძალავი ან შემზღუდველი სამართლებრივი ნორმამითითებები. დისპუტი [ლათ. დისპუტო _ ვმსჯელობ, ვკამათობ] _ საჯარო კამათი, პაექრობა რაიმე საკითხზე. დისტრიბუცია [ინგლ.
დისტრიბუტიონ] _ (ვაჭრ.). განაწილება; საქონლის ბითუმად შესყიდვა და გაყიდვა.
დიფერენტი [ლათ. დიფფერენს] _ (ფინანს.). სავაჭრო ოპერაციებში: საქონლის შეკვეთისა და მიღების დროს არსებული ფასთასხვაობა. დიქტატი [ლათ. დიცტატუს _ მიწერილი] _ 1. (ეკონ.). ეკონომიკური სუბიექტისათვის მოქმედების განსაზღვრული წესის იძულებით თავსმოხვევა. 2. (დიპლ.). ხელშეკრულებაში არათანასწორუფლებიანი პირობების მინიჭება უფრო ძლიერი მხარის მიერ. დიქტატორი _ (პოლიტ.). მმართველი, რომელსაც სრული პირადი ძალაუფლება გააჩნია. დიქტატურა [ლათ. დიცტატურა] _ (პოლიტ.). გაბატონებული კლასის შეუზღუდველი სახელმწიფო ძალაუფლება.
დოგმა [ბერძ. დოგმა] _
(სამართ.). 1. ძირითადი დებულება. 2. დაუსაბუთებლად, ბრმად მიღებული დებულება, რომელიც მიიჩნევა ურყევ ჭეშმარიტებად ყველა დროისა და ისტორიული პირობებისათვის.
დოკუმენტი [ლათ. დოცუმენტუმ] _ (სამართ.). რისამე დამამტკიცებელი საქმიანი ქაღალდი; რაიმე უფლების დამადასტურებელი საბუთი; ვისიმე ვინაობის დამამტკიცებელი მოწმობა.
დომინირება [ლათ. დომინარყ _ ჭარბობა] _ (ეკონ.). 1. ერთი ეკონომიკური სუბიექტის ან მისი საქონლის უპირატესი მდგომარეობა სხვებთან შედარებით. 2. გაბატონებული იდეა, რისამე ძირითადი ნიშანი.
დომიცილი [ლათ. დომიცილიუმ _ ადგილსამყოფელი] _ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; წარმოების ადგილი (განსაკუთრებით გადასახადის მიზნებისათვის). 2. ადგილი, სადაც ხდება თამასუქის განაღდება ან გადასახადის გადახდა, როცა გადამხდელი სხვაგან ცხოვრობს. დოსიე [ფრანგ. დოსსიერ] _ (სამართ.). რაიმე საკითხთან ან საქმესთან დაკავშირებული, ერთად შეკრებილი დოკუმენტები. დოტაცია [ლათ. დოტატიო _ საჩუქარი, შენაწირი] _ (ეკონ.). სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრები ზარალიანი საწარმოების დასაფინანსებლად. დოქტრინა [ლათ. დოცტრინა] _ 1. მოძღვრება, მეცნიერული ან ფილოსოფიური თეორია, სისტემა. 2. კანონის ზოგადი პრინციპი. (მაგ., მონროს დოტრინა _ პრინციპი, რომ აშშ-ის ინტერესში შედის სხვა ამერიკული სახელმწიფოების შიდასაქმეებში გარედან ჩარევის თავიდან აცილება). დუაიენი [ფრანგ. დოყენ] _
დიპლომატიური კორპუსის მეთაური, მამასახლისი.
დუბლიკატი [ლათ. დუბლიცატუს _
გაორმაგებული] _ რაიმე წერილობითი დოკუმენტის მეორე ცალი, რომელსაც იურიდიულად დედანის ძალა აქვს. დუოპოლია [ლათ. დუო _ ორი და ბერძ. პოლეო _ ვყიდი] _ (ეკონ.). მეურნეობის დარგის საბაზრო სტრუქტურა, რომლის დროსაც არსებობს გარკვეული საქონლის მხოლოდ ორი მიმწოდებელი და მათ შორის არ არის დადებული მონოპოლისტური შეთანხმება გასაღების ბაზრების, ფასებისა და სხვათა შესახებ.

ეგალიტარიზმი [ინგლ. ეგალიტარიანისმ] _ პოლიტიკური თეორია იმის თაობაზე, რომ საზოგადოების ყველა წევრს თანაბარი უფლებები აქვს და ერთნაირად უნდა მოეპყრონ მათ. ეგზეკვატურა [ლათ. ეხსექუორ _
გამორკვევა, დადგენა, შესრულება] _ 1. (დიპლ.). მიმღები სახელმწიფოს მთავრობის ოფიციალური დოკუმენტი კონსულის ცნობის შესახებ. 2. (სამართ.). სხვა ქვეყანაში გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება მოცემულ ქვეყანაში. ედიქტი [ლათ. ადიცტუმ] _ (სამართ.). ხელისუფლების წერილობითი ბრძანება; კანონის საჯაროდ გამოცხადება. ევოლუცია [ლათ. ევოლუტიო] _ რისამე ცვლის, განვითარების პროცესი.
ევრო [ინგლ. Eურო] _ ევრო-
კავშირის 15 ქვეყნის საერთო ვალუტა.
ევროკარდი [ინგლ. ეუროცარდ] _
საერთაშორისო-საკრედიტო ბარათი, ევროპული საბანკო სისტემის მონაწილე ქვეყნებში გამოყენების უფლებით.
ეკაუტინგი [ინგლ. აცცოუნტ _ ანგარიში] _ (ფინანს.). ფინანსური ინფორმაციის შეკრება, დამუშავება-ანალიზთან დაკავშირებული საქმიანობა.
ეკვივალენტი [ლათ. აუქუივა-
ლენს] _ ტოლმნიშვნელოვანი. ეკზეკუცია [ლათ. ეხსეცუტიო _ შესრულება] _ (სამართ.). სასამართლო განაჩენის ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების აღსრულება.
ეკოლოგია [ბერძ. Oიკოს _ სახლი, ადგილსამყოფელი და ლოგოს _ მოძღვრება] _ ადამიანის ურთიერთობა გარემომცველ ბუნებასთან.
ეკონომეტრიკა _ [ეკონო(მიკა) და ბერძ. მეტრეო ვზომავ] _ მეცნიერება, რომელიც შეიწავლის ეკონომიკური ობიექტებისა და პროცესების კონკრეტულ რაოდენობრივ კანონზომიერებებს მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით. ეკონომია [ბერძ. ოიკონომია _ მეურნეობის მართვა] _ (ეკონ.). მომჭირნეობით ხარჯვა რისამე; მომჭირნეობა.
ეკონომიკა [ბერძ. Oიკოს _ სახლი, მეურნეობა და ნომოს _ წესი, კანონი; ერთობლიობაში _ მეურნეობის გაძღოლის წესები] _
1. მეცნიერების დარგი. 2. მეურნეობა, საშუალებების, ობიექტების, პროცესების ერთობლიობა, რომელსაც ადამიანები იყენებენ სასიცოცხლო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ეკონომიური ბლოკადა [ინგლ. ბლოცკადე _ ალყა] _ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სხვა ქვეყნის მიერ ყველა ან ზოგიერთ საქონელზე ვაჭრობის შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ.
ელექტრონული აუტსორსინგი _ სხვა ორგანიზაციაზე ბიზნესპროცესებისა და მომსახურების შესრულების გადაცემა, რომელიც დაფუძნებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
ელექტრონული ბაზარი _
მომწოდებლებისა და მყიდველების ჯგუფი, რომლებიც ერთიან საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში თანამშრომლობენ.
ელექტრონული ბიზნესი _ ბიზნესი, რომლის ეფექტურობა და კონკურენტუნარიანობა ტრანსაქციების განხორციელების დროს დაფუძნებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
ელექტრონული კომერცია _
ელექტრონული ქსელის მეშვეობით ბიზნეს-პარტნიორებს შორის განხორციელებული კომერციული საქმიანობა
ელექტრონული მაღაზია _
ვებ-საიტი, რომელზედაც შესყიდვისათვის განთავსებულია საქონლის კატალოგი, ვირტუალური კალათა, საგადამხდელო ინსტრუმენტები და შეიძლება შეკვეთის მიწოდების მართვის სისტემაც.
ელექტრონული ფული _
კომპიუტერში ან ინტელექტუალურ ბარათზე სპეციალური ჩანაწერების სახით არსებული ფული, რომელიც გამოიყენება პარტნიორებს შორის შესყიდვისა და ანგარიშსწორებისათვის კონკრეტული ინფორმაციული ტექნოლოგიების ჩარჩოებში.
ემანსიპაცია [ლათ. ემანციპატიო] _ (პოლიტ.). დამოუკიდებლობის მინიჭება, უფლებებში გათანასწორება.
ემბარგო [ესპ. ემბარგო _ აკრძალვა] _ (ეკონ., პოლიტ.). სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში გარკვეული საქონლის, ფასეულობის, ოქროს, ფასიანი ქაღალდების, ვალუტის გატანის ან შემოტანის აკრძალვა. ემიგრანტი [ლათ. ემიგრანს _ ვინც გადასახლდება] _ თავისი ქვეყნიდან ნებაყოფლობით (იძულებით) გადასახლებული პირი ეკონომიკური, პოლიტიკური, რელიგიური მიზეზების გამო. ემიგრაცია [ლათ. ემიგრო _ გადავსახლდები] _ იძულებით ან ნებაყოფლობით გადასახლება თავისი სამშობლოდან სხვა ქვეყანაში.
ემისარი [ლათ. ემისსარიუს _
გაგზავნილი] _ (დიპლ.). სახელმწიფოს ან კერძო პირის პირადი წარმომადგენელი, რომელიც ასრულებს სხვადასხვა (ძირითადად, საიდუმლო) დავალებას უცხო ქვეყანაში.
ემისია [ლათ. ემისსიო] _ (ფინანს.). ქაღალდის ფულის მასიური გამოშვება. ემიტენტი [ლათ. ემისსიო _
გამოშვება] _ (ფინანს.). ნებისმიერი ორგანო ან ორგანიზაცია (სახელმწიფო ბანკი, დაწესებულება, საწარმო, კომპანია), რომელიც აწარმოებს ემისიას. ე სენიორ _ (დიპლ.). პორტუგალიაში: ზრდილობიანი მიმართვის ფორმა მამაკაცისადმი. (ქალისა _ ა სენიორა).
ესკროუ [ინგლ. ესცროწ] _ (სამართ.). დოკუმენტი (აქტი და მისთ.), რასაც მასში მონაწილე მხარეები გადასცემენ დამოუკიდებელ პირს, რომელიც მხოლოდ მაშინ დაუბრუნებს მათ, როდესაც გარკვეული პირობები იქნება შესრულებული.
ესტოპელი [ლათ. ესტოპპელ] _ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა, რომელიც ნიშნავს სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ უფლების დაკარგვას და მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომლებიც განაპირობებენ მისთვის საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას, შეჩერებას ან ბათილად ცნობას. ეტიკეტი _ (სამართ. ეკონ.)
საქონელზე, პროდუქციაზე დაკრული სავაჭრო ნიშანი, რომელზეც ნაჩვენებია მისი სახელწოდება, შემცველობა და სხვ.
ეტიკეტი დიპლომატიური
[ფრანგ. éტიქუეტტე] _ თავაზიანობის, ქცევის წესების ერთობლიობა, მიღებული გარკვეულ სოციალურ წრეებში (მეფის კარზე, დიპლომატიურ ურთიერთობებში და ა.შ.). ექაუნთანთი [ინგლ. ასსოუნტანტ] _ (ფინანს.). ბუხჰალტერი; პირი, რომელსაც შეუძლია საბუხჰალტრო ანგარიშის წარმოება. ექსკლუზიური [ინგლ. ეხცლუსივე] _ განსაკუთრებული, ერთადერთი (მაგ., უფლება, ინტერვიუ და ა.შ. ექს-ოფიციო [ლათ. ეხ ოფფიციო] _ (სამართ.). საბირჟო საქმიანობაში გარკვეული პირობების შექმნა ღია კონკურენტული ვაჭრობისათვის კანონმდებლობის შესაბამისად. ექსპანსია ეკონომიკური [ლათ. ეხპანსიო _ გავრცელება] _ ქვეყნის, ფირმის ეკონომიკური გავლენის სფეროს გაფართოება მის საზღვრებს გარეთ. ექსპატრიაცია [ლათ. ეხ -გან, -
იდან და პატრია _ სამშობლო] _ ნებაყოფლობითი ან იძულებითი გასვლა სამშობლოდან, ჩვეულებრივ, მოქალაქეობის გამოცვლით. ექსპერტი [ლათ. ეხპერტუს _
გამოცდილი] _ რისამე სპეციალისტი, ვისაც იწვევენ რთულ, სადავო შემთხვევებში. ექსპერტიზა [ფრანგ. ეხპერტისე] _ კონკრეტული საკითხის შესახებ ექსპერტული გამოკვლევა. ექსპლუატაცია [ფრანგ. ეხპლოიტატიონ] _ 1. სხვისი შრომის ნაყოფის მითვისება; 2. ბუნებრივ სიმდიდრეთა დამუშავება, გამოყენება. 3. წარმოების, ტრანსპორტის და სხვა საშუალებათა გამოყენება.
ექსპორტი [ინგლ. ეხპორტ] _ (ეკონ.). საზღვარგარეთ საქონლის გასაყიდად გატანა. (საპირისპ. იმპორტი).
ექსპორტიორი [ინგლ. ეხპორტერ] _ (ეკონ.). ექსპორტის მაწარმოებელი, საზღვარგარეთ საქონლის გამტანი პირი ან ორგანიზაცია. ექსპროპრეაცია [ლათ.
ეხპროპრიატიო _ საკუთრების ჩამორთმევა] _ (სამართ.). სახელმწიფოს მიერ ქონების იძულებითი, უსასყიდლო ან ანაზღაურებითი ჩამორთმევა ან გასხვისება. ექსპროპრეაციას კომპენსაციის გაცემით რეკვიზიციას უწოდებენ, ხოლო გაცემის გარეშე _ კონფისკაციას.
ექსტენსიური [ლათ. ეხტენსივუს _ რაც ფართოვდება] _ (ეკონ.). რაიმეს გაფართოება (მაგ., წარმოების), გაგრძელება (ვადის) და სხვ. (საპირისპ. ინტენსიური). ექსტერიტორიულობა [ლათ. ეხ -გან, -დან და ტერრიტორიალის _ ტერიტორიაზე მყოფი] _ საკუთარი სახელმწიფოს კანონების დამორჩილება და უცხო სახელმწიფოს იურისდიქციისაგან სრული ან ნაწილობრივი გათავისუფლება (მაგ., დიპლომატების შესახებ).
ექსტრა [ლათ. ეხტრა] _ რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს: გარეშე. მაგ., ექსტერიტორიული წყლები _ საერთაშორისო წყლები, ქვეყნის იურისდიქციის გარეთ მყოფი. ექსტრადიცია [ლათ. ეხ -გან, -
დან და ტრადიტიო _ გადაცემა] _ (სამართ.). უცხო სახელმწიფოსათვის იმ პირის გადაცემა, ვინც ამ სახელმწიფოს კანონები დაარღვია. ექსტრანეტი [ინგლ. Eხტრანეტ] _ ინტერნეტის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კორპორატიული ელექტრონული ქსელი, რომელიც კომპანიას თავის მომწოდებლებთან აკავშირებს.
ექსტრემიზმი [ლათ. ეხტრემუს]
_უკიდურესი შეხედულებაზომების მომხრეობა (ძირითადად, პოლიტიკაში).
ექსცესი [ლათ. ეხცესსუს _ გამოსვლა, გადახრა] _ (სამართ.). რისამე ნორმალური მიმდინარეობის დარღვევა; მწვავე შეხლაშემოხლა; პროცესის მიმდინარეობის იშვიათი ხასიათი.


ვა-ბანკ! [ფრანგ. ვა ბანქუე] _ (ფინანს.). დიდი ფინანსური რისკი.
ვალვაცია [ფრანგ. éვალუატიონ _ შეფასება] _ (ფინანს.). უცხოური ვალუტის კურსის ეროვნულ ფულად ერთეულში განსაზღვრა. ვალორიზაცია [ფრანგ. ვალორისატიონ] _ (ფინანს.). რაიმე საქონლის ფასის ხელოვნურად აწევა, უმთავრესად ამ საქონლის წარმოების შეკვეცის გზით; ღონისძიებათა ერთობლიობა ქაღალდის ფულის კურსის ასაწევად. ვალუტა [იტალ. ვალუტა _ ღირებულება] _ (ფინანს.). უცხო ქვეყნის ფული.
ვანდალიზმი [ლათ. ვანდალი] _
კულტურის ძეგლთა განადგურება.
ვაუჩერი [ინგლ. ვოუცჰერ _ ხელ-
წერილი] _ (ეკონ., სამართ.). ბარათი, რომელიც პრივატიზეციაში მონაწილეობის უფლებას იძლევა.
ველფერი [ინგლ. წელლფარე] _ (ფინანს.). ფულადი სახის ოფიციალური დახმარება. ვენჩურული [ინგლ. ვენტურე _
რისკიანი] _ (ფინანს.). მეცნიერულ-ტექნიკური სიახლეების დანერგვის დაკრედიტება-დაფინანსება.
ვერბალური [ლათ. ვერბალის] _ სიტყვიერი, ზეპირი. ვერბალური ნოტა _ (დიპლ.). ხელმოუწერელი ნოტა, რომელიც ზეპირ განცხადებას უთანაბრდება.
ვერდიქტი [ინგლ.-ფრანგ. ვერდიცტ < ლათ.] _ (სამართ.). ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი, გადაწყვეტილება. ვერიფიკაცია [ლათ. ვერიფიცატიო] _ (სამართ.). რისამე (მასალების, დოკუმენტების და სხვ.) ჭეშმარიტების შემოწმება, ნამდვილობის დადგენა.
ვერსია [ფრანგ. ვერსიონ] _ (სამართ.). რაიმე ფაქტის, მოვლენის ერთ-ერთი ახსნა. ვეტო [ინგლ. ვეტო _ ვკრძალავ] _ 1. უზენაესი ორგანოს (მონარქის ან პრეზიდენტის) უფლება _ უარყოს სხვა (საკანონმდებლო) ორგანოს დადგენილება. 2. სახელმწიფო სამართალში: აკრძალვა, რომელსაც ადებს ერთი სახელმწიფო ორგანო მეორის გადაწყვეტილებას. 3. საერთაშორისო სამართალში: სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთაგან შემდგარი კოლექტიური ორგანოს (სადაც საკითხები წყდება ერთხმად) ერთ-ერთი წევრის განცხადება იმის შესახებ, რომ იგი წინააღმდეგია უმრავლესობის გადაწყვეტილებისა; ხორციელდება ხმის მიცემით. ვექსილი [გერმ. წეცჰსელ] _ (ფი-
ნანს.). თამასუქი, გარკვეულ ვადაზე განსაზღვრული თანხის გადახდის წერილობითი ვალდებულება.
ვიზა [ლათ. ვისა _ ნახული] _ 1. (სამართ.). თანამდებობის პირის აღნიშვნა საბუთზე იმის შესახებ, რომ იგი წარდგენილია სათანადოდ და რიგზეა. 2. სახელმწიფოში შესვლის, იქიდან გამგზავრების ან მის ტერიტორიაზე გავლის ნებართვა, რომელსაც იძლევა ამ ქვეყნის მთავრობა. ვიზიტი [ფრანგ. ვისიტე] _ (დიპლ.). მცირე ხნით მისვლა ვინმესთან.
ვიზუალური [ლათ. ვისუალის] _
მხედველობითი; ვიზუალური დაკვირვება _ დაკვირვება შეუიარაღებელი თვალით ან ოპტიკური ხელსაწყოთი (ფოტოგადაღების საპირისპიროდ). ვინდიკაცია [ლათ. ვინდიცატიო _ დაცვა] _ (სამართ). მესაკუთრის უფლება სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს საკუთარი ქონების დაბრუნება იმ პირისაგან, რომელიც უკანონოდ ფლობს მას.
ვირემენტი [ფრანგ. ვირემენტ _ მოხვევა] _ (ფინანს.). საბანკო ოპერაცია: ერთი პირის მიმდინარე ანგარიშიდან მეორე პირის მიმდინარე ანგარიშზე თანხის გადატანა.
ვირტუალური [ლათ. ვირტუალის] _
რაც შეიძლება სათანადო პირობებში გამოვლინდეს; შესაძლებელი.
ვირტუალური ბანკი _ ბანკი, რომელიც თავის კლიენტებს ინტერნეტის მეშვეობით ემსახურება.
ვიქტომოლოგია [ლათ. ვიცტიმა
_ მსხვერპლი და ლოგოს _ მოძღვრება] _ კრიმინოლოგიის დარგი, რომელიც ძირითადად სწავლობს დაზარალებულის ფსიქომორალურ თვისებებს. ვიცე [ლათ. ვიცე _ ნაცვლად,
მაგიერ] _ მოადგილე, შემცვლელი.
ვოტუმი [ლათ. ვოტუმ _ სურვილი] _ (პოლიტ.). ხმის მიცემის ფორმით გამოხატული გადაწყვეტილება, აზრი.

თალმუდი [ძვ. ებრ.] _ ებრაელთა რელიგიური, საყოფაცხოვრებო-სამართლებრივი ნორმების კრებული; შედგენილი ბიბლიის (`ძველი აღთქმის~) წიგნების განმარტებათა საფუძველზე.
თემიდა _ იტყვიან მართლმსაჯულებაზე. [ძველბერძნული მითოლოგიის მართლმსაჯულების ქალღმერთ თჰემის-ის სახელის მიხედვით; მას გამოხატავდნენ თვალახვეულს, რომელსაც ცალ ხელში სასწორი ეჭირა, ხოლო მეორეში _ მახვილი].
თეოკრატია [ბერძნ. ტჰეოს _ ღმერთი კრატოს _ ხელისუფლება] _ (პოლიტ.). ღვთისმსახურთა (სამღვდელოების) პოლიტიკური ძალაუფლება.
თეორია [ბერძ. ტჰეõრია] _ გამოცდილების, საზოგადოებრივი პრაქტიკის ლოგიკური განზოგადება; ასახავს ბუნებისა და საზოგადოების განვითარების კანონზომიერებას. 2. იმ განზოგადებულ დებულებათა ერთოლიობა, რომლებიც ქმნიან რაიმე მეცნიერებას ან მის ერთ-ერთ დარგს; მეცნიერების დარგის ზოგადი, განყენებული საფუძვლები.

იგნორირება [ლათ. იგნორო _ არ
ვიცი] _ უგულებელყოფა. იდეა [ბერძ. იდეა] _ 1. ცნება, წარმოდგენა, რომელიც ასახავს სინამდვილეს ადამიანის ცნობიერებაში და გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას სამყაროსადმი. 2. მსოფლმხედველობის ძირითადი, არსებითი პრინციპი. 3.
აზრი, ჩანაფიქრი. იდეალური საქონელი [ინგლ. იდეალ გოოდს] _ (ეკონ.). საქონელი, რომელსაც შეუძლია ადამიანის კონკრეტული მოთხოვნილება სრულად დააკმაყოფილოს და საბაზრო საქონლის ძირითადი ნიშნები განასახიეროს. იდენტიფიკაცია [ლათ. იდენტიფიკო _ ვაიგივებ] _ (სამართ.). გათანაბრება; ამოცნობა; რეალური ობიექტის, საქონლის შესაბამისობის დადგენა მასზე წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან. იდენტური [ლათ. იდენტიცუს] _ (სამართ., ეკონ.). სავსებით მსგავსი, ერთნაირი, იგივეობრივი. იერარქია [ბერძ. ჰიერარცჰია] _ (პოლიტ.). თანამდებობათა თანამიმდევრობა უდაბლესიდან უმაღლესისაკენ.
იზოლაცია [ფრანგ. ისოლატიონ] _ განმხოლოება, განცალკევება, დაშორიშორება, გამიჯვნა. იზოლაციონიზმი _ პოლიტი-
კა, როცა ქვეყანა უარს ამბობს სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევაზე და ამიტომ არ დებს მათთან ხელშეკრულებებს. იმიგრანტი [ლათ. იმმიგრანს
(იმმიგრანტის) _ ვინც შესახლდება] _ სხვა ქვეყანაში ჩასახლებული პირი.
იმიგრაცია [ლათ. იმმიგრო _ შესახლება] _ სხვა ქვეყნის მოქალაქეთა უცხო ქვეყანაში დროებით ან მუდმივ საცხოვრებლად შესვლა.
იმიტაცია [ლათ. იმიტატიო _ მიმსგავსება] _ ეკონომიკური ობიექტის ან პროცესის არანამდვილი, მაგრამ ნამდვილს დამსგავსებული რამე.
იმიჯი [ინგლ. იმაგე] _ პიროვნების, ფირმის, საქონლის რეპუტაცია.
იმობილიზაცია (საბრუნავი საშუალებების) [ლათ. იმმობილის _ უძრავი] _ მოძრავი ქონების უძრავად გადაქცევა.
იმპერატივი [ლათ. იმპერატივუს] _ ბრძანება; დაბეჯითებული, აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნა.
იმპერიალიზმი [ფრანგ. იმპერიალისმე < ლათ.] _ კოლონიებისაგან შემდგარი იმპერიის ქონის იდეა ან პრაქტიკა. იმპიჩი [ინგლ. იმპეაცჰ] _ (სა-
მართ.). 1. პარლამენტის წინაშე პირის (მათ შორის, სახელმწიფოს მეთაურის) სახელმწიფო ღალატში დადანაშაულება. 2. მოწმის კომპრომეტირება. იმპიჩმენტი [ინგლ. იმპეაცჰმენტ] _ (სამართ.). ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ., აშშ-ში და სხვ.) სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობის პირთა საპარლამენტო სასამართლოში მიცემის პროცედურა. იმპორტი [ინგლ. იმპორტ, ლათ. იმპორტარე] _ (ეკონ.). უცხოური საქონლის ქვეყანაში გასაყიდად შემოტანა. (საპირისპ. ექსპორტი). იმუნიტეტი [ლათ. იმმუნიტას _ რამესგან გათავისუფლება] _ (სამართ.) ცალკეული პიროვნების ხელშეუხებლობა, მასზე ზოგიერთი კანონის გაუვრცელებლობა. მაგ., დეპუტატის იმუნიტეტი _ საკანონმდებლო ორგანოს წევრის პიროვნების ხელშეუხებლობა (არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან პასუხისმგებლობაში მიცემა საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის გარეშე). იმუნიტეტი დიპლომატიური _ დიპლომატიური წარმომადგენლის ხელშეუხებლობა და მისი ბინის შეუვალობა. ინაუგურაცია [ინგლ. ინაუგურატიონ] _ (დიპლ.). ახალი პრეზიდენტის სახელმწიფოს სათავეში

ოფიციალურად ჩადგომის საზეიმო ცერემონია.
ინდემნიტეტი [გერმ. Iნდემნიტäტ,
ინგლ. ინდემნიტყ] _ საერთაშორისო სამართალში: ზარალის ანაზღაურება.
ინდექსი [ლათ. ინდეხ] _ (ეკონ.). ეკონომიკურ-სტატისტიკური მაჩვენებელი; შეფარდებითი სახით გამოხატავს რაიმე ეკონომიკური მოვლენის ცვალებადობას დროში. მაგ., ფასების ინდექსი, ხელფასის ინდექსი და მისთ. ინდიკატორი [ლათ. ინდიცატორ] _
საორიენტაციო ეკონომიკური მაჩვენებელი; იძლევა ეკონომიკური პროცესების მოსალოდნელი მიმართულებით განვითარების პროგნოზირების შესაძლებლობას. ინდოსამენტი, ჟირო [გერმ. Iნდოსსამენტ] _ დოკუმენტზე ხელმოწერა, რითაც ის სხვა პირს გადაეცემა. 1. (ფინანს.). ფასიანი ქაღალდის (ჩვეულებრივ, თამასუქის) უკანა გვერდზე წარწერა, რაც ადასტურებს მის გადაცემას სხვა პირზე. 2. (სამართ.). ხელმოწერა, რითაც დოკუმენტი იურიდიულ ძალას იძენს. 3. პოლისზე მინაწერი, რითაც პოლისში აღნიშნულ
თანხას ღებულობს მზღვეველი. ინდუსტრია [ლათ. ინდუსტრია _
საქმიანობა] _ (ეკონ.). მრეწველობა, განსაკუთრებით მსხვილი
(მძიმე).
ინდუქცია [ლათ. ინდუცტიო] _ აზროვნების მეთოდი _ კერძო ფაქტებიდან ზოგადი დასკვნის გამოყვანა. (საპირისპ. დედუქცია). ინექციები [ლათ. ინჯეცტიო]
ეკონომიკაში ფულადი სახსრების (კაპიტალის) ერთჯერადი დაბანდება.
ინვესტირება [ინგლ. ინვესტ] _ (ეკონ.). კაპიტალის დაბანდება; ფულის ჩადება ბიზნესში. ინვესტიცია [გერმ. Iნვესტიტიონ] _
კაპიტალის გრძელვადიანი დაბანდება რაიმე წარმოებაში, უმთავრესად ფასიანი ქაღალდების: აქციების, ობლიგაციებისა და სხვათა შესყიდვის სახით. ინვესტორი [ლათ. ინვესტორ _ მეანაბრე] _ იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს, აბანდებს საკუთარ, ნასესხებ ან მოზიდულ სახსრებს მისთვის სასურველ პროექტში.
ინვენტარი [ლათ. ინვენტარიუმ] _ საწარმოო დანიშნულებისა და სამეურნეო მოხმარების საგნები. ინვოისი [ინგლ. ინვოიცე] _ (ეკონ.). ანგარიშ-ფაქტურა; ზედნადები.
ინიციატივა [ფრანგ. ინიტიატივე] _ თაოსნობა რაიმე საქმეში. მაგ., საკანონმდებლო ინიციატივა _ საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტების შეტანა. ინკასაცია [იტალ. ინცასსარე] _ (ფინანს.). სათანადო დოკუმენტის წარდგენით ფულის მიღება. ინკასო [იტალ. ინცასსო] _ საშუამავლო საბანკო ოპერაცია ფულადი სახსრების გადამხდელისაგან მიმღებზე გადაცემის
შესახებ.
ინკოგნიტო [ლათ. ინცოგნიტუს _ უცნობი] _ (სამართ.). ვინაობის გაუმჟღავნებლობა, ფარულად ყოფნა.
ინკორპორაცია [ლათ. ინცურპორატიო] _ 1. თავის შემადგენლობაში სხვა ორგანიზაციის
ჩართვა, შემოერთება. 2. (სამართ.) ადრე გამოცემულ კანონთა თავმოყრა და სისტემატიზაცია მათში არსებითი ცვლილების შეუტანლად.
ინკრიმინირება [ლათ. ინ -ში და ცრიმენ _ ბრალდება] _
(სამართ.). ბრალის დადება, დადანაშაულება.
ინოვაცია [ლათ. ინნოვატიო] _ (ეკონ.). ფულის დაბანდება მეცნიერებაში, ტექნიკა-ტექნოლოგიის განახლებაში.
ინჟინირინგი [ინგლ. ინგინეერინგ,
ლათ. ინგენიუმ -გან, _ გამომგონებლობა] _ (ეკონ.). ახალი საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურება.
ინსაიდერი [ინგლ. ინსიდე _ შიგნით] _ პირი, რომელიც დაშვებულია ფირმის საქმიანობის საიდუმლო (არასაჯარო) ინფორმაციებზე თავისი თანამდებობის წყალობით.
ინსინუაცია [ლათ. ინსინუატიო] _ (სამართ.). სახელის გამტეხი ცილისწამება, მონაჭორი. იუნსიტრალ-ი [ინგლ. UNჩIთღAL] _ საერთაშორისო სავაჭრო სამართლის გაეროს კომისია. ინსპირაცია [ლათ. ინსპირატიო] _ (სამართ.). ვინმეს წაქეზება. ინსტანცია [ლათ. ინსტანტიო] _ ერთმანეთის დაქვემდებარებული სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა ცალკეული რგოლი, საფეხური.
ინსტიტუციონალური პოლიტიკა [ლათ. ინსტიტუტუმ _ დადგენა] _ სახელმწიფოს ღონისძიებები არსებული ინსტიტუტების შეცვლის ან ახლის
ჩამოსაყალიბებლად, უმეტესად, ეკონომიკისა და სამართლის სფეროებში.
ინსტრუქცია [ლათ. ინსტრუცტიო _ დარიგება] _ სახელმძღვანელო მითითებები; სპეციალურ ნორმატიულ დოკუმენტებში ჩამოყალიბებული სამსახურეობრივი ქცევის წესები.
ინტეგრაცია [ლათ. ინტეგერ _
მთელი] _ ეკონომიკური სუბიექტების გაერთიანება, მათი ურთიერთქმედების გაღრმავება, კავშირების განვითარება.
ინტენსიური [ლათ. ინტენსიო] _ (ეკონ.). 1. დაძაბული, გაძლიერებული. 2. უკეთესი შედეგის, ნაყოფიერების მომცემი. (საპირისპ. ექსტენსიური).
ინტენსიფიკაცია _ (ეკონ.). რესურსული პოტენციალის ინტენსიური გამოყენებით წარმოების ეფექტიანობის ამაღლება. ინტერვენცია [ლათ. ინტერვენტიო] _ (პოლიტ.). ერთი სახელმწიფოს ჩარევა სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში (უმთავრესად, სამხედრო ხასიათის).
ინტერნეტი [ინგლ. ინტერნეტ] _ გლობალური კომპიუტერული ქსელი, რომელიც იძლევა ტევად სპეციალიზებულ საინფორმაციო სერვისზე დაშვების საშუალებას და უზრუნველყოფს ელექტრონულ ფოსტას.
ინტერნირება [ლათ. ინტერნუს _
საშინაო] _ (სამართ.). თავისუფლების შეზღუდვის (იძულებითი დაკავების) განხორციელების სპეციალური რეჟიმი, რომელსაც ადგენს მეომარი მხარე მეორე მხარის სამოქალაქო პირების მიმართ ან ნეიტრალური სახელმწიფო მის ტერიტორიაზე მყოფი მეომარი მხარეების სამხედროთა მიმართ.
ინტერნეტ-მერკეტინგი _ მარკეტინგი ინტერნეტში, რომელიც ვებ-საიტების გამოყენებითა
და ელექტრო ფოსტით ინფორმაციის მიზანმიმართული გაგზავნა ხორციელდება.
ინტერპოლი [ინგლ. Iნტერპოლ] _ სისხლის სამართლის პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია. ინტერპრეტაცია [ლათ. ინტერპრეტატიო] _ რისამე (კანონის, პრეცედენტის და მისთ.) აზრის ახსნა, განმარტება.
ინტერცესია [ლათ. ინტერცესსიო] _ სამოქალაქო სამართალში: იურიდიული ჩარევა _ თავის თავზე აღება სხვისი ვალის, ვალდებულების და სხვ. ინტერფეისი _ სხვადასხვა საშუალებებისა (პროგრამული, ენობრივი, ტექნიკური და სხვ.) და წესების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს პროგრამულ სისტემებს, ტექნიკურ მოწყობილობებს, მომხმარებლებსა და თვით სისტემებს შორის. ინტრანეტი [ინგლ. Iნტრანეტ] _ ინტერნეტის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კორპორატიული ელექტრონული ქსელი. ინფლაცია [ლათ. ინფლატიო
გაბერვა] _ (ეკონ.). ქვეყანაში ქაღალდის ფულის გაუფასურება; შედეგია ქაღალდის ფულის გადაჭარბებული გამოშვებისა ან ბაზარზე საქონლის სიმცირისა; მჟღავნდება საქონელზე ფასების ზრდაში, რაც ამ საქონლის წარმოების ხარისხის ამაღლებით არ არის გამოწვეული. ინფორმატიკა _ სამეცნიერო დისციპლინების ერთობლიობა, რომლის პრობლემატიკა სხვადასხვა ასპექტით დაკავშირებულია გამომთვლელი და კომუნიკაციური ტექნიკის შექმნასა და გამოყენებასთან.
ინფორმაცია [ლათ. ინფორმატიო] _ რაიმე შეტყობინება რაიმეს
შესახებ. ინფრასტრუქტურა [ლათ. ინფრასტრუქტურა _ მახლობლად] _ მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მომსახურე დარგები (მაგ., ხიდები, გზები, საზკვება, კავშირგაბმულობა და სხვ.). ინციდენტი [ლათ. ინციდენს _
რაც ხდება] _ (სამართ.). უსიამოვნო შემთხვევა, გაუგებრობა. იპოთეკა [ბერძ. ჰიპოტჰēკē _ გირაო] _ (ეკონ.). 1. უძრავი ქონების დაგირავება (უმეტესად, მიწის ან ნაგებობის) სესხის მისაღებად. 2. თვით დაგირავებული უძრავი ქონება.
ირეიტა [ლათ. ერრეტა] _ (სამართ.). ხელმოწერა დოკუმენტზე (მაგ., სერტიფიკატზე), რომელიც მისი გაფორმების დროს უმნიშვნელო ან ბეჭდვითი შეცდომის შესწორებას ადასტურებს.
ისტებლიშმენტი [ინგლ. ესტაბლისჰმენტ] _ 1. (პოლიტ.). ხელისუფლების პრივილეგიური ჯგუფები; მთელი სისტემა. 2. გავლენიანი პირები (მეცნიერების რომელიმე დარგის და სხვ.). 3. (ეკონ.) მოგების მაღალი დონე, მდგრადი მდგომარეობა საზოგადოებაში, შეძლებულად ცხოვრება. იურიდიკული [ლათ. ჯურიდიცუს _
სამოსამართლო] _ რაც დაკავშირებულია უფლებრივ, სამარათლის ნორმებთან; მათ შესწავლა-გამოყენებასთან.
იურისდიქცია [ლათ. ჯურისდიცტიო _ სამოსამართლო წარმოება] _ მართლმსაჯულების, სამოსამართლო საქმის წარმოების უფლება, განსჯადობა. 2. საქმეები, რომლებიც ამა თუ იმ დაწესებულების წარმოებას ექვემდებარება. იურისკონსულტი [ლათ. ჯურის-
ცონსულტუს _ სამართლისმცოდნე] _ კონსულტანტი, დაწესებულების თანამშრომელი იურისტი _ იურიდიული რჩევების მიმცემი, ამ დაწესებულებისა და მისი თანამშრომლების ინტერესების დამცველი. იურისპრუდენცია [ლათ. ჯურისპრუდენტია] _ 1. სამართალი, სამართალმცოდნეობა,
იურიდიულ მეცნიერებათა ერთობლიობა. 2. იურისტთა პროფესიული მოღვა-წეობა, სასამართლო პრაქტიკა. იურისტი _ სამართლისა და
კანონის მცოდნე, იურიდიულ ფაკულტეტდამთავრებული, იურისპრუდენციაში მომუშავე პირი, სამართალმცოდნე.
იუსტიცია [ლათ. ჟუსტიცია] _ 1. მართლმსაჯულება, სასამართლო წარმოება. 2. სასამართლო დაწესებულებათა სისტემა, სასამართლო უწყება.
იჯარა [ლათ. ორრენდარე _ გაქი-
რავება] _ (ეკონ.). ქონების (მიწის) გაცემა მისი მეპატრონის მიერ დროებითი სარგებლობისათვის სხვა პირებზე სახელშეკრულებო პირობებით. კ

კაბალა [არაბ. კაბალა _ ვალდებულება] _ 1. ეკონომიკური დამოკიდებულების მძიმე ფორმა, რომელშიც ექცევიან ის პირები, რომლებმაც ძნელად დასაბრუნებელი სესხი მიიღეს; იურიდიული აქტი, რითაც გაფორმებულია სავალო ვალდებულება. 2. სრული დამოკიდებულება ვინმეზე.
კადასტრი [ფრანგ. ცადასტრე _ რეესტრი] _ (ეკონ.). უძრავი ქონების აღწერა-შეფასება საგადასახადო მიზნით. კაზუალობა, კაზუალი [ლათ. ცასუალის _ შემთხვევა] _ შემთხვევითობა; რის განზოგადებაც არ ხერხდება.
კაზუისტი _ 1. იურისტი, რომელიც დახელოვნებულია რთული, დახლართული საქმის გახსნაში. 2. (გადატ.). იტყვიან ადამიანზე, რომელიც გაწაფულია კაზუისტიკაში. კაზუისტიკა [ლათ. ცასუს _ შემთხვევა] _ ზოგადი იურიდიული ნორმების განხილვა კერძო შემთხვევებთან დაკავშირებით. კაზუს ბელი [ლათ. ცასუს ბელლი] _ უშუალო ფორმალური საბაბი სახელმწიფოთა შორის საომარი მდგომარეობის წარმოშობისათვის.
კაზუს ფედერისი [ლათ. ცასუს
ფოედერის] _ იურიდიული ფაქტები, გარემოებანი ან პირობები, რომელთა დადგომაც ავალდებულებს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს, ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, განახორციელოს გარკვეული ქმედებანი (მაგ., ეკონომიკური ან სამხედრო დახმარება და სხვ.).
კაზუსი [ლათ. ცასუს] _ 1. კერძო შემთხვევა. 2. სასამართლო პრაქტიკაში: რთული, დახლართული საქმე. 3. ისეთი მოქმედება, რომელსაც გარეგნულად აქვს დანაშაულის ნიშნები, მაგრამ აკლია ბრალდების ელემენტები და ამიტომ დაუსჯელია. კალკულაცია [ლათ. ცალცულატიო _ ანგარიში] _ (ეკონ.). ერთეული ნაკეთობის წარმოებასა და რეალიზაციაზე გაწეული დანახარჯების ჯამი.
კანონი [ბერძ. კანōნ] _ 1. წესი, ნორმა, ძირითადი დებულება. 2. (სამართ.). ხელისუფლების მიერ დადგენილი ყოვლად სავალდებულო წესი. 3. საგნებსა და მოვლენებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება; კანონზომიერება.
კანონიკური [ბერძ. კანონიკოს] _ (გადატ.). მტკიცედ დადგენილი, ნიმუშად მიღებული.
კაპიტალი [ლათ. ცაპიტალის
მთავარი] _ (ეკონ.). ფართო გაგებით _ ყველაფერი, რასაც შემოსავლის მოტანა შეუძლია ან ხალხის მიერ საქონლისა და მომსახურების წარმოებისათვის შექმნილი რესურსები. ვიწრო გაგებით _ საქმეში დაბანდებული, შემოსავლის მომტანი წყარო წარმოების საშუალებების სახით (ფიზიკური კაპიტალი); ინვესტტიცია.
კაპიტალიზმი [ინგლ. ცაპიტა-
ლისმ] _ ეკონომიკური სისტემა, სადაც ფული, ქონება და სხვა ფონდები ინდივიდების მფლობელობაშია და სადაც ეკონომიკას მართავს მოთხოვნა, ხოლო საბაზრო ძალები განსაზღვრავენ ფასებსა და მიწოდებას. კაპიტულაცია [ლათ. ცაპიტულარე] _ საომარი მოქმედებების დროს შეიარაღებული ძალების მიერ წინააღმდეგობის შეწყვეტა. კარდინალური [ლათ. ცარდინალის _ მთავარი] _ (პოლიტ., ეკონ.). ძირითადი, უმთავრესი, უმნიშვნელოვანესი.
კარინექსი [ინგლ. ჩურრენეხ] _ ელექტრონული საფონდო ბირჟა
(აშშ-ში).
კარტ-ბლანში [ფრანგ. ცარტე
ბლანცჰე _ ხელმოწერილი სუფთა ფურცელი, `თეთრი ბარათი~] _ (გადატ.). განუსაზღვრელი რწმუნებანი; მოქმედების სრული თავისუფლება.
კასაცია [ლათ. ცასსატიო _ გაუქმება] _ 1. სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში. 2. განცხადება სასამართლოს განაჩენის (გადაწყვეტილების) გადასინჯვის შესახებ. კაუზა [ლათ. ცაუსა] _ მიზეზი. კაუზალური [ლათ. ცაუსალის] _ (სამართ.). მიზეზობრივი. კაფ-ი [ინგლ. ჩAF] _ საერთაშორისო ვაჭრობაში: საქონლის გადაზიდვის პირობა, რომელშიც ჩართულია ამ საქონლის მიტანისა და ტრანსპორტირების ხარჯები (დაზღვევის გარეშე) გამყიდველიდან იმ ადგილამდე, სადაც მყიდველმა იგი უნდა მიიღოს.
კე დ’ ორსე [ფრანგ. Qუაი დ’ Oრსაყ] _. საგარეო საქმეთა სამინისტროს რეზიდენცია (საფრ.).
`კენგურუ~ [ინგლ. კანგაროო] _ კანონპროექტის განხილვისას გამოყენებული სისტემა, როცა ზოგიერთი მუხლი საერთოდ არ განიხილება, პირდაპირ კენჭი ეყრება, ხოლო შემდეგი საკითხის განხილვა გრძელდება. კვაზი [ლათ. ქუას] _ (ეკონ.). მოჩვენებითი, არანამდვილი; თითქმის მსგავსი.
კვალიფიცირება [ინგლ. ქუალიფყ] _ (სამართ). 1. შეფასება; პირობების შესაბამისობა. 2. შეზღუდვა (უფლებისა). კვორუმი [ლათ. ქუორუმ] _
კრების მონაწილეთა ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია კრების დადგენილების კანონიერად ცნობისათვის. კვოტა [ლათ. ქუოტა _ თითო-
ეულის წილი] _ (ეკონ., სამართ). დადგენილი წილი, მიღებული ნორმა, დასაშვები რაოდენობა რისამე.
კლასიფიკაცია [ლათ. ცლასსის _ თანრიგი და ფაციო _ ვაკეთებ] _ საგნების (მოვლენების, ცნებების) დაყოფა, დაჯგუფება განმასხვავებელ ნიშან-თვისებათა მიხედვით.
კლაუზულა [ლათ. ცლაუსულა _
დასკვნა] _ (სამართ). შაერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების განსაკუთრებული ხასიათის მქონე დებულება, საგანგებო პირობა.
კლერკი [ინგლ. ცლერკ] _ მოხელე (მაგ., ოფისის, ანგარიშწარმოების და მისთ.). კლიენტი [ინგლ. ცლიენტ] _ (ეკონ.). 1. ის, ვინც პროფესიონალის მიერ გაწეულ მომსახურებაში ფულს იხდის. 2.
(სამართ.). პირი, რომელსაც ადვოკატი წარუდგენს საქმისმწარმოებლებს. 3. (ბიზნ.). მუდმივი მომხმარებელი.
კლირინგი [ინგლ. ცლეარინგ] _ (ფინანს.). უნაღდო ანგარიშსწორების ერთ-ერთი ფორმა. კოალიცია [ლათ. ცოალიტიო] _ (პოლიტ.). პირთა, პარტიათა ან სახელმწიფოთა გაერთიანება საერთო მიზნის მისაღწევად. კოდექსი [ლათ. ცოდეხ _ წიგნი] _ (სამართ). განსაზღვრული წესით სისტემაში მოყვანილი ოფიციალურ კანონთა კრებული. კოდიფიკაცია, კოდიფიცირება [ლათ. ცოდეხ _ წიგნი და ფაციო _ ვაკეთებ] _ (სამართ). ყველა კანონის ერთად თავმოყრა ოფიციალურ სამართლებრივ კოდექსში.

კოიმპერიუმი [ლათ. ცო(ნ) _
ერთად და იმპერიუმ _ ხელისუფლება] _ (პოლიტ.). რამდენიმე სახელმწიფოს ერთობლივი ბატონობა სხვის ტერიტორიაზე, რომელსაც საგანგებო საერთაშორისო სტატუსი ენიჭება. კოლეგია [ლათ. ცოლლეგიუმ] _ თანამდებობის პირთა ჯგუფი, რომლებიც ქმნიან ადმინისტრაციულ, სათათბირო ან განმკარგულებელ ორგანოს. კოლიზია [ლათ. ცოლლისიო] _ (სამართ.). საპირისპირო შეხედულებათა, მისწრაფებათა, ინტერესთა შეჯახება; წინააღმდეგობა (კანონთა მუხლების და მისთ.). კოლიზიური ნორმა [ლათ.
ცოლლისიო _ შეჯახება] _ საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმა, რომელიც მიუთითებს, თუ რომელი სახელმწიფოს სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული საერთაშორისო ხასიათის მქონე სამოქალაქო, საოჯახო, შრომითი ან სხვა ურთიერთობის რეგულირების დროს.
კომანდიტური ამხანაგობა [ფრანგ. ცომმანდიტე `ნდობაზე დამყარებული ამხანაგობა~] _ წარმოების ისეთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რომლის მონაწილეთაგან ერთნი (კომპლიმენტარები, სრული ამხანაგობები) მთელი თავისი ქონებით აგებენ პასუხს, მეორენი (კომანდიტისტები, მეანაბრეები) კი _ მხოლოდ ამ წამოწყებაში დაბანდებული თავიანთი კაპიტალით.
კომენტარი [ინგლ. ცომმენტარყ] _ 1. სახელმძღვანელო, რომელიც კანონების განმარტებებს იძლევა. 2. მოკლე შენიშვნები, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით მთავარი საკითხების კომენტირებას ახდენენ.
კომერსანტი [ფრანგ. ცომერცანტ] _ პირი, რომელიც კომერციას ეწევა.
კომერცია [ლათ. ცომმერციუმ] _ ვაჭრობა და სავაჭრო-საშუამავლო საქმიანობა მოგების მისაღებად. ფართო გაგებით _ მეწარმეობა.
კომივოიაჟორი [ფრანგ. ცომმის
ვოყაგეურ] _ სავაჭრო შუამავალი, რომელიც ფირმის დავალებით საქონლის მყიდველებს ეძებს, ავრცელებს საქონლის ნიმუშებსა და სხვ.
კომისიონერი [ფრანგ. ცომმი-
სსიონნაირე] _ პირი, რომელიც შუამავლობს სავაჭრო გარაგებებში და ამისათვის გარკვეულ გასამრჯელოს იღებს. კომიტენტი [ლათ. ცომმიტენს _ დავალების მიმცემი] _ (სამართ.). პირი, რომელიც დავალებას აძლევს სხვა პირს (კომისიონერს) დადოს გარკვეული გარიგება თავისი სახელით, მაგრამ კომიტენტის ხარჯზე.
კომიტეტი [ფრანგ. ცომმიტé] _
ადამიანების ოფიციალური ჯგუფი, არჩევითი ორგანო, რომელიც სახელმწიფო, სამეურნეო, საზოგადოებრივი საქმიანობის რომელიმე სფეროს ხელმძღვანელობს. კომპანია [ინგლ. ცომპანყ] _ იურიდიული ან ფიზიკური პირების გაერთიანება რაიმე სარგებლის მისაღებად. კომპენსაცია [ლათ. ცომპენ-
სატიო] _ (ეკონ.). მიყენებული ზიანის ან ზარალის ანაზღაურება; საზღაური. კომპეტენცია [ლათ. ცომპე-
ტენტია] _ უფლებამოსილებათა სფერო, რომელიც აქვს დაწესებულებას ან თანამდებობის პირს. იგი კანონების, ნორმატიული დოკუმენტების, წესდებების, მიხედვით განისაზღვრება. კომპიუტერი [ინგლ. ცომპუტერ]
_ ელექტრონული ციფრული გამომთვლელი მანქანა, რომელიც ითვლის ან აგროვებს ინფორმაციას და ავტომატურად ამუშავებს მას.
კომპონენტი [ლათ. ცომპონენს] _ რისამე შემადგენელი ნაწილი. კომპრომეტირება [ფრანგ. ცომპრომეტტრე] _ ვინმესთვის სახელის გატეხა, რეპუტაციის შელახვა (ვისიმე წინაშე).
კომპრომისი [ლათ. ცომპრო-
მისსუმ] _ (ეკონ., პოლიტ., სამართ.). ურთიერთდათმობით მიღწეული შეთანხმება. კომუნიკაცია [ინგლ. ცომმუნიცატიონ] _ ინფორმაციის გადაცემა; ოფიციალური შეტყობინება. კომუნიკე [ფრანგ. ცომმუნიქუé] _ 1. ოფიციალური შეტყობინება საერთაშორისო მოლაპარაკების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. 2. საერთოდ, ოფიციალური ცნობა რაიმე საკითხის
შესახებ.
კონგრესი [ლათ. ცონგრესუს _
შეხვედრა] _ 1. ფართო შემადგენლობის თათბირი, ყრილობა (უპირატესად, საერთაშორისო). 2. აშშ-ში არჩეული ფედერალური საკანონმდებლო ორგანო. კონგრუენცია [ლათ. ცონგრუ-
ენტია] _ (დიპლ.). შესაბამისობა, თანხვდენილობა, თანაზომიერება. კონდომინიუმი [ლათ. ცონდო-
მინიუმ] _ საერთაშორისო სამართალში: რომელიმე ტერიტორიის მართვა ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ. კონვენცია [ლათ. ცონვენტიო _ შეთანხმება, ხელშეკრულება] _ (სამართ.). სახელმწიფოთა შორის რაიმე კონკრეტულ საკითხზე დადებული ხელშეკრულება. კონვერგენცია [ლათ. ცონვერ-
გენს _ რაც ემთხვევა რასმე] _ (ეკონ.). რაიმე ნიშან-თვისებათა დამთხვევა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ მოვლენებში. კონვერსია [ლათ. ცონვერსიო _ შეცვლა] _ (ფინანს.). წინათ გამოშვებული სახელმწიფო სესხის პირობების შეცვლა (პროცენტის შემცირება, გადახდის ვადის გადაწევა და სხვ.). კონვერტირება [ლათ. ცონვერსიო
_ შეცვლა, გადაცვლა] _
(ფინანს.). ერთი ქვეყნის ვალუტის გადაცვლა სხვა ქვეყნის ვალუტაზე.
კონიუნქტურა [ლათ. ცონჯუნცტურა] _ (ეკონ.). შექმნილი ვიტარება, ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც ბაზარზე მოთხოვნამიწოდების არსებული ურთიერთობით ხასიათდება. კონკორდატი [ლათ. ცონცორდატუმ _ შეთანხმება] _ სპეცია-ლური ხელშეკრულება რომის კათოლიკურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომლითაც ეკლესიას გარკვეული უფლებები და პრივილეგიები ენიჭება. კონკურენცია [ლათ. ცონცურრენტია _ შეჯახება] _ (ეკონ.). 1. მეტოქეობა უპირატესობის მოსაპოვებლად რაიმე საკითხზე. 2. კერძო მწარმოებელთა ბრძოლა საქონლის წარმოებისა და გასაღების ხელსაყრელი (მომგებიანი) პირობებისათვის.
კონკურსი [ლათ. ცონცურსუს _ თავმოყრა, შეჯახება] _ შეჯიბრება მონაწილეთა შორის საუკეთესოს გამოსავლენად (პრემიის მისაღებად, თანამდებობის დასაკავებლად და სხვ.). კონოსამენტი [ფრანგ. ცონნაისსემენტ] _ (ეკონ., სამართ.). დოკუმენტი, ხელშეკრულება, ტვირთის გადაზიდვის თაობაზე, რომელიც ტვირთის გამგზავნსა და სატრანსპორტო კომპანიას შორის ფორმდება.
კონსალტინგი [ინგლ. ცონსულ-
ტინგ] _ ეკონომიკისა და სხვა საკითხებზე კონსულტაციური მომსახურება.
კონსენსუალური [ლათ. ცონსენ-
სუს _ თანხმობა] _ შეთანხმებითი. კონსენსუალური ხელშეკრულება _ მხარეთა ზეპირ შეთანხმებაზე დაფუძნებული ხელშეკრულება. კონსენსუსი [ლათ. ცონსენსუს _ თანხმობა, ერთსულოვნება] _ სადავო საკითხზე მოლაპარაკებათა გზით მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა. კონსერვაცია [ლათ. ცონსერვატიო] _ ეკონომიკური პროცესის, საქმიანობის ან ობიექტის მშენებლობის გაურკვეველი ვადით
შეჩერება.
კონსიგნაცია [ლათ. ცონსიგნატიო _ წერილობითი დასაბუთება] _ საქონლის საზღვარგარეთ საკომისიო გაგზავნა-ყიდვის ერთერთი ფორმა. კონსიგნანტი _ საქონლის (ტვირთის) მესაკუთრე და გამგზავნი. კონსიგნატორი _ საქონლის (ტვირთის) მიმღები და გამყიდველი.
კონსოლები [ინგლ. ცონსოლს] _ (ფინანს.). სახელმწიფო სესხის ობლიგაციები, რომელთაც აქვთ არსებობის შეუზღუდავი (ან გრძელვადიანი) ხანგრძლივობა. კონსოლიდაცია [ლათ. ცონსოლი-
დატიო _ გამაგრება, შეზრდა] _ 1. ორი ან რამდენიმე ფირმის, კომპანიის გაერთიანება, შერწყმა. 2. მოკლევადიანი სახელმწიფო სესხის გრძელვადიანად (ან უვადოდ) შეცვლა.
კონსორციუმი [ლათ. ცონსორტიუმ
_ მონაწილეობა] _ (ეკონ.). საერთო შეთანხმების საფუძველზე სხვადასხვა კომპანიების, ბანკების დროებითი გაერთიანება რაიმე მსხვილი ფინანსური ოპერაციის ჩასატარებლად. კონსპირაცია [ლათ. ცონსპირატიო _ შეთქმულება] _ (სამართ.). საიდუმლოს მკაცრად დაცვა. კონსტატაცია [ფრანგ. ცონსტატატიონ _ (სამართ.). რისამე დადგენა, არსებობის დადასტურება. კონსტიტუტიური [ფრანგ. ცონსტიტუტიფ] _ (სამართ.). არსებითი, ძირითადი; რისამე განმსაზღვრელი.
კონსტიტუცია [ლათ. ცონსტიტუტიო
_ დადგენა] _ (სამართ.). სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომლითაც ქვეყანა იმართება; განსაზღვრავს სახელმწიფო წყობილებას, საარჩევნო სისტემას, სახელმწიფო ორგანოების შექმნისა და მოქმედების პრინციპებს, მოქალაქეთა ძირითად უფლებამოვალეობებს. კონსტიტუციური _ (სამართ.). კონსტიტუციასთან დაკავშირებული, მასზე დამყარებული. კონსტიტუციური მონარქია _ სახელმწიფო წყობილება, როცა მონარქის ხელისუფლება კონსტიტუციით შეზღუდულია. კონსტრუქციული [ინგლ. ცონსტრუცტივე] _ (პოლიტ., დიპლ.). ქმედება, რაც რაიმეს გაკეთებაში გვეხმარება.
კონსული [ლათ. ცონსულ] _ (დიპლ.). უცხო ქალაქში მყოფი უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც ეხამრება თავისი ქვეყნის მოქალაქეებს და იცავს მათ ბიზნესინტერესებს.
კონსუმენტი [ინგლ. ცონსუმე _ მოხმარება] _ (ვაჭრ.). საქონლისა და მომსახურების მომხმარებელი. კონტინგენტი [ლათ. ცონტინგენს _ ურთიერთშეხება] _ (ეკონ.). სახელმწიფო ორგანოების მიერ განსაზღვრულ ქვეყნებში ზოგიერთი საქონლის შეტანის, გამოტანის ან ტრანზიტის დადგენილი ზღვრული ნორმები. კონტო [იტალ. ცონტო] _
(ფინანს.). ანგარიში.
კონტომატი _ ფულის გაცემის ავტომატი საბანკო-საკრედიტო ბარათის გამოყენებით. კონტო-სეპარატო [იტალ. ცონტო სეპარატო] _ ცალკე ანგარიში. კონტრაბანდა [იტალ. კონტრა-
ბანდო] _ (ეკონ., სამართ.). 1. საქონლისა და სხვა ფასეულობის უკანონო გატანა-შემოტანა საზღვარზე. 2. თვით ფარულად გადაზიდული საქონელი. კონტრადიქტი [ინგლ. ცონტრადიცტ] _ არ დათანხმება ან ზუსტად საპირისპიროს თქმა. კონტრადიქცია [ინგლ. ცონტრადიცტიონ] _ წინააღმდეგობა. კონტრადიქტორი _ მოწინააღმდეგე. კონტრაფაქცია [ფრანგ. ცონტრა-
პეცტიონ _ ყალბისმქნელობა] _ (ეკონ., სამართ.). რაიმეს კეთება სხვისი სახელით, უკანონო გამოყენებით.
კონტრაქტი [ლათ. ცონტრაცტუს] _ (სამართ.). იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება ორ ან რამდენიმე პირს შორის, რომლითაც განსაზღვრულია მათ მიერ შესასრულებელი მოქმედება და პასუხისმგებლობა ამ მოქმედების შესრულებისათვის.
კონტრაჰენტი [ლათ. ცონტრაჰენს _ შეთანხმებული] _ (სამართ.). პირი ან დაწესებულება, რომელმაც გარიგებით რაიმე ვალდებულება იკისრა.
კონტრიბუცია [ლათ. ცონტრიბუტიო] _ (ეკონ., სამართ.). იძულებითი გადასახდელი ან ქონების ამოღება ომში დამარცხებული სახელმწიფოსაგან.
კონტროლი [ფრანგ. ცონტრôლე] _ (ფინანს.). რისამე შემოწმება; ობიექტის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შემოწმება. კონტროფერტა [ლათ. ცონტრა _
წინააღმდეგ და ოფფერტუს _ შეთავაზებული] _ (ეკონ., სამართ.). თანხმობა შეთავაზებული ხელშეკრულების დადებაზე, მაგრამ სხვა პირობებით, ვიდრე პირველი ვარიანტით იყო ჩაფიქრებული, გათვალისწინებული. კონფედერაცია [ლათ. ცონფედერატიო] – (პოლიტ.). სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმა, დამოუკიდელ სახელმწიფოთა კავშირი გარკვეული მიზნების მისაღწევად ხელშეკრულების საფუძველზე. კონფიდენციალური [ლათ. ცონფიდენტია _ ნდობა] _ (სამართ.). საიდუმლო.
კონფისკაცია [ლათ. კონფისკატიო] _ (სამართ.). კერძო საკუთრებაში არსებული ქონების იძულებითი და უსასყიდლოდ ჩამორთმევა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ამ რწმუნების მქონე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ხორციელდება. კონფლიქტი [ლათ. ცონფლიცტუს _ შეჯახება] _ (სამართ.). წინააღმდეგობა შეხედულებებსა და ურთიერთობებში, საწინააღმდეგო ინტერესების შეჯახება; ცხარე კამათი.
კონფორმიზმი [ლათ. ცონფორმის _ მსგავსი, ხელსაყრელი] _ ერთგვაროვნობა, უძრაობა, შემგუებლობა, შემთანხმებლობა. კონფრონტაცია [ფრანგ. ცონფრონტატიონ] _ (სამართ.). ურთიერთდაპირისპირება, ურთიერთწინააღმდეგობა.
კონცენტრაცია [ლათ. ცონცენტრატიო] _ (ეკონ.). რისამე მოგროვება, თავმოყრა, ერთად დაჯგუფება. კონცეპტუალური [ლათ. ცონცეპტუს] _ აზრობრივი. კონცერნი [ინგლ. ცონცერნ] – (ეკონ.). საწარმოთა მსხვილი გაერთიანება, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია საერთო ინტერესებით, ხელშეკრულებებით, კაპიტალით, ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობით.
კონცესია საერთაშორისო [ლათ. ცონცესსიო _ ნებართვა, დათმობა] _ (სამართ.). სახელმწიფოს მიერ უცხოეთის ფირმისათვის უფლების მიცემა აწარმოოს მის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაცია, სამრეწველო-ეკონომიკური ხასიათის საქმიანობა.
კონცესიონერი [ინგლ. ცონცესსიონაირე] _ (ვაჭრ.). პირი, რომელსაც უფლება აქვს იყოს პროდუქციის ერთადერთი გამყიდველი რომელიღაც ადგილზე. კონცეფცია [ლათ. ცონცეპტიო] _ შეხედულებათა სისტემა. კოოპერაცია [ლათ. ცოოპერატიო _ თანამშრომლობა] _ ფიზიკური პირების გაერთიანება ნებაყოფლობითი გაწევრიანების საფუძველზე კოლექტიური მეწარმეობისათვის.
კოოპტაცია [ლათ. ცოოპტატიო] _ არჩევითი ორგანოს ახალი წევრების არჩევა ამომრჩეველთა დაუკითხავად.
კოორდინაცია [ლათ. ცოორდი-
ნატიო] _ რაიმე მოქმედების, საქმიანობის (უმეტესად, მართვის პროცესების) შეთანხმება. კორესპონდენტი [ლათ. ცორრეს-
პონდარე _ მაუწყებელი] _ ბანკი ან სხვა ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც სხვა მსგავსი ორგანიზაციების ფინანსურ და კომერციულ დავალებებს ასრულებს.
კორნერი [ინგლ. ცორნერ _ კუთხე] _ (ეკონ.). პირის ან პირთა ჯგუფის შეგნებული მოქმედება, რომლებიც ბაზარზე პროცესის მსვლელობისა და ფასების აწევის კონტროლის ხელში ჩასაგდებად საქონლის ხელოვნურ დეფიციტს ქმნიან, რასაც კონტრაქტებისა და რეალური საქონლის მასიური შესყიდვით აღწევენ.
კორპორაცია [ლათ. ცორპორატიო] _ პირთა ჯგუფი, გაერთიანებული საერთო მიზნების მისაღწევად და ერთობლივი საქმიანობის განსახორციელებლად, იურიდიული პირის უფლებით.
კორუფცია [ლათ. ცორრუპტიო] _ (სამართ.). თანამდებობის პირთა მოსყიდვა.
კოტირება [ფრანგ. ცოტერ] _ (ფინანს.). საქონლის, ფასიანი ქაღალდებისა და უცხოური ვალუტის საბირჟო კურსის ოფიციალურად დადგენა და გამოცხადება.
კრედიტი [ლათ. ცრედიტუმ _ ვალი] _ 1. საქონლის ან ფულის გაცემა სესხად. (საპირისპ. დებეტი) 2. გარკვეული ხარჯების გასაწევად გაცემული თანხა. 3. ფული, რომელიც მისაღები აქვს კომპანიას.
კრედიტორი [ლათ. ცრედიტორ] _
პირი ან ორგანიზაცია, რომელმაც გასცა საქონელი ან ფული კრედიტად; პირი, რომლის მიმართაც ვინმემ ვალდებულება
იკისრა; მევალე. (საპირისპ. დებიტორი). პირველრიგისეული (პრეფერენციული) კრედიტორი _ კრედიტორი, რომელსაც პირველ რიგში უნდა გადაუხადონ, თუკი კომპანია ლიკვიდირებული იქნება. კრიზისი ეკონომიკური [ბერძ. კრისის] _ ქვეყნის, რეგიონის, მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, რომელიც ვლინდება წარმოების მნიშვნელოვან შემცირებაში, ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაში, საწარმოთა გაკოტრებაში, უმუშევრობის ზრდასა და ხალხთა ცხოვრების დონის დაქვეითებაში.
კრიმინალი [ლათ. ცრიმინალის _ დანაშაულებრივი] _ სისხლის სამართლის დანაშაული. კრიმინალისტიკა [ლათ. ცრიმინალის _ დანაშაულთან დაკავშირებული] _ იურიდიული დისციპლინა, რომელიც სწავლობს სისხლის სამართლის დანაშაულის გახსნის მეთოდიკას, ტექნიკასა და ტაქტიკას. კრიმინალური [ლათ. ცრიმინალის]
_ (სამართ.). სისხლის სამართალთან დაკავშირებული; დანაშაულებრივი.
კრიმინოლოგია [ლათ. ცრიმერ _ დანაშაული და ბერძ. ლოგოს _ მოძღვრება] _ (სამართ.). მოძღვრება დანაშაულის შესახებ. კრიტერიუმი [ბერძ. კრიტēრიონ _
მსჯელობის, გადაწყვეტის საშუალება] _ ნიშან-თვისება, რომლის მიხედვითაც რასმე აფასებენ, განსაზღვრავენ, კლასიფიკაციას ახდენენ; საზომი, შესადარისი საშუალება.
კულისა [ფრანგ. ცოულისსე _
ფარდა] _ (გადატ.). არაოფიციალური ბირჟა, სადაც კერძო მაკლერები თავისუფალი წესებით მოქმედებენ.
კუპიურა [ფრანგ. ცოუპურე] _ ფულის ნიშნის ან ფასიანი ქაღალდის ერთეული ეგზემპლარის საერთო სახელწოდება. კუპონი [ფრანგ. ცოუპონ] _ ფასიანი ქაღალდის ნაწილი მოსახევი ტალონის სახით.
კურსი [ლათ. ცურსუს] _
(ფინანს.). სხვა ქვეყნის ფულის ერთეულის ან ფასიანი ქაღალდის საბირჟო ფასი, გამოსახული ეროვნულ ფულად ერთეულში; ფასი, რომლის მიხედვითაც ვალუტისა და ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება.
კურტაჟი [ფრანგ. ცურტაგე] _ (ეკონ.). საშუამავლო გასამრჯელო, რომელსაც ბროკერი საბირჟო გარიგების განხორციელების დროს ღებულობს. კურტიე [ფრანგ. კოურტიერ] _ (ვაჭრ.). მაკლერი, აგენტი, შუამავალი.

ლაგი [ინგლ. ლაგ] _ ორ
ურთიერთდაკავშირებულ ეკონომიკურ მოვლენას შორის (აქედან ერთი მიზეზია, მეორე _ შედეგი) დროის ინტერვალი. ლათინური _ რომაელთა ენა, რომელიც საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა როგორც სასამართლოების ენა და დღესაც შედის მრავალ ზოგად იურიდიულ ფრაზაში. მაგ., `დე-იურე~, დე-ფაქტო~ და სხვ.
ლაიტმოტივი [გერმ. Lეიტმოტივ] _ 1. ძირითადი მოტივი. 2. (გადატ.). ხაზგასმით გამეორებული სახელმძღვანელო აზრი. ლამფსუმი [ინგლ. ლუმპ სუმ] _
ერთდროულად გადახდილი ფული (არა რამდენიმეჯერ მცირე თანხებით).
ლაჟი [ფრანგ. L’აგგიო] _ (ფინანს.). ფასიანი ქაღალდების (აქციების, ობლიგაციების და მისთ.) კურსის აწევა მათ ნომინალურ ღირებულებასთან
შედარებით; იგივეა, რაც აჟიო. ლატარია [იტალ. ლოტტერია] _ ნივთების ან ფულის გათამაშება ბილეთებით.
ლატენტური [ინგლ. ლატენტ] _ ფარული ან რომლის უცებ
დანახვა შეუძლებელია; ბუნდოვანი; სიტყვები კონტრაქტში, რომლებიც ორ ან მეტ რამეს შეიძლება ნიშნავდეს, მაგრამ ერთი შეხედვით შეცდომაში შემყვანი არ ჩანან; ფარული დეფექტი.
ლაფსუსი [ლათ. ლაპსუს] _ უნებლიე შეცდომა (ნაწერში, მეტყველებაში).
ლეგალიზაცია [ლათ. ლეგალის _
კანონიერი] _ (სამართ.). დაკანონება, იურიდიული ძალის მიცემა. ლეგალური [ლათ. ლეგალის] _
კანონით აღიარებული, ნებადართული; ღია, აშკარა. ლეგატი [ლათ. ლეგატუს] _
(სამართ.). ანდერძში გათვალისწინებული დავალება _ მემკვიდრემ მისცეს რომელიმე პირს გარკვეული თანხა ან ქონების ნაწილი. ლეგისლატურა [ინგლ. ლეგისლატურე] _ საკანონმდებლო ხელისუფლება, მაგ., პარლამენტი. ლეგისტები [ლათ. ლეხ (ლიგის) _ კანონი] _ შუა საუკუნეებში: იურისტები, რომლებიც ხელს უწყობდნენ რომაული სამართლის გავრცელებას დასავლეთ ევროპაში.
ლეგიტიმაცია [ლათ. ლეგიტიმუს _ კანონიერი] _ (სამართ.). რაიმე უფლების ან რწმუნების კანონიერების აღიარება ან დამტკიცება. ლეგიტიმური _ კანონით ნებადართული.
ლევერეჯი: `ბერკეტის პრინ-
ციპი~ _ თანაფარდობა საკუთარ (აქციონერულ) და ნასესხებ კაპიტალს შორის.
`ლეი-ევეი~ [ინგლ. ლაგ-აწაყ _ ჩადება უფრო შორს] _ (ფინანს.). გაყიდვის პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებული ფასის მთლიან ან ნაწილობრივ გადახდას.
`ლენდინგ-ბიზნესი~ [ინგლ. ლენდინგ ბუსენესს] _ (ეკონ., ფინანს.). გარიგება, ბიზნეს-ოპერაცია, რომლის შედეგები ცვლის ფირმის აქტივებს და ფინანსურ ანგარიშგებებში აისახება. ასეთი გარაგებებია: დაკრედიტება, სესხის მიცემა და მისთ.
ლენდინგი [ინგლ. ლანდინგ ცჰარგეს] _ (ფინანს.). საფასური დანიშნულების პორტში მოსული გემიდან საქონლის ჩამოტვირთვისათვის.
ლენდ-ლიზი [ინგლ. ლენდ-ლეასა < ლენდ _ სესხად მიცემა და ლეასა _ იჯარით გაცემა] _ (ეკონ.). ქვეყნისათვის საქონლის (შეიარაღება, სტრატეგიული ნედლეული, სურსათი და სხვ.) სესხად ან იჯარით მიცემა.
ლენდლორდი [ინგლ. ლანდლორდ] _ (ეკონ.). პირი ან კომპანია, რომელიც თავის საკუთრებას აქირავებს. 1. მსხვილი მიწათმფლობელი. 2. ბინების გამქირავებელი. ლიბერალიზაცია ეკონომიკის [ლათ. ლიბერალისატიონ _ თავისუფლება] _ ეკონომიკურ საქმიანობაზე, მეწარმეობასა და ფასებზე სახელმწიფო შეზღუდვების მოხსნა.
ლიბორი [ინგლ. LIBOღ _
Lონდონ ინტერ-ბანკ ოფფერედ ღატე] _ ლონდონის ბანკების მიერ, ჩვეულებრივ, 3-6 თვის ვადით გაცემული მოკლევადიანი კრედიტების განაკვეთები. ლიზ-ბეკი [ინგლ. ლეასე-ბაცკ _
უკუ იჯარა] _ (ეკონ.). ლიზინგური კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით სხვა ქვეყანაში დამამზადებელი ფირმიდან მოწყობილობის შეძენა შემდგომში მისი იმავე ფირმისათვის იჯარით მისაცემად. ლიზინგი [ინგლ. ლეასინგ _ იჯარა] _ (ეკონ.). მანქანა-მოწყობილობებისა და წარმოებრივი დანიშნულების ნაგებობების გრძელვადიანი იჯარა (6 თვიდან რამდენიმე წლამდე) შემდგომი გამოსყიდვის შესაძლებლობით. ლიზჰოლდი [ინგლ. ლეასეჰოლდ] _ (ეკონ.). გარკვეული დროის განმავლობაში ქონების იჯარით ფლობა.
ლიკვიდაცია [ფრანგ. ლიქუიდატიონ] _ (ეკონ., სამართ.). რისამე (წარმოების და მისთ.) საქმიანობის შეწყვეტა; დახურვა, გაუქმება; ვისიმე მოსპობა.
ლიკვიდური [ლათ. ლიქუიდუს _ მიმდინარე] _ (ფინანს.). რის განაღდება, ფულად ქცევა ადვილად შეიძლება. ლიკვიდურობა _ რეალიზეციის, მატერიალურ ფასეულობათა ნაღდ ფულად ქცევის სიადვილე.
ლიმიტი [ლათ. ლიმეს _ ზღვარი] _ ნორმა, რომლის ფარგლებში დასაშვებია რისამე ხარჯვა, სარგებლობა; ზღვრული ნორმა.
ლინკიჯი [ინგლ. ლინკაგე] _ (სა-
მართ.). ბირჟის ნებართვა თავის კლიენტებს გაუყიდონ და იყიდონ მათგან კონტრაქტები მათი შემდგომი ყიდვა-გაყიდვით სხვა ბირჟაზე.
ლინჩი [ინგლ. ლყნცჰ] _
(სამართ.). ბრალდებულის (ეჭვმიტანილის) შეპყრობა და მოკვლა სასამართლო მოსმენის გარეშე. ლისტინგი [ინგლ. ლისტ _ სია] _ (ეკონ., სამართ.). 1. საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვების წესი. 2. აქციების შეტანა ბირჟის კოტირების სიაში. (საპირისპ. Dელისტინგი).
ლიცენზია [ლათ. ლიტენტია უფლება, ნებართვა] _ (ეკონ., სამართ.). 1. ნებართვა სხვადასხვა სახეობის საქმიანობისათვის. აქ: ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების განხორციელებისათვის და მისთ. 2. ნებართვის დამადასტურებელი საბუთი. ლიცენზიარი _ ლიცენზიის გამცემი; ლიცენზიატი _ ლიცენზიის მიმღები. ლობი, ლობისტები [ინგლ. ლობბ _ დერეფანი, კულუარები] _ რიგ სახელმწიფოებში გაერთიანებები ან კერძო პირები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ზეგავლენას ახდენენ სახელმწიფო (განსაკუთრებით, საკანონმდებლო) ორგანოების საქმიანობაზე. ლოგიკა [ბერძ. ლოგიკē] _ 1. მეცნიერება აზროვნების ფორმებისა და კანონების შესახებ. 2. მსჯელობისა და დასკვნების თანამიმდევრობა. 3. შინაგანი კანონზომიერება.
ლოგიკური _ 1. ლოგიკის კანონებზე დაფუძნებული. 2. თავისი ხასიათით, შინაგანი კანონზომიერებით გაპირობებული; თანამიმდევრული; კანონზომიერი.
ლოგისტიკა _ მეცნიერება,
რომელიც შეისწავლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, სასაქონლო-მატერიალური მარაგების მართვის საკითხებს.
ლოგროლინგი _ საკანონმ-
დებლო ორგანოების წევრებს შორის `ხმებით ვაჭრობის~ პრაქტიკა.
ლოკალიზაცია [ლათ. ლოცალის _
ადგილობრივი] _ რისამე ადგილის შემოფარგვლა; გარკვეული ადგილიდან რისამე გავრცელებისათვის ხელის შეშლა. ლოკალური [ლათ. ლოცალის] _ განსაზღვრული ადგილისათვის დამახასიათებელი; ადგილობრივი. ლოკაუტი [ინგლ. ლოცკ-ოუტ] _ საწარმოთა დახურვა და მუშაკთა მასობრივი დათხოვნა გაფიცვების ჩახშობის მიზნით; ბლოკირება.
ლომბარდი _ საკრედიტო დაწესებულება, რომელიც იძლევა სესხს მოძრავი ქონების დაგირავებით.
ლონდერი [ინგლ. ლაუნდერ] _ ფულის `გარეცხვა~ (გათეთრება); უკანონო ან მოპარული ფულის გადარიცხვა ჩვეულებრივ საბანკო ანგარიშზე, რათა თავიდან აიცილონ ძიება. ლოტი [ინგლ. ლოტ] _ აქ: 1. საქონლის მთელი პარტია ან მისი საერთო რაოდენობის ნაწილი, რომელიც გაიყიდება ან მიეწოდება ხელშეკრულებით. 2. აუქციონზე ერთად გაყიდული საგნების პარტია.


მაგისტრალი [ლათ. მაგისტრალის _ მთავარი, წარმმართველი] _ ცნება, ეკონომიკური ზრდის მათემატიკური თეორიის ტერმინი. მაგნატი [ლათ. მაგნატუს _ მდი-
დარი, წარჩინებული] _ მსხვილი სამრეწველო ფინანსური კაპიტალის მფლობელი.
მადამ [ინგლ. Mადამ] _ (დიპლ.). ქალბატონო! ძრდილობიანი მიმართვის ფორმა ქალისადმი (განსაკუთრებით უცნობისადმი). წარმოითქმის (იწერება) გვარის წინ.
მაკიაველიზმი _ პოლიტიკა, რომელიც მიზნის მისაღწევად ყოველგვარ საშუალებას (მოტყუება, ვერაგობა, გამცემლობა, მკვლელობა და მისთ.) ამართლებს (იტალიელი პოლიტიკური მოღვაწისა და მწერლის ნიკოლო მაკიაველის გვარის მიხედვით). მაკლერი [გერმ. Mაკლერ] _
სავაჭრო შუამავალი.
მაკროეკონომიკა [ბერძ. მაცროს
_ დიდი და ეკონომიკა] _
ეკონომიკური მეცნიერების ნაწილი, რომელიც შეისწავლის მთლიანად ქვეყნის ეკონო-მიკას, მსხვილმასშტაბიან ეკონომიკურ მოვლენებსა და პროცესებს. მაკულატურა [ინგლ. მაცულატურე < ლათ. მაცულო _ გასვრა] _ უვარგისი ნაწარმი, რომელმაც თავისი ვადა დაასრულა; ქაღალდისა და მუყაოს გადასამუშავებელი ნარჩენები. მანგონიზაცია _ (სამართ.). ყალბი საქონლის დამზადება. მანდატი [ლათ. მანდატუმ] _
დოკუმენტი, რომელიც გარკვეული პირის უფლებებსა და უფლებამოსილებას მოწმობს. მანერა [ფრანგ. მანიèრე] _ მოქ-
მედების, ქცევის თავისებურება;
ჩვევა.
მანკო [იტალ. მანცო] _ (ეკონ). წონაში დაკლება საქონლის გაცემისას; სალაროს საერთო თანხის დანაკლისი. მანიპულირება [ლათ. მანიპულატიო] _ 1. რაიმე რთული მოქმედება, რთული ხერხი ხელით მუშაობისას. 2. (გადატ.). ოინი, ყალთაბანდობა. მანიფესტი [ლათ. მანიფესტუს _
აშკარა] _ 1. უმაღლესი ხელისუფლების წერილობითი მიმართვა მოსახლეობისადმი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენის გამო. 2. პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წერილობითი საპროგრამო მიმართვა.
მარ _ (დიპლ.). ისრაელში: თანამდებობის პირის ზრდილობიანი მიმართვის ფორმა მამაკაცისა და ქალისადმი. წარმოითქმის (იწერება) თანამდებობის წინ.
მარკა [გერმ. Mარკე] _ საქონელზე, ნაწარმზე დასმული ნიშანი, რომელზედაც აღნიშნულია მისი დამზადების ადგილი, ხარისხი და სხვა მონაცემები. მარკეტინგი [ინგლ. მარკეტინგ <
მარკეტ _ ბაზარი] _ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც საქონლის წარმოებისა და რეალიზაციის გასაუმჯობესებლად ხორციელდება.
მარკეტ-მეიკერი [ინგლ. მარკეტ მაკერ] _ საფონდო ბირჟის მაღალკვალიფიციური მუშაკი, ფასიანი ქაღალდების მენეჯერი. მარკირება _ [ფრანგ. მარქუერ _ აღნიშვნა] _ მარკის დასმა ნაწარმზე.
მარკო [იტალ. მარცო] _
(ფინანს.). მონეტის ფასის განსაზღვრა მისი წონის და არა ნომინალური ღირებულების მიხედვით. მარჟა [ფრანგ. მარგინალ _ განაპირა] _ (ფინანს.). სხვაობა ბირჟის ბიულეტენში ნაჩვენებ საბირჟო საქონლის გაყიდვისა და ყიდვის ფასს შორის. მარჟინალიზმი [ფრანგ. მარგინალ < ლათ. მარგო _ კიდე, საზღვარი, უკიდურესი] _ ეკონომიკური მიმდინარეობა, თეორია, რომელიც ეკონომიკურ პროცესებსა და მოვლენებს ზღვრული, ნამატი სიდიდეებიდან ან მდგომარეობიდან გამომდინარე ხსნის. მარჟინალური, მარჯინალური
[ინგლ. მარგინალ] _ (ეკონ.). ზღვართან ახლოს არსებული, თითქმის საზარალო; კრიტიკული. მარჯინი [ინგლ. მარგინ] _ პრო-
დუქციის გაყიდვიდან მიღებულ ფულსა და მასში გადახდილ
თანხას შორის სხვაობა; მოგება. მასმედია [ინგლ. მასსმედია] _
კომუნიკაციის მასობრივი საშუალებები (პრესა, რადიო-ტელევიზია).
მაფია [ლათ. მაფფია] _ (სამართ.). ფარულად ორგანიზებული, ჯგუფური დამნაშავეობა, ერთმანეთთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ჯგუფები, რომლებიც სახელმწიფოს კორუმპირებული მოხელეებისა და ორგანოების მხარდაჭერით სარგებლობენ.
მაქსიმალიზმი [ლათ. მახიმუს _ უდიდესი] _ (პოლიტ.). რაიმე უკიდურესი მოთხოვნის წამოყენება; გადაჭარბებულობა. მაქსიმუმი [ლათ. მახიმუმ] _ ყველაზე მეტი რაოდენობა რისამე. (საპირისპ. მინიმუმი). მეგა [ბერძ. მეგას _ დიდი] _
დიდი ზომის, უზარმაზარი. მეგაპოლისი _ თანამედროვე უზარმაზარი ქალაქი; მეგაეკონომიკა _ მსოფლიო ეკონომიკა. მედიატორი [ლათ. მედიატორ _ შუამავალი] _ (სამართ.). მომრიგებელი, შუაკაცი.
მედიო [ლათ. მედიო _
შუაგული] _ საბირჟო გარიგების შესრულების ვადა, რომელიც თვის შუა რიცხვში დგება. მეზო [ბერძ. მესოს _ შუა,
საშუალო] _ შუალედური. მეთოდი [ბერძ. მეტჰოდოს] _ ხერხი, წესი, წესების სისტემა რაიმე მოღვაწეობაში. მელონი _ (ეკონ.). გასანაწი-
ლებლად განკუთვნილი მაღალი მოგება.
მესიე, მუსიე _ (დიპლ). საფრანგეთში: ზრდილობიანი მიმართვის ფორმა მამაკაცისადმი. იწერება (წარმოითქმის) გვარის წინ.
მემორანდუმი [ლათ. მემორანდუმ _ რაც უნდა გვახსოვდეს] _ დიპლომატიური დოკუმენტი, რომელშიც ჩამოყალიბებულია რაიმე საკითხის ფაქტობრივი ან იურიდიული ანალიზი, სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია, თვალსაზრისი; მოკლე ჩანაწერი. მენეჯერი [ინგლ. მანაგე _ მართვა, უფროსი, პატრონი] _ პროფესიონალი მმართველი. მენეჯმენტი [ინგლ. მანაგემენტ] _ ხელმძღვანელობის, მართვის კომპლექსური სისტემა. მერკანტილიზმი [იტალ. მერცანტე ვაჭარი] _ XVI_XVIII საუკუნეების ეკონომიკური თეორია, რომლის თანახმად მთავარ როლს ეკონომიკაში, მოგების შექმნაში მიმოქცევის სფერო ასრულებს, ხოლო ერის სიმდიდრე ფულით განისაზღვრება. მერკანტილური _ (გადატ.). ვაჭრული, ანგარებიანი. მერჩანდაიზინგი [ინგლ. მერცჰანდისსინგ] _ საცალო სავაჭრო ქსელში საქონლის გასაყიდად მომზადება (სავაჭრო დახლების გაწყობა, ვიტრინების გაფორმება და სხვ.).
მეტა [იტალ. მეტა] _ გარიგების ისეთი პირობა, როცა მხარეები მოგებასა და ზარალს თანაბრად იყოფენ.
მეცენატი _ მეცნიერებისა და ხელოვნების მდიდარი მფარველი (რომაელი პოლიტიკური მოღვაწის მეცენატის სახელის მიხედვით).
მიგრანტი [ლათ. მიგრანს] _
ადამიანი, რომელიც საცხოვრებლად გადადის ერთი ადგილიდან მეორეში. მიგრაცია მოსახლეობის [ლათ. მიგრატიო] _ ადამიანთა გადაადგილება.
მიკროეკონომიკა [ბერძ. მიკროს _ მცირე] _ ეკონომიკური მეცნიერების ნაწილი, რომელიც საწარმოების (ფირმების) მასშტაბით მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და მოვლენებს სწავლობს.
მიკს-ფონდი [ინგლ. მიხედ _ შერეული] _ ისეთი ინვესტიციური ფონდი, რომელიც ფინანსებს მოძრავ და უძრავ ქონებაში აბანდებს.
მინიმუმი [ლათ. მინიმუმ] _ ყველაზე ნაკლები რაოდენობა რისამე. (საპირისპ. მაქსიმუმი). მისტერ _ (დიპლ.). ინგლისში, აშშ-ში, ჩინეთში, კორეაში: ზრდილობიანი მიმართვის ფორმა მამაკაცისადმი. იწერება (წარმოითქმის) გვარის წინ.
მოდელირება ეკონომიკური
[ლათ-დან მოდიტუს, ფრანგ. მოდელლე _ ზომა, ნიმუში] _ ეკონომიკური ობიექტებისა და პროცესების კვლავწარმოება შეზღუდულ, საცდელ ფორმებში. მოდერნიზაცია [ფრანგ. მოდერნე _ უახლესი] _ (ეკონ.). რაიმეს სრულყოფა, გაუმჯობესება, განახლება, ახალ ტექნიკურ პირობებთან და ხარისხობრივ მოთხოვნებთან შესაბამისობა. მოდიფიკაცია [ლათ. მოდიფიცატიო _ ცვლილება] _ (ეკონ.). პროგრესული ცვლილებების შეტანა, წარმოების ტექნოლოგიის გაუმჯობესება, სახეშეცვლილი მოდელის შექმნა.
მოდუს-ვივენდი [ლათ. მოდუს
ვივენდი _ ცხოვრების წესი] _ (დიპლ.). 1. ფაქტობრივი ვიტარება, შექმნილი მდგომარეობა, მისი აღიარება; არსებობის საშუალება. 2. არსებული პირობები, რომლებიც მოდავე მხარეთა შორის დროებით იძლევა ნორმალური, მშვიდობიანი ურთიერთობის საშუალებას. მოდუს-პროცედენდი [ლათ. მოდუს პროცედენდი _ ქცევის წესი] _ დიპლომატიურ პრაქტიკაში ნიშნავს, თუ როგორ უნდა წარიმართოს საქმიანობა, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების მოთხოვნებს შეესაბამება. მონარქი [ბერძ. მონარცჰოს] _ სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი (მეფე, იმპერატორი და სხვ.).
მონეტა [ლათ. მონეტა] _ ლითონისაგან (ოქრო, ვერცხლი და სხვ.) დამზადებული ფულის ნიშანი.
მონიტორინგი [ლათ. მონიტორ _ შემხსენებელი] _ რაიმე მოვლენის უწყვეტი მეთვალყურეობა და ანალიზი.
მონოპოლია [ბერძ. მონõპილია] _ 1. ეკონომიკური სიტუაცია, როდე-საც ერთი პირი ან კომპანია აკონტროლებს მთელ ბაზარს პროდუქციის მიწოდებაში. 2. (გადატ.). უპირატესობა, პირველობა რაიმე საქმეში. მონოპო-ლიზაცია _ მონოპოლიის დამყარება.
მონოპსონია [ინგლ. მონოპსონყ] _ (ეკონ.). სიტუაცია, როდესაც ერთი პირი ან კომპანია აკონტროლებს მთელ შესყიდვით საქმიანობას გარკვეულ ბაზარზე. მორატორიუმი [ლათ. მორატორიუს _ შემაკავებელი] _ 1. საერთაშორისო სამართლის სუბიექტთა შეთანხმება რაიმე ქმედებისაგან განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით თავშეკავებაზე. 2. (ეკონ.). აღებული ვალდებულებების შესრულების გადავადება განსაზღვრული დრო-ით რაიმე პირობის შესრულებამდე ან საგანგებო მდგომარეობის (მაგ., ომის, სტიქიური უბედურების) გამო.
მოტივაცია [ფრანგ. მოტიფ] _ (ეკონ., სამართ.). 1. ვისიმე განზრახვა საქმიანობისადმი რაიმე მიზნის მისაღწევად. 2. რაიმე მოქმედების, საქციელის გამომწვევი მიზეზი. მუნიციპალიტეტი [გერმ.
Mუნიზიპალიტäტ] _ ადგილობრივი თვითმმართველობის (ქალაქის) ორგანო. მუტადის მუტანდის [ლათ. მუტატის მუტანდის _ აუცილებელი შესწორებებითა და ცვლილებებით] _ (დიპლ.). საერთაშორისო სამართლებრივ აქტებში გამოყენებული ტერმინი. ნიშნავს: შეცვლას იმისა, რაც აუცილებლად შესაცვლელია; შესაბამისი განსხვავებების გათვალისწინებას; ცვლილებას, რომელიც გამომდინარეობს არსებული გარემოებებიდან.

ნაზდაქ-ი [ინგლ. NAშDAQ _
Nატიონალ Aსსოციატიონ ოფ შეცურიტიეს Dეალერს Aუტომატიც Qუოტატიონს] _ ფასიანი ქაღალდების დილერების ეროვნული ასოციაციის ავტომატიზებული კოტირების სისტემა აშშ-ში.
ნანო [ბერძ. ჯუჯა] _ რაიმე სიდიდის მემილიარდედი ნაწილი
(10-9).
ნანოტექნოლოგია _ ატომებისა და მოლეკულების მანიპულირების, შეკავშირებისა და მოწესრიგების გზით 1 დან 100 ნმ-მდე ზომის ფუნქციონალურად გამოსადეგი ხელსაწყოების, მასალებისა და სისტემების შექმნა. ნანოტექნოლოგია ფართო გაგებით გამოიყენება და მოიცავს ნანომეცნიერებასაც, როგორც მეცნიერებათა სხვადასხვა დარგებში ნანომიმართულებით დაგროვებულ სისტემატიზებულ ცოდნას. ტერმინი ნანოტექნოლოგია 1974 წელს პირველად გამოიყენა იაპონელმა პროფესორმა ნორიო ტანიგუჩიმ. ნატურალიზაცია [ლათ. ნატურალის _ ბუნებრივი] _ სახელმწიფოს მიერ მოქალაქეობის მინიჭება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის მისი თხოვნის საფუძველზე. ნატურალური [ლათ. ნატურალის _
ბუნებითი] _ ნამდვილი; ბუნებრივი; ჩვეულებრივი; ნორმალური; გასაგები. ნაცია [ლათ. ნატიო] _ ერი. ნაციონალიზაცია [ფრანგ. ნატიონნალისატიო] _ (ეკონ., სამართ.). კერძო საკუთრების გასხვისება ან გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში.
ნაციონალიზმი [ინგლ. ნატიონალისმ] _ (პოლიტ.). საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის სურვილი. ნაციონალისტი _ ქვეყნის დამოუკიდებლობის მსურველი ადამიანი.
ნაციონალური _ ეროვნული;
სახალხო; საქვეყნო. Nნაციონალური რეჟიმი _ სამართლებრივი რეჟიმის სახე, რომელიც ვრცელდება მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
ნეგატიური [ლათ. ნეგატივის] _
უარყოფითი. (საპირისპ. პოზიტიური).
ნეგოციანტი [ლათ. ნეგოტიანს _ ვაჭარი] _ ბითუმად მოვაჭრე, კომერსანტი, რომელიც მსხვილ, ძირითადად, საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებს ახორციელებს.
ნეიტრალიტეტი [გერმ. Nეუტრალიტäტ] _ საერთაშორისო სამართალში: სახელმწიფოს განსაკუთრებული საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი; სახელმწიფოს ისეთი მდგომარეობა, როდესაც იგი არ მონაწილეობს ომში და მეომარი სახელმწიფოების მიმართ ერთნაირი პოზიცია უკავია. ნეო [< ბერძ. ნეოს _ ახალი] _
რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ახალს. მაგ., ნეორეალიზმი, ნეოპოლიტიკა და სხვ.
ნეპოტიზმი [ლათ. ნეპოს _ შთამომავალი] _ (გადატ.). თანამდებობის პირთა მიერ
თავიანთი ნათესავების მფარველობა; `ნათლიმამობა~. ნეტო [ლათ. ნეტტო] _ საქონლის წმინდა წონა საფუთავის გარეშე. (საპირისპ. ბრუტო); საქონლის ფასი ფასდაკლების გარეშე; წმინდა შემოსავალი ხარჯების გამოკლებით.
ნიველირება [ფრანგ. ნიველერ] _ (გადატ.). განსხვავების მოსპობა. ნიუანსი [ფრანგ. ნუანცე] _ სულ
მცირე განსხვავება რამეში. ნიუს-მეიკერი [ინგლ. ნეწს-
მაკერს _ ახლის მკეთებელი] _ მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის მოღვაწე, რომელსაც საზოგადოებრივ-ეკონომიკურ მოვლენათა მსვლელობაზე არსებითი გავლენა აქვს.
ნიუს-რელიზ [ინგლ. ნეწს-
რელეასა] _ ხელშეკრულების დადების დროს გამოყენებული მასალები საქონლის ან თვით კომპანიის შესახებ.
ნოვაცია [ლათ. ნოვატიო _ განახლება] _ 1. არსებული ტექნიკის შეცვლა. 2. სამოქალაქო სამართალში: მხარეების შეთანხმება მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების მეორეთი შეცვლის შესახებ.
ნომინალური [ლათ. ნომინალის] _ 1. სახელობითი: ფასის ამოსავალი მნიშვნელობა; ფულის, ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება (მითითებული ფულის ნიშანზე, ფასიან ქაღალდზე). 2. სიმბოლური; პირობითი. ნომინაცია [ლათ. ნომინატიო] _ სახელის დარქმევა; კანდიდატის დასახელება, წამოყენება. ნონსენსი [ინგლ. ნონსენსე] _
უაზრობა, სისულელე.
ნორმა [ლათ. ნორმა] _
(სამართ.). დაკანონებული, დაწესებული, სავალდებულოდ აღიარებული წესი.
ნორმატივი [ლათ. ნორმატიო] _
უნივერსალური, ფართოდ გავრცელებული ნორმა.
ნოსრო-კონტო [იტალ. ნოსტრო
ცონტო _ `ჩვენი ანგარიში~] _ ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშები, რომელთა მიხედვითაც სრულდება ყველა ოპერაცია ბანკის დავალებათა შესასრულებლად კორესპონდენტის მიერ. ნოტა [ლათ. ნოტა, ინგლ. ნოტე _
ნიშანი, შენიშვნა] _ ოფიციალური დიპლომატიური წერილობითი მიმართვა ერთი სახელმწიფოსი მეორისადმი.
ნოტაბენე [ლათ. ნოტა _ ნიშანი ბენე _ `შენიშნე კარგად~] _ შენიშვნა ტექსტში იმ ადგილას, რომელზედაც სურთ ყურადღების გამახვილება (ხშირად სიტყვის მაგიერ იწერება ასოები NB). ნოტარიატი [ლათ. ნოტარიუს] _
სამსახური, რომელიც იურიდიულად ადასტურებს სხვადასხვა იურიდიულ აქტს (ხელშეკრულება, ანდერძი, მინდობილება და მისთ.), დოკუმენტების ასლებსა და მათზე ხელმოწერების ნამდვილობას.
ნოტარიუსი [ლათ. ნოტარიუს _
მწერალი, მდივანი] _ თანამდებობის პირი, რომლის მოვალეობაა სხვადასხვაგვარი იურიდიული აქტების (ხელშეკრულება, მინდობილობა და მისთ.) დამოწმება, გაფორმება. ნოტისი [ინგლ. ნოტიცე] _
უწყება, შეტყობინება; წერილობითი შეტყობინება იმის შესახებ, რომ გემი მზადაა დატვირთვა ან გადმოტვირთვისათვის. ნოტიფიკაცია [ლათ. ნოტიფიცო
გაუწყებ, ვაცხადებ] _ 1. (დიპლ.). დიპლომატიურ და სახელშეკრულებო პრაქტიკაში: შეტყობინების გავრცელებული ფორმა, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოს საგარეო უწყების, დიპლომატიური (საკონსულო) წარმომადგენლის, საერთაშორისო ორგანიზაციის ან მისი თანამდებობის პირის მიერ ნოტის ან სხვა დოკუმენტის გაგზავნის საშუალებით. 2. (ეკონ.). შეტყობინება, რომელსაც თამასუქის მფლობელი უგზავნის მის
გამცემს თამასუქის გაპროტესტების შესახებ.
ნოუ-ჰაუ [ინგლ. Kნოწ-ჰოწ _
ვიცი როგორ] _ მეცნიერულტექნიკური, ტექნოლოგიური, კომერციული, მენეჯმენტური ან სხვა სახის სიახლე, რომელიც საზოგადოებისათვის უცნობია. ნუვორიში [ფრანგ. ნოუვეაუ რიცჰე _ ახალი მდიდარი] _ სწრაფად გამდიდრებული ადამიანი, მდიდარი მეტიჩარა, რომელიც გასულია საზოგადოების მაღალ ფენებში. ნულიფიკაცია [ლათ. ნულლიფიცატიო _ მოსპობა < ნულლიუს _ არავითარი] _ იურიდიული დოკუმენტისათვის კანონიერების ჩამორთმევა; ფულის ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების მიმართ _ მათი გაუქმება.
ნუმიზმატიკა [ლათ. ნუმისმა _ მონეტა] _ მეცნიერება, რომელიც სწავლობს ლითონის ფულის წარმოშობას.
ნუნცია, ნუნციუსი [იტალ. ნუნზიო, ლათ. ნუნტიუს] _ ვატიკანის დიპლომატიური წარმომადგენელი იმ სახელმწიფოში, რომელთანაც დამყარებული აქვს დიპლომატიური ურთიერთობები.


ობიექტური [ლათ. ობჯეცტუმ _ საგანი, ობჯეცტივუს _ საგნობრივი] _ 1. რაც ჩვენი ცნობიერების გარეთ, მისგან დამოუკიდებლად არსებობს. 2. მიუკერძოებელი. 3. შეფასებული საერთო პოზიციიდან და არა დაინტერესებული პირების მხრიდან.
ობლიგაცია [ლათ. ობლიგატიო _ ვალდებულება] _ (ფინანს.). ფასიანი ქაღალდი ერთ
წარმომდგენზე, რომელიც შემოსავალს იძლევა მოგების ან პროცენტის სახით; აუცილებლად გასანაღდებელი ვალდებულება. ობლიგო [იტალ. ობბლიგო _ ვალდებულება] _ (ფინანს.). 1. ფირმის დავალიანებათა ჯამი თამასუქების მიხედვით. 2. ბანკში არსებული პირადი ანგარიშების დავთარი, რომელშიც შეაქვთ ცალკეულ პირთა დავალიანება თამასუქების მიხედვით. ობსტრუქცია [ლათ. ობსტრუცტიო _ შეფერხება, დაბრკოლება] _ სხდომის (მაგ., პარლამენტის), კრების, ვისიმე გამოსვლის ჩაშლა წამოძახილებით, ხმაურით, გრძელი, უსაგნო სიტყვით და მისთ. ობსტრუქციული _ წინააღმდეგობის შემქმნელი. ოდიოზური [ლათ. ოდიოსუს _ საძულველი] _ ვინც ან რაც უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს; მეტისმეტად უსიამოვნო, არასასურველი.
ოვალური ოფისი [ინგლ. Oვალ Oფფიცე] _ აშშ-ის პრეზიდენტის პერსონალური კაბინეტი თეთრ სახლში.
`ოვერბოტი~ [ინგლ. ოვერბოუგჰტ _ ჭარბი გაყიდვა] _ (ეკონ.). რაიმე საქონელზე ფასების მკვეთრი ზრდა ამ საქონელზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი გადიდების გამო.
ოვერდრაფტი [ინგლ. ოვერდრაფტ _ ზეგეგმით] _ (ფინანს.). ბანკის მოკლევადიანი კრედიტის სახეობა, როცა გადასახდელის სიდიდე აჭარბებს სახსრების ნაშთს კლიენტის ანგარიშზე.
`ოვერსოლდი~ [ინგლ. ოვერსოლდ _ ჭარბი მიწოდება] _ რაიმე საქონელზე ფასების მკვეთრი დაცემა ბაზარზე ამ საქონლის დიდი მიწოდების გამო.
`ოვერტაიმი~ [ინგლ. ოვერტიმე _ ვადის ზევით] _ საქონლის
ჩატირთვა-გადმოტვირთვის არასამუშაო, ზედმეტ დროში, რომელიც გადიდებული ტარიფით ნაზღაურდება.
ოკეი! [ინგლ. ოკაყ!] _ დასტურის შეძახილი] _ კარგი! კი ბატონო! არის!
ოკუპაცია [ლათ. ოცცუპატიო] _
რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის დროებით დაკავება.
ოლიგარქია [ბერძ. ოლიგარცჰია, ოლიოს _ მცირერიცხოვანი და არცჰე _ ბატონობა] _ სახელმწიფო მმართველობაში ადამიანთა მცირე ჯგუფის პოლიტიკური და ეკონომიკური ბატონობა. ოლიგოპოლია [ბერძ. ოლიგოს _ პატარა და პōლეō _ ვყიდი] _ (ეკონ.). რაიმე საქონლის წარმოებასა და ვაჭრობაში რამდენიმე მსხვილი ფირმის ბატონობა.
ოლიგოპსონია [ბერძ. ოლიგოს _ პატარა და პსონია _ ყიდვა] _ (ეკონ.). სიტუაცია ბაზარზე, როცა საქონლის გამყიდველები (მწარმოებლები) მყიდველებზე მნიშვნელოვნად მეტია. ომბუდსმენი [ინგლ. ომბუდსმან] _ საპარლამენტო რწმუნებული, ოფიციალური პირი, რომელიც განიხილავს საზოგადოების საჩივრებს სამთავრობო დეპარტამენტების თუ სხვა მსხვილი ორგანიზაციების მიმართ. ომოლოგაცია [ინგლ. ომოლოგატიო] _ (ეკონ.). რაიმე საქონლის ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრების ამ საქონლის მომხმარებელი ქვეყნის სტანტარტებთან და ჩვეულებებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ონკოლი [ინგლ. ონ ცალლ _ მოთხოვნისთანავე] _ (ფინანს.). 1. სპეციალური მიმდინარე ანგარიში, რომელსაც ხსნიან ბანკები იმ პირობით, რომ სესხი დაიფარება ყოველ მომენტში ერთერთი მხარის (ბანკის ან
კლიენტის) მოთხოვნით. 2. საფონდო ბირჟაზე ფასიანი გაყიდვის ერთ-ერთი ფორმა; ზარამდე, გამოძახილემდე.
ონკოლური გარიგება _ საბაზრო სიტუაცია საფონდო ბირჟაზე, როცა ფასიანი ქაღალდის ფასი მყიდველის მოთხოვნამდე არ ფიქსირდება. ონ-ლაინი [ინგლ. ონ-ლინე _ ხაზზე] _ საკრედიტო ბარათის ემიტენტის კომპიუტერთან პირდაპირი და უშუალო კავშირი, რომელიც გარიგების დადების მომენტში ამ ბარათის გამოყენებით ხორციელდება. ოპერაცია [ლათ. ოპერატიო _ ქმედება] _ უნივერსალური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს საქმიანობის რაიმე სახეობას. მაგ., ეკონომიკური (მათ შორის, კომერციული, მენეჯმენტური, ფინანსური და მისთ.), იურიდიული და სხვ.
ოპოზიცია [ლათ. ოპპოსიტიო _ დაპირისპირება] _ 1. ვინმეს წინააღმდეგ ქმედება, წინააღმდეგობა. 2. უდიდესი პოლიტიკური პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება მთავრობას.
ოპონენტი [ლათ. ოპპონენს _ ვინც ეკამათება ვისმე] _ (პოლიტ.). საწინააღმდეგო აზრის მქონე პირი. ოპორტუნიზმი [ლათ. ოპპორტუნუს _ სარგებლიანი] _ (პოლიტ.). მოლაპარაკების დროს ხელშემკვრელი მხარის მისწრაფება ისე ჩამოაყალიბოს შეთანხმების პირობა, რომ უპირატესობას მიაღწიოს პარტნიორთან მიმართებაში, გადააკისროს მას დანახარჯების დიდი ნაწილი. ოპტაცია [ლათ. ოპტატიო _ არჩევანი, სურვილი] _ (სამართ.). მოქალაქეობის ამორჩევა; ასეთი უფლება ენიჭება იმ ტერიტორიის მოსახლეობას, რომელიც ერთი სახელმწიფოდან მეორის მფლობელობაში გადადის.
ოპტიმალურობა [ლათ. ოპტიმუს _ საუკეთესო] _ ყველაზე ხელსაყრელი, შესაფერი; ეკონომიკური ქცევისა და ქმედების საუკეთესო ვარიანტი. ორატორი [ლათ. ორატორ] _ (პოლიტ.). 1. პირი, რომელიც საჯაროდ წარმოთქვამს სიტყვას. 2. ადამიანი, რომელსაც ეხერხება საჯაროდ სიტყვების წარმოთქმა; მჭევრმეტყველი.
ორგანიზაცია [ლათ. ორგანისო _ ვაძლევ მწყობრ სახეობას] _ 1. სისტემაში მოყვანა, მოწესრიგება, მოწყობა. 2. მმართველობის შემადგენელი ნაწილი. 3. ადამიანთა გაერთიანების ფორმა; დაწესებულება. ორგანოლეპტიკური [ბერძ. ორგანონ _ ორგანო და ლეპტიკოს _ შემსუნთქველი] _ უშუალოდ გემოთი, ყნოსვით, მხედველობით შემოწმებული.
ორდერი [გერმ. Oრდერ < ფრანგ _
რიგი, წესი] _ ბრძანება წერილობითი ფორმით, დოკუმენტი, რომელიც მის მფლობელს რაიმე ქმედების (მაგ., ფულის ან საქონლის მიღება, დამნაშავის დაპატიმრება და სხვ.) განხორციელების უფლებას აძლევს. ორდინარული [ლათ. ორდინალის] _ რიგითი, რიგობრივი] _ რაც არაფრით არ გამოირჩევა; ჩვეულებრივი.
ორთოდოქსული [ბერძ. Oრტჰო-
დოხოს _ მართლმორწმუნე] _ რაიმე მოძღვრების, შეხედულების განუხრელად მიმდევარი; თანამიმდევრული.
ორიგინალი [ლათ. ორიგინალის _ თავდაპირველი] _ რაიმე დოკუმენტის თავდაპირველი, ძირითადი ეგზემპლარი; დედანი.
ორიენტაცია [ლათ. ორიენტატიონ] _ ეკონომიკური ან იურიდიული სუბიექტის ქმედების გარკვეული მიმართულების ამორჩევა.
ოფერენტი, ოფერორი _
წინადადების გამგზავნი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ოფერტი [ლათ. ოფფერტუს _ შეთავაზებული] _ სიტყვიერი ან წერილობითი ფორმით შეთავაზებული წინადადება რაიმე ხელშეკრულების დადების შესახებ. ოფისი [ინგლ. ოფფიცე] _ საერთაშორისო ორგანიზაციის, ფირმის ოფიციალური შტაბ-ბინა, შენობა, სადაც იმყოფება ოფიციალური წარმომადგენლობა, მისი ხელმძღვანელობა.
ოფიციალური [ლათ. ოფფიციალის _ თანამდებობრივი] _ ხელისუფლების, ადმინისტრაციის ან თანამდებობის პირის მიერ დადგენილი, მათგან მომდინარე. მაგ., ოფიციალური დოკუმენტი. 2. მთავრობის საბუთების, საქმიანი ქაღალდების დამახასიათებელი. მაგ., ოფიციალური სტილი. 3. რაც ყველა წესის, ყველა ფორმალობის დაცვით ხდება. მაგ., ოფიციალური მიწვევა. 4. (გადატ.). უბრალოებას მოკლებული; თავშეკავებული. მაგ., ოფიციალური ურთიერთობა. ოფციონი [ლათ. ოპტიო _
არჩევა, სურვილი, ნება] _ არჩევის უფლება, რომელიც მიიღება გარკვეული გასამრჯელოთი; ვინმესთვის შეთავაზება კონტრაქტის მოგვიანებით დადებასთან დაკავშირებით; ხელშეკრულების მონაწილისათვის გარკვეული ვარიანტის შერჩევის უფლება. შეთანხმება, რომელიც ბირჟაზე ყიდვაგაყიდვის გარიგების ერთ-ერთ მხარეს აძლევს ხელშეკრულების ალტერნატიულ პირობებს შორის ამორჩევის უფლებას; მოლაპარაკების პირობების თანახმად, ერთერთი მხარისათვის მინიჭებული უფლება ამოირჩიოს მის მიერ მიღებული მოვალეობის შესრულების წესები, ფორმები, მოცულობა ან თვით უარის თქმაც ვალდებულების შესრულებაზე შეთანხმებით განსაზღვრულ გარემოებათა წარმოშობისას. ოფშორი [ინგლ. ოფფ-სჰორე] _ ნაპირს გარეთ, სანაპიროდან დაშორებით, ღია ზღვაში; კომერციული საქმიანობის ორგანიზაციის სპეციფიკური ფორმა. სპეციალური ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი სახეობა.
ოფშორული ზონა _ კონკრეტული სახელმწიფო ან მისი ტერიტორიის ნაწილი, სადაც არარეზიდენტებისათვის (დროებით მცხოვრები უცხოელები) მიმზიდველი (კეთილსასურველი) ეკონომიკურ-სამართლებრივი რეჟიმებია დაწესებული.

`პაბლიკ-რილეიშნზ~ [ინგლ. პუბლიც რელატიონს _ საზოგადოებრივი კავშირები] _ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის არაკომერციული კავშირების სისტემა, მასმედიის საშუალებებით საზოგადოებრივ შეხედულებაზე ზემოქმედება.
პაბლისიტი [ინგლ. პუბლისიტყ _ საჯაროობა] _ მარკეტინგული ღონისძიებებით (საქონლის რეკლამა, მყიდველთა მატერიალური სტიმულირება, სუვენირების დარიგება, ნიმუშების იაფად გაყიდვა და სხვ.) მომხრებლებზე ზემოქმედება; პროპაგანდა. პათეტიკური [ბერძ. პატჰēტიკოს] _ პათოსით აღსავსე; ამაღლებული.
პათოსი [ბერძ. პატჰოს] _ აღფრთოვანება, აღმაფრენა, მგზნებარება.
პაი [თურქ. პაყ _ წილი] _ (ეკონ., ფინანს.). ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ რაიმე საერთო საქმეში თითოეულის მიერ შეტანილი წილი. პაკეტი [გერმ. Pაკეტ] _ აქ: საკონტროლო პაკეტი _ (ფინანს.). სააქციო საზოგადოების აქციების საერთო რაოდენობის უმეტესი ნაწილი (ჩვე-ლებრივ, 50%-ს + 1 ხმა), რომელიც მის მესაკუთრეს ამ საზოგადოების მენეჯმენტში გადამწყვეტი ხმის უფლებას აძლევს.
პალატა [ლათ. პალატიუმ _
სასახლე] _ 1. ზოგიერთ ქვეყანაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ან მისი ერთ-ერთი საკანონმდებლო ინსტანცია,
შემადგენელი ნაწილი (მაგ., ქვედა პალატა, ზედა პალატა, თემთა პალატა, ლორდთა პალატა). 2. სახელმწიფო სტრუქტურა, დაწესებულება (მაგ., კონტროლის პალატა, წიგნის პალატა, სავაჭრო პალატა და სხვ.). პან [ინგლ. პან] _ პრეფიქსი, რომელიც ნიშნავს საყოველთაოს, სრულიადს. მაგ., პანამერიკული და სხვ.
პანდექტები [ლათ პანდეცტაე <
ბერძ.] _ იგივეა, რაც დიგესტები. პანეგირიკი [ბერძ. პანēგყრიკოს] _ 1. ორატორის სახოტბო სიტყვა ვისიმე პატივსაცემად. 2. (გადატ.). ვისიმე გადაჭარბებული ქებადიდება.
პანიკა [ბერძ. პანიკოს] _ უეცარი შიში, ძრწოლა, თავზარი, რომელიც შეიპყრობს ცალკეულ ადამიანს ან ხალხს; ასეთი შიშით გამოწვეული საერთო მღელვარება, არეულობა. პარადოქსი [ბერძ. პარადოხოს] _ უცნაური, მოულოდნელი] _ საყოველთაოდ აღიარებულისაგან მკვეთრად, საპირისპიროდ განსხვავებული აზრი.
პარაზიტი [ბერძ. პარაზიტოს] _ აქ: (გადატ.). ადამიანი, რომელიც სხვისი შრომით ცხოვრობს; მუქთახორა.
პარალელი [ბერძ. პარალლēლოს] _ აქ: მოვლენა, რომელიც შეიძლება სხვა ანალოგიურ მოვლენას
შეედაროს.
პარალიზება [ფრანგ. პარალყსერ] _ (გადატ.). (ეკონ., სამართ.). მოქმედების უნარის ან საშუალების დაკარგვა.
პარამეტრი [ბერძ. პარამეტრეõ _ ვუფარდებ] _ რაიმე საგნის ან მოვლენის ძირითადი თვისებების დამახასიათებელი სიდიდე ან სიდიდეები.
პარაფირება [ფრანგ. პარაპჰერ _ შემოკლებული ხელმოწერა] _ (დიპლ.). საერთაშორისი ხელშეკრულების (ან მისი ცალკეული მუხლების) წინასწარი ხელმოწერა, ინიციალების აღნიშვნით, მოლაპარაკების მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელშეკრულების ტექსტზე თანხმობის ნიშნად.
პარიტეტი [ლათ. პარიტას _ თანასწორობა] _ 1. (ეკონ.). სხვადასხვა ქვეყნის ვალუტის შეფარდება ოქროთი. 2. სხვადასხვა სუბიექტების უფლებებისა და მოვალეობების ტოლფასოვნობა. 3. (სამართ.). მხარეთა თანასწორობის პრინციპი უთანხმოების, კონფლიქტის გარჩევისას.
4. საერთაშორისო ურთიერთობებში _ მოლაპარაკების წარმოება მხარეთა თანასწორობის საფუძველზე, რაც გამოხატავს მოლაპარაკების მონაწილეთა შეთანხმებას, გაითვალისწინონ ერთმანეთის ინტერესები და დადონ ურთიერთმისაღები ხელშეკრულება.
პარიტეტული _ (სამართ.). მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული.
პარლამენტი [ფრანგ. პარლამენტ] _ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას.
პარლამენტარიზმი _ (პოლიტ.). სახელმწიფო მმართველობის სისტემა, რომლის სათავეში პარლამენტია. პაროლი [ფრანგ. პაროლე _ სიტყვა] _ წინასწარ დათქმული საიდუმლო სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც რიგ ორგანიზაციებში ან ვითარებაში თავისიანების გამოსაცნობად იყენებენ. პარტია [ფრანგ. პარტი] _ (პოლიტ.). საერთო მიზნებით, ინტერესებით, გაერთიანებულ პირთა ჯგუფი. პარტიკულარიზმი [ლათ. პარტიცულარის _ ნაწილობრივი, ცალკეული] _ (პოლიტ.). 1. სახელმწიფოს ზოგიერთი ნაწილის მისწრაფება განცალკევებისაკენ საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ. 2. (ეკონ.). კერძო; კერძოობა. პარტნიორობა [ინგლ. პარტნერსჰიპ] _ ფიზიკური ან იურიდიული პირების ერთობლივი საქმიანობის ორგანიზაციის იურიდიული ფორმა; პარტნიორი _ თანამონაწილე რაიმე საქმიანობაში.
პასივები _ ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ წაყენებული ყველა ოფიციალური მოთხოვნა.
პასივი [ლათ. პასსივუს _ უმოქმედო] _ 1. (ბუხჰალტ.). ფირმის ვალებისა და ვალდებულებების ერთობლიობა. (საპი-
რისპ. აქტივი). 2. (გადატ.). რისამე უარყოფითი მხარე.
პასიური [ლათ. პასსივუს] _
უმოქმედობა, სიზანტე, არაენერგიულობა. (საპირისპ. აქტიური). პასკვილი [იტალ. Pასქუილლ] _
ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი სიტყვა ან წერილი, ნაწარმოები.
პასპორტი [ფრანგ. პასსეპორტ] _
ვისიმე პირადობის, მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პატენტი [ლათ. ლიტტერალ პატენტეს _ აღმოჩენა, სიგელი] _ 1. მოწმობა, რომელიც ადასტურებს გამომგონებლის განსაკუთრებულ უფლებას, ავტორობას გამოგონებაზე. 2. მოწმობა, რომელიც იძლევა ნებართვას რაიმე სახეობის საქმიანობის (ვაჭრობა, რეწვა) შესახებ.
პატერნალიზმი [ლათ. პატერნუს _ მამობრივი] _ (პოლიტ.). ვინმეს მიმართ მფარველობითი დამოკიდებულება. პატრიმონიალური [ლათ. პატრიმონიალის] _ (სამართ.). მემკვიდრეობითი, გვაროვნული. პატრიოტიზმი [ბერძ. პატრიõტ _ თანამემამულე] _ თავისი სამშობლოს მოყვარული, ერთგული ადამიანი.
პაუპერიზმი [ლათ. პაუპერ _ ღარიბი] _ (ეკონ.). მასიური გაღატაკება, რასაც განაპირობებს ძალიან დაბალი შემოსავლები, უმუშევრობა.
პაუშალური [გერმ. პაუსცჰალე] _ (ფინანს.). მთლიანი გადასახდელი თანხა; ლიცენზიის გაყიდვის ფასი.
პაქტა სუნტ სერვანდა [ლათ. პაცტა სუნტ სერვანდა _ ხელშეკრულება უნდა სრულდებოდეს] _ საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებმა კეთილსინდისიერად უნდა შეასრულონ საერთაშორისო ხელშეკრულების ვალდებულებები.
პაქტი [ლათ. პაცტუმ _ შეთანხმება] _ (სამართ.). ორმხრივი (მრავალმხრივი) საერთაშორისო ხელშეკრულების სახელწოდება, ჩვეულებრივ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობისა (მაგ., სახელმწიფოთა თავდაუსხმელობის, კოლექტიური უსაფრთხოების და მისთ.). პაციფიზმი [ლათ. პაციფიცუს _ სამშვიდობო] _ ლიბერალური მიმდინარეობა, რომლის მონაწილეები ყოველგვარი ომების (მათ შორის, სამართლიანი) წინააღმდეგ ილაშქრებენ და მათ აღკვეთას სამშვიდობო მანიფესტაციებით ცდილობენ. ემხრობიან სახელმწიფოთა შორის წამოჭრილი დავების საერთაშორისო სამედიატორო სასამართლოების გზით გადაწყვეტას. პენსია [ლათ. პანსიო _ გადახდა] _ ფულადი დახმარება, რომელსაც რეგულარულად იღებენ მოქალაქეები კანონით დადგენილ შემთხვევებში (ასაკი, ინვალიდობა და სხვ.). პერსონა გრატა [ლათ. პერსონა
გრატა _ სასურველი პირი] _ დიპლომატი, რომლის დანიშვნის თაობაზე აუცილებლად გაცემულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა (აგრემანი). (საპირისპ. პერსონა ნონ გრატა _ არასასურველი პირი). პლებისციტი [ლათ. პლებისციტუმ; პლებს _ უბრალო ხალხი, სციტუმ _ გადაწყვეტილება] _ კენჭისყრის მეშვეობით რაიმე საკითხზე მოსახლეობის აზრის გამოკითხვის ერთ-ერთი საშუალება. (იხ. აგრეთვე რეფერენდუმი). პლურალიზმი [ინგლ. პლურალისმ] _ (პოლიტ.). სისტემა, სადაც ნებადართულია სხვადასხვა პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფების თანაარსებობა ერთ საზოგადოებაში. პოლისი [ბერძ. პოლის, ფრანგ. პოლისიე, იტალ პოლიზზა _ ქვითარი] _ (ეკონ.). სიცოცხლის, ქონების და სხვათა დაზღვევის მოწმობა, ხელშეკრულება. პოლიტიკა [ბერძ. პოლიტიკა] _ 1. ქვეყნის მართვის ხელოვნება, მეთოდი. 2. სახელმწიფო ხელისუფლების, პარტიის ან საზოგადოებრივი ჯგუფის მოღვაწეობა შიდასახელმწიფოებრივი მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობის დარგში. პოლიტიკოსი _ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული პირი. 2. (გადატ.). მოქმედება რისამე მისაღწევად; სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, დამოკიდებულება. პოლუტერი [ინგლ. პოლლუტერ] _ პირი ან კომპანია, რომელიც გარემოს აბინძურებს. პოპულისტი [ლათ. პოპულუს _ ხალხი] _ პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ უბრალო ხალხს მთავრობაში მეტი უფლებები უნდა ჰქონდეს.
პორტო-ფრანკო [იტალ. პორტო-
ფრანცო _ თავისუფალი პორტი] _ ნავსადგურის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ნებადართულია საქონლის უბაჟოდ შეტანაგატანა.
პორტფელი [ფრანგ. პორტეფეუილლ, პორტფერ _ ტარება, ფეუილლე _ ფურცელი] _ კრებსითი ცნება, რომელიც ნიშნავს: 1. ეკონომიკური საქმიანობის აღმნიშვნელი დოკუმენტების ერთობლიობას. 2. (გადატ.). თანამდებობას (მაგ., მინისტრის პორტფელი). პრეამბულა [ფრანგ. პრეამბულე _ შესავალი] _ საერთაშორისო ხელშეკრულების შესავალი ნაწილი, რომელშიც ჩამოთვლილია ხელშეკრულების მხარეები, მისი დადების მოტივები, მიზნები, ამოცანები და პრინციპები. პრევალირება [ინგლ. პრევაილ] _ ჭარბობა; ბატონობა; დაძლევა; უპირატესი ძალის ქონა. პრევენციული, პრევენტული [ლათ. პრაევენტუს _ გამაფრთხილებელი, დამცველი] _
(სამართ.). წინასწარი ზომების მირება რისამე თავიდან ასაცილებლად; პროფილაქტიკური. პრეზენტაცია [ლათ. პრესენტატიო]
_ (ეკონ.). წარმოდგენა, წარდგენა. პრეზიდენტი [ლათ. პრაესიდენს _ თავში მჯდომი] _ 1. რესპუბლიკური მმართველობის უმეტეს ქვეყნებში სახელმწიფოს მეთაური. 2. ზოგიერთი დაწესებულების (ფირმა, კომპანია, საზოგადოება) ხელმძღვანელი. პრეზუმფცია [ლათ. პრაესუმპტიო] _ (სამართ.). 1. ის, რასაც ფაქტებზე დაყრდნობით ვარაუდობენ. 2. რაიმე ფაქტის აღიარება სარწმუნოდ, სანამ არ დამტკიცდება მისი მცდარობა. უდანაშაულობის პრეზუმფცია _ დანაშაულის დამტკიცებამდე ბრალდებულის აღიარება უდანაშაულოდ.
პრეისკურანტი [ფრანგ. პრიხ _ ფასი და ცოურანტ _ მიმდინარე] _ საქონელზე ან მომსახურებაზე ფასების კრებული, ცნობარი. პრეიუდიციური [ფრანგ.
პრეჯუდიციელ] _ (სამართ.). უფლებრივი საკითხი, რომლის წინასწარი გადაჭრის გარეშე არ შეიძლება სასამართლოში გაირჩეს მოცემული საქმე. პრემია [ლათ. პრაემიუმ _ ჯილდო] _ 1. ფულადი ან მატერიალური ჯილდო რაიმე დარგში დამსახურებისათვის. 2. მუშაკთა დამატებითი ანაზღაურება. 3. (ფინანს.). განსხვავება ფასიანი ქაღალდის საბირჟო და ნომინალურ ღირებულებას შორის. 4. თანხა, რომელსაც ოფციონის მყიდველი უხდის მის გამყიდველს გარკვეული უფლების შესაძენად. 5. დაზღვევის გადასახადი.
პრემიერი [ფრანგ. პრემიერ _ პირველი] _ ზოგიერთი ქვეყნის ან დიდი ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი. იგივეა რაც პრემიერ-მინისტრი. პრეროგატივა [ლათ. პრაეროგატივუს _ პირველი ხმის მიმცემი] _ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან თანამდებობის პირის განსაკუთრებული უფლება, უპირატესობა. პრეს-ატაშე [ფრანგ. პრსსეატტაცჰე] _ (დიპლ.). დიპლომატიური წარმომადგენლობის
(საელჩო, მისია და სხვ.) თანამშრომელი პრესის საკითხებში. პრეს-რელიზი [ფრანგ. პრესსე და ინგლ. რელეასე _ გამოშვება] _ ოფიციალური ორგანოს ან პირის მიერ პრესაში გამოსაქვეყნებლად გადაცემული განცხადება. პრეტენზია [ლათ. პრაეტენსიო _ მოთხოვნის უფლება] _ 1. რაიმეზე თავისი უფლების გამოცხადება, რისამე მოთხოვნა. 2. უკმაყოფილების გამოხატვა. 3. ადამიანის მისწრაფება რაიმე თვისების, ღირსების მინიჭების შესახებ.
პრეფერენცია [ლათ. პრაეფერენტია _ უპირატესობის მინიჭება] _ ორ ან მეტ ქვეყანას შორის სავაჭროეკონომიკური კავშირების სფეროში დადებული ხელშეკრულებით ერთმანეთისათვის მინიჭებული უპირატესობა, შეღავათი (მაგ., გადასახადის შემცირება და სხვ.). პრეფერენციული _ უპირატესი; შეღავათიანი.
პრეფიციტი, პროფიციტი _
(ფინანს.). შემოსავლების გადამეტება ხარჯებზე. ბიუჯეტის დადებითი სალდო.
პრეცედენტი [ლათ. პრაეცედენს _ წინამორბედი] _ 1. შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებულს ან გამართლებას
შემდეგდროინდელი მსგავსი შემთხვევებისათვის. 2. საერთაშორისო სამართალში: საერთაშორისო ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტის საშუალება, რომლის გამოყენება შეიძლება სხვა ანალოგიური შემთხვევის განხილვისას მაგალითის სახით. იგი არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის წყაროს, თუმცა, საერთაშორისო სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს, როგორც დავის გადაწყვეტის დამხმარე საშუალება. 3. (სამართ.). სასამართლოს ან სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოს ადრინდელი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ნიმუშად მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას. 4. ის, რასაც წინათ ჰქონდა ადგილი.
პრივატიზება [ლათ. პრივატუს _ კერძო] _ (ეკონ.). საკუთრების განსახელმწიფოებრიობა წარმოების საშუალებებზე, პირად ქონებაზე.
პრივატული _ რაიმე, რაც კერძო პირს ეკუთვნის. პრივილეგია [ლათ. პრივილეგიუმ] _ უპირატესობა, განსაკუთრებული უფლება, რომელიც მინიჭებული აქვს ვისმეს სხვებისაგან განსხვავებით.
პრივილეგიური _ 1. ვისაც უპირატესობა აქვს მინიჭებული. 2. რაც (სოციალურ-მატერიალური მდგომარეობა, ასაკი, გამოცდილება და სხვ.) რაიმე პრივილეგიას იძლევა.
პრინციპალი [ლათ. პრინციპალის _
მთავარი] _ 1. პიროვნება, რომელიც გარიგებაში თავისი ხარჯებით მონაწილეობს. 2. ვალდებულებებში ძირითადი მოვალე. 3. პირი, რომლის სახელითაც მოქმედებს მისი წარმომადგენელი, აგენტი. 4. რაიმეზე პასუხისმგებელი პირი. 5. საგარეო-ეკონომიკური გარიგების მონაწილე. პრინციპი [ლათ პრინციპიუმ _
დასაწყისი, დასაბამი] _ 1. რომელიმე თეორიის ძირითადი, ამოსავალი დებულება; აქსიომა; კანონზომიერება. 2. მოქმედების დადგენილი ნორმა, წესი. პრიორიტეტი [ლათ. პრიორ _ პირველი] _ პირველობის უფლება; უპირატესობა, უფრო მნიშვნელოვანი.
პრო [ინგლ. პრო] _ რთული სიტყვის თავსართი. ნიშნავს: დაქვემდებარებულობას; მხარდაჭერას. მაგ., პრორექტორი _ რექტორის მოადგილე, პრორუსული _ რუსეთის მხარდამჭერი. პროგნოზი [ლათ. პროგნოსის] _ რაიმე მოვლენის წინასწარ განჭვრეტა.
პროგრამა [ბერძ. პროგრამმა _ განცხადება] _ 1. მომავალი მუშაობის გეგმა. 2. დასახული მიზნის მისაღწევად შესასრულებელ ღონისძიებათა შემცველი დოკუმენტი.
პროდუცენტი [ლათ. პროდუცენს] _ (ეკონ.). რაიმე საქონლის მწარმოებელი (ფირმა, ქვეყანა). პროვინცია [ლათ. პროვინცია] _ 1. ქვეყნის დიდი ადმინისტრაციული დანაყოფი. 2. დედაქალაქს ან მსხვილ კულტურულ ცენტრს დაშორებული ადგილი, კუთხე. პროვოკაცია [ლათ. პროვოცატიო] _ მძიმე შედეგის მომტანი ქმედებისაკენ, დანაშაულის ჩადენისაკენ ვინმეს წაქეზება. პროვოკატორი _ წამქეზებელი პირი.
პროვოცირება _ ვინმეს ბიძგება რაიმეს გაკეთებისაკენ
(ჩადენისაკენ).
პროკურატურა [ლათ. პროცურო _
ვზრუნავ] _ კანონების შესრულებაზე ზედამხედველობის სახელმწიფო ორგანო.
პროკურორი [ფრანგ. პროცურეურ < ლათ. პროცურო _ ვზრუნავ] _ 1. თანამდებობის პირი, რომელიც თვალყურს ადევნებს კანონების ზუსტად შესრულებას. 2. სახელმწიფო ბრალმდებელი სასამართლო პროცესზე.
პროლონგაცია [ლათ. პროლონ-
გატიო] – _ მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების, გარიგების, თამასუქის და მისთ. მოქმედების ვადის გაგრძელება. პრომულგაცია [ლათ. პრომულ-
გატიო _ _ საჯარო განცხადება] _ საერთაშორისო ხელშეკრულების ან რაიმე სახელმწიფოებრივი აქტის გამოქვეყნება მხარეთა მიერ.
პროროგაცია [ლათ. პროროგატიო]
_ სახელმწიფოს მეთაურის უფლება გადადოს პარლამენტის სესია.
პროტესტი [გერმ. Pროტესტ < ლათ.] _ 1. რაიმე მოვლენისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა. 2. სასამართლო ან საპროკურორო ორგანოების
წერილობითი წარდგინება სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის გადასინჯვის შესახებ. 2. ნოტარიულად დამოწმებული აქტი თამასუქის ვადაზე გაუნაღდებლობის ან მისი აქცეპტირების
შესახებ. პროტექციონიზმი [ლათ.
პროტეცტიო _ დაცვა] _ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა საბაჟო სფეროში, რომელიც ვლინდება შემოტანილ საქონელზე მაღალი ბაჟის დაწესებით, რომ დაიცვას ეროვნული პროდუქცია უცხოური საქონლის მძაფრი კონკურენციისაგან. პროტოკოლი [ფრანგ. პროტოცოლე < ლათ. _ პირველი ფურცელი] _ 1. (დიპლ.). მოლაპარაკების მონაწილე მხარეების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირებულია მოლაპარაკების შედეგები შეთანხმების დადებამდე. 2. (დიპლ.). წესების ერთობლიობა, რომლებსაც იცავენ მთავრობები, დიპლომატები და სხვა ოფიციალური პირები საერთაშორისო ურთიერთობებში. პროტესტი [ლათ. პროტესტ] _ 1. რაიმე მოვლენისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. 2. სათანადო სასამართლო თუ საპროკურორო ორგანოების წერილობითი წარდგინება სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის გადასინჯვის შესახებ. 3. ოფიციალური განცხადება თამასუქის ვადაზე გაუნაღდებლობის შესახებ. პროტექტორატი [ინგლ. პროტექცტორატე < ლათ.] _ ქვეყანა, რომელსაც იცავს ან მართავს სხვა, მასზე ძლიერი სახელმწიფო. პროტექციონიზმი [ინგლ.
პროტეცტიონ] _ დაცვა; მფარველობითი სისტემა (მთავრობაში, ბიზნესში და სხვაგან).
პროფესია [ლათ. პროფესსიო] –
სპეციალობა, საქმიანობა, რომელსაც გარკვეული მომზადება სჭირდება.
პროცედურა [ლათ. პროცედო _
წინ მივიწევ] _ რისამე შესასრულებლად, განსახილველად საჭირო ქმედებათა, ღონისძიებათა თანამიმდევრობა; რაიმეს წარმოების მეთოდი. პროცედურული _ პროცედურასთან დაკავშირებული.
პროცესუალური [ინგლ. პროცეედინგს] _ სასამართლო საქმისწარმოება, სარჩელი, ძიება და სხვ.
პროცენტი [ლათ. პრო ცენტუმ _ ასზე] _ 1. რიცხვის მეასედი ნაწილი. 2. სასესხო გადასახდელი; გამსესხებლის სარგებელი. პროცესი [ლათ. პროცესსუს] _ 1. რაიმე მოვლენათა თანამიმდევრული მონაცვლეობა. 2. სასამართლო საქმის გარჩევა. პროცესუალური _ სასამართ-
ლო პროცესთან დაკავშირებული. პული [ინგლ. პოოლ _ საერთო ქვაბი] _ მეწარმეთა შორის დროებითი გაერთიანების ფორმა, რომლის დროსაც მათი მოგება საერთო ფონდში შედის და მათ შორის წინასწარ დადგენილი შეთანხმებით ნაწილდება. პუტი [ინგლ. პუტ] _ ფასიანი
ქაღალდების გაყიდვის ოფციონი. პუტჩი [ინგლ. ცოუპ] _ (პოლიტ.). სახელმწიფო გადატრიალება; ერთი მთავრობის მეორეთი სწრაფად შეცვლა ძალის გამოყენებით.

ჟესტი [ფრანგ. გესტე] _
სხეულის ნაწილების, განსაკუთრებით ხელის, მოძრაობა, რაც თან ახლავს მეტყველებას ან ცვლის მას.
ჟესტიკულაცია _ ჟესტების გამოყენება ლაპარაკში, მეტყველებაში.
ჟირო [იტალ. გირო _ ბრუნვა, მიმოქცევა, ინგლ. გიროცჰექუე] _ წერილობითი ბრძანება, დავალება ბანკისადმი კლიენტის მხრივ განსაზღვრული ოდენობის ფულის გადარიცხვის აუცილებლობის შესახებ ამ კლიენტის ანგარიშიდან მესამე პირის ანგარიშზე, რომლისთვისაც კლიენტს სურს ფულის გადაცემა. (იგივე ინდოსამენტი).
ჟურფიქსი [ფრანგ. ჯოურ ფიხე _ გარკვეული დღე] _ (დიპლ.). კვირის ესა თუ ის დღე, რომელიც სტუმრების მისაღებად აქვთ დანიშნული.


რადიკალური [ლათ. რადიცალის _ ძირითადი] _ უკიდურესი, გადამწყვეტი ღონისძიება.
რამბურსი [ფრანგ. რემბოურსერ _ დაბრუნება, ანაზღაურება] _ საერთაშორისო ვაჭრობაში ნაღდი საქონლის განაღდება, რომელიც, როგორც წესი, ბანკის მეშვეობით ხორციელდება. რამბურსირება – ვალის, დანახარჯების დაბრუნება, გადახდა; თამასუქის მიმცემის მაგიერ, მესამე პირის ვალის დაფარვა. რანგი [გერმ. ღანგ, ფრანგ. რანგ] _ 1. (ეკონ.). იპოთეკური გირაოს კლასიფიკაციის ხარისხი. 2. (დიპლ.). ხარისხი, თანრიგი, სპეციალური წოდებულება. მაგ., საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.
რანტიე [ფრანგ. რენტიერ რენტე-დან _ რენტა] _ პიროვნება, რომლის შემოსავლის ძირითადი წყაროა პროცენტი სესხად გაცემული ფულიდან ან შეძენილი ფასიანი ქაღალდებიდან.
რატიფიკაცია [ლათ. რატუს _ გადაწყვეტილი, დამტკიცებული და ფაცერე _ კეთება] _ (სამართ.). სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესი ორგანოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება, რომელიც ხელმოწერილია სახელმწიფოს რწმუნებული წარმომადგენლის მიერ. რატიფიკაცია ხელშეკრულებას აძლევს იურიდიულ ძალას, რაც შემდეგ შესასრულებლად სავალდებულო ხდება. ამასთან, ფორმდება სპეციალური დოკუმენტი _ სარატიფიკაციო სიგელი. რაუნდი [ინგლ. როუნდ] _ (გადატ.). მძიმე და ხანგრძლივი საერთაშორისო მოლაპარაკების ცალკეული ეტაპი.
რაციონალიზაცია [ლათ. რატიონალის _ გონივრული] _ წარმოებისა და მუშაობის მეთოდების სრულყოფა-გაუმჯობესება. რე [ლათ. რე-] _ თავსართი, რომელიც აღნიშნავს: 1. რაიმე მოქმედების განახლებას ან გამეორებას. 2. საწინააღმდეგო, საპირისპირო მოქმედებას. რეაბილიტაცია [ლათ. რეჰაბილიტატიო _ აღდგენა] _ უდანაშაულოდ დაზარალებულის უფლებებისა და რეპუტაციის (ღირსების) აღდგენა, რაც შეთავსებულია მის მიერ გაწეული ზარალის კომპენსაციასთან. რეალიზაცია [ლათ. რეალის _ ნივთობრივი] _ 1. წარმოებული ან გადასაყიდი საქონლისა და მომსახურების გაყიდვა, რომელსაც თან ახლავს ფულადი ამონაგების მიღება. მაგ., ქონების ან ფასიანი ქაღალდების ფულად ქცევა; გაყიდვა (საქონლისა). 2. განაზრახის (პროექტის) შესრულება, ცხოვრებაში განხორციელება.
რეალური [ლათ. რეალის] _
ნამდვილად არსებული; ჭეშმარიტი; რის განხორციელებაც შესაძლებელია.
რეგალია [ლათ. რეგალის _
სამეფო] _ 1. მეფის ხელისუფლების მანიშნებელი საგანი (გვირგვინი, სკიპტრა, ტახტი და სხვ.). 2. წარჩინების ნიშანი (ორდენი და მისთ.).
რეგენტი [ლათ. რეგენტის _
მმართველი] _ მონარქიულ ქვეყნებში: სახელმწიფოს დროებითი მმართველი (მაგ., მეფის მცირეწლოვანების გამო).
რეგიონი [ლათ. რეგიო _ მხარე] _ 1. ოლქი, რაიონი, ტერიტორია, ქვეყნის ნაწილი, რომელიც ბუნებრივი ან ისტორიულად ჩამოყალიბებული ეკონომიკურგეოგრაფიული პირობებისა და მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის ერთობლიობით გამოირჩევა. 2. [ინგლ. რეგიონ] _ ქვეყნის დიდი რაიონი. რეგისტრი [ლათ. რეგისტრუმ _ სია, ჩამონათვალი] _ ჩანაწერების წიგნი, სააღრიცხვო დოკუმენტი, რომელსაც სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს. რეგისტრაცია _ ოფიციალურ სიაში შეტანა. რეგლამენტი [ფრანგ. რეგლამენტ, რეგლე-დან _ წესი] _ 1. წესები, რომლებიც ადგენენ, არეგულირებენ ღონისძიებათა და მოქმედებათა ჩატარების წესსა და დროს, საქმიანობის განხორციელებას. 2. საერთაშორისო კონგრესებისა და კონფერენციების ზოგიერთი აქტის სახელწოდება. რეგრესი [ლათ. რეგრესსუს _ უკუ-
სვლა] _ 1. განვითარების დონის დაქვეითება, დრომოჭმული ფორმებისა და სტრუქტურებისაკენ დაბრუნება. (საპირისპ. პროგრესი). 2. (სამართ). რომელიმე პირის (დაწესებულების) უკუმოთხოვნილება, რომელიც
წარედგინება ისეთ პირს (ორგანიზაციას), რომლის ვალდებულება მან შეასრულა. რეგრესანტი _ (სამართ.). პირი,
რომელიც წარუდგენს უკუმოთხოვნას მეორე პირს (რეგრესატს) იმ ზარალის ანაზღაურების შესახებ, რომელიც პირველმა პირმა მეორე პირის გამო განიცადა. მაგ., პირველმა პირმა გადაიხადა გადასახდელი მეორე პირის ნაცვლად და მას, როგორც რეგრესანტს შეუძლია მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება. რეგრესატი _ (სამართ.). პირი,
რომლის წინააღმდეგაც მიმართულია რეგრესანტის მოთხოვნა. რეგრესო უკუმოთხოვნა ზარალის გადასახდელი თანხის ანაზღაურების შესახებ, რომელიც ერთი ფიზიკური (იურიდიული) პირის მიერ წარედგინება მეორეს, რომლის მიზეზითაც ეს ზარალი წარმოიშვა. გამოიყენება თამასუქის პროტესტის დროს. რეგულაცია [ინგლ. რეგულატიონ] _ რაიმეს მოწესრიგება, მისი მუშაობის სწორად წარმართვა. რეგულირება [ლათ. რეგულა _ წესი, რეგულარე _ წესისადმი დამორჩილება] _ რისამე გარკვეული წესით წარმართვა, მოწესრიგება.
რეგულირება ეკონომიკის _
მმართველი ორგანოების ზემოქმედება ეკონომიკაზე იმ მიზნით, რომ მასში მიმდინარე პროცესები გარკვეულ დონეზე იქნეს შენარჩუნებული (ან თავიდან აცილებული), დაძლეული არასასურველი მოვლენები.
რედემარკაცია _ [ფრანგ. რედéმარცატიონ] _ სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო ნიშნების აღდგენა.
რედუქცია [ლათ. რედუცტიო _ დაბ-
რუნება] – 1. რაიმეს შემცირება, დასუსტება; რთულის გამარტივება, მისაწვდომამდე დაყვანა ანალიზისა და გადაწყვეტილებისათვის. 2. (ფინანს.). ვალუტების, ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის ფასების დაცემა. რეემიგრანტი _ ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებული პირი.
რეესტრი [ლათ. რეგისტრუმ _ სია, ნუსხა, ჩამონათვალი] – რაიმე ეკონომიკური ობიექტის, ქონების ჩამონათვალი; წიგნი, რომელშიც არის რეესტრული სია; გამოიყენება დოკუმენტების რეგისტრაციისათვის.
რეექსპორტი _ იმპორტული საქონლის გადაუმუშავებლად ექსპორტი.
რევალვაცია [ლათ. რე- _ კვლავ, ხელახლა და ვალეო _ მნიშვნელობა მაქვს, ვღივარ] _ 1. (ფინანს.). ერთი ვალუტის კურსის აწევა სხვა ვალუტების მიმართ ვალუტების მცურავი კურსების სისტემის დროს. 2. (ფინანს.). ერთი ვალუტის კურსის ადმინისტრაციული წესით აწევა სხვა ვალუტების მიმართ ფიქსირებული ვალუტის კურსების სისტემის დროს. რევალვაცია იმპორტს ხდის უფრო იაფს (ადგილობრივი ვალუტით) და ექსპორტს უფრო ძვირს (მყიდველის ვალუტით), ხელს უწყობს დამატებით იმპორტს და ამცირებს მოთხოვნას ექსპორტზე. (საპირისპირო _ დევალვაცია). რევერსი [ინგლ. რევერსე, ლათ. რევერტორ _ ვაბრუნებ უკან, ვბრუნდები] _ 1. (ეკონ.). ერთი პირის წერილობითი ვალდებულება მეორე პირის მიმართ, რომელიც შეიცავს თავის თავზე მიღებული პასუხისმგებლობის, რისკის დამადასტურებელ გარანტებს, მაგ., საგარანტიო წერილს ან ვალდებულებას, რომ გამოსყიდულ იქნება თამასუქი გადახდის ვადაზე. 2. დეკლარაცია, რომლითაც დაკარგული აქციების მფლობელი ადასტურებს მზადყოფნას მიიღოს თავის თავზე ბანკის მიერ გაწეული ზარალი ამ დოკუმენტების არასანქციონირებული გამოყენების შემთხვევაში. 3. ლითონის ფულის ან მედლის უკანა მხარე; ზურგი. (საპირისპ. ავერსი). 4. (სამართ.). ქონების დაბრუნება წინანდელი პატრონისათვის. 5. საწინააღმდეგოდ მიმართული. რევერსია _ პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება. რევიზია [ლათ. რევისიო _ გადასინჯვა] _ (ეკონ., სამართ.). საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების ან თანამდებობის პირის მუშაობის გამორკვევა მოქმედების სისწორისა და კანონიერების შემოწმების მიზნით. რევოკაცია [ლათ. რევოცატიო _ გამოხმობა, გამოხმაურება] _ 1. (დიპლ.). ელჩის ან სხვა წარმომადგენლის გამოწვევა სხვა სახელმწიფოდან თავის ქვეყანაში. 2. ადრე გაცემული განკარგულების გაუქმება; 3. (ეკონ.). ჩეკის მიმცემის განცხადება ადრე გაცემული ჩეკის გაუქმების
შესახებ.
რევოლვერული [ინგლ. რევოლვე _ მიმართვა, პერიოდულად შეცვლა] _ ავტომატურად განახლება. მაგ., რევოლვერული კრედიტი _ ავტომატურად განახლებადი კრედიტი, რომელიც დამატებითი მოლაპარაკების გარეშე გაიცემა. რევოლუცია [ფრანგ. რევოლუტიონ] _ (პოლიტ.). 1. საზოგადოებრივპოლიტიკურ ურთიერთობაში მომხდარი ძირფესვიანი გადატრიალება, ძველი წყობილების ძალით დამხობა და პროგრესული წყობილების დამყარება. 2. (გადატ.). ძირფესვიანი ცვლილება ცოდნის რაიმე დარგში.
რეზერვაცია [ლათ. რესერვო _
ვინახავ, ვიზოგავ] _ 1. რესერვების (მარაგის) შექმნა. 2. უფლების დატოვება, რომ კვლავ დაუბრუნდნენ ამ საკითხს. რეზერვი [ფრანგ. რესერვე, ლათ.-
დან რესერვე _ ვინახავ] _ (ეკონ.). რაიმეს (საქონლის, ფულადი სახსრების, უცხოური ვალუტის და ა.შ.) მარაგი საჭიროების შემთხვევისათვის.
რეზიდენტი [ლათ. რესიდენს _ მჯდომარე, ადგილზე დარჩენილი] _ იურიდიული (ფიზიკური) პირი, რომელიც მოცემულ ქვეყანაში მუდმივად რეგისტრირებულია ან მუდმივად ცხოვრობს. იგი ვალდებულია თავის ეკონომიკურ ქმედებებში დაიცვას ამ ქვეყნის კანონები ანუ გადაიხადოს გადასახადები ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. რეზიდენცია [ლათ. რესიდენტია] _
მთავრობის, სახელმწიფოს მეთაურის ან სხვა მაღალი თანამდებობის პირის მუდმივი სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილსამყოფელი. რეზიუმე [ფრანგ. რéსუმé] _ 1. დაწერილის, თქმულის ან წაკითხულის არსის მოკლე გადმოცემა. 2. გარკვეული წესების მიხედვით შედგენილი ცნობების ნაკრები სამუშაოს პრეტენდენტების შესახებ.
რეზოლუცია [ლათ რესოლუტიო _ ნებართვა, გადაწყვეტილება] _ 1. წარწერა სამსახურებრივ დოკუმენტზე, რომელიც შეიცავს
თანამდებობის პირის მიერ გაკეთებულ მითითებას, რეკომენდაციას და აწესებს მოქმედების ხასიათს, რომელიც შემსრულებელმა ამ პირის მითითების შესაბამისად უნდა დაიცვას. 2. საერთაშორისო ორგანიზაციების (კონფერენციების) გადაწყვეტილებები, ჩვეულებრივ, რეკომენდაციული ხასიათის.
რეზონი [ფრანგ. რაისონ] _
მოსაზრება, გონივრული საფუძველი, აზრი.
რეიმპორტი _ ექსპორტული საქონლის გადაუმუშავებლად იმპორტი.
რეინვესტირება _ საკუთარი
ან უცხოური კაპიტალის განმეორებითი დაბანდება ეკონომიკაში, რომელიც ხორციელდება ადრე დაბანდებული კაპიტალის შემოსავლებიდან.
რეინკარნაცია _ ფასიანი ქაღალდების სხვა ფორმაში გადაყვანა (მაგ., ოქროს სერტიფიკატებისა განსაკუთრებული დანიშნულების ფასიან ქაღალდებში) განსაზღვრული ვადით. რეიტინგი [ინგლ. რატინგ] _ (ეკონ.). ფირმის მასშტაბურობის, კრედიტუნარიანობის შეფასება. რეკამბიო [იტალ. რეცამბიო] _ შებრუნებული თამასუქი, რეტრატა, მოთხოვნა თამასუქის თანხის ანაზღაურებასა და პროცენტების გადახდაზე.
რეკეტი [ინგლ. რაცკეტ] _ დამნაშავე ელემენტების, რეკეტიორების მიერ მეწარმეებისაგან მუქარის, შანტაჟის გზით ფულის უკანონო გამოძალვა. რეკვიზიტები [ლათ. რექუისიტუმ _ საჭირო, აუცილებელი] _ 1. (სამართ.). დოკუმენტის აუცილებელი ელემენტები (მაგ., სახელწოდება, გაცემის ადგილი, თარიღი, ხელმოწერა), რომელთა გარეშე იგი კარგავს იურიდიულ ძალას. 2. (სპეც.). სამისამართო მონაცემები, ტელეფონების, ტელექსის ნომრები, რომლებსაც ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე აცნობებს მეორეს კავშირის შესანარჩუნებლად; თავსდება საფირმო ბლანკზე.
რეკვიზიცია [ლათ. რექუისიტიო _ მოთხოვნა] _ კერძო საკუთრების სახელმწიფო საკუთრებაში
გადაყვანა სახელმწიფო გამოყენებისათვის.
რეკვირენტი [ლათ. რექუირენს _
მომთხოვნი] _ თამასუქის მფლობელი, რომელიც სასამართლო ინსტანციებს თამასუქის გაპროტესტების მოთხოვნით მიმართავს. რეკლამა [ლათ. რეცლამო _ წამოვიძახე] _ ფირმის მიერ პოტენციური მყიდველების, საქონლისა და მომსახურების მომხმარებლების ღია შეტყობინება მათი ხარისხის, ღირსების, უპირატესობის შესახებ, აგრეთვე თვითონ ფირმის დამსახურების შესახებ; მარკეტინგის შემადგენელი ნაწილი.
რეკლამაცია [ლათ. რეცლამატიო _
ხმამაღალი გამოთქმა] _ 1. უკმაყოფილების გამოხატვა, პრეტენზია, საჩივარი. 2. (ვაჭრ.). პრეტენზია საქონლის დაბალი ხარისხის გამო და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა. რეკომენდაცია [ლათ. რეცომმენდდატიო _ რჩევა] _ 1. წერილობითი ან ზეპირი სასურველი გამოხმაურება ადამიანის ან ფირმის შესახებ მისი კანდიდატურის ან საქმიანობის მხარდაჭერით. 2. რჩევა, მითითება განსაზღვრული წესით მოქმედების შესახებ. 3. წინადადება რაიმეს გაკეთებაზე.
რეკონვერსია [ლათ. რე- და
ცონვერსიო] _ სამხედრო მრეწველობის გადაყვანა მშვიდობიანობის დროისათვის საჭირო პროდუქციაზე.
რეკონკისტა [ესპ. ღეცონქუისტა] _ პირენეს ნახევარკუნძულის ხალხთა მიერ არაბებისაგან დაპყრობილი ტერიტორიების აქციის კურსის აღდგენა მისი მკვეთრი შემცირებით. 2. აქციების კურსის კითხვის განმეორებითი სეანსი ბირჟაზე.
რელაცია [ლათ. რელატიო _
მოხსენება] _ მეთაურის ცნობა საომარი მოქმედების მიმდინარეობის შესახებ.
ბრძოლით დაბრუნება. რომლებიც ბირჟაზე ფასიანი
რელევანტური [ინგლ. რელევანტ] _ შესაბამისი; შესატყვისი; საქმესთან დაკავშირებული; არსებითი; ფასეული. რემიზი [ფრანგ. რემისე] _ 1. ფულის გადახდა თამასუქის გაგზავნის საშუალებით იმ პირის სახელზე, რომელსაც ფული უნდა მიეცეს. 2. საკომისიო გასამრჯელო, რომელსაც ბირჟის მაკლერები აძლევენ იმ პირებს,

რეკონსტრუქცია [ლათ. რე- _ კვლავ, ხელახლა და ცონსტრუცტიო _ აშენება] _ (ეკონ.). საწარმოში ძირითადი საშუალებების, ტექნიკისა და ტექნოლოგიის გარდაქმნა იმ მიზნით, რომ ამაღლდეს გამოსაშვები პროდუქციის დონე და ხარისხი, ათვისებულ იქნეს ახალ ნაკეთობათა გამოშვება.
რეკრეაცია [ლათ. რეცრეატიო _ აღდგენა] _ (ეკონ.). ძალების მობილიზება, აღდგენა, დასვენება. რეკრედიტივი [გერმ. ღეკრედიტივ] _ 1. (დიპლ.). მთავრობის სიგელი დიპლომატიური წარმომადგენლის უკან გამოწვევის შესახებ. 2. საბუთი, რომელიც აუქმებს აკრედიტივს.
რეკუპერაცია [ლათ. რეცუპერატიო
_ უკან მიღება, დაბრუნება] _ 1. ქაღალდების შესაძენად კლიენტების მიზიდვაში ეხმარებიან. რემისია [ლათ. რემისსიო _
შემცირება, შესუსტება] _ (ფინანს.). გასაყიდი საქონლის ფასის ჩამოკლება, რომელსაც გამყიდველი ფასის დასამრგვალებლად ახორციელებს. რემიტენტი [ლათ. რემიტტო _ ვაგზავნი] _ პიროვნება, რომლის სახელზეც პირველადი მფლობელი გადააგზავნის თავის
თამასუქს; გადაგზავნილი თამასუქის მიმღები.
რემიტირება [ინგლ. რემიტტანცე] _ 1. დავალიანების უცხოური ვალუტით დაფარვის ხერხი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოვალე თავისი ქვეყნის ვალუტით ყიდულობს უცხოურ ვალუტას ეროვნულ სავალუტო ბაზარზე და გადაუგზავნის მას კრედიტორს ან ფარავს ვალს ჩეკის, გადასაგზავნი თამასუქის შესყიდვითა და გადაგზავნით. 2. ფულადი გზავნილი. 3. გადახდა. რენაციონალიზაცია _ (ეკონ.). ყოფილი კერძო საკუთრების დაბრუნება სახელმწიფო საკუთრებაში.
რენდჟი _ რიგი პორტები ნაპირის მითითებულ მონაკვეთზე. მაგ., `ათენი – მარსელი რენდჟი~ ნიშნავს, რომ დამფრახტავს (დამჯავშნავს) უფლება აქვს გაგზავნოს გემი ნებისმიერ უსაფრთხო პორტში ათენსა და მარსელს შორის, ორივე დასახელებული პორტის ჩათვლით.
რენოვაცია [ლათ. რენოვატიო _ განახლება, აღდგენა] _ (ეკონ.). ფიზიკური და მორალური ცვეთის შედეგად წარმოებიდან გამოსული მანქანა-მოწყობილობების ახლით შეცვლა.
რენომე [ფრანგ. რენომმé _ რეპუტაცია] _ დადგენილი მოსაზრება, შექმნილი შეხედულება ადამიანის, ფირმის
შესახებ; რეპუტაცია. რენტა [გერმ. ღენტე, ფრანგ. რენტე _ დაბრუნებული] _
(ფინანს.). 1. რეგულარული შემოსავალი, რომელსაც იძლევა კაპიტალი, ქონება ან მიწა ისე, რომ მის მფლობელს არ სჭირდება მეწარმეობრივი საქმიანობა. 2. ქირა, რომელსაც იხდიან გარკვეული დროის განმავლობაში ოფისის, სახლის ან ქარხნის იჯარისათვის. 3. ფულადი თანხა, რომელიც სადაზღვევო საზოგადოების მიერ ყოველწლიურად ეძლევა დაზღვეულ პირს. რენტაბელობა [გერმ. რენტაბელ _ შემოსავლიანი] _ (ეკონ.). ეფექტიანობა, მომგებიანობა, შემოსავლიანობა საწარმოს ან სამეწარმეო საქმიანობის. გაიანგარიშება მოგების გაყოფით დანახარჯებზე და გამოისახება პროცენტობით.
რენტინგი [ინგლ. რენტინგ] _ (ეკონ.). ტექნიკის მოკლევადიანი იჯარა, მოიჯარის მიერ მისი შემდგომი გამოსყიდვის უფლების გარეშე.
რეორგანიზაცია _ საწარმოს (ფირმის, კომპანიის) ორგანიზაციული სტრუქტურისა და მართვის გარდაქმნა მათი ძირითადი საშუალებების, პოტენციალის შენარჩუნებით.
რეპარაცია [ლათ. რეპარატიო _
აღდგენა] _ საერთაშორისო სამართლის სუბიექტის მატერიალური პახისმგებლობის ფორმა საერთაშორისო სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანისათვის. გადახდა ხდება რესტიტუციის, ფულადი ან სხვა მატერიალური კომპენსაციის ან ერთდროულად რესტიტუციისა და ზარალის კომპენსაციის სახით.
რეპატრიაცია [ლათ. რეპატრიარე _ სამშობლოში დაბრუნება] _ 1. იმ პირების სამშობლოში დაბრუნება, რომლებიც გარემოებების გამო იმყოფებოდნენ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ლტოლვილები, ადგილნაცვალი პირები). 2. საზღვარგარეთ დაბანდებული კაპიტალის დაბრუნება თავის ქვეყანაში ინვესტირებისათვის.
რეპლიკა [იტალ. რეპლიცა] _ 1. ორატორისათვის ადგილიდან მიცემული მოკლე შენიშვნა; შეპასუხება, წამოძახილი. 2. (სამართ.). ერთი მხარის შეკამათება მეორესთან სასამართლო პროცესზე.
რეპო _ 1. შეთანხმება ადრე
გაყიდული საქონლის უკან შესყიდვაზე. 2. ოპერაცია ფინანსურ ბაზარზე, რომელიც ითვალისწინებს მონაწილეების შეთანხმებას ფასიანი ქაღალდების უკან გამოსყიდვაზე. რეპორტი [ფრანგ. რეპორტ] _ 1. საბირჟო გარიგება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხორციელდება ფასიანი ქაღალდების გაყიდვა იმავდროულად გარაგებით, რომ შემდეგში, განსაზღვრული ვადის შემდეგ, ისინი გამოსყიდულ იქნეს უფრო მაღალი ფასით. (საპირისპ. დეპორტი). 2. ქვეყნის სავალუტო ბაზარზე გარიგების დადება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ უცხოური ვალუტის გაყიდვის ნაღდი გარიგება ეროვნულზე გაცვლით შეხამებული იქნება საპირისპიროსთან, იმავდროულად დადებულ გარიგებასთან, რომ შესყიდულ იქნას ეროვნული ვალუტა უფრო მაღალ ფასში. რეპორტს ვალუტის ის სპეკულანტები (`ხარი~) მიმართავენ, რომლებიც ვალუტის კურსის აწევაზე თამაშობენ.
რეპრეზენტაცია [ინგლ. რეპრე-
სენტატიონ] _ 1. განცხადება, ვინმეს დარწმუნების მიზნით, რომ კონტრაქტს შეუერთდეს. 3. წარდგენა.
4. სისტემა, სადაც ირჩევენ ქვეყნის წარმომადგენლებს პარლამენტისათვის.
რეპრეზენტანტი [ფრანგ. რეპრéსენტანტ] _ წარმომადგენელი, წარმომადგენლობითი ამორჩევის მონაწილე. რეპრეზენტატიულობა [ფრანგ. რეპრéსენტანტიფ _ დამახასიათებელი] _ იმ ეკონომიკურ მაჩვენებელთა შერჩევის წარმომადგენლობითობა, რომლებიც ეკონომიკური პროცესებისა და მოვლენების ანალიზისათვის გამოიყენება. რეპრესალია [ლათ. რეპრესსალია _
შეკავება, შეჩერება] _ საერთაშორისო ურთიერთობაში: იძულებითი ზომა, რომელსაც მიმართავს ერთი სახელმწიფო მეორის არაკანონიერი მოქმედების საპასუხოდ; სამართლით გათვალისწინებული პოლიტიკური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა. რეპრესალია, დაკავშირებული შეიარაღებული ძალების გამოყენებასთან, აკრძალულია საერთაშორისო სამართლით და კვალიფიცირდება როგორც აგრესია. რეპრივატიზაცია (ლათ. რე- და იტალ. პრივატუს _ კერძო] _ ადრე ნაციონალიზებული კერძო საკუთრების პრივატიზაცია. რეპრიმანდი [ფრანგ. რეპრიმანდé] _ სიტყვიერი საყვედური. რეპუტაცია [ფრანგ. რéპუტატიონ] _ შექმნილი საერთო აზრი ვინმეს, რაიმეს, ადამიანის, ფირმის ან საქონლის ხარისხის, ღირსებისა და ნაკლოვანებების შესახებ.
რეჟიმი [ფრანგ. რéგიმე] _ 1. სახელმწიფო წყობილება, მმართველობის წესი. 2. რაიმე მიზნისათვის საჭირო წესთა, ღონისძიებათა სისტემა. მაგ., ეკონომიის რეჟიმი.
რესკრიპციები [ინგლ. რესკრიპ-
ტიონს] _ (ფინანს.). სახაზინო ობლიგაციები და თამასუქები ოთხ წლამდე ვადით; უშვებენ სახსრების აკუმულაციისა და ფულის ბაზრის ლიკვიდურობის რეგულირებისათვის. რესპექტი [ინგლ. რესპეცტ] _
პატივისცემა; მოწიწება. რესპუბლიკა [ლათ. რესპუბლიცა] _ სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს ირჩევენ განსაზღვრული ვადით. რესპონდენტი [ინგლ. რესპონ-
დენტ] _ 1. სააპელაციო საქმის მეორე მხარე, მოპასუხე. 2. პეტიციაზე მოპასუხე პირი. რესტავრაცია [ლათ. რესტაურატიო] _ რაიმეს აღდგენა პირვანდელი სახით.
რესტანტი [ინგლ. რესტ _ ნაშთი] _ (ფინანს.). ფირმის ვალი, რომელიც დარჩა ბალანსის შედგენის, შეჯამების დროს; გაუყიდავი საქონლის ნაშთი. რესტი [ინგლ. რესტ] _ ნაშთი. რესტიტუცია [ლათ. რესტიტუტიო _ თავდაპირველი სახით აღდგენა] _ 1. გარიგების დამდებ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით მიღებული ფულის (საქონლის) ურთიერთდაბრუნება იმ შემთხვევაში, როცა გარიგება მიჩნეულ იქნა ბათილად. თუ აღმოჩნდება, რომ გარიგების კანონიერების დარღვევაში დამნაშავეა ერთ-ერთი მხარე, რესტიტუცია ცალმხრივი ხდება და სახსრებს მხოლოდ დამნაშავე მხარე აბრუნებს. 2. საერთაშორისო სამართლის სუბიექტის მატერიალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა; ერთი სახელმწიფოს მიერ მეორისათვის იმ ქონების დაბრუნება, რომელიც უკანონოდ იყო მიტაცებული.
რესტრიქცია [ლათ. რესტრიცტიო _ შეზღუდვა] _ 1. იმ კრედიტების შეზღუდვა, რომლებსაც ცენტრალური ბანკი კომერციულ ბანკებს აძლევს. 2. მონოპოლიების მიერ წარმოებისა და გაყიდვის ხელოვნური შეზღუდვა საქონლის სარეალიზაციო ფასების გაზრდისა და მაქსიმალური მოგების მისაღებად. რესტრიქციული _ შემზღუდველი; ამკრძალავი.
რესურსები ეკონომიკური
[ფრანგ. რესსოურცე _ დამხმარე საშუალება] _ რისამე მარაგი; წარმოების უზრუნველყოფის საშუალებები. კერძოდ: ბუნებრივი (სანედლეულო, გეოფიზიკური), შრომითი (ადამიანური კაპიტალი), კაპიტალური (ფიზიკური, ფულადი კაპიტალი) და ინფორმაციული რესურსები. რეტორსია [ლათ. რეტორსიო _ უკუქმედება] _ საერთაშორისო სამართალში: ერთი სახელმწიფოს მოქმედება მეორის უსამართლო, არამეგობრული მოქმედების საპასუხოდ; შემზღუდველი ზომები, რომელსაც სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს ანალოგიური მოქმედების პასუხად იღებს და ამით ეკონომიკური ან მორალური ზიანი ადგება პირველ სახელმწიფოს. მაგ., უცხოელების უფლებების შეზღუდვა, ბაჟის გაზრდა ამ სახელმწიფოს საქონელზე და ა.შ. რეპრესალიისაგან (შეკავება, შეჩერება) განსხვავებით, იგი პასუხია მეორე სახელმწიფოს არამართლზომიერ ქმედებაზე. რეტრაგენტი [ინგლ. რეპურცჰასე აგენტ] _ პირი, რომელიც საქმეში ჩადებული ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვას აწარმოებს. რეტრექტიულობა _ ფასიანი
ქაღალდების გამოსყიდვის შესაძლებლობა მათი მფლობელის მიერ წინასწარ დათქმული პირობებითა და შეტყობინებით. რეტროსპექტული [ლათ. რეტრო _ უკან და სპეცტო _ ვუყურებ] _ წარსულ დროსთან დაკავშირებული.
რეტროცესია [ფრანგ. რეტროცესსიონე _ დათმობა] _ 1. გადამზღვეველის მიერ თავის თავზე მიღებული რისკის ნაწილის გადაცემა სხვა გადამზღვევლებზე; რისკების შემდგომი დანაწევრება. 2. საკომისიო წილის ერთი შუამავლის მიერ მეორისათვის გადაცემა. რეფაქცია [ფრანგ. რéფაცტიონ, ლათ. ფაცტუს _ გარიგება] _ 1. საბითუმო ფასიდან ან საქონლის წონიდან ჩამოკლება, რომელსაც ატარებს გამყიდველი სავაჭრო გარიგების დადების დროს იმ შემთხვევაში, როცა საქონლის ხარისხი შეუსაბამოა ან გამოვლენილია მისი დანაკლისი (ან გაფუჭება). 2. ტარიფის დაკლება, რომელიც ტვირთის გამგზავნს განსაკუთრებული შეთანხმებით საქონლის დიდი პარტიის დროს ეძლევა.
რეფერენდუმი [ლათ. რეფერენდუმ _ რაც უნდა აუწყონ] _ (პოლიტ.). საყოველთაო სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების გადასაწყვეტად (იხ., აგრეთვე, პლებისციტი).
რეფერენცია [ლათ. რეფერრე _ შეტყობინება] _ 1. ცნობა პიროვნების სამსახურისა და სამსახურებრივი მოვალეობების შესახებ. 2. (კომერც.). ფირმის, დაწესებულების და მისთ. გადახდისუნარიანობის დამოწმება, დადასტურება; რეკომენდაცია. რეფერი [ინგლ. რეფერეე] _ სამედიატორო სასამართლო; სამედიატორო მოსამართლე; არბიტრი. რეფინანსირება, რეფუნდირება [ინგლ. რეფუნდინგ] _ დაფარვა, ძველი სახელმწიფო დავალიანების ანაზღაურება ახალი სესხების გამოშვების გზით, უმთავრესად, მოკლევადიანი ფასიანი ქაღალდების შეცვლით. დეფინიცია [ლათ. დეფინიტიო] _ ცნების ზუსტი განსაზღვრა მისი ყველაზე არსებითი ნიშნების საშუალებით.
რეფლაცია _ შემცირებული ფასების აღდგენა ადრინდელ დონემდე, რომელიც სახელმწიფო ღონისძიებების საშუალებით ეკონომიკის გამოცოცხლების პერიოდში, მისი შენარჩუნების მიზნით ტარდება.
რეფორმა [ფრანგ. რéფორმე] _
რაიმეს გასაუმჯობესებლად მასში შეტანილი ცვლილება; გარდაქმნა.
რექტიფიკაცია [ინგლ. რეცტიფიცატიონ] _ დოკუმენტში რაიმეს შესწორება; ცვლილებების შეტანა. რეცეპისა [ლათ. რეციპირე _ მიღება] _ წინასწარი ხელმოწერა საქონლის მიღებაზე, რომელიც ასრულებს მოწმობის როლს და შემდეგ იცვლება კონოსამენტით. რეცესია [ინგლ. რეცესსიონ] _ წარმოების შედარებით ზომიერი არაკრიტიკული დაცემა ან ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება.
რეცეფცია [ლათ. რეცეპტიო _ მიღება] _ (სამართ.). სესხება და შეგუება ამა თუ იმ ქვეყნის პირობებთან სამართლისა, რომელიც შემუშავებულია სხვა სახელმწიფოში ან წინამავალ ისტორიულ ეპოქაში.
რეციდივი [ლათ. რეციდივუს _ რაც მეორდება] _ (სამართ.). დანაშაულის გამეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც ადრე სასჯელს ასეთივე ან სხვა დანაშაულისათვის იხდიდა. რეციკლირება (ფინანს.) _ სახსრების გადანაწილება. რეციპიენტი [ლათ. რეციპიენს _
მიმღები] _ ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან სახელმწიფო, რომელიც გადასახდელებს, შემოსავლებს ღებულობს; ასეთად გულისხმობენ აგრეთვე ქვეყანას, რომელიც უცხოეთის ინვესტიციებს იზიდავს.
რიმესა [იტალ. რიმესსა _ ფულის გადაცემა, გაგზავნა] _ საგადასახდელო დოკუმენტი
(ჩეკი, გადასაგზავნი თამასუქი) საერთაშორისო ანგარიშსწორებისათვის უცხოურ ვალუტაში, რომელსაც მოვალე თავის ქვეყანაში ეროვნული ვალუტით იძენს და უცხოურ კრედიტორს დავალიანების დასაფარავად გადაუგზავნის. რინგი [ინგლ. რინგ] _ რამდენიმე მეწარმის ხანმოკლე შეთანხმება გარკვეულ რაიონში რომელიმე საქონლის შესყიდვის შესახებ მისი გაყიდვის მონოპოლიზაციის მიზნით. აშშ-ში რინგს უწოდებენ აგრეთვე კორნერს.
რიტუალი [ლათ. რიტუალის] _ (დიპლ.). საერთაშორისო ურთიერთობათა პრაქტიკაში მიღებულ წეს-ჩვეულებათა შესრულების ერთობლიობა.
როიალტი [ინგლ. როყალტყ _ სამეფო პრივილეგიები] _ 1. პერიოდული გადასახდელი უფლებისათვის, რომ ისარგებლოს საქონლის, გამოგონების, ან სხვათა ლიცენზიით. გაიანგარიშება პროცენტობით გაყიდვის ღირებულებიდან. 2. საფასური ბუნებრივი რესურსების დამუშავებისა და მოპოვების უფლებისათვის.
როლოვერი [ინგლ. როლლოვერ _ განახლება] _ 1. კრედიტის ვადის გაგრძელება მისი ტექნიკური დაფარვისა და იმავდროული განახლების საშუალებით ახალი კრედიტის მიცემის გზით. 2. სახსრების ინვესტიციის ერთი ფორმიდან მეორეში გადატანა. როტაცია [ლათ. როტატიო _
მონაცვლეობა, პერიოდული გამეორება] _ ხელმძღვანელი კადრების (დიპლომატების, პარტიული მუშაკების) სავალდებულო მონაცვლეობა დადგენილი დროის შესაბამისად.


საბოტაჟი [ფრანგ. საბოტაგე] _
რაიმე საქმის წინასწარ განზრახვით ჩაფუშვა, მასში მონაწილეობისაგან თავის არიდებით ან მისი არაკეთილსინდისიერი შესრულებით; პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის მიერ თავიანთი სამსახურებრივი ან სხვა ვალდებულებების შეგნებულად, განზრახ შეუსრულებლობა ან მათი დაუდევრად (არაჯეროვნად) შესრულება; სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. სავიზიტო ბარათი [ფრანგ. ვისიტე _ წვევა, ნახვა] _ ბარათი, რომელზეც მითითებულია მონაცემები (გვარი, სახელი, თანამდებობა, მისამართი, ტელეფონები და სხვ.) მისი მფლობელის შესახებ.
სალდო [იტალ. სალდო _ ანგა-
რიშსწორება, ნაშთი] _ სხვაობა საწარმოს (ფირმის) ფულად შემოსავლებსა და დანახარჯებს შორის დროის განსაზღვრულ პერიოდში; სხვაობა ქვეყნის ექსპორტისა და იმპორტის ღირებულებას შორის (სავაჭრო ბალანსის სალდო), საზღვარგარეთიდან სახსრების შემოსვლას შორის (ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის სალდო). დადებითი, აქტიური სალდო ნიშნავს შემოსავლების გადამეტებას ხარჯებზე, ხოლო უარყოფითი _ პირიქით.
სამიტი [ინგლ. სუმმიტ] _
შეხვედრა სახელმწიფო ხელმძღვანელებს ან ფართო ძალაუფლების მქონე ლიდერებს შორის.
-სან [იაპ.] _ (დიპლ.). იაპონიაში მიღებული ზრდილობიანი ხსენება ვისიმე ან მიმართვა ვინმესადმი: ბატონი (ბატონო), ქალბატონი (ქალბატონო). წარმოითქმის (იწერება) გვარის ან სახელის შემდეგ. მაგ., მიტიკოსან (ქ-ნი მიტიკო, ქ-ნო მიტიკო).
სანაცია [ლათ. სანატიო _ მკურნალობა, გაჯანსაღება] _ ღონისძიებათა სისტემა საწარმოების (ფირმების) გაკოტრების თავიდან ასაცილებლად. სანქცია [ლათ. ცანცტიო _
მკაცრი დადგენილება, დაკანონება] _ ზემდგომი ორგანოს მიერ რაიმე აქტის დამტკიცება, რაც მას იურიდიულ ძალას ანიჭებს. 2. იძულების, ზემოქმედების ზომა კანონის დარღვევისათვის. 3. საერთაშორისო სამართალში: ზემოქმედების ზომა, რომელსაც მიმართავენ ხელშეკრულების დამრღვევი სახელმწიფოს მიმართ. 4. მოწონება, დადასტურება, თანხმობა. 5. (ეკონ.). იძულებითი ზემოქმედების ზომები სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ნორმალურად გაძღოლის წესების დამრღვევთა მიმართ. სატელიტი [ლათ. სატელლეს _ თანამგზავრი] _ (გადატ.). სახელმწიფო, რომელიც ფორმალურად დამოუკიდებელია, მაგრამ სინამდვილეში სხვა სახელმწიფოს ემორჩილება. საურავი [ლათ. პოენა _ სას-
ჯელი] _ ფულადი ჯარიმა, რომლითაც ჯარიმდებიან ფულადი ვალდებულებების არადროული შესრულებისათვის, ვადის გადაცილებისათვის.
სეგრეგაცია [ლათ. სეგრეგატიო _
გამოყოფა] _ 1. (ეკონ.). კლიენტისა და ბროკერის, სხვადასხვა კლიენტის საშუალებებისა და ოპერაციების დაყოფა. 2. რასობრივი დისკრიმინაციის ფორმა _ ფერადკანიანთა იძულებითი გამოყოფა თეთრკანიანებისაგან. სეილზ-პრომოუშნ [ინგლ. სალეს _ გაყიდვები, პრომოტიონ _ წინ წაწევა] _ 1. საქონლის გასაღების სტიმულირება. 2. ვაჭრობის მუშაკთა შრომის წახალისება პრემიების, საჩუქრების საშუალებით.
სეკვესტრი [ლათ. სექუესტრუმ _ ვაყენებ გარეთ, ვაშორებ] _
(სამართ.). რაიმე ქონების სარგებლობის ან განკარგვის აკრძალვა Aან შეზღუდვა სახელმწიფო ან სასამართლო ხელისუფლების მიერ. სეკიურიტინაცია [ინგლ. სეცურიტიეს _ ფასიანი ქაღალდები] _ ფასიანი ქაღალდების გამოყენების გაფართოება საბაზრო ურთიერთობათა რეგულირებისა და სასესხო კაპიტალის მოძრაობის ინსტრუმენტად.
სენატი [ლათ. სენატუს] _ ზოგი ქვეყნის (მაგ., აშშ-ის, ბელგიისა და სხვ.) პარლამენტის ზედა პალატა.
სენიორაჟი _ შემოსავალი ფუ-
ლის ემისიიდან (გამოშვებიდან). სენიორ (სენიორა) [ესპ. სეñორ,
სეñორა] _ (დიპლ.). ესპანეთში: ზრდილობიანი ხსენება მამაკაცისა (ქალისა) და მისდამი მიმართვა. წარმოითქმის (იწერება) გვარის წინ.
სენტენცია [ლათ. სენტენტია _ აზრი, მსჯელობა] _ 1. (სამართ.). სასამართლო გადაწყვეტილება. 2. მსჯავრდებულის ოფიციალური დასჯა. 3. მორალური ხასიათის გამონათქვამი, ზნეობრივი დარიგება.
სეპარატიზმი [ფრანგ. სეპარა-
ტისმე _ ცალკე] _ (პოლიტ.). ეროვნულ უმცირესობათა სწრაფვა სახელმწიფოსაგან გამოყოფისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისაკენ. 2. (ეკონ.). რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა, მისწრაფება დამოუკიდებელი ბაზრის შექმნისათვის, სრული ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღებისა და ცენტრიდან დამოუკიდებლობისათვის. სეპარატული [ლათ. სეპარატუს] _
განკერძოებული, განცალკევებული.
სერ [ინგლ. სირ] _ ინგლი-
სურენოვან ქვეყნებში (აშშ, ინგლისი და სხვ.): ზრდილობიანი მიმართვა მამაკაცისადმი. წარმოითქმის (იწერება) სახელისა და გვარის გარეშე.
სერვისი [ინგლ. სერვიცე] _
სხვადასხვა სახის კომუნალურსაყოფაცხოვრებო მოსახურება. სერვიტუტი [ლათ. სერვიტუს _ მონობა, დამორჩილება] _
(სამართ.). სხვისი ქონებით სარგებლობის უფლება გარკვეულ ფარგლებში. საერთაშორისო სერვიტუტი _ ერთი სახელმწიფოს ტერიტორიულ უფლებათა გარკვეული შეზღუდვა მეორე სახელმწიფოს სასარგებლოდ (საზღვაო და სამხედრო ბაზების შექმნა, გზებით სარგებლობა სხვის ტერიტორიაზე და სხვ.). სერია [ლათ. სერიეს _ რიგი, მწკრივი] _ (ეკონ.). ფასიანი ქაღალდების ერთობლიობა, რომელიც გამოშვებულია ერთი იდენტიფიკატორით.
სერტიფიკატი [ლათ. სერტიფიცო _ ვამოწმებ] _ 1. წერილობითი ფინანსური დოკუმენტი, მოწმობა, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის მიერ ფულადი სახსრების გარკვეული თანხის შეტანის ფაქტს და აქედან გამომდინარე აძლევს მას გარკვეულ უფლებას. 2. ობლიგაციის ნაირსახეობა. 3. საგარეო ვაჭრობაში: საქონლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. პიროვნების ცოდნისა და უნარის დამამტკიცებელი დოკუმენტი. სერტიფიკაცია _ 1. ხარისხობრივი მახასიათებლების შესაბამისობის დადასტურება იმ დონესთან, რომელიც ხარისხის სტანდარტს მოეთხოვება. 2. სერტიფიკატის მიღება. სესია [ლათ. სესსიო _ სხდომა] _ პერიოდული სხდომა, რომელსაც ატარებენ წარმომადგენლობითი ორგანოები, სასამართლო, სამეცნიერო დაწესებულებები და სხვ. სეტლმენტი [ინგლ. სეტტლემენტ] _ (ფინანს.). ანგარიშსწორება საბირჟო ოპერაციების ხაზით; სიხშირე, რომლითაც იანგარიშება საანგარიშსწორებო ფასები და გადაიხდება მარჟა. სექტორი [ლათ. სეცტორ] _ (ეკონ.). მეურნეობის ნაწილი, რომელსაც გარკვეული ეკონომიკური და სოციალური ნიშნები ახასაიათებს. მაგ., კერძო სექტორი, სახელმწიფო სექტორი და
ა.შ.
სვინგი [ინგლ. სწინგ _ მერყეობა] _ ვალუტებისა და ფასიანი ქაღალდების კურსების მერყეობა ბირჟაზე.
სვიტჩი [ინგლ. სწიტცჰ _
გადასვლა, გადართვა, მიმართულების შეცვლა] _ ადრე მირებულ ვალდებულებათა ლიკვიდაცია და ოპერაციების, გარიგებების დასრულება ერთი სახეობის ფასიან ქაღალდებთან, ვალუტებთან და გადასვლა სხვა სახეობის გარიგებებზე; სამართლებრივ-კომერციული თვალსაზრისით, გარიგება `სვიტჩი~ გულისხმობს ექსპორტიორის მიერ შემხვედრი შესყიდვის დროს წარმოშობილი თავისი ვალდებულებების მესამე პირზე გადაცემას, რომელთანაც ექსპორტიორს ამ საკითხზე უკვე მიღწეული აქვს შეთანხმება. სვიფტი [ინგლ. შოციეტყ ოფ ჭორლდწიდე Iნტერბანკ Fინანციალ თელეცომმუნიცატიონს, შჭIFთ] _ საერთაშორისო ფულადი ანგარიშსწორებისა და გადასახდელების განხორციელების ავტომატიზებული სისტემა კომპიუტერებითა და ბანკთაშორისი ტელეკომუნიკაციებით.
სვოპი _ სავაჭრო-ფინანსური გაცვლითი ოპერაცია, რომელშიც გარიგების დადებას ფასიანი ქაღალდების, ვალუტის ყიდვის (გაყიდვის) შესახებ თან ახლავს კონტრგარიგების დადება განსაზღვრული ვადის შემდეგ იმავე საქონლის უკუგაყიდვის (ყიდვის) შესახებ იმავე ან სხვა პირობით.
`სვოპინგი~ _ ფასიანი ქაღალდების გაყიდვა და შემდგომი თითქმის იმავდროული ყიდვა, რომელიც ხორციელდება იმ მიზნით, რომ გაერიდოს გადასახადებს, რომლებიც გადასახდელია ფასიანი ქაღალდების ხანგრძლივად ფლობის დროს. სვოპ-კურსი _ ბანკების მიერ უცხოური ვალუტის ერთდროული ყიდვისა და გაყიდვის ფასები იმ პირობით, რომ მათი ანგარიშსწორება ხორციელდება სხვადასხვა დროს.
`სვოპციონი~ _ სვოპისა და ოფციონის კომბინაცია ოფციონის ფორმით, ოპერაცია სვოპის დადებაზე განსაზღვრული პირობებით.
სიმპოზიუმი [ბერძ. სყმპოსია _ წვეულება] _ საერთაშორისო თათბირი რაიმე სამეცნიერო საკითხზე.
სინდიკატი [ლათ. სინდიკატუს,
სინდიცუს] _ ერთგვაროვანი პროდუქციის გამომშვებ საწარმოთა ხანმოკლე გაერთიანება, რომელიც ერთიანი სავაჭრო ქსელით ასეთი პროდუქციის სარეალიზაციოდ იქმნება. სინდიცირებული კრედიტი _ კრედიტი, რომელიც მსესხებელს რამდენიმე კრედიტორის მიერ ეძლევა.
სინდიცირებული ოპერაცია _ ოპერაცია, რომელიც ბანკების, კომპანიების ჯგუფის მიერ ხორციელდება.
სინეკურა _ (გადატ.). კარგად
ანაზღაურებული თანამდებობა. სინერგია [ბერძ. სყნერგოს _ ერთად მოქმედება] _ (ეკონ.). საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა იმის შედეგად, რომ განხორციელდება ცალკეული ნაწილების შეერთება, ინტეგრაცია, შერწყმა ერთ სისტემაში ე.წ. სისტემური ეფექტის ხარჯზე. სინთეზური მაჩვენებლები
[ფრანგ. სყნტჰეგის _ შეერთება] _ განმაზოგადებელი მაჩვენებლები, რომლებიც ახასიათებენ ეკონომიკურ ობიექტს, ეკონომიკურ სისტემას მთლიანად, მისი ნაწილების ორგანულ მთლიანობაში. სინიორ (ე), (სინიორა) [იტალ. სიგნორე, სიგნორა] _ (დიპლ.). იტალიაში: ზრდილობიანი ხსენება მამაკაცისა (ქალისა) ან მისდამი მიმართვა. ჩვეულებრივ, წარმოი-
თქმის (იწერება) გვართან ერთად. სინქრომარკეტინგი [ბერძ. სინცჰრონოს _ ერთდროული და ინგლ. მარკეტ _ ბაზარი] _ მარკეტინგის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც ატარებენ ფირმები მათ საქონელსა და მომსახურებაზე ცვალებადი, არამდგრადი მოთხოვნის პირობებში (მაგ., სეზონის დროს დაAა.შ.). სისტემური ანალიზი [ბერძ. სყსტēმა _ მთლიანი, რომელიც შედგენილია ნაწილებისაგან და ანალისის _ დაშლა, დანაწევრება] _ (ეკონ.). რთული მრავალდონიანი და მრავალკომპონენტიანი სისტემების, ობიექტების, პროცესების და მეთოდების ერთობლიობა, რომლებიც სისტემის ელემენტებს შორის კომპლექსურ მიდგომას, ურთიერთკავშირის გათვალისწინებას ეფუძნება. სიტუაციური მართვა [ლათ. სიტუატიო _ მდგომარეობა] _ (მენეჯ.). ოპერატიული მართვა, რომელიც სტრატეგიული, პერსპექტიული მართვის დამატებით ხორციელდება.
სიურვეიერი [ინგლ. სურვეყერ] _ ექსპერტი, რომელიც დამზღვევის ან მზღვეველის თხოვნით დაზღვეული ან დასაზღვევი გემებისა და ტვირთის დათვალიერებას ახორციელებს.
სიფ-ი [ინგლ. ჩIF ინიციალური აბრევიატურა სიტყვებიდან _ ცოსტ _ ფასი, ინსურანცე _ დაზღვევა და ფრეიგჰტ _ ფრახტი] _ საქონლის მიწოდების ერთ-ერთი გავრცელებული პირობა საერთაშორისო ვაჭრობაში, რომლის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია დააზღვიოს საქონელი და გადაიხადოს ფრახტი, მიიტანოს საქონელი პორტში და დატვირთოს იგი გემზე შეთანხმებულ ვადაში, გადასცეს მყიდველს კონოსამენტი (სასაქონლო ქვითარი) და დაზღვევის პოლისი.
სკალპერი [ინგლ. სცალპერ] _
ფასების სწრაფ მერყეობაზე მოქმედი ბირჟის წევრი.
სკეიტი [ინგლ. სცატჰე] _
აქციების კოტირებაზე დილერების უარი, რაც წინასწარ გამოცხადებულია მათ მიერ მასმედიის საშუალებით.
სკვოტერი [ინგლ. სქუეატტერ] _
ხიზანი; პირი, რომელიც უკანონოდ იჭრება სხვის საკუთრებაში. სკონტო _ საქონლის ფას-
ჩამოკლება მისი გადახდის ვადის დადგომამდე განაღდების დროს. სკრიპი _ ახალ აქციებზე სერტიფიკატების წინასწარი გაცემა.
სლოგანი _ სარეკლამო ლოზუნგი, დევიზი, სარეკლამო იდეის მოკლე, ადვილად აღქმადი, ეფექტური ფორმულირება. სმარტ-კარტა _ პლასტიკური საანგარიშსწორებო საბანკო ბარათი ჩადგმული მიკროპროცესორებით.
სორტი [ფრანგ. სორტე] _ საქონლის დაყოფა ხარისხის მიხედვით გარკვეულ ჯგუფებად. სპეკულაცია საბირჟო, სავა-
ლუტო [ლათ. სპეცულატიო _ ზვერვა] _ აქციების, ობლიგაციების, ვალუტის ყიდვა-გადაყიდვა მოგების მისაღებად. სპეციალიზაცია [ფრანგ.
სპéციალისატიონ] _ საქმიანობის თავმოყრა შედარებით ვიწრო სპეციალურ მიმართულებებზე, ცალკეულ ტექნოლოგიურ ოპერაციებზე ან გამოსაშვები პროდუქციის სახეობებზე.
სპეციფიკაცია [ფრანგ. სპéციფიცატიონ] _ გასაყიდად ან მისაწოდებლად შეთავაზებული საქონლის ჩამონათვალი, რომელშიც ნაჩვენებია მისი რაოდენობა, ხარისხი, მარკა, ხარისხობრივი მახასიათებლები, ხოლო აუცილებელ შემთხვევაში _ ფასებიც. სპიკერი [ინგლ. შპეაკერ] _ პირი, რომელიც პარლამენტის სხდომას თავმჯდომარეობს. სპირიტუალური [ლათ. სპირიტუს _ სულიერი] _ ეკლესიური, წმინდა, ღვთისეული, გონებრივი. სპლიტი _ კორპორაციების,
აქციონერული კომპანიების არარეალიზებული აქციების დაყოფა, დანაწილება ნაკლებად მსხვილი აქციების დიდ რაოდენობად მათი გავრცელების გასაადვილებლად. სპონსორი [ინგლ. სპონსორ] _ 1. თავდები, გარანტი. 2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აფინანსებს ეკონომიკურ პროექტს, სოციალური ღონისძიების გატარებას. 3. შემკვეთი, ორგანიზატორი, მსხვილი ღონისძიების მომწყობი.
სპოტი [ინგლ. სპოტ _ ნაღდი, დაუყოვნებლივ გასანაღდებელი] – საბირჟო ან არასაბირჟო გარიგება არსებული საქონლის ან ვალუტის გაყიდვის შესახებ, რომლითაც გათვალისწინებულია ძალზე მოკლევადიანი (ერთი დღე-ღამე) მიწოდება და განაღდება.
სპრედერი _ ბირჟის ვაჭარი,
რომელიც ყიდულობს და იმავდროულად ყიდის ფიუჩერსულ კონტრაქტებს დროის სხვადასხვა პერიოდით. სპრედი [ინგლ. სპრეად] _ (ვაჭრ.). 1. ფიუჩერსული კონტრაქტების იმავდროული ყიდვა და გაყიდვა ერთსა და იმავე საქონელზე მიწოდების სხვადასხვა ვადით. 2. ერთი ტიპის ოფციონების იმავდროული ყიდვა და გაყიდვა სხვადასხვა ფასში ან ვადის გასვლის სხვადასხვა პერიოდში. 3. ფასების მერყეობის გაქანება. სტაგნაცია [ლათ. სტაგნო _ ვაჩერებ] _ (ეკონ.). წარმოების, ვაჭრობისა და მისთ. შენელება, შეფერხება.
სტაგფლაცია [ლათ. სტაგნო _ ვხდი უმოძრაოს და ინფლატიო _ გაბერვა] _ (ეკონ.). სტაგნაციისა და ინფლაციის შეხამება, ეკონომიკის მდგომარეობა, როცა ერთდროულად ხდება წარმოების დაცემა, ფასებისა და უმუშევრობის ზრდა, ეკონომიკური კრიზისის ინფლაციასთან შეხამება. სტადია [ბერძ. სტადიო] _
ეკონომიკური პროცესის პერიოდი, ფაზა, საფეხური. მაგ., პროდუქციის სასიცოცხლო ციკლის სტადიები: დანერგვა, ზრდა, სიმწიფე და დაცემა. სტანდარტი [ინგლ. სტანდარდ _ ნორმა, ნიმუში] _ 1. დარგის, საწარმოს (ფირმის) ოფიციალური სახელმწიფო ან ნორმატიული დოკუმენტი, რომლითაც აუცილებელი თვისებრივი მახასიათებლები, მოთხოვნები დგინდება. 2. ნიმუში, ეტალონი, რომელსაც სხვა ამგვარ ობიექტს უდარებენ. სტატისტიკა [ინგლ. სტატისტიცს <
ლათ.] _ (ეკონ.). მეცნიერება, რომელიც სწავლობს რაოდენობრივ ცვლილებებს ადამიანთა საზოგადოებაში.
სტატუსი [ლათ. სტატუს _ მდგომარეობა] _ საერთაშორისო სამართლის სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის ნორმებით. სტატუს-კვო [ლათ. სტატუს ქუო] _ საერთაშორისო სამართალში: რაიმე გარკვეულ მომენტში (წინათ ან ამჟამად), არსებული მდგომარეობა.
სტატუტი [ლათ. სტატუტუმ _
ვადგენ, ვწყვეტ] _ საერთაშორისო სამართალში: აქტი, დებულება, წესდება საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობისა და წესის შესახებ, რომელიც ამ ორგანიზაციის სტრუქტურას, უფლებებსა და ვალდებულებებს განსაზღვრავს. მაგ., გაეროს საერთაშორისო სასამართლოს სტატუტი და სხვ.
სტელაჟი [გერმ. შტელლაგე _ ორმაგი ოფციონი] _ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის ვადიანი გარიგების ფორმა, რომელიც ხასიათდება იმით, რომ პიროვნება, რომელმაც იყიდა სტელაჟი, იძენს უფლებას _ გარიგების ვადის დადგომის დროს გამოვიდეს თავისი არჩევით ფასიანი ქაღალდების გამყიდველის ან მყიდველის როლში. სტენდ-ბაი _ საკრედიტო ხელშეკრულების პირობები, რომელთა შესაბამისად ბანკი არეზერვებს დადგენილი ვადისათვის დათქმულ თანხას, ხოლო კლიენტი იყენებს მას ნაწილობრივ ან მთლიანად. სტოკბროკერი [ინგლ. სტოცკ
ბროკერ] _ თავისი სახელით მოქმედი პირი, რომელიც ყიდის თავისი კლიენტების პაის ან აქციებს.
სტოკისტი [ინგლ. სტოცკ _
კაპიტალი, ქონება] _ იმპორტიორი ფირმა, რომელიც ახორციელებს ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებს კონსიგნაციის წესით ხელშეკრულების საფუძველზე, აქვს საკუთარი საწყობი, ყიდულობს და ყიდის საქონელს
თავისი სახელითა და ხარჯით. სტრატეგია [ბერძ. სტრატēგია] _
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბრძოლის ხელმძღვანელობის ხელოვნება.
სტრინგი [ინგლ. სტრინგ _ რიგი,
სერია] _ ერთგვაროვანი საქონლის ჯგუფი, რომელიც აუქციონზე ერთ ერთეულად გამოდის და საერთო ფასით იყიდება.
`სტრიტ-ნეიმი~ _ ფასიანი ქაღალდები, რომლებიც კლიენტის ნაცვლად ბროკერის სახელზეა გამოწერილი. სუბვენცია [ლათ. სუბვენირე] _ იგივეა, რაც სუბსიდია; ფულადი
დახმარება, რომელსაც ცენტრალური ორგანოები განსაზღვრული ღონისძიების, ობიექტის მიზნობრივი დაფინანსებისათვის გამოყოფენ. სუბიექტი ეკონომიკური [ლათ. სუბჯეცტუმ _ პირი, სუბიექტი] _ პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ, სამეურნეო საქმიანობას, იქნება ეს ცალკეული ადამიანი, ოჯახი, საწარმო თუ სახელმწიფო.
სუბიჯარა [ლათ. სუბ _ ქვეშ და პოლ. არენდა] _ მოიჯარის მიერ იჯარით აღებული ქონების ნაწილის იჯარით გადაცემა მესამე პირისათვის, რომლის დროსაც მოიჯარე ხდება იჯარით გამცემი იმ პირის მიმართ, რომელიც მოიჯარის როლში გამოდის. სუბორდინაცია [ლათ. სუბორდინატიო] _ უფროსებისადმი უმცროსების სამსახურებრივი დაქვემდებარების სისტემა, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვა. სუბსიდია [ლათ. სუბსიდიუმ _ დახმარება, მხარდაჭერა] _ ფულადი ან მატერიალური დახმარება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სპეციალური ფონდებიდან ფიზიკურ და
იურიდიულ პირებს, სხვა სახელმწიფოებს მიეცემა. უშუალოდ მიცემულ დახმარებას პირდაპირ სუბსიდიებს, ხოლო საგადასახადო შეღავათებს _ არაპირდაპირ სუბსიდიებს უწოდებენ. სუბსტიტუტი [ლათ. სუბსტიტუტუმ _ ვდებ ნაცვლად] _ საქონელი, რომელიც მისი მსგავსი თვისებების მქონე სხვა საქონელს ცვლის.
სუვერენი [ფრანგ. სოუვერაინ] _
უმაღლესი ძალაუფლების მპყრობელი. სუვერენიტეტი [გერმ.
შოუვერäინიტäტ _ უზენაესობა] _ სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესობა ქვეყნის შიგნით და დამოუკიდებლობა საერთაშორისო ურთიერთობებში. სუვერენიტეტი ეკონომიკური _ (სამართ.). სახელმწიფოს, რეგიონნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა სხვა სახელმწიფოებისა და რეგიონებისაგან.
სუპერმარკეტი [ინგლ.
შუპერმარკეტ _ მნიშვნელოვანი ბაზარი] _ (ვაჭრ.). მსხვილი მაღაზია, რომელშიც მრავალი სხვადასხვაგვარი საქონელია წარმოდგენილი.
სუროგატი [ლათ. სურროგატუს _ სხვის ნაცვლად] _ (ეკონ.). ყალბი, ფალსიფიცირებული პროდუქტი.


ტაბელი [ლათ. ტაბულა, გერმ. თაბელლე _ ცხრილი] _ 1. გარკვეული წესით შედგენილი ობიექტებისა და პირების
ჩამონათვალი; სია. 2. სამუშაოზე მუშაკების მისვლა-წასვლის აღრიცხვის დოკუმენტი. ტაბულაგრამა [ლათ. ტაბულა და ბერძ. გრამმ _ წერითი ნიშანი] _ საანგარიშგებო დოკუმენტი, გაანგარიშების შედეგი, აღბეჭდილი ტაბულატორზე ან კომპიუტერის საბეჭდ მოწყობილობაზე. ტაბულატორი [ლათ. ტაბულა _
დაფა] _ გამომთვლელი მანქანა. ტაიმინგი [ინგლ. ტიმინგ _
დროის არჩევა] _ საბირჟო ტერმინი, რომელიც ნიშნავს ყველაზე უფრო ხელსაყრელ მომენტს აქციების ყიდვა-გაყიდვისათვის. ტაიმ-ჩარტერი [ინგლ. ტიმე
ცჰარტერ] _ (ზღვ.). ხელშეკრულება სავაჭრო გემის იჯარით აღებაზე გარკვეული დროით, ჩვეულებრივ, არაუმეტეს 12 თვისა.
ტალიმანი [ინგლ. ტალლყმან] _
საქონლის განვადებით გამყიდველი.
ტალონი [ფრანგ. ტალონ] _ 1. (ეკონ.). ქაღალდი, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის უფლებას მიიღოს სიკეთე, ფასეულობა, ნივთი. 2. დოკუმენტის ნაწილი, რომელიც დამოუკიდებელი სახით გამოიყენება.
ტანტიემი [ფრანგ. ტანტიèმე] _
დამატებითი გასამრჯელო, პრემია, რომელიც ფირმის ზემდგომ ხელმძღვანელ შემადგენლობას ფირმის მიერ მიღებული წმინდა მოგებიდან მიეცემა.
ტარა [იტალ. ტარა, არაბ.-დან ტარჰა _ გამოქვითვა] _ საქონლის საფუთავი.
ტარგეტირება [ინგლ. ტარგეტ _ მიზანი] _ ფულადი სისტემის მიზნობრივი ორიენტირების დადგენა, ფულის მასის ნამატის რეგულირება, რასაც თავის პოლიტიკაში იყენებენ ცენტრალური ბანკები. ტარიფი [ფრანგ. ტარიფ] _ (ეკონ.). გადასახადის განაკვეთი სხვადასხვაგვარი მომსახურებისათვის. ტარიფიკაცია [ფრანგ. ტარიფიცა-
ტიონ] _ რისამე ტარიფის დადგენა. ტაქსა [გერმ. ტახე, ლათ.-დან ტახარე _ შეფასდეს] _ ტარიფების, ფასების, ანაზღაურების მკაფიოდ დადგენილი დონე; ნიხრი. ტაქსაცია [ლათ. ტახატიო] _
რისამე ნიხრის დადგენა; შეფასება.
ტაქტიკა [ბერძ. ტაკტიკē _ ჯარის
დარაზმვის ხელოვნება] _ 1. საზოგადოებრივი და პოლიტიკური ბრძოლის ხერხები. 2. (გადატ.). რაიმე მიზნის მისაღწევი ხერხები. ტაქტიკა ეკონომიკური _ ხანმოკლე ეკონომიკური ქცევა, რომელიც მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე შედარებით ხანმოკლე პერიოდისათვის არის გათვლილი.
ტეზავრაცია [ბერძ. ტჰესაუროს _ განძი] _ 1. მოსახლეობის მიერ ფულის დაგროვება მიმოქცევიდან მისი ამოღების გზით. 2. კერძო პირების მიერ ოქროს დაგროვება განძის სახით. 3. ქვეყნის ოქროს მარაგის შექმნა. ტელემარკეტინგი [ინგლ. ტელემარკეტინგ] _ (ვაჭრ.). გასაღება ტელეკომუნიკაციების დახმარებით. ტელექსური კავშირი [ინგლ.
ტელეგრაფ ეხცჰანგე] _ სატელეგრაფოსააბონენტო კავშირგაბმულობის ერთიანი საერთაშორისო ავტომატიზებული სისტემა ინფორმაციის ოპერატიული გადაცემისათვის.
ტელეშოპინგი [ინგლ. ტელესჰოპინგ] _ საცალო ვაჭრობა ტელეკომუნიკაციურ საშუალებათა დახმარებით; საქონლის შეკვეთა ნიმუშების მიხედვით ტელეფონით, სახლში მიტანით.
`ტელო~ _ საკუთრება მზრუნველის ხელში; ძირითადი თანხა, კაპიტალი.
ტენდენცია [ლათ. ტენდო _
მივისწრაფი] _ ანალიზის შედეგად გამოვლენილი მყარი ურთიერთობები, ძირითადი ნიშნები, თვისებები, მიმართულებები. ტენდერი [ინგლ. ტენდერ] _ ღია ან დახურული კონკურენტული ვაჭრობა.
ტერორი [ლათ. ტერრორ] _ შიში,
საშინელება.
ტერორიზმი [ინგლ. ტერრორისმ] _
პოლიტიკური მიზნებით განხორციელებული ძალადობის აქტი. დანაშაული, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლებაზე ზემოქმედებას, მის დაშინებას და იძულებას. ტერორისტი _ პირი, რომელიც ახორციელებს ძალადობის აქტს პოლიტიკური მიზნებით. ტესტი [ინგლ. ტესტ] _ 1. რაიმეს მუშაობის ხარისხის შემოწმება. 2. გამოცდის ჩატარების საშუალება. ტექნიკა [ბერძ. ტეცჰნē _
ხელოვნება] _ 1. (დიპლ.). მოლაპარაკების წარმართვის ხერხების ერთობლიობა. 2. საწარმოო საქმიანობაში ტექნიკურ საშუალებათა ერთობლიობა შრომის ნაყოფიერებისა და პროდუქციის ხარისხის ასამაღლებლად. ტექნოკრატია [ბერძ. ტეცჰნē _
ხელოვნება და კრატოს _ ძალაუფლება] _ 1. მმართველ ხელისუფლებაში ინჟინრებისა და მეცნიერების გადასვლა. 2. ეკონომიკური პროცესებისა და მოვლენებისადმი წმინდა ტექნიკური პოზიციებიდან მიდგომა. ტექნოლოგია [ბერძ. ტეცჰნē _
ხელოვნება და ლოგოს _ მოძღვრება] _ 1. მეცნიერება ნედლეულის, ნაკეთობებისა და ნახევარფაბრიკატების დამუშავების ფიზიკურ-ქიმიური და სხვა ხერხების შესახებ. 2. გარკვეული წესითა და თანამიმდევრობით განხორციელებულ ოპერაციათა ერთობლიობა.
ტექნოლოგიური პარკი [ინგლ. ინდუსტრიალ პარკ] _ მეცნიერებისა და წარმოების ტერიტორიული ინტეგრაციის ახალი ფორმა, რომელიც, ძირითადად, თავისუფალ სავაჭრო ზონებშია განვითარებული.
ტექნოპოლისი [ბერძ. ტეცჰნē _ ხელოვნება და პოლის _ ქალაქი] _
თავისუფალი ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ინოვაციური პროცესების დასაჩქარებლად იქმნება.
`ტვისტი~ [ინგლ. ტწისტ] _ სახელმწიფო ორგანოების მცდელობა შეცვალონ პროცენტული განაკვეთების დროებითი სტრუქტურა.
ტიკერი [ინგლ. ტიკერ] _ სისტემა, რომელიც `მორბენალი სტრიქონით~ ელექტრო ტაბლოზე ასახავს ყველაზე უკანასკნელ საბირჟო გარიგებათა კურსებს. ტიკი _ ბირჟაზე კურსის მინი-
მალური მერყეობა, რომელიც დადგენილია საბირჟო წესებით. ტირაჟი [ფრანგ. ტირაგე _ წევა] _ სესხის ან ლატარიის მოგებათა გათამაშება.
ტიტული [ლათ. ტიტულუს _ წარწერა, საპატიო წოდება] _ 1. იურიდიული, დოკუმენტური დასაბუთება უფლებისა გარკვეულ ქმედებებზე, განსაკუთრებულ მდგომარეობაზე, ქონებაზე, საქონლის ფლობაზე. 2. განსაკუთრებული კარი კანონში ან კანონთა კოდექსში.
`ტომ-ნეკსტი~ _ კომბინირებული საბირჟო გარიგება, რომელიც ფაქტობრივად იწყება მეორე, ხოლო მთავრდება მესამე დღეს. მაგ., ერთდროულად ვალუტის ყიდვა მიწოდებით შემდეგ სამუშაო დღეს და გაყიდვით მეორე სამუშაო დღეს. ტონაჟი [ინგლ. ტონნაგე] _ რეგისტრირებული ტევადობა, სატრანსპორტო საშუალების ტვირთამწეობა, გამოხატული ტონობით. ტოპიკსი [ინგლ. თOPIX – თოკიო
სტოცკ პრიცე ინდეხ] _ ფასიანი ქაღალდების ფასების სპეციალური ინდექსი ტოკიოს საფონდო ბირჟაზე. ტოტალიტარიზმი [ფრანგ.
ტოტალიტაირე] _ პოლიტიკური სისტემა, რომელშიც სახელმწიფოს აბსოლუტური ძალაუფლება აქვს თავის მოქალაქეებზე. ტრადიცია [ლათ. ტრადიტიო _
გადაცემა] _ ისტორიულად ჩამოყალიბებული, თაობიდან თაობას გადაცემული წეს-ჩვეულებები, ყოფაქცევის ნორმები, შეხედულებები და სხვ.
ტრაკაცია _ წინასწარი წინადადება საქონლის გაყიდვის ან ყიდვის შესახებ, იმ მიზნით, რომ გაირკვეს დაინტერესებულ პირთა რეაქცია.
ტრანზიტი [ლათ. ტრანსიტუს] _
ტვირთების გადაზიდვა, მგზავრების გადაყვანა შუალედური პუნქტის გავლით.
ტრანს- [ლათ. ტრანს -ით, გავლით, გამჭოლ] _ რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი. აღნიშნავს: 1. მოძრაობას რისამე გავლით. 2. რისამე საშუალებით გადაცემას. ტრანსაქცია [ლათ. ტრანსაცტიო _ შესრულება, ხელშეკრულება] _ 1. საბანკო ოპერაცია, რომლითაც ხდება ფულადი სახსრების გადაგზავნა ერთი ანგარიშიდან მეორეზე. 2. პოლიტიკურ-იურიდიული შეთანხმება, რომელსაც თან ახლავს ურთიერთდათმობა. ტრანსლაცია [ინგლ. ტრანსლატიო] _ საქონლის ღირებულების გადაანგარიშება ერთი ვალუტიდან მეორეში.
ტრანსპორტი [ლათ. ტრანსპორტო _ გადამაქვს] _ 1. მეურნეობის დარგი, რომელსაც გადაჰყავს მგზავრები და გადააქვს ტვირთი. 2. ბანკის წერილობითი ბრძანება თავისი კორესპონდენტებისადმი ბრძანებაში მითითებული პირისათვის თანხის მისაცემად.
ტრანსფერი, ტრანსფერტი
[ინგლ. ტრანსფერ, ფრანგ. ტრანსფერტ _ გადაცემა] _ 1. უცხოური ვალუტის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაგზავნა. 2. ერთი პირის მიერ მეორისათვის ფასიანი ქაღალდების ფლობის უფლების გადაცემა. 3. გარიგების მიხედვით საზღაურის ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადატანა. 4. ერთი ქვეყნიდან მეორეში მოქალაქეთა გადასვლა. ტრანსფორმაცია [ლათ.
ტრანსფორმატიო _ შეცვლა] _ ეკონომიკური საქმიანობის სტრუქტურების, ფორმებისა და ხერხების გარდაქმნა, მისი მიზნობრივი მიმართულების შეცვლა. ტრანშა, ტრანში [ფრანგ. ტრანცჰéე] _ საობლიგაციო სესხის სერია, რომელიც ცალკე გამოშვებად გამოდის.
ტრასანტი [გერმ. თრასსანტ,
იტალ.-დან ტრასსანტე] _ გადასაგზავნი თამასუქის მფლობელი, რომელიც პასუხისმგებელია მის აქცეპტსა და გადახდაზე. ტრასატი [გერმ. თრასსატ, იტალ. ტრასსატე _ თამასუქის გადაგზავნა] _ გადასაგზავნი თამასუქის გადამხდელი, მოვალე.
ტრასტი _ 1. იურიდიული დოკუმენტი ან იურიდიული ქმედება, რომელიც ერთ პირს მეორის მხრიდან აკისრებს ნდობითი საკუთრების მართვის იურიდიულ ფუნქციას, მინდობილობას. 2. საკუთრების ნდობითი მართვის პროცესი. ტრასტ-კომპანია _ 1. კომპანია, რომელიც ასრულებს ნდობით ფუნქციას, ე.ი. მოქმედებს იმ პირის დავალებით, რომელმაც ანდო მას ეს ქმედება. 2. ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ქონებას მისი მფლობელის დავალებით მართავს. ტრასტ-სერტიფიკატი [ინგლ.
ტრუსტ სერტიფიცატე] _ ფასიანი ქაღალდი, რომელსაც მიზნობრივად ახალი მოწყობილობის შეძენისათვის უშვებენ.
ტრასტული შეთანხმება _
შეთანხმება ბანკსა და კლიენტს
შორის, რითაც ბანკი თავის თავზე იღებს კლიენტის
თანხების მართვაზე ზრუნვას.
ტრატა [იტალ. ტრატტა] _ გადასაგზავნი თამასუქი, საგარეო ვაჭრობაში: საანგარიშსწორებო დოკუმენტი.
ტრატა დომიცილირებული
[ინგლ. დომიციფედ ბილლ] _ ტრატა, რომელზეც აქცეპტანტის მიერ მითითებულია გადახდის ადგილი. ტრეიდერი [ინგლ. ტრადე _ ვივაჭროთ] _ 1. საბირჟო ვაჭრობაში მონაწილე საბროკერო ფირმის მუშაკი. 2. ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც უფლება აქვს დადოს გარიგება ბირჟაზე. 3. მოვაჭრე.
ტრენდი [ინგლ. ტრენდ] _ ეკონომიკური მაჩვენებლების შეცვლის მიმართულება, რომელიც განისაზღვრება საანგარიშგებო, სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისა და ამის საფუძველზე ეკონომიკური ზრდის ან დაცემის ტენდენციის დადგენით.
ტრესტი [ინგლ. ტრუსტ] _
ფირმების გაერთიანება, რომელშიც მისი მონაწილეები თავიანთ სავაჭრო-საწარმოო მმართველობით ფუნქციებს ცენტრის ხელმძღვანელობას გადასცემენ. ტრიბუნალი [ლათ. ტრიბუნალ] _
საგანგებო სასამართლო. ტრიგერი [ინგლ. ტრიგგერ] _
საკრედიტო შეთანხმების პირობები, რომლის დროსაც ავტომატურად დგება რაიმე შედეგი, მაგ., კრედიტის ვადამდე დაფარვის მოთხოვნა.
ტრიპლიკატი [ინგლ. ტრიპლიცატე] _ დოკუმენტი, რომელიც შედგენილია სამ ეგზემპლარად. შაერთაშორისო ვაჭრობაში: კონტრაქტის მესამე ეგზემპლარის ბეჭდით დამოწმება.

უზურპაცია [ლათ. უსურპატიო] _ ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდება, სხვისი უფლებების მითვისება.
უზუფრუქტი [ლათ. უსუს _ გამოყენება და ფრუცტუს _ ნაყოფი, შემოსავალი] _ (სამართ.). სხვისი საკუთრების შემოსავლის ან მიწის გამოყენების უფლება. უიკენდი [ინგლ. წეეკ-ენდ] _ `კვირის ბოლო~; დასვენების დრო პარასკევსაღამოდან ორშაბათდილამდე (რომელსაც, ქალაქგარეთ ატარებენ).
ულტიმატუმი [ლათ. ულტიმატუმ _ უკანასკნელი] _ ერთი სახელმწიფოს კატეგორიული მოთხოვნა მეორის მიმართ, რომლის შეუსრულებლობას მოსდევს დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ან ძალის გამოყენება.
ულტიმო [იტალ. ულტიმო _
უკანასკნელი, ბოლო] _ კომერციულ და საბირჟო პრაქტიკაში: თვის ბოლო დღე, გარიგების დამთავრების ბოლო ვადა.
ულტრა [ლათ. ულტრა] _ პრეფიქსი, რომელიც აღნიშნავს ექსტრემალურს, უკიდურესს (მაგ., ულტრათანამედროვე). ულტრა ვირესი [ლათ. ულტრა
ვირეს _ შესაძლებლობის ზევით] _ საქმიანობა, რომელიც გარკვეულ უფლებებს აღემატება და უფლებამოსილებათა ჩარჩოებს მიღმაა გამოსული. უნია [ლათ. უნიო _ ერთიანობა, გაერთიანება] _ საერთაშორისო სამართალში ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს გაერთიანება ერთი სახელმწიფოს მეთაურობით. უნიტარული [ფრანგ. უნიტაირე] _ მთლიანი, ერთიანი. უნიტარული სახელმწიფო _ ფედერაციულ ერთეულებად (შტატები, მხარეები და სხვ.) დაუყოფადი სახელმწიფო.
უნიფიკაცია [ლათ. უნუს _ ერთი და ფაციო _ ვაკეთებ] _ საერთო ნორმაზე გადაყვანა; გაერთიანება. უნცია [ლათ. უნცია] _ წონითი
ერთეული (დაახლოებით, 30 გრ.). უოლ-სტრიტი [ინგლ. ჭალლ-
შტრეეტ] _ ნიუ-იორკში: ქუჩა, სადაც მოთავსებულია უდიდესი ბანკები, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა და სხვ. უორანტი, ვარანტი [ინგლ. წარრანტ] _ მოწმობა, რომელიც გაიცემა საქონლის შესანახად მიღების თაობაზე საქონლის წონის, ხარისხისა და რაოდენობის მითითებით. ურბანიზაცია [ფრანგ. ურბანისატიონ] _ მრეწველობისა და მოსახლეობის მსხვილ ქალაქებში თავმოყრა.
უტილიზაცია [ლათ. უტილის _ სასარგებლო] _ წარმოების ნარჩენების (ჯართი და სხვ.) მეორადი გამოყენება. უტილიტარიზმი [ლათ. უტილიტას _ სარგებელი, გამორჩენა] _ ეკონომიკური აზრის მიმდინარეობა, რომელიც საგნებს, ნივთებს, პროცესებსა და მოვლენებს მათი სარგებლიანობის, გამოყენების თვალსაზრისით აფასებს.

ფაბრიკატი [ლათ. ფაბრიცატუს _
დამზადებული] _ გადამამუშავებელი მრეწველობის დამთავრებული პროდუქტი, მზა ნაწარმი. ფავორიტი [ფრანგ. ფავორიტე,
ლათ. ფავორ _ კეთილგანწყობილება] _ 1. ადამიანი, რომელიც სარგებლობს მაღალი თანამდებობის მქონე პირის კეთილგანწყობით. 2. კორპორაცია, ფირმა, რომელსაც კონკურენტულ ბრძოლაში სხვებთან შედარებით მოგების მიღების მეტი შანსი აქვს. ფალსიფიკაცია [ლათ. ფალსიფიცო _ ვაყალბებ] _ რაიმე ნამდვილის, ჭეშმარიტის შეცვლა მცდარით, ყალბით; რისამე გაყალბება, ხარისხის გაუარესება. ფაო [ინგლ. FAO] – გაეროს
სასურსათო და სასოფლოსამეურნეო ორგანიზაცია. ფას-ი [ინგლ. FAშ, ფრეე ალონგსიდე
სჰიპ _ თავისუფალია გემის ბორტის გასწვრივ] _ საერთაშორისო ვაჭრობაში გავრცელებული საბაზისო პირობა, რომელიც საქონლის მიწოდებისა და განაღდების წესს განსაზღვრავს.
ფაქსიმილე [ლათ. ფაც სიმილე _ გააკეთე მსგავსი] _ ბეჭედი, კლიშე, რომლის გამოყენებით ადამიანის ხელმოწერა მეორდება. ფაქტორი [ინგლ. ფაცტორ _ აგენტი, შუამავალი] _ 1. საწარმოს (ეკონომიკის) განვითარების ერთ-ერთი ძირითადი რესურსი (მიწა, შრომა, კაპიტალი, მეწარმეობა). 2. აგენტი, რომელსაც ევალება და აქვს საქონლის გაყიდვის უფლებამოსილება. ფაქტორია [ინგლ. ფაცტორყ < ლათ.] _ სავაჭრო დასახლება შემოზიდული და გასაზიდი საქონლის საწყობებით, რომლებიც განლაგებულია სხვა ქვეყანაში.
ფაქტორინგი [ინგლ. ფაცტორინგ,
ფაცტორ-გან _ აგენტი, შუამავალი] _ ფინანსური მომსახურების (ვალების ამოღება) სახეობა, რომელსაც კომერციული ბანკები წვრილ და საშუალო ფირმებს უწევენ. ფაქტურა [ლათ. ფაცტურა _
დამუშავება, აგებულება] _ გამყიდველის მიერ მყიდველის სახელზე გამოწერილი სასაქონლო დოკუმენტი ანგარიშის სახით, რომელიც გაყიდული
საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების შესახებ მონაცემებს შეიცავს.
ფედერაცია [ლათ. ფედერატიონ _
კავშირი, გაერთიანება] _ სახელმწიფო წყობილების ფორმა, მმართველობის ტიპი; სახელმწიფოების ან ორგანიზაციების ჯგუფი, რომელთაც ჰყავთ ცენტრალური ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც მათი წარმომადგენელია და მათ საერთო ინტერესებს იცავს.
ფიასკო [იტალ. ფიასცო] _ ჩავარდნა, სრული წარუმატებლობა, მარცხი.
ფიდუცია [ლათ. ფიდუცია] _
ნდობაზე დამყარებული ხელშეკრულება.
ფიდუციარი _ ნდობით აღჭურ-
ვილი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ქონებას და ატარებს მასზე პასუხისმგებლობას სხვა პირის სასარგებლოდ.
ფილანტროპი [ბერძ. Pჰილანტჰრö-
პოს] _ ქველმოქმედი, მოწყალე ადამიანი.
ფილიერა _ გამყიდველის მიერ გაცემული განსაკუთრებული თამასუქი, რომლის მფლობელს წინადადება ეძლევა მიიღოს მიტანილი საქონელი, რომელიც მასზე მიყიდულია გარკვეული პირობებითა და ფასით. ფინანსები [ფრანგ. ფინანსე, ლათ. ფინანცია _ ნაღდი ფული, შემოსავალი] _ განმაზოგადებელი ეკონომიკური ტერმინი; ფულადი სახსრები, ფინანსური რესურსები, განხილული მათ
შექმნა-მოძრაობაში, განაწილებაგადანაწილებაში, გამოყენებაში. ფიო [ინგლ. FIO] _ საერთაშორისო ვაჭრობაში გავრცელებული საქონლის მიწოდების პირობა, რომლის თანახმად
ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა ღირებულების გადახდა ტვირთის გამგზავნის ან გემის მფლობელის მიერ ხდება. ფირმა [იტალ. ფირმა] _ იურიდიული პირის უფლების მქონე საწარმოს, კომპანიის ზოგადი სახელწოდება. ფისკი [ლათ. ფისცუს] _ (ფინანს.). სახელმწიფო ხაზინა. ფიუჩერსი [ინგლ. ფუტურე _ მომავალი] _ აქციების, ვალუტის ან საქონლის ყიდვა-გაყიდვა მომავალში მისაწოდებლად. 1. სასწრაფო გარიგება ფასების რყევისაგან თავდასაღწევად; შეთანხმებულ დროში ყიდვის ან გაყიდვის კონტრაქტი. 2. გარკვეული ვადით შესყიდული
საქონელი. 3. ვადიანი ხელშეკრულებები. ფიუჩერსული გარიგებები, ფიუჩერები [ინგლ. ფუტურეს _ საქონელი, შეძენილი წინასწარ, დასწრებით] _ ბირჟაზე სასწრაფოდ დადებული გარიგებები სანედლეულო საქონლის, ოქროს, ვალუტის, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის შესახებ გარაგების დადების მომენტში მოქმედი ფასებით, ნაყიდი საქონლის მიწოდებითა და შემდგომში განაღდებით.
ფიუჩერსული კონტრაქტი _ შეთანხმება, რომელიც იყიდება ბაზარზე, როგორც ფასიანი ქაღალდები. ფიქცია [ლათ. ფიცტიო] _ 1. მოგონილი, შეთხზული რამ. 2. სინამდვილის შეუფერებელი, გამოგონილი მდგომარეობა, რომელსაც რაიმე მიზნით იყენებენ როგორც ნამდვილს. ფიქსაცია [ფრანგ. ფიხცატიონ] _ რისამე აღნიშვნა, რეგისტრირება, საბოლოოდ განსაზღვრა. მაგ., საქონლის, ფასიანი ქაღალდების ფასების განსაზღვრულ დონეზე
შეჩერება.
ფიქსინგი [ინგლ. ფიხინგ, ინგლ. ფიხ _ განმტკიცება, დადგენა] _ საქონლის ფასი, რომელიც დადგენილია ბირჟაზე დროის მოცემულ მომენტში.
ფიქციური კაპიტალი [ფრანგ. ფიცტიფ, ლათ. ფიცტიო _ მოგონილი, შეთხზული] _ კაპიტალი, რომელიც რეალურისაგან განსხვავებით, მატერიალურ-ნივთობრივ ან სულიერ ფასეულობას არ წარმოადგენს. იგი, ჩვეულებრივ, ფასიანი ქაღალდია, რომელიც მათ მფლობელებს აძლევს შემოსავლის მიღების უფლებას დივიდენდების, პროცენტების სახით. ფლუქტუაცია [ლათ. ფლუცტუატიო] _ (ფინანს.). გაცვლითი კურსის მერყეობა.
ფობ-ი [ინგლ. FOB (Fრეე ონ
ბოარდ) _ თავისუფლად გემის ბორტზე] _ საერთაშორისო ვაჭრობაში: საქონლის გადაზიდვის ერთ-ერთი პირობა, რომლის თანახმად გამყიდველი ვალდებულია მიიტანოს საქონელი ნავსადგურში და დატვირთოს იგი მყიდველის მიერ მითითებულ გემზე. ფონდი [ფრანგ. ფონდ, ლათ. ფონდუს-დან _ დაარსება, დაფუძნება] _ 1. მარაგი, ფულადი სახსრების დაგროვება, ფულადი კაპიტალი. 2. ფულადი და მატერიალური საშუალებები, რომლებიც თავმოყრილია ერთად გარკვეული მიზნებისათვის. 3. ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც შექმნილია გარკვეული ჯგუფის ადამიანთა დახმარების გასაწევად (მაგ., საქველმოქმედო, სამეცნიერო და სხვ.). ფორექსოლი [ინგლ. FXალლ] _ ელექტრონული საფონდო ბირჟა აშშ-ში, ევროპასა და აზიაში. ფორვარდი [ინგლ. ფორწარდ _
წინ] _ ვადიანი, სწრაფი ანგარიშსწორების ფორმა, რომელიც გარიგების დადების შემდეგ არა უმეტეს ორი სამუშაო დღის განმავლობაში ტარდება. ფორმალური [ლათ. ფორმა] _ 1. გარკვევით და იურიდიულად სწორად დაწერილი. 2. მხოლოდ გარეგნული, არაარსებითი, მოჩვენებითი. ფორმალობა _ ოფიციალური პროცედურა, ან ის, რაც უნდა გაკეთდეს კანონის ან
ჩვეულების თანახმად. ფორმულიარი [გერმ. Fორმულარ, ლათ. ფორმულა -გან _ ფორმა, წესი] _ სავაჭრო დოკუმენტი, ხელშეკრულება, რომლის ტექსტი ძირითადად შედგენილია წინასწარ და მხოლოდ რამდენიმე სტრიქონის შევსებასა და ხელმოწერას ითხოვს, რის შემდეგაც ის იურიდიულ ძალას იძენს. ფორსმაჟორი [ფრანგ. ფორე
მაჯეურე] _ ვითარება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია; გადაულახავი დაბრკოლება. ფორუმი [ლათ. ფორუმ] _ 1. ფართო წარმომადგენლობითი კრება. 2. (გადატ.). ადგილი, სადაც იმართება შეკრება, აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
ფორფეიტინგი [ფრანგ. ა ფორფაი _ მთლიანად, საერთო თანხით] _ ექსპორტიორების, გამყიდველების დაკრედიტების თავისებური ფორმა საქონლის გაყიდვის დროს, რომელიც საგარეო ვაჭრობაში უფრო გამოიყენება. ამ ოპერაციის დროს ბანკი (ფორფეიტორი) ექსპორტიორისაგან გამოისყიდის იმპორტიორის ფულად ვალდებულებას _ გაანაღდოს მის მიერ ნაყიდი საქონელი მაშინვე საქონლის მიწოდების შემდეგ და ვადამდე, მთლიანად ან ნაწილობრივ თავად უნაღდებს საქონლის ღირებულებას ექსპორტიორს. ვადამდე განაღდებისათვის ბანკი-ფორფეიტორი ექსპორტიორს პროცენტს ახდევინებს. ფოსტისი _ მოთხოვნისა და
გასაღების სტიმულირების ფორმების ღონისძიება.
ფრა [ინგლ. FღA, ფორწარდ რატე
აგრეემენტ] _ (ეკონ., სამართ.). კონტრაქტი ბანკსა და ფირმას შორის, რომელიც განსაზღვრული ოდენობის თანხაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში უცვლელი პროცენტული განაკვეთის გარანტიას იძლევა.
ფრანკო [იტალ. ფრანცო _ თავისუფალი] _ საერთაშორისო ვაჭრობაში: ტერმინი, რომელიც აღნიშნავს საქონლის დატვირთვას და გაგზავნას გამყიდველის ხარჯით.
ფრაქცია [ფრანგ. ფრაცტიონ] _ (პოლიტ.). 1. ადამიანების ჯგუფი უფრო დიდი ორგანიზაციის შიგნით. მაგ., პოლიტიკური პარტიისა, ვისაც განსხვავებული თვალსაზრისი გააჩნია ან განსაკუთრებული მიზნები აქვს და პარტიის ძირითად ხაზს არ იზიარებს. 2. პარლამენტში: ამა თუ იმ პარტიის დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც იქმნება პარტიის მიერ შემუშავებული ხაზის გასატარებლად.
ფრანშიზა [ფრანგ. ფრანცჰისე _
შეღავათი] _ 1. ისეთი კომერციული საწარმოს შექმნის უფლება, რომელიც თავისი უფროსი პარტნიორის საქონლით ვაჭრობს. 2. დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული ქონების დამზღვევი პირის ზარალის ნაწილი, რომელიც მზღვეველის მიერ ანაზღაურებას არ ექვემდებარება. ფრახტი [გერმ.FFრაცჰტ] _ 1. ტვირთის გადაზიდვის გადასახდელი წყლის ტრანსპორტით. დაფრახტვა _ დაქირავება. 2. ტვირთი, გადაზიდული ფრახტით და თავად ტვირთის გადა-ზიდვა. ფრი-რაიდერი [ინგლ. ფრეე რიდერ] _ ბირჟის კლიენტი, რომელიც იყენებს ხელშეკრულებაში ადრე შეთანხმებულ ვადაზე გარიგების სასწრაფო განაღდების პრაქტიკას, რის ხარჯზეც ბირჟის წესების გვერდის ავლით დამატებით მოგებას იღებს. ფრიტრედერობა [ინგლ.
ფრეეტრადე] _ ეკონომიკური მიმდინარეობა, რომელიც სამეურნეო ცხოვრებაში ვაჭრობის თავისუფლებასა და სახელმწიფოს
ჩაურევლობას ემხრობა; თავისუფალი ვაჭრობა.
ფრიჰოლდი [ინგლ. ფრეეჰოლდ] _
მიწის ან ქონების განუსაზღვრელი დროით (საპირისპ. Lიზჰოლდი) ფლობის აბსოლუტური უფლება რენტის გადახდის გარე-
შე.
ფრუსტრაცია [ინგლ. ფრუსტრაციონ] _ (სამართ.). ხელშეკრულების ამაოება, მისი გეგმების დარღვევა, მოშლა. ფუნდამენტური [ლათ. ფუნდამენტუმ] _ 1. ძირითადი; მთავარი. 2. (გადატ.). არსებითი. მაგ., ხელშეკრულების არსებითი პირობა, რომლის შეუსრულებლობა მეორე მხარეს ამ შეთანხმების გაწყვეტის უფლებას აძლევს.

ქარიზმა [ინგლ. ცჰარისმა] _
გავლენა, დაფუძნებული ხელმძღვანელის პიროვნულ თვისებებზე ან მის უნარზე შემოიკრიბოს მომხრეები.
ქარტია [ბერძ. ცჰატēს] _
სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ზოგი დოკუმენტის სახელწოდება. მაგ., თავისუფლების დიდი ქარტია. ქენვესერი [ინგლ. ცანვასსერ] _
პირი, რომელიც ხმების მოსაგროვებლად ბინებში დადის.

შანტაჟი [ფრანგ. ცჰანტაგე] _ (სამართ.). სახელის გამტეხი ფაქტების (ნამდვილისა თუ მოგონილის) გამომჟღავნების მუქარა და ამ გზით გამოძალვა (ფულისა, ქონებისა და სხვ.).
შარიათი [არაბ. šარïატ] _ ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაში: რელიგიურ-იურიდიული ნორმების ერთობლიობა.
შეიხი [არაბ. šეიჰ] _ მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო პირი, ღვთისმეტყველი და სამართლისმცოდნე.
შერიფი [ინგლ. სჰერიფფ] _ ინგლისისა და აშშ-ის საგრაფოებში: თანამდებობის პირი, რომელიც ასრულებს ადმინისტრაციულ და სასამართლო ფუნქციებს.
შეფი [ინგლ. ცჰიეფ _ ყველაზე მნიშვნელოვანი] _ მთავარი: თანამდებობის პირი; ხელმძღვანელი; ლიდერი.
შიკანერი _ არაკეთილსინდისიერი მოვაჭრე.
შოკური თერაპია [ფრანგ. ცჰოკ _ დარტყმა] _ ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის რადიკალურ
ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია მისთვის დამახასიათებელი უარყოფითი მოვლენების _ ფასების ზრდის, ინფლაციის და ა.შ. შემცირებისაკენ.
შომაჟი _ სტიქიური მოვლენების გამო წარმოების გაჩერების შედეგად ფინანსური ზარალის დაზღვევა.
შოპ-ტური [ინგლ. სჰოპ ტოურ] _ ორგანიზებული საზღვარგარეთული მოგზაურობა მარშრუტით, რომლის მთავარი მიზანია ფართო მოხმარების საქონლის შეძენა, როგორც წესი, მისი შემდგომი გადაყიდვისათვის.
შტატი [ინგლ. შტატე] _ 1. ფედერალური სახელმწიფოს ნახევრადდამოუკიდებელი ნაწილი. 2. მმართველობითი სტრუქტურის ერთეული.
შტრაიკბრეხერი [გერმ.
შტრეიკბრეცჰერ] _ პირი, რომელიც აგრძელებს მუშაობას, როდესაც გაფიცვაა გამოცხადებული.
შულერი [პოლ. სზულერ] _
თაღლითი, პროფესიონალი ყალთაბანდი.

ჩარტერი [ინგლ. ცჰარტერ] _ ტრანსპორტის (გემის, თვითმფრინავის, ავტობუსის) სპეციალური მიზნით დაქირავება, დაფრახტვა.
ჩეკი [ინგლ. ცჰეცკ] _ ფასიანი ქაღალდების ერთ-ერთი გავრცელებული სახეობა; დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მეანაბრის განკარგულებას ბანკისადმი, რომ მან მიმდინარე ანგარიშიდან გადაუხადოს ან გადაურიცხოს წარმდგენს გარკვეული თანხა.

ცედენტი [ლათ. ცედო _ ვუთმობ] _ 1. სამოქალაქო სამართალში: პირი, რომელიც თავის კუთვნილ უფლებას სხვა პირს გადასცემს. 2. დაზღვევაში: სადაზღვევო კომპანია, რომელიც რისკს ხელახლა აზღვევს. ცერემონია [ლათ. ცაერიმონია _ მოწიწება, თაყვანისცემა] – (დიპლ.). ოფიციალური ხასიათის ზეიმი, რომელიც გარკვეული წესებით, წინასწარ შედგენილი გეგმით ტარდება.
ცესია [ლათ. ცესსია _ გადაცემა] _ (სამართ.). საკუთრების, სახსრების ფლობის ან მათი მიღების თავისი უფლების სხვა პირებზე გადაცემა. მაგ., კრედიტორს (ცედენტს) ვალის მიღების თავისი უფლება შეუძლია სხვა პირს (ცესიონარს) გადასცეს. ცესიონარი [ინგლ. ცესსიონარყ] _ 1. პირი, რომელიც კრედიტორი მისთვის მოთხოვნის უფლების გადაცემით ხდება. 2. მემკვიდრე, რომელსაც ფინანსური ოპერაციების ჩატარების ან მემკვიდრეობის უფლება გადაეცემა. 3. სადაზღვევო კომპანია, რომელიც ხელახალი დაზღვევის რისკს (გადამზღვევი) თავის თავზე იღებს.
ცივილისტიკა [ლათ. ცივილის] _
სამოქალაქო სამართალი. ციკლი [ბერძ. კყკლოს _ წრე] _
პროცესების, სამუშაოების, ოპერაციების ერთობლიობა, რომელიც მთლიანობაში დამთავრებულ წრიულ თანამიმდევრობას ქმნიან.
ცირკულარი [გერმ. ძირცულარ, ლათ. ცირცულარის _ წრიული] _ ქვემდგომი ორგანოებისათვის ზემდგომი ორგანოს წერილობითი განკარგულება.

ჯენტლმენური შეთანხმება _ (დიპლ.). საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც დებენ ოფიციალურ ფორმალობათა დაუცველად, დაუწერლად (ზეპირად). ჯობერი [ინგლ. ჯობბერ] _ 1. პირი, რომელიც საფონდო
ბირჟაზე თავისი ხარჯით ასრულებს ოპერაციებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით. 2. ფირმა, რომელიც იმპორტიორებისაგან ყიდულობს საქონლის დიდ პარტიებს სწრაფი გადაყიდვისათვის.


ჰაირინგი [ინგლ. ჰირინგ] _ მოწყობილობის საშუალოვადიანი ხელშეკრულება, ლიზინგის ერთერთი ფორმა. ჰაიტეკ-კომპანია [ინგლ. ჰიგჰეცჰ ცომპანყ] _ კომპანია, რომელიც ნერგავს და იყენებს მაღალტექნოლოგიურ პროცესებს, მოწყობილობას, დამუშავებებს. ჰარმონიზაცია [ბერძ. ჰარმონია _ თანაზომიერება] _ (ეკონ.). გადასახადების ურთიერთშეთანხმებულობა, სისტემაში მოყვანა, უნიფიკაცია, კოორდინაცია, მოწესრიგება, ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა. ჰასტინგსი [ინგლ. ჰუსტინგს] _ (პოლიტ.). წინასაარჩევნო კამპანია.
ჰეგემონია [ბერძ. ჰēგემონია] _ (პოლიტ.). ერთი ძლიერი სახელმწიფოს მიერ მეზობელი სახელმწიფოების ჯგუფზე ბატონობა. ჰედონიზმი [ბერძ. ჰედონე _ დიდი სიამოვნება] _ ინდივიდის მისწრაფება თავისი კეთილდღეობის ზრდისაკენ მიღებული სიამოვნებისათვის.
ჰერ [გერმ. Hერრ] _ გერმანიასა
და ზოგ სხვა ქვეყანაში: მამაკაცის ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ, გვართან ერთად); ბატონი; ბატონო. ჰეჯერი _ სამეურნეო სუბიექტი, ფირმა ან ბანკი, რომელიც ფიუჩერსულ ბირჟაზე ჰეჯირების ოპერაციებს აწარმოებს. ჰეჯი _ სასწრაფო (ხანგრძ-
ლივი) ოპერაცია, გარიგება, რომელიც იდება გამყიდველებისა და მყიდველების მოცემულ საქონელზე საბაზრო ფასის მომავალი შესაძლო ცვლილებისაგან დაზღვევის მიზნით. ჰეჯირება, ხეჯირება _ რისკის შემცირება, თავის დაზღვევა დანაკარგისაგან, რომელიც განპირობებულია გამყიდველებისა და მყიდველებისათვის საქონელზე საბაზრო ფასების არახელსაყრელი ცვლილებებით იმასთან შედარებით, რაც ხელშეკრულების დადების დროს იყო გათვალისწინებული.
ჰიპერინფლაცია [ბერძ. ჰყპერ _ ზევით და ლათ. ინფლატიო _ გაბერილი] _ ფულის მკვეთრი, სწრაფი გაუფასურება, მისი მყიდველობითუნარიანობის შემცირება, რაც ფასების მნიშვნელოვან ზრდაში ვლინდება. ჰიპოთეზა [ბერძ. ჰყპოტჰესის _ რაიმე მოვლენის ასახსნელად წამოყენებული მეცნიერული ვარაუდი, რომლის უეჭველობა ჯერ ცდით არ არის დამტკიცებული. ჰოლდინგი [ინგლ. ჰოლდინგ] _ კორპორაცია, კომპანია, მეთაური საწარმო, რომელიც მართავს ან აკონტროლებს სხვა საწარმოთა, (კომპანიათა) საქმიანობას.
`ჰომო ეკონომიკური~ [ლათ. Hომო ეცონომიცუს] _ 1. ადამიანი მაღალი ეკონომიკური ინტიუციითა და შემეცნებებით, რომელიც ეკონომიკური გადაწყვეტილებების ოპტიმალურ ვარიანტებს იღებს. 2. ადამიანი, რომელიც შეუჩერებელ გამდიდრებას ესწრაფვის.
ჰონორარი [ლათ. ჰონორარიუმ] _ ფულადი თანხა, რომელსაც დამსახურებისათვის უხდიან ლიტერატურული, მუსიკალური, მეცნიერული ნაწარმოებების, გამოგონებების ავტორს. ჰოფმაკლერი [გერმ. Hოფმაკლერ] _ ბირჟის მთავარი მაკლერი, რომელიც ბირჟის წევრების მიერ საბირჟო მაკლერების შემადგენლობიდან განსაზღვრული ვადით აირჩევა.
ჰუმანიტარული დახმარება [ლათ. ჰუმანუმ _ ადამიანური] _ უსასყიდლო მატერიალური დახმარება, რომელიც ჰუმანიტარული მოსაზრებებით ხორციელდება.

———————————————————————————–
ლათინური წარმომავლობის სამართალმცოდნეობითი სიტყვა-გამოთქმები

A

Aცტიო [აკციო] _ სარჩელი, მოქმედება.
Aცტიო ინ რემ [აკციო ინ რემ] _ სანივთო სარჩელი.
Aნტე ფაცტუმ [ანტე ფაქტუმ] _ სანამ მოხდებოდეს რამე.
Aბ ინიტიო [აბ ინიციო] _ თავიდან, დასაბამიდან, დასაწყისიდან.
Aდ იდემ [ად იდემ] _ შეთანხმებულად.
A ფორტიორი [ა ფორტრიორი] _ მით უმეტეს, განსაკუთრებით.
Aდ ჰოც [ედ ჰოქ] _ სპეციალურად, ამ შემთხვევისათვის.
Aდ ლიტემ [ედ ლიტემ] _ რაც სასამართლო საქმეს ეხება.
Aლიენი ჯურის [ალიენი იურის] _ სხვისი უფლების.
Aლლოცატურ [ალოკატურ] _ ნებადართულია. Aმიცუს ცურაე [ამიკუს კურაე]
_ მოსამართლის მეგობარი.
Aმიცუს პლატო, სედ მაგის ამიტას ვერიტას [ამიკუს პლატო, სედ მაგის ამიკა ვერიტას] _ პლატონი (ჩემი) მეგობარია, მაგრამ უფრო დიდი მეგობარია ჭეშმარიტება (არისტოტელე).
A პრიორი [ა პრიორი] _ იმთავითვე.
Aრგუმენტა ეტ რატიონეს [არგუმენტა ეტ რაციონეს] _ მოსაზრებები და დასკვნები.
Aრგუმენტუმ ად ჰომინემ
[არგუმენტუმ ად ჰომინემ] _ არგუმენტი, რომელიც კონკრეტული პირის აზრს ემყარება. არგუმენტუმ ად რემ [არგუმენტუმ ად რემ] _ ნამდვილ ვითარებაზე დამყარებული არგუმენტი.
Aუდიატურ ეტ ალტარე პარს [აუდიატურ ეტ ალტარე პარს] _ მოსმენილ იქნას მეორე მხარეც.
Aუდი, ვიდე, სილე! [აუდი, ვიდე, სილე] _ უსმინე, უყურე, იყუჩე! Aურეა მედიოცრიტას [აურეა მედიოკრიტას] _ ოქროს შუალედი (ჰორაციუსი).
Aუსცულტა ეტ პერპენდე [აუსკულტა ეტ პერპენდე] _ მოისმინე და აწონ-დაწონე.
Aუსცულტარე დისცე, სი ნესცის ლოქუი
[აუსკულტარე დიცე, სი ნესცის ლოქვი] _ ისწავლე მოსმენა, თუ ლაპარაკი არ იცი.
Aდ ვალორემ [ად ვალორემ] _ ფასის, ღირებულების მიხედვით.

B

Bონა ცაუსა [ბონა კაუზა] _
სამართლიანი საქმე.

ჩალუმნია [კალუმნია] _ ცილისწამება, ცრუ ბრალდება.
ჩაპიტის ცონდემნარე [კაპიტის კონდემნარე] _ სიკვდილის მისჯა.
ჩასუს ა ნულლო პრაესტანტურ [კაზუს ა ნულო პრესტანტურ] _ შემთხვევითობა დაუსჯელია.
ჩასუს ბელლი [კაზუს ბელი] _ ომის საბაბი.
ჩარპე დიემ [კარპე დიემ] _ გამოიყენე დრო, `მოწყვიტე დღე~ (ჰორაციუსი).
ჩიტიუს, ალტიუს, ფორტიუს [ციტიუს, ალტიუს, ფორტიუს] _ `უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო შორს~ (ოლიმპიური
თამაშების დევიზი).
ჩიტო [ციტო] _ სწრაფად.
ჩონდიტიო ფაცტი [კონდიციო ფაკტი] _ ფაქტობრივი პირობა.
ჩონდიტიო ჯურის [კონდიციო იურის] _ სამართლებრივი პირობა.
ჩონდიტიო სინე ქუა ნონ [კონდიციო სინე ქვა ნონ] _ აუცილებელი პირობა.
ჩორპუს დელიცტი [კორპუს დელიქტი] _ ნივთიერი მტკიცება, ძირითადი სამხილი.
ჩორპუს ჯურის ცივილის [კორპუს იურის ცივილის] _ სამოქალაქო კანონთა კრებული.
ჩრედიტორ [კრედიტორ] _ ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი.
ჩარტე ბლანცჰ [ფრანგ. კარტ ბლანში] _ `სუფთა ფურცელი~: მოქმედების სრული თავისუფლება.
ჩავეატ ემტორ [კავეატ ემპტორ] _ მყიდველი გაფრთხილდეს.
ჩოგიტო, ერგო სუმ [კოგიტო, ერგო სუმ] _ `ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ~
(დეკარტი).
ჩომპუს მენტის [კომპუს მენტის] _ საღი გონების მქონე, შერაცხადი.
ჩონსენსუს ომნიუმ
[კონსენსუს ომნიუმ] _ ყველას თანხმობა.
ჩონტრა [კონტრა] _ წინააღმდეგ.
ჩონტრა პრეფერენტემ [კონტრა პრეფერენტემ] _ მის წინააღმდეგ, ვინც ამტკიცებს. წესი, რომ დოკუმენტში რაიმე ორაზროვნება განიმარტება იმ მხარის საწინააღმდეგოდ, რომელმაც იგი შეადგინა.
ჩონსენსუს ად იდემ
[კონსენსუს ად იდემ] _ მხარეთა ნების თანხვედრა.
ჩორპუს დელიცტი [კორპუს დელიქტი] _ დანაშაულის დამამტკიცებელი; ნივთმტკიცება. ჩორპუს ლიგის [კორპუს ლიგის]
_ კანონთა კრებული.
ჩურრიცულუმ ვიტაე [კურრიკულუმ ვიტე] _ `ცხოვრების მიმდინარეობა~; მოკლე ცნობები ვისიმე ცხოვრების შესახებ.

D

Dებიტორ [დებიტორ] _ მოვალე.
Dეცრედო ნონ სტეტიტ [დეკრეტო
ნონ სტეტიტ] _ გადაწყვეტილებას არ ექვემდებარება.
Dე ფაცტო [დე ფაქტო] _ ფაქტობრივად.
Dე ჯურე [დე იურე] _
იურიდიულად, კანონის საფუძველზე. Dე ლეგე ლატა [დე ლეგე ლატა] _ მოქმედი კანონით.
Dე მინიმის ნონ ცურატ ლეხ [დე მინიმის ნონ კურატ ლექს] _ კანონს საქმე არ უნდა ჰქონდეს ტრივიალურ (გაცვეთილი, სიახლეს მოკლებული) საკითხთან.
Dე ნოვო [დე ნოვო] _
თავიდან დაწყება.
Dივიდე ეტ იმპერა [დივიდე ეტ იმპერა] _ `გათიშე და იბატონე~ (რომაელი დამპყრობლების პოლიტიკური პრინციპი).
Dოცენდო დისციმუს [დოცენდო დისციმუს] _ ვასწავლით რა, ჩვენც ვსწავლობთ~ (სენეკა).
Dო უტ დეს [დო უტ დეს] _
`გაძლევ, რომ შენც მომცე~
(რომაული სამართლის პრინციპი).
Dოლი ცაპახ [დოლი კაპაქს] _ დანაშაულის ჩამდენი.
Dომინიუმ ეტ ჯურ [დომინიუმ ეტ იურ] _ საკუთრების უფლება.
Dუმ სპირო, სპერო [დუმ სპირო, სპერო] _ ვიდრე სული მიდგას ვიმედოვნებ (ოვიდიუსი).

E

Eგო [ეგო] _ მე.
Eრორ ჯურის [ერორ იურის] _
შეცდომა კანონში (სამარათალში). Eხ ცონსენსუ [ექს კონსენსუ] _
თანხმობით.
Eხ ფაცტო ორიტურ ჯუს [ექს ფაკტო ორიტურ იუს] _ საქმიდან იშვა კანონი.
Eხ ჯურე [ექს იურე] _ კანონით, სამართლის ძალით.
Eხ ლეგე [ექს ლეგე] _ კანონიდან გამომდინარე.
Eხ ოფფიციო [ექს ოფიციო] _ კანონის ძალით, ოფიციალურად.
Eხ პოსტ ფაცტო [ექს პოსტ ფაკტო] _ ფაქტის (მომხდარის) შემდეგ.
F

Fესტიმა ლენტე [ფესტიმა ლენტე] _ `იჩქარე ნელა~; ნაუცბადევად ნუ გააკეთებ.
Fიატ ჯუსტიტია [ფიატ იუსტიცია]
_ მართლმსაჯულება აღსრულდეს.
Fიერი ფაციას [ფიერი ფაციას] _
დაე ეს მოხდეს.
Fორუმ დელიცტი [ფორუმ დელიკტი] _ დანაშაულის ადგილი.
Fორტეს ფორტუნა ადჯუვატ
[ფორტეს ფორტუნა ადიუვატ] _ მამაცთ ბედი სწყალობთ
(ტერენ-ციუსი).
Fუნცტუს ოფფიციო [ფუნკტუს ოფფიციო] _ უფლებამოსილების ან იურისდიქციის არ ქონა.
G

Gრატა, რატა ეტ აცცეპტა [გრატა, რატა ეტ აკცეპტა] _ დაკანონებული და მისაღები.

H

Hომო საპიენს [ჰომო საპიენს]
_ მოაზროვნე ადამიანი.
Hომო სუმ, ჰუმანი ნიჰილ ა მე ალიენუმ პუტო [ჰომო სუმ, ჰუმანი ნიჰილ ა მე ალიენუმ პუტო] _ ადამიანი ვარ (და) არაფერი ადამიანური არ მეუცხოვება.
Hუმანუმ ესტ ერრატე [ჰუმანუმ
ესტ ერრატე] _ ადამიანისათვის დამახასიათებელია შეცდომები.

I

Iგნორატია ჯურიუს ნოსეტ [იგნორაცია იურის ნოსეტ] _ კანონის არცოდნა საზიანოა.
Iნცოგნიტო [ინკოგნიტო] _ ფარულად.
Iნ ესსე [ინ ესსე] _ არსებული.
Iნ ფლაგრანტე დელიცტო [ინ ფლაგრანტე დელიკტო] _ დანაშაულის ჩადენის მომენტში.
Iნ მორე [ინ მორე] _ კანონიერად.
Iნ პარი დელიცტო [ინ პარი დელიკტო] _ სამართალდარღვევების განხორციელება
თანასწორად. საქმიან პრაქტიკაში ამ პრინციპს ეწოდება `სუფთა ხელების დოქტრინა~.
Iნ პერსონამ [ინ პერსონამ] _ პირის საწინააღმდეგოდ.
Iნ რემ [ინ რემ] _ რაიმეს საწინააღმდეგოდ. Iნ სტატუს ქუო [ინ სტატუს კვო] _ ახლანდელ მდგომარეობაში.
Iნტერ ალია [ინტერ ალია] _ სამართალშემოქმედება; სხვათა შორის; სხვა საკითხებთან ერთად.
Iნ ტერრორემ [ინ ტერორემ _ ტერორის (შიშის) გამოსაწვევად. გამოიყენება, როდესაც კონტრაქტში მუქარა იგულისხმება. ამ შემთხვევაში კონტრაქტი ძალადაკარგულად ითვლება.
Iნტრა ვირეს [ინტრა ვირეს] _ მოქმედებათა უფლებამოსილების ფარგლებში. Iპსო ფაცტო [იფსო ფაქტო] _
თვით ფაქტის გამო.
Iპსო ჯურე [იფსო იურე] _ კანონის ძალით, წევრობის ძალით.
Iნ ვინო ვერიტას [ინ ვინო ვერიტაზ] _ `ღვინოშია ჭეშმარიტება~; ნასვამი კაცი იტყვის სიმართლეს.

ჟურისდიცტიო [იურისდიქციო] _ სასამართლო წარმოება, განსჯადობა, ძალაუფლება, კომპეტენცია.
ჟუს [იუს] _ კანონი, უფლება, სასამართლო. ჟუს გენტიუმ [იუს გენციუმ] _ `ხალხთა უფლება~.
ჟუს ცივილე [იუს ცივილე] _ მოქალაქეთა სამართალი.
ჟუს ცოგენს [იუს კოგენს] _ იმპერატიული ნორმები. ჟუს პრივატუმ [იუს პრივატუმ]
_ კერძო სამართალი. ჟუს პუბლიცუმ [იუს პუბლიცუმ]
_ საჯარო სამართალი.
ჟუსტა ცაუსა [იუსტა კაუზა] _
`მართლზომიერი მიზეზი~; რისამე მფლობელობის სამართლებრივი საფუძველი.
ჟუსტიტია [იუსტიცია] _ იუსტიცია.
ჟუსტიტია ფუნდამენტუმ რეგნი
[იუსტიცია ფუნდამენტუმ რეგნი] _ სამართლიანობა ქვეყნის საფუძველია.
K

Kნოწ-ჰოწ [ინგლ. ნოუ-ჰაუ] _ სიტყვასიტყვით: `ვიცი, როგორ
. . .~
L

Lეგემ ბრევემ ესსე ოპორტეტ [ლეგემ ბრევემ ესე ოპორტეტ] _ კანონი მარტივი უნდა იყოს.
Lეხ [ლექს] _ კანონი.
Lეხ ესტ აბ აეტერნო [ლექს ესტ აბ ეტერნო] _ კანონი მუდმივია.
Lეხ ესტ, ქუოდ ნოტამუს [ლექს ესტ ქვოდ ნოტამუს] _ კანონია ის, რასაც დავაკანონებთ.
Lეხ მერცატორია [ლექს მერკატორია] _ სავაჭრო სამარ-
თალი.
Lეხ გენერალის [ლექს გენერალის] _ ზოგადი კანონი.
Lეხ ნონ სცრიპტა [ლექს ნონ სკრიპტა] _ დაუწერელი კანონი.
Lეხ პოსტერიორ დეროგატ ლეგი პრიორი
[ლექს პოსტერიორ დეროგატ ლეგი პრიორი] _ მომდევნო კანონი აუქმებს წინას.
Lეხ სპეციალის [ლექს სპეციალის] _ სპეციალური კანონი.
Lეხ სემპერ ცერტა [ლექს სემპერ ცერტა] _ კანონი ყოველთვის საიმედოა.
Lეხ ტერრაე [ლექს ტერე] _ ქვეყნის კანონი.
Lეხ ვალეტ ინ ომნეს [ლექს ვალეტ ინ ომნეს] _ კანონი ყოვლისშემძლეა.
L’ ეტატ ც’ ესტ მოი [ფრანგ. ლ’ეტა სე მუა] _ `სახელმწიფო _ ეს მე ვარ~ (ლუი
XIV).
Lიბელლუს აპპელლატიონის [ლიბელუს აპელაციონის] _ სააპელაციო საჩივარი.
Lიტტერა სცრიპტა მანეტ
[ლიტტერა სკრიპტა მანეტ] _ `დაწერილი ასო რჩება~; რაც დაიწერება, ის სამუდამოა.
Lოცო ციტატო [ლოკო ციტატო] _ მოხსენებულ, დასახელებულ ადგილას (იხმარება სამეცნიერო ლიტერატურაში მითითების დროს). ჩვეულებრივ აღნიშნავენ ასოებით (L.ც.).
M

Mაგნა ესტ ვერიტას ეტ პრაევალებიტ
[მაგნა ესტ ვერიტას ეტ პრევალებიტ] _ სამართლის
ძალა ყველაფერს აღემატება.
Mანიფესტუმ ნონ ეგეტ პრობატიონე
[მანიფესტუმ ნონ ეგეტ პრობაციონე] _ ცხადს არ სჭირდება მტკიცება.
Mადე ინ . . . ინგლ. [მეიდ ინ . .
. ] _ დამზადებულია …ში (წარწერა საექსპორტო საქონელზე).
Mალა ფილე [მალა ფილე] _ უპატიოსნოდ, არაკეთილსინდისიერად.
Mომენტო მორი [მომენტო მორი] _ გახსოვდეთ სიკვდილი.
Mოდუს ვივენდი [მოდუს ვივენდი] _ ცხოვრების წესი, ცხოვრების სახე; არსებობის საშუალება.
Mოდუს პროცედენდი [მოდუს პროცედენდი] _ ქცევის წესი.
Mოდუს ოპერანდი [მოდუს ოპერანდი] _ მოქმედების ხერხი.
Mოს ლეგემ რეგიტ [მოს ლეგემ რეგიტ] _ ჩვეულება მართავს კანონს.
Mუტატის მუტანდის [მუტატის მუტანდის] _ აუცილებელი შესწორებითა და ცვლილებებით.

N

Nემო დატ ქუოდ ნონ ჰაბეტ
[ნემო დატ ქუოდ ნონ ჰაბეტ] _ არავის არ შეუძლია იმის მიცემა, რაც არ გააჩნია.
Nემო ჯუდეხ ინ ცაუსა სუა [ნემო იუდექს ინ კაუზა სუა] _ არავინაა მსაჯული თავის საქმეში.
Nიჰილ პრობატ, ქუი ნიმიუმ პრობატ
[ნიჰილ პრობატ, კვი ნიმიუმ პრობატ] _ არაფერს არ ამტკიცებს ის, ვინც ძალიან ბევრს ამტკიცებს.
Nოლლე პროსექუი [ნოლლე პროსექვი] _ ნუ აღძრავ საქმეს.
Nონ-ცომპოს მენტის [ნონ კომპოს მენტის] _ შეურაცხადი.
Nონ ლიცეტ [ნონ ლიცეტ] _ აკრძალულია.
Nოსციტურ ა სოციის [ნოსკიტურ ა სოციის] _ ორაზროვანი სიტყვების მნიშვნელობის გაგება მის ირგვლივ მდებარე სიტყვებით შეიძლება.
Nოსტე ტე იპსუმ [ნოსცე ტე იფსუმ] _ შეიცან თავი შენი
(სოკრატე). Nუდა ვერიტას [ნუდა ვერიტას] _ უდავო ჭეშმარიტება.
Nულლა პოენა სინე ლეგე [ნულა პენა სინე ლეგე] _ არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე).
Nულლა პოტენტია სუპრა ლეგეს დებეტ
[ნულა პოტენცია სუპრა ლეგეს დებეტ] _ კანონზე ძალა არ უნდა მოქმედებდეს.
Nულლა რეგულა სინე ეხცეპტიონე
[ნულა რეგულა სინე ექსცეპციონე] _ არ არის წესი გამონაკლისის გარეშე.
O

Oმნე ინიტიუმ დიფფიცილე ესტ [ომნე ინიციუმ დიფფიცილე ესტ] _ ყოველგვარი დაწყება ძნელია.
Oმნია პრაეცლარა რარა [ომნია პრეკლარა რარა] _ ყველაფერი მშვენიერი იშვიათია.
Oპინიო ჯურის [ოპინიო იურის] _ იურიდიული ძალა.
O, სანტა სიმპლიციტას! [ო, სანტა სიმპლიციტას] _ ო, წმინდა გულუბრყვილობავ! (იან ჰუსის წამოძახილი, რომელმაც დაინახა, რომ ერთი მოხუცი ქალი გულმოდგინედ უკეთებდა შეშას ცეცხლს, რომელზედაც მას (ჰუსს) წვავდნენ.
O ტემპორა, ო მორეს! [ო ტემპორა, ო მორეს] _ `ო დროებავ, ო, ზნე-ჩვეულებანო!~ (ციცერონი).
Oტია დანტ ვიტია [ოცია დანტ ვიცია] _ უსაქმურობა ბადებს მანკიერებას.
P

Pაცტა სუნტ სერვანდა! [პაკტა სუნტ სერვანდა] _ ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს! Pარ სე [პერ სე] _ თავისთავად, მარტო.
Pარი პასსუ [პარი პასსუ] _ თანაბრად; მათ შორის განსხვავების გარეშე.
Pენდენტე ლიფე [პენდენტე ლიფე] _ სასამართლოს პროცესის მსვლელობისას.
Pერ ცონსტიტუტა [პერ კონსტი-
ტუტა] _ კანონის შესაბამისად. Pერ ცურიამ [პერ კურიამ] _ სასამართლოს მიერ.
Pერ პროცურატიონემ [პერ პროკურაციონემ] _ ხელისუფლების ძალით.
Pერსონა გრატა [პერსონა გრატა] _ დიპლ. სასურველი პირი; კანონისათვის ხელშეუხებელი პირი.
Pერსონა ნონ გრატა [პერსონა ნონ გრატა] _ დიპლ. არასასურველი პირი; სახელმწიფოდან გაძევებული პირი. Pეტიტიო [პეტიციო] _ სარჩელი, თხოვნა, კოლექტიური.
Pრეროგატივა [პრეროგატივა] _ უპირატესობა.
Pრესუმპტიო ჯურის [პრეზუმფციო იურის] _ უდანაშაულობის პრეზუმფცია.
Pეცუნია ნონ ოლეტ [პეკუნია ნონ ოლეტ] _ `ფულს სუნი არ უდის~ (იმპერატორ ვესპასინეს (I ს.) სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა, როდესაც ფული იშოვა საპირფარეშოებზე გადასახადის შემოღებით).
Pერეატ მუნდუს, ფიატ ჯუსტიტია
[პერეატ მუნდუს, ფიატ იუსტიცია] _ ქვეყანა რომ დაიქცეს, მართლმსაჯულება უნდა შესრულდეს.
Pოსტ ფაცტუმ [პოსტ ფაკტუმ] _ მას შემდეგ, რაც უკვე შესრულდა, მოხდა რამე.
Pოსტ სცრიპტუმ [პოსტ სკრიპტუმ] _ პოსტსკრიპტუმი. მინაწერი ტექსტის ბოლოს, ხელმოწერის შემდეგ. ჩვეულებრივ აღნიშნავენ ასოებით
P.შ.

Q

Qუი ნიმიუმ პრობატ, ნიჰიტ პრობატ [კვი ნიმიუმ პრობატ, ნიჰილ პრობატ] _ ვინც მეტისმეტად ამტკიცებს, ის ვერაფერს ვერ ამტკიცებს.
Qუი სცრიბიტ, ბის ლეგიტ [კვი სკრიბიტ, ბის ლეგიტ] _ ვინც იწერს, ორჯერ კითხულობს.
Qუოტ ჰომინეს, ტოტ სენტენტიაე
[კვოტ ჰომინეს, ტოტ სენტენციე] _ რამდენი ადამიანია, იმდენი აზრია (ტერენციუსი).

ღატიო ლეგის [რაციო ლეგის] _ კანონის არსი, მიზეზი.
ღეპეტიტიო ესტ მატერ სტუდიორუმ
[რეპეტიციო ესტ მატერ სტუდიორუმ] _ გამეორება ცოდნის დედაა. ღეს [რეს] _ საკითხი, საგანი.
ღესპონდეატ სუპერიორ [რესპონდატ სუპერიორ] _ მაღლა მდგომი იყოს პასუხისმგებელი.
ღეუს [რეუს] _ მოპასუხე.

შალუტ პოპული სუპრემა ლეხ
[სალუტ პოპული სუპრენა ლექს] _ ხალხის კეთილდღეობა უზენაესი კანონია
(ციცერონი).
შიც! [სიკ] _ `ასე~! `ამგვარად!~; წერენ ფრჩხილებით ტექსტში იმ სიტყვის შემდეგ, რომელიც ავტორს სურს საგანგებოდ გახაზოს.
შინე ლეგიბუს ნულლა ესტ ცივიტას, ნამ ცივიტას ლეგიბუს ცონტინენტურ
[სინე ლეგიბუს ნულა ესტ ცივიტას, ნამ ცივიტას ლეგიბუს კონტინენტურ] _ კანონის გარეშე არ არსებობს სახელმწიფო, რადგან თავად სახელმწიფო კანონზეა დამყარებული.
ში ვის პაცემ, პარა ბელლუმ [სი ვის პაცემ, პარა ბელლუმ] _ თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისათვის.
შტატუს [სტატუს] _ სტატუსი, საზოგადოებრივი მდგომარეობა.
შტატუს ბელლი [სტატუს ბელი] _ ომის მდგომარეობა.
შტატუს ქუო [სტატუს კვო] _ საგნებისა და მოვლენების არსებული მდგომარეობა.
შტარე დეცისის [სტარე დეცისის]
_ წინა გადაწყვეტილებების მიხედვით დადგენა.
შუპპრესსსიო ვერი [სუპრესსიო ვერი] _ სიმართლის დამალვა.

თაბულა რასა [ტაბულა რაზა] _
`სუფთა დაფა~. ხელოვნური. წმინდა.
თაციტო ცონსენსუ [ტაციტო კონსენსუ] _ უსიტყვო თანხმობით.
თემპორა მუტანტურ ეტ ნოს მუტამურ ინ ილლის [ტემპორა მუტანტურ ეტ ნოს მუტამურ ინ ილლის] _ დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთად.
თიმე ის მონეყ [ინგლ. თაიმ იზ
მანი] _ `დრო ფულია~ [ამერიკელი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ბენჯამინ ფრანკლინის (1706-1790) აფორიზმი].

U

Uბი ლეხ, იბი პოენა [უბი, ლექს, იბი პოენა] _ სადაც კანონია, სასჯელიც იქვეა. Uლტრა ვირეს [ულტრა ვირეს] _ უმაღლესი ძალები; `ძალებს გადაღმა~. Uრბი ეტ ორბი [ურბი ეტ ორბი] _ მთელი მსოფლიოსათვის, ყველასათვის.
V

Vენი, ვიდი, ვიცი [ვენი, ვიდი, ვიცი] _ `მოვედი, ვნახე, ვძლიე~ [იულიუს კეისრის (100-44 წწ. ძვ. წ.) სიტყვები, რომლითაც მან მიმართა სენატს პონტოს მეფე ფარნაკზე გამარჯვების შემდეგ].
Vენტე [ვენტე] _ გადაბრუნე (ფურცელი)! (წერენ გვერდის ბოლოში და ნიშნავს: `გაგრძელება იხილე მეორე გვერდზე~). Vერიტას [ვერიტას] _ ჭეშმარიტება. Vეტო [ვეტო] _ ვკრძალავ! Vივერე მილიტარე ესტ [ვივერე მილიტარე ესტ] _ ცხოვრება ბრძოლაა. Vის ლეგის [ვის ლეგის] _ კანონის
ძალა.
Vიმ ვი რეპელლერე ლიცეტ [ვიმ ვი რეპელერე ლიცეტ] _ ძალა ძალით უნდა მოიგერიო.

გამოყენებული ლიტერატურა

ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. საქ. მეცნ. აკად. წევრკორესპონდენტის ავთანდილ სილაგაძის საერთო რედაქციით. თსუ-ს გამომცემლობა. საგამომცემლო სახლი `ინოვაცია~. თბ.,
2005. ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი.
შემდგენელი პროფ. ს. ჯორბენაძე. თბ., 1998. სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბ., 2004.
ქართულ-ინგლისურ-რუსული განმარტებითი ლექსიკონი. ენციკლოპედიურ-ტერმინოლოგიური ცნობარი. პროფ. ი. მესხიას და პროფ. ალ. ღლონტის რედაქციით. თბ., 1999. ქართული დიპლომატიური ლექსიკონი. 2 ტომად. თბ., `თსუ~, 1997-1999.
ქოლინი პიტერ. ინგლისურ-ქართული იურიდიული განმარტებითი ლექსიკონი. მე-2 ქართული ჩასწორებული და შევსებული გამოცემა. რევაზ ბერულავას გამომცემლობა `იბერთედ-პრესი~.
თბ., 2004.
ყამარაული ს. უნივერსალური ბიზნეს-ლექსიკონი. თბ., 2002.
შუშანაშვილი ალ. იურიდიული ლექსიკონი. თბ., 2000.
შიხაშვილი გ., ხვინთელიანი ბ. მენეჯმენტის ლექსიკონი. თბ., 2005. წულაია დ. ინგლისურ-ქართული იურიდიული ლექსიკონი. თბ., 2005.
ჭაბაშვილი მ. უცხო სიტყვათა ლექსიკონი. თბ., 1989.
ხმალაძე გ., ხმალაძე ნ. საბირჟო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი. თბ., 1999.
Большая экономическая энциклопедия. Самое полное современное издание. М., «Эксмо». 2007.
Бернар И., Колли Ж.-К. Толковый экономический и финансовый словарь:
французская, русская, английская, немецкая, испанская терминология:
В 2-х тт. М., 1997-1999.
Lონგმან Bუსინესს Eნგლისჰ Dიცტიონარყ. შუფფლკ, Eნგლანდ, 2001.
Oხფორდ Aდვანცედ Lეარნერ’ს Dიცტიონარყ ოფ Gურრენტ Eნგლიცჰ. შევენ ედიტიონ. Oხფორდ, Uნივერსიტყ პრესს. Nეწ Fორ, 2003.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
გ. ჯოლია

რეგისტრირებულია სტუ-ს სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ

თბილისი 2008

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,746 other followers

%d bloggers like this: