სოციოლოგია


ქრეგ კალჰუნი, დონალდ ლაითი, სუზენ კელერი

ამ წიგნით სოციოლოგიის ძირითად საკითხებს გაეცნობით. მნიშვნელოვანი სოცი ოლოგიური საკითხების კრიტიკული განხილვა თანამედროვე სოციალურ ცხოვრებაში ჩახედვის საშუალებას მოგცემთ და სრულფასოვანი ადამიანისათვის არსებითი კრიტი კული აზროვნების უნარის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. საშუალება გექნებათ კრიტი კულად შევაფასოთ თეორიული შეხედულებები და სოციოლოგიური აზროვნებისა და/ან კვლევისათვის საჭირო პრაქტიკული უნარები განივითაროთ.
ავტორები ეცადნენ სოციოლოგიის ისეთი სახელმძღვანელო შეექმნათ, რომლის წა კითხვა სტუდენტებისათვის სასურველი იქნებოდა და ამავე დროს მათ თანამედროვე და კლასიკური სოციოლოგიის საფუძვლებს შეასწავლიდა. ფუნქციური ინტეგრაციის, ძა ლაუფლების, სოციალური სტრუქტურის და კულტურის კონცეფციები ამ სოციოლოგი ური ნაშრომის ძირითად ინსტრუმენტებად არის გამოყენებული.

ეს სტუდენტზე ორიენტირებული და დისკუსიაზე დაფუძნებული წიგნია, თუმცა ვფიქრობთ, ის მხოლოდ სტუდენტებისთვის როდი იქნება საინტერესო.

წიგნის თარგმანი დაფინანსდა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს პრო გრამით _ `საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების განვითარება~ და ილია ჭავჭავაძის სახელმ წიფო უნივერსიტეტის მიერ.

პირველი ქართული გამოცემა 2008
ყველა უფლება დაცულია. (დაუშვებელია წიგნის რომელიმე ნაწილის გამოყენება გა
მომცემლის ნებართვის გარეშე. საავტორო უფლებების დარღვევა კანონით ისჯება.)

ც 2008. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა

IშBN 978-99940-58-05-1
4

საძიებელი

ავტორთა შესახებ… …7
წინასიტყვაობა… ..9

ნაწილი I მეცნიერება საზოგადოების შესახებ… ..13
თავი 1 სოციოლოგიური პერსპექტივები… …15
თავი 2 სოციოლოგიური კვლევის მეთოდები … .59

ნაწილი II. ინდივიდი და საზოგადოება … .97
თავი 3 სოციალური ურთიერთქმედების სტრუქტურა … .99
თავი 4 კულტურა … ..157
თავი 5 სოციალიზაცია და იდენტობა სიცოცხლის განმავლობაში… ..197
თავი 6 დევიაცია და დანაშაული… 237

ნაწილი III განსხვავება და უთანასწორობა … 285
თავი 7 კლასი და სტრატიფიკაცია… .287
თავი 8 რასა და ეთნოსი… …323
თავი 9 სქესი და გენდერი… .373
თავი 10 თაობები და მოსახლეობის დაბერება … ..403

ნაწილი IV სოციალური ინსტიტუტები… .447
თავი 11 ოჯახი … ..449
თავი 12 განათლება… .491
თავი 13 რელიგია … ..527
თავი 14 ჯანმრთელობა და ჯანდაცვა … .573

ნაწილი V სოციალური ცვლილებები და გლობალიზაცია … .607
თავი 15 სამუშაო, ორგანიზაციები და ეკონომიკა … ..609
თავი 16 სახელმწიფო და პოლიტიკა… ..655
თავი 17 გლობალური ინტეგრაცია და გლობალური უთანასწორობა… .703
თავი 18 მოსახლეობა და გარემო… …753
თავი 19 თემი და ურბანიზაცია… …807
თავი 20 სოციალური ძვრები და კოლექტიური ქმედებები … …851

5

ავტორთა შესახებ
ქრეგ კალჰუნი (ჩრაიგ ჩალჰოუნ) სოციოლოგიის და ისტორიის პროფესორი და ჩრდი ლოეთ კაროლინის ჩაპელ ჰილის (ჩჰაპელ Hილლ) უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევათა საუნივერსიტეტო ცენტრის დირექტორია. პროფესორმა კალჰუნმა დააფუძნა საუნივერ სიტეტო პროგრამა სოციალურ თეორიასა და კულტურათა კვლევაში, იყო მაგისტრატუ რის დეკანი. ის ასწავლიდა ჩინეთში, ინგლისში, ერიტრეაში, ნორვეგიასა და სუდანში, კვ ლევებს ატარებდა ამ და რამდენიმე სხვა ქვეყანაში.
მქადაგებლის შვილი პროფესორი კალჰუნი კენტუკის, ილინოისის, ინდიანასა და კალი
ფორნიის სხვადასხვა თემში გაიზარდა; ყოველი ახალი საცხოვრებელი ადგილის შესწავლა
სოციოლოგიაში მისი პირველი გაკვეთილი იყო. სამხრეთ კალიფორნიისა და კოლუმბიის
უნივერსიტეტებში სწავლის შემდეგ მან ინგლისში სწავლის სტიპენდია მოიპოვა და დოქტო
რის წოდება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო. ის ჩაპელ ჰილში 1977 წლიდან ასწავლის.
პროფესორ კალჰუნის ბოლოდროინდელი წიგნებია: `არც ღმერთები და არც იმპერა
ტორები: სტუდენტობა და დემოკრატიისათვის ბრძოლა ჩინეთში~ (კალიფორნია, 1995),
რომელიც ამერიკის სოციოლოგიური ასოციაციის მიერ პოლიტიკური სოციოლოგიის
სექციის პრემიით დაჯილდოვდა და `კრიტიკული სოციალური თეორია: კულტურა, ის
ტორია და განსხვავებულობის სირთულე~ (ბლეკსველი, 1995წ.). ის რამდენიმე სხვა წიგ
ნის ავტორი და რედაქტორიცაა, რომელთა შორისაა: `ჰაბერმასი და საზოგადოებრივი
სფერო~ (MIთ, 1992წ.), `ბურდიე: კრიტიკული პერსპექტივები~ (მ. პოსტონთან (M. Pოსტ-
ონე) და ე. ლიპუმასთან (E. LიPუმა) ერთად, ჩიკაგო, 1993წ.) და `სოციალური თეორია და
იდენტობის პოლიტიკა~ (ბლეკსველი, 1994წ.). მის სტატიებს შეხვდებით მრავალ სამეც
ნიერო ჟურნალში, როგორიცაა `სოციოლოგიის ამერიკული ჟურნალი~, `საზოგადოებისა
და ისტორიის შედარებითი შესწავლა~ `საერთაშორისო სოციოლოგია~, `კვლევის სოცი
ოლოგიური მეთოდები~ და `თეორია და საზოგადოება~. მისი შრომები რამდენიმე ენაზეა
თარგმნილი.
პროფესორი კალჰუნი ამერიკის სოციოლოგიური ასოციაციის ჟურნალ `სოციოლო გიური თეორიის~ რედაქტორი და ასოციაციის სექციათა _ `შედარებითი ისტორიული სოციოლოგია~ და `სოციოლოგიური თეორია~ _ თავმჯდომარეცაა. ამჟამად ის შედარ ებით ისტორიულ კვლევას ატარებს ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის, დემოკრატიისა და საზოგადოებრივი ცხოვრების, კომუნიკაციებსა და სატრანსპორტო ტექნოლოგიებში გლობალურ ცვლილებათა სოციალური ზემოქმედების შესახებ.
პედაგოგიურ მოღვაწეობას პროფესორ კალჰუნის საქმიანობაში არსებითი ადგილი
უჭირავს. სოციოლოგიის მრავალფეროვანი კურსების სწავლების გარდა, ის არაერთგზის
მონაწილეობდა UNIთAშ _ მულტიკულტურული ცხოვრებისა და სწავლის ექსპერიმენტში,
რომლის დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელია დღემდე. 1988 წელს ჩრდილოეთ
კაროლინის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ის საპატიო საზოგადოება `ოქროს ვერძის ორ
დენის~ წევრად აირჩიეს.
დონალდ ლაითი (Dონალდ Lიგჰტ) სოციოლოგიის პროფესორია რატგერის უნივერ
სიტეტში და სოციალური და ქცევის მედიცინის პროფესორი ფსიქიატრიის კათედრაზე
ნიუ ჯერზის მედიცინისა და სტომატოლოგიის უნივერსიტეტში. პროფესორი ლაითი მა
საჩუსეტსში დაიბადა და გაიზარდა, სწავლობდა სტენფორდის კოლეჯში და სადიპლომო

7

ნამუშევარი სოციოლოგიაში ჩიკაგოსა და ბრანდეისის უნივერსიტეტებში შეასრულა. პრე ზიდენტ კენედის `დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების პროგრამის~ განხორციელება ში მონაწილეობისას, რომელიც მუშაკთა უმცირესობისკენ იყო მიმართული, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროთი დაინტერესდა. ამჟამად ის ამერიკის ჯანდაცვის სისტემაში მიმ დინარე სოციოლოგიურ ცვლილებებს იკვლევს.
პროფესორი ლაითი თავდაპირველად პრინსტონის უნივერსიტეტში ასწავლიდა შესა
ვალ კურსს სოციოლოგიასა და განათლებაში. სწორედ აქ შეხვდა და დაუმეგობრდა სუზენ
კელერს და მასთან ერთად შექმნა წინამდებარე წიგნის პირველი გამოცემა. მან გამოაქვეყ
ნა ცნობილი ნაშრომი მედიცინაში _ `ფსიქიატრობა: მე ს პროფესიული ტრანსფორმა
ცია~ (ნორტონი, 1980). ის ჯანდაცვის სისტემის შესახებ რამდენიმე ნაშრომის ავტორი და
რედაქტორია. იგი ავტორია მრავალი სტატიისა, რომლებიც გამოქვეყნდა `სოციოლოგიის
ამერიკულ ჟურნალში~, `ჯანმრთელობისა და სოციალური ქცევის ჟურნალში~, `ადმინის
ტრაციულ მეცნიერებათა კვარტალურ ჟურნალსა~ და `ახალი ინგლისის მედიცინის ჟურ
ნალში~.
სუზენ კელერი (შუზანნე Kელლერ) პრინსტონის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პრო
ფესორია და სოციოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობს. ის ვენაში დაიბადა და შეერთე
ბულ შტატებში ბავშვობისას ჩავიდა, თუმცა პროფესიული ცხოვრების მნიშვნელოვანი
ნაწილი ევროპაში გაატარა. 1953 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო ფილოსოფიურ
მეცნიერებათა დოქტორის წოდება სოციოლოგიაში. 1957 წელს ბრანდეისის უნივერსიტე
ტის ასისტენტ პროფესორი გახდა, აქვე ასწავლიდა სოციალური თეორიის კურსს, სტრატი
ფიკაციასა და რელიგიის სოციოლოგიაში. 1963 წელს ფულბრაითის ლექციებმა ათენში
ეკისტიკის დოქსიადის ცენტრში საფუძველი ჩაუყარა არქიტექტურისა და საზოგადოე
ბრივი დაგეგმარებისადმი მის ინტერესს. ფულბრაითის პროგრამის დამთავრების შემდეგ
1967 წლამდე პროფესორი კელერი ცენტრის თანამშრომელი იყო. იმავე წელს ის პრინსტო
ნის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, ხოლო 1968 წელს კი პროფესორის შტატში მო
მუშავე პირველი ქალი იყო. მას რამდენიმე არჩევითი თანამდებობა ჰქონდა ამერიკის სოცი
ოლოგიურ ასოციაციაში, მათ შორის, ვიცე პრეზიდენტისა, ხოლო უკანასკნელ პერიოდში
_ აღმოსავლეთის სოციოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტისა.
პრინსტონში სუზენ კელერი ასწავლის შემდეგ კურსებს: თანამედროვე ელიტა, საო
ჯახო სისტემათა შედარება, კაცობრიობის თეორიები და სოციალური ფსიქიატრია. მრავა
ლი სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორმა პროფესორმა კელერმა პრინსტონში საფუძვე
ლი ჩაუყარა `ქალთა კვლევის~ პროგრამას. ამჟამად ის ასრულებს მუშაობას წიგნზე `თემის
შექმნა~ და იწყებს თანამედროვე ელიტის კვლევას. პროფესორი კელერი ამერიკასა და სხვა
ქვეყნებში ბევრი უნივერსიტეტის, კორპორაციისა და სამთავრობო დაწესებულების კონ
სულტანტია, მიღებული აქვს რამდენიმე სტიპენდია და ჯილდო, მათ შორის გუგენჰეიმის
ჯილდო, საპატიო სამეცნიერო ხარისხი, ხოლო უკანასკნელ პერიოდში თემის შესახებ ნაშ
რომის გამო როკფელერის ფონდის გრანტი. ამჟამად ის DBH ფონდის ხელმძღვანელია ადა
მიანური და უსაფრთხო გარემო პირობების მიღწევის მიმართულებით.

8

წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა
სოციოლოგიის ერთ ერთი მომხიბვლელობა ისაა, რომ მუდამ ახალია. ამის მიზეზი
ნაწილობრივ სოციოლოგთა მიერ სოციალური ცხოვრების მოდელების შესახებ ახალი აღ
მოჩენებია, ნაწილობრივ კი _ ახალი თეორიებისა და სოციალური ცხოვრების ახლებური
ხედვის შემუშავება. მაგრამ ძირითადი მაინც ისაა, რომ თავად სოციალური ცხოვრებაა
მუდმივად ცვალებადი.

სოციალური ცვლილების არსი
საზოგადოება ადამიანთა აქტიურობის შედეგია და ამიტომ მუდამ იცვლება. ტრადი
ციათა შენარჩუნებასაც კი ძალისხმევა სჭირდება. სოციალურ ცვლილებათა უმრავლესო
ბა მცირეა. ინდივიდების ცხოვრების ცვლილებას _ ახალ სამსახურს, შვილების დაბადე
ბას _ აუცილებლად როდი მოსდევს მთელი საზოგადოების ცვლილება. ამ ინდივიდუალურ
ცვლილებათა გარდა, არსებობს უფრო დიდი ცვლილებებიც: მთლიანი შრომის ბაზრის ცვ
ლილება, მოსახლეობის რიცხოვნობის გაზრდა. იშვიათად ხდება კიდევ უფრო დიდი ცვ
ლილებები _ მოძველებული სამრეწველო ტექნოლოგიის შეცვლა ახალი კომპიუტერული
კომუნიკაციებითა და ავტომატიზაციით, რაც სამუდამოდ ცვლის შრომის ბაზარს. წიგნის
შესავალში მოცემული მაგალითი ადასტურებს, რომ ახალი ტექნოლოგიები და ცვალებადი
კულტურული ღირებულებები ასევე ცვლის შვილების ყოლის ბუნებრივ პროცესს.
წიგნის მეორე გამოცემისას გავითვალისწინეთ როგორც სოციოლოგიური ცოდნის გა
ფართოება, ასევე თვით სოციალური სამყაროს ცვლილებები. ჩვენ ხელთ არსებული უახ
ლესი მონაცემები გამოვიყენეთ და უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგები ავხსენით.
თანამედროვე სოციალური დებატებისა და საჯარო საკითხების მაგალითები მოვიტანეთ
იმის საჩვენებლად, როგორ გვეხმარება სოციოლოგია ახლებურ ხედვაში. ამავდროულად,
შევაჯამეთ მრავალი სოციოლოგიური კვლევის შედეგი, რომლებმაც დროის გამოცდას
გაუძლო და საზოგადოების სხვა თავისებურებათა ცვლილების მიუხედავად უცვლელი
დარჩა. ასევე წარმოვადგინეთ კლასიკური თეორიული შეხედულებები, რომლებმაც სო
ციოლოგიური აზროვნება შექმნა. ამ გამოცემაშიც განსაკუთრებული ყურადღება მიექცა
ხუთ ძირითად სოციოლოგიურ კონცეფციას _ ფუნქციას, სტრუქტურას, ძალაუფლებას,
მოქმედებასა და კულტურას, რომლებიც ცენტრალურია სოციოლოგიაში მისი დაარსების
დღიდან და დღემდე სოციოლოგიური კვლევისა და თეორიისათვის ორიენტირია.
ამ სახელმძღვანელოს ყოველ ახალ გამოცემაზე მუშაობა სოციოლოგიასთან ჩვენს პირველ `შეხვედრას~ გვახსენებს. ის, რამაც მაშინ მოგვხიბლა, დღესაც ყველაზე მნიშ ვნელოვნად გვეჩვენება: უთვალავი გლობალური მიმართულების დაკავშირების უნარი და საკითხები, რომლებიც თანამედროვე სამყაროს აყალიბებს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მრავალი მყისიერი საზრუნავის საფუძველზე. სოციოლოგიას უნიკალური უნარი აქვს, გააღრმავოს ჩვენი ცოდნა ანალიზის მრავალ განსხვავებულ დონეზე და განსხვავებული მასშტაბით, დაწყებული პირადი ფიქრებიდან გლობალურამდე ინსტი ტუციონალური თუ ორგანიზაციული საფეხურების გავლით. ის მდიდარი სოციალური ცხოვრების სისავსის შესაცნობად ცოდნის სხვადასხვა განზომილების _ ეკონომიკურის, პოლიტიკურის, კულტურულის _ თავმოყრაში გვეხმარება.

9

გლობალურ და ადგილობრივ დონეთა დაკავშირება
მნიშვნელოვანი საერთაშორისო ცვლილებებისა და ჩვენს ცხოვრებაზე მათი ძირეული გავლენის გამო გამოცემაში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ამ გლობალურ ტენ დენციებსა და კულტურათა შედარებებს. ეს მთლიანი ტექსტიდანაც ჩანს, მაგრამ განსა კუთრებით თვალსაჩინოა ჩანართების სერიაში `გლობალური საკითხები/ადგილობრივი შედეგები~. ამ შემთხვევაში `ადგილობრივი~ ხშირად, თუმცა არა ყოველთვის, `ამერიკე ლებს~ გულისხმობს. აქ ისეთი საკითხებია განხილული, როგორიცაა გლობალური ძალების ზემოქმედება სხვადასხვა გარემოში მცხოვრებ ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მაგალითად, რა გავლენას ახდენს ტროპიკულ ტყეებში მცხოვრებ ადამიანებზე მორების წარმოების გაზრდის გლობალური ეკონომიკის სტიმული.

სოციალური დებატები და საჯარო არჩევანი
ჩვენთვის, როგორც ინდივიდებისა და მოქალაქეებისათვის, სოციოლოგიის მნიშვნ
ელობა არსებული არჩევანის გააზრებაში გამოიხატება. კერძოდ, რაკი სოციალური სამ
ყარო ადამიანთა აქტივობის შედეგია, უფლება გვაქვს მის შეცვლას ხმა მივცეთ. იმის ხა
ზგასასმელად, როგორ გვეხმარება სოციოლოგია, განსაკუთრებით კი ზემოხსენებული
ხუთი კონცეფცია, საჯარო საკითხებისა და არჩევანის უკეთ გაგებაში, წიგნში ჩანართთა
სერია წარმოვადგინეთ ამჟამინდელი ძირითადი `სოციალური დებატებით~. მიუხედავად
საკამათო საკითხის არსისა, როგორ გავაუმჯობესოთ სკოლა ან რატომ გახდა აბორტი
პოლიტიკური დისკუსიის საგანი, სოციოლოგიის ძირითადი კონცეფციები იმის ღრმად
ჩაწვდომაში გვეხმარება, რას ემყარება სოციალური დებატები და რა საფრთხეა მათში.

სოციოლოგიური კვლევის მეთოდები
სოციოლოგია მხოლოდ შეხედულებათა და კონცეფციათა შესახებ მეცნიერება რო
დია. ის მეცნიერული კვლევის საგანიცაა. სახელმძღვანელოში უახლესი და საუკეთესო
კვლევებია მოცემული, რომელიც სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის ახსნაში
გვეხმარება. ერთი მთლიანი თავი კვლევის მეთოდებს ეძღვნება. მაგრამ ამას გარდა, ჩვენ
ჩანართთა სერია მივამატეთ, რომელიც სოციოლოგებმა უკანასაკნელ პერიოდში ჩატარე
ბული მნიშვნელოვანი კვლევებისას გამოიყენეს. ასეთი ჩანართები მაშინ არის წარმოდგე
ნილი, როდესაც საკვლევი თემა _ დაწყებული სქესობრივი ქცევიდან ქუჩის გარჩევებით
დამთავრებული _ საკამათო ხდება. იმ ჩანართებში, რომელშიც ძალზე მნიშვნელოვანი
კითხვა `რატომ~ არის დასმული, თავმოყრილი ინფორმაციის სიზუსტე შევამოწმეთ. მათში
აღწერილია კვლევები და ექსპერიმენტები, მონაწილეთა სიღრმისეული დაკვირვება და სხ
ვადასხვა კულტურათა შედარებები, რომელიც აჩვენებს, როგორ აწყდებიან მკვლევარები
წინააღმდეგობებს ჩარჩოებს მიღმა კვლევისას და როგორ მოიპოვებენ უფრო ღრმა და
სრულყოფილ ინფორმაციას მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

10

ვიზუალური სოციოლოგია
ეს სახელმძღვანელო მხოლოდ თეორიისა და კვლევის შედეგების კრებული როდია;
ის კარგი მაგალითებითა და გასაგები ახსნით სოციოლოგიის გაცოცხლების მცდელო
ბაა. ეს წიგნზე მუშაობისას უპირველეს და უმთავრეს მიზნად დავისახეთ. უნდა ითქვას,
რომ ზოგიერთი უდიდესი ნაბიჯი სოციოლოგიურ ცოდნაში დახვეწილი ვიზუალური ტე
ქნიკის საშუალებით არის გადადგმული. წინა თაობებისათვის რაოდენობრივი ინფორმა
ციის უდიდესი ნაწილი ცხრილების სახით იყო წარმოდგენილი. ამჟამად, კომპიუტერული
გრაფიკის დახმარებით, ამგვარი ინფორმაციის უფრო გასაგები, მარტივი და მიმზიდველი
ფორმით წარმოდგენა შეგვიძლია. ციფრების გარდა, წიგნში მრავალგვარ გრაფიკს ნახ
ავთ, თუმცა ეს მხოლოდ თვალისმომჭრელი ილუსტრაციები როდია. რუკები, `ნამცხვრი
სებური~ და `ძელისებური~ გრაფიკები და სხვ., სოციოლოგიური ინფორმაციის ვიზუა
ლური ფორმით წარმოდგენის საშუალებებია. როგორც წესი, ისინი ადამიანთა სხვადასხვა
ჯგუფისა და სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტების შესახებ ინფორმაციის,
მაგალითად, მამაკაცებსა და ქალებში ან შავკანიანებსა და თეთრკანიანებში საშუალო შე
მოსავლის შედარების საშუალებას გვაძლევენ.
იგივე შეიძლება ითქვას ფოტოებსა და ნახატებზეც. ეს არ არის მხოლოდ მიმზიდველი
სურათები, რომლებიც დეკორაციის როლს ასრულებს, ისინი სოციოლოგიური ინფორმა
ციის წყაროა. მათი სათაურები დაგეხმარებათ უფრო კარგად გაიგოთ სურათით `ნათქვა
მი~, მაგრამ ვიზუალური ინფორმაციის `წაკითხვის~ უნარის განვითარებაზე თავად უნდა
იზრუნოთ. ახალი ფოტოები ფერთა სიუხვით ძველ, ხშირად შავ თეთრ ფოტოებთან და
ნახატებთან არის შერწყმული და წარსულის სოციალურ პირობებს ასახავს.

მადლიერების ნიშნად
სოციოლოგიის მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ ინდივიდთა მიღწევები, როგორც
წესი, სხვათა დახმარებასა და თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. ეს სრული ჭეშ
მარიტებაა ამ წიგნთან მიმართებაშიც. სამივე ავტორი ერთმანეთისაგან სწავლობდა და
კვლევისა და წერის ტვირთს იზიარებდა. ჩვენ მრავალი სხვა ადამიანიც გვედგა მხარში.
მაკგრეი ჰილში (MცGრაწ-Hილლ) წიგნზე მუშაობის სხვადასხვა საფეხურზე მრავალმა
ადამიანმა გადამწყვეტი როლი შეასრულა. წიგნს, ავტორთა გარდა, მბეჭდავი, კორექ
ტორი, დიზაინერი და გამყიდველი სჭირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, ალ
ბათ, არაჩვეულებრივმა რედაქტორებმა გაგვიწიეს, რომლებიც ჩვენი აზრის უფრო ცხა
დად გადმოცემაში, სოციოლოგიის გაცოცხლებაში გვეხმარებოდნენ და ამოწმებდნენ,
რომ რაიმე არ გამოგვრჩენოდა. ჩვენ მადლიერები ვართ ანა ლევინის (Aნნ Lევინე),
მერი მარშალის (Mარყ Mარსჰალლ) და განსაკუთრებით რობერტა მეიერის (ღობერტა Mეყ-
ერ), რომელმაც არაჩვეულებრივი რედაქტორობა გაგვიწია. ყველამ წინა გამოცემებზეც
იმუშავა და ამ წიგნის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ესენი არიან ფილ ბატჩერი
(Pჰილ Bუტცჰერ) და ჯილ გორდონი (ჟილლ Gორდონ) მაკგრეი ჰილის გამომცემელი და სოციოლო
გიის რედაქტორი. ასევე გვსურს თავდაუზოგავი შრომისათვის მადლობა გადავუხადოთ
რედაქტირებაზე, დიზაინსა და ფოტოების მოძიებაზე მომუშავე ნიჭიერ თანამშრომლებს
_ ქეით შაინმანს (Kატე შცჰეინმან), კარენ ქუიგლის (Kარენ Qუიგლეყ), ნენსი დაიერს

11

(Nანცყ Dყერ), ბარბარა ზალცს (Bარბარა შალზ), ანეტე მაიესკის (Aნნეტტე Mაყესკი), ემი
სმელტზლის(Aმყ შმელტზლეყ) და ჯოელ ბერნშტაინს (ჟოელ Bერნსტეინ).
სოციოლოგიის ორი ნიჭიერი მასწავლებელი მუშაობის პროცესში მუდამ სასარგე
ბლო რჩევებს გვაძლევდა. მადლობას ვუხდით ტედ ვაგენაარს (თედ ჭაგენაარ) მაიამის
უნივერსიტეტიდან და ტომ გიერინს (თომ Gიერყნ) ინდიანას უნივერსიტეტიდან. ასევე
დაგვეხმარა სოციოლოგიის ბევრი მასწავლებელი, რომელთაც წინა გამოცემის მიხედვით
დაგვაკვალიანეს, რისი შეცვლა შეიძლებოდა სტუდენტთა სასარგებლოდ. ესენი არიან:
ჩარლზ ქეისი (ჩჰარლეს ჩასე), ავგუსტას კოლეჯიდან (Aუგუსტა ჩოლლეგე); დანა დანი (Dანა
Dუნნ) ტეხასის უნივერსიტეტიდან; ჯონ ვ. ა. ეჰლი უმცროსი (ჟოჰნ V. A. Eჰლე ჟრ.) ჩრდილ
ოეთ ვირჯინიის ადგილობრივი კოლეჯიდან; ბარენს ვ. ჯონსტონი (Bარრანცე V. ჟოჰნ-
სტონ) ჩრდილო დასავლეთ ინდიანას უნივერსიტეტიდან; რაბი ს. ლევისი (ღუბყ ჩ. Lეწის),
დეკალბის კოლეჯიდან (Dეკალბ ჩოლლეგე); კენეტ ე. მილერი (Kენნეტჰ E. Mილლერ) დრეიკის
უნივერსიტეტიდან (Dრაკე Uნივერსიტყ); კიმ დ. შოპმაიერი (Kიმ D. შცჰოპმეყერ) ჰენრი
ფორდის ადგილობრივი კოლეჯიდან და ავტარ სინგი (Aვტარ შინგჰ) აღმოსავლეთ კარო
ლინის უნივერსიტეტიდან.
შესაძლოა დახმარების ლომის წილი ჩვენს სტუდენტებზე მოდიოდეს. სოციოლოგიის შესავალს წლების განმავლობაში ათასობით სტუდენტს ვასწავლით და მნიშვნელოვან წილად მათგან ვისწავლეთ სოციოლოგიური შეხედულებებისა და ინფორმაციის მიწო დების გზები. ზოგიერთმა მათგანმა დამატებით ამ წიგნის ახალი გამოცემის კვლევის ასისტენტის როლიც შეასრულა. სტივ პფაფმა (შტევე Pფაფფ), მარკ რეგნერუსმა (Mარკ ღეგნერუს) და მეტ ტიტოლომ (Mატტ თიტოლო) დიდი დახმარება გაგვიწიეს სტატისტიკური მონაცემების განახლების, ინფორმაციის მოძიებისა და კვლევის პროცესში. მადლობას ვუხდით მათ და ამ წიგნს ვუძღვნით ყველა ჩვენს სტუდენტს.

ქრეგ კალჰუნი
დონალდ ლაითი
სუზენ კელერი

12

ნაწილი I

მეცნიერება საზოგადოების შესახებ

14

თავი 1
სოციოლოგიური პერსპექტივები

სოციოლოგიური წარმოსახვა
ძირითადი კონცეფციები
სოციოლოგია, როგორც მეცნიერება
მეცნიერული მეთოდი
სოციალური ფაქტები
სოციოლოგიის საფუძვლები
სოციოლოგია და თანამედროვე ეპოქა
კლასიკური სოციოლოგიური თეორიები

15

16

ა შეიძლება იყოს უფრო ბუნებრივი, ვიდრე ბავშვის დაბადება?
ვილმა და ვილემ სტიუარტები, 30 წელს გადაცილებული ჰოლანდიელი წყვილი, ძა

ლიან გახარებულები იყვნენ: ვილმამ შობა ჯანმრთელი ტყუპები, ტუნი და კოენი. თავდა პირველად სტიუარტებს ყურადღება არ მიუქცევიათ იმ ფაქტისთვის, რომ ტყუპები ერთ მანეთისგან განსხვავდებოდნენ, მაგრამ თვეები გადიოდა და განსხვავება უფრო და უფრო საგრძნობი ხდებოდა: ტუნს, ისევე, როგორც მის მშობლებს, ღია ფერის თმა და კანი ჰქონდა, ხოლო კოენს _ მუქი ფერის კანი და ხუჭუჭა ყავისფერი თმა.
როდესაც სტიუარტები თავიანთ ტყუპებს საერთო ეტლით ასეირნებდნენ, გარშემო
მყოფნი გაოცებას ვერ მალავდნენ: `რაა?, ესენი ტყუპები არიან? კი მაგრამ, ეს ხომ შეუძლე
ბელია?~ ხალხი ინტერესდებოდა: `კოენი ჰქვია? როგორი ჰოლანდიური სახელია ასეთი ეგ
ზოტიკური გარეგნობის მქონე ბავშვისთვის!~ ბოლოს, მეზობელმა ვილმას დაუსვა კითხვა,
რაც ყველას აეჭვებდა: `გამიმხილე შენი საიდუმლო. ორ მამაკაცთან გქონდა ერთი და იმავე
დროს ურთიერთობა? (ნიუ იორკ თაიმსი, 28 ივნისი, 1995)~. ტყუპების სხვადასხვა ფერის
კანი გარშემომყოფებისთვის იმ ფაქტის დადასტურება იყო, რომ ვილმა ქმარს ღალატობდა.
სინამდვილეში, `საიდუმლო~ იმაში მდგომარეობდა, რომ 5 წლის განმავლობაში სტი უარტების ოჯახში ბავშვის ჩასახვის ყველა მცდელობა წარუმატებლად მთავრდებოდა. ბო ლოს მათ `ინ ვიტრო~ განაყოფიერების, ანუ IVF-ის სპეციალურ კლინიკას მიაკითხეს. `ინ ვიტრო~ ისეთი პროცედურაა, რომლის დროსაც ქალის კვერცხუჯრედებს იღებენ საკვერ ცხეებიდან და ანაყოფიერებენ მამაკაცის სპერმით. რამდენიმედღიანი ინკუბაციის შემდეგ, როდესაც დარწმუნდებიან, რომ ნამდვილად მოხდა განაყოფიერება, ექიმები წარმოქმნილ ემბრიონს დანერგავენ ქალის საშვილოსნოში.
როდესაც ტყუპების კანის ფერი გარშემომყოფთა ყურადღების საგანი გახდა და
ზურგს უკან ჩურჩული გამძაფრდა, სტუარტებმა თავიანთ ექიმს მიმართეს. დნმ ს ტეს
ტმა აჩვენა, რომ კოენს სხვა მამა ჰყავდა. შემდგომმა, უფრო სრულყოფილმა კვლევამ კი
ყველაფერს ნათელი მოჰფინა: როდესაც ვილემ და ვილმა სტიუარტები `ინ ვიტრო~ კლინი
კაში მივიდნენ, იმ დღეს იქ რამდენიმე ასეთი პროცედურა ჩატარდა. როგორც გაირკვა,
ტექნიკურმა პერსონალმა წესები დაარღვია და ორი პროცედურის ჩასატარებლად ერთი
საწვეთური გამოიყენა. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ კოენის გენების ნახევარი ეკუთვნო
და კარიბის ერთ ერთ კუნძულზე, არიბაზე მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც კლინიკას თა
ვის ცოლთან ერთად სწორედ იმ დღეს ეწვია, რა დღესაც სტიუარტები. სტიუარტებს უნ
დოდათ თავიანთი შვილები დაეცვათ სტიგმატიზაციისგან, რომ მათთვის არავის დაეძახა
`ხელოვნური განაყოფიერებით შექმნილი ბავშვები~. სტიუარტები დაიღალნენ თანასო
ფლელების კრიტიკით, მათ ასევე შეეშინდათ, რომ კოენისთვის შეიძლებოდა მოეკითხა
მის არიბელ მამას…
აზიაში გოგონების რაოდენობა ბიჭებთან შედარებით იზრდება. როგორც წესი, ყოვ ელ 100 გოგონაზე მოდის 106 ბიჭი. იმდენად, რამდენადაც მამრობითი სქესის ახალშობი ლებს გადარჩენის ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე მდედრობითი სქესისას, ადრეული ბავშ ვობის პერიოდში გოგონებისა და ბიჭების რაოდენობა თანაბრდება. მაგრამ ინდოეთში, მაგალითად, 1991 წელს სქესობრივი შეფარდება ასეთი იყო: 929 გოგონა ყოველ 1000 ბი ჭზე (ბალაკრიშანი, 1994). ეს თანაფარდობა შემთხვევითი არ არის.
საუკუნეთა განმავლობაში ბევრი აზიური კულტურისთვის დამახასიათებელი იყო ბი
ჭებისთვის პრიორიტეტის მინიჭება გოგონებთან შედარებით. ინდოეთის უდიდეს ნაწილ

17

ში ამ საკითხის მიმართ ზოგადი დამოკიდებულება ასეთია: `გოგონას აღზრდა მეზობლის
მცენარის მორწყვას ჰგავს~ (კუსუმი, 1993). ქალიშვილის ყოლა ფინანსურ ტვირთად ითვ
ლება. წეს ჩვეულების თანახმად, გოგონას მშობლებმა მის მომავალ მეუღლეს საკმაოდ
დიდი მზითევი უნდა შესთავაზონ; გათხოვების შემდეგ გოგონა ქმრის ოჯახის ნაწილი
ხდება. ქალიშვილებისაგან განსხვავებით, ვაჟები აგრძელებენ ოჯახის გვარს; და იმდე
ნად, რამდენადაც ისინი მემკვიდრეობით იღებენ ოჯახის კუთვნილ მიწას ან ბიზნესს, ითვ
ლება, რომ ისინი ოჯახის სიმდიდრის შენარჩუნებაზე ზრუნავენ. სოციალური დაზღვევი
სა და მოხუცებულთა სახლების არარსებობის გამო, როდესაც მშობლები ბერდებიან, მათ
ვაჟიშვილები (და მათი ცოლები) უვლიან.
წარსულში მშობლებს მხოლოდ იმედი უნდა ჰქონოდათ და ელოცათ, რომ მათ ვაჟიშვი
ლი შესძენოდათ. დღეს კი, ახალმა ტექნოლოგიამ შესაძლებელი გახადა, რომ ვაჟიშვილის
დაბადება მშობლების არჩევანზე იყოს დამოკიდებული და არა მხოლოდ სურვილზე. ამ
ნიოცენტეზისი და მასთან დაკავშირებული პროცედურები ქალს შესაძლებლობას აძლევს
ამოიცნოს ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის სქესი და გადაწყვიტოს, დაბადოს იგი თუ
აბორტი გაიკეთოს. ქალთა ცენტრების კვლევამ ბომბეიში დაადგინა, რომ ამნიოცენტეზ
ისის შემდეგ გაკეთებული 8.000 აბორტიდან, 7.999 ჩანასახი მდედრობითი სქესის იყო
(მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, 1992). როდესაც ინდოეთის მთავრობამ ჩანასახის
სქესის ნიშნით აბორტების გაკეთების მიზნით ამნიოცენტეზის გამოყენება აკრძალა, შავ
მა ბაზარმა ეს პროცედურა თავის თავზე აიღო და დააკმაყოფილა არსებული მოთხოვნა
(ბალაკრიშანი, 1994). ბილბორდები იუწყებოდნენ: `სჯობს 500 რუპია გადაიხადოთ ახლა
(ექოსკოპიასა და აბორტის გაკეთებაში), ვიდრე 50.000 რუპია მოგვიანებით (მზითვისთ
ვის)~. ექოსკოპიის მოწყობილობით შეიარაღებული სპეციალური მანქანები დადიოდა
პროვინციებში და იმ ოჯახებს სთავაზობდნენ `არჩევანს~, რომლებიც თანამედროვე სა
მედიცინო მომსახურების ცენტრებისაგან შორს ცხოვრობდნენ.

სქემა 1.1. სქესის არჩევა
კულტურული ტრადიციის მიხედვით ბი
ჭების ყოლის სურვილმა და მთავრობის
მკაცრმა პოლიტიკამ, რომელიც ოჯახზე
_ ერთი შვილის ყოლას გულისხმობს,
ბიჭებისა და გოგოების თანაფარდობა ჩი
ნეთში, ბიჭებისკენ გადახარა.
წყარო: ჩინეთის მოსახლეობის აღწერის
ბიურო და გამოუქვეყნებელი მონაცემები,
ციტირებულია `ნიუ იორკ თაიმს ში~, 21
ივლისი 1993წ. გვ. ა1.

ჩინეთში ვაჟიშვილებისთვის ტრადიციული პრიორიტეტის მინიჭება გართულებულია
მთავრობის მიერ შემოღებული `ერთი შვილის~ დადგენილებით. იმისათვის, რომ შეემცი

18

რებინათ მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, 1979 წელს ჩინეთის მთავრობამ დააკანონა
მშობიარობის ერთ ერთი ყველაზე მკაცრი საკონტროლო პოლიტიკა, რაც ოდესმე ყო
ფილა (კუნი და ლი, 1994, იი და სხვანი, 1993). წყვილებს ეკრძალებათ იყოლიონ ერთზე
მეტი შვილი. როგორც ინდოეთში, ჩინეთშიც აიკრძალა ტექნოლოგიის გამოყენება სქესის
შერჩევის მიზნით. თუმცა, იმდენად, რამდენადაც ტექნოლოგია ბევრგან არსებობს, წყვი
ლებს მარტივად შეუძლიათ ექიმების მოქრთამვა ჩანასახის სქესის გასაგებად. შედეგად
ჩინეთში ახალშობილთა სქესობრივი თანაფარდობა მამრობითი სქესისაკენ გადაიხარა (იი
და სხვანი, 1993) (იხ. სქემა1.1).
ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგია, ისევე როგორც ყველა სხვა ტექნო ლოგია, ზრდის ადამიანის მიერ ბუნებრივი პროცესების გაკონტროლების შესაძლებ ლობას. ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგია თავდაპირველად შეიქმნა უშვილო წყვილების დასახმარებლად, იმისათვის, რომ ისინი მშობლები გამხდარიყვნენ. განაყო ფიერების ტექნოლოგია ასევე ეხმარებოდა იმ წყვილებს, რომლებსაც გენეტიკური ავად მყოფობა აღენიშნებოდა (როგორიც არის, მაგალითად ტაი ზახის ავადმყოფობა ან კიდევ ნამგლისებური ანემია) და ასაკიან ქალებს (რომლებისთვისაც უფრო მაღალია დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვის გაჩენის რისკი), იმის დასადგენად, რომ გაეგოთ, ჯანმრთელი დაიბადებოდა თუ არა მათი შვილი.
ახალ ტექნოლოგიათა და სხვა მოვლენათა გავლენის არსი თვით ტექნოლოგიებისა და
მათ მომხმარებელ ინდივიდთა მიღმა _ იმ სოციალურ ძალებში უნდა ვეძიოთ, რომლებიც
ადამიანურ ქცევას აყალიბებენ. ახალი რეპროდუქციული ტექნოლოგიები ცარიელ ად
გილზე როდი ჩნდება. ისინი შობადობაში სამედიცინო ჩარევის თანამედროვე ტენდენციის,
უფრო ზოგადად კი _ მეცნიერებისა და ტექნიკის ბუნებაზე `საზედამხედველოდ~ გამოყ
ენების ნაწილია. გვიან შექმნილი ოჯახები და შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სხვა
ქვეყნებში პატარა ოჯახების შექმნის მისწრაფება ასევე არსებით როლს ასრულებს, რადგან
პოტენციური შემოსავლის წყარო ხდება რეპროდუქციული კლინიკებისათვის (ყოველ შემ
თხვევაში შეერთებულ შტატებში). აზიის ზოგიერთ კულტურაში ვაჟიშვილისათვის მყარი
ტრადიციული უპირატესობის მინიჭებამ და ჩინეთის მთავრობის მიერ ძალაუფლების გამ
ოყენებამ წაახალისა რეპროდუქციული ტექნოლოგიებიც. წყვილების მიერ რეპროდუქცი
ული ტექნოლოგიების გამოყენების არჩევანისა და მისი შედეგების გასაგებად მათ ქცევაზე
მოქმედი სოციალური ძალები უნდა გვესმოდეს. ამგვარი გაგება სოციოლოგიურ წარმოსახ
ვას მოითხოვს.
ეს თავი სოციოლოგიის მიმოხილვით დავიწყეთ. როგორ გაამდიდრა სოციოლოგიურ
მა პერსპექტივამ ახალი ტექნოლოგიების, მსოფლიო მოვლენებისა და თვით ცხოვრების
ჩვენეული ხედვა? წიგნის წინამდებარე ნაწილი ხუთ ძირითად სოციოლოგიურ კონ
ცეფციას წარმოგიდგენთ, რომელსაც შემდგომშიც შეხვდებით. ესენია: სოცი ლური
სტრუქტურ , სოცი ლური ქცევები, ფუნქციური ინტეგრ ცი , ძ ლ უფლებ
და კულტურ . შემდეგ სოციოლოგიას მეცნიერული კუთხით განვიხილავთ და აღვწერთ,
როგორ იყენებენ სოციოლოგები მეცნიერულ მეთოდებს სოციალური ფაქტების შესახებ
კვლევების ჩასატარებლად. დაბოლოს, სოციოლოგიის ფესვებს გავყვებით და გავეცნო
ბით კლასიკურ სოციოლოგიურ თეორიებს, რომლებიც თანამედროვე თეორიისა და კვ
ლევების საფუძველია.

19

სოციოლოგიური წარმოსახვა

სოციოლოგია იკვლევს ადამიანური ცხოვრების ორგანიზების გზებს. სოციოლოგები
სხვადასხვა გარემოში სოციალური ცხოვრების შესწავლის მიზნით სამეცნიერო კვლევით
მეთოდებსა და თეორიებს იყენებენ. ისინი ცდილობენ შეისწავლონ როგორც ინტიმური
ურთიერთობები, ასევე ვრცელი გლობალური ქსელები და ყველაფერი, რაც მათ შორის
არსებობს. სოციოლოგები დაინტერესებულები არიან იმ გზებით, რითიც ადამიანები უკა
ვშირდებიან ერთმანეთს. სხვა სოციალური მეცნიერებანი ძირითადად შეისწავლიან სო
ციალური ცხოვრების მხოლოდ ერთ სფეროს: ეკონომიკა შეისწავლის ბაზრების დინამიკა
სა და პროდუქტების ცირკულაციას; პოლიტიკური მეცნიერება უღრმავდება სამთავრობო
და ძალაუფლების ურთიერთობებს; ანთროპოლოგია ეკოლოგიასა და კულტურულ თა
ვისებურებებს იკვლევს; ფსიქოლოგია სწავლობს ბიოლოგიას, ადამიანურ განვითარებასა
და ინდივიდუალურ მენტალურ თავისებურებებს შორის ურთიერთკავშირს. სოციოლოგია
კი მოიცავს ყველა ამ ასპექტს. სოციოლოგები ყველაზე მეტად დაინტერესებულნი არი
ან სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის ურთიერთქმედებით ñ მაგალითად, რა
გავლენას ახდენს რელიგიური შეხედულებები ბავშვის გაჩენის ტექნოლოგიების მიმართ
ოჯახის დამოკიდებულებაზე და, შესაბამისად, რა გავლენას ახდენს მათი გადაწყვეტილე
ბები სამედიცინო მომსახურების ბაზარზე, ბავშვების რაოდენობაზე, რომლებსაც მომა
ვალში დასჭირდებათ სკოლა და ა.შ.
სოციოლოგია გვთავაზობს არა მხოლოდ ინფორმაციას, არამედ სამყაროს დაკვირვები
სა და ამ სამყაროში ჩვენი ადგილის მოაზრების განსაკუთრებულ გზას. ხშირად ვცდი
ლობთ ჩვენი მონაწილეობით მიმდინარე მოვლენების ახსნას იმ ადამიანების მოტივებით,
რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაკავშირებულნი ამა თუ იმ მოვლენასთან. სოციოლოგები
გვიბიძგებენ, რომ მხოლოდ ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ამოცნობას კი არ დავჯერ
დეთ, არამედ ყურადღება მივაქციოთ ადამიანების დამოკიდებულებებსა და ქმედებებში
არსებულ განმეორებად ტენდენციებს და სხვადასხვა პერიოდის, კულტურისა თუ სო
ციალური ჯგუფის თავისებურებებიდან გამომდინარე, ამ ტენდენციების ერთმანეთისა
გან განსხვავებას. მაგალითად, სოციოლოგი უბრალოდ არ იკითხავს: `რატომ იყენებენ ინ
დივიდები ექოსკოპიას და `ინ ვიტრო~ (შიდა) განაყოფიერებას?~ ის ასევე დაინტერესდება
`რამ განაპირობა განაყოფიერებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების განვითარება;
რომელმა ჯგუფებმა მოახდინეს ამ ტექნოლოგიების პოპულარიზაცია (ან, პირიქით, შეე
ცადნენ შეზღუდვას); ვისთვის არის ხელმისაწვდომი ხელოვნური გზით განაყოფიერება?~
სოციოლოგები ინდივიდს არ უწევენ იგნორირებას, ისინი გვაჩვენებენ, რომ ინდივიდის
ქმედებათა და ჩვენი საკუთარი გამოცდილების გასაგებად საჭიროა სოციალური კონტე
ქსტის გათვალისწინება. მაგალითად, ჩინელების მიერ ვაჟიშვილისათვის პრიორიტეტის
მინიჭება განპირობებულია ჩინეთში მემკვიდრეობის სისტემის სპეციფიკით, იმით, რომ
ოჯახის გვარს მამაკაცი აგრძელებს და წინაპრების დიდი თაყვანისცემით. შესაძლოა,
სწორედ ეს სოციალური მახასიათებლები იწვევდეს ჩინელების მიერ მამრობითი სქესის
შთამომავლებისათვის პრიორიტეტის მინიჭების მიდრეკილებას.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა ძირითა
დად განპირობებულია გადახდისუნარიანობით; უშვილობის მკურნალობა გავრცელებუ

20

ლი ბიზნესია. 1995 წელს დაახლოებით 3 მილიონამდე ამერიკელმა მიმართა ხელოვნური
განაყოფიერების კლინიკებს (ბეგლი, 1995), ხელოვნური განაყოფიერებისთვის წყვილები
ხარჯავენ სულ ცოტა 10.000 დოლარს; ხანდახან ეს თანხა 100.000 დოლარსაც კი აღწევს.
ჯანმრთელობის დაზღვევის ზოგიერთი სააგენტო იხდის შიდა განაყოფიერებასთან დაკა
ვშირებულ ხარჯებს, მაგრამ ბევრი სადაზღვევო სააგენტოს მომსახურებაში ეს ხარჯები
არ შედის. ხშირ შემთხვევაში კი ქალს კერძო ჯანმრთელობის დაზღვევაც არ გააჩნია,
რაც ნიშნავს, რომ განაყოფიერების ახალ ტექნოლოგიებზე ხელი მხოლოდ შეძლებულებს
მიუწვდება.
ჩვენი პირადი ცხოვრების მრავალ ასპექტს, _ თუნდაც ჩვენი დაბადების გარემოე
ბებს, ჩვენგან დამოუკიდებელი ძალები მართავს: რა ხნის არიან ჩვენი მშობლები; გვყ
ავს თუ არა და ძმა და რამდენი; ჩვენი ასაკისა თუ თაობის რამდენი ადამიანი გაგვიწევს
კონკურენციას ვაკანსიების დასაკავებლად ჯერ საბავშვო ბაღში, შემდეგ კი _ სამსახურ
ში; და ისიც სათუოა, საერთოდ, დავიბადებით თუ არა. ამ შეხედულების გააზრება დიდი
ნაწილია იმ ცნებისა, რასაც დიდი ამერიკელი სოციოლოგი რაით მილსი `სოციალურ წარ
მოსახვად~ მოიხსენიებს.
სოციალური წარმოსახვა ნიშნავს საკუთარი გამოცდილების აღქმას სოციალურ სა
მყაროში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. ეს იმ ფართო სოციალურ მოვლენათა
აღქმასაც გულისხმობს, რომლებიც არაა გამოვლენილი მარტოოდენ პიროვნულ გამოც
დილებაში. მაგალითად, ხალხი, ვისაც უშუალოდ ჰქონია საქმე რეპროდუქციულ ტექნო
ლოგიებთან, მოზაიკის მხოლოდ ერთ ნაწილს ხედავს. მთლიანი სურათის აგება კი პოზი
ციათა და ზნე ჩვეულებათა სისტემატურ მეცნიერულ შესწავლას მოითხოვს სხვადასხვა
დროსა და ადგილას, სხვადასხვა სოციალურ გარემოებასა და სოციალურ კლასებში,
აგრეთვე სოციალურ ქმედებათა გამიზნული თუ უნებლიე შედეგების გათვალისწინებას.
სოციალური წარმოსახვა დაგვანახებს, რომ იმაზე ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე მხო ლოდ ჩვენს პირად სპექტაკლებში მონაწილე მსახიობები. ის ფართო სოციალური მოვ ლენები, რომლებშიც ჩართულნი ვართ, დიდ სოციალურ სცენაზე თამაშდება. როგორც მილსი (1959/70. გვ. 3,9) წერდა:
ამჟამად [ადამიანები] ხშირად შეიგრძნობენ, რომ მათი პირადი ცხოვრება მახეების ქსელია. ისინი ხვდებიან, რომ ყოველდღიურ სამყაროში თავს ვერ დააღწევენ პრობლემებს და ამ განცდაში ხშირად მართალნი არიან.
ამ თვალსაზრისით განვიხილოთ უმუშევრობა. როდესაც 100 000 იან ქა
ლაქში მხოლოდ ერთი კაცია უმუშევარი, ეს მისი პირადი გასაჭირია და მის
დასახმარებლად, ჩვეულებრივ, მისი ხასიათი, უნარი, აგრეთვე უშუალოდ ბედ
ნიერი შემთხვევითობა უნდა გავითვალისწინოთ. მაგრამ როდესაც უმუშევარ
ია მრავალი ათასი, რაც უკვე სოციალური საკითხია, ვერ შევძლებთ იგი ერთი
ინდივიდუუმისთვის ხელმისაწვდომ შემთხვევითობათა რიგით გადავჭრათ. აქ
ირღვევა შემთხვევითობის თვით სტრუქტურა. როგორც პრობლემის სწორი
ფორმულირება, ასევე შესაძლო გადაწყვეტილებანი მოითხოვს განვიხილოთ
საზოგადოების ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტები და არა უბრალოდ
ცალკეულ ინდივიდუუმთა პიროვნული სიტუაცია და ხასიათი.
განვიხილოთ ომი. როდესაც ომი იწყება, პიროვნების წინაშე წამოჭრი

21

ლი პრობლემა შეიძლება იყოს: როგორ გადარჩეს ანდა როგორ დაიღუპოს
გმირულად; როგორ გამდიდრდეს ომის პირობებში; როგორ მიაღწიოს მაღალ,
უსაფრთხო, სამხედრო თანამდებობას, რა წვლილი შეიტანოს ომის დამთავრე
ბაში… ხოლო ომის სტრუქტურული საკითხები კავშირშია მის სოციალურ
მიზეზებთან; იმ ხალხის ტიპთან, რომელიც მას წარმართავს; მის ზეგავლენას
თან ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ოჯახისა და რელიგიურ ინსტიტუტებზე;
ერთა და სახელმწიფოთა ქაოსურ უპასუხისმგებლობასთან.
სოციოლოგიური წარმოსახვა ხელს გვიწყობს ჩავხვდეთ როგორც პიროვნულ გამოც დილებას, ასევე საზოგადოებრივ საკითხებსაც.
ჩვენ გვგონია, რომ მნიშვნელოვან პირად გადაწყვეტილებებს _ როგორც, დავუშვათ,
ბავშვების გაჩენაა _ დამოუკიდებლად ვიღებთ. სინამდვილეში ჩვენს პიროვნულ არჩევ
ანს სოციალური ძალები განსაზღვრავს. ამას შობადობის ცვალებადი მაჩვენებელიც მოწ
მობს. XX საუკუნის პირველ ნახევარში შეერთებულ შტატებში შობადობა ნელა, მაგრამ
მუდმივად იკლებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მეურნეობის განვითარებამ, ბინათ
მფლობელობის სახელმწიფო მხარდაჭერამ და გარეუბნების ზრდამ, ქალების დათხოვნამ
სამსახურიდან ომის ვეტერანთათვის ადგილის დასათმობად და სხვა ფაქტორებმა ბავშ
ვების `ბუმი~ გამოიწვია. 1960 70 იან წლებში შობადობის მაჩვენებელი კვლავ დაეცა,
რადგან მარტო ცხოვრება, უშვილო ოჯახები და გაყრა ჩვეულებრივი და უფრო მისაღები
გახდა. 1980 იან წლებში ეს ტენდენცია რამდენადმე უკუიქცა, რადგან ბავშვების `ბუმის~
თაობამ დაიწყო შვილების გაჩენა და ქალებს, რომლებმაც დედობა გადადეს, დრომ მოუ
წია. ამჟამად, ბევრი ახალგაზრდა ქალი, წინამორბედი თაობისთვის დამახასიათებელი
ნაყოფიერების პრობლემათა შიშით, ამჯობინებს ადრე გააჩინოს შვილი. ეს ცვლილებე
ბი მილიონობით ინდივიდუალურ გადაწყვეტილებათა ერთიანი შედეგია, მაგრამ დროის
პოლიტიკურ ეკონომიკურ კლიმატსაც შეესატყვისება (ლასკერი და ბორგი, 1994).

ძირითადი კონცეფციები
სოციოლოგია სოციალური ფენომენის საკუთარი ხედვის ჩამოსაყალიბებლად და მის
სპეციფიკურ ნიშნებსა და საკითხებზე ყურადღების გასამახვილებლად, სხვა მეცნიერება
თა მსგავსად, ცნებებს იყენებს. ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საუბარში ხშირად გამოიყენე
ბა სოციოლოგიისგან ნასესხები მრავალი ცნება და ტერმინი _ მაგალითად, `ასაკობრივი
ჯგუფი~ ანდა `შიდა ქალაქი~ _ მაგრამ ისინი სოციოლოგიის კონტექსტში გამოყენებისას
უფრო სპეციფიკურ მნიშვნელობას იძენენ. განვიხილავთ ხუთ მთავარ ცნებას, რომლებ
საც სოციოლოგები სოციალური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენათა შესაფასებ
ლად იყენებენ.

სტრუქტურა
სოცი ლური სტრუქტურ იმ ხალხის ურთიერთობების, პოზიციებისა და რაო
დენობის მოდელია, ვინც მოსახლეობის, მცირე ჯგუფი იქნება ეს თუ მთელი საზოგადოება,
სოციალური ორგანიზების `ჩონჩხს~ქმნის. ურთიერთობები არსებობს, თუკი ადამიანები

22

შედარებით მდგრად და ხანგრძლივ ინტერაქტიურსა და/თუ ორმხრივ დამოკიდებულე
ბაში არიან _ მაგალითად, ქორწინება ან სამსახური _ პიროვნებათშორის დონეზე,
ანდა განათლებისა თუ ჯანდაცვის სისტემათა მსგავსი ინსტიტუტები _ უფრო ფართო
გაგებით და აბსტრაქტულ დონეზე. პოზიციები (ზოგჯერ სტატუსებად მოხსენიებული)
განსაზღვრავს ადგილს სოციალურ ურთიერთობათა სქემაში, როგორც _ დედა, პრეზი
დენტი, მღვდელი, _ რაც, ჩვეულებრივ, ქცევის (როლს რომ უწოდებენ) მოსალოდნელ
ყაიდას განსაზღვრავს. ხალხის რაოდენობა სხვადასხვა კატეგორიის შიგნით (როგორი
ცაა: ქალთა კლუბები თუ ერის განსახლება, მარტოხელა დედები თუ მომუშავე ქალები) და
განსაკუთრებით, ამ კატეგორიათა შეფარდებითი ოდენობა (როგორიცაა: მოსახლეობაში
სამოცდათხუთმეტს გადაცილებული მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა ან არმიაში
მომსახურეთა შორის ოფიცერთა პროპორციული რაოდენობა), ზემოქმედებას ახდენს სო
ციალურ სტრუქტურაზე.
მნიშვნელოვანია განვასხვავოთ სოციალური სტრუქტურა და პიროვნებები ან `პერ
სონალი~. უნივერსიტეტის სტრუქტურა, მაგალითად, შედარებით სტაბილურია, თუმცა
პერსონალი მუდმივად იცვლება. ყოველ გაზაფხულზე ბოლო კურსის სტუდენტები ამ
თავრებენ და შემდეგ შემოდგომაზე მათ ადგილს ახლად შემოსული კურსი შეავსებს. იცვ
ლებიან პიროვნებები ინგლისურისა და ქიმიის ფაკულტეტებზე, აგრეთვე ფეხბურთის
გუნდსა და საუნივერსიტეტო გაზეთის შტატში. ეს შეიძლება განსაკუთრებულ ადამიანებ
საც შეეხოს, ვისაც რექტორის, დეკანის, კათედრის გამგისა თუ ფეხბურთის მწვრთნელის
თანამდებობა უჭირავს. თანამშრომელთაგან ზოგი სრული პროფესორი ხდება, ზოგიც სხვა
უნივერსიტეტში მიდის. პერსონალში მიმდინარე ამ ცვლილებათა მიუხედავად, ძირითა
დი სტრუქტურა _ ურთიერთობა ადმინისტრაციას, ფაკულტეტებსა და სტუდენტთა
კორპუსს შორის, პროფესორებსა და სტუდენტებს შორის, მაღალ და დაბალკურსელებს
შორის და ა. შ. _ ძალზე ნელა იცვლება ან სულაც უცვლელია. სტრუქტურა აყალიბებს
შესაძლებლობებს ადამიანებისათვის, თუმცა ხალხიც ახდენს გავლენას სტრუქტურაზე.
მაგალითად, თუკი შემოსულ სტუდენტთა რიცხვი იკლებს, შესაძლოა, ზოგი პროფესორი,
დაითხოვონ ან დატვირთვა შეუმცირონ. როდესაც კოლეჯში შემსვლელ ქალთა რაოდენო
ბა იმატებს, ჩნდება ქალთა საერთო საცხოვრებლების, ქალთა სასწავლო და სპორტული
პროგრამების მოთხოვნილება.
სოციალური სტრუქტურა სოციალური ცხოვრების სტაბილურობის წყაროა, თუმცა
ცვლილებათა გამოწვევა და წარმართვა სტრუქტურულ ფაქტორებსაც შეუძლია. ერთ
შვილიანი ოჯახის პოლიტიკაში გამოხატული ოჯახის დაგეგმვის მკაცრი პროგრამის შე
მუშავება ჩინეთში მოსახლეობის მკვეთრი ზრდით იყო გამოწვეული. ჩინეთის მოსახლეო
ბის არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ მისი მატება შედეგად მოჰყვა კომუნისტური
ხელისუფლების მიერ გაუმჯობესებულ კვების სისტემასა და ჯანმრთელობის დაცვას. ეს
ნიშნავს იმას, რომ ჩინეთის მოსახლეობის ნაწილი ახალგაზრდაა და შთამომავლობის შე
ქმნის ასაკს აღწევს. ამდენად ერთ წყვილზე ბავშვების რაოდენობამ რომ იკლოს კიდეც,
დაბადებული ბავშვების რაოდენობა მაინც დიდი იქნება. ასე რომ, არსებობდა მოსახლე
ობის მოსალოდნელი სწრაფი ზრდის სტრუქტურული მიზეზი (ჭარბ მოსახლეობაში შთა
მომავლობისთვის მომწიფებული ადამიანების რაოდენობის მაღალი პროცენტი). თუ ამ
ქვეყანაში მოსახლეობის მატება არ შეფერხდა, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის
განვითარების შედეგებს `შთანთქავს~ მზარდი მოსახლეობა და ცხოვრების ხარისხი არ

23

გაუმჯობესდება. ამიტომ ოჯახის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში ჩინეთმა ჩასახვის საწინააღმდეგო ტექნოლოგიების ინვესტირება მოახდინა.
როგორც ვნახეთ, ჩინეთმა მოსახლეობის რაოდენობის კონტროლისათვის ძალის
მიერი პოლიტიკა შეიმუშავა. ამან გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიღო _ ჩინელი
წყვილები (ულტრაბგერითი გამოკვლევისა და აბორტის საშუალებით), ტრადიციის შეს
აბამისად, ამჯობინებდნენ ვაჟი ჰყოლოდათ. ამით გამოწვეულ სქესთა დისბალანსს მნიშ
ვნელოვანი სტრუქტურული რღვევა მოსდევს. როდესაც მეტი ბიჭი იბადება, ოცი წლის
შემდეგ იქმნება ქალების ნაკლებობა უცოლო მამაკაცებისათვის. ეს ნიშნავს არამარტო
იმას, რომ მამაკაცების ნაწილი ვერ მოახერხებს საცოლის პოვნას, არამედ იმასაც, რომ
ასაკოვანი მამაკაცები იძულებული იქნებიან შედარებით ახალგაზრდა ქალებზე იქორწი
ნონ (რამაც შესაძლოა შეაფერხოს ქალები, განათლების საშუალებით დაიმკვიდრონ სტა
ტუსი). გარდა ამისა, ნაკლები იქნება ქალიშვილი და რძალი, რათა ხანდაზმულ ადამიანებს
მოუაროს, ამიტომ ხელისუფლებას მეტი ძალისხმევა დასჭირდება მათი სიბერის უზრუნვ
ელსაყოფად. მთავრობის მიერ ქალთა უმაღლესი განათლების ხელშეწყობა და ტრადიცი
ულად მამაკაცურ პროფესიებში მათი წახალისებასაც გამოიწვევს ქალების ნაკლებობას
ტრადიციულ ქალურ საქმიანობასა და სოციალურ როლებში.
ნაყოფიერების შაბლონები დასავლეთის ქვეყნებშიც იწვევს სოციალური სტრუქტურის
ჩამოყალიბებას. შობადობა იკლებს, თუკი წყვილები ნაკლები შვილის ყოლას გადაწყვეტენ
(ნაწილობრივ, შობადობის საკონტროლო ტექნოლოგიების საშუალებით). ჩვენი ახალი
ოჯახური სტრუქტურა, სადაც ერთ და ორშვილიანი ოჯახები ნორმადაა მიჩნეული, მე
ტად ცვლის ოჯახური ცხოვრების ყაიდას, სკოლებზე მოთხოვნილებას, აიოლებს პროფე
სიული კარიერის შექმნას ქალებისათვის და ცხოვრების მრავალ ასპექტს განსაზღვრავს
ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. წყვილები, ვინც პატარა ოჯახის შექმნას აპირებს,
ბავშვსაც უფრო გვიან აჩენენ. შეერთებულ შტატებში პირველი მშობიარობის დაახლოე
ბით მეოთხედი ოცდაათი ორმოცი წლის ასაკშია (მარანტო, 1995). ეს იმას ნიშნავს, რომ
ოცი წლის შემდეგ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში შემსვლელი ახალგაზრდების მეო
თხედს საპენსიო ასაკის მშობლები ეყოლებათ (რაც ასაკოვან მშობლებს აიძულებს სამ
სახურში დარჩენას, ხოლო მთავრობას _ გაუზარდოს დახმარება უმაღლესი განათლების
მიღების მსურველ ახალგაზრდებს).

მოქმედება

მოქმედებ აღნიშნავს ქცევას, რომლის არჩევანი ბევრად აღემატება ინსტინქტურსა
თუ რეფლექსურს. მოქმედება სოციალურია ერთი მხრივ, რადგან სხვა ადამიანებსაც შეეხება
და, მეორე მხრივ, სხვათა მიერ შექმნილ გარემოებებზეც არის დამოკიდებული. სინამდვილე
ში ადამიანად და პიროვნებად ქცევის თვით პროცესია სოციალური. ჩვენ ვსწავლობთ ენას,
ღირებულებებსა და ქცევას, პირველ ყოვლისა, სოციალური ურთიერთობის მეშვეობით.
სოციალური მოქმედება შეუძლიათ არა მხოლოდ პიროვნებებს, არამედ ჯგუფებსა
და ისეთ რთულ ორგანიზაციებს, როგორიც კორპორაციები თუ ხელისუფლებებია. ჩვენ,
როგორც პიროვნებებს, საკუთარი პირობების შესაცვლელად მოქმედება შეგვიძლია, მაგა
ლითად, ყოველდღიურად ვვარჯიშობთ კალათბურთში, რათა უკეთესი მოთამაშე გავხდეთ,
ანდა ვწევრიანდებით ანონიმურ ალკოჰოლიკთა ორგანიზაციაში, რათა ვადოთ ორგანიზმ
სა და ურთიერთობებზე მავნე ჩვევათა დამანგრეველი ზემოქმედების შეჩერება. როგორც

24

ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებსა და ორგანიზაციებში გაწევრიანებით შეგვიძლია
საზოგადოების შეცვლას ვეცადოთ _ შევარბილოთ რასობრივი შუღლი, გავაუმჯობე
სოთ ჯანდაცვის სისტემა, გადავარჩინოთ სახელმწიფო ტყეები ანდა მოვახდინოთ რევო
ლუცია. საზოგადოებრივ ქმედებათაგან ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმოქმნის
ახალ ურთიერთობებს, ვთქვათ, როდესაც ქორწინებისას ნეფე პატარძალი წარმოთქვამს:
`თანახმა ვარ~ ან ახალი სახელმწიფოსა თუ ორგანიზაციის დამაარსებლები მის განსახორ
ციელებლად და სოციალური სტრუქტურის მისანიჭებლად კონსტიტუციას შეიმუშავებენ.
ეს ქმედებანი, თავის მხრივ, ახალ სამოქმედო პირობებს ქმნის. დაქორწინებულ მამაკაცსა
და ქალს, შესაძლოა, შინაგანმა და გარეგანმა ფაქტორებმა აიძულოს ბავშვის გაჩენა; შვი
ლის დაბადების შემდეგ, მიუხედავად მათი ძალისხმევისა, თანაბრად გაინაწილონ მშობლის
პასუხისმგებლობა, შესაძლოა, ისინი გაუცნობიერებლად მაინც აღმოჩნდნენ სქესობრივად
სტერეოტიპულ როლებში.
ხშირად უცილობლად მიგვაჩნია ჩვენი სოციალური გარემოს ასპექტები, თითქოს ისინი
ყოველთვის არსებობდა ან ახლახანს, სასწაულებრივ და მეყსეულად შეიქმნა და არ ვუწევთ
ანგარიშს სოციალური მოქმედების მნიშვნელობას. მაგალითად, ახალი რეპროდუქციული
ტექნოლოგიის შემოღება არ ყოფილა მეცნიერული განვითარების თავისთავადი ნაყოფი,
რომელიც აუცილებლად წარმოიშობოდა. ეს იყო `ხალხის განსაზღვრულ ჯგუფთა მიერ
განსაზღვრულ დროსა და ადგილას მიღებულ საგანგებო გადაწყვეტილებათა შედეგი,
მათ მოთხოვნილებას რომ შეესაბამებოდა~ (უაისმენი, 1994). ასეთივე ძალისხმევას უნდა
მოვუხმოთ უნაყოფობის მიზეზთა დასადგენად და ჩასახვის აღმკვეთი საშუალებების გა
მოსაძებნად, აგრეთვე შვილად აყვანის სამსახურების გასაფართოებლად, რათა სავარაუ
დო მშობლები და მიტოვებული უმწეო ბავშვები ერთმანეთს დაუკავშირდნენ.
ერთშვილიანი ოჯახის პოლიტიკა ჩინეთში და ბავშვის სქესის შერჩევით აბორტი ინდოე
ლი ოჯახების მიერ სოციალური მოთხოვნების მკაფიო მაგალითებია. და მაინც, პიროვნე
ბათა მიერ მიღებული კერძო გადაწყვეტილებები სოციალურია. დავუშვათ, ოცდაჩვიდმეტი
წლის მარტოხელა ატლანტელი ქალი ხელოვნური განაყოფიერების გზით ხდება დედა. რა
ტომაა მისი მოქმედება `სოციალური~? პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ იგი დამოკიდებუ
ლია არსებულ სოციალურ პირობებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნოლოგია ოცდახუთი
წლის წინათაც არსებობდა (და, უდავოდ, ზოგიერთი იმდროინდელი `შინაბერასთვის~ სა
სურველი იქნებოდა), მაშინ ექიმების უმეტესობა უარს იტყოდა დაორსულებაში დახმარე
ბოდა მარტოხელა ქალს. ამათანავე, გათხოვილი იქნებოდა თუ მარტოხელა, ოცდაათს
გადაბიჯებული ქალისთვის მეტად დიდი იყო დაუნის სინდრომიანი ბავშვის გაჩენის რისკი.
ამჟამად, მარტოხელა დედობა სამარცხვინოდ აღარ ითვლება, ხოლო თანამედროვე მშობია
რობამდელ ტესტებს შეუძლია გენეტიკური პრობლემები ორსულობის პერიოდშივე გამოავ
ლინოს. გარდა ამისა, ქალის მოქმედება სოციალურია, ვინაიდან იგი სხვა ადამიანებსაც
შეეხება: ბავშვს, მამას (თუნდაც ანონიმურ დონორს, თუკი ბავშვი მოგვიანებით მასთან
შეხვედრას ისურვებს) და უფრო ფართოდ, საზოგადოებასაც.
ამნიოცენტეზისი და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს
ზოგიერთი თანდაყოლილი დეფექტი და გენეტიკური ნაკლი მუცლად ყოფნის პერიოდშივე
გამოვავლინოთ. გენეტიკურ ტესტს წინასწარ შეუძლია განსაზღვროს ცოლ ქმრის შანსი,
უარყოფითი გენები გადასცეს შვილს. ტაი ზახის გენის (ნელა მიმდინარე დავაადება, ად
რეულ ასაკში მტკივნეულ სიკვდილს რომ იწვევს) მქონე მშობლებს ოთხიდან ერთ შემთხ
ვევაში ემუქრება ამ სენით დაავადებული ბავშვის გაჩენის საშიშროება. წარსულში მათ

25

ან ტკივილისა და ტანჯვის რისკი უნდა გაეწიათ, ან უარი ეთქვათ შვილის ყოლაზე. ამჟა მად მშობლებს წინასწარ შეუძლიათ გაიგონ, რომ ტაი ზახის გენი აქვთ. თუკი ეს ორივე აღენიშნება, ისინი ამჯობინებენ ბავშვი იშვილონ, ვიდრე ტაი ზახის გენის მქონე შვილი მოავლინონ ამქვეყნად. ეს არჩევანი შესაძლო გახდა, რადგან ტექნოლოგია ვითარდება, ექიმებს სურთ გარდაქმნების დანერგვა და ა.შ.

კულტურა

კულტურ აზროვნების, აღქმის, შეფასებისა და ურთიერთობის მეტ ნაკლებად ინტე
გრირებული მოდელია, რომელიც ხალხის ცხოვრების წესის ნაწილია. მრავალი იმ ნიშან
თაგან, რომელთაც საკუთარი თავის ადამიანად მოსააზრებლად მოვიხმობთ _ ენა, ზნეო
ბა, ტექნოლოგია, უნარი _ ჩვენი კულტურის ელემენტებია, რომლებსაც ოჯახებიდან
მოყოლებული სოციალური ურთიერთობისას ვითვისებთ კულტურული ინსტიტუტებით
_ სკოლები იქნება თუ რელიგიური დაწესებულებები _ სარგებლობის. კულტურა გვამა
რაგებს რესურსებით აზროვნებისა და მოქმედებისათვის, რომელთაგან უმნიშვნელოვა
ნესი ენაა. კულტურა გვაწვდის აგრეთვე კრიტერიუმებს მოქმედების მნიშვნელობის
შესაფასებლად. ერთ ერთი საკამათო საკითხია აბორტის ლეგალიზაცია და მისი ხელმის
აწვდომობა ყოველი ამერიკელი ქალისათვის. ამ საკითხზე ყოველ ჩვენგანს მხოლოდ პი
რადი შეხედულების გამოთქმა შეუძლია (ისევე, როგორც მრავალ სხვაზე), რადგან უნდა
გადავწყვიტოთ ნაყოფის `სიცოცხლის უფლება~ დავაყენოთ პირველ ადგილზე, თუ `ქა
ლის არჩევანის უფლება~. ჩვენი საზიარო კულტურა გვეხმარება ამ ორი იდეიდან ერთი
ავირჩიოთ და ვიკამათოთ მათზე. ჩვენი კულტურა პოზიტიურ ღირებულებას ანიჭებს სი
ცოცხლეს ზოგადად და აგრეთვე არჩევანს ანუ თავისუფლებას. აბორტი ის საკითხია, სა
დაც სხვადასხვა კულტურული ღირებულებები უპირისპირდება ერთმანეთს.
ბევრ აზიურ საზოგადოებაში კულტურული ღირებულებები უბიძგებს ადამიანებს
ვაჟები ამჯობინონ ქალიშვილებს. არცთუ აშკარად, აზიური კულტურები მიდრეკილე
ბას ავლენს. ჯგუფს (განსაკუთრებით _ ოჯახს) მეტი ღირებულება მიანიჭოს, ვიდრე
პიროვნებას, საზოგადოებრივი წესრიგი და ჰარმონია კი პიროვნულ თავისუფლებაზე
მაღლა დააყენოს. ბევრი ჩინელი ხვდება, რომ სახელმწიფოსთვის სწორი და ხელსაყრე
ლია მოსთხოვოს წყვილებს ბევრი შვილის ყოლის სურვილი მთლიანად საზოგადოების
კეთილდღეობას შესწიროს, მაგრამ როგორც შეერთებულ შტატებში აბორტის შემთხვევა
ში, ჩინეთში ოჯახისა და საზოგადოებრივი დაკვეთის ღირებულებათა შეჯახება ხდება:
ერთი ღირებულების (სოციალური კეთილდღეობის) სასარგებლო ქმედება ავტომატურად
თრგუნავს მეორე მათგანს (დიდი ოჯახის მნიშვნელოვნებას).
კულტურა წარმოგვიჩენს იდეალებს, რომლებიც პირად ოცნებებსა და სურვილებს აყ
ალიბებს. დასავლეთში უშვილო ქორწინებები ამჟამად უფრო მისაღებია, ვიდრე წარსულ
ში, მაგრამ მათ ახლაც არ მიიჩნევენ იდეალად. ბავშვებთან საუბრისას ფრაზას _ `როდე
საც გაიზრდები~ იმდენად ხშირად მოაყოლებენ _ `და დედა/მამა გახდები~, რომ ისინი
თანაბარ მნიშვნელობას იძენენ (ლასკერი და ბორგი, 1994). ქალის იდეალი ჩვენთვის დე
დობაა, კაცისა _ მამობა. კულტურა, სოციალურ წნეხში მოყოლილი, ოცდაათს გადაბი
ჯებულ უშვილო წყვილებს ხშირად არასრულფასოვნებას განაცდევინებს. რაც უფრო მეტ
შვილს აჩენენ მათი მეგობრები, ისინი სულ უფრო მეტად არიან ამოვარდნილი (ან თავს
გრძნობენ ასეთად) სოციალური კონტექსტიდან. ჩვენი კულტურა, უმეტესწილად, ეგო

26

ისტებად და უცნაურებად აღიქვამს უშვილო ადამიანებს. არა მხოლოდ უშვილო წყვილი,
არამედ მარტოხელა უშვილო ქალი, ლესბოსელი იქნება თუ ჰეტეროსექსუალი, ნორმიდან
გადახვევად ითვლება. თუკი შვილების არყოლა ეგოისტობადაა მიჩნეული, მხოლოდ ერთი
ბავშვის გაჩენა _ უარის თქმა მის დასა თუ ძმაზე _ არცთუ ბევრად უკეთესად აღიქმება.
მიუხედავად აშკარა სიმცდარისა, ფეხმოკიდებულია სტერეოტიპი, თითქოს დედისერთა
ბავშვები განებივრებული და უმართავი არიან. მეტიც, ჩვენ როგორც კულტურა, `ბუნე
ბრივ~ მშობიარობას ვამჯობინებთ ბავშვის შვილად აყვანას, თუნდაც ბუნებრივი მშო
ბიარობა მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ჩარევის შედეგი იყოს.
გარდა ამისა, კულტურა, შესაძლებელს ხდის ახალ ტექნოლოგიებს სოციალურად
ორგანიზებული ინფორმაციის მარაგის მეშვეობით, რომლებზეც მუშაობენ ექიმები, გა
მომგონებლები, სახელმწიფო მოხელეები და მათი მზგავსი ჩვეულებრივი ადამიანები.
ამერიკულ კულტურას მრავალწილად ტექნოლოგიები აყალიბებს. ჩვენ დიდ ენერგიას
ვანდომებთ მოწინავე ტექნოლოგიებს. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევებმა
უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ადამიანის შესაძლე
ბლობებზე. წინაპართაგან განსხვავებით, რომელთა რწმენა ბუნებისა თუ ღვთის მიერ
დაწესებულ ჩარჩოებში იყო მოქცეული, გვწამს, რომ ყველა პრობლემას გადავჭრით, თუკი
ხელთ ტექნოლოგია გვექნება. ბუნება ასათვისებელ და დასამუშავებლად ხელმისაწვდომ
მარაგად წარმოგვიდგება და არა საკრალურად ძლევამოსილად, რომლის გარდაქმნა გვე
კრძალება. ეს ადამიანის ბუნებაზეც ვრცელდება, რასაც შობადობასთან დაკავშირებული
ახალი ტექნოლოგიებიც გვიდასტურებს.

ძალაუფლება

ძ ლ უფლებ სოციალურად მოქმედი რომელიმე პირის უნარია, განსაზღვროს სო
ციალური ორგანიზაციის სტრუქტურისა თუ მოვლენების კურსი. შესაძლოა ძალაუფლება
სოციალურად მოქმედ სხვა პირთა ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდეს, რათა აიძუ
ლოს მათ იმის ჩადენა, რაც არ სურთ, ანდა გამოიყენებოდეს სხვა პირთა ნების ჩამოსაყალი
ბებლად, რომ ესა თუ ის საქციელი ჩაიდინონ (ან პირიქით). პირველი სახით გამტაცებელი,
როცა იარაღის მუქარით აიძულებს მძღოლს წაიყვანოს უკაცრიელ ადგილზე, სადაც არც
პოლიციაა და არც მოწმე. სხვისი ნების ჩამოსაყალიბებლად ძალაუფლებას იყენებს მწარ
მოებელი, როცა რეკლამის საშუალებით მოანდომებს მომხმარებელს მისი პროდუქციის
შეძენას, მათ შორის ისეთსაც რომელზე მანამდე არც უფიქრია. აშშ ის მთავრობა თავის
ძალაუფლებას იყენებს ამერიკული საზოგადოების სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად,
კერძოდ, იპოთეკური სესხების გადასახადებისგან გათავისუფლებას უიოლებს ბინათმ
ფლობელებს, მხარს უჭერს საშუალო კლასისა და დანარჩენი საზოგადოების წვლილსა და
პასუხისმგებლობას მათი გაერთიანებებისადმი. აღვნიშნავთ, რომ ძალაუფლება შეიძლება
გამოიყენებოდეს როგორც ოფიციალურ, ასევე კანონგარეშე პირთა მიერ, ან უფრო ზუს
ტად, სოციალურ შემსრულებელთა, მაგალითად, კორპორაციებისა თუ მთავრობების მიერ.
ჩინეთის ხელისუფლება აშკარად იყენებს ძალაუფლებას, როდესაც თავისი კანონ
პროექტებით ზღუდავს ოჯახებს ერთი ბავშვით და ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს `არასა
სურველ~ მშობიარობათა აღსაკვეთად. ასეთი ექსტრემალური და საკამათო პოლიტიკის
გატარება მხოლოდ ჩინეთის მსგავს ავტორიტარულ მმართველობას თუ შეუძლია. მო
სახლეობის მსგავსი პრობლემების, მაგრამ სუსტი ხელისუფლების მქონე სხვა ქვეყნებს _

27

ინდოეთს, ინდონეზიას, ნიგერიას, ოჯახის დაგეგმვის ეფექტურობისათვის უფრო ძნელად განსახორციელებელი საშუალებების ძიება უწევთ.
მთავრობის მიერ თავისი ძალაუფლების გამოყენება შობადობის კონტროლისათ
ვის მიუღებელია ამერიკელთა უმრავლესობისათვის. თუმცა ეს პრაქტიკა ამერიკისთვის
არც ისე `უცხოა~, როგორც გვგონია. 1930 წელს ბევრი ამერიკელი მეცნიერი ემხრობოდა
ევგენიკას _ მოსახლეობის ხარისხის გაუმჯობესების მცდელობას შერჩევითი რეპრო
დუცირების გზით. ოცდაათზე მეტ შტატში მიიღეს კანონი იძულებითი სტერილიზაციის
შესახებ, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოების გაწმენდას `გარიყულების~ _ ლოთების,
ნარკოტიკების მომხმარებლების, ეპილეფსიით შეპყრობილების, სულიერად დაავადებუ
ლების, დამნაშავეებისა და, განსაკუთრებით, გონებრივად ჩამორჩენილებისგან, ვისი
პრობლემებიც მემკვიდრეობითად ითვლებოდა. ევგენიკას სოციალურ (და ეკონომიკურ)
საკითხთა მეცნიერულ გადაწყვეტად განიხილავდნენ. ერთი ოფიციალური წარმომად
გენლის თქმით, მათთვის შთამომავლობის შექმნის დანებება `საზოგადოების ექსტრავა
განტურობას~ ნიშნავდა (ლარსონი, 1995, გვ.120). ამდენად, `მეცნიერებას~ უფრო პოპუ
ლარული ცრურწმენები განსაზღვრავდა, ვიდრე მეცნიერებისთვის დამახასიათებელი
წინასწარი განჭვრეტის ფაქტობრივი უნარი. ასე რომ იყოს, აბრაამ ლინკოლნის მშობლები
სათვის, რომელთაგან ერთი ფსიქიკურად დაავადებული იყო, ხოლო მეორე _ ლოთი, შვი
ლის გაჩენა უნდა აგვეკრძალა. და მაინც, იძულებითი სტერილიზაცია ზოგიერთ შტატში
197080 იან წლებამდე რჩებოდა ძალაში (ამჟამად ზოგიერთნი შიშობენ, ბიოგენეტიკის
მიღწევებმა ევგენიკის პოლიტიკა კვლავ არ გამოაღვიძოს).
ფული ძალაუფლების ერთ ერთი ფორმაა. შეერთებულ შტატებში განაყოფიერებაზე
მომუშავე კლინიკები მეტწილად კომერციული დაწესებულებებია მათთვის, ვინც შე
ძლებს გაისტუმროს დადგენილი მომსახურების საფასური. კანადასა და ევროპის ბევრ
ქვეყანაში ეს მომსახურება ხალხის უმეტესობისათვის ხელმისაწვდომია, რადგან სახელმ
წიფო ჯანდაცვის სისტემა აფინანსებს. ამ საზოგადოებათა ფართო ჯგუფებს შეუძლიათ
თავისი პოლიტიკური ძალის გამოყენება, რათა დაბეგვრა მთელი მოსახლეობის ჯანდაც
ვის სასარგებლოდ მოხდეს და არ ემყარებოდეს მხოლოდ კერძო დაზღვევასა და პირად
ანგარიშსწორებას, როგორც ეს შეერთებულ შტატებშია მიღებული. თუმცა ამ ქვეყანა
შიც განაყოფიერების ძვირადღირებული მომსახურებისათვის გადახდისას ადგილობრივი
ხელისუფლება გამოყოფს თანხებს. ამდენად, ამ საკითხში თავს იყრის მთავრობის ძა
ლაუფლება მოქალაქეთა დაბეგვრის და ამოღებული შემოსავლების განკარგვის გზების
ძიებისას, და აგრეთვე შეძლებული (კარგად ორგანიზებული) ჯგუფების ძალაუფლება,
რომელიც ზეწოლას ახორციელებს ხელისუფლებაზე, რათა `ხალხის ფული~ ამ ჯგუფების
სასარგებლოდ დაიხარჯოს.
სოციოლოგები მთლიანად სოციალური სისტემის ძალაუფლებასაც შეისწავლიან, რო
მელიც პიროვნებათა, ჯგუფთა თუ ორგანიზაციათა ძალაუფლებისგან განსხვავებულია.
ამერიკულ საზოგადოებას მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე, დავუშვათ, ეთიოპიისას. ეს
არ ნიშნავს, რომ ამერიკას აქვს სამხედრო ძალაუფლება, რომელიც ბრძოლაში დაამარ
ცხებს ეთიოპიას ანდა ეკონომიკური ბერკეტები ეთიოპიის შესავიწროვებლად. ეს უფრო
ეხება ტექნოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონეს, რომელიც
ამ საზოგადოებებში ხალხის ცხოვრებას განსაზღვრავს. ამერიკელებს უმუშევრობისა
და სიღარიბის გამოცდილება აქვთ, მაგრამ შიმშილით იშვიათად იხოცებოდნენ. ეთიოპი
აში, პირიქით, ხშირია სასტიკი შიმშილობა, რასაც არა მხოლოდ ჰავა, არამედ შედარებით

28

პრიმიტიული ტექნოლოგია, ეკონომიკის განვითარების დაბალი დონე და სოციალური
აშლილობა იწვევს. თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოება ხალხს განრიგის, ტაბე
ლური დროის, შეზღუდული ვადების ენაზე აზროვნებას აიძულებს. ეთიოპიის მსგავს მი
წათმოქმედ საზოგადოებაში ეს დროითი ზეწოლა მატულობს, როდესაც ქალაქების, სამ
სახურების, თანამედროვე ინდუსტრიის განვითარება იწყება. დროში გათვლილი ამგვარი
ცხოვრება არ არის მიმზიდველი, მაგრამ ხალხი იძულებულია მიიღოს იგი. ეთიოპიაშიც
და შეერთებულ შტატებშიც პირადი იდენტურობა ეროვნულ იდენტურობასთან უფრო
მჭიდროდაა გადანასკვული, ვიდრე სეპარატისტულ ეთნიკურ იდენტურობასთან. ჩვენ
ვიხდით გადასახადებს და უმეტესწილად ვაღიარებთ სამხედრო სამსახურის აუცილებ
ლობას, რადგან გვწამს, რომ ჩვენი როგორც პიროვნებათა გადარჩენა და ცხოვრებისეული
გზა საკუთარი ქვეყნის გადარჩენასთანაა დაკავშირებული. ნაციონალიზმი ძალაუფლებას
იყენებს პატრიოტულ გრძნობათა მობილიზებისათვის. ეს ძალაუფლება დამახასიათებე
ლია არა რომელიმე ერთი სოციალური შემსრულებლისათვის (თუმცა პიროვნებებსა და
ჯგუფებს შეუძლიათ პატრიოტულ გრძნობებს მოუხმონ), არამედ საზოგადოებისთვის,
როგორც მთლიანისათვის.

ფუნქცია

ადამიანის დაბადება საზოგადოებისგან გამიჯნული არ არის. გაჩენილი ბავშვების რაო
დენობა, გოგონები იქნებიან თუ ბიჭები, ჯანსაღები თუ არაჯანსაღები, გავლენას ახდენს
სკოლებზე, შრომით ბაზარზე, ქორწინების მოდელზე, ხანდაზმულთა მზრუნველობაზე და
ა.შ. სოციალური სტრუქტურისა და სოციალური ორგანიზაციის სხვადასხვა ასპექტი ფუნქ
ციურად ერთმანეთთანაა დაკავშირებული. საზოგადოების ერთ ნაწილში მომხდარი მოვ
ლენა ეხება და განსაზღვრავს სხვა ნაწილებში მიმდინარე პროცესებს. მაგალითად, თუკი
ვითარდება ახალი სამედიცინო ტექნოლოგიები დღენაკლულ ჩვილთა გადასარჩენად, ამ
ძვირი ტექნოლოგიის საფასურის დასაფარად იმატებს სადაზღვევო თანხაც.
ადრე ფუნქციურ ურთიერთკავშირებს სოციოლოგები ხშირად ხსნიდნენ `ორგანული
ანალოგიის~ საშუალებით. ისეთ ორგანიზმში, როგორიც ადამიანის სხეულია, გული,
ფილტვები, ტვინი და სხვა ორგანოები სრუქტურულად დიფერენცირებულია, თუმცა _
ფუნქციურად შეკავშირებული. სისხლის მიწოდება ფილტვებისათვის გულის მუშაობაზეა
დამოკიდებული; ყველა სხვა ორგანო დამოკიდებულია ფილტვების მიერ სისხლის ჟანგ
ბადით გამდიდრებაზე; ტვინი სხეულის მრავალ ოპერაციას ნერვული სისტემის საშუალე
ბით ხელმძღვანელობს, მაგრამ თავადაც გულისა და ფილტვებისგან იღებს ჟანგბადით
გამდიდრებულ სისხლს და ა.შ. თუკი გულისცემა რეგულარული არაა ანდა ფილტვები ვერ
აწვდის საკმაო ჟანგბადს ან ტვინია დაზიანებული, მთლიანი სისტემა _ ორგანიზმიც ზი
ანდება. საზოგადოებები არაა ისევე მტკიცედ ინტეგრირებული, როგორც ბიოლოგიური
ორგანიზმები, მაგრამ მათი ცალკეული ნაწილებიც დამოკიდებულია ერთმანეთზე, რათა
იმუშაონ, როგორც სისტემებმა. ამდენად, რეპროდუქციული ტექნოლოგიები მხოლოდ იმ
იტომ არსებობს, რომ სამედიცინო სასწავლებლები ამზადებს ექიმებს, მკვლევრები ავი
თარებენ ტექნოლოგიებს, ეკონომიკა ქმნის დოვლათს მათ ასანაზღაურებლად და ა.შ.
ტერმინი _ ფუნქცი აღნიშნავს ამ წვლილს, რომელიც სოციალურ ურთიერთობას,
პოზიციას, ორგანიზებას, ღირებულებასა თუ საზოგადოების სხვა ასპექტებს შეაქვს ფარ

29

თო სოციალურ სისტემაში. ფუნქციურად ინტეგრირებული სისტემის ყოველი ნაწილი ახ
დენს ზემოქმედებას და თავადაც განიცდის ზემოქმედებას სხვებისგან. ასეთია სკოლების
ფუნქციონირება სტუდენტთა მოსამზადებლად, ვინც შეძლებს დამქირავებლისთვის
საჭირო სამუშაო შეასრულოს და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა,
როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქემ. შეუძლებელია ჩავწვდეთ სკოლის არსს, თუკი მას
გამიჯნულად შევისწავლით _ აუცილებელია საზოგადოების სხვა ნაწილებთან მისი კავ
შირის გათვალისწინება. თავის მხრივ, სკოლა ფუნქციურად თვითონაც ორგანიზებულია:
სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, ადმინისტრატორები, მოსწავლეები, ბიბლიოთეკ
არები და მატერიალური ობიექტებიც კი, დაფებისა და წიგნების ჩათვლით, სხვადასხვა
ფუნქციას ასრულებენ. ფუნქციური ინტეგრაცია ხარისხზეა დამოკიდებული _ რამდე
ნად შეუძლია ჯგუფისა თუ საზოგადოების ნაწილებს მეტ ნაკლებად ჰარმონიული თანამ
შრომლობა ანუ ურთიერთშეწყობილი მოქმედება.
ზოგჯერ სოციალური სისტემის ერთი ნაწილი ისე მოქმედებს, რომ სისტემის, როგორც მთლიანის ეფექტურ მუშაობას აფერხებს. ამ შემთხვევაში იგი `დისფუნქციურია~. მაგა ლითად, ზოგიერთის მტკიცებით, ახალი რეპროდუქციული ტექნოლოგიები დისფუნქცი ურია, რადგან სხვა, უფრო საშურ მოთხოვნილებებს (როგორიცაა ჯანდაცვა, სათანადო კვება და განათლება საბავშვო ბაღებში, ღარიბი ორსული ქალების დახმარება) აკლებს რესურსებს და სავარაუდო მშობლებს უბიძგებს განაყოფიერების ხელოვნურ ხერხებს მიმართონ შვილის აყვანის ნაცვლად, რაც ობოლ და მიტოვებულ ბავშვებს მოყვარული და მზრუნველი ოჯახების გარეშე ტოვებს.
ზოგჯერ შეგვიძლია რეპროდუქციული ტექნოლოგიის სასიკეთო, სასწაულებრივი შედეგები დავინახოთ, როცა უშვილობის პრობლემების მქონე წყვილებს ბავშვის გაჩენის საშუალება ეძლევათ, შეგვიძლია დავინახოთ საფრთხეც _ ზნეობრივად საჩოთირო ჩა რევა ბუნებისა თუ ღვთის ნებაში. ეს პირადული განსჯის გადასაწყვეტია. მაგრამ ამ ახალი ტექნოლოგიის გასაგებად _ რად განვითარდა იგი, როგორ მიმართებაშია პიროვნებასა თუ მთლიანად საზოგადოებასთან, ვის ეხმარება (თუ აზარალებს) ყველაზე მეტად და საით მივყავართ _ ყველა ის საკითხი უნდა გავითვალისწინოთ, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. სოციოლოგებს, მათი განსახილველი თემატიკისა და თეორიული პერსპექტივიდან გამომ დინარე, შეუძლიათ ყურადღება მთავარ ცნებათაგან ერთ ერთზე _ სტრუქტურაზე, მო ქმედებაზე, კულტურაზე, ძალასა თუ ფუნქციაზე გაამახვილონ, თუმცა ხუთივე მათგანი მნიშვნელოვანია სოციოლოგიურად აზროვნებისთვის.

სოციოლოგია, როგორც მეცნიერება

ყოველდღიურ ცხოვრებაში სამყაროს პრაქტიკული შეცნობა ხდება. ჩვენ შეგვი
ძლია ვიაროთ, თუმცა არ ვიცოდეთ კუნთების ფიზიოლოგია, შეგვიძლია ვისაუბროთ მე
ტყველების თეორიის შესწავლის გარეშე. სხვა სიტყვებით _ ყოველდღიურ ცხოვრებაში
ბევრ რამეს თავისთავად, დასაბუთების გარეშე ვიღებთ და ისე ვმოქმედებთ, თითქოს
ყველაფერი გვესმოდეს, თუნდაც არ შეგვეძლოს ამის ახსნა. პრაქტიკული, ყოველდღი
ური შეცნობა მნიშვნელოვნად გვეხმარება ქმედებაში, მაგრამ მაინც შეზღუდულია. სა
მყაროს შესახებ ჩვენი ცოდნის გაღრმავებას მეცნიერების ცალკეული დარგები ისახავს

30

მიზნად და ჩვენს პირად გამოცდილებას მეცნიერული მეთოდის საშუალებით აფართოებს (ბურდიე, შამბორდონი და პასერონი, 1991).

მეცნიერული მეთოდი

მეცნიერება სამყაროს შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ორგანიზების შედა
რებით ახალი ფორმაა. დღეს მეცნიერებაში ვგულისხმობთ ბუნებაზე დაკვირვების
სისტემურ მეთოდს, ობიექტურად აღქმულის ინტერპრეტაციას, მიზეზ შედეგობრივი
კავშირის ძიებას და ჩვენი წარმოდგენების სისტემაში მოყვანას თეორიის მეშვეობით.
ისეთ მეცნიერთა მიერ, როგორც გალილეი, კოპერნიკი და ნიუტონი იყვნენ, მეჩვიდმეტე
საუკუნეში გაკვალული ეს გზა `მეცნიერულ რევოლუციაში~ გადაიზარდა ცოდნის ყველა
სფეროში. ამჟამად ცნობილ მეცნიერების ყველა დარგს _ ფიზიკას თუ ბიოლოგიას, ეკო
ნომიკას და სოციოლოგიას _ საფუძველი მეცნიერულმა რევოლუციამ ჩაუყარა.
მეცნიერული რევოლუცია ემყარებოდა ორ ძირითად პრინციპს, რომლებიც მეცნიერე
ბაში დღემდე დაცულია. პირველი ემპირიული დაკვირვებაა. მეცნიერული მეთოდი დასა
ბუთებულს ეყრდნობა და არა სავარაუდოსა და ყურმოკრულს. ემპირიული ინფორმაცია
ჩვენი ხუთი გრძნობით (მხედველობა, სმენა, ყნოსვა, შეხება, გემოს შეგრძნება) ან მათი გა
ფართოებით (როგორც რადიოტელესკოპი `იჭერს~ თვალისთვის უხილავ ტალღებს) არის
შეძენილი და შემოწმებული. მეორე ძირითადი პრინციპი ლოგიკური ანალიზია. მოვლე
ნის მეცნიერული ხედვა გულისხმობს, რომ შეგვიძლია იგი რაციონალურად გავიაზროთ და
ლოგიკური ფორმა მივცეთ. ლოგიკა და ემპირიული დაკვირვება მეცნიერებაში უერთმან
ეთოდ არ მუშაობს. შეუძლებელია მიზეზ შედეგობრიობას მხოლოდ დაკვირვებით ჩავწვ
დეთ; ყოველ ჩვენგანს შეუძლია დაინახოს, რომ ორი რამ ერთდროულად ხდება _ ვთქვათ
წვიმა და ყვავილების ზრდა. მიზეზ შედეგობრივი კავშირის გამოსავლენად ამ ორი მოვ
ლენის ლოგიკურ მიმდინარეობას უნდა მივყვეთ (წვიმა უშუალოდ არ იწვევს ყვავილობას,
მაგრამ თესლის გაღვივებასა და მცენარის აყვავებისთვის აუცილებელ პირობებს წარმო
ქმნის, თუკი თესლი ნაყოფიერ ნიადაგშია მოხვედრილი და ა.შ.).
ემპირიულ დაკვირვებასა და ლოგიკურ ანალიზზე დამყარებული მეცნიერული მეთო
დი ისწრაფის შეამოწმოს ცოდნა, რადგან იგი ჩვეულებრივი შეხედულებისგან განსხვავე
ბულია. მეცნიერება ჭეშმარიტებად არაფერს სცნობს მხოლოდ ავტორიტეტზე (ღვთისა
იქნება, რომის პაპისა თუ მეფისა), ტრადიციაზე (ვინაიდან ხალხს ოდითგანვე სჯეროდა,
რომ ეს ასეა) ანდა კონსენსუსზე (ყველას ასე ჰგონია) დაყრდნობით. მეცნიერული ცოდნა
ყოველთვის არ უკუაგდებს ავტორიტეტს, ტრადიციასა თუ კონსენსუსს, მაგრამ შეუძლია
ასეც მოხდეს. ამის ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითია მანამდე გავრცელე
ბული შეხედულების _ დედამიწის გარშემო მზის ბრუნვის საწინააღმდეგოდ გალილეის
გამოთქმული მოსაზრება და თავისი დასკვნის ემპირიული დაკვირვებითა და ლოგიკური
ანალიზით გამყარება. თავდაპირველად ხალხმა სრულიად უარყო გალილეის მოსაზრება,
რომელიც ეწინააღმდეგებოდა მათ მამა პაპათა და, შესაძლოა, მითოლოგიურ რწმენას
(ტრადიცია); უფრო მეტიც, უპირისპირდებოდა ეკლესიურ მოძღვრებას (ავტორიტეტი).
ამასთანავე, თითოეულს შეეძლო დაენახა, რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, გადაკვეთს

31

ცას და დასავლეთით ჩადის (კონსენსუსი). ყოველივე ამის მიუხედავად, ამ შემთხვევაში საბ ოლოოდ მეცნიერებამ გაიმარჯვა.
მეცნიერული მეთოდი მეტად ძლიერია. თანამედროვე ეპოქაში მას შეუძლია უაღრესად
გააფართოვოს ცოდნა, რასაც დიდი მიღწევები აქვს ტექნოლოგიაში. მეცნიერებასავით
ძლიერს, მას მაინც არ შეუძლია `სრულქმნილი~ ცოდნა მოგვაწოდოს. პირველი, მეცნიე
რული ცოდნა დაუსრულებელია: სათანადოდ შეუსწავლელია მრავალი ფენომენი და ახალ
ძიებას შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს ის, რაც მანამდე გარკვეული გვეგონა. მეორე, ზოგიერთ
კითხვას შეუძლებელია მეცნიერულმა კვლევამ გასცეს პასუხი (მაგალითად, არსებობს თუ
არა ღმერთი). მეტიც, სხვადასხვა ადამიანი, მეცნიერთა ჩათვლით, სხვადასხვა კულტურაში
გაბატონებული თვალსაზრისით ხელმძღვანელობს, სხვადასხვა შეხედულება აქვს საგნებზე,
მათ აღსაწერად განსხვავებულ ენასა და გამოთქმებს იყენებს და დასკვნაც განსხვავებული
გამოაქვს. მეცნიერთა თანამშრომლობას შეუძლია სრულყოს მეცნიერება და ტექნოლოგია,
წარმატებით განახორციელოს პრაქტიკული საქმიანობა, ხიდების მშენებლობა იქნება თუ
კოსმოსური ხომალდის გაშვება, მაგრამ მეცნიერები ვერასოდეს შეძლებენ სხვადასხვა თვალ
საზრისთა შედეგების სრულად გაბათილებასა და ერთ `ჭეშმარიტებაზე~ შეთანხმებას.
როგორც მეცნიერება, სოციოლოგია სპეციფიკურ წინააღმდეგობებს აწყდება. როდე
საც სოციოლოგები დაკვირვების მეცნიერულ მეთოდს მიმართავენ, ისინი აკვირდებიან
არა `ბუნებას~, რომელიც ადამიანების გარეთ არსებობს და მეტ ნაკლებად დაფიქსირე
ბულია მათთან ურთიერთობაში, არამედ უფრო იმ სამყაროს ადევნებენ თვალს, რომელიც
ნაწილობრივ ადამიანთა მიერ არის შექმნილი და რომელსაც მეცნიერები ვერასოდეს გაე
მიჯნებიან. სოციალური სამყარო არაა უძრავი, იგი გამუდმებით იცვლება. მაგალითად,
ენა მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ მას ადამიანები იყენებენ, მაგრამ გამოყენებისას მათ
ცოტაოდენი ცვლილებაც შეაქვთ მასში. სოციალური სამყარო ჩვენი ნაწილია, ჩვენ კი მისი
ნაწილი ვართ. სოციალური მეცნიერული დაკვირვება არაა უბრალოდ ბუნების ინტერპრე
ტაცია, სულ ცოტა, იგი ინტერპრეტაციაა ხალხისა, ვინც თავად ახდენს ინტერპრეტაციას
და თავის სამყაროებს ქმნის (გიდენსი, 1984).

ემპირიული დაკვირვება

ემპირიული დაკვირვება სიტყვასიტყვით `ყურებასა და დანახვას~ უნდა ნიშნავდეს.
სინამდვილეში იგი უფრო რთულია. სოციოლოგებმა თავისი დაკვირვება უნდა აქციონ
მონაცემებად _ ინფორმაციად, რომელიც გამოსადეგი იქნება სპეციფიკურ სოციოლო
გიურ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ამისათვის სამი ეტაპის გავლაა საჭირო. პირველი
განყენება, აბსტრაქციაა. სოციოლოგმა დასაკვირვებელი ფენომენის ნიშან თვისებათა
გან ყველაზე ნიშანდობლივი უნდა შეარჩიოს. რაა ნიშანდობლივი, დასმულ შეკითხვაზეა
დამოკიდებული. მაგალითად, რეპქოდუქციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პოლი
ტიკის შესწავლისას ჩინეთში, ბავშვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მშობლებს
აბორტის უფლება მხოლოდ ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტის, მემკვიდრეობითი ნაკლის
ან სხვა პრობლემების შემთხვევაში აქვთ. მაგრამ, როდესაც ვიგებთ, როგორ გამოიყენება
ეს ტექნოლოგია (და რა ბოროტად იყენებენ ამ პოლიტიკას ვაჟებს დანატრებული მშობლე
ბი), ბავშვის სქესი მეტად ნიშანდობლივი გახდება.
მეორე ეტაპი ჩვეულებრივი დაკვირვების მონაცემებად გადასაქცევად ინტერპრეტა
ციაა. იგი ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკური ბუნების შესწავლისას, მაგალითად, როდესაც

32

მეტეოროლოგებმა ღრუბლების ფორმებზე თავიანთი დაკვირვება და კლასიფიკაცია უნდა
მოახდინონ. სოციალური ცხოვრების შესწავლისას ინტერპრეტაცია მეტ მნიშვნელოვნება
საც იძენს, რადგან ადამიანთა ქმედების შესახებ უნდა შევიქმნათ წარმოდგენა (ტეილორი,
1958 ხ, 1955). თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი დეფექტებისა მატარებელი ბავშვის
გაჩენის რისკის მქონე ქალებისათვის საგანგებოდ შექმნილი მშობიარობამდელი დიაგ
ნოსტიკური ტესტები ამჟამად აუცილებელი წესია ოცდაათ წელს გადაცილებულთათვის
ქალებისათვის (როუნერი და პრესი, 1955), რადგან ქალებს სურთ დარწმუნდნენ, რომ ჯან
საღ ბავშვს გააჩენენ (თუკი არა _ განიხილება აბორტის შესაძლებლობა) და ექიმები ამ
სინჯით საჭირო ინფორმაციას მიიღებენ დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის შესახებ. და
მაინც, ორსული ქალების გამოკითხვამ შესაძლოა გამოავლინოს, რომ მათ ტესტი, პირველ
რიგში მეანის რჩევით ჩაიტარეს, ხოლო მან, ცხადია, უკეთ იცის. მეანთა გამოკითხვამ კი
შეიძლება გამოავლინოს, რომ ისინი პირველ ყოვლისა, მშობიარობამდელი ტესტის გა
კეთებას ურჩევენ თანდაყოლილი დეფექტის მქონე ბავშვის დაბადების შემთხვევაში მშო
ბლების მიერ სასამართლოში ჩივილის თავიდან ასაცილებლად. ჩვეულებრივი დაკვირვება
მოტივებსა და მნიშვნელობებს არ გამოავლენს.
მესამე ეტაპი დაკვირვებათა მონაცემებად გარდასაქმნელად გულისხმობს მათ და
ფიქსირებას იმ სახით, რომ შესაძლო იყოს მათი განმეორება. განმეორება ნიშნავს იმავე
გამოკვლევის ხელახალ ჩატარებას ახალი ობიექტების თანხლებით, რათა გაირკვეს, მი
ვიღებთ თუ არა იმავე შედეგს. ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ ცალკეული
გამოკვლევის ობიექტი ტიპური არ აღმოჩნდეს მოსახლეობისთვის, რომლის წარმოსაჩენად
ის შეირჩა ანდა კვლევის მეთოდები იყო მცდარი. მეცნიერული მონაცემების წარდგენასა
და გამოყენებას ყოველთვის უნდა ახლდეს ზუსტი ანგარიში იმ გარემოებათა შესახებ,
რომლებშიც დაკვირვება ჩატარდა, მკვლევარის გამოყენებული აბსტრაგირების ხერხის
ჩათვლით. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რა განასხვავებდა მას სხვა დაკვირვებათაგან და
როგორ ინტერპრეტაციას აძლევდა მკვლევარი დაკვირვებას (გამოკვლევის მეთოდები
განხილულია მეორე თავში და წარმოდგენილია საგანგებო გამოკვლევებში, რომლებიც
კვლევის გრაფების სახით გასდევს წიგნს).

ლოგიკური ანალიზი
ემპერიული დაკვირვების მსგავსად ლოგიკური ანალიზიც ბევრად რთულია, ვიდრე
ერთი შეხედვით ჩანს. როდესაც ოჯახურ ცხოვრებას, რელიგიური ინსტიტუტისა თუ სო
ციალური ცხოვრების რომელიმე სხვა ასპექტს განვიხილავთ, დავინახავთ, რომ მრავალი
განსხვავებული საკითხი და ფენომენია გადაჯაჭვული. ლოგიკური ანალიზის პირველი
ნაბიჯია გადაწყვეტა _ რომელ საკითხსა ან საკითხებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღე
ბა. ანალიზის ერთეულები უფრო ვრცელი, რთული მთლიანის დიფერენცირებული ნაწილე
ბია. დავუშვათ, სოციოლოგს სურს შეისწავლოს სოციოლოგიური ჯგუფები და საამისოდ
ეკლესიის მრევლს ირჩევს. უპირველესი და ყველაზე გამოკვეთილი ერთეულები ანალიზის
ჩასატარებლად ინდივიდუალური წევრები არიან. ანალიზის მეორე ერთეული ამ პიროვნე
ბებს შორის ურთიერთკავშირია _ უნდა გაირკვეს, ვინ მეგობრობს ერთმანეთთან, ვინაა
ერთი ოჯახის წევრი, ვინ მსახურობს ერთ კომპანიაში და ა.შ, რათა შეიქმნას ჯგუფის ახლე
ბური სურათი. ანალიზის მესამე ერთეული კულტურაა, რომელსაც ეკლესიის წევრები

33

იზიარებენ, მათი რწმენის, ეკლესიის (ან სექტის) ისტორიის, საეკლესიო რიტუალებისა და წესების ჩათვლით. ანალიზის შემდეგი ერთეული ეკლესიის ფორმალური ორგანიზაციაა _ მეურვეობისა და მოვალეობების სტრუქტურა, ურთიერთობა მოძღვარსა და მრევლს შორის, პასუხისმგებელია თუ არა მღვდელი ეპისკოპოსის წინაშე და სხვ. ანალიზის ყოვე ლი ეს ერთეული ლოგიკურად განსხვავებულია დანარჩენებისაგან, ხოლო ეკლესიის ერ თიანი სურათი თითოეული მათგანის შესახებ შეიცავს ინფორმაციას.
ურთირთობათა გამოვლენა ანალიზის ერთეულებს შორის, პიროვნებები იქნება, პირა
დი ურთიერთობები, კულტურული მიდრეკილებანი თუ ორგანიზაციული სტრუქტურები,
შემდეგი ეტაპია ლოგიკური ანალიზის. სოციოლოგის მთავარი ამოცანაა გაარკვიოს, სო
ციოლოგიურ წყობაში ერთდროულად არსებულ საგანთაგან რომელია დანარჩნენებზე მე
ტად გავლენისუნარიანი. მაგალითად, რა ფაქტორი ახდენს უფრო ძლიერ გავლენას ისეთ
გადაწყვეტილებაზე, როგორც წინამძღვრის შერჩევა ანდა დიაკვნისა თუ უხუცესის დანიშ
ვნაა _ წევრთა რწმენა (კულტურა) თუ ორგანიზების წესი (სტრუქტურა)? ეს საკითხი
მიზეზ შედეგობრიობას უკავშირდება. სოციოლოგებს აინტერესებთ ფუნქციური ურთი
ერთკავშირი სხვადასხვა ერთეულსა თუ მთელსა და მის ნაწილებს შორის. საეკლესიო
გუნდში, მაგალითად, ლოტბარი და სხვადასხვა ხმის მქონე მომღერლები (სოპრანოები,
ბარიტონები, ტენორები, ბანები) საერთო პროდუქტის _ მუსიკალური ნაწარმოების შესა
ქმნელად, რაც მხოლოდ სოციალური თანამშრომლობით არის შესაძლებელი. მათი განსხ
ვავებული როლები, ამრიგად, ფუნქციურად შეკავშირებულია, არც ერთი მათგანი არაა
სწორედ მეორით გამოწვეული (დირიჟორის ჩათვლით), მაგრამ თითოეული დამოკიდებუ
ლია სხვებზე.
მესამე საფეხური ლოგიკურ ანალიზში არის ცოდნის ჩამოყალიბება თეორიად. თეორ
ია ურთიერთობათა ამოკითხვისა და მათი მოქმედების ახსნის მწყობრი, ლოგიკური მცდ
ელობაა. მეცნიერული თეორია დამყარებულია ემპირიული დაკვირვებისას მოპოვებულ
გარემოებებსა და ფაქტებზე. თეორეტიკოსის წინაშე ისმება კითხვა, რატომ აქვს ფაქტებს
სწორედ ასეთი მიმართულება და არა სხვაგვარი. ვთქვათ, რატომ ირჩევს ზოგი ქრისტიან
ული ეკლესია წინამძღვარს, ხოლო სხვაგან ეპისკოპოსი აგზავნის? პასუხის გასაცემად,
ნაწილობრივ ისტორიის გათვალისწინებაა საჭირო (როდის და როგორ დაედო სათავე ამა
თუ იმ აღმსარებლობას), ნაწილობრივ სარწმუნოებრივი განსხვავებისა (განსაკუთრებით,
_ რა სახით იძენს პიროვნება რელიგიურ შეხედულებებს _ ლოცვითა და ბიბლიის შეს
წავლით თუ ზემდგომ ავტორიტეტებზე დაყრდნობით), ნაწილობრივ _ განსხვავებული
საეკლესიო სტრუქტურისა (იერარქიულობა თუ თანასწორობა). ამ საკითხის თეორიული
გააზრება დამოკიდებულია ყოველი ცალკეული ფაქტორის შეკრებასა და ერთმანეთთან
დაკავშირებაზე. მაგალითად, მღვდლის არჩევითობის წესი, შესაძლოა, ინდივიდუალის
ტური აზროვნების აღზევების შედეგი იყოს (თუნდაც _ პროტესტანტული რეფორმა
ციის დროს წამოშობილი შეხედულებისა, რომ პიროვნებას შესაძლოა უშუალო კავშირი
ჰქონდეს ღმერთთან) და აგრეთვე შედარებით დემოკრატიული აზროვნებიდან (ხალხმა
თავისი ლიდერი თავად უნდა აირჩიოს) მომდინარეობდეს.
იდეალური წარმოდგენით თეორიები საკმაოდ მკაფიოდაა გამოხატული, რათა ემ
პირიული დაკვირვებისა და ინფორმაციის გავრცობით გამოკვლევას დაექვემდებაროს.
თუმცა, ასეთი სიზუსტე და გამოკვლევა შედარებით იოლია მცირე, მეტად სპეციფიკური
თეორიებისათვის _ ასეთია მაგალითად, თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ეკლესიის

34

წევრთა შორის პირადი ურთიერთობები უფრო განმსაზღვრელია ახალი წინამძღვრის არჩევისას, ვიდრე სარწმუნეობრივი განსხვავებანი. ხოლო ზოგადი, ფართომასშტაბიანი თეორიებისათვის სიზუსტის დაცვა და გამოკვლევა უფრო რთულია _ ვთქვათ, თეორ იისა, რომელიც აცხადებს, რომ სოციალური ცხოვრების ყველა სფეროსათვის სოციალ ური სტრუქტურა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პიროვნული არჩევანი. ასეთი ვრცელი თეორიები, _ თუნდაც, კარლ მარქსის თეორია, რომლის მიხედვით ისტორიას, უმთავრეს ად, კლასობრივი ბრძოლა აყალიბებს ან ადამ სმითის თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ პიროვნული არჩევანი საყოველთაო კეთილდღეობას განსაზღვრავს (ორივეს ქვემოთაა განხილული) _ საფუძველს უყრის შედარებით სპეციფიკური თეორიების განვითარებას, რომელთა სიზუსტე უფრო ადვილი შესამოწმებელია.

სქემა 1. 2. მეცნიერული მეთოდის მიმოხილვა

ა. ემპირიული დაკვირვება ბ. ლოგიკური ანალიზი

1. აბსტრაქცია 1. ანალიზის ნაწილების
დიფერენცირება
2. ინტერპრეტაცია 2. ურთიერთობათა გამოვლენა

3. განმეორება 3. თეორიის აგება

სოციალური ფაქტები
ყოველი მეცნიერება დამოკიდებულია როგორც ემპირიულ დაკვირვებაზე, ასევე ლო
გიკურ ანალიზზე. განსხვავებული მეცნიერებები სპეციფიკურ საკითხებს აწყდება და
განსხვავებულ მიდგომასაც გვთავაზობს. მაგალითად, ქიმია თეორიების შესამოწმებლად
აუცილებლად მიმართავს ცდების ჩატარებას. ამ სახის ცდები სოციოლოგიისთვის დამა
ხასიათებელი არაა. სოციოლოგები რაც შეიძლება მეტ მონაცემებს კრებენ მიმდინარე
სოციალური ცხოვრების პროცესებსა და აგრეთვე გამორჩეული მოვლენების _ რევო
ლუციებისა თუ სტიქიური უბედურებების შესახებ, სადაც სოციალური მოდელების გან
საკუთრებული ტიპები არეულია.
სხვადასხვა მეცნიერება, როგორც მონაცემთა შესაკრებად იყენებს განსხვავებულ მიდგომას, ასევე ფაქტების განსხვავებულ სახეებზეც ამახვილებს ყურადღებას. სოცია ლური ფაქტები სოციალური ცხოვრების მუდმივი თანმდევია და განსაზღვრავს ანდა აფერხებს პიროვნებათა ქმედებებს. ისინი, როგორც სოციალური ცხოვრების ნაწილი, ვერ თავსდება იზოლირებულ პიროვნულში, არამედ პირიქით, გარეგნულად მჟღავნდება, თუმცა მათში პიროვნებებიც მონაწილეობენ (დურკჰაიმი, 1895/1982).
ეკონომიკა სოციალური ცხოვრების კარგი მაგალითია. ჩვენი ეკონომიკა არც ერთი
პიროვნების მიერ გამოგონებული და დაარსებული არაა და არც ერთი პიროვნება თუ ჯგუ
ფი აკონტროლებს. პიროვნებებს ეკონომიკის შეცვლა შეუძლიათ ახალი პროდუქციისა თუ
ტექნოლოგიის დანერგვით ან ახალი ორგანიზაციებისა და საწარმოო სტრატეგიის დამ

35

კვიდრებით. ზოგიერთნი (სახელისუფლებო გადაწყვეტილებათა ავტორები, მსხვილ კორ
პორაციათა მეთაურები) მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ სამეურნეო განვითარების
ტენდენციებზე, სხვანი (მიუსაფარნი) ზღვარს მიღმა არსებობენ. მაგრამ ყოველი ჩვენ
განი, რაიმენაირად, მონაწილეობს ეკონომიკაში. ფაქტობრივად იგი მხოლოდ მრავალი
ადამიანისა და ჯგუფის ურთიერთქმედების შედეგად არსებობს. ეკონომიკის მდგომარეობა
_ აღმავლობის გზას ადგას, თუ დაქვეითებულია _ თავის მხრივ, პიროვნებებს შეეხება
მაღალი თუ დაბალი საპროცენტო განაკვეთის, უმუშევრობისა თუ სხვა ფორმით.
ზოგიერთი სოციალური ფაქტი სოციალური მოვლენების მაჩვენებელი ანუ მოსახლეო
ბაში ყოველწლიურად (ან სხვა დროით შუალედში) მომხდარ შემთხვევათა პროცენტული
ხარისხია. დანაშაულის მაჩვენებელი სოციალური ფაქტია. იგივე ითქმის ქორწინების, შო
ბადობისა თუ შიდსით (HIV) ინფიცირების მაჩვენებლებზე. იგი ირღვევა მხოლოდ მრავალი
კერძო შემთხვევის შეკრებისა და განხილვის შედეგად და შეეხება იმათაც, ვისაც საერთო
არაფერი ჰქონია დანაშაულთან, ქორწინებასთან, დაბადებასა თუ შიდს ით დაავადებას
თან მოცემული წლების განმავლობაში. ზოგადი მაჩვენებლები იმ სოციალურ მოდელებს
ავლენს, რაც ცალკეული შემთხვევების ანალიზისას არ ჩანს. მაგალითად, განაყოფიერე
ბაზე მომუშავე კლინიკების სწრაფი მატება ადასტურებს, რომ ამერიკელები უნაყოფობის
ეპიდემიაა. ფაქტობრივად, შობადობის მაჩვენებელი უცვლელია, მაგრამ რადგან ბავშ
ვების `ბუმის~ თაობა რიცხობრივად წინამორბედ თაობებს აღემატება, ნაყოფიერების
პრობლემების მქონე პირთა რაოდენობაც მეტია.
კომუნიკაციის ისეთი საზიარო საშუალება, როგორიცაა ენა, აგრეთვე სოციალური
ფაქტია. ახალი სიტყვების, ფრაზების, მნიშვნელობების წარმოქმნისა და გავრცელების
ასახსნელად სოციოლოგები იმ სოციალურ ძალებს ეძებენ, რომლებსაც ახალი სიტყვების
შემოტანა შეუძლიათ. ისინი შეისწავლიან, ახალი სიტყვები პრესტიჟულ საზოგადოებრივ
ფიგურებთან ასოცირდება თუ არა, თუ იმეორებენ მათ MთV-ზე და ფილმებში, თუ აიტა
ცებს მათ საზოგადოების ერთი ჯგუფი და შემდეგ თუ ვრცელდება სხვა ჯგუფებში და ა.შ.
შედარებით სტაბილური და ხანგრძლივია სოციალური ფაქტები, თუმცა მთლად
უცვლელი მაინც არაა. ამ მიზეზის გამო, სოციოლოგია არ ემსგავსება ფიზიკურ მეც
ნიერებებს. სოციალურ ცხოვრებას სრულად ვერასოდეს აღწერს მეცნიერულ კანონთა
რიგი, რომელიც ყველა ადამიანზე, ყველა ადგილსა და დროს გავრცელდება. ურთიერთ
დამოკიდებულება მასასა და მიზიდულობას შორის მსოფლიოს ერთ ნაწილში მეორესთან
შედარებით მნიშვნელოვნად არ იცვლება და აგური ჩინეთშიც იმავე სიჩქარით ვარდება,
როგორც კანზასში, მაგრამ ურთიერთმიმართება სამუშაოსა და ანაზღაურებას შორის
განსხვავებულია. ჩინეთში ტაქსის მძღოლი ხშირად მეტ თანხას გამოიმუშავებს, ვიდრე
ექიმი; კანზასში ეს ასე არაა. ამასთანავე, ადამიანმა შეიძლება საქმიანობა და ცხოვრების
წესი შეიცვალოს. ამის გამო სოციოლოგები მუდამ ახალ ახალ მოვლენებს აწყდებიან აღ
წერასა და ახსნას რომ მოითხოვს.

36

სოციოლოგიის საფუძვლები

სოციოლოგია ჩაისახა მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეცხრამეტე საუკუნის და
საწყისში _ დასავლურ საზოგადოებებსა და მთელ მსოფლიოში მიმდინარე რადიკალური
ცვლილებების პერიოდში. ის სოციალური სამყარო, რომელსაც საუკუნეთა განმავლობაში
იცნობდნენ ევროპელები, თანდათან ქრებოდა და იწყებოდა `თანამედროვე ეპოქა~.

სოციოლოგია და თანამედროვე ეპოქა
თანამედროვე ეპოქის შექმნაში სამმა ფაქტორმა შეასრულა გადამწყვეტი როლი.
მათ შორის პირველი იყო ქალაქის კაპიტალისტური _ ინდუსტრიული საზოგადოების წარ
მოშობა. მე 18 საუკუნემდე ევროპელები ცხოვრობდნენ უმეტესწილად პატარა, ნახევრად
ავტონომიურ აგრარულ დასახლებებში, სადაც მათ ოჯახებს მანამდე თაობათა განმავ
ლობაში უცხოვრიათ. ოჯახი იყო დასახლების ცხოვრების ბირთვი, რომელიც თავადვე
ზრუნავდა საკუთარ თავზე და უზრუნველყოფდა მას. ეს დასახლებები იყო უფრო დიდი
ქვეყნების ნაწილი, რომელთა მმართველებს _ როგორც წესი, მეფეებს _ დაწყებული
ჰქონდათ იმპერიების შენება. თუმცა, ომიანობის გარდა, რიგით მამაკაცსა თუ ქალს,
სახელმწიფო საქმეები ნაკლებად ეხებოდა. მოგზაურობა იშვიათობა იყო (არ არსებობდა
არათუ რკინიგზა, არამედ დილიჟანსებიც კი) და `ახალ ამბებს~ უმეტესად, ადგილობრივი
ჭორები შეადგენდა (არ იყო არც გაზეთები და არც რეგულარული საფოსტო დატარება),
ყველა ერთსა და იმავე ეკლესიაში დადიოდა (იშვიათი ებრაული ანკლავის გამოკლებით),
მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ფერმერები შეადგენდნენ, მათი უმეტესობა არ იყო იმ
მიწის მფლობელი, რომელსაც ამუშავებდა. ისინი მიწას მეტწილად იჯარით იღებდნენ მი
წათმფლობელებისგან (ხშირად არისტოკრატიის წარმომადგენლებისგან) რამდენიმე საუ
კუნის წინ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. ეს სოციალური წესრიგი თითქოს
ღმერთის მიერ იყო დაწესებული და იშვიათად თუ ბადებდა ეჭვს. ცოტანი იყვნენ დაბადე
ბულნი მართვისათვის, მაშინ, როდესაც ხალხის დიდი უმრავლესობა მძიმე შრომისათვის
იყო გაჩენილი. მამები ფლობდნენ ძალაუფლებას თავიანთ ოჯახებზე, მიწათმფლობელები
_ მოიჯარეებზე, მონარქები კი _ ყველა თავის ქვეშევრდომზე. ხალხმა იცოდა თავისი მოვ
ალეობა და ადგილი, თაობიდან თაობამდე ცოტა რამ თუ იცვლებოდა.
ასეთივე მყარი იყო სოციალური წესრიგი თანამედროვე ეპოქამდელ ქალაქებში, კარ
გად დამკვიდრებული იერარქია მართავდა სოციალურ ურთიერთობებს. ოსტატები იყვნენ
დაქირავებული ხელოსნების ზემდგომნი, რომელნიც, თავის მხრივ, ხელოსანთა გილდიებ
ში გაერთიანებული შეგირდების უფროსებად ითვლებოდნენ, ისევე, როგორც ჰერცოგები
იყვნენ რაინდთა ზემდგომნი, რომელნიც თავის მხრივ სამხედრო სამსახურში მყოფ და
სოფელში მცხოვრებ ყმებს მართავდნენ. ისიც კი დაკანონებული იყო, რა სახის სამოსი
შეეძლო ეტარებინა განსხვავებული ხელობისა და სტატუსის ადამიანს, ხოლო საბოლოო
უფლებამოსილება ყველა საკითხზე ადამიანის დაბადებიდან გარდაცვალებამდე ეკლე

37

სიას ჰქონდა (ყოველ შემთხვევაში, პროტესტანტულ რეფორმაციამდე მაინც, რომელმაც ხელი შეუწყო თანამედროვე ეპოქის დადგომას).
ამ ინდუსტრიამდელ სოფლებსა და ქალაქებში ცხოვრება შორს იყო იდილიურისაგან.
მიწათმფლობელები ექსპლუატაციას უწევდნენ მოიჯარეებს და ხშირად ისე ბეგრავდნენ
მათ, რომ შიმშილობამდეც კი მიჰყავდათ. მეზობელი მეზობელს ედავებოდა და ხანდახან
საგვარეულო შუღლი თაობებზე ვრცელდებოდა. სანიტარიული პირობები ცუდი იყო,
სამედიცინო მომსახურება _ პრიმიტიული, ნაადრევი სიკვდილი კი _ ხშირი. მაგრამ
მიუხედავად ასეთი რთული მდგომარეობისა, სოციალური ცხოვრებისგან მსაზღვრელი
ფაქტორები და კონტურები ცნობილი იყო. ინდუსტრიულმა რევოლუციამ შეცვალა ორივე
ლანდშაფტი _ ფიზიკურიცა და სოციალურიც. მე 19 საუკუნეში ფაბრიკა ქარხნებმა,
ქვანახშირის საბადოებმა, რკინიგზამ და სატელეგრაფო ხაზებმა მოშალა ის იზოლაცია,
რომელიც ტრადიციული სოფლის მეურნეობის თემების თავშესაფარი იყო. თითქმის
ერთ ღამეში გაჩნდა საქარხნო ქალაქები და ქალაქის მოსახლეობაც სწრაფად გაიზარდა.
1850 წლისათვის დიდ ბრიტანეთში უფრო მეტი ხალხი ცხოვრობდა დიდსა და პატარა ქა
ლაქებში, ვიდრე სოფლად (მე 20 საუკუნემდე შეერთებული შტატები არ გამხდარა უპი
რატესად ურბანული). ამ პროცესის დროს მოიშალა ტრადიციული სოციალური ურთიერ
თობები. კაპიტალისტ მეწარმეთა ახალმა კლასმა, რომლის სპეციალიზაცია წარმოება და
ვაჭრობა იყო, გვერდზე გასწია მიწების მფლობელი ძველი არისტოკრატია. ხალხის დიდმა
ნაწილმა დატოვა (ან იძულებული გახდა დაეტოვებინა) სოფლები, რათა ხელფასიანი სა
მუშაო მიეღო სამრეწვოს ქალაქებში. ამ პროცესში იკარგებოდა თვითკმარი ცხოვრების
წესი. ინდუსტრიულმა რევოლუციამ შექმნა როგორც ახალი სამუშაო ადგილები, უმუშევ
რობაც გამოიწვია. ქალაქში არეულობებმა და სიბინძურემ მასობრივი, შემაძრწუნებელი
სიღატაკე მოიტანა და დანაშაულისა და დაუმორჩილებლობის საშიშროება წარმოშვა ევ
როპული საზოგადოების შიგნით.
თანამედროვე ეპოქის წარმოშობისათვის მეორე გადამწყვეტი ფაქტორი იყო კულ
ტურული განსხვავებების თავიდან აღმოჩენა. მოგზაურობებმა დედამიწის `შორეულ
მხარეებში~, ქალაქებშორის ვაჭრობის ზრდამ და კოლონიური იმპერიების დამკვიდრე
ბამ აიძულა ევროპელები დაპირისპირებოდნენ მსოფლიოს განსხვავებულ კულტურა
თა უზარმაზარ წყებას _ თავისი დამახასიათებელი ენით, ადათ წესებით, მრწამსით,
მმართველობის სისტემითა და ცხოვრების წესით. ევროპელებსა და არაევროპელებს შო
რის კონტაქტის ზრდამ ორივე მათგანის ცხოვრება შეცვალა _ ყველაზე თვალნათლივ
კოლონიალიზმისა და მონობის მეშვეობით. ზოგიერთი შედეგი იყო მატერიალური, რო
გორიცაა სიმდიდრის ზრდა, ზღვაოსნობის გაძლიერება ისეთ სავაჭრო ქვეყნებში, რო
გორიცაა ბრიტანეთი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ კონტაქტებმა ეჭვქვეშ დააყენა
გაბატონებული წარმოდგენები ადამიანის ბუნების შესახებ. ევროპელების უმეტესობა
დარწმუნებული იყო, რომ მათ საკუთარ კულტურას აშკარა უპირატესობა ჰქონდა სხ
ვებთან შედარებით, თუმცა კულტურის ნაირგვარობამ საგონებელში ჩააგდო სწავ
ლულები. საიდან იყო მოსული ევროპული ცივილიზაცია და საით მიემართებოდა იგი?
სწავლულებმა დაიწყეს დაკვირვება სხვა ქვეყნებსა და ეპოქებზე, არა მხოლოდ იმისათ
ვის, რომ ეს ხალხები და ადგილები შეესწავლათ, არამედ იმისთვისაც, რომ სათანადო
დასკვნები გაეკეთებინათ თანამედროვე დასავლური საზოგადოებისა და საკუთარი თა
ვის შესახებ (კალჰუნი, 1995).

38

მესამე ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო თანამედროვე ეპოქის აღმოცენებას, პოლიტი კური და ინტელექტური ქაოსი იყო. ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციებმა შეცვალა ძველი წარმოდგენები მოვალეობებზე, ტრადიციებსა და ხელისუფლებისადმი მორჩილე ბაზე ანუ ახალი იდეების მიხედვით _ ინდივიდის უფლებებზე, თანასწორობასა და თავი სუფლებაზე და ყველა შემთხვევაში ეს იყო მუქარა მონარქებისადმი.
ამის მსგავსადვე, პროტესტანტულმა რეფორმაციამ, სამეცნიერო რევოლუციამ და
განმანათლებლობამ ეჭვქვეშ დააყენა დიდი ხნის წინ დამკვიდრებული წარმოდგენები
ბუნებაზე, რელიგიასა და ადამიანის ცხოვრებაზე. ამ კულტურულმა მოძრაობებმა არა
მხოლოდ წარმოშვა ახალი ნაირგვარობა ევროპის ფარგლებში (როგორიცაა განსხვავე
ბული რელიგიური მიმდინარეობა ქრისტიანობის შიგნით), არამედ გამოიწვია ცოდნის
საფუძვლიანი ზრდა და კულტურული დისკუსიაც. მე 15 საუკუნეში საბეჭდი წნეხის
გამოგონება, რომელიც პირველად იოჰანეს გუთენბერგმა გამოიყენა ლუთერანული ბიბ
ლიის დასაბეჭდად, დაეხმარა აზროვნების ახალი გზების გავრცელებას და ახალი დისკუ
სიების დაწყებას.
წარსულის გამოცდილებებზე დამყარებული კეთილგონივრული განმარტებანი აღარ გამოდგებოდა. სოციალურმა ფილოსოფიამ, რომელიც განიხილავდა როგორი უნდა ყო ფილიყო საზოგადოება, ვერ შეძლო აეხსნა, რა ხდებოდა იმჟამინდელ რეალურ სამყარო ში. ხალხს ესაჭიროებოდა მომავალზე გათვლილი ფაქტობრივი ინფორმაცია, რომელიც დაეყრდნობოდა თეორიებს, რომლებიც სისტემატურად შემოწმდებოდა და დაეხმარე ბოდა მათ თანამედროვე ეპოქის გაგებასა და მისდამი ადაპტაციაში (ნიბეთი და პერინი, 1977). ასე შეიქმნა ცოდნის ახალი დარგი _ სოციოლოგია.
რევოლუციური ეპოქის დროს ფესვგადგმული სოციოლოგია ჯერ კიდევ აწყდება იმ
დროს წამოჭრილ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა სოციალური ცვლილებები, საზოგადოე
ბის შეკავშირების ხელშემწყობი ფაქტორები და მათ შორის არსებული ცვლილებებიც კი,
სხვადასხვაობა და კითხვები საზოგადოებათა შორის მსგავსებებსა და განსხვავებებზე,
და დაძაბულობა, რომელსაც ქმნის ერთი მხრივ, სოციალური ცხოვრების მეცნიერული
ახსნა და, მეორე მხრივ კი _ ტრადიცია, საღი აზრი და საზოგადოებრივი შეხედულებები.

კლასიკური სოციოლოგიური თეორიები
იმ თეორეტიკოსებს, რომლებსაც სოციოლოგიის დამფუძნებლებად მივიჩნევთ, თავი
წარმოედგინათ არა მხოლოდ ახალი ინტელექტუალური დარგის დამაარსებლებლად, არა
მედ ასევე აქტუალური საზოგადოებრივი პრობლემების სააშკარაოზე გამომტანლებადაც.
ფილოსოფოსი ოგიუსტ კონტი (1798 1857), რომელიც დაიბადა საფრანგეთის რევოლუცი
ისშემდგომი ქაოსის დროს, ეძიებდა სოციალური ცვლილებების გაკონტროლების გზებს.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით შთაგონებული კონტი მოგვიწოდებდა სოციალური
ცხოვრების კანონთა სისტემატური ანალიზისაკენ, რაც მიგვიყვანდა სოციალურ ქმედე
ბათა უფრო რაციონალურ ფორმებამდე, საბოლოოდ კი _ უკეთეს საზოგადოებამდე.
ამ ახალ მეცნიერებას მან `სოციოლოგია~ უწოდა და ეს სიტყვა პირველმა გამოიყენა.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლებებით ისარგებლა ჰერბერტ სპენსერმაც
(18201903), რომელმაც ადამიანთა საზოგადოების შესწავლა აღიქვა, როგორც ნაწილი
ევოლუციის უფრო ზოგადი კვლევისა. ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ორივეგან _ ბიო

39

ლოგიაშიც და საზოგადოებაშიც _ ცვლილებები სტრუქტურასა და ფუნქციებში პარა ლელურად ხორციელდება. ევოლუციის თეორიამ დარვინამდე და დარვინის შემდეგ _ უზარმაზარი ზეგავლენა იქონია ადრეულ სოციოლოგიაზე. სწორედ სპენსერისაგან ის ესხა დარვინმა უმთავარესი ფრაზა `ბუნებრივი გადარჩევა~. ადამ სმითი, რომელიც ავ ტორია უაღრესად გავლენიანი წიგნისა ერების სიმდიდრე (1776/1976), დღესდღეობით ეკონომისტად მოიხსენიება. მაგრამ იმის გამო, რომ სმითის მოღვაწეობის პერიოდში არ იყო გამიჯნული სოციოლოგიისა და ეკონომიკის დისციპლინები, მის ნაშრომებში ასევე უხვადაა სოციოლოგიური მიგნებებიც (განიხილება ქვემოთ).
მხოლოდ მე 19 საუკუნის შუა წლებიდან ბოლომდე, უფრო ღრმა მეცნიერულ ცოდნასა და განათლებაზე საყოველთაო მოთხოვნების შედეგად, როგორც ამ მოთხოვნების ერთ ერთი ნაწილი, სოციოლოგია აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ აკადემიურ დისციპლინად ევროპულ უნივერსიტეტებში, სოციოლოგები კი _ სპეციალისტებად (და არა ზოგადი სო ციალური დარგების მეცნიერებად). საუკუნეთა გასაყარზე ამერიკელები სერიოზულად ჩაერთნენ სოციოლოგიურ კვლევა ძიებაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მის განვითარებაში. მე 20 საუკუნეში სოციოლოგია, როგორც კვლევისა და მომზადების სპე ციალიზებული სფერო, მთელს მსოფლიოში გავრცელდა.
ქვემოთ გავეცნობით სოციოლოგიის უმნიშვნელოვანეს ფუძემდებლებს. მათი გავლენა
დღესაც დიდია თეორიისა და კვლევის განსხვავებული ტრადიციების დამკვიდრების თვალ
საზრისით და ამიტომ სოციოლოგები (და სხვა სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტები)
ამჟამადაც განაგრძობენ მათი შრომების შესწავლას ახლებურად გააზრებისათვის.

ადამ სმითი, ჯერემი ბენთამი და რაციონალური
არჩევანის თეორია
ადამ სმითს (1723 1790), სოციოლოგიის ერთ ერთ ფუძემდებელს, აინტერესებდა
იმის დადგენა, რითი ინარჩუნებს საზოგადოება ერთიანობას. სმითის აზრით, მმართვე
ლის ძალა და ძალაუფლება არაა საზოგადოების შეკავშირებულობის ერთადერთი ან უმ
თავრესი საშუალება; საზოგადოებები ფუნქციურად ინტეგრირდებოდა ერთიმეორეზე და
ბაზარზე ადამიანთა ეკონომიკური დამოკიდებულების გამო. სმითს (1776/1976) მიაჩნდა,
რომ ხალხი აკეთებს არჩევანს (რა იყიდოს, რა აწარმოოს, რა კარიერას მისდიოს) ხარჯი
მოგების ძალზე რაციონალური გათვლების საფუძველზე. ამგვარად, ადამიანები უმ
თავრესად ითვალისწინებენ საკუთარი თავისათვის სასარგებლო შედეგებს და არა იმას,
თუ რა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მათი ქმედებები სხვებზე. სმითს მიაჩნდა, რომ
თავისუფალი ბაზრის პირობებში ეკონომიკური არჩევანის მხოლოდ პირადი ინტერესებით
მოტივირების მიუხედავად, ამას საბოლოოდ საქონლის ისეთ ეფექტიან წარმოებამდე მივ
ყავართ, როგორსაც ითხოვს მომხმარებელი და რაც ემსახურება საზოგადოების სიმდიდ
რის ზრდას. ამგვარად, კონკურენცია მუშაობს, როგორც `უხილავი ხელი~, რომელიც არე
გულირებს წარმოებას, მაქსიმუმამდე ზრდის მოგებას და მიმართავს შრომით რესურსებსა
და დაბანდებებს ისეთი სფეროებისაკენ, სადაც მოთხოვნა უდიდესია.
ბრიტანელმა ფილოსოფოსმა ჯერემი ბენთამმა (1748 1832) განავრცო და გადასინჯა
სმითის შეხედულებები. ბენთამი (1789/1970) ხაზს უსვამდა, რომ ადამიანები ყველგან მო
ტივირებულნი არიან იმგვარად მოიქცნენ, რომ მაქსიმუმამდე გაზარდონ სიამოვნება და

40

მინიმუმამდე დაიყვანონ ტკივილი. ის არ იზიარებდა სმითის შეხედულებებს იმის შესახებ,
რომ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ანგარებას ემყარება, ავტომატუ
რად მოაქვს უდიდესი სიკეთე მთელი საზოგადოებისათვის. ბენთამისათვის სახალხო სი
კეთე (რომელსაც იგი განსაზღვრავდა, როგორც უდიდეს სარგებელს ადამიანთა უდიდესი
ნაწილისათვის მინიმალური ხარჯებით) ყველაზე უკეთ შეიძლება იქნეს მოპოვებული მეც
ნიერულად დაგეგმილი სამთავრობო ქმედებით _ რასაც ის `ხილულ ხელს~ უწოდებდა.
საზოგადოების მოქმედ პირთა შორის თანამშრომლობა ავტომატური არ არის მაშინაც
კი, როცა მას მეტი სარგებელი მოაქვს მეტი ხალხისთვის. ბენთამი ამტკიცებდა, რომ, თუ
მთავრობა, რომელსაც უნარი შესწევს მოითხოვოს თანამშრომლობა, ამ პროცესში არ ჩაე
რია, შეიძლება იფეთქოს კონფლიქტმა მოქმედ პირთა შორის, რომლებიც ეცდებიან გამდი
დრდნენ სხვების ხარჯზე.
რაციონალური არჩევანის თეორია, რომელიც სმითმა და ბენთამმა პირველებმა წამო
აყენეს, დღესაც მნიშვნელოვანია სოციოლოგიაში. რაციონალური არჩევანის თეორია ხაზს
უსვამს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებათა როლს სოციალური ფაქტების ფორმირებაში
(ქოულმანი 1990). სწორედ ეს მიდგომა იქნა გამოყენებული იმის დასადგენად, როგორ
იღებენ საქმიანი წრეები საბაზრო გადაწყვეტილებებს, როგორ აკეთებენ ადამიანები
დაბანდებებს უფრო მეტ განათლებაში და იმის დასადგენადაც კი, როგორ წყვეტენ ახალ
გაზრდები _ ვისთან იარონ პაემანზე და ვისზე იქორწინონ (იხ. ჟურნალი რაციონალურო
ბა და საზოგადოება). რაციონალური არჩევანის თეორია განსაკუთრებით მნიშვნელოვა
ნია სახალხო პოლიტიკის ანალიზისათვის, სადაც იგი ხელს უწყობს იმის დადგენას, ვინ
მოიგებს ან წააგებს ახალი სახალხო პროგრამის განხორციელების შედეგად.
ამასთანავე, რაციონალური არჩევანის თეორია მნიშვნელოვანი იყო ნაწილი იმ დამკვი
დრებული შეხედულებებისა, რომელთა წინააღმდეგაც გაილაშქრეს სხვა სოციოლოგიური
თეორიების _ მათ ეჭვქვეშ დააყენეს იდეა, რომ საზოგადოების სოციალური მოდელები
შეიძლება აიხსნას, როგორც ინდივიდუალურ ქმედებათა ჯამი. სოციოლოგიის სხვა მოაზ
როვნენი კი ხაზს უსვამდნენ ჯგუფების, სოციალური სტრუქტურის, კულტურისა და ის
ტორიული ცვლილებების როლს სოციალური ქმედებისათვის პირობების შესაქმნელად.

მარქსი კლასობრივი კონფლიქტის შესახებ
და კაპიტალიზმის სტრუქტურა

ეკონომიკური ისტორიკოსი, სოციალური თეორეტიკოსი და რევოლუციონერი კარლ მარქსი (1818 ñ 1883) ყველაზე უკეთ ცნობილია, როგორც თანამედროვე კომუნიზმის მამა. ამის გარდა, მარქსმა უდიდესი წვლილი შეიტანა სოციოლოგიისა და ეკონომიკის საკითხების განვითარებაში.
მარქსი (1867/1976) თვლიდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური ფაქტი თა
ვისი დროის ინდუსტრიული საზოგადოებების შესახებ კაპიტალისტური სოციალური
სტრუქტურა იყო. წარმოების საშუალებები კერძო მფლობელობაში იყო თავმოყრილი
და მოგების მოტანას ემსახურებოდა. კაპიტალიზმი ძალიან პროდუქტიული გახლდათ,
რამაც გამოიწვია უზარმაზარი სიმდიდრის დაგროვება და ბოლოს გავრცელდა მთელს
მსოფლიოში. მაგრამ, მარქსის აზრით, კაპიტალიზმი, როგორც სისტემა, არ იყო დაცუ

41

ლი კრიზისისგან, ეკონომიკური ვარდნისა თუ დეპრესიისგან. კაპიტალისტები შეიძლება ოცნებობდნენ წმინდა ეკონომიკური საზოგადოების შესახებ, სადაც მთავრობა უმნიშ ვნელო როლს ითამაშებდა, სინამდვილეში მათ ჭირდებოდათ სახელმწიფო ძალა, რომ აე მუშავებინათ ეკონომიკური სისტემა და თავიდან აეცილებინათ კონკურენციის შედეგად დაზარალებულთა ჯანყი.
მარქსის სოციალური თეორიის მთავარი თემა იყო საზოგადოების დაყოფა დაპირის პირებულ კლასებად. ეს კლასები უბრალოდ ერთმანეთისგან განსხვავებული კი არ იყვნენ, არამედ ღრმად წინააღმდეგობრივი ინტერესები ჰქონდათ და მათ შორის კონფლიქტი (მაგალითად, მონებსა და მონათმფლობელებს შორის) განაპირობებდა ყველანაირი სო ციალური ცხოვრების ბუნებას.
ორ ყველაზე მნიშვნელოვან და წინააღმდეგობრივ კლასს კაპიტალისტურ საზოგა დოებაში წარმოადგენდნენ კაპიტალისტები ანუ ბურჟუაზია, რომელიც ფლობდა მიწას, ქარხნებს, მანქანებს, და პროლეტარიატი ან მუშები, რომლებიც უშუალოდ აწარმოებდნენ ეკონომიკურ პროდუქტს თავიანთი შრომით.
საზოგადოების ეს სტრუქტურული დაყოფა დაპირისპირებულ კლასებად ძლიერ გავ
ლენას ახდენდა ძალაუფლებრივ ურთიერთობებზე. მარქსისთვის, კაპიტალისტების ინ
ტერესები და პროლეტარიატი არსობრივად უპირისპირდებოდა ერთმანეთს. კაპიტალი
სტები მოგების გაზრდას მუშების ექსპლუატაციის ხარჯზე ცდილობდნენ და ჯამაგირს
არ უმატებდნენ. მუშები იტანჯებოდნენ და ამიტომ იძულებულნი იყვნენ დაეთმოთ კაპი
ტალისტური სისტემა, დაუფლებოდნენ წარმოების საშუალებებს და დაეფუძნებინათ
უკლასო საზოგადოება, სადაც სიმდიდრეს თანაბრად გაანაწილებდნენ. რასაკვირვე
ლია, კაპიტალისტები და მთავრობები, რომლებსაც ისინი მხარს უჭერდნენ, ყველანაირ
ძალას გამოიყენებდნენ, რომ თავიდან აეცილებინათ მუშების მიერ სოციალური წესრი
გის შეცვლა. მუშებს, შესაბამისად, წინააღმდეგობის გასაწევად დასჭირდებოდათ ძალა,
რომელიც მათ სიმრავლეში იყო. ამისათვის, ალბათ ისინი უნდა ჩართულიყვნენ თავიანთ
მჩაგვრელებთან ხანგრძლივ კონფლიქტში მათი თავიდან მოშორების მიზნით. რევო
ლუცია შეიძლება მომხდარიყო ან არ მომხდარიყო, მაგრამ დაძაბულობა და ბრძოლა სო
ციალური ღირებულებებისა და მიზნების გარშემო გარდაუვალი იყო. მარქსის მიხედვით,
კლასობრივი კონფლიქტი კაპიტალისტური სისტემის შინაგანი თვისებაა.
მარქსს სჯეროდა, რომ სოციალური სტრუქტურა, რომელიც ეკონომიკურ წარმოე
ბასა და კლასობრივ ურთიერთობებს ეფუძნებოდა, განაპირობებდა სოციალურ მოქმედე
ბასა და კულტურასაც კი. ამგვარად, შუა საუკუნეების სასოფლო სამეურნეო ეკონომიკამ
ხელი შეუწყო ძლიერი საზოგადოებრივი ერთობებისა რელიგიური რწმენის გაჩენას, მაშინ
როდესაც თანამედროვე ეპოქის ინდუსტრიულმა კაპიტალისტურმა ეკონომიკამ დაბადა
ინდივიდუალიზმი და მეცნიერული ხედვა. მარქსი ასევე თვლიდა, რომ კლასობრივი კონ
ფლიქტი არის `ისტორიის მამოძრავებელი ძალა~, სოციალური ცვლილების ძირითადი
წყარო. მისი აზრით, ადგილი რჩება სოციალური მოქმედებისთვის, მაგრამ ეს მოქმედება
არასდროს არის თავისუფალი წინა მოქმედებებისგან და, მით უმეტეს სოციალური სტრუქ
ტურისგან. `ადამიანები ქმნიან თავიანთ ისტორიას~, _ წერდა მარქსი, _ `მაგრამ ისინი
არ ქმნიან ისტორიას თავის მიერვე არჩეული პირობების მიხედვით, არამედ იმ პირობების
გათვალისწინებით, რომელიც პირდაპირ არის მოცემული და გადმოცემული წარსულიდან~
(მარქსი 1852/1979, გვ. 103).

42

მნიშვნელოვანი იყო მარქსის შეხედულება კოლექტიური ბრძოლის, როგორც სო
ციალური მოქმედების შესახებ. რადგან პატარა ელიტა აკონტროლებს საზოგადოე
ბის ძირითად სიმდიდრეს, ადამიანების უმეტესობა შედარებით ნაკლებ ძალაუფლებას
ფლობს. მაგრამ, მუშები სოციალური სტრუქტურის შესაცვლელად მოიპოვებდნენ ძა
ლაუფლებას, თუკი ისინი გაერთიანდებოდნენ კავშირებსა და პოლიტიკურ პარტიებში.
ეს მიდგომა მოითხოვდა არა მხოლოდ მოქმედებას, არამედ კულტურულ ცვლილებას.
მუშები უნდა განთავისუფლებულიყვნენ კაპიტალიზმის იდეისგან, რომ ყველა ადამიანი
განხილული ყოფილიყო როგორც ინდივიდი; მათ უნდა განევითარებინათ კლასობრივი
ცნობიერება, საერთო ინტერესებისა და პრობლემების განცდა. სანამ კლასობრივი ცნო
ბიერება განვითარდებოდა, კაპიტალისტები გამოიყენებდნენ თავიანთ ძალას, ჩამოეყა
ლიბებინათ მუშების რელიგიური შეხედულებები, მოეგონებინათ თავისუფალ დროსთან
დაკავშირებული ღონისძიებები და მომხმარებლური პრიორიტეტები, რაც გამოიწვევდა
`ყალბი ცნობიერების~ წარმოშობას პროლეტარიატში ñ ანუ მცდარ კულტურულ ორიენ
ტაციას, რომელიც მუშებს ხელს შეუშლიდა იმის გაცნობიერებაში, რომ მათ ექსპლუატა
ციას უწევდნენ. ამგვარად, კულტურა აძლიერებდა ელიტის ძალაუფლებას კაპიტალიზმის
კლასობრივ სოციალურ სტრუქტურაში. მანამდე, სანამ მუშები არ შეცვლიდნენ სტრუქ
ტურას, მარქსის აზრით, ისინი ვერ შეძლებდნენ ძალაუფლების მოპოვებას. ამიტომ, ის
მოუწოდებდა რევოლუციისკენ, მართვის სადავეების ხელში ჩაგდებისკენ და მოპოვებუ
ლი ძალაუფლების სოციალური სტრუქტურის შესაცვლელად გამოეყენებისკენ.
ბევრი თანამედროვე სოციოლოგი განიცდის მარქსის გავლენას. ცოტა მათგანი არის მარქსისტი, რაც გულისხმობს მისი მთელი დოქტრინის და პოლიტიკის აღიარებას, განსა კუთრებით ახლო წარსულში, კომუნიზმის დაცემას თუ გავითვალისწინებთ აღმოსავლეთ ევროპასა და საბჭოთა კავშირში. თუმცა, ბევრი იზიარებს მარქსის შეხედულებას კაპი ტალიზმის, როგორც სოციალური სტრუქტურის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც წარ მოქმნის არათანაბარ ეკონომიკურ ძალაუფლებას. ბევრი ასევე ეთანხმება მის აზრს, რომ ადამიანები, რომლებიც სუსტი არიან, როგორც ცალკეული ინდივიდები, ძლიერდებიან სოციალური ორგანიზებულობის შედეგად.

დურკჰაიმი სოციალური სოლიდარობის შესახებ

ადრეული კიდევ ერთი პერიოდის სოციოლოგი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახ
დინა, იყო ფრანგი ემილ დურკჰაიმი (1858 ñ 1917). დურკჰაიმი არ ეთანხმებოდა მარქსის
მიერ ეკონომიკისთვის, როგორც სოციალური სტრუქტურის ბაზისისთვის ასეთი დიდი
გავლენის მინიჭებას და არც კლასობრივი დაყოფების გარდაუვალობის შესახებ მოსაზ
რებას უჭერდა მხარს. თუმცა ის იზიარებდა მარქსის ინტერესს იმ ძალების მიმართ, რომ
ლებიც ადამიანებს კრავენ ერთად ანუ რასაც ის სოციალურ სოლიდარობას (დურკჰაიმი,
1893/1985) უწოდებდა.
დურკჰაიმისთვის სოციალური სოლიდარობის გასაღები ფუნქციური ინტეგრაცია
გახლდათ. მისი აზრით, არსებობდა სოციალური სოლიდარობის ორი ძირითადი ფორმა
_ მექანიკური და ორგანული. მექანიკური სოლიდარობა ეფუძნება საზიარო შეხედუ

43

ლებებს, ღირებულებებსა და ადათ წესებს. ეს აკავშირებს პატარა, მარტივ და ტომობრივ
საზოგადოებებსა და ტრადიციულ სამეურნეო დასახლებებს, სადაც სამყაროს ყველა
ერთნაირად განიხილავს და ერთი და იმავე აქტივობებით არის დაკავებული. ამისგან
განსხვავებით, დიდი, კომპლექსური და თანამედროვე საზოგადოებები შეკრულია იმით,
რასაც დურკჰაიმი ორგანულ სოლიდარობას უწოდებდა, ესაა ურთიერდდამოკიდე
ბულება, რომელიც შრომის რთულ განაწილებას ემყარება. თანამედროვე საზოგადოე
ბაში, თითოეული ადამიანი ფულს შოულობს სპეციალიზებული სამუშაოდან და შემდეგ
იმ ფულს იყენებს პროდუქტებისა და მომსახურების საყიდლად, რომლის წარმოებაშიც
ათასობით სხვა ადამიანი ასრულებს სპეციალიზებულ როლს. სოციალური კავშირები,
რომელსაც ეს სისტემა ქმნის, ძალიან ძლიერია. ადამიანები ურთიერთდაკავშირებული
არიან იმიტომ, რომ უნარებსა და როლებში არსებული განსხვავებების გამო, ერთმანეთი
სჭირდებათ, გადასარჩენად. ფუნქციური ინტეგრაცია ყველაზე დიდია იმ თანამედროვე
საზოგადოებებში, რომლებიც ეფუძნებიან ორგანულ სოლიდარობას.
დურკჰაიმი (19\895/1982) თვლიდა, რომ საზოგადოება ქმნის ერთ მთლიანობას, რო მელიც უფრო დიდია, ვიდრე მისი ნაწილების რაოდენობა და საზოგადოების კვლევა, ინ დივიდების კვლევისგან განსხვავებით, სხვა დონეზე უნდა ჩატარდეს. ამ საკითხების გას არკვევად მან გამოიყენა ცოცხალი ორგანიზმის ანალოგია, რომელსაც ზემოთ შევეხეთ (აქედან წამოვიდა ტერმინი ორგანული სოლიდარობა).
მთლიანი ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე მისი სხეულის შემდგენელი უჯრედებისა და
ორგანოების ჯამი. ესაა ურთიერთდაკავშირებული ცოცხალი სისტემის მახასიათებლები,
რაც არაა უბრალოდ ნაწილების თავმოყრა. ასევეა საზოგადოებებშიც, თუმცა შეგვიძლია
წარმატებით შევისწავლოთ ნაწილები და თითოეულის მნიშვნელობა მთლიანად სისტემის
ფუნქციონირებისთვის. დურკჰაიმი ხაზს უსვამდა, როგორ თანაარსებობენ სხვადაასხ
ვა სოციალური აქტივობები და ინსტიტუტები (მაგალითად, ოჯახები, სკოლები და სა
სამართლოები) და ერთმანეთს ეხმარებიან ñ მიუხედავად იმისა, რომ არავინ მართავს
მთლიან ორგანიზმს. მთლიანი ორგანიზმი, დურკჰაიმის ფუნქციონალისტური ხედვით,
შეკრულია მისი ნაწილების ურთიერთდაკავშირებული ფუნქციონირებით.
იგივე ფუნქციონალისტური ხედვიდან გამომდინარე, დურკჰაიმი ამბობდა, რომ
გაზიარებული ღირებულებები და პრაქტიკა, რომელიც კულტურიდან გამომდინარეობს,
საზოგადოების შეკვრაშიც თამაშობს როლს (დურკჰაიმი, 1912/1965; ალექსანდერი,
1988). მაგალითად, რელიგიური წირვა არა მხოლოდ ღმერთის სადიდებელი მოვლენის
ფუნქციას ასრულებს, არამედ, კონგრეგაციის წევრებსა და კონგრეგაციასა და მთლია
ნად საზოგადოებას შორის სოციალური კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს. რელი
გია და კულტურის სხვა ელემენტებიც ფუნქციონირებენ იმისთვისაც, რომ ადამიანებს
მიაწოდონ წესებისა და საზღვრების შეგრძნება და მოლოდინის სისტემა ჩამოუყალიბონ.
სწრაფი სოციალური ცვლილებების პერიოდებში, როგორიც იყო ინდუსტრიული რევო
ლუცია, ეს იდეები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. როდესაც რეალობა შორდება მოლოდინს,
საზოგადოება განიცდის ანომიას _ მდგომარეობას, სადაც ხდება სოციალური ნორმების
ან წესების რღვევა და ადამიანებს უჭირთ ნათლად მოიაზრონ საკუთარი თავი როგორ
განვითარდება მათი ცხოვრების შემდგომი ეტაპები და ყველაფერი ეს რას ნიშნავს.
დურკჰაიმის მთავარი წვლილი სოციოლოგიაში ის იყო, რომ მან ფართოდ განსაზღვრა
სოციალური ცხოვრების საზოგადოდ გაზიარებული თვისებები ñ კულტურა, სოციალ

44

ური სტრუქტურა და განსაკუთრებით ფუნქციური ინტეგრაცია ñ როგორც სოციალური ფაქტები, რომლებიც თავისთავად უნდა შეისწავლონ.

ვებერი რაციონალიზაციისა და სტატუსის შესახებ

მაქს ვებერი (1864 ñ 1920) თავისი დროის ერთ ერთი ყველაზე თვალსაჩინო გერმანელი
ინტელექტუალი იყო. როგორც სხვა სოციოლოგები, ვებერიც (1904/1958) თვლიდა, რომ
სოციალური ფაქტები უნდა გაანალიზდეს მეცნიერული მეთოდის გამოყენებით. დურკჰაი
მისგან განსხვავებით, ვებერი ამბობდა, რომ სოციალური ფაქტები სხვა არაფერია, თუ
არა ინდივიდების სოციალურ მოქმედებათა დაჯამებული შედეგი. სოციოლოგიური ახ
სნა განმარტებები, ვებერის აზრით, უნდა მოდიოდეს იმის გაგებიდან, რატომ ირჩევენ და
ახორციელებენ ცალკეული ადამიანები ამ მოქმედებებს, სადაც რაციონალური არჩევნის
თეორია ხაზს უსვამდა მომქმედი პირების `ობიექტური~ ინტერესების ანალიზს, ვებერი
მათ სუბიექტურ გაგებასა და მოტივაციას ანიჭებდა პრიორიტეტს. სოციოლოგებმა მოქ
მედება მომქმედი პირის პერსპექტივიდან გამომდინარე უნდა გაანალიზონ, უნდა გასცდ
ნენ ობიექტურ ქცევას და განიხილონ ის სუბიექტური აზრები და გრძნობები, რომლებიც
კონკრეტულ მოქმედებებს განაპირობებს ანუ უნდა გაუკეთონ ინტერპრეტაცია და არა
მხოლოდ დააკვირდნენ. ვებერი ამ მიდგომას ვერსტეჰენ (გაგებას) უწოდებდა (გერმანუ
ლად ნიშნავს ემპათიურ გაგებას).
როგორც მარქსს და დურკჰაიმს, ვებერსაც სურდა განემარტა მის გარშემო მიმდინ
არე სწრაფი სოციალური ცვლილებები. მას სჯეროდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ტენ
დენცია თანამედროვე ეპოქაში სოციალური მოქმედებისა და სოციალური ინსტიტუტების
მზარდი რაციონალიზაცია იყო ანუ ტრადიციული ორიენტაციებიდან (როდესაც ადამიან
ები წარსულიდან გადმოცემულ სიბრძნეს მომავლის სახელმძღვანელოდ აღიქვამდნენ და
ცდილობდნენ წინაპრების კვალზე ევლოთ) უფრო ლოგიკურ ორიენტაციებზე გადასვლა
(როდესაც ადამიანები მოქმედების გადაწყვეტილების მიღებამდე აფასებენ მოქმედების
შესაძლო შედეგებს) (ვებერი, 1922/1968, იხ., ასევე ბრუბაკერი, 1984, როტი და შლუხტერი,
1979). მეცნიერების, როგორც ცოდნის შეძენის ძირითადი წყაროს გაძლიერება, მთავ
რობების დაბადება, რომლებიც ემყარებოდნენ კანონის უზენაესობას და კაპიტალიზმის
განვითარება _ ყველა ეს ფენომენი მიუთითებდა მიდრეკილებაზე რაციონალიზმისკენ.
მაგალითად, კაპიტალიზმი ხალხისგან მოითხოვს, რომ ანალიზი გაუკეთოს ბაზრის, მაქსი
მალურად გაზარდოს წარმოების ეფექტურობა, გამოთვალოს ინვესტიციებზე მოგება და
შექმნას ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეკონომიკურ ექსპანსიას.
ყოველივე ეს სამყაროსადმი ლოგიკურ, გონიერ მიდგომას მოითხოვს. რაციონალიცაზია,
თავის მხრივ, იწვევდა ფორმალური ორგანიზაციების მნიშვნელოვან ზრდას მთავრობები
დან _ უზარმაზარ კორპორაციებამდე.
მაგრამ ვებერი გრძნობდა, რომ კაპიტალიზმი უფრო მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ რა
ციონალური გამოთვლა. მისი აზრით, მარქსმა ზედმეტად დიდი მნიშვნელობა მიანიჭა
ეკონომიკურ სტრუქტურას და უყურადღებოდ დატოვა კულტურის გავლენა სოციალურ
მოქმედებაზე. უფრო ზუსტად, ვებერი კაპიტალიზმს განიხილავდა, როგორც კულტურუ
ლი ცვლილებების პროდუქტს, განსაკუთრებით კი ცვლილებებს რელიგიურ შეხედულე

45

ბებსა და ღირებულებებში. იგი თვლიდა, რომ პროტესტანტულმა რეფორმაციამ, რო მელიც ინდივიდებს ანიჭებდა პირად პასუხისმგებლობას საკუთარი თავის გადარჩენაზე და წინა პლანზე აყენებდა შრომის ეთიკას, საფუძველი ჩაუყარა კაპიტალიზმს (იხ. თავი 15). ვებერის შეხედულებით, ადამიანთა კულტურული იდეები დამოუკიდებელ და მნიშ ვნელოვან როლს ასრულებს თავიანთი მოქმედებების ჩამოყალიბებაში და ასე განსაზ ღვრავენ საზოგადოების სტრუქტურას, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ სისტემასაც. ამგვარად, ეკონომიკური ცვლილებები ხანდახან კულტურულ ცვლილებებს მოჰყვება და არა პირიქით, როგორც ამას მარქსი თვლიდა.
როგორც მარქსი, ასევე ვებერი, მიიჩნევდა, რომ ძალაუფლება და კონფლიქტი სო
ციალური ცხოვრების ფუნდამენტურ შემადგენელ ნაწილებია. მაგრამ, ის ასევე მიიჩნევ
და, რომ ადამიანთა ეკონომიკური პოზიციები მაინცდამაინც არ განსაზღვრავს როგორი
იქნება ძალაუფლებისთვის ბრძოლის მონახაზი. როგორც ის ამბობდა, ხშირად ყურადღე
ბას ვაქცევთ სხვა სოციალურ ფაქტორებს, როგორიც არის რასა, რელიგია, და პირადი
გემოვნება _ იმის განსასაზღვრად, ადამიანები სოციალური იერარქიის რომელ საფეხ
ურს მიეკუთვნებიან. ეს სხვა სოციალური ფაქტორები სტატუსჯგუფების საფუძველია.
სტატუსჯგუფები ისევე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ეკონომიკური კლასი პოლიტიკური
აქტივობის განსაზღვრაში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მუშათა კლა
სის თეთრკანიანი წევრები იმის მაგივრად, რომ გაერთიანებულიყვნენ პოლიტიკურად და
გაეუმჯობესებინათ თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობა, შეეცდებოდნენ შავკანიან
მუშებზე უფრო მაღალი სტატუსი შეენარჩუნებინათ. სტატუსჯგუფობრივი ინტერესები,
როგორც წესი ელიტების საკეთილდღეოდ მუშაობს. როდესაც ადამიანი უნდა წავიდეს
კონკრეტულ სკოლაში, ილაპარაკოს კონკრეტული სწორი აქცენტით და ჰქონდეს სწორი
მანერები, რათა მაღალ საფეხურს მიეკუთვნებოდეს, ბევრი ახლად გამდიდრებული ადა
მიანი მოკლებული იქნება ელიტარულ სტატუსს და ელიტარული ჯგუფები პატარა და
პრივილეგირებული დარჩება.

ჰერბერტ მიდი და სიმბოლური ინტერაქციონიზმი

მე 20 საუკუნის ბევრი სოციოლოგი იზიარებს ვებერის რწმენას კულტურისა და სო
ციალური მოქმედების მნიშნელობის თაობაზე. მაშინ, როდესაც ვებერს ძირითადად აინ
ტერესებდა ფართო განზოგადებები დიდმასშტაბიანი ორგანიზაციული ფორმების შესახებ,
სხვა სოციოლოგები იკვლევდნენ უფრო პატარა მასშტაბის ფენომენს, რომელიც ყოველ
დღიურ ურთიერთობას შეადგენს. სხვა სოციოლოგების მიზანი არის, გაიგონ, როგორ განი
ცდიან და ესმით ადამიანებს თავიანთი სამყარო და როგორ თანხმდება სხვადასხვა ადა
მიანი საერთო რეალობის განსაზღვრების თაობაზე (შუტზი და ლუკმანი, 1973).
სოციოლოგიის ამერიკული სკოლა, რომელსაც სიმბოლური ინტერაქციონიზმი ეწო
დება, ამ საკითხებით არის დაინტერესებული. ამ სკოლის დამაარსებლები იყვნენ ჯორჯ
ჰერბერტ მიდი (1863 1931) და ვ. ი. თომასი (1863 947), ორივე ჩიკაგოს უნივერსიტეტს
წარმოადგენდა. მათ დაიწყეს იმ შეხედულებიდან, რომ ადამიანური ქცევის უმეტესი
წილი დეტერმინირებულია არა მხოლოდ სიტუაციის ობიექტური ფაქტორებით, არამედ
იმით, როგორ განსაზღვრავენ ადამიანები მოცემულ სიტუაციას ანუ რა მნიშვნელობებს
ანიჭებენ მას. ამ პოზიციის ყველაზე ცნობილი განცხადება ტომასს ეკუთვნის: `თუ ადა

46

მიანები სიტუაციას იღებენ როგორც ნამდვილს, მაშინ ისინი ნამდვილია თავიანთი შედე
გების მიხედვით (ტომასი და ტომასი, 1928, გვ. 572). წარმოიდგინეთ, მაგალითად, რომ
თქვენ ამერიკული ქალაქის ქუჩებს მიიჩნევთ სახიფათოდ ღამე სიარულისთვის. ამის გამო
არასდროს გადიხართ გარეთ დაბნელების შემდეგ. ამ შემთხვევაში ობიექტური ფაქტი
(რეალური დანაშაულის დონე) კი არ განსაზღვრავს თქვენს ქცევას, არამედ დანაშაულის
დონის თქვენეული გაგება. ეს გაგება თქვენთვის რეალურია იმიტომ, რომ ამის შედე
გად სახლში რჩებით. ხანდახან სიტუაციის ჩვენეული განსაზღვრა იწვევს თავისი თავის
გამამართლებელ წინასწარმეტყველებას (მერტონი, 1928ა). თუ უმეტესობა ადამიანებისა
დაბნელების შემდეგ გარეთ გასვლას ძალზე სახიფათოდ მიიჩნევს და ისინი სახლში რჩე
ბიან, ქუჩებში ადამიანების არყოფნამ შეიძლება სიტუაცია მართლა სახიფათო გახადოს,
რადგანაც ქუჩებში ნაკლები ხალხი იქნება, რომლებიც შეიძლება დანაშაულის მოწმეები
გამხდარიყვნენ ან ხელი შეეშალათ დანაშაულის ჩადენისთვის.
როდესაც მიდი უფრო ვრცლად საუბრობდა ჩვენს მიერ სოციალური სიტუაციების
გაგებაზე, იგი ფიქრობდა, რომ ქცევასა და მოვლენებს სხვებთან ურთიერთობის შედეგად
ვსწავლობთ. ასეთი ურთიერთობით ვსწავლობთ ჩვენი `ადგილების~ შესახებ სოციალურ
სამყაროში და შევიმეცნებთ იმ როლებს, რომლებიც უნდა ვითამაშოთ სხვადასხვა სიტუ
აცია. ჩვენი იდენტობის, ან კიდევ, საკუთარი `მე ს~ მოაზრებაც განპირობებულია სო
ციალური ურთიერთობებით (1934). ამით მიდი გულისხმობდა, რომ ადამიანები საკუთარი
თავის შესახებ შეხედულებას იქმნიან იმაზე დაკვირვებით, სხვები როგორ რეაგირებენ
მათზე, თუმცა ადამიანის ფიქრები და განცდები პირდაპირ ხელმისაწვდომი არ არის სხ
ვებისთვის. არამედ, ურთიერთობას ვახდენთ სიმბოლოების საშუალებით _ სიტყვებით,
ჟესტებით, სახის გამომეტყველებით, სხვა ხმებითა და მოქმედებებით, რომლებსაც საერ
თო, საყოველთაოდ გაზიარებული ინტერპრეტაციები აქვს. ამრიგად, ადამიანური ქცე
ვის უმეტესი ნაწილი სიმბოლური ინტერაქციონიზმით არის განპირობებული.
სიმბოლური ინტერაქციონისტები შეისწავლიან ყოველდღიურ ქცევას; მაგალითად,
რა ხდება, როდესაც გინდათ გაკვეთილის დასრულების შემდეგ მასწავლებელს მი
მართოთ კითხვით _ ჯერ დააკვირდებით მასწავლებლის მოქმედებას მასთან საუბრის
ყველაზე ხელსაყრელი დროის ამოსაცნობად. თუ მასწავლებელი ელაპარაკება სხვა
სტუდენტს, მიხვდებით, რომ დაკავებულია და ჩუმად იქნებით. როდესაც ლაპარაკობთ,
აკონტროლებთ როგორც საკუთარ სიტყვებს და მოქმედებებს, ასევე მასწავლებლის პა
სუხებს. თუ მასწავლებელი გაიღიმებს და ოდნავ თქვენსკენ გადმოიხრება, იფიქრებთ,
რომ ის გიწონებთ შეკითხვას და აგრძელებთ თავდაჯერებულად საუბარს. თუმცა, თუ
ის ხშირად იყურება ფანჯრიდან ან საათს უყურებს, როცა ლაპარაკობთ, მაშინ მის მოქ
მედებებს მოუთმენლობის ნიშნებად მიიღებთ და სწრაფად დაასრულებთ იმას, რისი თქ
მაც გინდოდათ.
გაცვლით სასინჯ სიგნალებს და შედეგად მიიღებთ საკუთარი სოციალური ქცევის შეფასებას. ამის შედეგად გვევლინება სიტუაციის მნიშვნელობის გაზიარებული გაგება. ასეთი საერთო გაგების არსებობა აუცილებელია სოციალური ცხოვრებისთვის და ინტერ აქციონისტების დიდ ინტერესს იწვევს (ბლუმერი, 1969/1986). (ჩვენ ამ მიდგომას უფრო დაწვრილებით განვიხილავთ მესამე თავში.)

47

ვ. ე. ბ. დუბუა ორმაგი ცნობიერების შესახებ

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სოციოლოგიის მთავარი ამოცანა რასობრივი
და კულტურული სხვაობების მოგვარებაა. ერთ ერთი პირველი აფრო ამერიკელი,
რომელმაც ჰარვარდის უნივერსტეტი დაამთავრა, ამის კარგი მაგალითი იყო. ვ.ე.ბ.
დუბუამ (1868 ñ 1963) სწავლა განათლება დაიწყო ტენესის შტატ ფისკის უნივერსტეტში,
რომელიც აფრო ამერიკული უმაღლესი სასწავლებლების წამყვან ცენტრად იყო მიჩნეუ
ლი. ფისკის უნივერსტეტში ყოფნისას შავკანიანთა ელიტის წევრი დუბუა პროვინციული
სამხრეთის სიღარიბის მოწმე გახდა. ჰარვარდში ის სწავლობდა ფილოსოფიას უილიამ
ჯეიმსის ხელმძღვანელობით. ჰარვარდის დამთავრების შემდეგ დუბუამ დაიწყო წმინდა
ფილოსოფიიდან უფრო სოციალური მეცნიერებებისკენ გადახვევა და ცდილობდა ჩამო
ეყალიბებინა თეორიისა და ემპირიული მეთოდოლოგიის კომბინაცია, რომელიც საშუ
ალებას მისცემდა სანდო და ფაქტობრივი კვლევები გამოეყენებინა სოციალური პრობ
ლემების გადაჭრის დროს (ზამირი, 1995).
დუბუას მიხედვით, დიდი, ისტორიულად დაქვემდებარებული მოსახლეობის, რო
გორებიც იყვნენ აფრო ამერიკელები, განვითარება დამოკიდებული იყო განათლებასა
და მცირე ელიტის ლიდერობაზე. დუბუა ამ მცირე ელიტას `ნიჭიერ მეათედს~ უწოდებდა.
ეს იდეა მოსწონდა პროგრესულ, სოციალურად მობილურ შავკანიან საშუალო ფენას და
წვლილი შეჰქონდა ინტეგრაციონისტური ორგანიზაციების ზრდაში, როგორიც იყო, მაგ
ალითად, ფკგნა (ფერადკანიანთა განვითარების ნაციონალური ასოციაცია), სადაც დუბუა
წამყვან როლს ასრულებდა. დუბუას იდეა არ მიიღეს (როგორც მის სიცოცხლეში, ასევე
სიკვდილის შემდეგაც) იმათ, ვინც მისი თეორია ელიტისტურად მიიჩნია და აფრო ამერი
კული პრობლემების სეპარატისტული გადაწყვეტილების მომხრე იყო ან მათ აფრიკაში
დაბრუნებას ემხრობოდა. დუბუა მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე აფრო ამერი
კულ ბრძოლის აქტივისტი იყო; მან 1930 იანი წლების დიდი დეპრესიის დროს თავისი ად
რეული შეხედულებები შეცვალა და ჩამოაყალიბა უფრო რადიკალური თეორია, რომელიც
ნაწილობრივ მარქსიზმის გავლენას განიცდიდა.
დუბუა პირველი იყო, რომელმაც სუბ საჰარის დიდი აფრიკული ცივილიზაციები
შეისწავლა. ეს ცივილიზაციები ფაქტობრივად შეუსწავლელი დატოვეს ევროპელმა და
ამერიკელმა მეცნიერებმა. ბოლოს დუბუა უფრო დიდი გულისხმიერებით მოეკიდა პან
აფრიკანიზმის იდეას, ხოლო სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე განაში გადასახლდა.
დუბუას სოციოლოგიურ ნააზრევში სამი თემა დომინირებდა. პირველი იყო `ორმაგი
ცნობიერების~ იდეა და უფრო ვრცელი საკითხი იდენტობის სოციალურად კონსტრუ
ირების შესახებ. დუბუამ ცნება `ორმაგი ცნობიერება~ პირველად შემოიტანა თავის
წიგნში `შავკანიანი ხალხის სულები~ (1903) , რომელიც საკმაოდ მშვიდი იყო თავის სა
თაურთან შედარებით. დუბუამ ასევე პირველად იხმარა სიტყვა _ შავკანიანი, ნეგრის
(ზანგის) მაგივრად, რომელიც მაშინ ზრდილობიან ტერმინად ითვლებოდა. ორმაგი ცნო ბიერება, წერდა დუბუა, არის
განცდა, როდესაც საკუთარ თავს უყურებ სხვისი თვალებით, საკუთარ სულს
აფასებ გარშემო სამყაროდან გამომდინარე, რომელიც გიყურებს სიძულვი
ლითა და მოწყალებით. ადამიანი შეიგრძნობს თავის გაორმაგებას _ ამერიკე

48

ლი და ზანგი; ორი სული, ორი აზრი, ორი შეურიგებელი ლტოლვა; ორი მეომარი
იდეა ერთ შავკანიან სხეულში, რომლის სიძლიერეც იცავს მას გახლეჩვისგან
(1903, გვ. 2).

მიუხედავად იმისა, რომ დუბუა ხაზს უსვამდა შავკანიანობისა და ამერიკელობის
კონკრეტულ ორმაგ ცნობიერებას, ამ ცნების გამოყენება ბევრი სხვა `გარეშე~ სიტუაციის
მიმართაც შეიძლებოდა (მაგალითად, აფრო ამერიკელი ქალების შემთხვევაში, როცა ისი
ნი შეიძლება თავიანთ რასობრივ და გენდერულ იდენტობებს შორის იხლიჩებიან).
დუბუამ ორმაგი ცნობიერება დააკავშირა `საფარველის~ იდეასთან, რომელიც პიროვ
ნების იდენტობის ნაწილებს თვითონ პიროვნებისგან უჩინარს ხდიდა; მაგრამ მან უარყო
შეხედულება, რომ ორმაგი ცნობიერება არის რაღაც, რაც შეიძლება (ან უნდა იყოს) და
ძლეული იყოს რომელიმე ერთი მხარის არჩევით. დუბუას მიხედვით, ორმაგი ცნობიერების
შინაგანი დაძაბულობა გარეგანი და ობიექტური სოციალური კონფლიქტის ანარეკლია
და ამიტომ სოციალურ გამოცდილებასთან გამკლავების მნიშვნელოვანი მექანიზმიცაა.
ინდივიდებმა უნდა მონახონ მე ს შესახებ ამ ორი შეხედულების გაერთიანების გზები,
რათა მოიპოვონ უფრო ძლიერი პიროვნული იდენტობა, რომელიც შეცვლის თითოეული
მათგანის მნიშვნელობას. საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ამ სხვაობათა შემოქმედები
თად გამოყენება და არ განიხილოს ისინი, როგორც მყარი, ფიქსირებული სტერეოტიპები
ან კიდევ აიძულოს ყველა ადამიანი, რომ ერთსა და იმავე კულტურულ ფორმას დაექვემ
დებარონ.
ამ მოსაზრებას მივყავართ დუბუას მეორე თემამდე ანუ კოლექტიურ ბრძოლამდე.
მისი აზრით, კულტურა და სოციალური სტრუქტურა არ არიან ფიქსირებული და უცვ
ლელი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გარეგანია და ინდივიდთა კონტროლს მიღმა არ
სებობენ, საზოგადოების ეს ასპექტები კოლექტიური ბრძოლის შედეგად იცვლება. მაგა
ლითად, რასის ცნება და ადამიანების დაყოფა რასებად კანის ფერის მიხედვით წინასწარ
კი არ არის მოცემული, არამედ სოციალური მოქმედებისა და კულტურული გავლენების
შედეგია (დუბუა, 1940). ასევე, რასობრივი დაყოფის შესახებ შეხედულებები შეიძლება
შეიცვალოს სოციალური მოქმედების საშუალებით. დუბუა გამოყოფდა ბრძოლის სამ
სფეროს _ სამუშაოს, კულტურასა და თავისუფლებას _ რომლებიც ადამიანების ბა
ზისურ მოთხოვნილებებსა და საზოგადოებაში ერთობლივი კარგი ცხოვრების ძირითად
მოთხოვნებს შეესაბამება. იმისათვის რომ, შევქმნათ უკეთესი საზოგადოება, საჭიროა
ყურადღება მივაქციოთ სამივე ფაქტორს და იმასაც, როგორ არიან ისინი ურთიერთდა
კავშირებული; ამრიგად, ეს არის როგორც სულიერი, ასევე მატერიალური ძიება.
მესამე თემა, დუბუას მიხედვით, არის ის, რომ სოციალური და ინდივიდუალური ცხოვრება ხასიათდება მუდმივი მცდელობით შემცირდეს დაძაბულობა და იდეალური შესაძლებლობები რეალურ არსებობად გადაიქცეს. მაშინ, როდესაც სხვა სოციოლოგე ბი ბრძოლას ძლიერთა გადარჩენის ევოლუციური იდეებიდან გამომდინარე ხედავდნენ, დუბუა ამბობდა, რომ ადამიანები იბრძვიან არა მხოლოდ გადარჩენის მიზნით, არამედ იდეალების განხორციელებისთვისაც.
სხვადასხვა ცივილიზაცია გვთავაზობს არა მხოლოდ ცხოვრების სხვადასხვა წესს,
არამედ სხვადასხვა იდეალებსა და ამ იდეალების განხორციელებისთვის რეკომენდებულ

49

სტრატეგიებს: ტექნოლოგიების ფორმებს, სოციალური ორგანიზაციების ტიპებსა თუ
რელიგიურ შეხედულებათა სისტემები. მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ერთმანეთისგან და
ინტერესით მოვეკიდოთ, თუ როგორ ავლენენ შემოქმედებითობას სხვადასხვა ჯგუფების
ბრძოლისას. როგორც პოლ გილროი წერდა (1993) დუბუას აზრის კვალდაკვალ, ამერი
კის შეერთებული შტატების შავკანიანი, კარიბული და ბრიტანული _ განსაკუთრებული
და ურთიერთდაკავშირებული კულტურაა. აფრო ამერიკულმა ჯაზმა გავლენა მოახდინა
რეგეს განვითარებაზე იამაიკაში, ორივემ ერთად კი _ ჰიპ ჰოპზე, რეპზე და სხვა მუსი
კალურ მიმდინარეობებზე ამერიკასა და ბრიტანეთში. მუსიკოსები ასახავენ არა მხოლოდ
ერთ კულტურას, არამედ მრავალ სხვადასხვა გავლენას; მათი შემოქმედებითობის ნაწილი
დევს ამ ყველა გავლენის ერთად მოქცევაში და ახალი მთლიანობის შექმნაში.
მოგვიანებით სოციოლოგები ეფუძნებოდნენ დუბუას ნააზრევს არა მხოლოდ იმ მიზ
ნით, რომ უკეთ გაეგოთ რასის გავლენა აფრო ამერიკულ ცხოვრებაზე, არამედ იმისათ
ვის, რომ უკეთესად შეესწავლათ სხვა საკითხებიც. მაგალითად, ორმაგი ცნობიერების
იდეა და იდენტობის უფრო ვრცელი საკითხი მნიშვნელოვანი რესურსებია კულტურული
მრავალფეროვნების მოაზრების პროცესში, ისევე, როგორც ბევრი შესაძლო `გაორმაგე
ბა~, რომლებიც განაპირობებენ სოციალურ და ინდივიდუალურ იდენტობებს.
სამყაროში, რომელსაც ახასიათებს მასობრივი მიგრაცია, კულტურის გლობალიზაცია და სოციალური მოძრაობები, რომლებიც ეფუძნებიან იდენტობასა და ცხოვრების სტილს შორის არსებულ განსხვავებებს, ამან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემატიკის სახე მიიღო (კალჰუნი, 1994წ.).

ფემინიზმი და კლასიკური თეორიის საზღვრები

მე 18 საუკუნის მიწურულს ინგლისელმა ქალმა მერი უოლსტონკრაფტმა აღნიშნა, რომ
სოციალური და პოლიტიკური უფლებების თეორიები ჩამოყალიბებული იყო მთლიანად
მამაკაცის პერსპექტივიდან. უოლსტონკრაფტმა გამოსცა `ქალის უფლებები~ _ გამოხ
მაურება ტომას პეინის ცნობილ მიმართვაზე `ადამიანის უფლებები~, რომელიც ამერი
კული რევოლუციის დროს დაიწერა. უოლსტონკრაფტის ნააზრევის განვრცობას მისმა
ადრეულმა სიკვდილმა დაუსვა წერტილი _ ირონიულია, რომ ის მშობიარობის დროს გარ
დაიცვალა. მშობიარობა ქალებისთვის წყევლა იყო ბოლო დრომდე, სანამ ქალები არ მო
ექცნენ სამედიცინო ყურადღების ქვეშ (მისი ქალიშვილი, რომელიც მშობიარობის დროს
გადარჩა, გახლდათ მერი შელი, ფრანკენშტაინის, ან თანამედროვე პრომეთეს ავტორი.).
მე 19 საუკუნეში ქალების გარკვეული რაოდენობა დღის სოციალურ პრობლემატიკაში
ჩაერთო. ამერიკაში, ყველაზე მნიშვნელოვანი იყვნენ ჯეინ ადამსი და შარლოტა პერკინს
გილმანი. ეს ქალები აერთიანებდნენ როგორც აქტიურ ინტერესს სოციალურ სამუშაოში,
ასევე წვლილი შეჰქონდათ სოციალურ თეორიაში. ადამსმა ჩიკაგოში დააარსა ჰალ ჰაუსი
(ჰალის სახლი), რომელიც ქვეყანაში პირველი სოციალური სამუშაოს სააგენტო იყო; გილ
მანმა წინ წამოსწია სოციალური საკითხების თეორიული ასპექტები, როგორიცაა საკანონ
მდებლო სისტემის გავლენა ქალების ცხოვრებაზე, სადაც არ გააჩნდათ არც ეკონომიკური
და არც პოლიტიკური უფლებები.
მიუხედავად ამ და სხვა პიონერების წვლილისა, ქალების ხმა უმეტესწილად უყუ
რადღებოდ დარჩა ადრეული სოციოლოგების მხრიდან (და სხვა სოციალური მეცნიერე

50

ბებისგან). არც მე 19 საუკუნის ბოლოს და არც მე 20 საუკუნის დასაწყისში მამაკაცი
სოციოლოგები აქცევდნენ სათანადო ყურადღებას ქალების ცხოვრებას ან კიდევ იმას,
როგორ ფორმირდებოდა გენდერი სოციალური ურთიერთობების, კულტურისა და სო
ციალური მოქმედების შედეგად. სიტყვა კაცის ზოგადი გამოყენება, რომელიც ქალების
დაქვემდებარებულ კატეგორიასაც მოიცავდა, ჩვეულებრივ მოვლენად იყო მიჩნეული.
მკვლევარები და თეორეტიკოსები, როგორც წესი, წერდნენ სოციალური როლების, მაგალითად, მოქალაქის, ეკონომიკური სუბიექტის და კულტურული პროდიუსერის რო ლის შესახებ, თითქოს ისინი ავტომატურად მიუკუთვნებოდნენ მხოლოდ კაცებს (თუ ეს განსხვავებულად არ იყო აღნიშნული). არც ერთმა დამაარსებელმა სოციოლოგიურმა თეორეტიკოსმა არ დაუთმო სათანადო ყურადღება ქალების ცხოვრების შესწავლას ან კიდევ გენდერულ სხვაობათა როლის განხილვას საზოგადოებაში.
მხოლოდ 1960 იან და 1970 იან წლებში ქალთა მოძრაობისა და ქალ სოციალურ მეც
ნიერთა მზარდი რიცხვის კომბინაციამ დაიწყო არსებული მიკერძოებულობის შეცვლა.
როდესაც ქალები (და ნაკლები ხარისხით კაცები) მოუწოდებდნენ სოციალურ მეცნიერე
ბას, ეღიარებინა გენდერის მნიშვნელობა სოციალურ ცხოვრებაში, ისინი დამაარსებელი
თეორეტიკოსების ნაშრომებს მიმართავდნენ კონცეპტუალური ცნებებისთვის; განიხი
ლავდნენ, როგორ განაპირობებდა გენდერს სოციალური კლასი, მარქსის მიხედვით და
რასა _ დუბუას მიხედვით. ასევე განიხილავდნენ ქალების როლს სოციალური სოლი
დარობის მიღწევაში, რასაც დურკჰაიმმა გაუსვა ხაზი ñ ქალებს ენიჭებოდათ ძირითა
დი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ბავშვების აღზრდაში, არამედ ოჯახში და ოჯახებს
შორის კონფლიქტების გადაჭრაში, აგრეთვე ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობების
შენარჩუნებაში. იმ პერიოდში, ოჯახები გაფანტული იყვნენ მიგრაციისა და სამუშაო ადგ
ილების შეცვლის შედეგად, რაც ახასიათებდა თანამედროვე ეპოქას. მიდის ნაშრომების
გათვალისწინებით, მეცნიერი ქალები იკვლევდნენ, როგორ განაპირობებს გენდერი
სოციალური ინტერაქციის ფორმებს; მათ გამოავლინეს მამაკაცის და ქალის საუბრის
განსხვავებული სტილი (თანენ, 1994). ვებერზე დაყდნობით, ისინი შეისწავლიდნენ `რა
ციონალიზაციის~ გავლენას გენდერულ როლზე. მე 20 საუკუნეში პროფესიონალი სპე
ციალისტების გამოჩენა _ დაწყებული მედიცინიდან სოციალურ სამსახურამდე და დამ
თავრებული ბალზამირებით, მასობრივი პროდუქციის ზრდამ და საკვების მარკეტინგმა,
ტანსაცმლის ბიზნესმა ტრადიციულად ჯამაგირის გარეშე მყოფი `ქალის სამუშაო~ კო
მერციულ ეკონომიკად გადააქცია; ამავე დროს `დიასახლისების~ სამუშაო ნაკლებად
მნიშვნელოვანი გახდა. ახლა ხალხს უკვე შეეძლო პროდუქტებისა და მომსახურების
ყიდვა, მაშინ, როდესაც ადრე ისინი უფასოდ იყო მოწოდებული ცოლების, დედებისა და
ქალიშვილების მიერ.
ფემინისტი თეორეტიკოსები სწავლობდნენ დამაარსებელი სოციოლოგების თეო რიებს ñ და ხშირად არ ეთანხმებოდნენ მათ. ეს უთანხმოება არ არის იშვიათი მეცნიერე ბაში. სოციოლოგებს სჭირდებათ ხელმძღვანელობა და წინაპარ მეცნიერთა შემოთავა ზებული ანალიტიკური იარაღი, მაგრამ მათ ასევე სჭირდებათ ამ მასწავლებლების მიღმა გასვლის გამბედაობა, როდესაც ისინი კვლევას აწარმოებენ.
ფემინისტი სოციოლოგები დაინტერესებული არიან ქალებთან დაკავშირებით უფრო
ისეთი ტიპის კვლევები ჩაატარონ, რომლებიც უკვე ჩატარებულა მამაკაცებს შორის.
პირველ რიგში, ფემინისტები მოითხოვენ სოციოლოგიაში _ მეცნიერებს მოუწოდებენ,

51

რომ აღიაროს და სერიოზულად მოეკიდოს გენდერული განსხვავების როლს და სოციალური
ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტის სტრუქტურირებაში გენდერულ ურთიერთობებს.
პიროვნული იდენტობისა და ინტიმური ურთიერთობების, განათლებისა და სამსახუ
რის სფეროებში და მოხუცებულობის პროცესშიც კი, მამაკაცებისა და ქალების ცხოვრე
ბა არა მხოლოდ განსხვავდება, არამედ ორივე განპირობებულია იმით, როგორ განსაზ
ღვრავენ კულტურები გენდერს. დასავლურ საზოგადოებაში ქალები, როგორც წესი,
ცხოვრობენ უფრო დიდხანს, ვიდრე კაცები (ეს განპირობებულია მამაკაცის გენდერული
როლით, რაც განაპირობებს ადრეული სიკვდილის მაღალ მაჩვენებლებს _ ომის, დანა
შაულისა და ინფარქტების გამო).
არსებობს ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომ ქალებმა თავიანთი თავი მამაკ
აცებთან მიმართებაში უნდა განიხილონ (როგორც ცოლებმა ან საყვარლებმა); ეს შეხედ
ულება არ ითვალისწინებს იმას, რომ ქალების უმეტესობა თავისი დარჩენილი ცხოვრების
10 წელიწადს ან უფრო მეტს თითქმის ექსკლუზიურად ქალთა გარემოცვაში გაატარებს.
ფემინისტებმა გამოავლინეს მიკერძოებულობა და დამახინჯებები სოციოლოგიის
პირველად თეორიებში. როგორც დოროთი სმითმა (1992) აჩვენა, სოციოლოგია ჩა
მოყალიბდა მამაკაცების სპეციალური ინტერესის საფუძველზე იმ სფეროებში, სადაც
მათ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ანუ მთავრობაში, ბაზარზე, რელიგიურ
იერარქიაში, კორპორაციებსა და მსგავს ადგილებში. მაგალითად, სოციოლოგებმა უფრო
მეტი ყურადღება მიაქციეს ფორმალურ ორგანიზაციებს, ვიდრე ოჯახურ ცხოვრებას.
ტრადიციულად, ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოშორებული იყვნენ; მაგრამ
ამავე დროს, მამაკაცებმა ცოტა რამ თუ იცოდნენ პირადი სამყაროს შესახებ ñ მაგალი
თად, როდესაც ქალაქგარეთ მცხოვრები საშუალო ფენის წარმომადგენელი მამაკაცები
სამსახურში წასვლისას უკან მოიტოვებდნენ ამ კერძო სამყაროს.
ამან გამოიწვია შეუსწავლელი საკითხების არსებობა და მიკერძოებულობა ცნებებთან
მიმართებაში. მაგალითად, ეკონომისტები იყენებდნენ სიტყვას `სამუშაო~ მხოლოდ ხელ
ფასიან სამსახურთან დაკავშირებით და ყურადღებას არ აქცევდნენ სახლის სამუშაოს ეკო
ნომიკურ ფასს, რასაც ძირითადად ქალები ასრულებდნენ. სმითის მიხედვით, სოციოლო
გიის განხორციელება ქალების პერსპექტივიდან, თუნდაც გენდერული როლების ცოდნა,
არა მხოლოდ გააუმჯობესებს ჩვენს მიერ ქალების გაგებას, არამედ მიგვიყვანს ზოგადად
პირადი ურთიერთობების უფრო ღრმა გაგებამდე, რაც ტრადიციულად ქალების სფეროა.
ფემინისტურმა თეორიამ ისევე მოიგო სოციოლოგიის განვითარების შედეგად, რო
გორც სოციოლოგია განვითარდა და გაუმჯობესდა ფემინისტური თეორიების გათვა
ლისწინების შედეგად. აფრო ამერიკელმა სოციოლოგებმა, ისევე როგორც სხვებმა,
აღნიშნეს მიკერძოებულობის ფაქტი სმითის ნაშრომებში (კოლინსი, 1990). იგი ძირითადად
საუბრობდა ქალაქგარეთ მცხოვრებ ქალებზე, რომელთა რიცხვს თვითონ ეკუთვნოდა და
ძირითადად თეთრკანიანი საშუალო ფენის ქალების ცხოვრებას აღწერდა; მან შესწორება
შეიტანა გენდერულ მიკერძოებულობაში, თუმცა შემოიტანა რასობრივი მიკერძოებულო
ბა. ფერადკანიანი ქალების გამოცდილება ñ ქალად ყოფნის მათი გამოცდილების ჩათვ
ლით ñ საგრძნობლად განსხვავდება თეთრკანიანი ქალების გამოცდილებისგან.
ახალი შეხედულებების საფუძველზე, სოციოლოგებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს
კლასიკური სოციოლოგიური თეორიის ძირითადი ამოსავალი წერტილები _ კერძოდ ის,

52

რომ შესაძლებელია სოციალური ქცევის უნივერსალური კანონებისა და პრინციპების აღ მოჩენა, რომლებიც შეიძლება მივუყენოთ კულტურულ გარემოსა და სოციალურ მოქმედ პირებს დროის პერიოდის მიუხედავად.
სოციოლოგიისადმი უფრო კრიტიკული მიდგომა თვლის, რომ ყოველთვის უნდა მი
ექცეს ყურადღება თეორიის ისტორიას, მის კულტურულ ფესვებს, სოციალურ მოქმედ
პირებსა და მათ მოქმედებებს, რომლებმაც ის გამოიწვია (ან შეავიწროვა). თეორიაში
ცვლილებების შეტანა არა მხოლოდ თეორეტიკოსების მიერ გარკვეული ასპექტების სხ
ვანაირად მოაზრების შედეგია, არამედ სოციალურ სამყაროში მომხდარ ცვლილებაზე
რეფლექსიისა, რის ახსნასაც თეორია ცდილობს. განსხვავებული მოსაზრებები არის არა
გადაუწყვეტლობის ნიშანი, არამედ შემოქმედებითობის წყარო. დღეს ფემინისტური სო
ციოლოგია კრიტიკული სოციალური თეორიის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა.
მოკლედ რომ ვთქვათ, სოციოლოგია განაგრძობს თავისი საფუძვლების მიღმა განვი
თარებას _ თეორიას უბრუნდებიან, შეაქვთ შესწორებებივ და ცვლილებები უფრო დიდი
ცოდნისა და ახალი პრობლემატიკის გათვალისწინებით. ამიტომაა სოციოლოგია ცოცხა
ლი მეცნიერება.

1. სოციოლოგია არის ადამიანების საზოგადოების, სოციალური მოქმედების ბევრი
განზომილებისა და სოციალური ურთიერთობების კვლევა. ს. რაით მილსმა შექმნა
ტერმინი სოციოლოგიური წარმოსახვა, რომ აღეწერა ადამიანების უნარი, მოიაზ
რონ თავიანთი პირადი გამოცდილებები მათ გარშემო არსებული სამყაროს კონტექ
სტის გათვალისწინებით. მილსის მიხედვით, ადამიანებს შეუძლიათ უფრო ფართო
საკითხების შემეცნება, რაც შეუძლებელია მხოლოდ პირადი გამოცდილების საშუ
ალებით.
2. ხუთი ძირითადი ცნება ძალიან დაეხმარა სოციოლოგებს კომპლექსური, მუდმივად
ცვალებადი სოციალური სამყაროს ახსნაში. ეს ცნებებია: სოციალური სტრუქტურა
(შედარებით სტაბილური, სოციალური ურთიერთობების, სოციალური პოზიციების
და ადამიანების რაოდენობის მდგრადი ფორმები); კულტურა (აზროვნების, გაგების,
შეფასების და კომუნიკაციის საერთო გზები, რომლებიც შეადგენენ ადამიანების
ცხოვრებას); ძალაუფლება (სოციალური მოქმედი პირის უნარი, გააკონტროლოს სხ
ვების მოქმედებები პირდაპირ ან არაპირდაპირ); და ფუნქცია (წვლილი, რომელიც
ურთიერთობას, პოზიციას, ორგანიზაციას ან სხვა სოციალურ ფენომენს შეაქვს
უფრო დიდ სოციალურ მთელში). ის რაც ხდება სისტემის ერთ ნაწილში ფუნქციურად
ინტეგრირებულ სისტემაში, გავლენას ახდენს სხვა ნაწილებზე ისევე, როგორც ისინი
ახდენენ გავლენას მასზე.
3. როგორც ყველა მეცნიერება, სოციოლოგია ეფუძნება ემპირიულ დაკვირვებას (მო
ნაცემები გროვდება აბსტრაქციისა და ინტერპრეტაციის დახმარებით და ექვემ
დებარება გამეორებას) და ლოგიკურ ანალიზს (რომელიც მოიცავს ანალიზის ერ
თეულებისა და ურთიერთობების გამოვლენას და თეორიის აგებას).
4. სოციალური ფაქტები სოციალური ცხოვრების მდგრადი თვისებებია, რომლებიც გა
ნაპირობებენ ან ზღუდავენ ინდივიდების მოქმედებას. სოციალური ფაქტები საფუძ

53

ველს ინდივიდებში კი არ იღებს, არამედ ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის ურთიერ თობებიდან გამომდინარეობს.
5. სოციოლოგია ჩაისახა მე 18 და მე 19 საუკუნეებში, სწრაფი სოციალური ცვლილე
ბების პერიოდში. `თანამედროვე ეპოქის~ საფუძველი ურბანული, კაპიტალისტური,
ინდუსტრიული საზოგადოების განვითარებაა; განსხვავებული (არა ევროპული)
კულტურების აღმოჩენასა და პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ქაოსში იმ პერიო
დის სოციოლოგიური მოაზროვნეების შეხედულებები დღესაც აქტუალურია.
6. ადამ სმითი რაციონალური არჩევნის თეორიის ფუძემდებელია. ამ თეორიის მი
ხედვით, ადამიანები გადაწყვეტილების მიღების დროს ირჩევენ მოქმედების ისეთ გზას, რომელიც მათთვის ყველაზე ხელსაყრელია. ჯერემი ბენტემმა გააფართოვა ეს შეხედულება. იგი თვლიდა, რომ საჭიროა სამთავრობო ჩარევა, რათა საზოგადოებამ უკეთესად იფუნქციონიროს და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს საზოგადოების რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობა.
7. კარლ მარქსმა აჩვენა, რომ საზოგადოების ეკონომიკური სისტემა განაპირობებს
სოციალური ცხოვრების ყველა სხვა ასპექტს და წარმოქმნის მუდმივ სოციალურ
კონფლიქტს. მარქსის შეხედულებით, კაპიტალისტურ სისტემაში ძალაუფლება კაპ
იტალისტების ხელშია და ამ ძალაუფლებას მუშებზე ახორციელებენ. ერთადერთი
გზა მუშებისთვის, გადალახონ ეს ჩაგვრა, არის დაგეგმილი სოციალური აქტივობა
და რევოლუცია.
8. ემილ დურკჰაიმს აინტერესებდა ის სოციალური ძალები, რომლებიც კრავენ საზოგა
დოებას ანუ ფენომენი, რასაც ის სოციალურ სოლიდარობას უწოდებდა. მექანიკური
სოლიდარობა ეფუძნება ღირებულებების, წესებისა და შეხედულებების გაზიარებას.
ორგანული სოლიდარობა არის ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც ეფუძნება
შრომის კომპლექსურ განაწილებას. დურკჰაიმი ხაზს უსვამდა საზოგადოების სხ
ვადასხვა ნაწილს შორის ურთიერთობას და წერდა იმ საფრთხეების შესახებ, რომ
ლებიც ანომიას მოაქვს.
9. მაქს ვებერი მნიშვნელოვანი ფიგურაა იმით, რომ მან სოციოლოგიაში შემოიტანა
სოციალური ცხოვრების სუბიექტური ბუნების ცნობიერება; ამით მან დააბალანსა ის, რომ მარქსი ეკონომიკურ ძალებს ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და მიიჩნია, რომ კულტურას თანაბარი გავლენა აქვს, ასევე დურკჰაიმის ფუნქციური ინტეგრაციის განხილვის დროს ძალაუფლების ცნება შემოიტანა. ვებერისთვის, თა ნამედროვე ეპოქის ყველაზე ფუნდამენტური ტენდენცია სოციალური მოქმედებისა და სოციალური ინსტიტუტების მზარდი რაციონალიზაცია იყო.
10. ჯორჯ ჰერბერტ მიდი და სიმბოლური ინტერაქციონისტები ხაზს უსვამდნენ ყოველ
დღიურ ურთიერთობას და არა ფართო, დიდმასშტაბიან სოციალურ ფორმებს. ისინი
ამბობდნენ, რომ ადამიანები მიმართავენ და რეაგირებენ სხვების ქცევის გათვა
ლისწინებით და აქედან ავითარებენ სოციალური სიტუაციის გაზიარებულ განსაზ
ღვრებას.
11. ვ.ე.ბ. დუბუა ñ ნოველისტი, აქტივისტი და სოციოლოგი ñ შემოიტანა ორმაგი ცნო
ბიერების ცნება და იდენტობების ჩამოყალიბება, გაანალიზა კოლექტიური ბრძოლის
როლი სოციალურ ცვლილებაში და ხაზი გაუსვა ადამიანის ლტოლვას, მიაღწიოს
იდეალებს.

54

12. ფემინისტმა სოციოლოგებმა რეაგირება მოახდინეს გენდერის მიმართ დიდი ხნის
უყურადღებობაზე და ხაზი გაუსვეს როგორც კულტურულ პროცესებს, რომლებიც
განაპირობებენ გენდერულ სხვაობებს, ასევე მათ შედეგებსაც. ფემინისტები არა მხ
ოლოდ ატარებენ ემპირიულ კვლევებს ქალების შესახებ, არამედ ავითარებენ ახალ
თეორიებს და ამგვარად ცვლიან ზოგადად სოციალური პროცესების ჩვენეულ მოაზ
რებას; ისინი მთავარ ყურადღებას აქცევენ გენდერის და სოციალურ აქტივობებს,
ასევე იმ სფეროებს, სადაც კაცები ნაკლებად მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ,
ვიდრე ქალები.

იმსჯელეთ
1. განსაზღვრე სოციოლოგიის 5 ძირითადი ცნება და მოიყვანე თითოეულის მაგალითი.
2. რა როლს ასრულებს ლოგიკა და ემპირიული დაკვირვება სოციოლოგიაში?
3. მოხაზეთ სოციოლოგიის სათავეები. როგორ ჩამოყალიბდა ისინი თანამედროვე
საზოგადოების განვითარების შედეგად?
4. შეადარე და დაუპირისპირე ერთმანეთს რაციონალური არჩევანის თეორია და მარქ
სის, დურკჰაიმის, ვებერისა და მიდის პერსპექტივები.
5. როგორ აკეთებენ სოციოლოგები კულტურული და გენდერული საკითხების მონა
ხაზს?
იაზროვნეთ კრიტიკულად
1. გამოიყენე სოციოლოგიური წარმოდგენა, რომ შენი პირადი გამოცდილებიდან სო
ციალური მხარე აჩვენო. ნაწილობრივ გამოიყენე ერთი სოციალური ფაქტი შენი
პასუხიდან. აჩვენე სოციოლოგიური მიახლოება როგორ მიდის საერთო შეგრძნების
მიღმა შენი გამოცდილების მიხედვით.
2. შეარჩიე მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენა და მასზე მიმართე 5 ძირითადი ცნება.
3. გაზეთში იპოვე ამბავი რაიმე სოციალურ საკითხთან დაკავშირებით. როგორ შეძლებს
საერთო მგრძნობელობა და სოციოლოგია ამ საკითხის განასხვავებულად ახსნას? 4. როგორ დაეხმარება 5 ძირითადი ცნება ერთმანეთს თქვენი უნივერსიტეტის, კოლე
ჯის ტერიტორიაზე რომელიმე ისეთი საკითხის ახსნისას, როგორიცაა სექსუალური
ძალადობა, დანაშაული, სწავლის გადასახადის ზრდა ან აკადემიური არაპატიოსნება?
5. აჩვენე როგორ დაამახინჯებს რასის ან გენდერის (ან ორივესი ერთად) უგულე
ბელყოფა მნიშვნელოვან სოციალური საკითხის გაგებას.

სიტყვარი

ანომია ñ იმ წესებისა და ღირებულებების შელახვა, რომელიც მართავს და ამთლიანებს სოციალურ ცხოვრებას და ინდივიდებს საკუთარი ადგილის პოვნის განცდას ანიჭებს.
ბურჟუაზია _ სოციალური კლასი კაპიტალისტურ განვითარებად საზოგადოებაში,
რომელთა საკუთრებაში და კონტროლშია პროდუქციის წარმოების საშუალებები (მიწა, ფაბრიკები, მანქანები და ა. შ.)

55
კაპიტალისტი _ ბურჟუაზიის წევრი. კაპიტალი არის ქონება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მომავალი სიმდიდრის საწარმოებლად.
კლასობრივი ცნობიერება _ სოციალური კლასის წევრებს შორის ჩამოყალიბებული ინტერესებისა და პრობლემების საერთო შეგრძნება.
კულტურა _ფორმირება, მეტ ნაკლებად საინტეგრაციო გზა აზროვნების, გაგების,
შეფასების და კომუნიკაციისა, რომელიც აყალიბებს ხალხის ცხოვრებას.
მონაცემი _ მეცნიერებაში დასმულ კითხვებზე სპეციფიკურად დროული ინფორ
მაცია.
ორმაგი ცნობიერება _ შეუსაბამობა პიროვნების საკუთარ იდენტობასა და იმას შო რის, რასაც მას საზოგადოება ანიჭებს.
ემპირიული დაკვირვება _ სამეცნიერო მონაცემებში სენსორული ინფორმაციის
ორგანიზაცია აბსტრაქციის, ინტერპრეტაციისა და რეპლიკაციის პროცესისა.
შესაწირი _ რომელსაც სოციალური ურთიერთობა, პოზიცია, ორგანიზაცია, ღირე
ბულება, ან სხვა ფენომენი უკეთებს უფრო დიდ სოციალურ ერთეულს.
ფუნქციური ინტეგრაცია _ შეთანხმება, სადაც სოციალური სისტემის განსხვავე
ბული ნაწილები ისე მჭიდროდაა დაკავშირებული, რომ რაც ხდება ერთში, გავლენას ახ
დენს მეორეზე.
ლოგიკური ანალიზი _ თეორიის ჩამოყალიბება ანალიზის განსხვავებული სფეროე ბის იდენტიფიცირებითა და მათ შორის ურთიერთკავშირით.
მექანიკური სოლიდარობა _ სოლიდარობა, რომელიც დაფუძნებულია საერთო რწ მენაზე, ღირებულებებსა და ჩვეულებებზე.
ორგანული სოლიდარობა _ ადამიანთა შორის ურთიერთდამოკიდებულება, რო მელიც დამყარებულია მუშაობის რთულ დანაწილებაზე.
ძალა, შესაძლებლობა _ მოვლენის, ფორმის ან სოციალური ორგანიზაციის სტრუქ ტურის გასნაზღვრა.
პროლეტარიატი _ კაპიტალისტური საზოგადოების წევრები, რომლებსაც არა აქვთ კონტროლი პროდუქციაზე. ტერმინი უშუალოდ მუშათა კლასს განეკუთვნება.
მეცნიერება _ ბუნებაზე დაკვირვების სისტემური გზა. მიზეზ შედეგობრივი კავ
შირების ძებნა და ცოდნის თეორიაში ჩამოყალიბება.
სოციალური _ განზრახული და არა ინსტინქტური ქცევაა. დამოკიდებულია სხ
ვების მიერ შექმნილ სოციალურ კონდიციებზე და ზემოქმედებას ახდენს სხვა სოციალურ
პირებზე.
სოციალური ფაქტები _ სოციალური ცხოვრების დამკვიდრებული წესები, რომელიც ინდივიდს მოქმედების გარკვეული ფორმისკენ უბიძგებს.
სოციალური სოლიდარობა _ მდგომარეობა, რომლის შედეგად განსაზღვრული სო ციალური ძალები ხალხს ერთად კრავს.
სოციალური სტრუქტურა _ შედარებით მყარი, სოციალური ურთიერთობების თუ
სოციალური პოზიციების მტკიცე პარადოგმები, რომლებზეც ინდივიდებს აქვთ მცირე
კონტროლი.
სოციოლოგიური წარმოდგენა _ პირადი გამოცდილებების აღქმის გზა სამყაროში
მიმდინარე პროცესების მიხედვით. სოციალური ურთიერთობების უფრო ღრმად შემეც ნება, რომელიც არა მხოლოდ პირად გამოცდილებას ეყრდნობა.

56

სოციოლოგია _ მეცნიერება ადამიანთა საზოგადოებაზე. მოიცავს როგორც სო ციალურ ქმედებებს, ასევე სოციალური ურთიერთობების ორგანიზაციას.
სტატუსის მქონე ჯგუფი _ არიან რასაზე, რელიგიაზე, პირად გემოვნებასა და სხვა
არაეკონომიკურ ფაქტორებზე დაფუძნებული ჯგუფები, რომელიც სოციალური იერარ ქიის დაარსებას უწყობს ხელს.
სიმბოლური ურთიერთქმედება _ ადამიანის ქცევის გაგება, როგორც კულტურაში შექმნილი და განმარტებული სოციალური ცხოვრებისა, სადაც ხაზგასმულია კოლექტი ურობის მნიშვნელობა.
თეორია _ სისტემური მცდელობა იმისა, როგორ შეიძლება იყოს ორი ან მეტი ფენო მენი ერთმანეთთან დაკავშირებული.
გაგება _ ვებერის ტერმინი იმის გასაგებად, რას ფიქრობენ და გრძნობენ ადამიანები.
57
58
თავი 2
სოციოლოგიური კვლევის მეთოდები

სოციოლოგია და სამეცნიერო კვლევა
კვლევის პროცესი

სოციოლოგიური კვლევის სირთულეები
ვალიდობა და სანდოობა
თეორია და კვლევა
ეთიკური საკითხები

კვლევის სტრატეგიები
კვლევები
ექსპერიმენტები
ეთნოგრაფია, საველე სამუშაო და ჩართული
დაკვირვება
კონტენტ ანალიზი
შედარებითი და ისტორიული კვლევა

ჩანართი
ძირითადი სტატისტიკური კონცეფციები
როგორ წავიკითხოთ ცხრილი
59
60


ლექტრიკოსმა იგი სისხლის გუბეში მწოლიარე აღმოაჩინა, თოფიც იქვე ეგდო:
კურტ კობეინი, როკ ჯგუფ `ნირვანას~ 27 წლის ლიდერი, რომელსაც ხშირად ახა

სიათებდნენ, როგორც `უცნობი თაობის გვირგვინოსან პრინცს~ (ნიუსუიქი, 18 აპრილი,
1995). `ნირვანას~ ელვისებური აღმასვლა დიდებისა და სიმდიდრისაკენ, როგორც ჩანს,
ერთდროულად მიუღებელიც იყო და მოულოდნელიც. კობეინსა და მისი ჯგუფის წევრებს
სძულდათ გადაპრანჭული, `ემ თი ვი~ ს გავლენის ქვეშ მოქცეული როკის სამყარო თავის
მადონასა და მაიკლ ჯეკსონისნაირ ყალბ კერპებიანად. ჯგუფის მუსიკა მიზანდასახულად
საზიზღარი და სადავო იყო, მათი დაძონძილი ტანსაცმელი და აბურძგნილი თმა კი _ გან
ზრახ ბინძური. და მაინც, ჯგუფის სახელწოდებიანი მათი პირველი ალბომის თითქმის 10
მილიონი ცალი გაიყიდა მთელ მსოფლიოში. ისეთი სტროფებით, როგორიცაა `ოჰ, კარგი
ერთი, რაც უნდა იყოს, არა უშავს~ _ კობეინი 90 იანი წლების გაუცხოების იდეის გამხ
მოვანებლად იქცა.
განქორწინებულთა შვილი, სუსტი ჯანმრთელობის კობეინი, ხშირად იყო გარიცხული
სკოლიდან, არ იყო ბედნიერი და თავს ნარკოტიკებით ირთობდა. კობეინის სიკვდილის
შემდეგ, მამამისმა, რომელსაც იგი 8 წლის განმავლობაში არ დალაპარაკებია, განაცხადა:
`კურტის შესახებ რაც კი რამ ვიცოდი, ყველაფერი ჟურნალ გაზეთებში ამოვიკითხე~.
მეგობრები კობეინს ახასიათებდნენ, როგორც კეთილ და მზრუნველ ადამიანს და ამას
თანავე როგორც საკუთარი თავის დამღუპველ ნარკომანს, რომელიც ხშირად განიცდიდა
დეპრესიის შემოტევებს.
როდესაც ახალი ამბავი კობეინის თვითმკვლელობის შესახებ მედიაში მოხვდა, რა დიოსადგურები (განსაკუთრებით მის მშობლიურ ქალაქ სიეტლში) უბედურებისაგან თავზარდაცემული ფანების ზარებით აივსო. ერთ ერთმა დისკ ჟოკეიმ გადაცემები დაი წყო სიტყვებით `ეს არ გააკეთო~ და შემდეგ ხშირად იმეორებდა ცხელი ხაზის შეტყობინე ბებს თვითმკვლელობათა რიცხვის შესახებ.
ჩვენ თვითმკვლელობა მიგვაჩნია ქმედებათაგან ყველაზე პირადულად, როგორც
გადაწყვეტილება, რომელსაც ცალკეული პირი იღებს სასოწარკვეთილების, სულიერი
ტანჯვის თუ ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვის გამო. როდესაც კობეინის სიკვდი
ლის შემდეგ არაერთმა ახალგაზრდამ ამგვარადვე დაასრულა სიცოცხლე, ეს ადამიან
ებისთვის იყო შეხსენება, რომ თვითმკვლელობაზე გავლენას ახდენს სოციალური ფაქ
ტორები _ ცნობილი მაგალითების ჩათვლით. თვითმკვლელობათა სიხშირე ჩვეულებრივ
უფრო მაღალია იმ რაიონებში, სადაც რადიოსადგურები გადასცემენ მუსიკას, რომელშიც
ხაზგასმულია, როგორიცაა ოჯახური განხეთქილების, ალკოჰოლიზმისა და შრომისადმი
გაუცხოების პრობლემები (სტაკი და განლაჩი, 1992წ.). უფრო მეტიც, თვითმკვლელობის
სიხშირე თინეიჯერებში სულ უფრო და უფრო იზრდება (იხ. სქემა 2.1). 15 24 ასაკის ადა
მიანებში, თვითმკვლელობა სხვა ტიპის მკვლელობებს შორის მესამე ადგილზეა. (აშშ ს
ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (1995წ.).
ცალკეული თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს დასაქმების პერსპექ
ტივების ცვლილებით, სოციალურ ღირებულებებთან შეუსაბამობით ოჯახური და ბევრი
სხვა პირადული პრობლემით, მაგრამ სოციოლოგები მაინც ცდილობენ მოიაზრონ თვით
მკვლელობა, როგორც სოციალური მოდელი. ისინი განიხილავენ არა ცალკეულ შემ
თხვევებს, არამედ თვითმკვლელობათა კოეფიციენტებს, ე.ი. თვითმკვლელობათა პრო

61
თეთრ-
კანიანი

შავ-
კანიანი

სქემა 2.1 თვითმკვლელობათა მაჩვენებელი 10 24 წლის ამერიკელებში 1980 1992 წწ.
ფსიქოლოგიურ შემთხვევათა შესწავლამ შესაძლებელია განმარტოს
ინდივიდუალური თვითმკვლელობები, მაგრამ ვერ ხსნის სხვადასხვა
სოციალურ ჯგუფებში მიმდინარე თვითმკვლელობების კოეფიციენ
ტების ვარიაციებსა და ცვლილებებს. რატომ არის თვითმკვლელობის
მაჩვენებელი 10 დან 19 წლამდე ზრდადი და არ არის 20 დან 24 მდე
მყოფთა უმრავლესობისთვის? რატომ არის თვითმკვლელობის კოე
ფიციენტი შავკანიანი ახალგაზრდებისათვის, განსაკუთრებით მამაკ
აცებისათვის უფრო სწრაფად მზარდი, ვიდრე თეთრკანიანი მამაკ
აცებისა და სხვა ახალგაზრდებისათვის?
წყარო: ადაპტირებულია აშშ ის სოცუზრუნველყოფის დეპარტამენ
ტის ყოველკვირეული ანგარიშიდან ჩვეულებრივი და ავადმყოფობით
გამოწვეული სიკვდილიანობის შესახებ, 1995 წლის 2 აპრილი, გვ.290
პორციებს განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებში. დიდმა ფრანგმა სოციოლოგმა ემილ დურკჰაიმმა განჭვრიტა, რომ ეს კოეფიციენტები შეიძლება აიხსნას სოციალური ფაქტე ბით და ხელი მოჰკიდა სოციალური კვლევის ერთ ერთ ყვალაზე მნიშვნელოვან საკითხს, რაც კი ოდესმე გამოუკვლევიათ.
დურკჰაიმის დროს, ისევე როგორც ჩვენს პერიოდში, თვითმკვლელობა, როგორც
წესი, ინდივიდუალური პირობებით იხსნებოდა: მიიჩნეოდა, რომ მსხვერპლი იმყოფე
ბოდა დეპრესიაში, იყო სულით ავადმყოფი ან რაღაც აუტანელი დანაკარგის გამო ჰქონ
და მიღებული ტრამვა. მაგრამ დურკჰაიმმა იცოდა, რომ თვითმკვლელობა რომელიღაც

62
გარკვეულ ჯგუფებში მეტად იყო გავრცელებული, ვიდრე სხვებში და გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს გამოწვეული იყო სოციალური ფაქტორებით და არა შემთხვევითობით. იგი იყენებდა მონაცემთა სისტემურ კრებულს თავისი ეჭვის შესამოწმებლად, აგროვებდა რა ინფორმა ციას თვითმკვლელობათა კოეფიციენტის შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში, წელიწადის სხვა დასხვა დროისათვის და იმ ადამიანთა შორის, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ სხვადასხვა სოციალურ კატეგორიებსა და ჯგუფებს; იყენებდა სახელმწიფო არქივებში არსებულ მასალასაც, სადაც აღნუსხული იყო თვითმკვლელობათა რიცხვი და მსხვერპლის ასაკი, სქესი, ოჯახური მდგომარეობა, ეროვნება, რელიგია და ა.შ.
ამ ინფორმაციის გაანალიზებით დურკჰაიმმა აღმოაჩინა, რომ ჩვეულებრივი ახსნა
სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. თვითმკვლელობათა კოეფიციენტები (და არა მხოლოდ
რაოდენობა) განსხვავდებოდა ქვეყნების, წელიწადის დროისა და ჯგუფების მიხედვით.
თუ თვითმკვლელობა გამოწვეული იყო მხოლოდ და მხოლოდ პირადი პრობლემებით,
მაშინ რითი იყო გამოწვეული ასეთი დიდი ცვალებადობა მის კოეფიციენტებში? მან სა
განგებოდ შეამოწმა, რომ დარწმუნებულიყო _ ხომ არ იყო ეს უბრალოდ იმით გამოწვეუ
ლი, რომ ზოგიერთ ჯგუფში ფსიქიკური დაავადების კოეფიციენტის მაჩვენებელი უფრო
მაღალი იყო, მაგრამ კავშირი სულიერი დაავადებისა და თვითმკვლელობათა კოეფიცი
ენტებს შორის არ იყო თანმიმდევრული. ზოგიერთ ჯგუფს ჰქონდა სულიერი დაავადების
მაღალი, მაგრამ თვითმკვლელობის უფრო დაბალი კოეფიციენტები, სხვა ჯგუფებს კი
ორივე კოეფიციენტის მაჩვენებლები მაღალი ჰქონდა. დურკჰაიმმა ისიც შენიშნა, რომ ქა
ლებს მამაკაცებზე ხშირად უსვამდნენ სულით ავადმყოფობის დიაგნოზს, მაგრამ ისინი
უფრო იშვიათად ამთავრებდნენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით. ამოტივტივდა სხვა,
მოულოდნელი ინფორმაციაც: დურკჰაიმმა შეამჩნია, რომ ადამიანთა უმრავლესობა სი
ცოცხლეს თვითმკლელობით ამთავრებდა წელიწადის უფრო თბილ და მზიან დროს და არა
ზამთრის ცივ, პირქუშ დღეებში, როგორც ეს ბევრს შეიძლება ჰგონებოდა.
ამგვარად, თავმოყრილმა ფაქტებმა და სტატისტიკამ დურკჰაიმი მიიყვანა იმ დასკვ
ნამდე, რომ თვითმკვლელობა, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც, დამოკიდებ
ული იყო სოციალურ ვითარებაზე. როგორც ის წერდა თავის კლასიკურ გამოკვლევაში
`თვითმკვლელობა~ (1897/1951 და გვ. 145), თვითმკვლელობა ემყარება `სოციალურ მიზე
ზებს და თავისთავად კოლექტიური მოვლენაა~. იმ სოციალური ჯგუფის მახასიათებლები,
რომელშიც ადამიანები აღმოჩნდებიან გაერთიანებულნი, მეტ ნაკლებად შესაძლებელს
ხდის თვითმკვლელობას; თვითგანადგურება არ არის უბრალოდ პირადული ქმედება.
დურკჰაიმი აშკარად ინდივიდუალურ, პირადულ ქმედებებს ხსნიდა კოლექტიური მიზეზე
ბით, პირობებით, რომლებიც შესაძლებელია, ინდივიდუალ მოქმედ პირებს არც კი ჰქონ
დათ შეგნებულად გაცნობიერებული.

სოციოლოგია და სამეცნიერო კვლევა

დურკჰაიმის უმთავრესი მიზანი იყო სოციოლოგიის მეცნიერებად ჩამოყალიბება.
როგორც პირველ თავში ვიხილეთ, სამეცნიერო მეთოდი მოითხოვს მონაცემთა სისტე
მატურ, ემპირიულ და ლოგიკურ შეგროვებასა და ანალიზს. თვითმკვლელობის კვლევი

63

სას დურკჰაიმს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ეჩვენებინა: პირველი _ სამეცნიერო მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სოციალური ქცევის კვლევისას და მეორე _ სო ციოლოგიური კვლევის შედეგები ახალ განზომილებას მატებს ჩვენ მიერ გარესამყაროსა და საკუთარი თავის წვდომას.

კვლევის პროცესი
დურკჰაიმი იყენებდა შვიდ `სანიმუშო~ ნაბიჯს _ პრობლემის განსაზღვრას, ლიტე რატურის მიმოხილვას, ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას, კვლევის გეგმის შერჩევას, მონაცემ თა შეგროვებას, მონაცემთა გაანალიზებასა და დასკვნების გაკეთებას (იხ. სქემა 2.2.). თითოეული ამ ნაბიჯთაგანი გადამწყვეტია, თუმცა შესაძლოა, ყოველთვის აღნიშნული ზუსტი თანმიმდევრობით არ შეგვხვდეს.
1. პრობლემის განსაზღვრა
საკვლევი თემის შერჩევა და მთავარი
კონცეფციების განსაზღვრა

2. ლიტერატურის მიმოხილვა
არსებულ თეორიასთან გაცნობა
და თემის კვლევა

3. ჰიპოთეზის ჩამოყალიბება
კავშირის დადგენა ზომვად ცვლადებს
შორის ისე, რომ შესაძლებელი გახდეს
მათი გაზომვა და ჰიპოთეზის შემოწმება

4. კვლევის გეგმის შერჩევა
შესასწავლი მეთოდის შერჩევა: ექსპერიმენტი,
მიმოხილვა, საველე დაკვირვება ან
ისტორიული მეთოდი
5. მონაცემთა შეგროვება
ჰიპოთეზის შესამოწმებელ მონაცემთა შეგროვება

6. მონაცემთა გაანალიზება
მონაცემებზე მუშაობა და მათი შემოწმება
ჰიპოთეზის ასახსნელად

7. დასკვნების გაკეთება
კვლევის შედეგების შეჯამება მათი მნიშვნელობის
გათვალისწინებით, აღმოჩენების დაკავშირება
არსებულ თეორიასა და კვლევასთან
და მომავალი კვლევისათვის პრობლემების დადგენა
სქემა 2.2 . `სანიმუშო~ ნაბიჯები კვლევის პროცესისთვის
კვლევის ჩატარებისას ყველა სოციოლოგი მისდევს ერთსა და იმავე ძირითად ნაბიჯებს, თუმცა არა აუცილებლად ერთი თანმიმდევრობით.

პრობლემის განსაზღვრა

პირველი ნაბიჯი _ პრობლემის განსაზღვრა, არც ისე მარტივია, როგორც შეიძლება
ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს. რა არის თვითმკვლელობა? გავრცელებული განმარტება
იქნებოდა `საკუთარი სიცოცხლის განზრახ დასრულება~. ამ განმარტებას უეჭველად
მიესადაგება ხიდიდან გადახტომა ან თავში ტყვიის დახლა, მაგრამ როგორ მოვიქცეთ,
როცა საქმე გვაქვს საჭირო მედიკამენტებზე უარის თქმასთან ან გაქანებული საბარგო
მანქანის გზიდან არჩამოცილებასთან? ან რა ვთქვათ იმ ჯარისკაცზე, რომელიც საკუთარ
სიცოცხლეს სწირავს ბრძოლის დროს თანამებრძოლთა გადასარჩენად? დურკჰაიმმა
გადაწყვიტა თვითმკვლელობად ჩაეთვალა `სიკვდილის ყველა ის შემთხვევა, რომელიც

64

პირდაპირ ან არაპირდაპირ გამომდინარეობს თვით მსხვრეპლის იმ პოზიტიური ან ნეგა ტიური ქმედებისაგან, რომელიც ამგვარ შედეგებს გამოიწვევს და ეს მან იცის~. როდესაც ორივეს _ `ჩადენას~ და `არ ჩადენას~ აზუსტებდა, დურკჰაიმმა გააფართოვა თვითმკვლ ელობის გავრცელებული განმარტება, მასში ჰეროიკული ქმედებების (ჯარისკაცის მიერ ალტრუიზმის პოზიტიური აქტის ქმედება) და ასევე, ბედთან შერიგების, დაავადების ან ზიანის თავიდან არ აცილების ჩართვით.
ისევე, როგორც სხვა მეცნიერები, სოციოლოგებიც ცვლადი სიდიდეების პირობებში
აზროვნებენ. ცვლადი სოციოლოგიური სიდიდე არის სოციალური ცხოვრების ნებისმიერი
ასპექტი, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება მერყეობდეს ან იცვლებოდეს, ან თავს
იჩენდეს სხვადასხვა ოდენობითა და სიხშირით. თვითმკვლელობის კოეფიციენტი ცვლადი
სიდიდეა, რადგან იგი მერყეობს სხვადასხვა პერიოდში და იცვლება სხვადასხვა სოციალურ
ჯგუფებთან მიმართებაში. დურკჰაიმი მიიჩნევდა, რომ თვითმკვლელობის კოეფიციენტი
დამოკიდებული იყო სხვა ცვლად სიდიდეებზე და მათი დადგენა მიზნად ჰქონდა დასახული.
ამგვარად, დურკჰაიმის კვლევაში თვითმკვლელობის კოეფიციენტი იყო დამოკიდებული
ცვლადი სიდიდე. ის ფაქტორები კი, რომლებიც მასზე მოქმედებდნენ _ დამოუკიდებული
ცვლადი სიდიდეები (ეს ის ფაქტორებია, რომლებიც მერყეობენ სხვა მიზეზების გამო, ე.ი.
თვითმკვლელობის კოეფიციენტის ცვლილებისაგან დამოუკიდებლად).
მკვლევარებმა არა მარტო უნდა განსაზღვრონ ის ცვლადი სიდიდეები, რომელთა შეს
წავლაც სწადიათ, არამედ ასევე უნდა დააზუსტონ, რისი გაგება სურთ მათ შესახებ. სხვა
სიტყვებით, მათ უნდა ჩამოაყალიბონ კვლევის პრობლემა. დურკჰაიმის პრობლემა _ ის,
რასაც იგი მთელი ყურადღებით მოეკიდა _ არ გახლდათ კითხვა, რას ნიშნავს თვითმკვ
ლელობა მათთვის, ვინც თავს იკლავს და არც ის, როგორ განიცდიან ამას მათი ოჯახები.
მისი პრობლემა იყო თვითმკვლელობათა კოეფიციენტებში ვარიაციის სოციალური მოდ
ელების ახსნა. რატომ ხასიათდება წლის გარკვეული სეზონები, გარკვეული ადგილები და
გარკვეული სოციალური ჯგუფები თვითმკვლელობათა უფრო მაღალი ან დაბალი კოეფი
ციენტებით, ვიდრე სხვები?

ლიტერატურის მიმოხილვა

სოციოლოგები უმეტესწილად, მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ არსებული
ლიტერატურის მიმოხილვაზე დაყრდნობით წყვეტენ, რა კითხვები დაისვას კვლევისათ
ვის და სად მოიძიონ პასუხები მათზე. მაგალითად, დურკჰაიმი ცდილობდა დაედგინა, რა
იყო საერთოდ ცნობილი თვითმკვლელობის შესახებ. მან მიაკვლია რამდენიმე გამოკვლ
ევას, რომელიც შეეხებოდა თვითმკვლელობათა კოეფიციენტებში ასახულ სხვადასხვა
ჯგუფებს შორის განსხვავებათა მიზეზებს, რაც ადასტურებდა, რომ მის მიერ განზრახუ
ლი კვლევის ჩატარება მცდელობის უსარგებლო დუბლირება არ იყო. იგი შეავსებდა დიდ
ხარვეზს კაცობრიობის ცოდნაში. ლიტერატურის მიმოხილვისას დურკჰაიმი გაეცნო რამ
დენიმე არსებულ თეორიას. მაგალითად, ერთი ამტკიცებდა რომ თვითმკვლელობა ალ
ბათ უფრო ხშირად ზამთრის უღიმღამო, ცივ თვეებში ხდებოდა. მონაცემთა შემოწმები
სას დურკჰაიმი დარწმუნდა, რომ ეს არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. დურკჰაიმმა ასევე
შეამოწმა შთაგონების ძალით თვითმკვლელობის წახალისების თეორია: ადამიანები თა
ვის მოკვლის გადაწყვეტილებას იმიტომ იღებენ, რომ თვითმკვლელობის იდეას მათ სხვე
ბი უდებენ თავში; დურკჰაიმის კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ თუმცა შთაგონებამ

65

შესაძლოა, ნაწილობრივ რაღაც როლი ითამაშოს, მაგრამ ეს ალბათ არ არის თვითმკვლე ლობის მთავარი მიზეზი. ამრიგად, დურკჰაიმს თავისი კვლევის შედეგად მიეცა როგორც თვითმკვლელობის ზოგიერთ ძველი თეორიის შეფასების, ასევე ახალი თეორიების მნიშ ვნელობის დადგენის საშუალება.

ჰიპოთეზის ჩამოყალიბება

დურკჰაიმის შეხედულება სოციალურ ცხოვრებაზე ემყარებოდა ფუნქციური ინტე
გრაციის კონცეფციას (იხ. თავი 1). მას მიაჩნდა, რომ ადამიანებზე ზოგიერთი უმნიშ
ვნელოვანესი ზეგავლენა მომდინარეობს იქიდან, რამდენად კარგად ინტეგრირებულია
მათი სოციალური ჯგუფები _ კერძოდ, რომ დურკჰაიმი ამტკიცებდა, სოციალურ ურთ
იერთობებსა და ჯგუფის წევრებს შორის გაზიარებულ მორალურ ღირებულებებზე კარ
გად ინტეგრირებულ ჯგუფებს უნარი შესწევთ თავიანთი წევრები უზრუნველყონ ეფექ
ტური სოციალური დახმარებით, ღირებულებათა ნათლად გამოკვეთილი ჩამონათვალით
და საკუთარი პიროვნების მძაფრად აღქმის უნარით. ამ იდეებმა დურკჰაიმს საშუალება
მისცა ჩამოეყალიბებინა ჰიპოთეზა თვითმკვლელობის შესახებ. ეს არის სავარაუდო გა
ნაცხადი იმის შესახებ, თუ როგორ ზემოქმედებს ან უკავშირდება ერთმანეთს ორი ან მეტი
ცვლადი სიდიდე. დურკჰაიმის მთავარი ჰიპოთეზა მდგომარეობდა იმაში რომ, რაც უფრო
მეტია სოციალურ ჯგუფებში ინტეგრირებულ ადამიანთა რაოდენობა, მით უფრო ნაკლე
ბია თვითმკვლელობის ჩადენის ალბათობა. ამ ჰიპოთეზაში გამოყენებულია შემდეგი ორი
ცვლადი:
1_ ინტეგრაციის ხარისხი სოციალურ ჯგუფებში და 2 _ თვითმკველობის კოეფიცი ენტი. დურკჰაიმმა გამოთქვა აზრი, რომ ამ ცვლადთაგან პირველი უკუკავშირშია მეო რესთან: ე.ი. რაც უფრო დაბალია სოციალური ინტეგრაციის დონე, მით უფრო მაღალია თვითმკვლელობის კოეფიციენტი.

კვლევის გეგმის შერჩევა და მონაცემთა შეგროვება

საკუთარი ჰიპოთეზების შესამოწმებლად მკვლევარებს ესაჭიროებათ ფაქტები ანუ
მონაცემები: სტატისტიკა, ინტერვიუს შედეგები და კვლევასთან დაკავშირებული სხვა
ინფორმაცია. პირველი ნაბიჯი მონაცემთა შეგროვებაში გულისხმობს იმის გადაწყვეტას,
როგორ ვაწარმოოთ დაკვირვება და, თუ ეს შესაძლებელია, სხვადასხვა შესასწავლი ცვ
ლადის გაზომვა. ზოგიერთი ცვლადი (ისეთი, როგორიცაა თვითმკვლელობის კოეფიცი
ენტი) შეიძლება მეტ ნაკლებად პირდაპირ იქნეს შესწავლილი. სხვები კი (მაგალითად,
გაუცხოების ხარისხი) _ მხოლოდ არაპირდაპირ. ინდიკატორი შეიძლება იყოს `შემცვ
ლელი~ საზომი: რაიმე შეიძლება გაიზომოს ემპირიულად _ იმ აბსტრაქტული ცვლადის
შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რომლის პირდაპირ გაზომვა რთულია. სოციალური
ინტეგრაციის გასაზომად დურკჰაიმმა ინდიკატორებად აირჩია ისეთი ფაქტორები, რო
გორიცაა ქორწინების სტატუსი და ეკლესიის მრევლობა. ის ფიქრობდა, რომ დაქორწინებ
ული ადამიანები და ეკლესიის აქტიური წევრები უფრო მეტად იყვნენ ინტეგრირებულნი
საზოგადოებაში, ვიდრე მარტოხელები და ეკლესიასთან კავშირის არმქონენი. აშკარად
ზომვადი ინდიკატორების ერთობლიობამ საშუალება მისცა დურკჰაიმს მოეხდინა სო
ციალური ინტეგრაციის სამუშაო განმარტება.

66

მონაცემთა მოგროვებაში შემდეგი ნაბიჯი არის კვლევის გეგმის არჩევა ანუ ფაქტო
ბრივი გეგმა საჭირო ინფორმაციის მოსაგროვებლად. ზოგიერთი მკვლევარი ატარებს
გამოკითხვებს და კითხვებს უსვამს ბევრ განსხვავებულ ადამიანს. ზოგი კი, რაკი ცხოვ
რობს და მუშაობს შესასწავლ ადამიანთა შორის, ამჯობინებს დაკვირვებას მონაწილეე
ბზე, რათა უშუალოდ პირველწყაროდან დაადგინოს, როგორ ფიქრობენ და იქცევიან
ისინი. ზოგიერთი მკვლევარი ატარებს ექსპერიმენტებს; მაგალითად, ისინი ხელოვნურად
ქმნიან ისეთ სიტუაციას, რომელშიც შესაძლებლობა ეძლევათ დააკვირდნენ ადამიანების
რეაგირებას სხვადასხვა სტიმულზე. არიან ისეთი მკვლევარებიც, რომლებიც ისტორიულ
საარქივო ჩანაწერებს იყენებენ მონაცემთა შესაგროვებლად. პრობლემათა უმრავლესო
ბის შესასწავლად საუკეთესო მიდგომა გულისხმობს რამდენიმე კვლევითი სტრატეგიის
კომბინირებას: გამოკითხვები პლუს დაკვირვება, პლუს დოკუმენტების მოძიება. ამავე
თავში განვიხილავთ ყველა ამ სპეციფიკურ მონაცემთა მოგროვების მეთოდს.
კვლევის რომელ გეგმასაც უნდა იყენებდნენ, მკვლევართა მიზანია მოგროვდეს საკ
მაო ინფორმაცია 1 _ პრობლემის სიღრმისეული გაგებით დამუშავებისათვის და 2 _ სა
კუთარი ჰიპოთეზების შესამოწმებლად. ერთი შეხედვით შეიძლება ეს მარტივი და სწორხ
აზოვანი ჩანდეს, მაგრამ ხშირად ძალიან რთული გასაკეთებელია. მკვლევარი შეიძლება
წააწყდეს პრობლემას არა მხოლოდ მონაცემთა შეგროვებისას, არამედ შესაძლებელია
რამდენადმე განსხვავებულად იქნეს ინტერპრეტირებული უკვე არსებული მონაცემთა
ერთობლიობაც კი. მაგალითად, დურკჰაიმმა არჩია დაყრდნობოდა იმ ოფიციალურ სამ
თავრობო საარქივო მონაცემებს, რომლებშიც სიკვდილის მიზეზების ჩამონათვალი ხვდე
ბოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას უნდა მიეღო ის ინტერპრეტაციები, რასაც მთავრობის
ოფიციალური პირები, ექიმები და ოჯახის წევრები ასახელებდნენ სიკვდილის მიზეზად.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად ნათესავებს უჭირთ თვითმკვლელობის
ფაქტის აღიარება, შეიძლება ითქვას, რომ ოფიციალური სტატისტიკა ალბათ სათანადოდ
ვერ ასახავს თვითმკველობათა ზუსტ რაოდენობას.

მონაცემთა გაანალიზება და
დასკვნების გაკეთება

მას მერე, რაც სოციოლოგები მონაცემებს მოაგროვებენ, შემდეგი ნაბიჯია იმ ინფორ
მაციის გაანალიზება, რომელიც ხშირად სტატისტიკის ან რიცხვებში ასახული მონაცე
მების სახითაა წარმოდგენილი. ანალიზი არის გააზრების პროცესი _ რომელი ნაწილები
შეესაბამება ერთმანეთს მოდელის ან მთელის შესადგენად და როგორ უკავშირდება ეს
ნაწილები ერთმანეთს. სტატისტიკური მონაცემების გასაანალიზებლად სოციოლოგები
იყენებენ რამდენიმე ტიპის საზომს (იხ. ჩანართი `ძირითადი სტატისტიკური კონცეფციე
ბი~). თუმცა ანალიზი მონაცემთა შეგროვებაზე ბევრად ადრე იწყება. საკვლევი პრობლე
მის განსაზღვრისას სოციოლოგი წყვეტს, რომელი ფაქტორები შეისწავლოს და როგორ
გაზომოს ისინი. შეგროვილ მონაცემთა ანალიზისას დურკჰაიმი ეძებდა იმ სოციალურ პი
რობებს, რომლებშიც თვითმკვლელობა უფრო ხშირად ან უფრო იშვიათად აღინიშნებოდა.
მან დაადგინა, რომ პროტესტანტებში თვითმკვლელობის შემთხვევები სამჯერ უფრო ხში
რია, ვიდრე კათოლიკებში და ამავე დროს, კათოლიკებში _ უფრო ხშირი, ვიდრე ებრაე
ლებში; მარტოხელა ადამიანები უფრო ხშირად სჩადიან თვითმკვლელობას, ვიდრე დაქორ
წინებულები, ხოლო ბავშვიანი დაქორწინებულები კი _ მათ შორის ყველაზე იშვიათად.

67

დურკჰაიმს მიაჩნდა, რომ თვითმკვლელობის სიხშირე უფრო მაღალია, როცა ადამიანი სოციალურ ჯგუფთან ან თემთან მცირედ ან სუსტად დაკავშირებულად გრძნობს თავს. ამ ინდივიდუალისტურ მოდელს მან ეგოისტური თვითმკვლელობა უწოდა. ებრაული თემი უფრო მჭიდროდ არის შეკრული, ვიდრე კათოლიკური, კათოლიკური კი უფრო მჭიდროდ, ვიდრე პროტესტანტული. დაქორწინებულებს, განსაკუთრებით ბავშვიანებს, უფრო მყარი სოციალური კავშირები აქვთ, ვიდრე მარტოხელებს.
საღი აზრი თვითმკვლელობებს სიღარიბეს უკავშირებს, მაგრამ დურკჰაიმმა აჩვენა, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. უფრო მეტიც, ეკონომიკის სწრაფი გაუმჯობესე ბა, ისევე, როგორც დაცემა თვითმკვლელობათა ზრდასთან ასოცირდება. დურკჰაიმი ამტ კიცებდა, რომ ნებისმიერმა სწრაფმა ცვლილებამ, შეიძლება მოშალოს ან ძირი გამოუთხა როს იმ სოციალურ და კულტურულ ნორმებს, რომლებიც აზრს მატებენ სიცოცხლეს და ინდივიდს ანიჭებენ პიროვნულობას, სათანადო მიზნისა და სურვილთა საზღვრების ძლიე რად შეგრძნების უნარს (იხ. თავი 1 _ ანომიის შესახებ). ნორმებისა და მნიშვნელობის ამგვარ დანაკარგს მივყავართ ანომიურ თვითმკვლელობასთან.
დურკჰაიმმა ასევე გამოყო ორი სხვა ტიპის თვითმკვლელობაც. ძალიან ძლიერმა სო ციალურმა ჯგუფებმა შეიძლება წაახალისონ ალტრუისტული თვითმკვლელობა, რომლის მაგალითია ჯარისკაცის მიერ უეჭველი სიკვდილის არჩევა ბრძოლის მოსაგებად, თანამე ბრძოლთა გადასარჩენად ან ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში ღალატის თავიდან ასაცილე ბლად. ეს, გარკვეულ აზრით, ეგოიზმის საპირისპირო მოვლენაა. ფატალისტურია თვითმ კვლელობა, როცა სასიკვდილო დაავადებით ან სხვა მიზეზებით შეპყრობილი ადამიანები თავიანთ `ნამდვილ~ ცხოვრებას უკვე განვლილად აღიქვამენ, მომავალს კი _ იმდენად უღიმღამოდ, რომ ურჩევნიათ თავი მოიკლან.
პირველი ნაბიჯი კვლევის პროცესში არის ანალიზის შედეგებზე დამყარებული
დასკვნების გაკეთება. დასკვნების გასაკეთებლად მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რო
გორ აშუქებს თეორიულ კითხვებს კვლევის რომელიმე განსაკუთრებული ნაწილი (მაგ.
კულტურისა და სტრუქტურის ფარდობითი მნიშვნელობა თვითმკვლელობათა ახსნაში)
ან როგორ ამოწმებს იგი არსებულ თეორიას (მაგალითად, ზოგიერთი თვითმკვლელობა
მიბაძვის შედეგია), ან გვთავაზობს ახალ თეორიას (მაგალითად, თვითმკვლელობა არის
მოსახლეობაში სოციალური ინტეგრაციის დონის ფუნქცია). დურკჰაიმის ანალიზი ადას
ტურებს მის ჰიპოთეზას, რომ თვითმკვლელობის სიხშირე მატულობს, როცა ადამიანთა
კავშირი მნიშვნელოვან ჯგუფებთან დასუსტებულია და კლებულობს, როდესაც სოციალ
ური კავშირები ძლიერდება.
მეცნიერებაში დასკვნები არასოდეს მიიჩნევა საბოლოოდ, ისინი ყოველთვის ღიაა კითხვებისა და ხელახალი გამოკვლევისათვის. როცა გამოკვლევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციოლოგიური ცოდნის გაღრმავებაში, ჩვეულებრივ იგი ქვეყნდება, რათა სხვა სოციოლოგებმა შეძლონ ამ დასკვნების დამოუკიდებლად შეფასება.

შემდგომი კვლევა

კვლევის არც ერთ პროექტს არ ძალუძს მნიშვნელოვანი თემის ბოლომდე ამოწურვა.
ყოველთვის რჩება სივრცე სხვა მკვლევართა მუშაობისათვისაც. ამ მკვლევარებს შეუ
ძლიათ სხვა თეორიული კუთხით შეხედონ საკითხს და გამოიყენონ მნიშვნელოვანი ცვ
ლადების სხვა ინდიკატორები ან უკეთესი საზომები; შესაძლოა, მათ დასვან დამატებითი

68

კითხვები და მოაგროვონ დამატებითი მონაცემები. სოციოლოგიური ცოდნა ამგვარი
მუდმივი კვლევის პროცესის მეშვეობით იზრდება, რომლის დროსაც ბევრი განსხვავე
ბული მკვლევარი სწავლობს ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ პრობლემებს. მაგა
ლითად, დურკჰაიმს არ უთქვამს საბოლოო სიტყვა თვითმკვლელობაზე. ამერიკელმა
სოციოლოგმა დეივიდ ფილიფსმა გვიჩვენა, რომ სოციალური იმიტაციის თეორია _ თეო
რია, რომელსაც დურკჰაიმმა მიაგნო ლიტერატურის მიმოხილვისას, მაგრამ ჩათვალა,
რომ მისი კვლევა ამ თეორიის უსაფუძვლობას ამტკიცებდა _ უფრო ფასეულია, ვიდრე
დურკჰაიმი ფიქრობდა. ამ თეორიის მიხედვით თვითმკვლელობის წახალისება ხდება შთ
აგონების ძალით _ ზოგჯერ ადამიანები თავის მოკვლის გადაწყვეტილებას მაშინ იღე
ბენ, როცა სხვების თვითმკვლელობის ამბავს შეიტყობენ ხოლმე.

ძირითადი სტატისტიკური ცნებები

ვლევთი პროექტებიდან და ექსპერიმენტებიდან მიღებული სტატისტიკის გასაანალიზებლად სო
ციოლოგები იყენებენ რამდენიმე საზომს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია საშუალო

მაჩვენებლები და კორელაციები.
საშუალო მაჩვენებლები
შეგროვილ მონაცემებში მკვლევარები განასხვავებენ სამი ტიპის მთავარ ტენდენციას ანუ საშუალო
მაჩვენებლებს. მოდა არის ის ციფრი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება მონაცემთა სიმრავლეში.
მაგალითად, დავუშვათ, რომ მკვლევარი იკვლევს შვიდ ოჯახს და დაადგენს, რომ მათი წლიური შემო
სავლებია: ამ ჯგუფში მოდალური შემოსავალია $31,000 წელიწადში. მოდა არ
იძლევა რაიმე ინფორმაციას მონაცემთა ამპლიტუდის შესახებ; იგი გამოიყ

$ 31,000
$ 31,000
$ 40,000
$ 43,000
$ 47,000
$ 55,000
$ 205,000

ენება მხოლოდ იმის დასადგენად, რომელი სტატისტიკური მონაცემი გვხვდება
უფრო ხშირად.
საშუალო მნიშვნელობა, რომელსაც ზოგადად `საშუალოს~ უწოდებენ,
დგინდება მონაცემთა სიმრავლის ყველა რიცხვის შეკრებით და შემდეგ ჯა
მის გაყოფით მონაცემთა პუნქტების რაოდენობაზე. შვიდი ოჯახის საშუალო
შემოსავალი შეადგენს $64,571.43 ($452,000÷7). საშუალო მნიშვნელობა გამო
სადეგია, რადგან ის ასახავს ყველა არსებულ მონაცემს, მაგრამ მან შეიძლება
შეცდომაში შეგვიყვანოს: ერთ ერთი ოჯახის $205,000 იანმა შემოსავალმა შეი
ძლება გააბუნდოვნოს ის ფაქტი, რომ ყველა დანარჩენი ოჯახის შემოსავალი

$55,000 ან ნაკლებია. საშუალოა მნიშვნელობა, როცა მონაცემთა ამპლიტუდა არ არის ასეთი ექსტრე
მალური.
მედიანა არის რიცხვი, რომელიც მონაცემთა მიმდევრობის შუა ადგილზე დგას. შვიდი ოჯახისათვის
აქ მედიანური შემოსავალი $43,000 ია. საშუალო მნიშვნელობისგან განსხვავებით, ეს საზომი ექსტრე
მალურ მნიშვნელობას მთავარი ტენდენციის შენიღბვის საშუალებას არ აძლევს. მკვლევარები ხშირად
ითვლიან როგორც საშუალო, ისე მედიანურ მნიშვნელობებს თავიანთ აღმოჩენებში სიზუსტის შთაბეჭ
დილების შესაქმნელად.
სოციოლოგები ასევე შეიძლება დააინტერესოს იმ სიდიდემაც, რითაც სტატისტიკური მონაცემი
ვარირებს საშუალო მნიშვნელობიდან (ან სხვა ცენტრალური წერტილიდან). საშუალო მნიშვნელობიდან
ვარირება იზომება სტანდარტული გადახრის ერთეულებით. ამ საზომის მეშვეობით მკვლევარები ით
ვლიან, რამდენად განსხვავდება სხვა რეგისტრირებული მონაცემები საშუალო მნიშვნელობისაგან და
შემდეგ აღნიშნავენ, რამდენად უახლოვდება ჯგუფის თითოეული მონაცემი საშუალო მნიშვნელობას

69

_ ყველაზე უახლოესი, უახლოესიდან მეორე და ასე შემდეგ. სხვა მაგალითში ვარიაციის მაღალი დონე შეიძლება გამოიხატოს ასეთი შენიშვნით: `შესწავლილ ოჯახთა უმრავლესობა საშუალო მნიშვნელობის სტანდარტული გადახრის ფარგლებშია.~

კორელაციები
კორელაცია, როგორც ეს შემდგომში იქნება განხილული, აღნიშნავს ორ ცვლადს შორის ჩვეულებრივ
მიმართებას. კორელაციის სიდიდე, როგორც წესი, გამოიხატება კორელაციის კოეფიციენტით, რო
მელიც ათწილადი რიცხვია ნულიდან ერთამდე. როცა ცვლადებს შორის კორელაცია არ არსებობს (ანუ
როცა ამ ორ ცვლადს არა აქვს ერთმანეთისადმი რაიმე მიმართება), კორელაციის კოეფიციენტი ნულია.
როცა ორი ცვლადი გამუდმებით ერთად გვხვდება, აღინიშნება სრულყოფილი დადებითი კორელაციაა,
რომლის კოეფიციენტი +1.0 ია. როცა ორი ცვლადი უკუდაკავშირებულია (ანუ ერთის არსებობა გულისხ
მობს მეორის არარსებობას), მაშინ სახეზეა სრულყოფილი უარყოფითი კორელაცია, რომლის კოეფიცი
ენტია 1.0. როგორც წესი, რეალურ სამყაროში, მკვლევარები არ ხვდებიან სრულყოფილ კორელაციებს.
ისინი ამგვარი ასოციაციის უფრო ნაკლებ ექსტრემალურ მაგალითებს პოულობენ ხოლმე.
მონაცემთა ანალიზში ყველაზე ზოგადი ხასიათის კითხვები ეხება ორ კორელაციურ ცვლადს შორის
რაიმე მიზეზობრივი კავშირის არსებობა არარსებობას. ყოველთვის შესაძლებელია, რომ კორელაცია იყოს
შემთხვევითი ან კიდევ რაიმე მესამე ცვლადის ზეგავლენის შედეგი დანარჩენ ორზე. ამიტომაც საჭიროა
კორელაციების შემოწმება შესაძლო დამოუკიდებელი მიზეზის დასადგენად. ეს არის ვალიდურობის
(რომელსაც ზოგჯერ სტატისტიკურ დამოუკიდებლობასაც უწოდებენ) შემოწმების ერთ ერთი ხერხი.
ამ თეორიის შესამოწმებლად ფილიფსმა (1974) შეარჩია ზოგი გახმაურებული თვით
მკვლელობის შემთხვევა, როგორიცაა, ვთქვათ, მერილინ მონროს თვითმკვლელობა. მან
დათვალა ამ თვითმკვლელობებისადმი მიძღვნილი, _ წინა გვერდზე გამოქვეყნებული
სტატიების რაოდენობა, შემდეგ მომდევნო თავის განმავლობაში მოსალოდნელ თვითმ
კვლელობათა რიცხვი (რომელიც ემყარებოდა წინა წლის ნიმუშს) შეადარა ნამდვილად
მომხდარ თვითმკვლელობათა რიცხვს. მან აღმოაჩინა პირდაპირი კორელაცია ძალზე
გახმაურებულ თვითმკვლელობასა და თვითმკვლელობათა სიხშირის ზრდას შორის.
მაგრამ ფილიფსი ამით არ შემოიფარგლა. მას ჯერ კიდევ შესამოწმებელი ჰქონდა
ალტერნატიული ჰიპოთეზა: შესაძლოა, საჯაროობა უბრალოდ ცვლიდეს თვითმკვლე
ლობისთვის შერჩეულ დროს ანუ იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე მტკიცედ აქვთ გადაწყ
ვეტილი სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება, უბიძგებს ახლავე ჩაიდინონ ეს
აქტი (ფილიფსი და კარსტენსენი, 1986). ამ შემთხვევაში ფილიფსი მოელოდა თვითმკვლე
ლობათა ყველაზე მაღალი კოეფიციენტის აღმოჩენას საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ,
ხოლო მერე _ მათ უჩვეულო ვარდნას. მაგრამ ასეთი ვარდნა არ დაფიქსირებულა. მეორე
ჰიპოთეზა მდგომარეობდა იმაში, რომ თვითმკვლელობის ამხელა გამოქვეყნებას შეიძლე
ბოდა გავლენა მოეხდინა სამართალდამცავებზე და მათ მკვლელობების კლასიფიკაციისას
უფრო მეტი მიეჩნიათ თვითმკვლელობად, ვიდრე მკვლელობად ან უბედურ შემთხვევად.
თუკი ეს ასე იყო, ფილიფსი ვარაუდობდა, რომ გამოავლენდა სიკვდილის გამომწვევი სხვა
მიზეზების პროპორციულ შემცირებას. მაგრამ ვერც ეს აღმოაჩინა. მაშინ, შეიძლება,
თვითმკვლელობათა მატება სხვა გარემოებებით ყოფილიყო გამოწვეული. ასეთ შემთხ

70
ვევაში, თვითმკვლელობათა რიცხვი არ უნდა გაიზარდოს ამბის პირველ გვერდზე დაბე ჭდვის შემდეგ და რეკლამის რაოდენობა არ უნდა შეესაბამებოდეს თვითმკვლელობათა ზრდას. მაგრამ თვითმკვლელობათა რიცხვმა იმატა, და ცვლადმა სიდიდეებმაც _ შესა ბამისად. საბოლოოდ, ზრდა შესაძლოა, გამოწვეული იყო არა მიბაძვით, არამედ _ მწუხა რებით. ფილიფსმა ნიმუშად შეარჩია ის პოპულარული ხალხი, ვის თვითმკვლელობასაც უნდა გამოეწვია დიდი მწუხარება, მაგრამ აღმოაჩინა, რომ გახმაურებულ მკვლელობებს, თვითმკვლელობათა მაჩვენებელზე, არ მოუხდენია უფრო მეტი გავლენა, ვიდრე ნაკლებად ცნობილი ადამიანების მკვლელობებს. (ჩარჩოში ჩასმულ სტატიას `როგორ წავიკითხოთ ცხრილი~ მოჰყვება ფილიფსის გამოკვლევების ორი ცხრილი).
ფილიფსმა არ შეწყვიტა მიბაძვათა ნიმუშების კვლევა ძიება. მან აღმოაჩინა, რომ
გამოქვეყნებული თვითმკვლელობების შემდეგ, ფატალური ავარიების რიცხვმაც იმატა,
იმის ვარაუდით, რომ ზოგიერთი საგზაო შემთხვევა შეიძლება შენიღბული თვითმკვლე
ლობაც ყოფილიყო (ფილიფსი, 1986). ფილიფსმა აღმოაჩინა, რომ ამ საზოგადოებრივ
მიბაძვას ყველაზე მეტად თინეიჯერები ახორციელებენ. ცნობილი პიროვნების თვითმკვ
ლელობაზე მომდევნო კვირის სატელევიზიო რეპორტაჟმა გაზარდა თვითმკვლელობათა
კოეფიციენტი ახალგაზრდებს შორის 22% დან საშუალო მაჩვენებლამდე (ფილიფსი და
კარსენსტენი, 1988).
ფილიფსის აღმოჩენები მიმბაძველობით თვითმკვლელობებზე, არ უარყოფს დურკ
ჰაიმის დასკვნას, რომ თვითმკვლელობათა კოეფიციენტი დაკავშირებულია საზოგადო
ინტეგრაციის დონესთან. ეს აღმოჩენები, უბრალოდ, გვიჩვენებს, რომ დურკჰაიმის თეო
რია ამ საკითხს სრულად ვერ პასუხობს, ისევე, როგორც თეორია, რომ თვითმკვლელობა
მიბაძვასთანაა დაკავშირებული, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სოციალური ინტეგრაცი
ის კომბინირებულ გავლენასა და მიბაძვას, ისინი უფრო მეტ კითხვას პასუხობენ თვითმ
კვლელობათა კოეფიციენტთან დაკავშირებით, ვიდრე მარტო ერთი ფაქტორი. ცალკეული
საგნის შესწავლით სოციოლოგებმა შეიძლება შეაფასონ მხოლოდ ერთმანეთთან დაკავ
შირებულ ცვლად სიდიდეთა პატარა ჯგუფის ურთიერთქმედება. ადამიანთა საქციელზე
გავლენა იმდენად კომპლექსური და მრავალფეროვანია, რომ ყველაფრის გათვალისწინე
ბა შეუძლებელია. ეს შეიძლება გამოიხატოს მონაცემთა უზუსტობასა ან მათ შემთხვევით
დამახინჯებაში. ყოველთვის არსებობს უფრო მეტი კვლევის შესაძლებლობა, უფრო მეტი
მცდელობა ჩვენი ცოდნის დასახვეწად.
ხშირად ერთი მკვლევარის სამუშაო ბადებს შეკითხვებს, რომლებიც აინტერესებს სხ
ვებს და უნდათ, რომ უპასუხონ. მაგალითად, ფილიფსის სამუშაო ბადებს რამდენიმე ახალ
კითხვას მომავალი გამოკვლევებისათვის: სხვანაირად როგორ იქცევა ხალხი? იწვევს თუ
არა ეს პროსოციალურ, ისევე როგორც ანტისოციალურ ქმედებებს? მიმართავს თუ არა
მთავრობა საჯაროობის მოწესრიგებას ძალადობისკენ თუ ეს შეამცირებს მიმბაძველო
ბას? როდესაც სხვა მკვლევარები ცდილობენ უპასუხონ ამდაგვარ კითხვებს, ისინი ეყრდ
ნობიან ფილიფსის აღმოჩენებს. ასე იზრდება სოციოლოგიური ცოდნა.

71
როგორ წავიკითხოთ ცხრილი

ეცნიერი სოციოლოგები ხშირად საკუთარი აღმოჩენებისა და ცვლადი სიდიდეების ურთიერთ
ქმედების გამოსახვისათვის ცხრილებს იყენებენ. ინფორმაციის წარმოდგენის ამ მეცნიერულ

მეთოდს ჟურნალ გაზეთებში და ბიზნესმოხსენებებშიც მიმართავენ. თუ არ იცი, როგორ წაიკითხო ცხრი
ლი, იგი შეიძლება დამაბნეველი უფრო აღმოჩნდეს, ვიდრე _ განმანათლებელი. რას უნდა ეძებდე ცხრი
ლის შემეცნებისას? 2.1 ცხრილის გასაგებად მომდევნო ეტაპები შეიძლება ჩაითვალოს ცხრილის გაგების
საერთო წესებად.
1. ცხრილები წარმოგვიდგენენ სტატისტიკურ ინფორმაციას. მონაცემები იკითხება რიგებში (მარ
ცხნიდან მარჯვნივ) და სვეტებში (ზევიდან ქვევით). სიტყვები ცხრილის დასაწყისში ასათაურებს რიგებ
სა და სვეტებს. ადგილებს, სადაც რიგები და სვეტები ერთმანეთს კვეთენ, ეწოდება `უჯრა~. თითოეული უჯრა შეიცავს ინფორმაციის ნაწილს, რომელიც გამოსახულია სიტყვით, რიცხვით, პროცენტობით ან სხვა სტატისტიკური მონაცემით.
2. ცხრილის წასაკითხად ვაკავშირებთ რიგებსა და სვეტებს. აღნიშნული ცხრილის პირველ სვეტში
ჩამოთვლილია გამოქვეყნებულ თვითმკვლელობათა სახელები. თითოეული ამ სახელით იწყება ყოველი
რიგი, რომელიც გრძელდება მარჯვნივ თვითმკვლელობათა ამბების თარიღებითა და სხვა ადამიანთა
თვითმკვლელობების სტატისტიკით ამბის გამოქვეყნების შემდეგ. ახალი ინფორმაციის გასაგებად
შეგვიძლია წავიკითხოთ ცხრილი: მაგალითად, რამდენი ახალი თვითმკვლელობა მოხდა მერილინ მონ
როს სიკვდილის შემდეგ, ვიდრე მოსალოდნელი იყო მას თვითმკვლელობა რომ არ ჩაედინა? (გაადევნე
სვეტს თვალი ერთ რომელიმე სახელამდე, ხოლო შემდეგ _ ბოლო რიგის გასწვრივ, მარჯვნივ).
3. ცხრილში შეიძლება ინფორმაციის ცალკეული ნაწილების მოძიებაც, მაგრამ უმნიშვნელოვანესი
სოციოლოგიური სარგებელი საერთო მონაცემთა ნიმუშის მოძებნაა. 2.1 ცხრილში ჩვენ ვხედავთ, რომ
გახმაურებულ თვითმკვლელობებს თვითმკვლელობათა კოეფიციენტის გაზრდა უფრო ხშირად მოსდევს
ვიდრე კლება.
4. ცხრილში მოცემულ მონაცემთა წარმომავლობის შემოწმება. მონაცემთა ხარისხის შესამოწ
მებლად იხილეთ წყარო, რომელიც, როგორც წესი, დანართებშია მითითებული. 2.1 ცხრილის სათაური
გვეუბნება, რომ ამბები გამოქვეყნდა Nეწ Yორკ თიმეს ñის პირველ გვერდზე. პატარა დანართი გვისა
ხელებს წყაროს, რომ (1) სოციოლოგმა დევიდ ფილიფსმა გამოაქვეყნა სტატია `შემოთავაზებათა გავ
ლენა თვითმკვლელობაზე~და (2) ფედერალური მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ თვითმკვლელობათა
სტატისტიკას. თუ წყარო იყო ცხრილში აღწერილი სუბიექტის მიმართ დიდი ინტერესის მქონე ჯგუფი,
ისეთი როგორც თვითმკვლელობათა თავიდან აცილების მიზნით შექმნილი სააგენტო, შეიძლება ეჭვი მი
კერძოებაზეც გაჩნდეს.
5. გადაწყვეტილებათა მიღება შეგიძლიათ ცხრილში მოცემული მონაცემების მიხედვით და აგრეთვე
შეგიძლიათ დასვათ კითხვები მომავალი კვლევებისთვის. მაგალითად, 2.1 ცხრილი გვეუბნება, რომ თვით მკვლელობათა რიცხვი იმატებს მასობრივად გამოქვეყნებულ თვითმკვლელობათა შემდეგ. ამის შესამოწ მებლად შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია თვითმკვლელობათა რიცხვზე სხვა რომელიმე ცნობილი თვითმკვლელობის შემდეგ _ მაგალითად, როკ ვარსკვლავ კურტ კობეინის შემდეგ 1994 წელს. ჩვენ, აგრეთვე, შეიძლება დაგვაინტერესოს გაიზრდება თვითმკვლელობათა რიცხვი უფრო და უფრო ცნობილ ადამიანთა თვითმკვლელობების შესახებ პრესაში გამოქვეყნების შემდეგ. ამის შესამოწმებლად, დევიდ ფილიფსმა შეაგროვა 2.2 ცხრილში მოცემული მონაცემები. პასუხი ხაზგასმით დადებითი იყო. თვითმკვ ლელობათა რიცხვი მით უფრო იზრდებოდა, რაც უფრო დიდი ხნით იყო გამოქვეყნებული გახმაურებული თვითმკვლელობის ამბავი გაზეთის პირველ გვერდზე.

72
ცხრილი 2.1.
თვითმკვლელობათა რიცხვის ზრდა NEჭ YOღK თIMEშ -ის პირველ გვერდზე
გამოქვეყნებული ამბების შემდეგ

სახელები თარიღი
თვითმკვლელთა

გამოკვლეულ ამბის გამოქვეყ ამბის გამო
თვითმკვლე ნებიდან ერთ ქვეყნებიდან
ლობათა თვეში მოსა ერთ თვეში
კოეფიციენტი ლოდნელ თვით თვითმკვლე
მკვლელობათა ლობათა
კოეფიციენტი კოეფიციენტის
ცვლილებები

ლოკრიჯი, ავტორი 8 მარტი,1948 1510 1521,5 _11,5

ლანდისი, კინოვარსკვლავი 6 ივლისი,1948 1482 1457,5 +24,5

ბრუკსი, ფინანსისტი 18 აგვისტო,1948 1250 1350,0 _100,0

ჰოლტსი, მოღალატე ქმარი 10 მარტი,1948 1583 1521,5 +61,5

პორესტალი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი 22 მაისი,1949 1549 1493,5 +55,5

ბაკერი, პროფესორი 26 აპრილი,1950 1600 1493,5 +106,5

ლანგი, პოლიციის მოწმე 20 აპრილი,1951 1423 1519,5 _96,5

მონრო, კინოვარსკვლავი 6 აგვისტო,1962 1838 1640,5 +197,5
გრაამი, გამომცემელი და უარდი
პროფუმოს საქმეში
გარეული პირი 4 აგვისტო,1963 1801 1604,5 +160,5
ბუროსი, კუ კლუქს კლანის
ლიდერი 1 ნოემბერი,1801 1710 1652,0 +58,0
მორისონი, საბრძოლო
კრიტიკოსი 3 ნოემბერი,1965
ცხრილი 2.2.
თვითმკვლელობათა რიცხვის ზრდა NEჭ YOღK თIMEშ -ის პირველ გვერდზე
გამოქვეყნებული ამბების შემდეგ
ახალი ამბების პირველი გვერდების
დღეების რაოდენობა

0 1 2 3 4

თვითმკვლელობათა საშუალო მაჩვენებლის 25.26 28.54 35.25 82.63 197.5
ზრდა შეერთებულ შტატებში თითოეული
გამოქვეყნებული ამბის შემდეგ

თვითმკვლელობები, რომლებიც გამოქვეყნდნენ Nეწ Yორკ თიმეს ში და რომლებიც ჩამოთვლილია ცხრილში 2.2
მიეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიებს: 0 დღე _ ლოკრიჯი, ბეიკერი, ლანგი, გაამი, მორისონი; 1 დღე _ ლანდიდი, ბრუქსი, ფორესტალი, ბუროსი; 2 დღე _ ჰოლტი,; 3 დღე ñ უარდი; 4 დღე _ მონრო
უარდი და გრაჰამი ერთსა და იმავე დღეს გარდაცვალნენ, 4 აგვისტო, 1963. 1963 წელს თვითმკვლელობათა ზრდის ნახევარი უარდსა და გრაჰამს მიეწერა. მსგავსი რამ მოჰყვა ბუროსა და მორისონის სიკვდილს, რომლებიც
1965 წელს1 ნოემბერსა და 3 ნოემბერს გარდაიცვალნენ.
ნაკლებად `ჰიგჰ ბროწ~ გაზეთი Nეწს ñმა ამდაგვარი ამბები პირველ გვერდებზე უფრო დიდხანს გააჩერა, ვიდრე
თიმეს მა ისე, რომ მას გამოფენის ხანგრძლივობა ჰქონდა.
წყარო: ფილიპსიდან (1974), გვ. 345) ყველანაირი უფლებით. თვითმკვლელობათა სტატისტიკის პირველადი წყარო: აშშ ს ჯანდაცვის, განათლებისა და კეთილდღეობის დეპარტამენტი,საზოგადო
ჯანდაცვის სერვისი.

73

სოციოლოგიური კვლევის სირთულეები
ადამიანთა სოციალური ქცევის შესწავლისას არსებობს არაერთი პრობლემა, ზოგი ერთი მათგანი საერთოა ყველა სამეცნიერო კვლევისთვის, ზოგი დამახასიათებელია მხო ლოდ სოციალური მეცნიერებებისთვის.
ვალიდობა და სანდოობა

როგორც სხვა მეცნიერული, სოციოლოგიური კვლევებიც უნდა შეფასდეს ორივე
ნიშნით _ დასაბუთებულობითა და სანდოობით. დასაბუთებულობა არის მაჩვენებელი,
რომლითაც გამოკვლევა საზღვრავს იმას, რისი განსაზღვრის მცდელობაც არსებობს.
მაგალითად, დურკჰაიმი ფაქტობრივად საზღვრავს სოციალურ ინტეგრაციას ისეთი ინ
დიკატორის გამოყენებით, როგორიცაა ქორწინების მაჩვენებელი. სანდოობა ის მაჩვენე
ბელია, რომლითაც გამოკვლევა იღებს იმავე შედეგებს, როდესაც იმეორებს პირველად ან
სხვა მეცნიერების გამოკვლევებს. ჩვეულებრივ, სანდოობის ნაკლოვანება მიანიშნებს კვ
ლევის გეგმის პრობლემებზე. მაგრამ სანდოობა არ განსაზღვრავს დასაბუთებულობას.
დურკჰაიმის ბოლო შრომებმა თვითმკვლელობის მაჩვენებლების შესახებ მიღებული
შედეგები წარმოგვიდგინა, როგორც სანდო, მაგრამ კრიტიკოსებს აქვთ ეჭვი _ იყო კი
დურკჰაიმის მონაცემები დასაბუთებული? (პერსკოსოლიდო და მენდელსონი, 1986.).
იქნებ კათოლიკებში თვითმკვლელობის ნაკლები შემთხვევები აღინიშნება, ვიდრე პრო
ტესტანტებში, იმის გამო, რომ ისინი უფრო მეტად მალავენ თვითმკვლელს. შესაძლოა,
კარგი მაგალითი ჰიპოთეზისთვის იყოს ის, რომ რაც მეტადაა ინტეგრირებული პიროვნე
ბა საზოგადოებაში, მით ნაკლებად იქნება მისი სიკვდილი შეფასებული, როგორც თვით
მკვლელობა. მაგალითად, ხელისუფლებას მჭიდროდ შეკავშირებულ საზოგადოებაში,
ოჯახის სურვილის შესაბამისად სურს თავიდან აიცილოს უხერხულობა, შეუძლია დაარე
გისტრიროს თვითმკვლელობა, როგორც ბუნებრივი მიზეზით გამოწვეული შედეგი, ან ხე
ლისუფლება არ ენდოს თვითმკვლელობის ფაქტს, რადგან პიროვნება იყო საზოგადოები
სთვის მნიშვნელოვანი მოაზროვნე, მოქალაქე.
სხვა პრობლემა, რომელიც უპირისპირებს ერთმანეთს მკვლევარებს, არის განსხვა
ვებულ მახასიათებელთა შორის კავშირების განსაზღვრა. სოციოლოგები ძალიან არიან
დაინტერესებული მიზეზ შედეგობრივი კავშირების დადგენაში ანუ კავშირებში, როდე
საც ერთი მახასიათებლის ცვლილება იწვევს მეორის ცვლილებას. მიუხედავად ამისა,
ხშირ შემთხვევაში სოციოლოგებს არ შეუძლიათ განსხვავებულ მახასიათებელთა შორის
მიზეზობრივი კავშირის განსაზღვრა. მათ შეუძლიათ აჩვენონ, რომ ორი მახასიათებელი
იცვლება ერთდროულად _ არის კორელაციური _ გარკვეული გაზომვადი მეთოდით (იხი
ლეთ ამ თავში ზემოთ განხილული `ბაზისური სტატისტიკური კონცეფციები~). როგორც
ზემოთ აღვნიშნეთ, კორელაცია მიუთითებს მუდმივ კავშირზე ორ განსხვავებულ მახასი
ათებელს შორის. მაგალითად, თუ ერთი მახასიათებლის მაღალი მაჩვენებელი (ვთქვათ,

74
განქორწინების სიხშირე) გვხვდება სხვა მახასიათებლის მაღალ მაჩვენებლებთან ერთად
(ვთქვათ, თვითმკვლელობის სიხშირე), ნიშნავს, რომ ორივე არის პოზიტიურად კორე
ლაციური.
მიუხედავად ამისა, მახასიათებლებს შორის კორელაციის კვლევა არ ადასტურებს, რომ
მათ შორის არის მიზეზ შედეგობრივი კავშირი. ორი მახასიათებელი შეიძლება იყოს კორელ
აციური, მაგრამ არ ჰქონდეს მიზეზობრივი ჯაჭვი ერთიმეორესთან. ეს ცნობილია, როგორც
ყალბი კორელაცია და არის კვლევაში ცდომილების მიზეზი. სოციოლოგიური ანალიზის
გადამწყვეტი მომენტია მნიშვნელოვანი და ყალბი კორელაციების განსხვავება. მაგალითად,
ვინმეს შეუძლია დასვას კითხვა, დურკჰაიმის მიერ აღმოჩენილ კავშირს თვითმკვლელობის
სიხშირესა და რელიგიურ კუთვნილებას შორის ჰქონდა მიზეზობრივი საფუძველი, თუ იყო
ყალბი. შესაძლოა ორივე მახასიათებელი არის რაღაც მესამე ფაქტორის შედეგი, როგორი
ცაა ქონებრივი განსხვავება ან გეოგრაფიული რეგიონი. დურკჰაიმმა იცოდა, რომ რომელი
მე მესამე მახასიათებელს შეეძლო აეხსნა მისი მონაცემები და ცდილობდა დაედგინა, რომ
ეს არ იყო დამაჯერებელი.

თეორია და კვლევა

თეორია და კვლევა სოციოლოგიაში განუყოფელია. თეორიის შესწავლა არის გადამწ
ყვეტი პრობლემის განსაზღვრაში, ჰიპოთეზების ფორმულირებაში, შედეგების ანალიზში
და მათ მიხედვით დასკვნების გაკეთებაში. თეორია ხელს უწყობს კვლევის შედეგების
სინქრონიზებასა და წესრიგში მოყვანას. ამავდროულად, იგი მუდმივად გადაიხედება
კვლევის შედეგად მიღებული ცოდნის შესაბამისად. კვლევით მიღებული შედეგების გარ
ეშე თეორია არის უბრალოდ დაუდასტურებელი მსჯელობა და არა მეცნიერების ნაწილი.
კვლევას შეუძლია გამოსცადოს დებულება, რომელიც არის თეორიაში და შეიტანოს ნა
თელი ახალი ემპირიული მონაცემები, რაც მიგვიყვანს ახალ თეორიამდე ან არსებულის
გარდაქმნამდე. ამ გზით სოციალური თეორიები განიცდის განახლებას და დახვეწას.
განსხვავებულ თეორიულ პერსპექტივებს შეუძლია მიგვიყვანოს კვლევის პროე
ქტებამდე, მათ ნათელი შეაქვთ პრობლემის განსხვავებულ ასპექტებში და ავსებენ ერთ
მანეთს. ამგვარად, დურკჰაიმის შრომა თვითმკვლელობის შესახებ (მიმართული ფუნ
ქციური ინტეგრაციის აქცენტირებისაკენ) და ფილიფსის (Pჰილლიპს) შრომა იმავე თემაზე
(მიმართული სოციალური აქტივობის იმიტაციის როლის ფოკუსირებისკენ), გვეხმარება
თვითმკვლელობის მაჩვენებლების ვარიაციების გარკვევაში. სოციალური ცხოვრების
შესახებ შესაძლო ყველაზე ვრცელი სწავლება ხშირად მოითხოვს რამდენიმე კვლევის
მეთოდისა და თეორიული მიდგომის გამოყენებას. მაგალითად, სოციოლოგებმა შესაძლოა
შენიშნონ, რომ დურკჰაიმის კვლევაში თვითმკვლელობის შესახებ უგულებელყოფილია
საკითხი თვითმკვლელობის მნიშვნელობის შესახებ ორივე მხარისთვის. მისთვის, ვინც
სჩადის ამას და ჯგუფისთვის, რომელსაც მსხვერპლი ეკუთვნოდა. როგორც სოციოლოგს
_ საფიქრებელია, ჯორჯ ჰერბერტ მიდის და სიმბოლური ინტერაქციონიზმის (სყმბოლიც
ინტერაცტიონისმ) მიმდევარს შეეძლო განეხილა შრომა უფრო დაკვირვებით; როგორ ხდე
ბოდა თვითმკვლელობის თითოეული შემთხვევა და რა მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის,
ვინც დაკავშირებულია ამასთან. ეს, ცხადია, არ ცვლის დურკჰაიმის მიდგომას და ის ვერ

75
გვეტყოდა ყველაფერს, თვითმკვლელობის სიხშირის შესახებ, მაგრამ შესაძლებლობას მოგვცემდა ჩაგვეხედა, რამდენად დაკავშირებულია თვითმკვლელობი სოციალურ ინტეგ რაციასთან და რამდენად შეავსებდა დურკჰეიმის შრომას.
ეთიკური საკითხები
სოციოლოგები, არსით თითქმის არიან `ისინი, ვისაც სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა უყვარს~. მართალია, დურკჰაიმის შრომა თვითმკვლელობის შესახებ ეყრდნობოდა ისტო რიულ ჩანაწერებს, მაგრამ მრავალი სოციოლოგიური კვლევა იწვევს სხვა ადამიანების რეალურ ცხოვრებაში ჩარევას. ამის გამო, სოციოლოგებს აქვთ განსაკუთრებული ეთი კური ვალდებულებები თავიანთი სუბიექტების მიმართ.
პირველ რიგში, სოციოლოგებმა უნდა დაიცვან სუბიექტი დაზარალებისაგან. სოცი ოლოგიური კვლევა ზოგჯერ სუბიექტს აყენებს ფსიქიური ტრავმის რისკის ქვეშ, მაგრამ სოციოლოგები ხშირად იღებენ ნებართვას სუბიექტისგან მათი პირადი ინფორმაციის გახმაურების შესახებ. მსგავსი ინფორმაცია შესაძლოა არ იყოს ცნობილი სუბიექტის ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, თანამშრომლებისთვის, ამან შესაძლოა უხერხულ მდგო მარეობაში ჩააყენოს სუბიექტი, ზიანი მიაყენოს მის სამუშაოს, ნათესავებს ან სულაც დააკისროს კრიმინალური პასუხისმგებლობა.
ხშირ შემთხვევაში პოტენციური ზიანი უმნიშვნელოა. არლი ჰოკშილდმა შეისწავლა
შრომის განაწილება მსგავს ოჯახებში და გამოაქვეყნა შედეგები თავის წიგნში _ მეორე
ცვლა (თჰე შეცონდ შჰიფტ) (1989 წ.). ჰოკშილდმა გამოიკვლია, რომ ზოგიერთი წყვილი ახა
სიათებს თავიანთ თავს, როგორც თანაბარ პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ ფაქ
ტობრივ ცოლი ასრულებს გაცილებით მეტ სამუშაოს სახლში, ვიდრე ქმარი. ამგვარად,
მითი თანაბარუფლებიან პარტნიორობაზე ეხმარება წყვილებს შეურიგდნენ თავიანთ
განსხვავებულ შეხედულებას `წარმატებული ქორწინების~ შესახებ (ჰოკშილდი, 1989 წ.).
თუ განსაზღვრული წყვილი ამოიცნობს თავის თავს გამოქვეყნებულ შრომაში, შესაძლოა
პიროვნებები დაუპირისპირდნენ ფაქტს, რომ არც ერთი მათგანისთვის არ არის ქორწინება
ბედნიერი, როგორც ეუბნებოდნენ ერთმანეთს ან გათავისებული ჰქონდათ თავად. ამგვარი
შესაძლებლობის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ჰოკშილდმა შეცვალა წყვილების არ
ამხოლოდ სახელები, არამედ ისეთი საიდენტიფიკაციო მახასიათებლებიც კი, როგორიცაა
გარეგნობა და პროფესია.
სუბიექტის დაცვის პირველი გზა არის ანონიმური გამოკითხვა. კითხვარი მიწოდებუ
ლი და შედგენილია ისეთი სახით, რომ მკვლევარს არ შეუძლია ამოიცნოს განსაზღვრული
რესპოდენტის განსაზღვრული პასუხი. მიუხედავად ყველაფრისა, ხშირად სოციოლოგებს
სჭირდებათ სუბიექტების გამოკითხვა პირისპირ ან ნახვა მათ საცხოვრებელ გარემოში,
სამუშაოზე ან ლაბორატორიაში. ამ შემთხვევაში სოციოლოგი იცავს კონფიდენციალო
ბას ანუ მკვლევარმა იცის სუბიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მაგრამ პირობას
დებს, რომ არ გამოაქვეყნებს ამ ინფორმაციას. კონფიდენციალობის დაცვის მიზნით
სოციოლოგი ჩვეულებრივ შლის სახელებს და მისამართს კითხვარიდან, სამუშაო შენიშვ
ნებიდან და სხვა ჩანაწერებიდან; ცვლის მათ საიდენტიფიკაციო ნომრებით და ინახავს

76
სახელებისა და ნომრების დამაკავშირებელ ძირითად დოკუმენტს უსაფრთხო ადგილას.
ძირითადად, უსაფრთხოების ამგვარი ზომები საკმარისია. მაგრამ სასამართლოები არ
ცნობენ სოციოლოგების მონაცემებს, როგორც `ხელშეუხებელ ინფორმაციას~, განსხ
ვავებით ადვოკატის, მღვდლის ან ჟურნალისტისაგან, სოციოლოგს შეიძლება დაევალოს
თავისი ჩანაწერების სასამართლოსთვის გადაცემა ან მოწმედ გამოცხადება.
მაგალითად, ვაშინგტონის შტატის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის
გამოსაშვები კურსის სტუდენტი, რიკ სკარსი იკვლევდა გარემოსა და ცხოველთა უფლე
ბების დაცვის რადიკალ აქტივისტებს, რომლებიც ხანდახან არღვევდნენ კანონს თავი
ანთი საქმიანობის წარმოსაჩენად (მონეჰენი (Mონაგჰან), 1993ა, 1993ბ, 1993ც). მართა
ლია ჯგუფი თავისთავს უწოდებდა ცხოველთა გათავისუფლების ფრონტს, მაგრამ მას
დაეკისრა პასუხისმგებლობა უნივერსიტეტის ლაბორატორიის დარბევისთვის, სადაც 23
წავი, თაგვი და ტურა იყო გათავისუფლებული და კომპიუტერებზე მარილმჟავას დასხმი
სათვის (ზარალმა დაახლოებით 150 000 $ შეადგინა); სკარსი გამოძახებულ იქნა ნაფიც
მსაჯულთა წინაშე, რომელთაც უნდა გადაეწყვიტათ საქმის სასამართლოში გადაცემის
საკითხი. სკარსმა აღიარა, რომ იცნობდა მთავარ ბრალდებულს საკმაოდ კარგად, მაგრამ
შემდგომ კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. მან ეს იმით დაასაბუთა, რომ
ჩვენების მიცემა თავისი წყაროების შესახებ, გამოიწვევდა არამხოლოდ გარემოს დაც
ვის აქტივისტების მხრიდან მასთან საუბარზე უარის თქმას, რაც დააზარალებდა მის
საკუთარ კვლევას, არამედ იქონიებდა გავლენას სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე
ზოგადად. კვლევის წყაროები შესაძლოა გამხდარიყო ნაკლებად სარწმუნო სხვა სოცია
ლური მეცნიერისთვის ან სოციალური მეცნიერები თავს აარიდებენ საკამათო კვლევას,
რომელიც მოითხოვს კონფიდენციალობას. მოსამართლეები ვერ დაარწმუნა მოტანილმა
არგუმენტებმა და სკარსი მოხვდა ციხეში, რადგან მან უარი განაცხადა დაერღვია პირობა
კონფიდენციალობის შესახებ.
მეორე ეთიკური მოვალეობა ისაა, რომ სოციოლოგმა არასოდეს არ უნდა აიძულოს
ან მოისყიდოს ადამიანები, მონაწილეობა მიიღონ კვლევაში. სოციოლოგიურ კვლევაში
მონაწილეობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ეს მოთხოვნა პირდაპირია, თუმცა შესაძლოა
აღინიშნებოდეს ძნელადშესამჩნევი გადახრები. მაგალითად, მოხუცებულთა სახლის ბი
ნადარი არის `უნებლიე მსმენელი~, ის უყურებს სოციოლოგს, როგორც ექიმს ან ადმი
ნისტრატორს და თავს ვალდებულად თვლის, ითანამშრომლოს. სოციოლოგიის დამწყები
კურსის სტუდენტებმა შესაძლოა იგრძნონ, რომ მათი შეფასება ვერ იქნება სათანადო, თუ
არ მიიღებენ მონაწილეობას თავიანთი ხელმძღვანელის ჩატარებულ კვლევაში. ამასთან,
ზოგ შემთხვევაში, მოხალისეებისადმი ნდობამ შეიძლება შეცვალოს კვლევის შედეგები.
მაგალითად, ადამიანები, რომლებიც თანხმდებიან მონაწილეობაზე სექსუალურ გამოკ
ითხვებში, არის თავისუფლად შერჩეული ჯგუფი, რომელიც, შესაძლოა, ნაწილობრივ
ექსჰიბიციონისტებისგან შედგებოდეს, ამდენად ვერ იქნება ზოგადი პოპულაცია.
მესამე, მკვლევარი პატიოსანი უნდა იყოს სუბიექტის მიმართ. იდეალურ ვარიანტ
ში სოციოლოგი იღებს სუბიექტისაგან არამარტო თანხმობას, არამედ ინფორმირებულ
თანხმობას. ეს პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ხალხი, რომელთა
შესწავლაც სურს მკვლევარს, არის გაუნათლებელი, აქვს დაბალი სოციალური სტატუსი
ან ვერ ერკვევა სოციალურ კვლევაში. ძალიან ძნელია ან შეუძლებელი დაფარო კვლევა.

77
მონაწილეებმა ლაბორატორიულ ექსპერიმენტში ან რესპოდენტებმა, რომლებიც ავსებენ
გრძელ კითხვარებს, იციან, რომ მათ შეისწავლიან. ამასთან ზოგჯერ მკვლევარები იღებენ
რთულ გადაწყვეტილებას, არ უთხრან მონაწილეებს კვლევის რეალური მიზნის შესახებ,
რათა მიიღონ უფრო ზუსტი ინფორმაცია. მაგალითად, სოციოლოგი, რომელიც შეისწავ
ლის გენდერულ დისკრიმინაციას მუსიკის ინდუსტრიაში, შესაძლოა უთხრას სუბიექტს,
რომ სწავლობს მენეჯმენტის სტილს ან მარკეტინგის სტრატეგიას. შესაძლოა, პირადი
დაკვირვებით მომუშავე (Fიელდ რესეარცჰერს) მკვლევარებს განსაკუთრებით არ უნდოდეთ
უთხრან ხალხს ყველა იდეა, რაც ამოძრავებს მათ დაკვირვებას, რადგან ამის ცოდნა იწვევს
იმ სოციალური პროცესების ცვლილებას, რომელთა შესწავლასაც ისინი აპირებენ.
ამგვარად, სოციოლოგები, რომლებიც შეისწავლიან რელიგიურ ორგანიზაციებს, საერთო ინტერესებით გაერთიანებულ ჯგუფებს, ერთგვაროვან საზოგადოებებს, შესა ძლოა, თავიანთი კვლევის პროექტების მიზანი საიდუმლოდ შეინახონ. სიმართლის და ფარვა გამართლებული უნდა იყოს გადაულახავი სამეცნიერო ან ჰუმანური ინტერესებით, მაგალითად, ნარკოტიკების ინტრავენურად მომხმარებელთა ფარული გამოკვლევა, გან კუთვნილი ქცევის მოდელის დასადგენად, რაც ზრდის შიდსის გავრცელების ალბათობას, შესაძლოა გამართლებული იყოს.
სოციოლოგებს აქვთ აგრეთვე ეთიკური ვალდებულებები თავიანთი კოლეგებისა
და სამეცნიერო საზოგადოების, აგრეთვე საზოგადოების მიმართ, ზოგადად. იდეალურ
შემთხვევაში სოციოლოგები აკეთებენ ყველაფერს, რათა დაიცვან ობიექტურობა და პა
ტიოსნება თავიანთ კვლევებსა და პუბლიკაციებში. ამგვარი მიდგომა გულისხმობს, არა
მხოლოდ სიზუსტესა და სანდოობას გამოკვლევების შედეგების წარმოდგენისას, არამედ
კვლევის შეზღუდვების განსაზღვრის დროსაც, უნდა იქნეს გამოქვეყნებული როგორც
დადებითი შედეგები, ასევე უარყოფითი და ანომალიური მონაცემები, სანდო იყოს კვ
ლევის და ფინანსების ყველა წყარო და ყველა ადამიანი (სტუდენტების ჩათვლით), ვინც
წვლილი შეიტანა შრომის შესრულებაში. როდესაც საჭიროა პროფესიული დასკვნის გა
კეთება, იქნება ეს სასამართლოში, საჯარო გამოსვლაზე, თუ საინფორმაციო საშუალე
ბებში, სოციოლოგებმა უნდა განსაზღვრონ თავიანთი ექსპერტიზის ხარისხი და თავი შეი
კავონ დასკვნის გაკეთებისაგან, რომელიც არაა მეცნიერული ჭეშმარიტება და შეიძლება
არასწორედ იქნეს აღქმული.
როგორც მედიცინა, იურისპუდენცია და სხვა დარგები, სოციოლოგია ცდილობს
იყოს თვითკონტროლირებადი. ამერიკის სოციოლოგთა ასოციაცია (AშA) პროფესიო
ნალი სოციოლოგებისთვის არის მთავარი ორგანიზაცია, რომელმაც დაადგინა დაწვრი
ლებითი ეთიკური ნორმები (1989 წ.) _ ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპების ერთობლიო
ბა. ასა ს პროფესიული ეთიკის კომიტეტი პასუხისმგებელია განიხილოს პრეტენზიები,
იშუამდგომლოს კონფლიკტურ სიტუაციაში და შესაბამისი პროცედურის დაცვით გას
ცეს რეკომენდაციები. გარდა ამისა, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების უმრავლესობა
ითხოვს, რომ ყველა დიდი კვლევის პროექტი განიხილოს კომიტეტმა, რათა იყოს სრული
უსაფრთხოება იმისა, რომ კვლევის პროცედურები არ არღვევს ადამიანის, როგორც
სუბიექტის უფლებებს.

78

კვლევის სტრატეგიები

სოციოლოგიური გამოკვლევები შეიძლება დაიყოს ორ ძირითად ტიპად: რაოდენო
ბრივად და თვისებრივად. რაოდენობრივი კვლევისას სოციოლოგები გამოითვლიან რომე
ლიმე სოციალური ფენომენის ცალკეულ შემთხვევებს და ცდილობენ დაუკავშირონ ისინი
სხვა სოციალურ ფაქტორებს სტატისტიკური ანალიზით. რაოდენობრივი კვლევა იყენებს
მრავალგვარ სტატისტიკურ მეთოდს, სხვადასხვა მახასიათებელს შორის დამოკიდე
ბულების გამოვლენისა და მიზეზობრივი კავშირების ანალიზისთვის (ამ თავში ზემოთ
წარმოდგენილი ბლოკი `ძირითადი სტატისტიკური კონცეპციები~ განიხილავს რამოდენ
იმე მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან სტატისტიკურ თანაფარდობას). დევიდ ფილიფსის
შრომა სტატისტიკურ დამოკიდებულებაზე ფართოდ გახმაურებულ თვითმკვლელობებსა
და, ზოგადად, თვითმკვლელობის სიხშირის ზრდას შორის, არის რაოდენობრივი კვლევის
მაგალითი. ასევეა დურკჰაიმის შრომა თვითმკვლელობის შესახებ. დღეს დურკჰაიმი კომ
პიუტერებს და სხვა ბევრ რთულ სტატისტიკურ მეთოდს ჩათვლიდა ძალიან მოსახერხებ
ლად თავისი მონაცემების ანალიზისთვის.
ცხადია, ყველა სოციალური მოვლენა არ შეიძლება იყოს გამოთვლილი და შეფასე
ბული რაოდენობრივი თვალსაზრისით. შესაძლოა, რაოდენობრივად შევაფასოთ თვით
მკვლელობის სიხშირე ცალკეული შემთხვევისთვის, მაგრამ არა თვითმკვლელობის აქტის
მნიშვნელობა, თვითმკვლელობის ჩამდენისთვის. ამგვარად, თვისებრივი ანალიზი მნიშ
ვნელოვანია სოციოლოგიისთვისაც. თვისებრივი გამოკვლევისას სოციოლოგები იყე
ნებენ სიტყვიერ აღწერას, პირად დაკვირვებას და ზოგჯერ, სოციალური ქცევის არსის
ინტერპრეტაციას ან საზოგადოებრივი ცხოვრების სქემების დეტალების ანალიზს. მკვლ
ევარი, რომელიც მიმოიხილავს მუშა ჯგუფებს, იმის განსაზღვრისთვის, როგორ ვლინდე
ბა ლიდერის როლი ან ატარებს გამოკითხვას მცირეწლოვან ბავშვებში, იმის გამოსაკვ
ლევად, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ მშობლების განქორწინებასთან, ატარებს
თვისებრივ გამოკვლევას.
როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისებრივ გამოკვლევებში გამოყენებულია მონაცე მების შეგროვების მრავალი განსხვავებული მეთოდი _ გამოკითხვების ჩატარებიდან პირად დაკვირვებამდე, ისტორიული ჩანაწერების ამოღებიდან ექსპერიმენტების ჩატა რებამდე. მომდევნო ნაწილებში განვიხილავთ მონაცემების შეგროვების ყველაზე მნიშვ ნელოვან მეთოდებს და წარმოვადგენთ, რამდენად მიზანმიმართულად არის გამოსადეგი გარკვეული სახის კითხვებზე პასუხის მისაღებად თითოეული მათგანი.

გამოკითხვები
სოციოლოგები იყენებენ გამოკითხვას, საზოგადოებრივი აზრის შეფასებისთვის, ქცე
ვის მოტივაციის ანალიზისა და საზოგადოების ქცევის პროგნოზისთვის. გამოკითხვისას
ისინი მონაცემებს აგროვებენ გარკვეული ტიპის რესპონდენტის უშუალო გამოკითხვის
ან კითხვარების გაგზავნის გზით, შესაძლოა, ორივე მეთოდითაც ერთდროულად. რესპონ

79
დენტს შეუძლია გასცეს პასუხები კითხვარებს ფოსტით, ტელეფონით ან პირისპირი საუ
ბრის დროს. გამოკითხვა განსაკუთრებით მოსახერხებელია, როცა სოციოლოგს სურს ინ
ფორმაციის მიღება დიდი პოპულაციისაგან მოვლენაზე, რომლის შეფასებაც მათ ღიად არ
შეუძლიათ. მაგალითად, სექსუალური ქცევის შესახებ კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელები
ბევრად უფრო კონსერვატიულები არიან, ვიდრე მათ შესახებ მასმედიაში გავრცელებული
აზრი, თითქოს ისინი სექსუალურად თავისუფლები არიან და ხშირად მიმართავენ სექსის
ალტერნატიულ ფორმებს, რაც შესაძლოა ბევრისთვის დამაჯერებელიც იყოს (იხილეთ
თავი 3). გამოკითხვაში შესაძლოა დასმული იყოს კითხვები სოციალურ ეკონომიკური
საკითხების ირგვლივ (ასაკი, შემოსავალი, განათლება, პროფესია და მისთანანი). რადგან
გამოკითხვისას რესპონდენტმა შეიძლება გასცეს ან არ გასცეს კითხვებზე დამაჯერებე
ლი პასუხი, გამოკითხვის შედეგები განიხილება, როგორც მიახლოებითი.
სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობს ბევრი ხალხი, რომელიც უბრალოდ
სვამს კითხვებს. მათი შედეგები სანდო და დასაბუთებული, რომ იყოს სოციოლოგები
უნდა იყვნენ გარკვეული, ვისთვისაა შეკითხვა და როგორ უნდა გაიცეს პასუხი. სატელე
ვიზიო ინტერვიუების დროს სატელეფონო გამოკითხვა იწვევს ფართო მასების ჩართ
ვას და აქვს გავლენა სახალხო ლიდერებზე, მაგრამ ხალხი, რომელიც უყურებს, ამგვარ
შოუს და აქვს დრო, რომ დარეკოს, სულაც არ არის აუცილებელი სწორედ ამერიკელი
მოსახლეობის ტიპური წარმომადგენელი იყოს. საკონტროლო ჯგუფის საგულდაგულო
შერჩევა არის სწორი მეცნიერული გამოკითხვის საწინდარი. გამოკითხვათა უმრავლესო
ბის მიზანი არის რაოდენობრივი მონაცემების მიღება, ინტერვიუების შედეგიც რაოდე
ნობრივი მონაცემებია.

შერჩევის ერთობლიობის განსაზღვრა

კითხვების უმრავლესობა შემუშავებულია ინფორმაციის შესაგროვებლად მცირე
რაოდენობის ადამიანებისაგან, რომელთა მიხედვით პოზიციის, ქცევის ან სხვა მახა
სიათებლები შეიძლება განზოგადებულ იქნეს ბევრად უფრო დიდ პოპულაციაზე. გამო
კითხვის პოპულაცია არის ადამიანთა საერთო რაოდენობა, გაერთიანებული გარკვეული
მახასიათებლით, რომელიც წარმოადგენს სოციოლოგების კვლევის ინტერესს. ვთქვათ,
სოციოლოგთა ჯგუფს აინტერესებს აბორტის მიმართ დამოკიდებულების შედარება
ახალგაზრდა (განსაზღვრული ასაკით ოციდან ოცდაათ წლამდე) და შედარებით ასაკო
ვან (განსაზღვრული ასაკით ორმოცდაათიდან სამოც წლამდე) ამერიკელ ქალთა შორის.
გამოკითხვის პოპულაცია ამ შემთხვევაში შესაძლოა იყოს ამერიკაში მცხოვრები ყველა
ქალი ოციდან ოცდაათამდე და ორმოცდაათიდან სამოც წლამდე.
რამდენადაც ჩვეულებრივ პოპულაციაში ყველას პირადად გამოკითხვა დიდ დროსა
და ხარჯებს მოიხოვს, სოციოლოგები გამოკვლევისთვის ქმნიან საკონტროლო ჯგუფს
ñ პოპულაციის შეზღუდულ ქვესიმრავლეს. მაგალითად, სოციოლოგებს აბორტისადმი
დამოკიდებულების შესწავლისათვის შეუძლიათ გამოყონ ამერიკელი ქალების ორი ასა
კობრივი ჯგუფი. ჩვეულებრივ, რამდენადაც შესაძლებელია, გათვალისწინებულია, რომ
საკონტროლო ჯგუფი იყოს წარმომადგენლობითი. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი სო
ციალური მახასიათებლები, როგორიცაა ñ ასაკი, რასა, სოციალური მდგომარეობა და ა.შ.

80
_ წარმოდგენილი იყოს საკონტროლო ჯგუფში აღებულ პოპულაციაში ისევე, როგორც იქნებოდა უფრო დიდ პოპულაციაში. რაც უფრო წარმომადგენლობითია საკონტროლო ჯგუფი, მით უფრო სარწმუნოდ ასახავს მიღებული შედეგები მთლიანი პოპულაციის დამოკიდებულებას.
ბევრს მიაჩნია, რომ დიდი საკონტროლო ჯგუფი უფრო წარმომადგენლობითია, ვიდ
რე მცირე, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. შესაძლოა ამის ყველაზე ცნობილი მაგ
ალითი იყო 1936 წელს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების პროგნოზის მცდელობა.
პოპულარულმა ჟურნალმა `Lიტერარყ დიგესტ~ (`ლიტერატურული მიმოხილვა~) დაუგზავნა
საარჩევნო ბარათი 10 მილიონ ამერიკელს, რომლებიც შერჩეულ იქნენ სატელეფონო და
მანქანების რაგისტრაციის ცნობარებიდან. დაბრუნებული 2 მილიონი ბარათის მიხედ
ვით ჟურნალმა გააკეთა პროგნოზი, რომ ალფრედ ლანდონი დაამარცხებდა ფრანკლინ
დ. რუზველტს ხმათა მნიშვნელოვანი უპირატესობით. ამასობაში, ვინმე ჯორჯ გელაპმა
სულ რაღაც 312 551 ადამიანის გამოკითხვით სრულიად ზუსტად იწინასწარმეტყველა
რუზველტის გამარჯვება. ამ შემთხვევაში უფრო მცირე საკონტროლო ჯგუფი იყო უფრო
წარმომადგენლობითი, ვიდრე დიდი პოპულაცია. ჯერ ერთი, 1936 წელს დიდი დეპრე
სიის შუაში, მრავალ ამომრჩეველს არ ჰქონდა მანქანა ან ტელეფონი. ეს ადამიანები _
რომელთა უმრავლესობამ ხმა მისცა რუზველტს _ საერთოდ არ იყვნენ წარმოდგენილი
`Lიტერარყ დიგესტ~ ის საკონტროლო ჯგუფში. გალუპმა გამოიყენა შემთხვევით შერჩეული
საკონტროლო ჯგუფი, რომელშიც საარჩევნო ასაკს მიღწეულ ყოველ ამერიკელ მოქა
ლაქეს ჰქონდა მოხვედრის თანაბარი შანსი. წარმომადგენლობითი საკონტროლო ჯგუფის
შექმნა არის რეალური ამოცანა. კამპუსის გაზეთები და ორგანიზაციები ხშირად აწყობენ
გამოკითხვებს კითხვარების დარიგების გზით ერთ ან ორ ადგილას. ასეთი გამოკითხვე
ბი იშვიათადაა წარმომადგენლობითი. მაგალითად, პირველი 100 სტუდენტი, გამოსული
სოციოლოგიის ინსტიტუტის შენობიდან, შესაძლოა, ნაკლებად წარმოადგენდეს მეც
ნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებს და უფრო წარმომადგენლობითი
იყოს, როგორც ქალი სტუდენტები, რომლებიც მეტად არიან განწყობილი სოციოლოგიის
შესწავლის მიმართ, ვიდრე მამაკაცი სტუდენტები. ჯგუფი იქნებოდა უფრო წარმომად
გენლობითი, თუ ორგანიზაციები შეარჩევდნენ შემთხვევითი 100 სტუდენტის გვარს
ფაკულტეტის სტუდენტთა მთლიანი სიიდან.

კითხვების შედგენა და დასმა

კითხვების ფორმულირება და თანმიმდევრობა, რომელთაც სოციოლოგები სვამენ ინ ტერვიუების დროს ან კითხვარებში, განსაზღვრავს მათ მიერ მიღებული შედეგების დასა ბუთებულობასა და სანდოობას.
ფორმულირება. კითხვებისთვის სიტყვების შერჩევას, შეუძლია გამოკითხვისას გან
საზღვროს კვლევის შედეგები. მაგალითად, ერთი შეხედვით, კითხვები _ `გამოსვლების
აკრძალვა~ და `გამოსვლების დაშვება~ შეიძლება ლოგიკურად წინააღმდეგობრივ ფრა
ზებად მოგვეჩვენოს. მაგრამ სიტყვების მნიშვნელობა, უდავოდ განსხვავებულია. ერთის
მხრივ ზოგიერთ რესპონდენტს დაესვა კითხვა: `ხომ არ ფიქრობთ, რომ ამერიკის შეერთე

81
ბულმა შტატებმა უნდა აკრძალოს გამოსვლები დემოკრატიის წინააღმდეგ?~; სხვას კი
კითხვა: `ხომ არ ფიქრობთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაუშვას გამოს
ვლები დემოკრატიის წინააღმდეგ?~. პასუხები არ ემთხვეოდა ერთმანეთს: მხოლოდ 21,4
პროცენტმა უპასუხა, რომ მათ უნდა `აეკრძალათ~ გამოსვლები, მაგრამ 47,8 პროცენტმა
უპასუხა, რომ მათ არ უნდა `დაეშვათ~ გამოსვლები (შუმანი და პრესერი 1981 წ. ). ზოგჯერ
მკვლევარები ატარებენ კითხვარების წინასწარ შემოწმებას, რათა დარწმუნდნენ, რომ
კითხვების ფორმულირება და ფორმატი არ იქონიებს გავლენას პასუხებზე.

თანმიმდევრობა. წესრიგმა, რომლის მიხედვითაც სოციოლოგი სვამს კითხვებს,
შესაძლოა, ასევე იქონიოს გავლენა პასუხების ხასიათზე. ადრე დასმული კითხვების
პასუხებს შეუძლია იმოქმედოს იმაზე, რას ფიქრობს რესპონდენტი მოგვიანებით დას
მული კითხვების შესახებ. ზოგჯერ სოციოლოგები იღებენ განსხვავებულ მონაცემებს
ორი შეკითხვის მხოლოდ თანმიმდევრობის შეცვლის შედეგად. მაგალითად, იმ პერი
ოდში, როცა ამერიკელებს აწუხებდა კომუნისტური საფრთხე, ადამიანებს აძლევდნენ
ორ შეკითხვას: (ა) `როგორ ფიქრობთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დართოს
ნება კომუნისტური ქვეყნების გაზეთების რეპორტიორებს ჩამოვიდნენ აქ და გააშუქონ
თავიანთ გაზეთებში მოვლენები, როგორც ისინი ხედავენ?~ და (ბ) `როგორ ფიქრობთ, კო
მუნისტური ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, დართავენ ნებას ამერიკული გაზეთების რე
პორტიორებს ჩავიდნენ იქ და გააშუქონ თავიანთ გაზეთებში მოვლენები, როგორც ისინი
ხედავენ?~ როდესაც ადამიანებს პირველად უსვამდნენ ა შეკითხვას, 54,7 პროცენტი პა
სუხობდა მასზე _ `დიახ~. მაგრამ როდესაც პირველად ისმებოდა ბ შეკითხვა, ა კითხვაზე
პასუხობდა _ `დიახ~ 74,6 პროცენტი (შუმანი და პრესერი, 1981 წ).

პასუხის ფორმა. გამოკითხვის დროს ადამიანს შეუძლია გასცეს პასუხი ორიდან ერთ
ერთი ფორმით. დახურული პასუხის კითხვებში რესპონდენტმა უნდა აირჩიოს ერთ ერთი
ჩამოთვლილი პასუხების ვარიანტებიდან, რომელიც მკვლევარის მიერაა შემოთავაზებუ
ლი. ღია პასუხის კითხვებში რესპონდენტი პასუხობს საკუთარი სიტყვებით. მაგალითად,
სოციოლოგებს შესაძლოა სურთ იცოდნენ, რას ანიჭებენ ადამიანები ყველაზე მეტ უპი
რატესობას თავიანთ სამუშაოში. ისინი სვამენ კითხვას დახურული ფორმით: `გადახედეთ
ამ ბარათს და მითხარით, რას ანიჭებთ ყველაზე მეტ უპირატესობას საქმეში?~ ბარათში
ჩამოთვლილია ხუთი სავარაუდო პასუხი: მაღალი შემოსავალი, სამუშაოს უსაფრთხოება,
მოკლე სამუშაო დღე, განვითარების შესაძლებლობა, დამაკმაყოფილებელი სამუშაო, რაც
თავს გაგრძნობინებს წარმატებულ პიროვნებად. დახურული პასუხის მქონე კითხვის სხვა
ვარიანტი მოცემული პასუხების სერიის შეფასებას შეიცავს. მაგალითად, 1 = `სრულად
ვეთანხმები~ დან 5 = `სრულიად არ ვეთანხმები~ მდე. კითხვა შეიძლება დაისვას ღია
ფორმითაც: `ადამიანები სამუშაოს სხვადასხვაგვარად აფასებენ, თქვენ რას ანიჭებთ
ყველაზე მეტ უპირატესობას სამუშაოში?~ ფაქტობრივ, როდესაც ისმებოდა ეს შეკითხვა,
პასუხები განსხვავდებოდა კითხვის დასმის სხვადასხვა ფორმის დროს. მაგალითად, 17.2
პროცენტი რესპონდენტებისა ირჩევდა `განვითარების შესაძლებლობას~, როდესაც ისინი
ხედავდნენ ამ პასუხს ჩამოთვლილ ვარიანტებში; მაშინ, როდესაც მხოლოდ 1,8 პროცენტი
ასახელებდა ამ მიზეზს ღია პასუხის ფორმით დასმული შეკითხვის დროს. სოციოლოგებმა

82
უნდა იცოდნენ, რომ გამოკითხვისას შეკითხვების ფორმულირება, თანმიმდევრობა და ფორმა განსაზღვრავს კვლევის შედეგებს.
როდესაც გამოკითხვისის მკვლევარს სჭირდება მეტი ინფორმაცია, ვიდრე მოკლე კითხვარი იძლევა, მათ შეუძლიათ ჩაატარონ იტერვიუ ტელეფონით ან პირადად. ინტერ ვიუ არის გასაუბრება, რომლის დროსაც მკვლევარი სვამს კითხვების სერიას ან განიხი ლავს თემას სხვა პიროვნებასთან. თუ ისინი გამოიყენებენ ღია პასუხის ფორმის კითხვებს, ინტერვიუერს შეუძლია განასხვავოს, როდის შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღება და როდის გადავიდეს შემდეგ კითხვაზე. კარგმა ინტერვიუერმა აგრეთვე იცის, რომ ინტერ ვიუს დასაბუთებულობა და სანდოობა დამოკიდებულია ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის ურთიერთობაზე. ისინი სწავლობენ ინტერვიუს ტონისა და ტემპის განსაზღვრას სხვადასხვა ტიპის რესპონდენტებისათვის.
ექსპერიმენტები

ექსპერიმენტი მეცნიერს სთავაზობს მიზეზ შედეგობრივი კავშირის დადგენის ეფექ
ტურ მეთოდებს. ექსპერიმენტებში სოციალურ მეცნიერებათა მკვლევარებს შესაძლე
ბლობა აქვთ გამოსცადონ ჰიპოთეზა _ რომ ერთი ცვლადი სიდიდე გავლენას ახდენს
მეორე ცვლად სიდედეზე თუ, ეს მიზეზობრივად იქნა გამოწვეული _ საგნების შემოტანით
სპეციალურად შექმნილ სიტუაციაში, რომელიც მათ საშუალებას აძლევს აკონტროლონ
ცვლად სიდიდეებზე რაიმე გავლენის მომხდენი არაარსებითი ფაქტორები. მაგალითად,
სოციოლოგებს, რომელთაც სურდათ შეესწავლათ მუსიკის გავლენა სოციალურ ურთ
იერთქმედებაზე, შეეძლოთ გამოეყენებინათ ჩაკეტილი ოთახი ადამიანთა განსაზღვრული
რაოდენობით, შესაბამისი განათებით, დასაჯდომი ადგილებით, წახემსების შესაძლე
ბლობით და ა. შ. მუდმივად. ჰიპოთეზის შესამოწმებლად, მკვლევარები (1) სისტემატიუ
რად მანიპულირებენ ერთი ცვლადი სიდიდით და (2) აკვირდებიან მანიპულაციის ეფექტს
მეორე ცვლად სიდიდეზე. ფაქტორი, რომელიც სისტემატიურად იცვლება (ამ ექსპერი
მენტში მუსიკა), არის დამოუკიდებელი ცვლადი სიდიდე; შესწავლის პროცესში იგი შემ თხვევით ფაქტორად ითვლება. ფაქტორი (აქ _ სოციალური ურთიერთქმედება), რო მელიც ისწავლება არის დამოკიდებელი ცვლადი სიდიდე; ეს არის ფაქტორი, რომელზეც გავლენას ახდენს დამოუკიდებელი ცვლადი სიდიდის მანიპულაცია.
ექსპერიმენტის წარმართვისათვის საჭიროა ყველა ცვლადი სიდიდის ზუსტი კონ
ტროლი. ასეთი კონტროლის მიღწევა ძალიან რთულია სოციოლოგიურად საინტერესო
საკითხების გამოკვლევისას, მაგრამ ის შეიძლება მიღწეულ იქნეს ლაბორატორიულ ექს
პერიმენტებში, რომლებიც ტარდება ინდივიდების ან პატარა ჯგუფების მიერ. საველე ექს
პერიმენტები გათვლილია უფრო ფართო მასებისთვის; თუმცა, პრაქტიკული და ეთიკური
მიზეზების გამო, სოციოლოგიაში ასეთი ზუსტი ექსპერიმენტების წარმატებით ჩატარება
ძალიან რთული და იშვიათია. მიუხედავად ამისა, მაინც ღირს თითოეული ამ ექსპერიმენ
ტისთვის თვალის გადავლება.
83
ლაბორატორიული ექსპერიმენტები

ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში სოციოლოგები საგნებს განიხილავენ ხელოვნურ
გარემოში, სადაც შესაძლებელია პირობების იოლად რეგულირება. ექსპერიმენტში, რო
მელიც კლასიკად იქცა, სოციოლოგმა ფილიპ ზიმბარდომ სტენფორდის უნივერსიტეტის
შენობის საფუძველზე ააგო `ციხე~. ზიმბარდოს აინტერესებდა ტუსაღისა და მცველის სო
ციალური როლების ზეგავლენა მათ ქცევაზე. ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად
სკოლის გაზეთში განთავსებული განცხადებების საშუალებით მოიზიდეს მოხალისე სტუ
დენტები. 70 მოხალისე ყურადღებით იქნა შემოწმებული. მკვლევარებმა მათგან მსგავსი
პიროვნული მახასიათებლების მქონე საშუალო ფენის წარმომადგენელი 24 თეთრკანია
ნი მამაკაცი აირჩიეს. ინტერვიუებითა და შემოწმებებით დაადგინეს, რომ ისინი იყვნენ
ჩამოყალიბებული, გონიერი და ემოციურად გაწონასწორებული _ ზიმბარდოს აზრით
`საუკეთესოთა ნაკრები~. წილის ყრით გადაწყდა, რომელი სტუდენტი შეასრულებდა ტუ
საღის როლს და რომელი _ მცველისას.
რეალური ელფერის მისაცემად 12 ტუსაღი სტუდენტი გაუფრთხილებლად დააპა ტიმრეს, პატრულის მანქანით წაიყვანეს პალო ალტოს პოლიციაში, სადაც აუღეს თითის ანაბეჭდები და `აიყვანეს აღრიცხვაზე~, შემდეგ სკოლის `ციხეში~ გადაიყვანეს, თითოეუ ლი მათგანი გააშიშვლეს, შეამოწმეს მკბენარებზე, ჩააცვეს ფორმა, მიანიჭეს საიდენტი ფიკაციო ნომერი და საკანში მოათავსეს. მცველი სტუდენტები წინასწარ იქნენ გაფრთხ ილებულნი, რომ უნდა უზრუნველეყოთ კანონის დაცვა და წესრიგი ინსცენირებულ ციხეში. მათ დაავალეს საკუთარი წესების შექმნა და ყურადღების მოკრეფა `პატიმართა აჯანყების~ რაიმე ნიშნის აღმოჩენისათვის.
დაგეგმილი იყო ორკვირიანი ექსპერიმენტი, მაგრამ იგი ექვს დღეში შეწყდა. რატომ? იმიტომ, რომ ზიმბარო და მისი კოლეგები ნანახმა შეაშინა. დაცვის ზოგიერთი წევრი ტუ საღს, როგორც მხეცს, ისე ეპყრობოდა. ისინი იგონებდნენ სხვადასხვა მეთოდებს, რათა ტუსაღებს თავი უარესად ეგრძნოთ. ზოგი მცველი იყო უხეში, მაგრამ სამართლიანი, ზოგი კი _ კეთილი. მაგრამ `კარგ~ დაცვას არც ერთხელ არ შეუშლია ხელი `ცუდი~ დაცვისთვის ზიმბარდოსთან ამბის მიტანით ან რაიმე ქმედებით.
ცვლილებები ტუსაღ სტუდენტთა საქციელშიც იმდენადვე საგანგაშო იყო, რამდე
ნადაც მცველების საქციელი. ვინმე შეიძლება მოელოდა სტუდენტების შეკრებას უხეში
მოპყრობისათვის წინააღმდეგობის გასაწევად (ბოლოს და ბოლოს, მათ არანაირი დანა
შაული არ ჩაუდენიათ), მაგრამ ისინი ასე არ მოქცეულან. ერთ ერთი ტუსაღი მოათავსეს
`ცალკე საკანში~ შიმშილობის გამოცხადებისთვის. თავდაპირველად მისმა მეგობარმა
ტუსაღებმა, პროტესტი გამოთქვეს, მაგრამ როდესაც მცველმა არჩევანის საშუალება
მისცა ტუსაღის გათავისუფლების სანაცვლოდ ერთი ღამით საბნებზე უარი ეთქვათ, მათ
საბნები არჩიეს და ტუსაღი სატანჯველად გაწირეს. ინსცენირებულ საიდუმლო მმართ
ველობის შეხვედრიდან ზოგი გაშვებას იხვეწებოდა, მაგრამ არც ერთი არ მოითხოვდა
გათავისუფლებას. ექვსი დღის მიწურულს ტუსაღი სტუდენტები დაემსგავსნენ `მორჩილ,
დეჰუმანირებულ რობოტებს~. ციხის ექსპერიმენტმა ნათლად გამოსახა ის მდგომარეო
ბა, რასაც ხალხი თამაშობდა (დამოუკიდებელი ცვლადი სიდიდე, მართვადი მკვლევართა
მიერ) აყალიბებდა საკუთარ დამოკიდებულებასა და საქციელს (დამოკიდებული ცვლადი

84
სიდიდე). ყველა სტუდენტმა იცოდა, რომ მონაწილეობას იღებდა ექსპერიმენტში, ფაქტო ბრივად, `თამაშობდა თამაშს~ ტუსაღსა და მცველზე, მაგრამ ერთ კვირაზე მოკლე ხანში ექსპერიმენტი ზედმეტად დაემსგავსა სინამდვილეს.
ზიმბარდოს ექსპერიმენტმა წინ წამოსწია სუბიექტებთან მოპყრობის ეთიკური სა
კითხები. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ახლა უფრო მკაცრი წესები მოქმედებს. ეს
წესები მკვლევარებს ავალდებულებს სუბიექტისათვის ექსპერიმენტის ან პროცედურის
ახსნას; სუბიექტისთვის მხოლოდ სიმართლის თქმას; სუბიექტის გაფრთხილებას რაიმე
ხიფათის შესახებ; აღწერას, როგორ უნდა გამოიყენონ მონაცემები; სუბიექტის კონფი
დენციალურობის დაცვას; და სუბიექტის თანხმობამდე მის ხელთ არსებული ინფორმა
ციის სისრულის გარკვევას.

საველე ექსპერიმენტები

ეთიკური და პრაქტიკული მიზეზების გამო, სიტუაციათა უმრავლესობა, რომლებიც აინტერესებთ სოციოლოგებს, ლაბორატორიაში ვერ იქმნება. თუმცა ექსპერიმენტის ჩატა რება და გამომწვევი მიზეზისა და შედეგის ურთიერთობის დამტკიცება საველე პირობებში უფრო რთულია (რაც არსებობს რეალური ცხოვრების გარემოცვაში).
ყველა დროის ყველაზე ცნობილი საველე ექსპერიმენტი ახდენს სირთულის ილუს
ტრირებას. 1930 იან წლებში, მკვლევარები გაემგზავრნენ დასავლეთ ილიონისში იმის
შესასწავლად, მოახდენდა თუ არა სამუშაო პირობების ცვლილებები, მაგ. უკეთესი გა
ნათება _ სამუშაო ჯგუფების პროდუქტიულობის გაზრდაზე (როთლსბერგერი და დიქსო
ნი, 1939/1961). სამუშაო გარემოს ნებისმიერი ასპექტის ცვლილების მიუხედავად, რაღაც
იდუმალებით ყველა მომუშავე ჯგუფი უფრო პროდუქტიული გახდა. საბოლოოდ, მკვლე
ვარებმა გააცნობიერეს, რომ მომუშავეები, უბრალოდ, იმ ყურადღებას პასუხობდნენ,
რასაც იღებდნენ: სოციალურ მეცნიერებათა მკვლევარების შესწავლის საგნად გახდომამ
მათ, თავი უფრო მნიშვნელოვნად და დაფასებულად აგრძნობინა. ამ `კუნელის ეფექტმა~
მკვლევართა დასწრების გავლენის გაკონტროლების საჭიროება აჩვენა. ამის გაკეთების
ძირითადი მეთოდი არის იმ ორი ჯგუფის შედარება, რომლებსაც ზუსტად ერთნაირად
ეპყრობიან, მათი შესწავლის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ საცდელ ჯგუფს შეიძლება
მეტი განათება მიეღო, იმ დროს, როცა მმართველი ჯგუფი საერთოდ ვერაფერს მიიღებ
და, დამატებითი ყურადღება ორივე ჯგუფს თანაბრად დაეთმობოდა.
საველე ექსპერიმენტები ხანდახან მაშინაც ტარდება, როდესაც პოლიტიკის გამტა
რებლებს ამ პოლიტიკის ფართო მასების მიმართ განხორციელებამდე სურთ წინასწარ გა
მოსცადონ განსაზღვრული პოლიტიკის ზეგავლენა, მის ეფექტებზე მონაცემთა შეგროვე
ბით. მასობრივი ექსპერიმენტების სიძნელეები ამცირებს მის შედეგებს სოციოლოგიურ
მონაცემთა ბაზების წარმოებისას. სოციოლოგებმა ხანდახან ექსპერიმენტის სახით შეი
ძლება შეისწავლონ ისეთი ღონისძიება, როგორიცაა ახალი პოლიტიკის წარმოქმნა ერთ
შტატში, მაგრამ არა სხვებში. თუ სოციოლოგებს აქვს დამოუკიდებელი ცვლადი სიდიდეე
ბის საკმარისი რაოდენობა, შეუძლიათ მოიქცნენ როგორც მაკონტროლებლები ლაბო
რატორიულ პირობებში. მაგალითად, საკეთილდღეოდ მიმართული პოლიტიკური ცვლი
ლებები ექსპერიმენტად იქნა შესწავლილი. იმ შტატთა შედარებით, სადაც მმართველმა

85
ჯგუფებმა ცვლილებები განახორციელეს და პოლიტიკა უცვლელი დარჩა, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ბავშვის მოვლის ეფექტური პროგრამები იქნება, გაიზრდება იმ მარტოხელა დედათა რაოდენობა, რომლებსაც აქვთ უნარი სამსახური მოძებნონ სოცია ლური უზრუნველყოფის დახმარების გარეშე.
ეთნოგრაფია, საველე სამუშაო და ჩართული დაკვირვება

სოციოლოგები ცდილობენ ექსპერიმენტებით გავლენა მოახდინონ ადამიანთა
საქციელზე. საველე ექსპერიმენტთა უმრავლესობაში ისინი დაკვირვებებს ატარებენ ნაკ
ლებად შესამჩნევად. ეთნოგრაფიულია კვლევა, როდესაც მკვლევარები ხალხს ყოველ
დღიურობაში აკვირდებიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მკვლევართა მიზანია
სოციალური ცხოვრების წვრილმანი დახასიათებებითა და ინფორმაციით მომარაგება _
მაგალითად, ბავშვები სათამაშო მოედანზე, ჰომოსექსუალები აბანოში, ახალგაზრდების
ჯგუფი _ უბანში. მთავარი სოციოლოგიური გამოკვლევის ყველაზე კვალიფიციური
მეთოდი არის სისტემატური, ხანგრძლივი დაკვირვება. ეთნოგრაფიული მეთოდი სოციალ
ური ცხოვრების ისეთი დეტალებით ამარაგებს კვლევებს, რომელიც ექსპერიმენტებში არ
გვხვდება. ასეთი სახის გამოკვლევებს ხშირად ეძახიან საველე სამუშაოს ან დაკვირვებას
მონაწილეობის მიღებით.
მაგალითად, სოციოლოგმა უილიამ კორსარომ შეისწავლა ბავშვები თამაშისას. იგი
აკვირდებოდა და იწერდა, როგორ თამაშობდნენ საბავშვო ბაღის ბავშვები ერთად რამდე
ნიმე თვის განმავლობაში. როგორც ხშირად ხდება საველე სამუშაოში, ის სოციალური
ცხოვრების ისეთი მიღებული ნაწილი გახდა, რომ ბავშვები მის ყოფნას ყურადღებასაც
არ აქცევდნენ. ისინი მას აღიქვამდნენ, უბრალოდ, `დიდ ადამიანად~, რომელიც მათ მს
გავსად უფრო იქცეოდა, ვიდრე სხვა ზრდასრული ადამიანებისა. ეს ყველაფერი კი კორ
საროს უადვილებდა ბავშვების კულტურისაკენ მიმავალ გზას. მისი მონაწილეობით და
კვირვების ჩატარებისას უნდა გადაეწყვიტა თავისი მეთოდის რამდენიმე პრობლემა.
როგორ შეეძლო ბავშვების სამყაროში მათი წყენინების გარეშე შეღწევა? ის უნდა ყო
ფილიყო თვალში ნაკლებად საცემი, მაგრამ არა იმდენად შორეული, რომ დაეკარგა ბავშ
ვების მიერ სოციალური ცხოვრების აღქმის უნარი. სათამაშო მოედანზე შესვლამდე ის
უნდა მოლაპარაკებოდა `მცველებს~ _ სკოლის დირექტორს, მდივანს, მასწავლებლებსა
და მშობლებს. ერთხელ კორსარომ ითამაშა კიდეც ბავშვებთან სათამაშო მოედანზე, მა
გრამ გავლენა არ მოუხდენია მათი თამაშის ბუნებასა და დინებაზე (თამაშის ეპიზოდებს
თავის კვლევაში მთავარ საკითხად თვლიდა). მას არასოდეს უცდია ბავშვებს შორის კონ
ფლიქტურ სიტუაციათა მოგვარება ან რაიმეს შეცვლა.
სოციოლოგები, რომლებიც საველე გამოკვლევებს ატარებენ, ახლო ურთიერთობა
აქვთ კვლევის სუბიექტებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ემოციური რეაქცია სოცი
ოლოგებსა და მათ სუბიექტებს შორის (კლაინმანი და კოპი, 1993). მაგალითად, სოცი
ოლოგები შეიძლება ძალიან მიეჯაჭვონ თავიანთ სუბიექტებს და ვერ შენიშნონ მათი
საქციელის უარყოფითი ასპექტები. მათ შეიძლება ჯგუფებსშორისი კონფლიქტისას

86

ვინმეს პოზიციის დაკავების სურვილი გამოთქვან. იმედის გაცრუების შემთხვევაში მათი
მწვავე რეაქციაა შესაძლებელი. სოციოლოგებმა, რომლებიც საველე სამუშაოებს ატარე
ბენ, საჭიროა ისწავლონ საკუთარ ემოციათა მართვა (საკუთარი თავისათვის შეკითხ
ვების დასმით, რატომ ჰქონდათ კონკრეტული რეაქცია და იმის შემოწმებით სხვასაც მს
გავსი რეაქცია ჰქონდა თუ არა), რადგან საველე მუშაკი საკუთარი კვლევის ერთ ერთი
სუბიექტი ხდება.
ჩვეულებრივ, ისევე როგორც კორსაროს კვლევაში, საველე მუშაკები ამჟღავნებენ სა
კუთარ ვინაობას; თუმცა, კვლევის სუბიექტთა მოახლოებისას შეიძლება შენიღბონ თავიან
თი ვინაობა. ეს ნიშნავს იმას, რომ სოციოლოგები უბრალოდ თვალყურს ადევნებენ ჯგუფს
ყოველდღიური ცხოვრების ჭრილში, მაგრამ არ დომინირებენ მათ ცხოვრებაში, არ უერთ
დებიან ჯგუფურ ღონისძიებებს. მაგალითად, სოციოლოგები, რომლებიც სექსუალურ ქცე
ვას იკვლევდნენ, ჰომოსექსუალთა აბანოში პასიურად აკვირდებოდნენ იქ მყოფი კაცების
ქცევას. სოციოლოგები ახერხებდნენ მათ შორის შეუმჩნევლად შერევას, იმის გამო, რომ
იქ მყოფ ჰომოსექსუალ კაცთა უმრავლესობა თვითონაც იდგა და აკვირდებოდა, და იმი
ტომაც, რომ აბანოს კლიენტებს შორის მათი სექსუალური გამოცდილებების მიუხედავად,
ისინი ემოციურად და პირადად განცალკევებული რჩებოდნენ. შენიღბვის მიზნით, ისინი
დაკვირვების შედეგებს აბანოს დაფარულ ადგილას ან წასვლის შემდეგ იწერდნენ. სოცი
ოლოგების მიერ დაკვირვების შედეგების ინტერპრეტაცია ეყრდნობოდა სექსუალური ქცე
ვის შესწავლის მრავალი წლის გამოცდილებას. ცხადია, ისინი სიამოვნების მისაღებად კი
არ წასულან, არამედ დადიოდნენ როგორც მეცნიერები, რომლებიც სიტუაციას არაერთი
თეორიის საშუალებით აანალიზებდნენ.
სოციოლოგიურ გამოკვლევათა მისიის საიდუმლოდ შენახვამ შეიძლება გადაჭრას უცხო პირის შეჭრის პრობლემა სხვათა პირად სივრცეში (ის, რომ სოციოლოგების დას წრებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჯგუფის საქციელზე), მაგრამ ეს წინ წამოსწევს ზნეობრივ საკითხს კვლევის სუბიექტის პირადი უფლებების შესახებ და სოციოლოგთა პასუხისმგებლობას, იყვნენ გულწრფელნი.
1970 იანი წლების დასაწყისში საზოგადო ფსიქოლოგმა, ფილიპ ზიმბარდომ შექმნა ინ სცენირებული ციხე, სადაც ტუსაღებისა და მცველების როლებზე მოხალისე სტუდენტები დამტკიცდნენ. `ზედამხედველებმა~ თავიანთი როლები ზედმეტად სერიოზულად მიიღეს და პატიმართა უმეტესობას, რომლებიც უმოქმედონი გახდნენ და დასუსტდნენ, აგრესი ულად ექცეოდნენ და ჩაგრავდნენ. ზიმბარდოს მეთოდმა გამოამჟღავნა ბევრი რამ საზოგა დოების შესახებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, წინა პლანზე წამოსწია ადამიანთან მოპყრობის ზნეობრივი საკითხი. ახლა ძალაშია უფრო მკაცრი წესები, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა მოაწყონ მკვლევარებმა ექსპერიმენტები.

კონტენტ ანალიზი
ზოგჯერ სოციოლოგები უშუალოდ ადამიანებსა და ჯგუფებს კი არ სწავლობენ, არამედ
სოციალური ქცევის პროდუქტებს. ხშირად ისინი ისტორიულ და თანამედროვე მასალებში
შესაბამისი ინფორმაციის მოსაპოვებლად შინაარსის ანალიზს იყენებენ. შინაარსის ანა
ლიზის გამოყენება ყველა სახის ჩაწერილი ინფორმაციის _ წერილების, დღიურების, ავტო
ბიოგრაფიების, მემუარების, კანონების, რომანების, ლირიკული სიმღერების, კონსტიტუცი

87
ის, გაზეთების, ნახატებისთვისაც კი შეიძლება. კომუნიკაციის ეს ფორმები ბევრს გვეუბნება
ადამიანური ქცევის შესახებ. კვლევის ამგვარი მეთოდი კომუნიკაციის მანიფესტური (ანუ
აშკარა და დაგეგმილი) და ლატენტური (ანუ ფარული და, შესაძლოა, გაუთვალისწინებელი)
შინაარსების სისტემატიზებისა და შეჯამების საშუალებას გვაძლევს. კომპიუტერი, რო
მელიც მკვლევარებს შინაარსის მრავალი რაკურსით გაანალიზების საშუალებას აძლევს,
კვლევის მძლავრი იარაღია.
მაგალითად, დავუშვათ, მკვლევართა ჯგუფმა როკ მუსიკის კლიპებში ქალისა და მა
მაკაცის სახის შესწავლა გადაწყვიტა. რაკი ყველა არსებული კლიპის შესწავლა შეუძლე
ბელია, მკვლევარები როკის ვიდეოკლიპების რეპრეზენტაციული ამონაკრებით იწყებენ.
შემდეგ ადგენენ შინაარსის ყველა შესაძლო კატეგორიის _ ლირიკულ სიმღერებს, ჩაცმის
სტილს, ჟესტიკულაციასა და ა.შ. ნუსხას. შემდეგ სწავლობენ კლიპების ნაკრებს და ინიშ
ნავენ შინაარსის შეძლებისდაგვარად ბევრ სპეციფიკურ ნიმუშს. დღემდე მკვლევარები
ძირითადად ხარისხობრივ ანალიზს _ ინტერპრეტაციაზე დამოკიდებულ კვლევას ეყრდ
ნობოდნენ. საკმარის მონაცემთა თავმოყრის შემდეგ მათ სტატისტიკაზე დაფუძნებული
ანუ რაოდენობრივი ანალიზის მეთოდის გამოყენება შეუძლიათ, მაგალითად, დაითვალონ
რა სიხშირით წარმოგვიდგებიან ქალები მამაკაცისადმი დაქვემდებარებულ როლში და
შემდეგ შეამოწმონ, არის თუ არა ასეთი შემთხვევები სხვა ცვლადებთან კორელაციაში.
ორი ამგვარი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მუსიკალურ კლიპებში ქალები ხშირად
დაქვემდებარებულ როლში, სექსუალურ ობიექტებად ან ძალადობის სამიზნეებად წარ
მოგვიდგებიან (ბრაუნი და კემპბელი, 1986; შერმანი და დომინიკი, 1986).

შედარებითი და ისტორიული კვლევა
სოციოლოგებს მოსახლეობის ცალკეულ ჯგუფზე განზოგადებათა და თეორიათა აგება არ შეუძლიათ. მაგალითად, კალიფორნიის ერთ ერთ კოლეჯში რელიგიისადმი დამოკიდებულების კვლევა, შესაძლოა ამერიკის კოლეჯის სტუდენტების ან ახალგაზ რდების და, მით უმეტეს, მთელი ამერიკის მოსახლეობის დამოკიდებულებას არ ასახ ავს. სწორედ ასევე, საჭიროა, სოციოლოგებმა საკუთარი საზოგადოების გარდა, სხვათა მონაცემები, განსხვავებული ისტორიული პერიოდების და არა მხოლოდ თანამედროვე ფორმები და სოციალური ცვლილებებიც შეისწავლონ.
შედარებითი ანალიზის უპირველესი ამოცანა ერთი სოციალური ჯგუფის ან ადა
მიანთა სოციალური კატეგორიის, ერთი საზოგადოების ან დროის მონაკვეთის გადაჭარ
ბებული განზოგადების თავიდან აცილებაა. შედარებითმა კვლევამ შესაძლოა ჩვენ მიერ
განხილული კვლევის ნებისმიერი მეთოდი გამოიყენოს, მაგალითად, ხარისხობრივი და
რაოდენობრივი მეთოდები. მათ კვლევის, ექსპერიმენტის (თუმცა, იშვიათად), მონაწილე
თა დაკვირვების, ისტორიული მიდგომის ან შინაარსის ანალიზის შედეგად თავმოყრილ
მონაცემთა გამოყენება შეუძლიათ. არსებითი ელემენტი შედარება _ მსგავსებათა და
განსხვავებათა კვლევაა (ღაგინ, 1987).
შედარებითი სოციოლოგია, ჩვეულებრივ, კროს კულტურული კვლევის ფორმას
იღებს, რომლის დროსაც ძალზე განსხვავებული სოციალური პირობების მონაცემებს
ადარებს. სოციოლოგები სხვადასხვა ქვეყნების მონაცემებს ისეთი არსებითი და ზოგადი

88

საკითხების საკვლევად იყენებენ, როგორიცაა ნაციონალიზმი, კლასთა სტრუქტურა ან
სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკა. შედარებითი ანალიზის ზოგიერთი პროექტი
მრავალი შემთხვევის ფართომასშტაბიანი შედარებაა, ზოგი კი, მხოლოდ ერთ ან რამდე
ნიმე შემთხვევას ეყრდნობა. განვიხილოთ ნაციონალიზმის, ეროვნული იდენტურობისა და
მასზე დაფუძნებული ტერიტორიისა და ავტონომიის შესახებ პოლიტიკური მოთხოვნების
საკითხი. ამ საკითხის შესწავლისას ანტონი სმითმა (1993) მთელი მსოფლიოს მასშტაბით
თითქმის ასი შემთხვევა გააანალიზა. ამის საპირისპიროდ, ლაია გრინფილდმა (1992) გულ
დასმით მხოლოდ ხუთი ქვეყანა განიხილა. სხვა მკვლევარებმა (მაგ., ჩოლლეყ, 1992) დეტალ
ურად მხოლოდ ერთი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი შეადარეს და სხვა ქვეყნების მხოლოდ
მოკლე ან სავარაუდო შედარება წარმოადგინეს. ამგვარი განსხვავებული სტრატეგიების
გამოყენება ნებისმიერი ემპირიული თემის ñ შობადობის, ეკონომიკური განვითარების,
დანაშაულისა და ა. შ. შესასწავლად შეიძლება. არსებობს კომპრომისი მრავალი შემთხ
ვევისა და შესასწავლი ცვლადის სოციალური და კულტურული შინაარსის სახესხვაობათა
ყურადღებით განხილვას შორის. რაც მეტია შემთხვევა, მით უფრო სავარაუდოა, რომ სო
ციოლოგი სტატისტიკას საკუთარი დასკვნების შესაჯამებლად და ცვლადებს შორის კავ
შირის ანალიზისათვის გამოიყენებს.
თანამედროვე სოციოლოგიაში სწრაფად ვითარდება საერთაშორისო შედარებითი (ანუ
კროს კულტურული) ანალიზი. ამგვარი კვლევის გამოყენების ერთ ერთი მიზეზია ადამია
ნურ კულტურათა და სოციალური ორგანიზაციის ფორმათა დიდი მრავალფეროვნება.
თუ ამერიკული რელიგიური, საგანმანათლებლო ან პოლიტიკური სისტემების მსგავსებას
`ბუნებრივად~ მივიჩნევთ და ვერ შევძლებთ მათ შედარებას სხვა ქვეყნებთან, ძალზე მწირი
წარმოდგენა შეგვექმნება ადამიანთა სოციალური ორგანიზაციის ფართო სპექტრზე.
სოციალური ცხოვრების სხვა ასპექტებთან ერთად კულტურული ღირებულებები გა ნათლებისათვის `ფორმის მიცემაში~ გვეხმარება. კროს კულტურული კვლევები ავლენს, რომ როცა იაპონელი ბავშვები უახლეს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს სწავლობენ და ოცდამეერთე საუკუნეში ცხოვრებისა და კარიერისათვის ემზადებიან, ეგვიპტელი ბავშ ვები ეგვიპტური კულტურის უძველეს ტექსტებს სწავლობენ საინფორმაციო საუკუნის მოთხოვნათაგან ძალზე შორს მდგომ საკლასო ოთახებში.
საერთაშორისო ანუ კროს კულტურულ შედარებათა გამოყენების მეორე მიზეზი
ისაა, რომ ადამიანებს შორის მთელს მსოფლიოში სულ უფრო და უფრო ახლო ურთიერ
თობები მყარდება, თანდათან ყველა ქვეყნის ეკონომიკა ერთ გლობალურ სისტემაში
იყრის თავს. მედია უფრო და უფრო საერთაშორისო ხდება: ბრაზილიაში შექმნილი საპნის
ოპერები ძალზე პოპულარულია ჩინეთში; ინდურ ფილმებს მთელ ახლო აღმოსავლეთში
უყურებენ; ლათინოამერიკელი და ინდოელი მწერლები ყველაზე პოპულარულნი შეერთე
ბულ შტატებში არიან; ჩNN-ს მთელ მსოფლიოში გადასცემენ. არსებითია, რომ ადამია
ნებს ერთმანეთთან აკავშირებს რეალობა _ შეიარაღებული კონფლიქტი მსოფლიოს ერთ
ნაწილში საფრთხეს ყველას უქმნის. შედარებითი ანალიზი სოციოლოგებს გლობალიზა
ციის პროცესთა შესწავლის საშუალებას აძლევს. წინამდებარე წიგნში მოცემული კვლ
ევა, გლობალიზაციის შესწავლითა და სხვა საზოგადოებათა სოციალური ფორმების აღ
წერით, ჩვენს წარმოდგენას გააფართოებს.
ყველა შედარებითი კვლევა როდი მოიცავს თანამედროვე შემთხვევებს. ხანგრძლივ
სოციალურ ცვლილებათა და უჩვეულო მოვლენათა გასაგებად სოციოლოგები ისტო
რიულ შესწავლას იყენებენ. მაგალითად, თანამედროვე სამრეწველო საწარმოთა ზრდა

89

თანამედროვე საზოგადოების შემსწავლელი სოციოლოგისათვის ძალზე მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ ზრდის პროცესი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი ახსნა მხოლოდ ისტორიული მეთოდის გამოყენებით შეიძლება. ამ მიზნით სოციო ლოგები აანალიზებენ როგორც ისტორიკოსთა, ასევე საკუთარი ძალებით თავმოყრილ მონაცემებს. ეს მრავალგვარი მონაცემებია: აღწერა, პოლიციის ანგარიში, საგაზეთო სტატია, საეკლესიო და საქმიანი ჩანაწერები. ისტორიული შედარებებისათვის ასევე მნიშვნელოვანი წყაროა ძველი სოციოლოგთა ნაშრომები.
თავის კლასიკურ ნაშრომში `სახელმწიფოები და სოციალური რევოლუციები~ თედა
სკოპოლმა (თჰედა შკოცპოლ, 1979) შედარებითი და ისტორიული მეთოდები გააერთიანა. იმის
გამო, რომ რევოლუციები არც ისე ხშირად ხდება, მას ისტორიული შემთხვევები უნდა გამო
ეყენებინა. სკოპოლს არ სურდა მხოლოდ ერთი შემთხვევის საფუძველზე გაეკეთებინა გან
ზოგადება და ამიტომ განსხვავებულ კულტურულ და ისტორიულ გარემოებებში მომხდარი
სამი რევოლუცია აირჩია. შედარებათა საშუალებით მას სურდა აღმოეჩინა, რა საერთო ჰქო
ნდა ამ რევოლუციებს და რა განასხვავებდა წარუმატებელი რევოლუციებისაგან.
სკოპოლმა ნამდვილი სოციოლოგივით დაიწყო: განსაზღვრა შესასწავლი მოვლენა ñ ამ შემთხვევაში, სოციალური რევოლუცია. `აჯანყებული კლასის მიერ განხორციელებული საზოგადოების მდგომარეობისა და შესაბამისი კლასის სტრუქტურის სწრაფი, საფუძვ ლიანი ტრანსფორმაცია~ (შკოცპოლ, 1979, გვ. 33). ამ განსაზღვრის თანახმად, სოციალური რევოლუცია მოითხოვს როგორც პოლიტიკური ინსტიტუტების (სახელმწიფო სტრუქტუ რის), ასევე ეკონომიკური ინსტიტუტების (კლასის სტრუქტურის ანუ დოვლათისა და სა კუთრების განაწილების) ძირეულ ტრანსფორმაციას. ჩოუპ დ’éტატ, რომელშიც ერთი ტო ტალიტარული მმართველი მეორეს ცვლის; აჯანყება, რომელიც ყოველდღიურ რუტინას ანადგურებს, მაგრამ არსებითი ცვლილება ვერ მოაქვს; ან ისეთი `რევოლუციური~ ცვლი ლება, როგორიცაა ინდუსტრიალიზაცია, რომელიც ვერ ცვლის პოლიტიკურ სტრუქტუ რას, მოცემულ მკაცრ კრიტერიუმს არ შეესაბამება.
სკოპოლი უნაკლო ისტორიულ ამბავს როდი ეძებდა მოვლენათა დეტალური აღწერით. პირიქით, ის სოციალური რევოლუციის განზოგადების უნარის მქონე მიზეზობრივ თეორიას ეძებდა. ამ მიზნის მისაღწევად სკოპოლმა ანალიზის შედარებითი მეთოდოლოგია გამოი ყენა სამი რევოლუციის საერთო და გამორჩეული ელემენტების დასადგენად. ამას გარდა, სკოპოლმა ეს სამი წარმატებული სოციალური რევოლუცია სხვა ისტორიულ სიტუაციებს შეადარა, როცა წარუმატებელმა რევოლუციებმა ვერ შეძლეს საზოგადოების პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურების არსებითი შეცვლა.
სკოპოლმა სამი წარმატებული შემთხვევის _ საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთისა
ñ ცალკეული ელემენტები განსაზღვრა. გამონაკლისი იყო წარუმატებელი რევოლუციები:
(1) ავტოკრატული (ანუ დიქტატორული) მონაქრიის დამხობა, რომელიც საერთაშორისო
წნეხთან და კრიზისთან სახელმწიფო მექანიზმის გამკლავების უუნარობით იყო გამოწვეუ
ლი; (2) გლეხობის მასობრივი ამბოხი, როგორც უშუალო და წინდაუხედავი ფაქტორი; (3)
ელიტას შორის კონფლიქტები ძველი დამხობილი რეჟიმის (რომელიც წინამორბედივით
გარდაუვალად ცენტრალიზებული ხდებოდა) ნანგრევებზე ახალი სახელმწიფო სტრუქ
ტურის ჩამოყალიბების თაობაზე. ამ დაკვირვებებმა საფუძველი შეუქმნა მის თეორიულ
დასკვნას, რომ სოციალური რევოლუციის წარმატება ან კრახი ძირითადად სახელმწიფო
ში არსებული სტრუქტურული პრობლემებით განისაზღვრება და არა რევოლუციონერთა
იდეოლოგიითა და ქმედებით.

90
კვლევის სხვა პროექტების მსგავსად, სკოპოლის მიერ სოციალური რევოლუციების
შესწავლა იმ უწყვეტი მცდელობების ნაწილია, რომელსაც დასასრული არა აქვს. სოცია
ლური სამყაროს შეცნობა მრავალ სხვადასხვაგვარ მეთოდს, პერსპექტივასა და თეორიას
მოითხოვს, ასევე საჭიროა, მკვლევარებმა, როგორი გამორჩეულებიც არ უნდა იყვნენ,
აღიარონ, რომ მომავალმა კვლევებმა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ან შეცვა
ლონ მათი დასკვნები. სკოპოლის ერთ ერთმა მოსწავლემ ჯეკ გოლდსტონმა (1991წ.) ათ
წლეულების შემდეგ იგივე შედარებით ისტორიული მეთოდი გამოიყენა სოციალური რევ
ოლუციების შესასწავლად. მან ახალი ცვლადები და ახალი შემთხვევები მიამატა და ახალ
დასკვნამდე მივიდა _ მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა ხშირად სახელმწიფო
კრიზისისა და რევოლუციის მიზეზი ხდება.
მეცნიერება ყოველთვის სიახლეებზეა ორიენტირებული და არა დადგენილ ჭეშ
მარიტებებზე. ამის გახსენება სოციოლოგებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,
რადგან სოციალური სამყარო, რომელსაც ისინი სწავლობენ, ადამიანური აქტივობების
შედეგია. სოციალურ სამყაროს არამარტო სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ, არამედ ის
იცვლება კიდეც.

შეჯამება

1. თვითმკვლელობის შესწალისას ემილი დურკჰაიმმა პირადი პრობლემის სოციოლო
გიური თვალსაზრისით კვლევის მნიშვნელოვანი პრეცედენტი შემოიღო და ხელი
შეუწყო სოციოლოგიის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბებას.
2. სოციოლოგიური კვლევა ემყარება მეცნიერულ მეთოდს, რომლის საფუძველია ემ
პირიულ მონაცემთა თავმოყრა თეორიების ასაგებად და გამოსაცდელად.
3. ყველა მეცნიერი კვლევის ერთსა და იმავე პროცესს მიჰყვება. იდეალურ შემთხვევა
ში ეს პროცესი შვიდ საფეხურს მოიცავს: პრობლემის განსაზღვრა სპეციფიკური ცვ
ლადების სახით; ლიტერატურის მიმოხილვა; ჰიპოთეზის ანუ საცდელი დებულების
ჩამოყალიბება; კვლევის დიზაინის არჩევა; მონაცემთა შეგროვება; მონაცემთა ანა
ლიზი; დასკვნების გამოტანა.
4. სოციოლოგიური ცოდნა დამატებითი თეორიებისა და კვლევის გენერირების კვალო
ბაზე ვითარდება. ხანგრძლივი კვლევის მაგალითია დეივიდ ფილიფსის მიერ იმიტა ციის, როგორც თვითმკვლელობის ფაქტორის კვლევა (ეს ფაქტორი დურკჰაიმს არ სებითად არ მიაჩნდა).
5. სოციოლოგები კვლევის პროცესში მრავალ სიძნელეს აწყდებიან. პირველ რიგში, ისი
ნი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი კვლევა ვალიდურიც არის და სანდოც. კვ ლევა ვალიდურია, როცა შეუძლია განსაზღვროს ის, რის განსაზღვრასაც ცდილობს; სანდოა, როცა განმეორებით კვლევა იმავე შედეგებს იძლევა.
6. მეორე მხრივ, მათ უნდა მონახონ სოციალური თეორიისა და სოციალური კვლევის
შერწყმის დინამიკური გზები და ახლებურად წარმოაჩინონ სოციალური ფენომენი.
7. მესამე, უნდა დაიცვან ეთიკური სტანდარტები, მათ შორის, სუბიექტთა დაცვა ზიან
ისაგან; მონაწილეობის ნებაყოფლობითობა; სუბიექტების მიმართ გულწრფელობა;
შედეგების გამოქვეყნებისა თუ განსჯის დროს შეძლებისდაგვარად ობიექტურობა
და მიუკერძოებლობა.

91

8. არსებობს სოციოლოგიური კვლევის ორი ძირითადი ტიპი: რაოდენობრივი ანალიზი,
რომელიც სტატისტიკას ეფუძნება და ხარისხობრივი ანალიზი, რომელიც ვერბალურ აღწერას ეფუძნება.
9. ანკეტირება მოსახლეობის ფართო ჯგუფის შესახებ მონაცემთა შეგროვების სისტე
მატური გზაა, როცა შერჩეულ ჯგუფს კითხვებს ვუსვამთ. რეპრეზენტაციული ნიმუ ში მთელი მოსახლეობის სოციალურ თავისებურებას ასახავს. შემთხვევითი შერჩევის დროს მოსახლეობის ნებისმიერ წევრს არჩევის ერთნაირი შანსი აქვს. ანკეტირების პასუხებზე შესაძლოა გავლენა კითხვის წყობამ, კითხვების თანმიმდევრობამ და პა სუხების დასაშვებმა ფორმებმა იქონიოს.
10. სოციოლოგიაში შედარებით იშვიათი ექსპერიმენტების დროს სხვადასხვა ცვლადის
გავლენის გამოსაცალკევებლად მკვლევარი სუბიექტებს სპეციალურად შექმნილ და კონტროლირებად მდგომარეობაში აყენებს. ლაბორატორიულ ექსპერიმენტში ხე ლოვნურად შექმნილ პირობებში სოციოლოგები ფრთხილად მართავენ ადამიანებს. საველე ექსპერიმენტში მკვლევარი სუბიექტების გარემოში კონტროლირებადი ცვ ლილებების რეალურ გავლენას სწავლობს.
11. ეთნოგრაფიული შესწავლისას მკვლევარები ჯგუფებს ყოველდღიურ გარემოში აკ
ვირდებიან, როგორც წესი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სოციოლოგებმა შეი ძლება გაამხილონ ან არა, რომ მკვლევარები არიან და მონაწილეობა მიიღონ ან არა ჯგუფურ აქტივობებში.
12. შინაარსის ანალიზი კომუნიკაციის მანიფესტური და ლატენტური შინაარსის სისტე
მატური ორგანიზებისა და შეჯამების საშუალებას გვაძლევს.
13. შედარებითი ანალიზი საშუალებას აძლევს სოციოლოგებს, აღმოაჩინონ ის ზოგადი
ფორმები, რომლებიც არ არის დამახასიათებელი ერთი სოცილური ჯგუფის ან კატ
ეგორიის, ან ერთი საზოგადოებისა და დროისათვის. ამგვარი კვლევის დროს შესა
ძლოა შედარებულ იქნეს სხვადასხვა ქვეყნებისა და კულტურებისა და სხვადასხვა
პერიოდების მონაცემები. საერთაშორისო, ანუ კროს კულტურული კვლევა გლო
ბალიზაციის გამო უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება: მსოფლიოს ხალხებს შო
რის სულ უფრო და უფრო მჭიდრო ურთიერთობები მყარდება. ისტორიული კვლევა
მნიშვნელოვანია იშვიათი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე მოვლე
ნების შესასწავლად.
14. ხშირად სოციოლოგები სტრატეგიათა კომბინაციას _ მაგალითად, შედარებით ის
ტორიულ ანალიზს იყენებენ ისეთი არსებითი საკითხების საკვლევად, როგორიცაა სოციალური რევოლუციები.

იმსჯელეთ

1. ჩამოთვალეთ კვლევის პროცესის საფეხურები.
2. ახსენით, რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი და დამოკიდებული ცვ
ლადების მკაფიოდ გამიჯვნა და მათი მკაფიოდ მითითება ჰიპოთეზაში.
3. განსაზღვრეთ ვალიდობა და სანდოობა.
4. შეადარეთ შემთხვევითი და არაშემთხვევითი ნიმუშები და ახსენით, რატომ არის შემ
თხვევითი ნიმუში უპირატესი.

92

5. დაასახელეთ ეფექტიანი ანკეტის შესადგენად საჭირო რომელიმე რჩევა.
6. ჩამოთვალეთ საკითხები, რომელთა შესასწავლად საუკეთესოა შემდეგი ძირითადი
მეთოდები: ანკეტირება, ექსპერიმენტი, ეთნოგრაფია, ისტორიული კვლევა, შინაარ სის ანალიზი, შედარებითი მეთოდები და კროს კულტურული კვლევები.
იაზროვნეთ კრიტიკულად
1. შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხი. მოკლედ აღწერეთ, როგორ ჩაატარებ
დით კვლევას არჩეულ თემაზე კვლევის პროცესის ნაბიჯების კვალდაკვალ. ახსენით საკუთარი არჩევანი.
2. წარმოადგინეთ კვლევის პოტენციური პროექტი, რომელმაც შესაძლოა გამოავლი
ნოს სასარგებლო სოციოლოგიური ცოდნა, მაგრამ იმავდროულად სერიოზული ეთი
კური საკითხები წამოჭრას. როგორ გადაჭრიდით ამ საკითხებს?
3. ახსენით, რატომ მიიჩნევს ზოგიერთი, რომ მიზეზობრივი კავშირის დადგენა სოციო
ლოგიაში გაცილებით რთულია, ვიდრე სხვა მეცნიერებაში.
4. მოძებნეთ რაოდენობრივი კვლევის მაგალითი გაზეთში ან ყოველკვირეულ კრებულ
ში. აღწერეთ გამოყენებული შერჩევითი კვლევის მეთოდი და იმსჯელეთ მისი უპი რატესობისა და ნაკლის შესახებ.
5. ზოგიერთი თვლის, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტის ჩატარება არ შეიძლება. წარ
მოადგინეთ საკუთარი თვალსაზრისი კვლევის ჩასატარებლად ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენების შესახებ.
სიტყვარი

ალტრუისტული თვითმკვლელობა _ დურკჰაიმის ტერმინი ისეთი თვითმკვლელო
ბის აღსანიშნავად, რომელიც ჯგუფის ან საზოგადოების უკიდურესი მიმდევრობის
შედეგია.
ანომიური თვითმკვლელობი _ დურკჰაიმის ტერმინი ისეთი თვითმკვლელობის აღსან
იშნავად, რომელიც სოციალური ნორმების არარსებობის, ე.წ. ანომიის მდგომარეო
ბის შედეგია.
შინაარსის ანალიზი _ კვლევის მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კომუ
ნიკაციის მანიფესტური და ლატენტური შინაარსების სისტემატური ორგანიზება და
შეჯამება.
კორელაცია _ ორ ცვლადს შორის რეგულარული ურთიერთკავშირი.
კორელაციის კოეფიციენტი _ ათწილადები ნულსა და ერთს შორის, რომელიც გამოი
ყენება კორელაციის სიძლიერის საჩვენებლად.
კროს კულტურული კვლევა _ კვლევა, რომელიც მკვლევარის საზოგადოების მიღმა
საზოგადოებათა სოციალურ ფორმებს აღწერს.
მონაცემები _ ფაქტები, სტატისტიკა, კვლევის შედეგები და დაკვირვების შედეგად მო
გროვილი სხვა ინფორმაცია, რომელიც თეორიების შექმნისათვის გამოიყენება.

93
დამოკიდებული ცვლადი _ თვისება ან ფაქტორი, რომელზეც ექსპერიმენტის დროს გავ
ლენას ახდენს ერთი ან მეტი დამოუკიდებელი ცვლადი.
ეგოისტური თვითმკვლელობა _ დურკჰეიმის ტერმინი ისეთი თვითმკვლელობის აღსა
ნიშნავად, რომელიც სოციალური იზოლაციისა და ინდივიდუალიზმის შედეგია.
ეთნოგრაფიული კვლევა _ რომლის დროსაც მეცნიერები ადამიანებს თავიანთ ყოველ
დღიურ გარემოში, როგორც წესი, ხანგრძლივად აკვირდებიან.
ექსპერიმენტი _ კვლევის მეთოდი, როცა სუბიექტებს სპეციალურად შექმნილ გარემო
ში აკვირდებიან. ეს საშუალებას აძლევს მკვლევარებს გააკონტროლონ ფაქტორები,
რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს შესასწავლ ცვლადებს შორის ჰიპოთეზურ
მიზეზ შედეგობრივ კავშირზე. ექსპერიმენტის ჩატარება შესაძლებელია ლაბორა
ტორიაში და საველე გარემოში.
ფატალისტური თვითმკვლელობა _ თვითმკვლელობა იმ მიზნით, რომ ადამიანმა თავი
დააღწიოს გარდაუვლად მძიმე მომავალს.
გლობალიზაცია _ პროცესი, რომლის ძალითაც მთელი მსოფლიოს ხალხებს შორის
მჭიდრო ურთიერთკავშირები იბმება.
ისტორიული კვლევები _ წარსულის მოვლენების, ცხოვრების წესისა და ცვლილებათა
ფორმების სოციოლოგიური კვლევა.
ჰიპოთეზა _ საცდელი დებულება, რომელიც წინასწარმეტყველებს, რა ურთიერთგავ
ლენა ან კავშირი ექნება ორ ან მეტ ცვლადს.
დამოუკიდებელი ცვლადი _ თვისება ან ფაქტორი, რომელზეც ექსპერიმენტის დროს
გავლენას ახდენს ერთი ან მეტი დამოკიდებული ცვლადი.
ინდიკატორი _ ის, რაც შესაძლოა ზუსტად გაიზომოს, როგორც უფრო რთული ცვლადის
აპროქსიმაცია (მიახლოება).
ინტერვიუ _ საუბარი, რომლის დროსაც მკვლევარი სხვა ადამიანს უსვამს კითხვათა სე
რიას ან მსჯელობს გარკვეულ თემაზე.
საშუალო _ საშუალო მაჩვენებელი, რომელიც მონაცემთა სერიის ციფრების შეკრებით
და მიღებული ჯამის მონაცემთა რაოდენობაზე გაყოფით მიიღება.
მედიანა _ რიცხვი, რომელიც ციფრთა რიგის შუაშია.
მეთოდოლოგია _ კვლევის წარმართვის პროცედურა.
მნიშვნელობა _ ციფრი, რომელიც მონაცემთა სერიაში ყველაზე ხშირად ჩნდება.
ოპერაციული განსაზღვრება _ ნათლად განსაზღვრული ინდიკატორების ნაკრები,
რომელმაც ანალიზის დროს ერთ ერთი ცვლადი უნდა წარმოადგინოს.
პოპულაცია _ კვლევის დროს იმ ადამიანთა მთლიანი რაოდენობა, რომლებსაც შესას
წავლი თავისებურებები ახასიათებთ.
ხარისხობრივი კვლევა _ კვლევა, რომელიც კონკრეტული შემთხვევის ღრმად შესას
წავლად ძირითადად ვერბალურ აღწერაზე, პირველი ხელის (პირველად) დაკვირვე
ბებზე ან აღწერაზეა დამოკიდებული.
რაოდენობრივი კვლევა _ კვლევა, რომელიც მონაცემთა სტატისტიკურ ანალიზს
ემყარება.
შემთხვევითი მეთოდი _ კვლევის მეთოდი, რომელიც დროს ნიმუშის არჩევა იმგვარად
ხდება, რომ შესასწავლი პოპულაციის ნებისმიერ წევრს არჩევის თანაბარი შანსი
აქვს.
94
სანდოობა _ ერთი და იმავე ან სხვა მკვლევარის მიერ განმეორებითი კვლევის დროს
მიღებული შედეგების მსგავსების ხარისხი.
ნიმუში _ შესასწავლი პოპულაციიდან ადამიანთა შეზღუდული რაოდენობის არჩევა მო
ცემული პოპულაციის წარმომადგენლებად.
მეორეული ანალიზი _ კვლევა, რომელიც წინა კვლევათა შედეგად მიღებულ მონაცემთა
ხელახალ ანალიზს ახდენს.
მოჩვენებითი კორელაცია _ ორ ცვლადს შორის კორელაცია, რომელსაც გამოხატული
მიზეზობრივი საფუძველი არა აქვს.
სტანდარტული გადახრა _ სტატისტიკური საზომი იმისა, რამდენად შორდება აღრიცხ
ული ნიმუში საშუალო ან სხვა ცენტრალურ მაჩვენებელს.
ანკეტირება _ კვლევის მეთოდი, რომელიც კითხვარებს ან ინტერვიუებს, ან ორივეს ერ
თად იყენებს იმის დასადგენად, როგორ ფიქრობენ, განიცდიან და მოქმედებენ ადა
მიანები. კარგი ანკეტირებისას მაღალი სანდოობისა და ვალიდობის მისაღწევად შემ
თხვევით ნიმუშებსა და წინასწარ გამოცდილ კითხვებს იყენებენ.
ვალიდობა _ ხარისხი იმისა, როგორ შეუძლია მეცნიერულ კვლევას იმის გაზომვა, რის
გაზომვასაც ცდილობს.
ცვლადი _ ნებისმიერი ფაქტორი, რომელსაც ცვლილება შეუძლია.
95
96
ნაწილი II

ინდივიდი და საზოგადოება
97
98
თავი 3
სოციალური ურთიერთქმედების
სტრუქტურა

სექსუალობის სოციალური ორგანიზაცია

პირველადი ურთიერთობები
მეგობრები და შეყვარებულები

მეორეული და არაპირდაპირი ურთიერთობები
უცხოები
არაპირდაპირი სოციალური ურთიერთობები

ინტერაქცია სამსახურში
კავშირები
ნორმები და შეთანხმებული წესები
ქვეჯგუფები ორგანიზაციებში
ლიდერობა და სამუშაო ადგილის კულტურა
კომპლექსური ორგანიზაციები: ბიუროკრატია და მისი
ალტერნატივები
ბიუროკრატიის ბუნება
ბიუროკრატიის მიღმა
99
სოციალური ინტერაქციის სტრუქტურის ახსნა
სიმბოლური ინტერაქცია
დრამატურგიული მიდგომა
ეთნომეთოდოლოგია
საუბრის ანალიზი
სოციალური გაცვლა
ემოციების სოციოლოგია

ჩანართი
კვლევის მეთოდები: სექსი ამერიკაში
გლობალური საკითხები/ლოკალური შედეგები:
ამერიკელები ტოკიოში: გასაუბრების მნიშვნელობა
100


ექსი ყველგან არის. ამერიკაში სექსუალურობა გამოვლენილია პოპულარული
როკ მუსიკის ტექსტებსა თუ ვიდეოფილმებში, მხატვრულ ფილმებსა თუ სატელე

ვიზიო წარმოდგენებში და თან სდევს თითქმის ყველაფერს. მას ვხვდებით ჟურნალñ გაზეთების დათვალიერებისას. ის არის ლეიტმოტივი `თოქ შოუებისა~ და სატელევიზიო სერიალებისა, ჩნდება კიბერსივრცეში. შეიძლება იფიქრო, რომ ამერიკაში დღე და ღამე ყველა `ამას აკეთებს~.
შესაძლებელია, რომ ჩვენი რელიგიური მოძღვრების მიხედვით ვიცოდეთ, რომ სექ
სი არის ცოდვა და ის დაშვებულია მხოლოდ ქორწინების შემთხვევაში, რომლის მიზანიც
გამრავლებაა. შეიძლება სექსზე ვიფიქროთ, როგორც ისეთ ბუნებრივ ფიზიოლოგიურ მოთ
ხოვნილებასა თუ ინსტინქტზე, როგორიც არის შიმშილი და წყურვილი, რომელიც უნდა დაი
კმაყოფილო. ან ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ ფროიდისეულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც
სექსი ჰგავს დაუოკებელ ცხენს, რომელიც აწყვეტილი მიქრის და მისი საკუთარი `მე~ მუდ
მივ ჭიდილშია დაოკებასთან. ამ მიმართულებით ზედმეტი კონტროლი იწვევს დათრგუნვას.
პირადი გამოცდილებები ხშირად საკმაოდ სხვადასხვაგვარია. ჩვენი კულტურა შესა ძლებელია, რომ სექსის რეკლამირებას აკეთებდეს, მაგრამ ბევრი ადამიანისათვის სექსი არის ინტიმური, ძალზე პირადული. იგი შეიძლება, რომ ჰორმონებით იმართებოდეს, მა გრამ არ მოდის ბუნებრივად. მოზარდების პირველ სექსუალურ ურთიერთობებში საკმა ოდ არის ექსპერიმენტული ძიების შემთხვევები. ახალგაზრდებისთვის საუკეთესო სექსი შეიძლება `კომფორტული~ უფრო იყოს, ვიდრე კატაკლიზმური. მაგრამ იშვიათად ვსაუ ბრობთ სექსზე, განსაკუთრებით კი _ ჩვენს პარტნიორებთან.
სოციოლოგებისათვის სექსი არის მხოლოდ ერთი ფორმა მრავალი, როგორც წესი,
ძალზე პირადული, მაგრამ დღემდე არსებული ურთიერთქმედებების სოციალურად ჩა
მოყალიბებული ფორმებიდან. სოციალური და კულტურული ფაქტორები ქმნის შესა
ძლებლობას სექსისათვის, იმისათვის, რასაც ჩვენ ეროტიკულად მივიჩნევთ, ვისაც ვუახ
ლოვდებით, ჩვენი მოლოდინისათვის, იმისათვის, რასაც ვაკეთებთ ფაქტობრივად და რა
შეხედულებაც გვაქვს მასზე. სექსის ბევრი ასპექტი, რასაც `მხოლოდ ბუნების~ ბოძებუ
ლად ვთვლით, ფაქტობრივად არის ჩვენი კულტურისა და დროის გამოძახილი. მეჩვიდმეტე
საუკუნის ევროპაში ექიმები ქალის ორგაზმს ნორმად და ჩვეულ მოვლენად მიიჩნევდნენ;
ქალებს, ვისაც ჰქონდა დაორსულების პრობლემები, ურჩევდნენ, რომ უფრო ხშირად
ჰქონოდათ ორგაზმი. მეცხრამეტე საუკუნეში კი ქალების ორგაზმი ჩაითვალა უჩვეულო
და არანორმალურ მოვლენად. ექიმების (რომელთაგანაც ყველა მამაკაცი იყო) მსჯელო
ბის საგნად იქცა საკითხი _ არსებობდა თუ არა ეს მოვლენა საერთოდ. მეოცე საუკუნეში
მედიკოსებმა `თავიდან აღმოაჩინეს~ მდედრობითი სქესის ორგაზმი, მაგრამ ამასთანავე
დაასკვნეს, რომ მისი `მიღწევა~ საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენდა და გაავრცელეს
რჩევა გაუმჯობესებული ტექნიკის შესახებ (ლაკერი, 1990 წ.).
კულტურული ცოდნა სექსის შესახებ საკმაოდ მერყეობს. დასავლეთის მედიკოსები
დიდი ხნის განმავლობაში თვლიდნენ, რომ მასტურბაცია, სხვა დარღვევებთან ერთად,
იწვევს ხალებს, გამონაყარს, ხელის გულების თმიანობას, სიბრმავესა და შეშლილობას.
ასეთი მოსაზრებები დღეს იგნორირებულია. განსხვავებული კულტურის ხალხს განსხ
ვავებული გემოვნება აქვს სექსუალური პარტნიორის საკითხში. მაშინ, როდესაც თანამე
დროვე ამერიკული კულტურა აიდეალებს თითქმის მამაკაცის მსგავსი ფიგურის მქონე
ქალებს, დასავლეთაფრიკელი მამაკაცები, ადრეული ხანის ევროპელების მსგავსად, უპი

101

რატესობას ანიჭებენ უფრო მსხვილ, ფორმიან ქალებს. ყველა კულტურაში სექსუალურ
ურთიერთობებში არის ზოგი რამ მიუღებელი, ზოგი კი _ მისაღები. მაგალითად, ჩვენს
ქვეყანაში მიღებულია ისეთი სახის ურთიერთობა, როდესაც მამაკაცი უფროსია ქალზე,
ხოლო როდესაც პირიქით არის ანუ მამაკაცი ქალზე უმცროსია, ეს ნაკლებად მისაღებია.
ზოგიერთ კულტურაში უკანონო სექსი შესაძლებელია, რომ ძალიან მკაცრად დაისაჯოს,
ცალკეულ შემთხვევებში განხილვის საგნად იქცეს ან ინსტიტუციონალიზებულიც კი
იყოს. იგივე შეიძლება ითქვას ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებითაც.
ოჯახური და ნათესაური სისტემის მთავარი ფუნქციაა სექსუალური აქტივობის რეგ ულირება, რათა ბავშვებისათვის უზრუნველყოფილ იქნეს მათზე მზრუნველი მშობლები. ცვლილებები სექსუალური ქცევის მოდელებში, როგორებიცაა: თინეიჯერების ორსუ ლობა, ქორწინებამდე თანაცხოვრება, გაშორება და ხელმეორედ ქორწინება _ მოგვა რებული უნდა იყოს სხვა სფეროებში: სასკოლო პროგრამებში თინეიჯერი დედებისათვის, კანონებში, რომლებიც ეხება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პარტნიორისათ ვის ალიმენტის დაწესებას, გაცნობის სააგენტოებში და `პერსონალურ~ გრაფებში, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს შეძენილი ოჯახების აღიარებას.
შესაძლებელია, სექსი ძალისმიერი იარაღი გახდეს. მამაკაცების სექსუალური ძა
ლადობის ფაქტები ქალების _ უცხოების, მეძავების, შეყვარებულებისა თუ ცოლების
მიმართ, კარგად არის ცნობილი მრავალ კულტურასა და სხვადასხვა დროში. მაგრამ
ძალადობაში ხშირად არ იგულისხმება ფიზიკური ძალა. ჩვენს საზოგადოებაში მამაკ
აცები გარკვეულწილად დღემდე ითვლებიან სექსის ინიციატორებად, ქალებმა კი, სანამ
`დანებდებიან~, მოსალოდნელია, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ან საერთოდ თავი შეიკა
ვონ. ზოგიერთი მამაკაცი თვლის, რომ მას აქვს უფლება ცოლს მოსთხოვოს სექსუალური
ურთიერთობა სადაც უნდა და როგორც უნდა. თანასწორუფლებიანობის მომხრეების
ურთიერთობებშიც კი წყვილები თამაშობენ ძალისმიერ თამაშებს, გაცნობიერებულად
თუ გაუცნობიერებლად იყენებენ (ან უარყოფენ) სექსს უპირატესობის დასამტკიცებლად,
მშვიდობის დასამყარებლად ან რაიმე დასახული მიზნის მისაღწევად.
პარტნიორების შერჩევა და გამოდგომა დამოკიდებულია სოციალურ სტრუქტურაზე.
წარმოიდგინეთ თქვენი საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასის დიაგრამა, სადაც
ყოველი ორი ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთისათვის ოდესმე მაინც უკოცნიათ, ერთ
მანეთთან ხაზით იქნებიან დაკავშირებულები. ჩვენ შეგვიძლია წინასწარ განვსაზღვროთ,
სად წავა ის ხაზები სხვა სოციალური ფაქტორებიდან. ფეხბურთის ვარსკვლავები ალბათ
უფრო გუნდის გულშემატკივრებს აკოცებენ (ან უფრო ხშირ შემთხვევაში, პაემანი ექნე
ბათ), ვიდრე ჭადრაკის კლუბის წევრებს. ხალხი ისწრაფვის, რომ პაემანი ჰქონდეს თა
ვისი რასის წარმომადგენლებთან, მაგრამ რა თქმა უნდა, არის გამონაკლისებიც. ხაზების
უმეტესობა გავლებული იქნება ბიჭებსა და გოგონებს შორის, მაგრამ ყველა არა. ეს დია
გრამა უნდა აღწერდეს სოციალურ ქსელს _ მოსახლეობის წევრებს შორის არსებული
კავშირების მოდელს.
მოსახლეობაში ყველა პოტენციური მეწყვილედან ქსელი შემოფარგლავს იმ ხალხს, ვინც ფაქტობრივად შეესაბამება ერთმანეთს. როგორც წესი, ისინი აკავშირებენ ერთმა ნეთთან ხალხს, რომლებსაც აქვთ ერთი და იგივე ასაკი, განათლება, რასა, სოციალური კლასი და სხვა სიციალური მახასიათებლები. შეიძლება შეგიყვარდეთ უცხო ადამიანი ხალხით სავსე ოთახში, მაგრამ იმის ალბათობა, რომ ეს ოთახი სავსე იქნება თქვენი მსგავსი ხალხით _ საკმაოდ მაღალია (ლევინი, 1994 წ.).

102

რა თქმა უნდა, სექსი მხოლოდ ერთ ერთია მრავალი სახის სოციალური ურთიერთობე
ბიდან (და არავითარ შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული). ამ თავს დავიწყებთ ამერი
კაში სექსის უფრო დაწვრილებით განხილვით. შემდეგ გადავალთ ურთიერთქმედებებისა
და ურთიერთობების ძირითად მოდელებზე მეგობრებს, შეყვარებულებს, უცხოებს და იმ
ხალხს შორისაც კი, რომლებიც პირისპირ არასოდეს არ შეხვედრიან ერთმანეთს. ამის
შემდეგ ყურადღებას გავამახვილებთ ურთიერთქმედებებზე სამუშაო ადგილებზე, სადაც
იკვეთება პირადული და საზოგადო ინტერესები, ხოლო შემდეგ კი განვიხილავთ კომპლექ
სური ორგანიზაციების სტრუქტურას _ როგორ ხდება ორგანიზაციების ცვლილება და
გავლენა ხალხის ცხოვრებაზე. თავს დავასრულებთ სოციალური ურთიერთქმედებების
სტრუქტურის ახსნით.

სექსუალობის სოციალური ორგანიზაცია
დღემდე ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი ამერიკელების სექსუალურ დამოკიდე
ბულებებსა და ქცევაზე. დებატები ოჯახური ღირებულებების შესახებ ცნობილი ხდებო
და ანეკდოტური სიტუაციებიდან, ფსევდომეცნიერული კვლევებიდან და ანგარიშებიდან,
პერსონალური მიდრეკილებებიდან და შთაბეჭდილებებიდან (ლევინი, 1994 წ.). ჯანმრთე
ლობის დაცვისა და სოციალური ცხოვრების ეროვნული მიმოხილვა (NHშLშ), რომელიც
ჩატარდა 1990 იანი წლების დასაწყისში, იყო პირველი მეცნიერული კვლევა იმის შესახებ,
რა ხდებოდა სინამდვილეში ამერიკის საძინებელ ოთახებში (ლაუმანი და სხვ. 1994 წ.) (იხ.
კვლევის მეთოდები).
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ცხოვრების ეროვნული მიმოხილვის
შედეგად აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვანი მრავალფეროვნება აღინიშნებოდა სიხშირე
ში, პარტნიორების რაოდენობაში, სექსუალურ უპირატესობებსა და ქცევებში. მაგრამ
ასევე აღმოჩნდა, რომ შედარებით ცოტა ამერიკელი ღალატობს თავის პარტნიორს ან
დაკავებულია ეგზოტიკური თუ `გარყვნილი~ სექსუალური ქცევებით. უფრო მეტიც,
დაოჯახებულ წყვილებს (და თანამცხოვრებლებს) სექსი უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე მარ
ტოხელა ადამიანებს და ისინი უფრო მეტად თვლიან სექსს ფიზიკურად და ემოციურად
დამაკმაყოფილებლად.
კვლევის მეთოდები

სექსი ამერიკაში

1

930 იან წლებში, როდესაც ალფრედ კინსეიმ დაიწყო სექსში თავისი პიონერული კვლევების ჩატ
არება, მას ეგონა ( და ალბათ მართალიც იყო), რომ ამერიკელების უმეტესობა თავს შეიკავებდა

საუბრისაგან თავისი სექსუალური ცხოვრების შესახებ. ამიტომ კინსეის მოხალისეების იმედი ჰქონდა.
მოხალისეთა ჯგუფი თვითშერჩეული იყო, ვისაც თითქოს უფრო მეტი ინტერესი აქვს საკითხთან მიმართე
ბაში _ და შესაძლებელია უფრო მრავალფეროვანი გამოცდილებაც, ვიდრე ფართო საზოგადოებას. შეს
აძლებელია ისინი გულწრფელ პასუხებს იძლეოდნენ დასმულ შეკითხვებზე, მაგრამ მათი პასუხებით ვერ
მოხდება მთელი საზოგადოების აზრის გამოხატვა. კინსეიმ, სექსუალური ქცევის უფრო ფართო სპექ

103

ტრით გასაშუქებლად შემოიტანა მამაკაცები ერთი სქესის გარემოში და ჰომოსექსუალური ქსელები.
აქედან კინსიმ მიიღო შედეგი, რომლის მიხედვითაც ამერიკაში განუსაზღვრელი რაოდენობით არაკანონ
იერი სექსისა და ჰომოსექსუალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, ეს შედეგები ორმოცი
წლის განმავლობაში პრობლემატური რჩებოდა. ფაქტობრივად, კინსი ნაწილობრივ არის პასუხისმგებე
ლი იმ მოსაზრების ჩამოყალიბებაზე, რომ ამერიკელები უფრო მეტად `ერთობიან~, ვიდრე აღიარებენ ამ
ფაქტს.
დღემდე სექსის შესახებ ჩატარებული კვლევების უმეტესობა _ დაწყებული მასტერს ენდ ჯონსო
ნ ის ლაბორატორიული კვლევებით და დამთავრებული ფლეიბოიში (Pლაყბოყ), რედბუქსა (ღედბოოკ) და
სხვა ჟურნალებში განთავსებული წერილების მიმოხილვით _ მოხალისეების მონაცემებს ეყრდნობა. შემ
დეგ, 1980 იან წლებში მოხდა შიდსის აფეთქება. ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები
მიხვდნენ, რომ მათ არ გააჩნდათ საკმარისი მეცნიერული მონაცემები იმისათვის, რომ განესაზღვრათ
შიდსის გავრცელების შესაძლებლობა. კონსერვატორები მთავრობაში უხალისოდ აღიარებდნენ შიდსთან
დაკავშირებული კვლევათა შესაძლო მნიშვნელობას, მაგრამ ისინი დაჟინებით ითხოვდნენ გარკვეული
სახის შეზღუდვების დაწესებას. ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულმა ინსტიტუტებმა (NIH) გააკეთეს
მოთხოვნა სამეცნიერო კვლევით წინადადებებზე, რომლის ტექსტიც ისეთი სიფრთხილით იყო დაწერი
ლი, რომ სიტყვა სექსიც კი არსად არ იყო ნახსენები. ედუარდ ლაუმანმა და მისმა კოლეგებმა წარადგინეს
რამოდენიმე საპროექტო წინადადება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ცხოვრების ეროვნული
მიმოხილვისათვის (NHშLშ). ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ინსტიტუტმა დაამტკიცა, მაგრამ სენ
ატმა უარი განაცხადა მათი კვლევების დაფინანსებაზე.
მთავრობის უარში იყო როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მომენტებიც. მკვლევარებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ მიეღოთ დაფინანსება კერძო ფონდებიდან. ეს კი გულისხმობდა, რომ მკვლევარები არ იყვნენ ვალდებულნი შეზღუდულიყვნენ მთავრობის მიერ დამტკიცებული საკითხებისა და კითხვების გათვალისწინებით ამასთანავე, ეს ნიშნავდა იმასაც, რომ ბევრად უფრო მცირემასშტაბიანი კვლევის ჩატ არებას მოახერხებდნენ. მკვლევარები ვარაუდობდნენ 20.000 ადამიანის გამოკითხვას. სამთავრობო და ფინანსების დაკარგვამ კი იძულებული გახადა, ეს რიცხვი 3.500 მდე შეემცირებინათ. მაგრამ, მთავარი არის ის, როგორ ხდება მოდელის შერჩევა და არა მოდელის ზომა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ცხოვრების ეროვნული მიმოხილვის მკვლევარები იყენებდ ნენ კარგად გამოცდილ მეთოდს, რასაც ალბათობით შერჩევას უწოდებდნენ. მუშაობდნენ რა შეფასების ეროვნულ კვლევით ცენტრთან (NOღჩ), ისინი იყენებდნენ კომპიუტერებს სუბიექტების შემთხვევითი მეთოდით შესარჩევად. არც ერთ კვლევას არ შეუძლია მიაღწიოს იმას, რომ ყველა შერჩეულ სუბიექტ თან ხდებოდეს თანამშრომლობა, მაგრამ, რაც უფრო მეტია პასუხების რაოდენობა, მით უფრო დიდია რე ალური სურათის მიღების ალბათობა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ცხოვრების ეროვნულმა მიმოხილვამ გამოხმაურების რეკორდულ ციფრს მიაღწია: იმ ხალხიდან, ვისაც დაუკავშირდნენ, ხუთიდან ოთხი ადამიანი დათანხმდა ინტერვიუზე.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ცხოვრების ეროვნული მიმოხილვის მკვლევარები ექსპერი
მენტის დროს იყენებდნენ კომბინირებულ მეთოდს: ისინი ატარებდნენ პირისპირ ინტერვიუებს და, ამავ
დროულად, მათვე ავსებინებდნენ კონფიდენციალურ კითხვარებს, რომლებიც ილუქებოდა `საიდუმლო
კონვერტებში~. კითხვარების შედგენა და შემდგომ მათი დამუშავება მთელი ხელოვნებაა. იმან, როგორ
არის კითხვები ჩამოყალიბებული, რა ფორმით არის დასმული და, აგრეთვე, ინტერვიუერის მანერამ შესა
ძლებელია გავლენა იქონიოს საბოლოო შედეგებზე. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ცხოვრების
ეროვნული მიმოხილვის ჯგუფს უნდოდა, რომ კითხვები არ ყოფილიყო დაწერილი ტექნიკური ენით, რო
მელიც ბევრი ადამიანისათვის შეიძება გაუგებარი ყოფილიყო. ამავე დროს არც სლენგის გამოყენება არ
უნდოდათ, რომელიც მათ გარკვეულწილად დაუკარგავდა პატივისცემას ხალხის თვალში. მაგალითად,
ისინი იყენებდნე ორალურ სექსს, ნაცვლად ფილაციისა და კუნილინგუსისა. მათ აღმოაჩინეს, რომ ბევრ
ადამიანს უჭირდა, რომ თავისი ენით აეხსნა სექსუალური ქცევა და ამიტომ შეადგინეს კითხვები, რომ
ლებსაც მხოლოდ ისეთი კონკრეტული პასუხების გაცემა სჭირდებოდა, როგორებიცაა: `დიახ~, `არა~,

104

`რამდენი~ და `რამდენჯერ~. მიღებული პასუხების ნაწილობრივ შემოწმების შემდეგ, სადაც უფრო მეტად `სოციალურად მისაღები~ პასუხები იყო მოცემული, ვიდრე გულწრფელი, საჭირო გახდა, რომ ზოგიერთი შეკითხვა სხვადასხვანაირი ფორმით კიდევ რამდენიმეჯერ დასმულიყო.
ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ცხოვრების
ეროვნულ მიმოხილვას გარანტირებული ჰქონდა კონფიდენციალურობა. რესპოდენტებისაგან მიღებული
ინფორმაცია, სადაც დაფიქსირებული იყო მონაცემები თავიანთ შესახებ, შესაძლებელია, რომ მათივე
საწინააღმდეგოდ ყოფილიყო გამოყენებული, მაგალითად, განქორწინების შემთხვევაში. უფრო მეტიც,
ზოგი ფართომასშტაბიანი კვლევის დროს აუცილებელია, რომ მოხდეს რესპოდენტების ჩაწერა, რაც
ქმნის არაგანზრახული გამოვლენის შესაძლებლობას. ამ მიზნით, ინტერვიუერები პერსონალურ მონა
ცემებსა და ინტერვიუს პასუხებს წერდნენ ცალკეულ, განსხვავებული ფერის ფორმებში. სამსახურის
თანამშრომლები, რომლებსაც საქმე ჰქონდათ ერთი სახის ფორმებთან, არასოდეს და არანაირი შეხება არ
ჰქონიათ სხვა ფორმებთან. შემდეგ იდენტიფიკატორებიც ნადგურდებოდა. ეს ნიშნავდა, რომ ჯანმრთე
ლობის დაცვისა და სოციალური ცხოვრების ეროვნული მიმოხილვის მკვლევარებს არ უნდა ეფიქრათ კვ
ლევების გაგრძელების გეგმებზე, მაგრამ შეეძლოთ დაეცვათ ანონიმურობა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ცხოვრების ეროვნულ მიმოხილვას, ისევე როგორც სხვა
კვლევებს, ჰქონდა განსაზღვრული შეზღუდვები. შესაძლებელია, რესპოდენტებს გადაეჭარბებინათ ან
საერთოდ არ ეთქვათ რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტი; დასმულ კითხვებზე საზოგადოებისათვის მისაღები
პასუხები გაეცათ, განსაკუთრებით ისეთი ინტიმური საკითხების შესახებ, როგორიც არის სექსუალურო
ბა. კვლევები განიხილავენ მხოლოდ იმას, რას ამბობს ხალხი და არა იმას, რას აკეთებს სინამდვილეში.
რესპოდენტებმა შეიძლება, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ არა მარტო ინტერვიუერებს, არამედ
თავიც კი მოიტყუონ რაიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, ინფორმაცია იმის შეს
ახებ, რა სიხშირით მიმართავენ მასტურბაციას. მიუხედავად ამისა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალ
ური ცხოვრების ეროვნული მიმოხილვა იყო მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი თანამედროვე ამერიკაში
სექსუალური ქცევისა და დამოკიდებულების მეთოდურ, სამეცნიერო კვლევის საკითხში.
გარკვეულწილად, ქალები და მამაკაცები არიან `ღამის წყვდიადში მცურავი ხომალ
დები~. მამაკაცები უფრო ბევრს ფიქრობენ სექსზე და უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ
პორნოგრაფიიდან, ვიდრე ქალები. მამაკაცების სამი მეოთხედი და ქალების ერთი მეო
თხედი ამბობს, რომ სექსუალური ურთიერთობების დროს ყოველთვის განიცდის ორ
გაზმს. ეს სრულებითაც არ არის გასაკვირი. მაგრამ ჯანმრთელობის დაცვისა და სოცია
ლური ცხოვრების ეროვნული მიმოხილვის ჯგუფი გაოგნებული დარჩა შემდეგი ფაქტით:
ხუთიდან ერთი ქალი აღნიშნავდა, რომ სექსუალურ აქტს თავისი სურვილის წინააღმდეგ
ამყარებდა და ეს, როგორც წესი, ხდებოდა მათთვის კარგად ნაცნობ მამაკაცებთან ხშირად
_ შეყვარებულებთან და ქმრებთან. მამაკაცების სამ პროცენტზე ნაკლებმა კი აღნიშნა,
რომ ისინი ქალებთან სექსუალურ აქტს ყოველთვის ძალდატანებით ახორციელებდნენ.
ზოგიერთი ასეთი განსხვავებული გენდერული შეხედულება უეჭველია, მამაკაცების
მხრიდან შერბილებული მონაცემების შედეგია. მაგრამ ჯანმრთელობის დაცვისა და სო
ციალური ცხოვრების ეროვნული მიმოხილვის მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს არ არის
სრული ისტორია. უფრო მეტიც, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მამაკაცები ხშირად
არ აღიარებენ, რომ ქალები მათ საქციელს ძალდატანებას უწოდებენ. `რატომ არ ამბობს
ის (ქალი) არას?~ _ სვამს კითხვას ზოგიერთი მამაკაცი. ქალი ამბობს, მაგრამ მამაკაცი
არ უსმენს მას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალმა დააფიქსირა თავისი წინააღმდეგობა. შესა

105
ძლებელია მეორე ვარიანტიც _ მამაკაცი მისმა პროტესტმა აღაგზნო კიდევაც და ჩათვალა (არასწორად), რომ ქალსაც იგივე განცდა ჰქონდა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ცხოვრების ეროვნული მიმოხილვის ჯგუ
ფის დახმარებით ბოლო მოეღო დიდი ხნის დებატებს, რომელიც ეხებოდა მოსაზრებას
ჰომოსექსუალიზმის ფართოდ გავრცელების შესახებ. წლების განმავლობაში ერთადერთი
ოფიციალური წყარო გახლდათ 1948 წლის კინსის ანგარიში, რომლის თანახმადაც, ათიდან
ერთი ამერიკელი მამაკაცი ჰომოსექსუალისტი იყო. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალ
ური ცხოვრების ეროვნულმა მიმოხილვამ აღმოაჩინა, რომ პროპორცია იყო ბევრად უფრო
დაბალი: მამაკაცების მხოლოდ 2.8 პროცენტმა უწოდა თავს მამათმავალი და ქალების
1.4 მა პროცენტმა ლესბოსელი თუ ბისექსუალი (სქემა 3.1). მაგრამ მითი 10 პროცენტის
შესახებ, მაინც ძალაშია. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ? იმიტომ, რომ მამათმავ
ლები ძირითადად ცდილობენ იცხოვრონ ნიუ იორკში, სან ფრანცისკოსა და სხვა დიდ ქა
ლაქებში _ იქ, სადაც მრავალრიცხოვანი ჰომოსექსუალური თემებია თავმოყრილი. ამის
შედეგად ქალაქებში ჰომოსექსუალების რაოდენობა დიდია, ხოლო სოფლებში კი _ ცოტა
(და/ან გასაიდუმლოებული). ასეთი გეოგრაფიული მოდელით შეიძლება აიხსნას, რატომ
ამტკიცებენ მამათმავლების უფლებების დამცველთა ჯგუფები, რომ 10 პროცენტი არის
ზუსტი მონაცემი (ზოგიერთ ქალაქში, განსაკუთრებით კი მიმდებარე ტერიტორიებზე, სა
ვარაუდოდ ასეა) მაშინ, როდესაც რელიგიის მიმდევრები (რომლებიც უფრო ხშირად სო
ფლებში ცხოვრობენ) თვლიან, რომ ჰომოსექსუალიზმის გამოვლენა ბევრად უფრო იშვია
თია, ვიდრე არსებული მონაცემებით არის დაფიქსირებული. არის შემთხვევები, როდესაც
ბევრი ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრების გარკვეული მომენტებით ჩართულია რაიმე
ჰომოსექსუალურ აქტივობაში ან ურთიერთობაში, თავის თავს სრულებითაც არ მიიჩნევს
ჰომოსექსუალად.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ცხოვრების ეროვნული მიმოხილვის ჯგუფმა
აღმოაჩინა, რომ ამერიკელები შედარებით ნაკლებად თავშეკავებულნი არიან სექსთან და
კავშირებით. ორი მწვავე საკითხი, რაზე პასუხის გაცემაზეც მუდმივად თავს იკავებდნენ,
იყო ოჯახის შემოსავალი და მასტურბაცია. მასტურბაცია ჩვენი საზოგადოებისათვის
დღემდე ტაბუდადებულია. ბევრი ადამიანი განიხილავს მასტურბაციას, როგორც ცოდ
ვას, თავისი თავის კონტროლის უუნარობას, ფიზიოლოგიური ან სოციალური შეუთავსე
ბლობის სიმპტომს ან მისაღებს, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისათვის
და განსაკუთრებულ სიტუაციებში (ყმაწვილი ბიჭებისათვის ან ახალგაზრდებისათვის,
რომელთა მშობლებიც დიდი ხნით არიან სახლიდან წასულები). მაგრამ მასტურბაცია ჯერ
ჯერობით ჩვეულ მოვლენად ითვლება. მამაკაცების უმრავლესობა და ბევრი ქალი აღნიშ
ნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ისინი `უშვებენ~ მასტურბაციის შესაძლებლობას _
მაგრამ მათი უმეტესობა აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ ისინი თავს დამნაშავედ თვლიან.
ჩამოყალიბდა პასუხების მოდელი. საყოველთაოდ გავრცელებული აზრის თანახ
მად, მარტოხელები უფრო ხშირად მიმართავენ მასტურბაციას, ვიდრე დაოჯახებულები
ან ის ხალხი, ვინც ვინმესთან ცხოვრობს. ამ მოსაზრებას ამტკიცებს ის ვარაუდი, რომ
თითოეულ ადამიანს აქვს გარკვეული რაოდენობის `ფიზიოლოგიური მოთხოვნილება
სექსზე~, რომელიც უნდა გამოვლინდეს. თუ გარკვეული პიროვნება ვერ ახერხებს, რომ
ჰყავდეს პარტნიორი, მაშინ ეს პიროვნება `მიმართავს~ მასტურბაციას. ფაქტია, რომ ამის
საწინააღმდეგო მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება: რაც უფრო ხშირად აქვს ადამიანს

106
სექსი მის პარტნიორთან, მით უფრო იშვიათად მიმართავს მასტურბაციას. `თუ ხშირად
გაქვთ სექსი, ე.ი. ბევრს ფიქრობთ მასზე~ (განონი, თაიმი, 17 ოქტომბერი, 1994 წ., გვ. 68).
თავიანთ თავს ზრდასრულ ასაკში სექსუალურად შემაჯამებელი ანგა
თვლის ჰომოსექსუ ერთხელ მაინც მიმზიდველად რიშის მიხედვით, სულ
ალად ან ბისექსუ ჰქონდათ ურ მსგავსი სქესის ცოტა, გამოხატული
ალად თიერთობა თავისი წარმომადგენელს მისწრაფება მაინც
სქესის წარმომად მიიჩნევენ თავისი სქესისადმი
გენელთან ან გამოცდილება ამ
საკითხში
სქემა 3.1 მითი _ ჰომოსექსუალიზმი 10 %
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ცხოვრების ეროვნულმა მიმოხილვის შედეგად აღ
მოჩნდა, რომ ხშირად მითითებული მონაცემი _ ათიდან ერთი _ აქტიური თუ განსაკუთრე
ბული ჰომოსექსუალიზმის შესახებ მთელი მოსახლეობის კონტექსტში, არარეალურია. მიუხე
დავად ამისა, იმ ამერიკელების პროცენტული რაოდენობა, რომლებსაც ჰომოსექსუალიზმის
გარკვეული გამოცდილება აქვთ და სექსუალური ურთიერთობების ფანტაზირებას ახდენენ თა
ვისივე სქესის წარმომადგენლებთან, სწორედ ამ მონაცემს _ ათიდან ერთი _ უახლოვდება.

წყარო: ედუარდ ლაუმენი და სხვები, ადაპტირებულია `თიმე~, 17 ოქტომბერი, 1994წ.
გვ. 62 66
სექსი რომ მხოლოდ ბიოლოგიური მამოძრავებელი ძალა ან ინდივიდუალური ფსიქო
ლოგია ყოფილიყო, მაშინ მასტურბაცია და სხვა ქმედებები არასისტემურად გავრცელ
დებოდა. მიუხედავად ამისა, საქმე მთლად ასე არ არის. რაც უფრო მეტად არის ხალხი
განათლებული, თითქოს მით უფრო მეტად მიმართავენ ისინი მასტურბაციას. მწიგნო
ბარი ინტელექტუალების სტერეოტიპის საწინააღმდეგოდ, უმაღლესდამთავრებული ქა
ლები ქვეყანაში ერთ ერთი ყველაზე ნაკლებდაკომპლექსებულ ჯგუფს შეადგენენ. მო
ნაცემების მიხედვით, კონსერვატიული რელიგიური რწმენის ქალები ყველაზე ნაკლებად
მიმართავდნენ მასტურბაციას; მაგრამ იყვნენ დაოჯახებულნი, რომლებიც უფრო ხშირ
შემთხვევაში ამბობდნენ, რომ ყოველთვის განიცდიან ორგაზმს თავიანთ ქმრებთან სე
ქსუალური ურთიერთობების დროს. დაოჯახებულ კათოლოკეებს სექსი უფრო ხშირად
აქვთ, ვიდრე სხვა რელიგიათა წარმომადგენლებს (ან არარელიგიურ ხალხს). მარტოხელა
ებრაელ მამაკაცებს ჰყავთ ყველაზე მეტი პარტნიორი. ცხადია, სოციალური ფაქტორი ზე
გავლენას ახდენს სექსზე.
სექსის სოციალურ სტრუქტურას მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს საჯარო პოლი
ტიკისათვის. ხალხი შემთხვევით არ ირჩევს სექსუალურ პარტნიორს. შეერთებულ შტა
ტებში შიდსის ძირითადი მსხვერპლი იყვნენ მამათმავალი კაცები და ინტრავენური
107

ნარკომანები. ამ კატეგორიის ხალხი ცდილობს, რომ სოციალურად და სექსუალურად
იზოლირებული იყოს ცხოვრების ძირითადი მიმართულებებიდან. მონოგამიის შემთხ
ვევაში, როდესაც პიროვნებები უსაფრთხო სექსით არიან დაკავებულნი, შესაძლებელია,
მაღალი რისკის წინაშე აღმოჩნდნენ იმ შემთხვევაში, თუ მათ სოციალურ ქსელში არიან
დაავადების მატარებელი ადამიანები (თუ მათი პარტნიორები არ არიან პატიოსნები 100
პროცენტით). პიროვნებებს, რომლებსაც თვისუფალი სექსით აქვთ მრავალრიცხოვან
პარტნიორებთან, შესაძლებელია, რომ დაბალი რისკის წინაშე აღმოჩდნენ, თუ მათ სო
ციალურ ქსელში ცოტა ადამიანია შიდსით დაავადებული. ჯერ კიდევ არავინ არ არის
სოციალურად დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობა სექსუალურ
პარტნიორს ირჩევს თავისი სოციალური ქსელიდან, ზოგი პიროვნება მაინც რისკავს და
სხვაგან ეძებს პარტნიორს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი დაკავებულნი არიან
არაკანონიერი სექსით (მაგალითად, როდესაც დაქორწინებული წყვილიდან ერთ ერთს
სხვასთან აქვს ურთიერთობა ან ბისექსუალური აქტივობის დროს). ერთჯერადი ურთ
იერთობის აკრძალვის მცდელობებმა შესაძლებელია, შიდსი შედარებით უფრო დაცულ
ქსელში შეიყვანოს. მთავარია ის, რომ შიდსის ვირუსი პირდაპირი გზით გადადის სექსუა
ლური კონტაქტის დროს და, რადგანაც სექსი სოციალურად სტუქტურირებულია, შიდ
სის ეპიდემია სოციალური პრობლემაა, რომელიც ვერ შეჩერდება მხოლოდ პიროვნების
ქცევაზე კონცენტრირებით. სოციალური მოდელები აუცილებლად უნდა იქნეს გათვალ
ისწინებული (იხ. თავი 14).

პირველადი ურთიერთობები

პარიზის ერთ ერთ ქუჩაში წყვილი ეხუტება ერთმანეთს; ამ დროს ისმის ფოტოაპარა ტის ჩხაკუნი _ ფოტოგრაფმა ფირზე აღბეჭდა ისინი. ფოტო, რომელზეც პარიზის საო ცრებასთან ერთად ზუსტად არის დაჭერილი ახალგაზრდული სიყვარულის არსი, მრა ვალჯერ დაიბეჭდა და საყოველთაოდ ცნობილი გახდა მთელს მსოფლიოში. სამი ადამიანი: ორი შეყვარებული და ერთი გამვლელი, რომელსაც შეყვარებულები ვერც კი ამჩნევენ, მათი პიროვნული მომენტი ფოტოგრაფის ხელოვნება გახდა.
წყვილისათვის `ჩახუტება~ ახალი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს: ისინი დაქორწინდე
ბიან, გაზრდიან შვილებს, გაიზიარებენ კარგს და ცუდს და გაიცნობენ ერთმანეთს ისე,
როგორც საკუთარ თავს. ფოტოგრაფისთვის კი `ჩახუტება~ კარიერის დასაწყისს ნიშნავს,
რაც წარადგენს მას ჟურნალ გაზეთების გამომცემლების, გალერეის მფლობელებისა
და კოლექციონერების სამყაროში _ ხალხთან, რომლებსაც ის საერთოდ არ იცნობს ან
მხოლოდ გარეგნობით იცის, მაგრამ ვისი დახმარებითაც შეძლებს, რომ გზა გაიკვალოს
ცხოვრებაში. ეს წყვილი და ფოტოგრაფის სამყარო ორი განსხვავებული ტიპის ჯგუფია.
ერთს ფესვები გადგმული აქვს ოჯახში და ასოცირდება ინდუსტრიის წინა პერიოდის სოფ
ლის ტიპის ცხოვრებასთან, ხოლო მეორე _ ინდუსტრიალიზაციასთან, ურბანიზაციასთან
და შრომის სამყაროსთან დაკავშირებულ თანამედროვე განვითარებასთან ასოცირდება.
ამერიკელმა სოციოლოგმა ჩარლს ორტონ ქულიმ (ჩჰარლს Hორტონ ჩოოლეყ) (1905/1956
წწ.) პირველ ტიპს `პირველადი ჯგუფები~ უწოდა, ხოლო მეორეს _ `მეორეული ჯგუფე
ბი~. პირველადი ჯგუფები გამოირჩევიან შემდეგი ძირითადი მახასიათებლებით:

108

1. მუდმივი პირისპირ ურთიერთობები
2. მძაფრად გამოხატული პერსონალური იდენტიფიკაცია ჯგუფთან
3. მძაფრად გამოხატული კავშირი ჯგუფის წევრებს შორის
4. მრავალმხრივი ურთიერთობები
5. მდგრადობის ტენდენცია

ამის საწინააღმდეგოდ კი, მეორეული ჯგუფები ხასიათდებიან
შემდეგით:

1. შეზღუდული პირისპირ ურთიერთობები
2. თავშეკავებული ან სუსტი პერსონალური იდენტიფიკაცია ჯგუფთან
3. სუსტად გამოხატული კავშირი ჯგუფის წევრებს შორის
4. შეზღუდული, მეორეული ურთიერთობები
5. არამყარობისა და დროებითობის ტენდენცია
პირველადი და მეორეული ჯგუფები ეფუძნებიან სხვადასხვა სახის ურთიერთობებსა
და ურთიერთქმედებების სხვადასხვა მოდელს. პირველად ჯგუფებში (ოჯახი ან ახლო მე
გობრები) ხალხი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან; მათ იციან ერთმანეთის ცხოვრების
მრავალი ასპექტი; მათი ურთიერთქმედებები ემოციურად დატვირთულია; იდენტურობა
მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან; ურთიერთობას ხედავენ, როგორც ხან
გრძლივსა და მუდმივს, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი ერთსა და იმავე
ტერიტორიაზე და ხვდებიან თუ არა ისინი ხშირად ერთმანეთს. შეყვარებულების მხრიდან
აც კი, მათი რომანტიკული ურთიერთობები დარჩება მათი ინდივიდუალური ცხოვრების
ისტორიის ნაწილად.
ამის საპირისპიროდ კი, მეორეული ურთიერთობები არის დროებითი და ზერელე.
ხალხს მწირი ინფორმაცია აქვს ერთმანეთის ცხოვრების შესახებ (მაგალითად, მხოლოდ
სამსახურით არის შემოფარგლული); ურთიერთქმედებები უფრო ფორმალური და პირო
ბითია (დომინანტურია უმნიშვნელო საკითხებზე თავაზიანი, მეგობრული საუბრები);
ურთიერთობები, როგორც წესი, არაემოციურია; თუ ისინი გადადიან სადმე სხვაგან ან
იცვლიან სამსახურს, მაშინვე კარგავენ ინტერესს და, შედეგად, შემდგომში მათი კონ
ტაქტების შენარჩუნების იმედიც კი აღარ რჩება. ფოტოგრაფს თავისი კარიერის განმავ
ლობაში ძალიან ბევრ გამომცემელთან ექნება სამსახურებრივი ურთიერთობა, რადგანაც
თვითონაც და ისინიც იცვლიან სამსახურებს, მაგრამ მხოლოდ ერთი ორი თუ დარჩება
პირად მეგობრად.
ქული ყურადღებას ამახვილებს ორ ასპექტზე. პირველი _ თანამედროვე საზოგა
დოებაში მეორეული ჯგუფებისათვის დამახასიათებელი ურთიერთქმედებები იზრდება.
ამიტომ, არ შეგვიძლია მსხვილ სოციალურ ორგანიზაციაზე ვიფიქროთ მარტივად, რო
გორც `აშკარა~ ოჯახზე ან ადგილობრივ თემზე. ურთიერთქმედებები და ურთიერთობები
თვისებრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მეორე _ თანამედროვე საზოგადოება და
მეორეული ურთიერთობები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეტიკეტის ნორმებზე ანუ
კულტურულ ნორმებზე, რაც არეგულირებს ქალაქებში უცხოებს შორის ურთიერთქმედე
ბას (რაც განსხვავებულია პატარა სოფლების მაცხოვრებლებში, სადაც ყველა პირადად
იცნობს ერთმანეთს). პიროვნება იმიტომ იცავს ამ ნორმებს _ როგორიც არის ოფიციან

109

ტებისათვის ხურდის მიცემა ან რიგში დგომა, რომ იცის, ეს ნორმები უნდა დაიცვას და არა იმიტომ, რომ მას აქვს პირადი კავშირები სხვა ხალხთან ან რაიმე საფასურს ელოდება ამ საქციელისათვის. თანამედროვე საზოგადოება წარმატებული იქნება მანამდე, სანამ უცხოებთან თავაზიანი ურთიერთქმედებისა და გაცნობის ნორმები იქნება მკაცრი. როდე საც ეს ნორმები მივიწყებას ეძლევა ან იგნორირებულია, მაშინ თავაზიანობის ნორმები ირღვევა და ცხოვრების დონე ეცემა.

მეგობრები და შეყვარებულები

მეგობრობა და სიყვარული ჩვეულებრივი პირველადი უთიერთობებია. პიროვნებები
ნებისმიერ საზოგადოებაში თითქოს _ და შესაძლებელია, საჭიროც იყოს _ ეძებენ სით
ბოს, ინარჩუნებენ მყარ ურთიერთობებს, რაც აკავშირებს მათ სოციალურ ქსელებთან და
ჯგუფებთან და აძლიერებს უფრო ინდივიდუალურ, პირად ურთიერთობებს (ბრაინი, 1976
წ.). მიუხედავად ამისა, სხვადასხვა კულტურის ხალხი სხვადასხვანაირად განსაზღვრავს მეგობარს და შეყვარებულს. ჩვენს საზოგადოებაში მეგობრობა და სიყვარული პირადი არ ჩევანის საგანია.
სხვა საზოგადოებებში (მაგალითად, ბვანგაში, ცენტრალური აფრიკა), მამაკაცი
თავის მეგობარს უფრო მეტად აფასებს, ვიდრე თავის ცოლს ან ძმებს (ბრაინი, 1976 წ.).
ბვანგაში ითვლება, რომ ნათესავი არ იმსახურებს ნდობას და ქორწინებას განიხილავენ,
როგორ გამრავლების პრაქტიკულ საშუალებას. ამის საპირისპიროდ კი, მეგობრობა გუ
ლიდან მოდის და მთელი ცხოვრება გრძელდება. საუკეთესო მეგობრები ერთმანეთის
მიმართ სითბოს გამოხატავენ: ეხუტებიან ერთმანეთს, ხელჩაკიდებულნი არიან და გვერ
დიგვერდ სძინავთ; ერთმანეთს პატარ პატარა საჩუქრებს უკეთებენ და იშვიათად მიდ
იან შორს ერთმანეთის გარეშე. ჩვენს კულტურაში ბვანგას მსგავსი მეგობრები შეიძლება
აღვიქვათ როგორც შეყვარებულები, მაგრამ ჰომოსექსუალიზმი მათთვის უცნობია. ბევრ
კულტურაში რელიგიური ცერემონიებით ხდება მეგობრობის ოფიციალურად აღიარება,
რაც აკანონებს ძმადნაფიცებს ან ცომპადრაზგოს (ღმერთის მიერ ნაკურთხ ძმებს). ასეთი
კავშირები ისეთივე მნიშვნელოვანი და შემაკავშირებელია, როგორიც ქორწინება. თანამე
დროვე დასავლურ საზოგადოებაში ვნებისა და ვალდებულების ცნება მთელი ცხოვრების
მანძილზე დამახასიათებელია `მხოლოდ შეყვარებულებისათვის~.

რომანტიული სიყვარული
რომანტიკული სიყვარული არის ჩვენი კულტურის განმასხვავებელი თავისებურება;
ზოგმა შესაძლებელია თქვას, რომ ეს არის აკვიატებული იდეა. რასაც ჩვენ განვიცდით
სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან ის ჩვენი გულის სიღრმიდან მოდის. მიუხედავად ამისა,
ის ფორმირებულია ჩვენი კულტურის მიერ. თანამედროვე დასავლური გაგებით, რომან
ტიკული სიყვარული შუასაუკუნეებიდან და არისტოკრატიული წრეებიდან მოდის (ლუ
მანი, 1986 წ.). არისტოკრატიული სიყვარული მოდიოდა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავ
შირებულ მოსაზრებებიდან: სიყვარული არის არაკონტროლირებადი ემოცია, რომელიც
პირველივე დანახვისთანავე უცაბედად აღიძვრება და მთელი ცხოვრების მანძილზე
რჩება; შეყვარებულები ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი, ბედს ვერავინ ვერ გაექცევა;

110

სიყვარულს მოაქვს ბედნიერება, ტანჯვა ან ორივე ერთად; და სიყვარული შთაგვაგონებს
და გვაკეთილშობილებს (სკოლნიკი, 1978 წ.). მიუხედავად ამისა, არისტოკრატული სი
ყვარული არ იყო ქორწინების შემადგენელი ნაწილი (ბრაინი, 1976 წ.). პირიქით, შეყვარე
ბული ადამიანი ყოველთვის სხვაზე ქორწინდებოდა და მისი სიყვარული ან აკრძალული,
ან მიუწვდომელი, განუხორციელებელი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ძალიან ხშირად ეს ვნება
არ ცხრებოდა. შეყვარებულები ამის შემდეგ არა თუ `არასოდეს აღარ იყვნენ ბედნიერე
ბი~, არამედ განწირულნი იყვნენ სასიკვდილოდ. ზოგჯერ მათ სდევნიდნენ და ხშირად
ჭკუიდანაც კი იშლებოდნენ.
თავდაპირველად, რომანტიკული სიყვარულის იდეოლოგია დითირამბებს უმღეროდა
უიღბლო ვარსკვლავზე დაბადებულ შეყვარებულებს _ შეყვარებულებს, რომელთა ურთი
ერთობაც აკრძალული იყო. ასეთი ყველაზე ცნობილი შეყვარებულები არიან რომეო და
ჯულიეტა _ ორი მტრულად განწყობილი გვარის შვილები. ეს ისტორია წარმოაჩენს სი
ყვარულის რომანტიკულ მხარეს, როგორც უძლიერეს ემოციას, რომელიც აკავშირებს
ორ პიროვნებას, მიუხედავად სოციალური და კულტურული ნორმებისა. სოციოლოგიური
განმარტებით ეს არის პიროვნების ვნებასა და საზოგადოებრივ წყობას შორის კონფრონ
ტაციის შემთხვევა.
პირდაპირი კავშირები პიროვნებებსა და სოციალურ სტრუქტურას შორის არის სტა
ტუსები და როლები. სტატუსი არის მდგომარეობა საზოგადოებრივ წყობაში, რომელიც
განსაზღვრავს, ვინ ვართ ჩვენ სხვებთან მიმართებაში, და ამგვარად ძირითად როლს თა
მაშობს სოციალური იდენტურობის ჩამოყალიბების საკითხში. მაგალითად, `მშობლის~ სტა
ტუსი განსაზღვრავს გარკვეულ უფლებებსა და ვალდებულებებს შვილებთან მიმართებაში.
მშობლები ვალდებულნი არიან დაიცვან და მოუარონ შვილებს და აქვთ უფლება მიიღონ
გადაწყვეტილება შვილების განათლების, სარწმუნოებისა და მათი ქმედებების თაობაზე.
ამავე დროს, შვილებს აქვთ უფლება, რომ დაცულნი და უზრუნველყოფილნი იყვნენ მშობ
ლების მიერ და ვალდებულნი არიან, რომ პატივი სცენ და დაემორჩილონ მათ. `მშობელი~
აგრეთვე არის სოციალური იდენტურობა, რომელიც გულისხმობს ზრდასრულ ასაკსა და
პასუხისმგებლობას, რომელსაც შეუძლია უთხრას სხვებს _ მაგალითად, მასწავლებლებს
_ რას წარმოადგენს ეს პიროვნება. თითოეულ ჩვენგანს ერთდროულად ბევრი სტატუსი
აქვს; პიროვნების ყველა სტატუსს, ერთად აღებულს, ვუწოდებთ სტატუსების ნაკრებს
(სტატუს სეტ). ამგვარად, მშობელი შესაძლებელია იყოს თავისი ცოლის ქმარი, თავისი თანამ
შრომლების ხელმძღვანელი, თავისი ახლობლების მეგობარი და ა.შ. ვინაიდან პიროვნება
იზრდება და აღწევს გარკვეულ ასაკს, შედის სკოლაში და ამთავრებს მას, ეძებს სამსახურს
და იცვლის მას, ქმნის ოჯახს და განქორწინდება, მეტ ნაკლებად ჩართული ხდება პოლი
ტიკასა და სპორტში, ამიტომ მისი სტატუსების სიმრავლე იცვლება.
როლი არის იმ ხალხის ქცევასა და დამოკიდებულებასთან დაკავშირებული კულ
ტურული მოლოდინი, ვისაც უკავია მოცემული პოზიცია, ისევე, როგორც პერიოდუ
ლად განმეორებად სიტუაციებთან დაკავშირებული კულტურული პრინციპები. მშობელი
არის სოციალური როლი. ამერიკელთა უმრავლესობა მშობლებისაგან ელოდება, რომ
ისინი უზრუნველყოფენ შვილებს საცხოვრებლით და ზრუნავენ მათ ჯანმრთელობაზე.
ასევე მშობლებს უყვართ ისინი და ამაყობენ მათი მიღწევებით (მათი პირველი ნაბიჯე
ბით, წარმატებებით კოლეჯში). ჩვევები, როგორიცაა მათი დაძინება, იარების მოშუშე
ბა, პამპერსის გაკეთება და დაბადების დღეზე საჩუქრის ჩუქება, ეხმარება მშობლებს ამ

111
მიზნების მიღწევასა და გამოხატვაში. რა თქმა უნდა, მშობლები თავიანთ როლებს სხვა
დასხვაგვარად ასრულებენ. განსხვავებულ მოსაზრებებს, რომლებიც დაკავშრებულია
შვილების გაჩენასთან (დამოკიდებული ეთნიკასა თუ რელიგიაზე), სოციალ ეკონომიკურ
საშუალებებთან (შემოსავალი, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, კომუნალური მომსა
ხურება) და როლის კონფლიქტთან (ერთმანეთის გადამფარავი მოთხოვნები მშობლებთან
დაკავშირებით, რომლებიც მუშაობენ), მივყავართ მშობლის როლის სხადასხვაგვარად
განხორციელებამდე.
ზოგიერთი სტატუსი დომინირებს. დავუბრუნდეთ რომეოსა და ჯულიეტას: თითოეუ
ლი მათგანისათვის უმთავრესი სტატუსი _ მასტერ სტატუსი (მასტერ სტატუს), რომელიც
ჩრდილავს ყველა სხვას _ არის დასაქორწინებელი შვილი. ეგრეთ წოდებული ჩვეუ
ლებრივი როლი არის ის, რომ დაემორჩილო მშობლების ნებას და დაქორწინდე, მაგრამ
არა ოჯახის მტრის რომელიმე წევრზე (მონტეგები და კაპულეტები). მათი სტატუსის
შესაბამისი როლების შესრულების წინააღმდეგობით, რომეო და ჯულიეტა არღვევენ
საზოგადოებრივ წყობას.
რომეო და ჯულიეტა ისტორიის ერთი მიმართულება არის, როგორც გამაფრთხილე
ბელი: როდესაც ადამიანები თავიანთ ემოციებს აძლევენ სრულ თავისუფლებას და თა
ვიანთ როლებს არ ასულებენ, მაშინ საზოგადოებრივი წყობა გამოხატავს წინააღმდეგო
ბას და, როგორც წესი, იმარჯვებს. მაგრამ შექსპირმა, რომელმაც ეს ნაწარმოები დაწერა
რამდენიმე ასწლეულის შემდეგ, რაც ეს ისტორია მოხდა, მსუბუქად შეცვალა ამ ისტორიის
მორალი: დადებითი კუთხით დაანახა საზოგადოებას ეს განწირული შეყვარებულები, მათი
ისტორია კი _ ტრაგედიად. დღეს რომეო და ჯულიეტას აღვიქვამთ, როგორც სულელი
ოჯახებისა და ზედმეტად მკაცრი სოციალური სისტემის უსამართლო მსხვერპლს. ჩვენი
კულტურა პიროვნებას სოციალურ ვალდებულებებზე უფრო მაღლა აყენებს.
ჩვენ, განსაკუთრებით ამერიკაში, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ სტატუსებს, რასაც
ჩვენთვის ვირჩევთ და რასაც ინდივიდუალური ძალისხმევით ვაღწევთ. შეძენილი სტა
ტუსები (აცჰიევედ სტატუსეს) არის ნიშნები წარმატებისა და ინდივიდუალური მიღწევებისა.
(ასეთი სტატუსების მაგალითებია კოლეჯდამთავრებული ადამიანი, ეკლესიის დიაკვანი,
სახლის მფლობელი და ზოგიერთი დაჯგუფების ლიდერი). წარმომავლობითი სტატუსე
ბი (ასცრიბედ სტატუსეს) კი, ამის საპირისპიროდ, სხვების მიერ არის მინიჭებული, ის ხშირად
დამოკიდებულია მემკვიდრულ ან ბიოლოგიურ ფაქტორებზე, როგორიცაა რასა, სქესი,
ასაკი და ეროვნება. წარმომავლობითი სტატუსი ხშირად ხდება მასტერ სტატუსები. მაგ
ალითად, თინეიჯერები (წარმომავლობითი სტატუსი) ხშირად საეჭვოდ მიიჩნევენ მათი
ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინების მიუხედავად. ცოლი და ქმარიც, ასევე,
ისწრაფვიან მასტერ სტატუსისაკენ. რადგანაც ქორწინება ასეთი მნიშვნელოვანი სო
ციალური ურთიერთობაა, ის ხაზს უსვამს კულტურულ განსხვავებას წარმომავლობითსა
და შეძენილ სტატუსებს შორის არსებულ ღირებულებებში.
112
ქორწინება გარიგებით

იმ პერიოდში, როდესაც რომეო და ჯულიეტა ცხოვრობდნენ, მშობლებს ჰქონდათ
უფლება და ვალდებულნიც იყვნენ შეერჩიათ და დათანხმებოდნენ შვილის არჩევანს ქორ
წინებასთან დაკავშირებით. მართლაც, ბევრ კულტურაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენი
ჭება, რომ ქორწინება და ოჯახი _ ბავშვების გაზრდა, მემკვიდრეობის მიღება და ოჯახ
ის ხაზის გაგრძელება _ დაფუძნებული იყოს რაღაც ისეთ წინასწარ განუსაზღვრელსა
და დაუდგრომელზე, როგორიც არის პიროვნული მიმზიდველობა. ქორწინებები არის
ოჯახების მიერ მოწყობილი; ოჯახის სტატუსისათვის შესაფერისი რძლის ან სიძის მო
ძებნა უმთავარესი პრიორიტეტი იყო (ამასთანავე, შესაძლებელია გათვალისწინებული
იყოს ის ფაქტიც, მოსწონთ თუ არა ახალგაზრდებს ერთმანეთი). ახალგაზრდები ეყრდნო
ბიან თავიანთი მშობლების გონიერებას. ისინი იმედოვნებენ, რომ სიყვარული გაჩნდება
ქორწინების შემდეგ, გამომდინარე ცოლისა და ქმრის სტატუსებიდან, რაც მათ თვიანთი
ოჯახებითა და თემებით აქვთ მიღებული.
ამის საპირისპიროდ, რომანტიკული სიყვარულის მიმდევრები ქორწინებას განიხი
ლავენ, როგორც შეძენილ სტატუსს. რომანტიკოსები წლების განმავლობაში ეძებენ
საუკეთესო მეორე ნახევარს და იმედი აქვთ, რომ ხანგრძლივი რომანტიკული ურთი
ერთობით `მოიპოვებენ~ იდეალურ შეყვარებულს (ირონიულად რომ ვთქვათ, მსგავსი
იდეოლოგია, რაც გვიბიძგებს სიყვარულით ქორწინებისაკენ, შესაძლებელია გამო
ყენებულ იქნეს იმ ადამიანების მიერ, ვისი რჩეულებიც ასეთი საუკეთესონი არ არიან;
არაკანონიერი ურთიერთობისა თუ შემდგომში გაშორების შემთხვევაში). ჩვენ ისევე
ვაპროტესტებთ, როდესაც გვეუბნებიან ვინ არის შესაფერისი და ვინ არა, როგორც მა
შინ, როდესაც ჩვენი მშობლები წინააღმდეგნი არიან, რომ შევხვდეთ რომელიმე ბიჭს ან
გოგონას სკოლაში და მაშინაც, როდესაც მეგობრები დაჟინებით მოითხოვენ, რომ მოგვი
წყონ შეხვედრა ჩვენთვის უცნობ პიროვნებასთან. ინდივიდუალიზმი გვითრევს რომეოსა
და ჯულიეტას მსგავს ისტორიებში, სადაც შეყვარებულები ყურადღებას არ აქცევენ არც
თავიანთ საზოგადოებასა და კულტურის ნორმებს და არც მოსალოდნელ შედეგებს ით
ვალისწინებენ.

სიყვარული და ქორწინება

კავშირი რომანტიკულ სიყვარულსა და ქორწინებას შორის დაიწყო ინგლისში, როგორც ნაწილი იმ საერთო პროტესტანტული განკიცხვისა, რომელიც ეხებოდა არისტოკრატიის ამორალურობას, თავშეუკავებლობასა და `სახიფათო კავშირებს~ (გეი (Gაყ), 1995წ.). სიყვარულით ქორწინება დამახასიათებელი იყო ბრიტანული საშუალო ფენის საზოგა დოებისათვის. ორი პიროვნების სახე, რომელთა სულებიც შერწყმული იყო ერთმანეთთან, მჭიდრო კავშირში იყო მიმდინარე პროტესტანტიზმთან და კაპიტალიზმის აყვავებასთან. პროტესტანტიზმი ხაზს უსვამდა თვითშემეცნების მნიშვნელობას და გონების გაწმენ დას ბოროტი ზრახვებისაგან, რაც დღის სასიყვარულო წერილების ცენტრალური თემა ხდებოდა. ამ დროს კი, რომანტიული სიყვარული აღვივებდა ინდივიდუალურ სტიმულს, რომელიც ისწრაფვოდა პიროვნული მიღწევებისაკენ, და თავმოყვარეობას, რომელიც მზარდი კაპიტალისტური ეკონომიკისათვის იყო საჭირო.

113
რომანტიულმა სიყვარულმა ვერსად ვერ მოიკიდა ისე ფეხი, როგორც ამერიკაში (ლის
ტრა, 1989 წ.). წერილების მიხედვით, რაც იმ დროს კომუნიკაციის ძირითადი საშუალება იყო,
მეცხრამეტე საუკუნის რომანტიული ურთიერთობა თვითგამორკვევისა და თავისი თავის
აღმოჩენის პროცესი იყო შეყვარებულებს შორის, რომლებიც ერთმანეთში მსჯელობდნენ
თავიანთი `შინაგანი მეს~ გამოვლენისა და `ნამდვილი~ გრძნობების გამოხატვის საკითხთან
დაკავშირებით. ერთის მხრივ, ასეთი გაცვლების ფუნქცია იყო ქორწინებამდე წყვილების
ერთმანეთთან შეგუების შემოწმება, შემდეგი კი ის, რომ სასიყვარულო ურთიერთობა ემო
ციურ განტვირთვას იწვევდა საშუალო ფენის საზოგადოების მამაკაცებში და უფრო და
უფრო მეტად იყო მოსალოდნელი, რომ ისინი გამოავლენდნენ თავიანთ გულგრილ და გათვ
ლილ ქცევებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობის დროს
შეუძლია მამაკაცს, რომ `იყოს ის, რაც არის~. სასიყვარულო ისტორია აგრეთვე არის ხიდი
მამაკაცისა და ქალის სამყაროებს შორის არსებულ მზარდ უფსკრულზე.
ამერიკაში მეოცე საუკუნის დასაწყისში სიყვარულის იდეამ _ განსაკუთრებით
შეყვარებულ მამაკაცებში _ გარკვეული ცვლილება დაიწყო (სთერნსი და ნეფი, 1993 წ.).
მამაკაცური სიყვარულის `დერომანტიზაციის~ ნახვა შესაძლებელი იყო ესქვაირში (Eს-
ქუირე) _ ფლეიბოის (Pლაყბოყ) წინამორბედში. ეს იყო პირველი ჟურნალი, რომელიც სპე
ციალურად იყო შექმნილი კაცებისათვის, როგორც მამაკაცებისათვის. ითვლებოდა რა
ქალების `ტკბილი და მსუბუქი~ ჟურნალების ანტიპოდად, ესქვაირი ილაშქრებდა თანამე
დროვე ქალების წინააღმდეგ, რომლებსაც არაგონიერ, თავქარიან, ეჭვიან და წუწუნა არ
სებებად თვლიდა; აქვეყნებდა სტატიებს ომის, თავგადასავლებისა და სპორტის შესახებ
(მამაკაცთა ინტერესის სფეროები); ქალების სურათებს, არა როგორც რაიმე იდეალების,
არამედ როგორც სამომხმარებლო საქონლის (მანქანებისა და მამაკაცების ტანსაცმლის
გვერდით); სასიყვარულო სიტუაციებს განიხილავდა, როგორც თავშესაქცევს დროის გა
საყვანად და იგი სპორტულ ინტერესამდე უფრო დაჰყავდა, ვიდრე ცხოვრების თანამგზა
ვრის ძებნის თემამდე.
ესქვაირში ასახული იყო მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა ცვა
ლებადი ურთიერთობები. მეცხრამეტე საუკუნის სასიყვარულო ურთიერთობები აგებული
იყო მისტერიაზე: მარტოხელები დროის უმეტეს ნაწილს ატარებდნენ სხვა მარტოხელებ
თან და იტანჯებოდნენ არარსებული სიყვარულით. მეოცე საუკუნის დასაწყისში გოგონე
ბი და ბიჭები ერთმანეთს ყოველდღიურად ხედავდნენ სკოლაში; დამალული სიყვარული
და შორიდან ტრფობა სახალხო პაემნებით შეიცვალა, რამაც გამოიწვია პოზიორობა ბი
ჭებში და შეჯიბრი გოგონებში. მამრობითი სქესისათვის სიყვარული ნიშნავდა `ბეჭებზე
დადებას~ (გვ. 790).
მაგრამ გარკვეულწილად, კავშირი სიყვარულსა და ქორწინებას შორის ყოველთვის
მითი იყო. მაშინ, როდესაც ჩვენი კულტურა მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ხალხმა უნდა
ეძებოს `მხოლოდ ერთადერთი~ და რჩეული ძირითადად ფიზიოლოგიური შეწყობის სა
განია, სოციოლოგია გვიჩვენებს, რომ ჩვენი არჩევანი არ არის ისეთი თავისუფალი, რო
გორც გვგონია.
ამერიკელები ცდილობენ, რომ დაოჯახდნენ ცხოვრების გარკვეულ პერიოდში, განსა
კუთრებით ადრეულ ასაკში, როდესაც ყველაფერი უზრუნველად ეჩვენებათ. ჩვენი არჩევ
ანი მეუღლის თაობაზე, ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, ვის შევხვდებით ამ პერიოდ
ში. შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ პირველივე არჩევანთან ვიყოთ ურთიერთშეწყობილი,

114
რომელსაც თინეიჯერობისა თუ შუახნის ასაკში შევხვდებით. დროის შერჩევას გადამწ ყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენი არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, ვის ვხვდებით, რაც, თავის მხრივ, დამოკიდე ბულია სოციალურ სტრუქტურასა და ქსელებზე, რომლებიც ადრე განვიხილეთ. ახალგაზ რდების შემთხვევაში, რომლებიც დადიან კოლეჯში და ურთიერთობა აქვთ კოლეჯის სხვა სტუდენტებთან, დიდია იმის ალბათობა, რომ დაქორწინდნენ ამავე კატეგორიის ფარგ ლებში. ეს ასევე ნიშნავს, რომ დიდია ალბათობა ვინმეს დაოჯახებისა იმავე სოციალურ კლასში (რადგან ვინც დადის კოლეჯში და რომელ კოლეჯშიც ისინი დადიან, ფორმირდ ებიან სოციალური კლასის საშუალებით).
სოციოკულტურული მსგავსება თავის მხრივ იწვევს `შეწყობის~ გრძნობებს. შესა
ძლებელია, რომ განსხვავებული სოციალური და კულტურული წარმომავლობის ხალხ
საც გაუჩნდეს ერთმანეთისადმი გარკვეული გრძნობები, მაგრამ მათი ურთიერთობების
შენარჩუნება ძალიან ძნელია. ერთი და იმავე წარმომავლობის ხალხს სხვადასხვა საკითხ
თან დაკავშირებით მსგავსი შეხედულებები აქვს _ მაგალითად, ბავშვების გაჩენის, პოლი
ტიკურ ორიენტაციასა და გემოვნების შესახებ. მსგავსება განამტკიცებს ჩვენს რწმენასა
და პოზიციებს და გვაძლევს საშუალებას, რომ კომფორტულად ვიგრძნოთ თავი. ამგვარად,
მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლად შეგვიძლია დავქორწინდეთ იმ პიროვნებაზე ვიზეც
გვინდა, ის ვისაც ვირჩევთ, დამოკიდებულია სოციოკულტურულ მსგავსებაზე, სტრუქტუ
რულ შესაძლებლობებსა და დროის შერჩევაზე (კალმიჯინი, 1994 წ.).
`შეყვარებას~ ყოველთვის ჰქონდა პრაქტიკული მხარე. რომანტიკული სიყვარულის
იდეოლოგია არ გამორიცხავს სხვა მახასიათებლების განხილვასაც, მაგრამ ეს პრიო
რიტეტების საკითხია. იმის შესწავლით, რას ანიჭებენ პარტნიორები უპირატესობას, სი
ყვარული და მიმზიდველობა პირველ ადგილს იკავებს დასავლეთის ყველა საზოგადოებაში
(გარდა ფრანგი ქალბატონებისა, რომლებიც პირველ ადგილზე `საიმედოობას~ აყენებენ)
(ბუსი და სხვები, 1990 წ.). მამაკაცები კარგ გარეგნობას უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე ქა
ლები, მაშინ, როდესაც ქალები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამბიციასა და გულმოდგინე
ბას. ორივე სქესი აფასებს ემოციურ სტაბილურობას და სრულყოფას, სასიამოვნო განწყო
ბას, განათლებასა და ინტელექტს.
რომანტიკული სიყვარული გარკვეულ საფასურს მოითხოვს. იმ საზოგადოებაში, სა დაც სასიყვარულო ურთიერთობები ფორმირებას ახდენენ ქორწინების მოსალოდნელ შედეგებზე, განქორწინების მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ქორწინებები გარიგებით ხდება და პიროვნულ მიმზიდველობას მინიმალური მნიშ ვნელობა აქვს გადაწყვეტილების მისაღებად. უფრო მეტიც, დაქორწინებულთა ახლო მე გობრობა სხვებთან _ ერთი სქესის წარმომადგენლებთანაც კი _ აღიქმება ქორწინების კონკურენტად და ხდება დაძაბულობის წყარო (ვიდრე მხარდამჭერი) იმ საზოგადოებაში, რომელიც აიდეალებს რომანტიკულ სიყვარულს.

მეგობრობა

სიყვარულის მსგავსად, მეგობრობა დამოკიდებულია კულტურულ წყობაზე. რა ად
გილი უჭირავს მეგობრობას საზოგადოებაში, ვინ ვისი მეგობარი ხდება, როგორ იქმნება
წრეები, ვინ რჩება მეგობრად სიცოცხლის ბოლომდე და რა მორალური ვალდებულებე
ბია მეგობრობაში _ ყველაფერი ეს ცვალებადია. მაგალითად, მასაის ტომში, აღმოსავ

115

ლეთ აფრიკაში, მეგობრობის მინიჭება ხდება. მამაკაცები, რომლებიც ერთად გაივლიან
სასიცოცხლო ციკლის საწყის და სხვა ფორმულირებულ სტადიებს, მოსალოდნელია, რომ
გახდნენ მეგობრები და ძირითადად, ეს ასეც ხდება. ასაკობრივ ჯგუფებს აქვთ სახელები და
ისევე მნიშვნელოვნად ითვლებიან, როგორც სისხლით ნათესავები და კლანები; თანატოლე
ბი იყოფენ ყველაფერს (თავიანთი ცოლების `სექსუალური სტუმართმოყვარეობასაც~ კი).
ძველ საბერძნეთში მეგობრობა `შეძენილი~ ან არჩეული იყო, და არა მინიჭებული.
არისტოტელე და სხვები აიდეალებდნენ მეგობრობას, როგორც ყველაზე ფასეულ და
წმინდა სახის ურთიერთობას (სტერნი ჯილეტი, 1995 წ.). ისინი მას ქორწინებაზე ბევრად
უფრო მაღლა აყენებდნენ. ქორწინება განხილული იყო, როგორც პრაგმატული ურთიერ
თობა, მოცული გამრავლებისა და სახლის შენარჩუნების საჭიროებებით, შებოჭილი სტა
ტუსებით (ოჯახის უფროსი, ცოლი და დედა) და როლის ვალდებულებებით. ქორწინება
აუცილებლობა იყო; მეგობრობა _ ალალი და ნამდვილი მეგობრული ურთიერთობების
თვითგამოხატვის შესაძლებლობა. მეცხრამეტე საუკუნეშიც კი დასავლეთის საშუალო
ფენის საზოგადოების ზედა ფენებში მაინც პრევალირებდა მეგობრობის ბერძნული
იდეალები.
რომანტიული საიყვარულის აღმავლობასთან ერთად, მეგობრობა გარკვეულწილად
დაეცა. სულ გვყავს მეგობრები და ვაფასებთ მათ, მაგრამ არ ვაიდეალებთ ჩვენს ურ
თიერთობებს მათთან, რასაც ვაკეთებთ შეყვარებულებთან. მაგრამ შეყვარებულებთან
არ ვიქცევით ისე, როგორც მოზარდები. მეგობრობა მოზარდ გოგონებს შორის, მათი
გატაცებებით, მარადიული ერთგულების ფიცით, აღიარებითა და ეჭვიანობით სასიყვარ
ულო ურთიერთობების მსგავსია და ნამდვილად მეორდება ზრდასრულ ასაკშიც (საიმონი,
ედერი და ევანსი, 1992 წ.). მაგრამ გატაცებები იშვიათად გრძელდება ერთი წელიწადი,
ისინი ძალიან ხანმოკლეა.
კოლეჯისა და სამსახურის მეგობრები თითქოს უფრო ხშირად რჩებიან მეგობრებად
სიცოცხლის ბოლომდე, ვიდრე ბავშვობის მეგობრები. მაგრამ ამერიკელთა უმეტესო
ბის ცხოვრებაში მეგობრობა არ ასრულებს ცენტრალურ როლს, რასაც ვერ ვიტყვით
სხვა საზოგადოებების შესახებ. ამის მიზეზი ნაწილობრივ გამოწვეულია სტრუქტურით.
ამერიკელები ძალიან მობილურები არიან; მაგალითად, ჩვენ სწავლის პერიოდში მშობ
ლების სახლებიდან კი არ დავდივართ კოლეჯში, არამედ ხშირად გადავდივართ კოლეჯში
დროებით საცხოვრებლად, რასაც იშვიათად აკეთებენ ევროპელები; ჩვენ, განსხვავებით
ევროპელებისაგან, სხვადასხვა კოლეჯების შერჩევაზე უფრო ვფიქრობთ, ვიდრე მეგო
ბრების ამორჩევაზე. გამომდინარე ამ გარემოებებიდან, ბავშვობისა და სკოლის მეგო
ბრობა მალე ქრება. ამერიკელები, ევროპელებისაგან განსხვავებით, ხშირად თავიანთი
საცხოვრებელი თემიდან სამუშაოდ სხვაგან მიდიან და ამიტომ მათი სამსახურის მეგო
ბრები არ არიან მათი მეზობლები, რაც უფრო გაამყარდებდა მათ კავშირებს.
შეერთებულ შტატებში მეგობრობა იკავებს გაურკვეველ პოზიციას, როგორიც არის
`არაინსტიტუციონალიზებული ინსტიტუტი~ (როულინსი, 1992წ.). ყველა აღიარებს `მე
გობრის~ სტატუსს, მაგრამ პიროვნებებმა ერთმანეთში თვითონ უნდა მოილაპარაკონ,
რა როლს შეასრულებენ ერთმანეთის ცხოვრებაში. ეს გულისხმობს გარკვეული სახის
კომპრომისებს _ მაგალითად, დამოუკიდებლობის სურვილსა და ვინმეზე დამოკიდებუ
ლად ყოფნის სურვილს შორის (და დამოკიდებულად ყოფნას), `მეგობრობა მეგობრობის
გულისათვის~ იდეალსა და იმ რეალობას შორის, რომელიც მატერიალურ და არამატერი
ალურ სარგებელსა და გარკვეულ საფასურს გულისხმობს. ნაცნობობა შესაძლებელია

116

გადაიზარდოს დროებით მეგობრობაში, ხოლო დროებითი მეგობრობა _ ახლო მეგობრო ბაში ან პირიქით, რაც დამოკიდებულია პერსონალურ მიდრეკილებებზე, სასიცოცხლო ციკლის სტადიასა და სოციალურ მდგომარეობებზე (მაგალითად, ზოგი ქორწინდება ან განქორწინდება, ან გადადის სხვაგან).
ავსტრალიაში, მამრობითი სქესის წარმომადგენლების მეგობრობა _ კავშირები `ამ
ხანაგებს~ შორის _ გარკვეულწილად ორაზროვან ელემენტებსაც შეიცავს. ამხანაგობა
აქ ადრეულ ასაკში ყალიბდება და გრძელდება არა ინდივიდუალური სიმპათიების გამო,
არამედ იმიტომ, რომ ის შერწყმულია ავსტრალიის საზოგადოებასა და კულტურაში
(ბრაინი, 1976 წ.). თუ ავსტრალიელ მამაკაცს დააყენებთ არჩევანის წინაშე, რა ურჩევ
ნია _ მაღალანაზღაურებადი სამსახური სხვა რეგიონში, თუ ამხანაგის გვერდით ყოფნა
_ იგი აუცილებლად ამ უკანასკნელს აირჩევს. ცოლები აღიარებენ ამხანაგების მნიშვნ
ელობას და მათ არ უგულებელყოფენ ქორწინების შემდეგ. ერთი მიზეზი იმისა, რომ ამხა
ნაგობა ქორწინების თანამდევია, არის ის, რომ ურთიერთობები აგებულია სხვადასხვა
მოდელზე. ავსტრალიელი ანთროპოლოგის, რობერტ ბრაინის სიტყვებით:
`ამხანაგობა იწყება მინდორში მომუშავე ორი მამაკაცის ურთიერთპატივისცემისა და ნდობის საფუძველზე, მამაკაცებისა, რომელთა იზოლაცია და ურთიერთთანამშრომლობის საჭიროება უხმობს ორმხრივი დახმარებისაკენ. ურთიერთთანამშრომლობა იყო ძირითადი გადარჩენისათვის . . . [და] ნდობის მთავარი მომენტი იყო ის, რომ ამხანაგები `ერთმანეთის გვერდით~ უნდა ყოფილიყვნენ~ (1976 წ., გვ. 68).
ამხანაგობა ფორმირდება ერთგულებისა და რწმენის გმირული იდეალებით და არა ემო ციური სიახლოვის რომანტიკული იდეალებით. ამხანაგებმა შესაძლებელია, რომ ძალზე ცოტა რამ თქვან, მაგრამ მათ იციან, რომ შეუძლიათ ერთმანეთზე დაყრდნობა.
გაბატონებული მოსაზრების თანახმად, შეერთებულ შტატებში ქალები უფრო ძლიერ კავშირებს ამყარებენ, ვიდრე მამაკაცები; ჩვეულებრივ ქალები საუბრობენ, მამაკაცები კი უბრალოდ რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს ერთსა და იმავე ადგილას. ზოგიერთი სოციოლოგი (კანსიანი, 1986, 1987 წწ.) ჩვენს მოსაზრებას მეგობრობის შესახებ `ფემი ნიზებულად~ თვლის. ეს ნიშნავს, რომ მეგობრობის ძალა განისაზღვრება გრძნობების გამოხატვით ანუ იმ თვისებით, რაც ქალებს აღმატებულად აქვთ. ინტიმურობის `ქალ ურობის~ სტანდარტთან შედარებით, მამრობითი სქესის წარმომადგენელთა ურთიერთო ბა უსუსურსა და ზედაპირულს ჰგავს.
ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში არსებული მოდელების შედარებით სოციო
ლოგმა ბარბარა ბანკმა (1995 წ.) დაადგინა, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქალები
ორივე ქვეყანაში უფრო მეტ ძალისხმევას იჩენენ საკუთარი თავის აღმოჩენასა და სი
ყვარულის გამოვლენის საკითხში, ვიდრე მამაკაცები. მიუხედავად ამისა, ამერიკელი მა
მაკაცები უფრო მეტად აფასებენ ინტიმურობას, ვიდრე ავსტრალიელი მამაკაცები, რაც
გვაფიქრებს, რომ განსხვავება არის როგორც კულტურის, ასევე სქესის გამოვლინების
შედეგი. ბანკი აღნიშნავს, რომ ამერიკაში მეგობრობის `ფემინიზაცია~ გადაჭარბებული
იყო. ამ ქვეყანაში მამრობითი სქესის წარმომადგენელთა მეგობრობა ერთგულების, ნდო
ბისა და ურთიერთთანადგომის ელემენტებს მოიცავს, რაც ავსტრალიური ამხანაგობის
განმსაზღვრელი თვისებებია; მაგალითად, როდესაც მამაკაცები ერთად მუშაობენ ავტო
მანქანის შესაკეთებლად. მამრობითი სქესის წარმომადგენელთა მეგობრობის აგრესიუ
ლი ელემენტები _ გამაღიზიანებელი გამოწვევა, ჯიბრი, ფიზიკური მეტოქეობა, დამცი
რება _ ხშირად აიხსნება, როგორც ინტიმურობის თავიდან აცილების საშუალებები და

117

ამგვარად _ მეგობრობის ბარიერები. ბანკი ამას არ ეთანხმება: სიბრაზისა და უთანხმოე
ბის გამოხატვა მეგობრის მიმართ თანადგომისა და რწმენის მაღალ დონეზე მიუთითებს.
სხვა სოციოლოგმა, კარენ უოლკერმა, (1994 წ.), ჩაატარა ინტერვიუები მუშათა
კლასისა და ინტელექტური პროფესიის ამერიკელ წყვილებთან. ორივე კლასის წარმო
მადგენელ ქალებსა და მამაკაცებს აქვთ ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, რომ ქალები
გრძნობას უფრო წინ აყენებენ, მამაკაცები კი უპირატესობას ქმედებას ანიჭებენ, ყოველ
შემთხვევაში, იდეაში მაინც. თუმცა, როდესაც კითხვას სვამ მათი მეგობრების შესახებ,
განსხვავებული სურათი იკვეთება. ახლობელთან ერთად სპორტულ სანახაობებზე სია
რულს მამაკაცისათვის სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, მაგრამ შედარებით იშვიათად
ხდებოდა (წელიწადში ერთხელ ან ორჯერ). მაშინ, როდესაც მამაკაცი უარყოფს მეგო
ბრებთან საუბრის მნიშვნელობას, უმეტესობა ამბობს, რომ ისინი ინტენსიურად საუ
ბრობდნენ ინტიმურ საკითხებზე. მაგალითად ისინი საუბრობდნენ იმის შესახებ, რას
ანიჭებდნენ მათი ცოლები სექსში უპირატესობას; შობადობასთან დაკავშირებულ პრობ
ლემებზე; საუბრობდნენ ასევე, როგორ დახმარებოდნენ მეგობრებს საკუთრ გრძნობებში
გარკვევაში, როდესაც ისინი გაშორდებოდნენ თავიანთ ცოლებს ან როდესაც `გამოთა
ვისუფლდებოდნენ~ (ცომინგ ოუტ ოფ ტჰე ცლოსეტ).
ისევ სტერეოტიპების საპირისპიროდ, ქალები სიამოვნებას იღებენ მამრობითი სქე
სის მეგობრებთან ერთობლივად განხორციელებული ქმედებებით _ მუშაობით ან სა
ყიდლებსა თუ კონცერტებზე, კლუბებსა თუ სპორტულ სანახაობებზე ერთად სიარული.
ინტელექტური პროფესიის მქონე ქალები ამბობენ, რომ ისინი ახლო ურთიერთობაში
იყვნენ თავიანთ კოლეგებთან, მაგრამ არ სიამოვნებდათ, როდესაც თავიანთ პრობლემებს
სხვებს ახვევდნენ თავს და ამიტომ, ინტიმურ საკითხებს მხოლოდ მეუღლეებთან განიხი
ლავდნენ (კლასიკური `მამრობითი~ მოდელი). ბევრი გულდაწყვეტით აღნიშნავდა, რომ
მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იყვნენ მდედრობითი სქესის მესაიდუმლეები. მუშა
ქალები ნაკლებად მოგზაურობენ, თითქმის არ იცვლიან ადგილს, უფრო იშვიათად მუშ
აობენ მთელ განაკვეთზე ან საერთოდ სახლში არიან თავიანთ შვილებთან და ამიტომ
ერთმანეთთან საუბრის უფრო მეტი საშუალება აქვთ. იმავე მიზეზების გამო, მათი მო
ზარდები სკოლის მეგობრები და მეზობლები არიან. სტრუქტურული ფაქტორები ცვლის
ასევე წყვილების ერთობლივ სოციალურ ცხოვრებას. ინტელექტური პროფესიის მქონე
წყვილები უფრო მეტ ხალხს იცნობენ, მაგრამ უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, რომ
განავითარონ ძლიერი, მჭიდრო, ხანგრძლივი მეგობრული კავშირები, რაც მთავარ და სტა
ბილურ როლს ასრულებს მათ ცხოვრებაში. მუშათა კლასის ნაკლებმობილურ ქალებსა და
მამაკაცებს ცოტა მეგობარი ჰყავთ, მაგრამ ისინი მათ დიდი ხნის განმავლობაში იცნობენ
და უფრო ხშირად ნახულობენ.
მეგობრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრების ბოლო პერიოდში
(ოíკონორი, 1995 წ.). ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მოზარდები ჩართულნი არიან მრა
ვალი სახის ურთიერთობებში (მათ მეუღლეებთან, შვილებთან, მშობლებთან, თანამშრომ
ლებთან და სხვ.) და მათთვის მეგობრობა გარკვეულწილად დამატებითი ურთიერთობაა,
რომელიც თავისუფალ დროს აღინიშნება. ასაკოვან ადამიანებს ნაკლებად აქვს ასეთი
სახის ურთიერთობები, განსაკუთრებით კი _ პენსიაზე გასვლის შემდეგ. აქედან გამომ
დინარეობს, რომ მეგობრობა არის აუცილებელი სოციალური კავშირის შესანარჩუნე
ბლად (ჯონსონი და ტროლი, 1994 წ.). მათი ზრდასრული შვილებისაგან განსხვავებით,
ასაკოვანი ხალხი მეგობრების წრეში უფრო მეტად ერთობა, ვიდრე ოჯახის წევრებთან

118

(რომელთა ძალისხმევაც შესაძლებელია მათ შემაწუხებელად და დამამცირებელადაც კი მოეჩვენოთ).
თუმცა, მოხუცებულები გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან მეგობრობის საკითხთან
დაკავშირებით. ისინი, ვინც რჩება გარეუბნებსა თუ სამეზობლოებში, სადაც ყველა, ვი
საც იცნობდნენ ან წავიდა ან გარდაიცვალა, ექცევიან იზოლაციაში. ისინი კი ვინც იცვლის
საცხოვრებელს _ თბილი კლიმატის ადგილებისაკენ, პენსიონერთა თემების ან თავიანთ
შვილებთან ახლოს _ ხალხთან დამეგობრება თავიდან უნდა დაიწყონ. რაც დრო გადის, მით
უფრო მეტ მეგობარს კარგავს ადამიანი. ამ დროს ახლო მეგობრების შეძენა შეიძლება დამ
თრგუნველიც კი იყოს, განსაკუთრებით იმ ქვრივებისათვის, რომელთა ცოლებიც მათ სო
ციალურ ცხოვრებას მართავდნენ. მოხუცებულ ადამიანთა სუსტი ჯანმრთელობა ხშირად
უშლის ხელს მათ მეგობრების მონახულებაში. მოხუცებულები ამ შეზღუდვებს სხვადასხ
ვანაირად აგვარებენ (ჯონსონი და ტროლი, 1994 წ.). ბევრი მეგობრის ცნებას ავრცელებს
ნაცნობებსა და მათ მომვლელებზე და ამ დროს ისინი ნაკლებ ძალისხმევას იჩენენ ემო
ციურ ინტიმურობასა და ორმხრივ ურთიერთობებზე (როგორიც არის საჩუქრების ჩუქება
ერთმანეთისათვის). მათ ურთიერთობა აქვთ წერილების, სატელეფონო საუბრებისა და,
უფრო და უფრო მეტად, ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

მეორეული და არაპირდაპირი ურთიერთობები

თანამედროვე საზოგადოებაში, მეგობრები და ოჯახი მხოლოდ ნაწილია ხალხისა,
ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა. თანამედროვე ცხოვრება ითხოვს, რომ ყოველდღიურად
_ სამსახურში, სათამაშო მოედნებზე, თუ სხვადასხვა წვრილმან საქმეებზე _ ვხვდე
ბით უამრავ უცხო ადამიანს, ხალხს, ვისაც არ ვიცნობთ და ვისთანაც ძალიან მცირე, ან
საერთოდ არანაირი სოციალური კავშირი გვაქვს. ქალაქის საზოგადოების ზრდამ გამოი
წვია არა მხოლოდ უცხო ადამიანებთან ურთიერთობის ზრდა, არამედ ჩვენი ერთმანეთზე
დამოკიდებულების ზრდაც. კერძოდ, ამერიკელები თავიანთ თავზე ფიქრობენ, როგორც
`თავისუფალ აგენტებზე~. მაშინაც კი, როდესაც ვხდებით ერთმანეთისათვის უცხოები
უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, დამოკიდებულნი ვართ ერთმანეთზე, უფრო
მეტად, ვიდრე ოდესმე, რაც საჭიროა იმისათვის, რომ გავაგრძელოთ `ინდივიდუალური~
ცხოვრება. `ურთიერთდამოკიდებულება არის უფრო ნაკლები არჩევანი, ვიდრე სიტუაცია,
რასაც ვაწყდებით თანამედროვე პირობებში~ (ბრაუნი, 1995 წ., გვ. 7). ურთიერთდამოკიდე
ბულება შერწყმულია ჩვენი საზოგადოების შემადგენელ ნაწილებში _ მუშათა კლასის,
ინტელექტური პროფესიის სპეციალისტებისა და ორგანიზაციების; ჩვენი სამეზობლო
და გლობალური ვაჭრობის სფეროს ურთიერთობებში; საკომუნიკაციო და ტრანსპორტის
სისტემებში და სოციალურ მომსახურებაში, რაზეც ვართ დამოკიდებულები. ასევე მუდ
მივად ვართ დამოკიდებულნი სანტექნიკოსზე, რომელიც გვიმონტაჟებს წყალგაყვანი
ლობას, მეზობლის ბავშვებზე, რომლებიც გვიკვალავენ თოვლს, ჩვენი შვილების სკოლის
პრინციპებზე და უამრავ სხვა რაღაცაზე. შეიძლება მარტივად ვისაუბროთ ავტობუსის
მძღოლთან და მაღაზიის გამყიდველთან, მაგრამ არ გვაქვს დრო, ენერგია და არც ჩვენი
მიზანია ის, რომ დავუმეგობრდეთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ვხვდებით (თუმცა, პირისპირ
ურთიერთობების გაღრმავების ალბათობა ყოველთვის არსებობს). ამ კავშირებით თემი

119

კი არ გვბოჭავს, არამედ ეს არის ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება, რაც გვინარჩუნებს ასეთი სახის კავშირებში~ (ბრაუნი, 1995 წ., გვ. 7).
უცხოები
გერმანელი სოციოლოგი გეორგ ზიმელი, (1950 წ.) იყო ერთ ერთი პირველთაგანი,
რომელმაც მოახდინა სოციალურ ცხოვრებაზე უცხოების ზეგავლენის ანალიზი. ზიმე
ლის თანახმად, ხალხის, მოვლენებისა და ხმაურის რეალური რაოდენობა, რასაც აწყდება
პიროვნება ქალაქში, განუზომელია. წარმოუდგენელია, რომ ყველას და ყველაფერს მიაქ
ციო ყურადღება. ხალხმა შეგრძნებებზე ასეთი მასობრივი თავდასხმების მოსაგერიებლად
შეიქმნა დამცავი გარსი ინდიფერენტულობის სახით. ის ფაქტი, რომ კაფეებში არ იწყე
ბენ საუბარს ან ქუჩაში გამვლელ უცხოებს არ ესალმებიან, სულაც არ არის გულცივობის
მიზეზი. ეს არის ის, რომ გინდა ცოტა ხნით `გამოეთიშო~, რაც არის ქალაქში ცხოვრები
სას გადარჩენის მთავარი უნარ ჩვევა. უცხო არის ვიღაც პიროვნება სოციალურ ჯგუფში,
ვისთანაც მას (ქალს ან მამაკაცს) არანაირი პირადი კავშირი არ გააჩნია. გარდა იმისა,
რომ ის უცნობია, ასევე არის გარეშე პიროვნება. ამგვარად, ბიძაშვილი, რომელსაც არც
ერთი ოჯახის წევრი ადრე არ შეხვედრია, არ არის უცხო იმ გაგებით, როგორც ვიღაცის
გარშემო მჯდომი ხალხი თეატრში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ისინი ერთმა
ნეთში საუბრობდნენ კიდევაც.
ალფრედ შუცმა, ფენომენოლოგიური სოციოლოგიის ფუზემდებელმა, რომელიც მუშ
აობდა შეერთებულ შტატებშიც და გერმანიაშიც 1960 იან წლებამდე, კონცენტრირება
მოახდინა უცხოდ ყოფნის შემთხვევაზე. სანამ ალბერ კამიუს ცნობილი რომანი უცხო
დაიწერებოდა, შუცმა განავითარა იდეა, რომ უცხოდ ყოფნა იყო უფრო მეტი, ვიდრე იმ
სიტუაციაში ყოფნის დროებითი გამოცდილება, როდესაც პიროვნება არ იცნობდა ხალხს
_ ის გახდა განმსაზღვრელი ნიშანი თანამედროვე ყოფისა. გამოთიშული სხვა ხალხის
აგან, პიროვნება მარტო რჩება გადაწყვეტილების წინაშე _ იმოქმედოს, თუ პასიურად
მიენდოს ბედს, და პირისპირ დგება იმის რეალურ აღქმასთან, რომ საგნების მთელ სქე
მაში ამას, შესაძლებელია, მნიშვნელობა არ ჰქონდეს (შუცი, 1967 წ.).
(1) უცხოს ამპლუაში ყოფნა დიდი ხნით და (2) მუდმივი ურთიერთობა უცხოებთან,
განცალკევებულად გვაყენებს ადრეული ისტორიული პერიოდის ხალხისაგან. ნამდ
ვილი `თანამედროვე~ პიროვნება არის ის, ვინც თავისუფლად გადაადგილდება მთელს
მსოფლიოში, ურთიერთქმედებს მრავალ მისთვის უცნობ ადამიანთან, რომელთაგანაც
ბევრს ძალზე განსხვავებული კულტურული წარმოშობა და სოციალური პოზიცია აქვს.
თანამედროვე კვლევების თანახმად, უფრო კეთილგანწყობილი თუ მეგობრული ურთ
იერთქმედებები გვაქვს უცხოებთან, ვიდრე ეს წარმოედგინა ზიმელს, და ეს ნაწილობრივ
ახდენს შუცის მიერ აღმოჩენილი გაუცხოების კომპენსაციას (ალექსანდერი, 1995 წ.;
სელიგმანი (1993 წ.).
მიუხედავად იმისა, რომ უცხოები პიროვნულად უცნობები და კავშირების არმქონენი
არიან, ისინი სოციალურ სტატუსს კულტურულად დადგენილი მოსალოდნელი როლების
მიხედვით იკავებენ. მაგალითად, ხალხის უმეტესობა აეროპორტში ერთმანეთისათვის
და აეროპორტის მომსახურე პერსონალისათვის უცხოა. ზოგიერთი მათგანი საქმიანი
ადამიანისათვის დამახასიათებელი ჩაცმულობით გამოირჩევა და პორტფელს ატარებს.

120

მათ განსხვავებული ურთიერთობა აქვთ თვითმფრინავის მომსახურე პერსონალთან
(რომლებიც თვლიან, რომ ისინი ხშირი მოგზაურები არიან) და უფრო ხშირად ესაუბრე
ბიან ერთმანეთს, ვიდრე დედებს, რომლებიც ბავშვებს მწყემსავენ ან გრძელთმიან ახალ
გაზრდა კაცებს, რომლებსაც ხელში გიტარა უჭირავთ. როდესაც მგზავრობისას საქმიანი
ადამიანები საუბრობენ, ისინი ეხებიან რამდენიმე ძირითად თემას, მაგალითად სპორ
ტის, ბიზნესის, კინოსა და ტელევიზიას. გამოიკვლიო მოსაუბრის პოლიტიკური შეხედ
ულება, პირადი ცხოვრება ან რელიგური მრწამსი, ცუდ ტონად ითვლება. ზოგადად, ისი
ნი ეკითხებიან ერთმანეთს, საიდან არიან, რა სახის საქმიანობით არიან დაკავებულნი,
რომელ კომპანიაში მუშაობენ და, შესაძლებელია იკითხონ, რომელ კოლეჯსა თუ ბიზნეს
_ სკოლაში სწავლობდნენ. შესაძლებლობის შემთხვევაში, ისინი ცდილობენ აღმოაჩინონ
რაიმე საერთო (`ოჰ, განა თქვენ სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში არ სწავლობ
დით? იცნობდით ბილ მარტინს?~). მოკლედ, გვაქვს კულტურული ნორმები უცხოებთან
ურთიერთობისათვის _ ჩვენ ვეძებთ ჩვენს მსგავს ხალხს; საუბრის დროს ვეხებით უწყ
ინარ თემებს და ვარკვევთ, რა სტატუსი აქვს ამ უცხოებს და ვართ თუ არა მათთან რაი
მეთი დაკავშირებულნი.

თანამშრომლობა და ნდობა

თქვენ მარტო ხართ უცხო ქალაქის ბნელ და უკაცრიელ ქუჩაში და გინდათ, რომ
ფული გამოიტანოთ ბანკომატიდან. როდესაც მოათავსებთ ბარათს ბანკომატში, გული
ბაგა ბუგს იწყებს. . . შიში, რასაც განვიცდით გარკვეულ სიტუაციებში, ხაზს უსვამს ნდო
ბის იმ მაღალ ხარისხს, რასაც ხშირად განვიცდით. ტელეფონით ვეუბნებით ტელემაღა
ზიის გამყიდველს საკრედიტო ბარათის ნომერს; შვილებს სკოლაში ვაყოლებთ მძღოლს,
რომელსაც არასოდეს არ შევხვედრივართ; ვაძლევთ ავტომობილის გასაღებს მანქანების
გასაჩერებელი ადგილის მეთვალყურეს და მივდივართ. მაშასადამე, ჩვენი ნდობის ფაქ
ტორი კარგად მუშაობს.
ხშირად გვესმის საზოგადოებრივ ადგილებში კრიმინალის შესახებ, გვაინტერესებს თვალყური მივადევნოთ, რა სიხშირით ურთიერთობენ უცხოები. დევიდ ბრაუნი (1995 წ.) აღ წერს რიგს ბანკში. როდესაც რამდენიმე ადამიანი ერთსა და იმავე დროს მიდის ბანკში, ისინი ქმნიან რიგს და ელოდებიან თავიანთ ჯერს. გამოცდილებიდან და დაკვირვებიდან ვიცით, რომ რიგი არის მიზანმიმართული; ის გვეხმარება მრავალრიცხოვანი მომხმარებლისა და ბანკის მცირერიცხოვანი მოლარეთა ურთიერთობის პრობლემის გადალახვაში; და `საბ ოლოოდ ის. . . ყველასათვის მუშაობს~ (ბრაუნი, 1995 წ., გვ. 24).
საგანგებო სიტუაციებშიც კი, როდესაც მოსალოდნელია, რომ ხალხმა მხოლოდ თა
ვის თავზე იზრუნოს, თანამშრომლობა უფრო მაღლა დგას (ბრაუნი, 1995 წ.). 1993 წელს,
როდესაც ნიუ იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრი აფეთქდა, ადგილობრივი პოლიციის
მართვის ცენტრი, რომელიც საგანგებო სიტუაციებისათვის იყო შექმნილი, ტერორისტთა
აფეთქების შედეგად დაინგრა. ათასობით უცხო ადამიანი შეთანხმებულად ახორციელებ
და ევაკუაციას. საინტერესოა, როგორ ხორციელდებოდა ეს. ჩატარებული ინტერვიუებით
გაირკვა, რომ `ნამდვილი უცხოები~ ერთმანეთს ეხმარებოდნენ, იხსენებდნენ რა სკოლა
ში ნასწავლს საგანგებო სიტუაციების შესახებ, თვითმფრინავში უსაფრთხოების წესებს,
რომლებისთვისაც არასოდეს არ მიუმართავთ და ტელეპროგრამებში ნანახ სიტუაციებს,

121

როგორ უნდა მოიქცე საგანგაშო სიტუაციაში. მათი ქცევა არ იყო შემთხვევითი; ერთო
ბლივმა ნორმებმა შესაძლებელი გახადა ასეთი აშკარა სპონტანური კოორდინაცია.
უმეტესად უცხოებთან ჩვენი ურთიერთქმედება ან ემოციურად ნეიტრალურია ან
მეგობრული. რასაკვირველია, თანამედროვე საზოგადოებაში სოციალური ცხოვრება
მოითხოვს საბაზისო ნდობის დონეს იმ ხალხს შორის, რომლებიც არ არიან ჩართულნი მიმ
დინარე სოციალურ ურთიერთობებში (ფუკუიამა, 1995 წ.). სახალხო გეტო გვიჩვენებს, რა
ხდება, როდესაც საბაზისო ნდობა ქრება. ოჯახი, მეგობრები და ახლო მეზობლები ერთმა
ნეთს აქცევენ ყურადღებას, მაგრამ საზოგადოებრივი ნდობა იკარგება. მაღაზიის მფლო
ბელები აყენებენ ტყვიაგაუმტარ მინებს მათსა და მომხმარებლებს შორის; ხალხი უმეტეს
დროს სახლში ატარებს; ვისაც შესაძლებლობა აქვს, ტოვებს იქაურობას. მათ კი, ვისაც
არ შეუძლიათ, უნდა აიტანონ ქუჩის კანონები, რომლებიც უკეთესია არსებობდეს, ვიდრე
საერთოდ არ იყოს. ირონიულად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტ ადამიანს ეშინია ქუჩისა და
სახლიდან არ გამოდის, მით უფრო საშიში ხდება ქუჩა. კამპანიები, რომლებიც იმართება
დევიზით _ `დავიბრუნოთ ქუჩები~ _ არის ორგანიზებული მცდელობა, რათა ბოლო მოე
ღოს იზოლაციას და გამოცოცხლდეს საზოგადოებრივი ცხოვრება.

კონფლიქტი

როდესაც ხალხი ურთიერთქმედებს, იქ არის კონფლიქტის პოტენციური შესაძლებლო ბაც. გეტოს მაცხობრებლებმა შესაძლებელია, რომ პოლიციაში მტერი უფრო დაინახონ, ვიდრე დამხმარე; ზოგიერთი მშობელი ემხრობა სექსის შესახებ განათლებას, ზოგი კი _ სასტიკად ეწინააღმდეგება; ბარაკების ზოგიერთმა მაცხოვრებელმა შესაძლებელია, რომ მოინდომოს განაახლოს თავისი საცხოვრებელი ძვირადღირებული რემონტით, რათა გაზ არდოს მისი ფასი მაშინ, როდესაც, სხვებს შესაძლებელია უნდოდეს მინიმუმამდე ჰქონდეს დაყვანილი და შენარჩუნებული დანახარჯები.
თუმცა არ არის აუცილებელი, რომ კონფლიქტში მხოლოდ ცუდი დავინახოთ. კონ
ფლიქტი ხელს უწყობს სიახლეს, შემოქმედებითობასა და სოციალურ ცვლილებას,
გამოწვეულს პრობლემატური საკითხებითა და პრაქტიკით, რომლებმაც შესაძლებელია,
უკვე ამოწურეს თავიანი საჭიროება. თემთან არსებული კონფლიქტის გამო, პოლიციის
ბევრ დეპარტამენტში უკვე არიან თემთან საკონტაქტო ოფიცრები და ტარდება სპეციალ
ური ტრენინგები `განსხვავებული (რასისა და ეთნიკური წარმოშობის მიხედვით) დავები
სა~ და ოჯახური ძალადობის საკითხებზე. კონფლიქტმა შეიძლება ასევე ხელი შეუწყოს
რაიმე კავშირისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, მაგალითად, მეზობლების კავშირი
მათ კვარტალში ავარიული სახლის აღებასთან დაკავშირებით ან მათ ეზოში ტოქსიკური
ნარჩენების განთავსების წინააღმდეგ.
თანამედროვე საზოგადოებისთვის გასაკვირია არა კონფლიქტების რაოდენობა, არ
ამედ ადამიანებისათვის დამახასიათებელი ჩვეული თავაზიანობის დონე (ვათნოუ (ჭუტჰ-
ნოწ), 1991 წ.). მაგალითად, მგზავრთა უმეტესობა ბოდიშს იხდის, როდესაც ავტობუსში
შემთხვევით სხვა მგზავრს დაეჯახება. მწეველთა უმეტესობა ემორჩილება საზოგადოე
ბრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევის აკრძალვას. აიოვას მაცხოვრებლები
ფულს უგზავნიან აფრიკაში შიმშილით და აზიაში წყალდიდობით დაზარალებულ ადა

122

მიანებს. მაშველთა რაზმები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნებაყოფლობით დახმარებას უწევდნენ 1995 წელს ოკლაჰომაში ფედერალური შენობის აფეთქების შედეგად დაზარა ლებულებს _ კეთილი სამარიტელის ტრადიცია არ გამქრალა.

არაპირდაპირი სოციალური ურთიერთობები
`უცხოები~ ზოგადად ეწოდება იმ ხალხს, ვისთანაც პირისპირ შეხება გვაქვს, მა
გრამ არ გვაქვს არანაირი პირადული ხანგრძლივი ურთიერთობა. მიუხედავად ამისა,
ჩვენს ცხოვრებაში ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უცხო არის ის, ვისაც არასოდეს
ვხვდებით. როდესაც ხმას ვაძლევთ სენატორს ან პრეზიდენტს, ვწერთ გაზეთის კორე
სპონდენტს, ვაკეთებთ საქველმოქმედო შენატანს, ვსხდებით თვითმფრინავში _ ჩვენ
შევდივართ ურთიერთობაში ისეთ ხალხთან, რომლებსაც, ალბათ, ცხოვრებაში არასოდეს
შევხვდებით. ეს არის არაპირდაპირი ურთიერთობა, სადაც მხარეები ერთმანეთთან არ
არიან ჩართულნი პირად ან პირისპირ ურთიერთობებში, მაგრამ დაკავშირებულნი არიან
არაპირდაპირი გზით ტექნოლოგიის, ბიუროკრატიისა თუ სხვა შუამავალი კომუნიკა
ციებით (კალჰუნი, 1991 წ.). არანაირად არ არის მოსალოდნელი, რომ უფრო უკეთ გავიც
ნობთ ერთმანეთს და არც არანაირი პირდაპირი ვალდებულება არ არსებობს იმისა, რომ
ვიზრუნოთ ერთმანეთის კეთილდღეობაზე, მაგრამ ეს მაინც ურთიერთობაა (ბრაუნი, 1995
წ.). მთელს თანამედროვე ეპოქაში, სოციალური ცხოვრების ჩამოყალიბება სულ უფრო და
უფრო მეტად არაპირდაპირი ურთიერთობების საფუძველზე ხდება (აბუ ლაგჰოდი,1968
წ.; კალჰუნი, 1992 წ.).
ფილმში მე და როჯერი, რეჟისორმა ასახა `ჯენერალ მოტორსის~ ქარხნის დახურვის
შედეგი მომსახურე პერსონალზე და დეტროიტის შემოგარენში. მან ფილმში ასახა ქა
რხნიდან გათავისუფლებული თანამშრომლები, რომლებიც ხელფასის ბოლო ქვითარს
იღებდნენ; ოჯახებს ასახლებდნენ მათი საცხოვრებლებიდან, ხოლო ქარხნის ხელმძღ
ვანელების ცოლები კი ისევ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ გოლფის თამაშს, არ აქცევდ
ნენ ყურადღებას მათ თემში მომხდარ ცვლილებებს. დაუსრულებლად ცდილობდა ფილმ
ის რეჟისორი `ჯენერალ მოტორსის~ მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან როჯერ
სმითთან ინტერვიუს ჩაწერას. როგორც ხალხის სიმრავლე იმ ადგილებში, სადაც როჯერ
სმითი ხშირად ჩნდებოდა ასევე მისი დაცვის ფალანგა ფილმის რეჟისორს გამოუვალ მდ
გომარეობაში აგდებდა. ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის შორიდან თვალის
მოკვრას მხოლოდ აქციონერთა შეკრებებზე ახერხებდა. როგორც ფილმის სათაური
მიგვანიშნებს, რეჟისორი _ და უფრო მეტად კი (ყოფილი) `ჯენერალ მოტორსის~ თანამ
შრომლები _ ჩართულნი არიან როჯერ სმითთან ურთიერთობაში, რამაც სერიოზული
ზეგავლენა იქონია მათ პირად ცხოვრებაზე.
ჩვენ, როგორც წესი, ძალაუფლებაზე ვფიქრობთ, როგორც პერსონალურ მახასიათე
ბელზე. მაგალითად, მეფის ძალაუფლება მის ვასალებზე, თუ გენერლისა _ მის ჯარზე.
მაგრამ თანამედროვე საზოგადოებაში ძალაუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმები
არაპერსონალურია _ მაგალითად, ბაზრის ან ბიუროკრატიის ძალაუფლება (ვებერი,1992
1968 წწ.; ჰაბერმასი, 1988 წ.). როჯერ სმითის მსგავსად, კორპორაციის მთავარი აღმას
რულებელი დირექტორი ჩართულია არაპირდაპირ ურთიერთობაში ათასობით მომსახურე
პერსონალთან და მომხმარებელთან. როდესაც ეი თი ენდ თი (Aთ&თ) ათავისუფლებს ათა
სობით თანამშრომელს, ის მოქმედებს იმ პრინციპის თანახმად, რომელიც მიმართულია

123

კორპორაციისა და მეწილეების ფულის დაზოგვისაკენ. მიუხედავად ამისა, მთავარი აღ მასრულებელი დირექტორი სოციალურ ქმედებებსაც მიმართავს, აკეთებს რა ერთ საქმეს უფრო ენთუზიაზმით, ვიდრე მეორეს, რაკი იცის, რომ მისი ქმედება გამოიწვევს ზემოქ მედებას უამრავ ადამიანზე.
მსგავსი სიტუაციაა მეწარმის შემთხვევაში, რომელიც აგრძელებს სახიფათო პრო
დუქტის გაყიდვას. 1970 იან წლებსა და 1980 იანი წლების დასაწყისში, ა. ჰ. რობინსი
აგრძელებდა დალკონ შილდის გინეკოლოგიური სპირალის გაყიდვას მას შემდეგაც კი,
როდესაც ცნობილი გახდა, რომ საშოში ამ სპირალის ჩადგმა იწვევდა სერიოზულ ინფექ
ციასა და ზოგჯერ _ უშვილობასაც კი. უფრო მოგვიანებით დიუ პონტი და სხვა მწარმოე
ბლები აგრძელებდნენ მკერდის იმპლანტანტების გაყიდვას, მიუხედავად ბრალდებისა,
რომ ისინი სახიფათო იყო ჯანმრთელობისათვის. თითოეულ შემთხვევაში კორპორაციის
გადაწყვეტილების მიმღები პირები ახორციელებდნენ ქმედებებს, რომლებსაც ზემო
ქმედება ჰქონდათ ათასობით უცხო ადამიანი. მხოლოდ სასამართლო პროცესების შემ
დეგ, რომლებმაც მათ დააკისრეს კომპენსაციის გადახდა, ამ კორპორაციებმა აღიარეს,
რომ მათი ქმედება მოიცავდა სოციალურ ურთიერთობებს მომხმარებლებთან _ და სო
ციალურ პასუხისმგებლობას.
ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება ოჯახთან, მეგობრებთან, თანამშრომლებთან და უცხოებთანაც კი, ვერ გვამზადებს არაპირდაპირი ურთიერთობებისათვის (კალჰოუნი, 1992 წ.). ჩვენ ვაგრძელებთ ფიქრსა და ქმედებას ისე, თითქოს ასეთი ურთიერთობები იყო პირდაპირი და პერსონალური; გვავს სიძნელეები, როდესაც საქმე გვაქვს არაპერსონ ალურ სოციალურ ძალებთან და ურთიერთობებთან.
ჯერჯერობით, არაპირდაპირი ურთიერთობების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა ისეთი
მსხვილი სოციალური ორგანიზაციების შექმნა, როგორებიცაა თანამედროვე მთავრობე
ბი, ბიზნესკორპორაციები და უნივერსიტეტები. რომ გავიგოთ, რას წარმოადგენს თანამე
დროვე სამუშაო ადგილები და სოციალური ინსტიტუტები, გვჭირდება გავიაზროთ, რო
გორ თანაარსებობენ პიროვნებათაშორისი პირისპირ ურთიერთობები არაპერსონალურ,
არაპირდაპირ ურთიერთობებთან. სადაც არ უნდა ვმუშაობდეთ _ `ჯენერალ მოტორს
ში~, აი ბი ემ სა თუ შეერთებული შტატების ჯარში, ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება
ეფუძნება პირდაპირ ურთიერთობებს თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, კლიენ
ტებთან და სხვ. მაგრამ ჩვენი საქმიანობის მიზანი, ორგანიზაციის სტრუქტურა, როგორც
ერთი მთლიანისა, და კარიერა დიდწილად დამოკიდებულია იმ ხალხის ქმედებებზე,
ვისთანაც ჩვენ მხოლოდ არაპირდაპირი ურთიერთობები გვაკავშირებს.

ინტერაქცია სამსახურში

ამერიკელ მოზარდთა უმრავლესობა კვირაში საშუალოდ 35 დან 45 საათს ან უფრო
მეტსაც კი სამსახურში ატარებს. ისინი მთელი კვირის განმავლობაში ურთიერთქმედებენ
უამრავ თანამშრომელთან, მენეჯერთან, კლიენტთან, მომმარაგებელთან და სხვებთან.
ბევრი ადამიანისათვის სოციალური კონტაქტი მხოლოდ იმიტომ დგას მეორე ადგილზე,

124

რომ ის პირველ ადგილზე აყენებს ხელფასს, როგორც მუშაობის მიზეზს. ისინი სიამოვნე
ბას იღებენ თავიანთი სამსახურებიდან იმიტომ, რომ მათ მოსწონთ ურთიერთობები.
ხშირად მეგობრობა სამსახურში ვითარდება. როდესაც ძალიან დატვირთულნი არ
ვართ სამსახურში, შესვენებებზე, სადილზე ან სამსახურისაკენ მიმავალ გზაზე, იქმ
ნება საუბრისა და ასევე მრავალი საერთო ინტერესისა თუ სასაუბრო თემის გამონახვის
შესაძლებლობა, რაც არ არის დაკავშირებული სამსახურთან (შესაძლებელია მათ ჰყავთ
ერთი ასაკის ბავშვები, რომლებსაც უეჭველია, რომ რაღაც საერთო ექნებათ). მილიონო
ბით ადამიანი, ვისაც არ ჰყავს ვინმე, ვისთანაც შეუძლია სახლში მივიდეს ან სახლში მარტო
ცხოვრობს, სამსახურში უახლოვდება სულ მცირე ერთ თანამშრომელს მაინც. მასთან ისინი
განიხილავენ პირად გასაჭირს, ითვალისწინებენ მის მოსაზრებებს მნიშვნელოვანი გადაწ
ყვეტილებების მიღებისას და მას სამსახურიდან სოციალურად განყენებულად თვლიან
(მარქსი, 1994 წ.).
ფაქტობრივად მეგობრებს სამსახურში ვპოულობთ. მეგობრები, ოჯახი და ნაცნო
ბები კი გვეხმარებიან სამსახურის მოძებნაში. დაწყებული გასაუბრებებიდან, რომლებიც
სამსახურში მისაღებად ტარდება, დამოკიდებულნი ვართ საკუთარ უნარზე, ანუ უცხო
პიროვნებებთან ურთიერთქმედების ჩვენსავე უნარზე. რამდენად კარგად ვართმევთ თავს
ამ სოციალურ პროცესს, შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს ჩვენს მისაღებად სამ
სახურში, როგორც განათლება, პირადი გამოცდილება და რეკომენდაციები. სამსახურში
მისაღებად ჩატარებული გასაუბრებები განაწილების მხრივ არაერთგვაროვანია: გასაუ
ბრებაზე მისული პიროვნება განსასჯელია, ხოლო გამსაუბრებელი კი _ მოსამართლე ან
ნაფიცი მსაჯული. გასაუბრებაზე მისული უნდა იყოს თავაზიანი და მოწიწებული; გამ
საუბრებელი უნდა შემოიფარგლებოდეს სამსახურთან დაკავშირებული საკითხებით და
არ უნდა ჰქონდეს მცდელობა, რომ გამოიკვლიოს გასაუბრებაზე მოსული პიროვნების
პირადი ცხოვრება თუ პოლიტიკური ან რელიგიური მრწამსი. თუმცა, ის ვერბალური ინ
ფორმაცია, რასაც ისინი ერთმანეთში ცვლიან, არის მხოლოდ `ტესტის~ ნაწილი. ყველა
ურთიერთქმედება, რომელიც უცხოსთან გვაქვს, მოიცავს სწრაფი შეფასებების გაკეთე
ბას, რაც დამოკიდებულია გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, მეტყველებასა და მანერებზე.
გასაუბრებაზე დაგვიანებით მისვლამ (ამ შემთხვევაში კარგია ბოდიშის მოხდა მაინც),
არასათანადო ჩაცმულობამ ან ზედმეტად თავისუფალმა ქცევამ შესაძლებელია, რომ გას
აუბრების დაწყებამდე განსაზღვროს მისი საბოლოო შედეგი.

კავშირები
სამსახურში წარმატება ნაწილობრივ დამოკიდებულია ურთიერთობათა მოდელების
აღქმაზე, რასაც კავშირებს ვუწოდებთ. ეს სახელი მათ დაერქვა იმიტომ, რომ როდესაც
სქემაზე ვხაზავთ ადამიანებს შორის კავშირებს, საბოლოო სურათი ქსელის ან აბლაბუდის
სახეს იღებს. სამსახურში ხალხის უმეტესობა მრავალმხრივ ურთიერთგადამფარავ ქსელ
შია გაბმული. პირველი არის თანამშრომელთა ჯგუფი, ვინც ერთსა და იმავე სართულზე
მუშაობს ან ვისაც ერთი და იგივე საოფისე ფართი უჭირავს; ან საჯარისო ნაწილების ჯგუ
ფის წევრები, რომლებიც ყოველდღიურად ზემოქმედებენ ერთმანეთზე. თანამშრომელთა
უმეტესობას მსგავსი პოზიციები უკავია სამსახურში, მხოლოდ ცოტა მათგანს აქვს მაღა
ლი თანამდებობა, დანარჩენებს კი _ დაბალი. შემდეგი ქსელი, რომელიც წარმოდგენილია

125

მენეჯერებითა და ხელმძღვანელებით, ასახავს ფორმალურ ორგანიზაციულ იერარქიას.
მაგალითად, ჯარისკაცების კავშირები სამხედრო იერარქიასთან იწყება კაპრალით, სერ
ჟანტითა და ლეიტენანტით და გრძელდება პოლკოვნიკამდე ან გენერალამდე, ვისთანაც
ჯარისკაცს იშვიათი ურთიერთქმედება აკავშირებს. მესამე ქსელი _ თანამშრომელთა
უმეტესობას აქვს სამსახურის მეგობრების ქსელი, რომელიც მოიცავს რამდენიმე (მაგრამ
არა ყველა) თანამშრომელს. ჯარისკაცის მეგობრების ქსელი მოიცავს რამდენიმე ადამი
ანს თავისივე შენაერთიდან და რამდენიმეს _ სხვა შენაერთიდან, მაგრამ მათი უმეტე
სობა ერთი და იმავე რანგისაა. კორპორაციაში ან უნივერსიტეტში, როგორც ჯარში, იშ
ვიათია მეგობრობა უფრო მაღალი (ან დაბალი) თანამდებობის პირებთან.
რა თქმა უნდა, ყველა მომსახურე პერსონალს ძირითადად არ აქვს ურთიერთკავშირი
მხოლოდ მის კოლეგებთან. მასწავლებლები თავიანთი სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს
სტუდენტებთან ატარებენ. გამყიდველები ძირითადად მომხმარებლებთან ურთიერთობენ;
ექიმები და მედდები _ პაციენტებთან; იურისტები _ კლიენტებთან, მოსამართლეებთან
და სხვა ფირმების იურისტებთან. ისინი აგრეთვე არაპირდაპირი ურთიერთობით არიან
დაკავშირებულნი სკოლის საბჭოებთან, მეწარმეებთან, რომელთა საქონლითაც ვაჭრო
ბენ, საავადმყოფოების დირექტორთა საბჭოებთან ან საკანონმდებლო ორგანოებთან,
რომლებიც კანონებს გამოსცემენ. ამგვარად, კომპლექსური ორგანიზაციის სტრუქტურა
არის ის, რომ მოახდინოს უშუალოდ პიროვნებათაშორისი და პიროვნულის შერევა.

ნორმები და შეთანხმებული წესები
ძირითადი სამსახურებრივი უნარ ჩვევა არის იმის ცოდნა, რა წესები მოქმედებს სხვა
დასხვა ურთიერთქმედებების დროს. შესაძლებელია, უფროსისათვის მისაღები იყოს, რომ
მან თავის თანამშრომელს მხარზე წამოარტყას ხელი, მაგრამ არა პირიქით. მისაღებია,
რომ გამყიდველი მომხმარებელს ესაუბროს სხვა მყიდველის შესახებ, მაგრამ იურისტმა
რომ იგივე ჩაიდინოს, ეს იქნება ნდობით აღჭურვილი პირის მიერ თავისი ვალდებულე
ბების დარღვევა. მოკლედ რომ ვთქვათ, სამსახურებრივი ურთიერთობები გარკვეული
ნორმებით იმართება.
საერთო ნორმების მნიშვნელობის საკითხი დგება მაშინ, როდესაც თანამშრომლებს ან მოსამსახურეებსა და მათ უფროსებს ძალზე განსხვავებული კულტურული საწყისები აქვთ (იხ. გლობალური საკითხები/ლოკალური შედეგები). თუმცა მაშინაც კი, როდესაც ხალხს ერთი და იგივე კულტურული საწყისი აქვს, მაინც საჭიროა, რომ დაწესებული იყოს ძირითადი ნორმები. ძალზე იშვიათია, რომ ორგანიზაციის ფორმალური წესები ან ის ტიტულები, რაც ხალხს გააჩნია, კარნახობდეს პიროვნების ქცევის ზუსტ წესებს. უფრო ხშირად ურთიერთქ მედების მოდელი აგებულია შეთანხმებულ წესზე _ კოლექტიურ განსაზღვრაზე, რას ნიშ ნავს ურთიერთქმედება, რა პოზიციები უკავიათ მოთამაშეებს ერთმანეთთან მიმართებაში და რა ქცევა შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად.

126

გლობალური საკითხები/ლოკალური შედეგები

ამრიკელები ტოკიოში: გამოლაპარაკების
მნიშვნელობა

აჭრობის გლობალიზაციასთან დაკავშირებით, იაპონურ ფირმებს ესაჭიროებათ ამერიკელი მომ
სახურე პერსონალი, რათა დაეხმარონ მათ რეკლამებისა და პროდუქტის ერთი კულტურიდან

მეორეში ადაპტაციის საკითხში. უკვე დიდი ხანია, რაც აღარ არის უჩვეულო იპოვო მუდმივი, სრულ შტა
ტზე დასაქმებული ამერიკელი მოსამსახურე იაპონურ კომპანიებში და ასევე უამრავი ამერიკელი, რო
მელიც სწავლობს იაპონურს იმ იმედით, რომ იშოვის სამსახურს იაპონიაში. რამდენად კარგად ეგუებიან
ამერიკელები იაპონურ სამუშაო გარემოს? როგორ ეწყობიან ისინი იაპონელ თანამშრომლებს?
ლაურა მილერმა (1995 წ.) იაპონურ ამერიკული ურთიერთობები შეისწავლა ტოკიოს სამ ფირმაში. ძალიან ხშირად, აღნიშნავს მილერი, სხვადასხვა კულტურის შესწავლისას წარმოიქმნება არაერთი წი ნააღმდეგობები: მაგალითად, ამერიკელები ბევრს ლაპარაკობენ, იაპონელები კი სიტყვაძუნწები არიან; ამერიკელები პირდაპირები არიან, იაპონელები _ არაპირდაპირები; ამერიკელები კონკურენციას ანიჭე ბენ უპირატესობას, იაპონელები კი _ კოოპერაციას. მაგრამ ყველა ნორმა სიტუაციურია: იაპონელები შესაძლოა ცოტას საუბრობენ უცხოსთან შეხვედრისას, მაგრამ საკმაოდ ენაწყლიანები არიან იაპონურ კაფეებსა და აბანოებში. ასეთი განზოგადების თავიდან ასაცილებლად, მილერმა შეარჩია საუბრის ანალ იზი (იხ. საუბრის ანალიზი ამ თავის შემდეგ ნაწილში).
მილერმა აღმოაჩინა, რომ გაუგებრობა იშვიათად აღინიშნებოდა. ლექსიკონისა და გრამატიკის ცოდ
ნა არის ენის მხოლოდ ერთი ნაწილი; წარმატებული ურთიერთობისათვის საჭიროა, იცოდე, როგორ გამოი
ყენო ფრაზები, პაუზები და სხვა სასაუბრო ტექნიკა. ამერიკელები და იაპონელები ხშირად იწყებდნენ
ზემოქმედებას სხვადასხვა მიზნით და იღებდნენ სხვადასხვა შედეგს. მიუხედავად ამისა, უკმაყოფილების
გამოხატვა (ყველაზე საყვარელი `საქმე~ სამსახურებში), ხუმრობა და გამოწვევა, შერწყმული ინგლი
სურსა და იაპონურ საუბარში, ორმხრივი კომპლიმენტები _ რასაც უმნიშვნელო საკითხებზე თავაზიან,
მეგობრულ საუბრებს ვეძახით _ ავსებს არსებულ ბზარებს. არაფორმალური ზემოქმედებით მოსამსახუ
რეებს უვითარდებათ `აღქმა არა როგორც იაპონელისა და ამერიკელისა, არამედ, როგორც თანამშრომ
ლისა და კოლეგის~ (ლ. მილერი, გვ. 154).
მილერის რეკომენდაციით, პიროვნება (და კომპანიები) ეთნოგრაფის მსგავსად უნდა მიუდგეს კულ ტურის ურთიერთქმედებას. კარგი ეთნოგრაფი სწავლობს სხვა კულტურის დამახასიათებელი ნიშნების განხილვით და იმ ვარაუდებით, რას მოიმოქმედებს ის მოცემულ სიტუაციაში. ეთნოგრაფი დადარაჯებუ ლია მის (ქალის ან კაცის) პირად ნეგატიურ თვისებასა თუ ეთნიკურ შეფასებაზე (`ის ზედმეტად პირდა პირია~, `ისინი სანდონი არ არიან~), რომლებიც ძალიან ხშირად ის ძირითადი შტრიხებია, რომლებიც ხაზს უსვამს კულტურულ განსხვავებას. ამ აზრით ეთნოგრაფმა უკან უნდა დაიხიოს და დასვას შეკითხვა, რა კულტურული განსხვავებები შეიძლება იყოს სახეზე? ყოველივე ამის გარდა, კომპანიებმა და თანამშრომ ლებმა უნდა გაითვალისწინონ სხვადასხვა კულტურაში უმნიშვნელო საკითხებზე მეგობრული, თავაზიანი და არასერიოზული საუბრების მნიშვნელობა.

პირველი შეხვედრა კოლეჯის კლასში მოლაპარაკების ილუსტრირებაა. ზოგიერთი
სტუდენტი შესაძლებელია ეცადოს, რომ თავისი ცოდნით გარკვეული შთაბეჭდილება
მოახდინოს მასწავლებელზე. თუკი მასწავლებელი გამოხატავს თავის შთაბეჭდილებას,
სხვა სტუდენტებმა შესაძლებელია, რომ ამ ფაქტით გამოწვეული უკმაყოფილება სხვა
დასხვაგვარი შორისდებულებითა და საქციელით გამოხატონ, მაგალითად, არ დასხდნენ
127

იმათ გვერდით, ვინც მასწავლებლის გულის მოგებას ცდილობს ან გამოიწვიონ დისკუ
სია მათ კომენტარებზე. თუ თავის გამოჩენის სურვილის მქონე სტუდენტები კვლავაც
ცდილობენ დისკუსიაში მთავარი როლი შეასრულონ, მაშინ მასწავლებელს შეუძლია, რომ
სთხოვოს მათ, სხვებსაც მისცენ აზრის გამოთქმისა და პასუხის გაცემის საშუალება; და
თუ ისინი შეეწინააღმდეგებიან, მასწავლებელს შეუძლია გამოხატოს უკმაყოფილება,
გააკრიტიკოს მათი კომენტარები და აშკარა იგნორირება გაუკეთოს მათ აწეულ ხელებს.
ეს, თავის მხრივ, სტიმულს მისცემს სხვა სტუდენტებს, რომ მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ.
ამ გზით მასწავლებელი და სხვა სტუდენტები თანხმდებიან პოტენციურად წინა პლანზე
მყოფი სტუდენტების ქმედებათა მისაღებ დონეზე. ამის მსგავსად, ოფისისა თუ ქარხნის
მომსახურე პერსონალი თანხმდება, რომ შეამცირონ ჭორიკანა თანამშრომლების გამო
შექმნილი ხელშემშლელი ფაქტორები, მოახდინონ ზეწოლა იმ მოსამსახურეზე, რომელიც
ეპირფერება უფროსს ან `მოარჯულონ~ ახალი თანამშრომელი თუ ხელმძღვანელი.

ქვეჯგუფები ორგანიზაციებში

შეხვედრები უდიდეს როლს ასრულებს ორგანიზაციებში _ უნივერსიტეტში, ბანკ
ში, ტელეკომპანიასა თუ პოლიტიკურ გაერთიანებაში. როგორც სოციოლოგი დეირდრე
ბოდენი (Dეირდრე Bოდენ) წერს, `შეხვედრები არის იქ, სადაც ორგანიზაციები იყრიან თავს~,
სადაც სხვადასხვა კოალიცია განსხვავებული დღის წესრიგებით ხვდება ერთმანეთს
(1994 წ., გვ. 81). ყველაზე აქტუალურ საქმეებს _ მიზნების დასახვას, პროგრესის შე
ფასებას, ინფორმაციის მოგროვებასა და გავრცელებას, გაურკვევლობების მოგვარებას
_ ხდება შეხვედრების მიღმა სატელეფონო საუბრებით, მემორანდუმებით, ანგარიშე
ბით და სხვა მსგავსი საშუალებებით. უფრო ფართო კუთხით თუ განვიხილავთ, შეხვე
დრა რიტუალური საქმეა, რაც ამტკიცებს ორგანიზაციის სოციალურ სტრუქტურას,
აკანონებს ინდივიდუალურ და ინსტიტუციონალურ წესებს და კვლავ გამოხატავს სოლი
დარობასა და დამოკიდებულებას ორგანიზაციებთან მიმართებაში. შეხვედრის ერთ ერთი
მთავარი მიზანია კონფლიქტების მოქცევა `რიტუალიზებულ ბრძოლაში~. უნივერსიტე
ტის ფაკულტეტის შეხვედრებზე შეტაკება ხშირად გამოწვეულია `ტრადიციულ კურიკუ
ლუმებში~ `კლასიკური ღირებულებების~ გაფრთხილების მომხრეებსა და `მოდერნიზე
ბული~ და `ყველაზე თანამედროვე~ საგნების შემოღების მომხრეებს შორის. მიუხედავად
მათი კამათისა, რაც ხშირია დეპარტამენტის შეხვედრებზე (იმის ნაცვლად, რომ მიმარ
თონ მეურვეთა საბჭოს ან სხვა `გარეშე პირებს~), ისინი გამოხატავენ თავიანთ დამოკიდე
ბულებას ორგანიზაციებთან მიმართებაში.
შესაძლებელია შეხვედრაზე სოციალური ზემოქმედება უფრო მნიშვნელოვანი
იყოს, ვიდრე შეხვედრის მიზეზი ან განსახილველი საკითხები. შეხვედრის მოწვევა ძალა
უფლების სიმბოლიზაციაა; შესაბამისად, შეხვედრაზე ხალხის მიწვევა ხდება მათი სტა
ტუსის მიხედვით (კლერკები და სხვა დაბალი რანგის ფუნქციონერები, როგორც წესი,
შეხვედრებს არ ესწრებიან). ძალიან მნიშვნელოვანია, `ვინ როდის ლაპარაკობს, ვისთან
და რამდენს~ (ბოდენი, 1994წ.). ფორმალურ და არაფორმალურ შეხვედრებს შორის არის ერთი ძირითადი განსხვავება.

128

ფორმალური შეხვედრების შესახებ, რეგულარულად ტარდება თუ სპეცალურად არის
მოწვეული, როგორც წესი, შეტყობინება ხდება წერილობით, რასაც მოჰყვება დღის წეს
რიგი. ფორმალურ შეხვედრას ჰყავს დანიშნული თავმჯდომარე და ჩართულია ის ხალხი,
რომელთა პოზიციებიც ორგანიზაციაში აძლევს უფლებას, რომ წარდგენილნი იყვნენ შეხ
ვედრაზე დასასწრებად. როგორც წესი, შეხვედრის თავმჯდომარე უძღვება დისკუსიას,
ირჩევს გამომსვლელებს, განსაზღვრავს მათი სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობას,
იცავს განაწესს და აკეთებს განცხადებას შეხვედრის დახურვის შესახებ. ბოლოს შეხვე
დრის თავმჯდომარე აჯამებს შედეგებს. გადაწყვეტილებების მიღება იშვიათად ხდება
თვითონ შეხვედრის დროს; მაგრამ შესაძლებელია წამოიჭრას საკითხები, რომლებიც
მოითხოვენ გადაწყვეტას ან გამოცხადებულ იქნეს უკვე მიღებული გადაწყვეტილებები.
ფორმალური შეხვედრა არის `დოკუმენტურად დასტურებული ფაქტები~ ოქმების ან ოფი
ციალური ანგარიშების სახით.
არაფორმალური შეხვედრა არის უფრო პატარა და მეტად ორიენტირებულია საკითხზე. ის არის სიტყვიერად მოწვეული, არ ჰყავს თავმჯდომარე, არ აქვს ჩამოყალიბებული დღის წესრიგი და არ ჰყავს მუდმივი წევრები და არც დასწრებაა სავალდებულო. გამოსვლის დრო შეზღუდული არ არის. ასეთ შეხვედრებზე ოფიციალური ანგარიშები არ არის, თუმცა შესა ძლებელია, რომ ინდივიდუალურად გაკეთდეს საკითხების ჩანიშვნა და მოგვიანებით კი _ ჩანაწერი. არაფორმალური შეხვედრები ტარდება მაშინ, როდესაც ორგანიზაციის შიგნით გარკვეულ ჯგუფს სურს გაარკვიოს, რა პოზიცია დაიკავოს საკითხთან მიმართებაში. ასე თი შეხვედრები ხშირად მთავრდება საქმიანობის განაწილებით _ ვინ მოიძიებს საჭირო ინფორმაციას ან ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა დეპარტამენტების წევრებთან ან ორგანიზაციის უფრო მაღალი თანამდებობის პირებთან.
როგორც შეხვედრები გვიჩვენებს, სამსახურში ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერ
თობებიდან ბევრი მოიცავს ჯგუფებში ზემოქმედებას. გეორგ ზიმელი (1902ა, 1902ბ)
იყო ერთ ერთი პირველი სოციოლოგი, რომელმაც აღიარა ჯგუფური ურთიერთქმედების
სირთულე და მოახდინა მისი მეთოდური ანალიზი. მან დაინახა, რომ ჯგუფის სიდიდეზეა
დამოკიდებული მნიშვნელოვანი განსხვავებები, როგორც მის შიდა ორგანიზებაში, ასევე
გარე ურთიერთობებში. შესწავლა დაიწყო ორ (დიადა) და სამკაციან (ტრიადა) ჯგუფებს
შორის არსებული კონტრასტის ანალიზით. სხვა ჯგუფებთან შედარებით დიადა არამ
დგრადია. თუ ერთი წევრი ტოვებს მას, მაშინ ჯგუფი წყვეტს არსებობას. ამასთანავე, არ
არის მესამე მხარე, რომელიც კამათის დროს მედიატორის როლს შეასრულებდა. მიუხე
დავად ამისა, დიადის ხარისხი ზრდის სტიმულს პარტნიორებისათვის, რომ შეათანხმონ
თავიანთი განსხვავებული შეხედულებები. სამკაციანი ჯგუფი მრავალი კუთხით განსხ
ვავდება ორკაციანისაგან. თუ ერთი წევრი მიდის, ჯგუფი არ იშლება. მესამე მხარეს შეუ
ძლია აწარმოოს ურთიერთობა ამ ორს შორის ან ამ ორს შეუძლია `შეთქმულება მოაწყ
ონ~ მესამეს წინააღმდეგ. მეორე მხრივ კი, კოალიციებმა შესაძლებელია გადაინაცვლონ
ერთი საკითხიდან მეორეზე სოლიდარობის გაძლიერებით. როდესაც წევრთა რაოდენობა
იზრდება, ზემოქმედებების შიდა მოდელების პოტენციური რიცხვი და ურთიერთობები
ექსპონენციალურად იზრდება (იხ. გრაფიკი 3.1).
დიდ ჯგუფებში შეზღუდულია კომუნიკაციის რაოდენობა და ხარისხი ჯგუფის ყველა
წევრს შორის, ინფორმაცია ვრცელდება არაპირდაპირი გზით, ფორმალური არხებისა
და გაგონილი არაფორმალური ინფორმაციის საშუალებით. პრობლემების გადაწყვეტა
ასევე იცვლება ჯგუფის ზომის მიხედვით. დიდი ჯგუფებისათვის დამახასიათებელია

129

რესურსებისა და უნარების მრავალფეროვნება, რაზეც ის არის აწყობილი. მაგრამ აქ სა შუალოდ ინდივიდუალური წევრების წვლილი უფრო ნაკლებია, ვიდრე პატარა ჯგუფებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ჯგუფების დინამიკა ზომის ზრდასთან ერთად იცვლება.

გრაფიკი 3. 1.
თუ ჯგუფის სიდიდე არითმეტიკულად იზრდება, მაშინ ურთიერთობების
რაოდენობა გეომეტრიულად იზრდება
გრაფიკის აღწერა:

ჯგუფის სიდიდე ურთიერთობათა რაოდენობა

2 1
3 6
4 25
6 301
7 966
წყარო: პოლ ჰეარი (Pაულ Hარე), მცირე ჯგუფური კვლევის ცნობარი (Fრეე Pრესს, Gლენცოე, III., 1976), გვ. 218.

სამსახურის რეგულირებაში ძირითად როლს ასრულებს ჯგუფების კონცენტრირება
მათ დავალებებზე; ეს არის მმართველობის ფუნქცია. თუმცა, სამუშაო ადგილებზეც კი,
`მიზნობრივი ჯგუფი~ არის `ემოციური ჯგუფიც~ (მილერი და რაისი 1967წ.). სანამ ფოკუ
სირდებიან ერთად მუშაობის დეტალებზე, ჯგუფის წევრები ემოციური საკითხებითაც
ინტერესდებიან: არიან კი სხვა მათზე წარმატებული მოსამსახურეები? ხომ არ აწუხებთ
მენეჯერი? შეუძლიათ თავი იგრძნონ დაცულად თავიანთ სამსახურში? ჯგუფების სო
ციალური ფსიქოლოგია მთავარი განსახილველი საკითხია წარმატებულად მუშაობის
ორგანიზებაში. ჯგუფის ზეწოლა ხალხს გააკეთებინებს იმას, რასაც ისინი ჩვეულებრივ
არ აკეთებენ ან შეანარჩუნებინებენ სიჩუმეს იმ შემთხვევაში, თუ მათ ეჭვი ეპარებათ
გადაწყვეტილების სისწორეში. ფსიქოლოგმა ირვინ ჯენისმა (1982 წ., 1989 წ.) ამ სიტუა
ციის ასახსნელად შემოიტანა ტერმინი `ჯგუფური აზროვნება~. განსაკუთრებით მცირე,
ძალიან შეკრულ ჯგუფებში, რომლებსაც ჰყავთ დინამიკური ლიდერები, წევრები იმდენად
ცდილობენ შეინარჩუნონ ჯგუფის სოლიდარობა, რომ გაცნობიერებულად თუ გაუცნო
ბიერებლად, ფანტავენ საკუთარ ეჭვებს, უგულებელყოფენ სხვების ჭკვიანურ მოსაზრე
ბებს და გადაწყვეტილებებს კოლექტიურად აძლევენ რაციონალურ დასაბუთებებს. ჯგუ
ფური აზროვნება არის დამახინჯებული ლოიალობა. ამავე დროს, ხალხის მიერ ძალიან
ძლიერად გამოხატული დამოკიდებულება ორგანიზაციის მიმართ ხშირად გამოწვეულია
მათ ლოიალობაზე სამსახურის მეგობრებისა და დაახლოებული კოლეგების პირველად
ჯგუფებთან მიმართებაში. ჯგუფური მეგობრობა ძალიან სერიოზული მოტივაციაა, რო
გორც უკეთესობისათვის, ასევე უარესობისათვის.

130

ლიდერობა და სამუშაო ადგილის კულტურა

ჯგუფური ცხოვრების ორმაგი ბუნების გამო, ლიდერობასაც ორი მიმართულება
აქვს, ინსტრუმენტული და ექსპრესიული (სეკორდი და ბექმენი, 1974 წ.). ინსტრუმენ
ტული ლიდერობა კონცენტრირებას ახდენს მკაფიოდ ჩამოყალიბებული დავალებების
მართვაზე; ექსპრესიული ლიდერობა კი კონცენტრირდება ჯგუფის სოლიდარობისა და
მის წევრებს შორის კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაზე. ზოგიერთი ლიდერი (და
ზოგი ორგანიზაცია) ერთდროულად ახორციელებს ამ საკითხებს, ხოლო ზოგი საქმეს
ანაწილებს.
მაგალითად, როდესაც Aპპლე ჩომპუტერ ჩორპორატიონ გადაწყვეტს ახალი პროდუქციის
გამოშვებას, ის ნიშნავს მენეჯერს. იგი შემდეგ ქმნის პროექტის ჯგუფს, რომელიც თავის
მხრივ კომპლექტდება ინჟინრებით, დიზაინერებით, კომპიუტერული პროგრამების სპე
ციალისტებით და სხვა საჭირო ადამიანებით (გარსტენი, 1994 წ.; ქიდერი, 1981 წ.; იხილე
ასევე მუდი, 1995 წ.). გამორიცხული არა, რომ ზოგიერთები ადრე რომელიმე სხვა პრო
ექტში ერთად მუშაობდნენ, მაგრამ დანარჩენები ერთმანეთისათვის უცხონი იქნებიან ან
შესაძლებელია, მხოლოდ გაგონილი ჰქონდეთ ერთმანეთის შესახებ. მენეჯერი პასუხ
ისმგებელია კონკრეტული საკითხების პიროვნულად განაწილებასა და ჯგუფის განრიგის
მიხედვით მუშაობაზე (ინსტრუმენტული ლიდერობა). მოტივაციის შესანარჩუნებლად,
მენეჯერს ასევე ესაჭიროება განავითაროს ჯგუფური სოლიდარობის გრძნობა (ექსპრე
სიული ლიდერობა). მას შეუძლია თითოეული წევრი დაასაჩუქროს მაისურით, რომელზეც
ჯგუფის სლოგანი იქნება გამოსახული, შეუკვეთოს საჭმელი, როდესაც ჯგუფის წევრები
გვიანობამდე რჩებიან სამუშაოდ (თუ ეს ხშირად ხდება). მას ასევე შეუძლია წაახალისოს
ჯგუფის წევრები, რომ მათ გამოავლინონ სხვადასხვა პიროვნული თვისებები, მაგალი
თად, ყველაზე ხუმარა, ყველაზე კარგი მსმენელი, და ის, ვინც სხვებს უკეთებს ნეცკ რუბ
ს. რაც უფრო მეტად არის ჯგუფი წნეხის ქვეშ, მით უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება მართვის ემოციურ მხარეს: ადამიანები თავგამოდებით შრომობენ, რადგანაც არ უნდათ, რომ ჯგუფის მუშაობა წარუმატებელი იყოს. ჯგუფური მუშაობის ემოციური და ინსტრუ მენტული ასპექტების დაბალანსება და ლიდერობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საჯარისო შენაერთი ან ქირურგიული ბრიგადა.
თუმცა, სხვადასხვა ორგანიზაცია სხვადასხვა სახის მიდგომა აქვთ. ეფლ კომპიუტე
რი ცდილობს კომპანიის ლოიალობის ხელშეწყობას არაფორმალური სამუშაო გარე
მოს შექმნით, მაგალითად, კომპანიაში დასაქმებულთა ჩაცმას და მოქმედებას ისე, რომ
გამოხატონ თავიანთი ინდივიდუალურობა. კომპანიას იმედი აქვს, რომ ემოციურად
ინტენსიური, მაგრამ დროებით პროექტზე მომუშავე გუნდები წარმატებით შეასრულე
ბენ დავალებებს. აი ბი ემი კი პირიქით, ყველა თავისი გამყიდველისა და ხელმძღვანე
ლი პირისაგან ითხოვს, რომ ეცვათ თითქმის ერთნაირი ცისფერი პიჯაკები და ხელს
უწყობს მათ, რომ მსგავსი ცხოვრების სტილი ჰქონდეთ. დღემდე მისი მენეჯმენტის
სტრატეგია იმისკენ იყო მიმართული, რომ კომპანიაში სტაბილურობის მაღალი დონის
შენარჩუნებით ხელი შეეწყო ლოიალობისათვის, ცდილობდა რა ხალხისათვის იშვიათად
შეეცვალა მათ მიერ დაკავებული პოზიციები. ორივე კომპანია ძალიან წარმატებულიც

131

იყო და ამასთანავე ორივეს ჰქონდა კრიზისიც, მაგრამ ეს კრიზისები გამოწვეული იყო
სხვადასხვა მიზეზით. ეფლ მა თავისი სტილი კალიფორნიაში განავითარა პერსონალური
კომპიუტერების _ ახალი ტიპის პროდუქციის _ შექმნითა და გაყიდვით, რომლებიც მხ
ოლოდ ინდივიდუალური პიროვნებებისათვის იყო გამიზნული. აი ბი ემ მა სტილი დაიმ
კვიდრა ნიუ იორკში დიდი, ძვირადღირებული, უნივერსალური კომპიუტერების გაყიდ
ვით, რომლებიც ბიზნესისა და ბიუროკრატიული სტრუქტურის ორგანიზაციებისათვის
იყო განკუთვნილი. ამგვარად, განსხვავება ორ კომპანიას შორის აისახა, როგორც მათი
გაყიდვების კონტექსტში, ასევე _ განსხვავებულ მენეჯერულ სტრატეგიებსა და თანამშ
რომლობის სტილში. სხვადასხვა სამუშაო ადგილების სტუქტურების ზეგავლენა რომ და
ვინახოთ, უნდა გადავხედოთ ორგანიზაციას, როგორც ერთ მთლიანს.

კომპლექსური ორგანიზაციები: ბიუროკრატია და მისი ალტერნატივები

როდესაც ვლაპარაკობთ ბიუროკრატიაზე, წარმოვიდგენთ ყველაფერ იმას, რაც ხალხს არ მოსწონს დიდ ორგანიზაციებთან დაკავშირებით: საათობით რიგში დგომა, დაუს რულებელი ფორმების შევსება, წესებისადმი დამორჩილება, რომლებსაც თვლი, რომ არა ნაირი აზრი არ აქვს, როდესაც გექცევიან არა როგორც პიროვნებას, არამედ როგორც არასრულფასოვან ადამიანს. მაგრამ მოგვწონს თუ არა ეს, ბიუროკრატია თანამედროვე საზოგადოების მოვლენაა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი ბიუროკრატიიდან მეორეში გადავდივართ. ვიბადებით დიდ სამშობიაროებში, ვსწავლობთ ფორმალურ სა განმანათლებლო სისტემებში, ვმუშაობთ მრავალეროვნულ საერთაშორისო კორპორა ციებში, გვმართავენ სახელმწიფო და ფედერალური სააგენტოები და ჩვენს კრემაციასაც კი დიდი დამკრძალავი ფირმები ახორციელებენ.
გარდა ამისა, ფორმალური, ბიუროკრატიული ორგანიზაციები არ არიან მხოლოდ
დისკომფორტის შემქმნელნი. მკაცრი და ძალიან რთულად განსახორციელებელი წესები
და პროცედურები შესაძლებელია სასარგებლოც კი გამოდგეს. ბიუროკრატია აძლევს
საშუალებას ხალხს, რომ მათ წარმატებით შეასრულონ თავიანთი დავალება, რასაც ვერ
შეძლებდნენ არაფორმალურ, სუსტი სტრუქტურის მქონე ჯგუფებში (იხ. სქემა 3. 2).
როდესაც წევრების რაოდენობა აღემატება ათ ან თორმეტ ადამიანს, მაშინ პირისპირ
ჯგუფებში ჩნდება ქვეჯგუფებად დაშლის ტენდენცია, რაც მოითხოვს უფრო მეტ ფორმ
ალურ ორგანიზაციას. ეს რეალურია არა მარტო სამუშაო ჯგუფებისათვის, არამედ _
სოციალური კლუბებისათვის, როგორიცაა საძმოები და ქალთა კლუბები. ხალხის ორგა
ნიზებულობის საკითხის სირთულე მასშტაბებთან არის დაკავშირებული. ამგვარად, დიდ
ორგანიზაციებს უფრო მეტი ფორმალური ბიუროკრატიული სტრუქტურა აქვს, ვიდრე პა
ტარებს. ჯერ კიდევ დიდ, კომპლექსურ ინსტიტუტებშიც კი ვხვდებით ძალზე განსხვავე
ბულ მიდგომა ორგანიზაციასთან დაკავშირებით.

132

ვიცე პრეზი
დენტის ოფისი

ვიცე პრეზიდენ
ტის ოფიციალუ
რი რეზიდენცია

მენეჯმენტისა პოლიტიკის
და ბიუჯეტის განვითარების
ოფისი

პრეზიდენტი

ეროვნული ეკონომიკური
უსაფრთხოების კონსულ
საბჭო

თეთრი სახლის
ოფისი

ეროვნული სივრ სათათბირო გარე
ცის საბჭო მოს ხარისხის
შესახებ

ოფისი

მეცნიერებისა სათათ
და ტექნოლო ბირო გარემოს
გიის პოლიტიკის ხარისხის
ოფისი შესახებ

ტანტების საბჭო

შეერთებული ეროვნული
ადმინისტრა
შტატების სავაჭრო კრიტიკული
ციის ოფისი
წარმომადგენლის საკითხების
ოფისი საბჭო

სქემა 3.2. ფორმალური ორგანიზაციის ბიუროკრატიული სტრუქტურა: შეერთებული შტატების პრეზიდენტის აღმასრულებელი ორგანოს ორგანიზაციის სქემა
ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ დიდ ორგანიზაციაში, შეერთებული შტატების მთავრობის აღმას რულებელი ხელისუფლების განყოფილების წევრები ფორმალური გეგმის თანახმად ანგარიშვალ დებულნი არიან თავიანთი ხელმძღვანელების წინაშე. მაგალითად, თუ თქვენ ხართ ეკონომიკური კონსულტანტების საბჭოს წევრი, თქვენ ანგარიშვალდებული ხართ უშუალოდ პრეზიდენტის წინაშე და არა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრის წინაშე.

წყარო: ფედერალური რეესტრის სამსახური (Oფფიცე ოფ ტჰე Fედერალ ღეგისტერ), 1989 წ., ფედერალური რეესტრი, ვაშინგტონი, გვ. 86.
ბიუროკრატიის ბუნება
ბიუროკრატიის არსებობა დამახასიათებელია ბევრი საზოგადოებისა და პერიოდის
ათვის, მაგრამ ის მხოლოდ თანამედროვე ეპოქაში გახდა დომინანტური. ბიუროკრატიუ
ლი სტრუქტურა წყვეტს სამ ძირითად პრობლემას: როგორ მოვახდინოთ დიდი რაოდე
ნობის ადამიანების ორგანიზება კოლექტიური მიზნის მისაღწევად, როგორ მოვახდინოთ
მრავალმხრივი დავალებების კოორდინირება და როგორ ვმართოთ პოლიტიკური კონ
ფლიქტი (ან ბრძოლა ძალაუფლებისათვის). მეცხრამეტე საუკუნეში დასავლური მმართ
ველობის ფორმის, ბაზრებისა და მუნიციპალიტეტების სიდიდისა და კომპლექსურობის
ზრდის გამო, ბიუროკრატიამ უფრო და უფრო საყოველთაო სახე მიიღო.
გერმანელი სოციოლოგი მაქს ვებერი, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღ
ვაწეობდა, იყო პირველი, ვინც ბიუროკრატია განმარტა. ვებერმა შექმნა `იდეალური
ტიპი~ _ მოდელი, რამაც ხაზი გაუსვა ბიუროკრატიის მთავარ თვისებებს. ვებერის იდე
ალური ტიპი არ აღწერს რაიმე ინდივიდუალურ ბიუროკრატიას; რეალური სამყაროს ბი
უროკრატიები იმდენად ცვალებადია, რომ რაიმე ერთ გარკვეულ მოდელს ვერ მოერგები
ან. ამის ნაცვლად, ვებერის იდეალური ტიპი არის ანალიტიკური ხერხი, რაც ყურადღებას

133

გვამახვილებინებს იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც გვეხმარებიან ყველა ტიპის ბი უროკრატიის განსაზღვრაში:

1. სპეციალიზაცია: ბიუროკრატიებში ორგანიზაციის მთავარი საქმე არის სამუშაოს
მკაფიოდ განაწილება და კარგად მომზადებული მომსახურე პერსონალი, რომელიც სპეციალიზებულია კონკრეტული დავალების შესრულების საკითხში;

2. ოფისების იერარქია: როგორც კი საქმიანობა განაწილდება პატარა, უფრო მართვად
დავალებებად, საჭიროა სხვადასხვა ქმედების კოორდინირება. თუ ეს ასე არ მოხ
დება, მაშინ შესაძლებელია, რომ ხალხმა ერთ დეპარტამენტში შექმნას რვა დიუმით
უფრო დიდი ჭანჭიკი, ვიდრე ქანჩი, რომელიც სხვა დეპარტამენტში იქნება შექმნილი
(ბლაუ და მაიერი (Bლაუ ანდ Mეყერ), 1987 წ.). ამ საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა
მომსახურე პერსონალის იერარქიულად ორგანიზება, სადაც ბრძანაბების ჯაჭვში
თითოეული პიროვნება პასუხისმგებელი იქნება უშუალოდ მისი ზემდგომის წინაშე.
თითოეულ პოზიციას გარკვეული ვალდებულება და უპირატესობა ენიჭება. მაღალ
თანამდებობებზე მყოფთა უფლებამოსილება ვრცელდება თავიანთ ოფისებში და
არა თავად ხალხში. მათი უფლებამოსილება მკაფიოდ არის განსაზღვრული და ლიმი
ტირებული;

3. წესები: ქმედებები და ურთიერთობები იმართება კარგად ჩამოყალიბებული წესებით.
ამიტომ ხალხმა ზუსტად იცის, რა მოეთხოვება მათ. წესები, პერსონალის შეცვლის
შემთხვევაშიც კი, ბიუროკრატიის საქმიანობას მოწესრიგებულს და პროგნოზირე
ბულს ხდის;

4. მიუკერძოებლობა: ვებერი მიიჩნევს, რომ ემოციები ხელს უშლის ეფექტურობას
და, მაშასადამე, არანაირი ადგილი არა აქვს ბიუროკრატიაში. ის ამტკიცებს, რომ პიროვნული დაშორება ხელს უწყობს რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას. მი უკერძოებლობა პერსონალის, მომმარაგებლების, კლიენტებისა და მომხმარებლის მიმართ ხელს უწყობს სამართლიან მოპყრობას;

5. დაჯილდოება დამსახურების მიხედვით: ბიუროკრატიაში სხვადასხვა თანამდებობე
ბზე მყოფი ხალხის დაჯილდოება ხდება ტექნიკური კვალიფიკაციის საფუძველზე
(რაც განისაზღვრება ტესტებით, განათლების დონითა და სხვა სტანდარტული კრი
ტერიუმებით) და არა ნაცნობობის მიხედვით. დაწინაურება ხდება შესრულებული
სამუშაოს ხარისხის მიხედვით. როდესაც ხელმძღვანელი თავის მეგობრებსა და ნა
თესავებს აძლევს სამუშაოს და მათ აწინაურებს, ორგანიზაცია წარმატებულად ვე
ღარ მუშაობს; არა მხოლოდ ნაკლებად კომპეტენტური ხალხი დაიკავებს გარკვეულ
თანამდებობას, არამედ ინდივიდუალური ძალისხმევა შემცირდება და შრომის სურ
ვილიც გაქრება. როდესაც ხალხი თავის შესაძლებლობას არ იშურებს ორგანიზაცი
ისათვის, მაშინ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათი შრომა სათანადოდ დაფასდება;
რეალური სამყაროს არც ერთი ბიუროკრატია ზუსტად არ შეესაბამება ვებერის იდეა
ლურ ტიპს. მაგალითად, არც ერთი არ არის სრულად ფორმირებული; ყველას აქვს ორი

134

მხარე. ფორმალური სტრუქტურა შედგება ოფიციალური პოზიციების, ვალდებულე ბების, წესებისა და დადგენილებებისაგან, რომლებსაც უმაღლესი მმართველი რგოლი აყალიბებს. არაფორმალური სტრუქტურა კი შექმნილია არაოფიციალური ნორმებისგან, რომლებიც მომსახურე პერსონალის მიერ არის შემუშავებული.

ქარხანა ჰოუთრონ ვესტერნ ელექტრიკში (Hაწტჰრონე ჭესტერნ Eლეცტრიც) ჩატარე
ბულმა კვლევამ (როთლისბერგერი და დიქსონი, 1939/1961 წწ.) გვიჩვენა, რომ კონვეიერ
ის მუშები რეგულარულად არღვევდნენ კომპანიის შინაგანაწესს. მაგალითად, კომპანია
ცდილობდა, რომ გაეზარდა თავისი შემოსავალი მუშებისათვის სანარდო ანაზღაურების
დაწესებით. მაგრამ მუშებმა დამოუკიდებლად, არაფორმალურად განისაზღვრეს სრულ
ფასოვანი დღიური გამომუშავების ნორმა და აწარმოებდნენ ზეწოლას მათზე, ვინც
გადაჭარბებულად ასრულებდა კომპანიის მიერ დაწესებულ ნორმას და მათზეც, ვინც
ვერ ასრულებდა. მუშები ფიქრობდნენ (და შესაძლებელია, მართლებიც იყვნენ), რომ თუ
ისინი ერთმანეთს შორის აწარმოებდნენ კონკურენციას მეტი ინდივიდუალური მოგები
სათვის, მაშინ შესაძლებელია, რომ კომპანიას შეემცირებინა დაწესებული ანაზღაურება
ან გაეზარდა მოთხოვნა პროდუქციაზე. მსგავსი შემთხვევა აღინიშა, როდესაც უნივერ
მაღების გამყიდველმა ქალებმა შეიმუშავეს საკუთარი სტანდარტები და შრომის გა
ნაწილება _ ნაწილობრივ იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ ერთგვაროვნება, რაც
მათი საქმის ძალზე დამთრგუნველი ასპექტი იყო, და ნაწილობრივ კი იმისათვის, რომ
შეექმნათ განწყობა, რომ აკეთებდნენ საჭირო და სასიამოვნო საქმეს (ბენსონი, 1986 წ.)
ორგანიზაციის არაფორმალური სტრუქტურა ეხმარება მომსახურე პერსონალს ისე
თი პრობლემების გადაწყვეტაში, რომლებიც არ შედიან მისი რეგულირების სფეროში. ის
ასევე ხელს უწყობს არასასურველი და არასაჭირო შრომის აღმოფხვრას. თუმცა, არაფორ
მალურმა სტრუქტურამ შესაძლებელია შეასუსტოს ორგანიზაციის მიზნები, როგორც ეს
მოხდა ვესტერნ ელექტრიკში, სადაც მუშებმა საკუთარი თავი დაიცვეს თავიანთი შრო
მის ნაყოფიერების შეზღუდვის გზით. ამავე დროს, მოსალოდნელი შედეგების გათვალ
ისწინების გარეშე, წესებისა და პროცედურების მკაცრად დაცვამ შესაძლებელია შეასუს
ტოს ორგანიზაციული მიზნები. რიტუალიზმი, როგორც სოციოლოგი რობერტ მერტონი
(1968 წ.) უწოდებს, ხელს უშლის ადამიანებს ახალი პირობების გათვითცნობიერებასა
და მათ მიხედვით მუშაობაში. მაგრამ ბიუროკრატიაში ყველაფერი `მხოლოდ ცუდი~
არ არის. შეერთებული შტატების ჯარში რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრა ბევ
რად უფრო წარმატებულად განხორციელდა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის სხვა რომელიმე ინ
სტიტუტში, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის წესებისა და ინსტრუქციების მკაცრად
დამორჩილებას.
ფორმალური ორგანიზაციები განსხვავდებიან სიდიდით, დაწყებული უზარმაზარი
ფედერალური მთავრობიდან, სადაც მილიონობით ადამიანია დასაქმებული, დამთავრე
ბული მცირე ბიზნესით, სადაც ასამდე ადამიანი მუშაობს; კომპლექსურობით (რამდენი
განსხვავებული სამუშაოა საჭირო); მმართველობის ცენტრალიზაციით (გადაწყვეტილების
მიღება რამოდენიმე პიროვნების ხელშია თუ გაბნეულია) და მიზნებით (ბევრი თუ ცოტა).

135

ბიუროკრატიის მიღმა
1990 იანმა წლებმა ორგანიზაციული რესტრუქტურიზაციის ტალღა მოიტანა. ამერი
კულ პოლიტიკაში დომინირებდა დებატები იმის შესახებ, როგორ მოეხდინათ არა მხოლოდ
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემების რეფორმა, არ
ამედ ზოგადად მთავრობისა. თითქმის ყველა ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ `მთავრობა,
როგორ წესი~ არ მუშაობს, თუმცა შეთანხმება იმაზე, რა გზით იქნება წასვლა უკეთესი,
ნაკლებად იყო მიღწეული. არც ბიზნესი ვითარდება ჩვეული რეჟიმით. თითქმის ყოველ
კვირას ჩნდება განცხადებები კორპორაციების შერწყმაზე, ერთის მიერ მეორეს შთანთქ
მასა და ეკონომიკური თვალსაზრისით მათი მოცულობის შემცირებებზე. ისმის კითხვები:
განა ამოწურა ბიუროკრატიამ თავისი საჭიროება? რა არის ალტერნატივა?

იაპონური კორპორაცია

1989 და 1990 წლებში, მიცუბიშის უზარმაზარმა კონგლომერატმა დიდი რეკლამა გაი
კეთა, როდესაც ნიუ იურკის როკფელერის ცენტრში ბირჟის აქციების საკონტროლო პა
კეტი შეიძინა და, ამის შემდეგ ცოტა ხანში, კალიფორნიის ცნობილი ფებლ ბიჩ ის (Pებბლე
Bეაცჰ) გოლფის მოედანი (ნეფი, 1990 წ.) იყიდა. ამ ორი ეროვნული სერიოზული ობიექტის
შეძენა მხოლოდ აისბერგის წვერი იყო: მთლიანად, მიცუბიშის კაპიტალი ამ ქვეყანაში სულ
ცოტა 4 მილიარდ აშშ დოლარი იყო და მიცუბიშის პროდუქციის (ძირითადად ავტომო
ბილების) გაყიდვა შეერთებულ შტატებში იზრდებოდა (ჰოლსტეინი, 1990 წ.).
მიცუბიშის წარმატება ნაწილობრივ გამოწვეულია კლასიკური ბიუროკრატიული ორ
განიზაციით. მაგალითად, მიცუბიში ერთი ორგანიზაციის ქვეშ გააერთიანა დიდი რაოდე
ნობით პროდუქტი და ქმედება: ავტომობილები, ნავთობი, ბანკები, საკვები, კომპიუტ
ერული მიკროსქემები, უძრავი ქონება, პლასტმასა, ტელევიზორები და ქიმიკატები. ეს
ყველაფერი მიცუბიშის სახელს ატარებს. მიცუბიში არის იაპონიის უმსხვილესი კეირეცუ
(კეირეტსუ) _ სხვადასხვა წარმოებაში არსებული მსხვილი კორპორაციების ჯგუფი, რო
მელიც ერთი დედობილი კომპანიის მფლობელობასა და კონტროლის ქვეშ არის (მიშიმა,
1989 წ.; ვრაი, 1984 წ.).
მაგრამ მიცუბიში წარმატებული იყო ასევე ათწლეულების განმავლობაში იმ ორ განიზაციული სტრატეგიების საფუძველზე, რომლებიც არ შეესაბამება ვებერის ბიუ როკრატიის იდეალს, სტრატეგიებისა, რომლებმაც დახმარება გაუწიეს იაპონური მსხ ვილი ფირმების იდეალური ტიპის განსაზღვრაში (ოუჩი, 1981 წ.). იდეალური ტიპი კი თავის მხრივ დაეხმარა იაპონიას, რომ შეექმნა გლობალური ეკონომიკური ძალაუფლება (იხ. თავი 17), თუმცა 1990 იანი წლების შუა პერიოდში ბევრმა იაპონურმა ფირმამ დაი წყო ცვლილებების განხორციელება ხარჯის შემცირების თვალსაზრისით. განმსაზღვრელ თვისებებად შეიძლება აღვნიშნოთ შემდეგი:

1. დასაქმება მთელი ცხოვრების მანძილზე: მნიშვნელოვან იაპონურ კორპორაციებში
მომსახურე პერსონალი დაქირავებულია მთელი სიცოცხლის განმავლობაში (სავალ
დებულო საპენსიო ასაკამდე, რომელიც ორმოცდათხუთმეტი წელია) და არასოდეს

136

დგანან სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე. თუ ერთ განყოფილებაში რაიმე სახის სამუშაო საჭირო აღარ არის, მაშინ ამ საქმით დაკავებული ხალხი გადაჰყავთ იმ განყოფილებებში, რომლებიც ფართოვდებიან;

2. ყურადღების გამახვილება ჯგუფურ წარმატებებზე: მომსახურე პერსონალი ორგანი
ზებულია რვა ან ათკაციან ჯგუფებად. წარმატება ფასდება ჯგუფის მიერ წარმატე ბით შესრულებული დავალებით და არა ინდივიდუალური მიღწევებით. ეს აძლევს საშუალებას პიროვნებას გამოავლინოს თავისი უნიკალური მონაცემები და აღმოფხ ვრას ჯგუფის შიგნით კონკურენცია;

3. დაწინაურება სამუშაო სტაჟის მიხედვით: ტიპურ ამერიკულ ორგანიზაციებში დაწი
ნაურება ხდება ინდივიდუალური წარმატებების მიხედვით; იაპონიაში კი _ მუშა
ობის ხანგრძლივობის მიხედვით. მომსახურე პერსონალს ჯგუფურად აჰყავთ სკოლე
ბიდან და კოლეჯებიდან, და ჩვეულებრივ, თანდათან აწინაურებენ ასაკის ზრდასთან
ერთად;

4. გადაწყვეტილების მიღება დეცენტრალიზებულია: ხელმძღვანელი პირები ბევრად
უფრო გაბნეულნი არიან, ვიდრე შეერთებული შტატაბის კორპორაციათა უმეტე სობაში. ხშირად მმართველი რგოლის წარმომადგენელი მარტივად ამტკიცებს მისი ქვეშევრდომების მიერ მომზადებულ გეგმას. `ქვევიდან ზევით~ გადაწყვეტილების მიღება ხელს უწყობს მომსახურე პერსონალის მონაწილეობასა და მათ შემართებას, რასაც მაქსიმუმამდე აჰყავს იმის შესაძლებლობა, რომ გონივრული გზები იქნეს მო ძებნილი პრობლემების მოსაგვარებლად;

5. ჰოლისტიკური დამოკიდებულება მომსახურე პერსონალის მიმართ: მსხვილი იაპონური
კორპორაციები თავიანთ თანამშრომლებს უამრავი პერსონალური მომსახურებით
უზრუნველყოფენ: ბინათმშენებლობა კომპანიის დაფინანსებით, იპოთეკური მომ
სახურებით, გასართობი საშუალებებით, დასვენებითა და სრული სამედიცინო მომ
სახურებით;
ფაქტობრივ, მსხვილი იაპონური კორპორაცია ფუნქციონირებს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, სადაც უპირატესობა ენიჭება ლოიალობასა და მუშაობის სტაჟს. კორპორაცია, სა დაც მომსახურე პერსონალის ურთიერთობა პერსონალიზებულია, ბიუროკრატიის ზოგი ერთი კლასიკური პრინციპის საწინააღმდეგოა. რა თქმა უნდა, იაპონიაში ყველა დასაქმე ბული არ არის მსხვილი კორპორაციების მიერ დაქირავებული და, მიუხედავად იმისა, რომ უფრო პატარა კომპანიებს არ შეუძლიათ შესთავაზონ მათ დასაქმება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ისინი ცდილობენ უფრო მეტად შეინარჩუნონ ორგანიზაციის ინდივიდუა ლური სტილი, ვიდრე მათმა კოლეგებმა შეერთებულ შტატებში.
მიუხედავად ამისა, იაპონური მოდელი ეჭვის ქვეშ დგას. მსხვილი კომპანიები თა
ვიანთი საქმიანობის უმრავლესობას პატარა ფირმებზე `გადაანაწილებენ~, რომლებიც
მომსახურე პერსონალს სთავაზობენ ოდნავ უკეთეს ანაზღაურებას, მაგრამ დასაქმების
ნაკლებ გარანტიას. ეკონომიკური ზეწოლა იზრდება მოკლევადიანი მოგების ძიების
პარალელურად.

137

ზოგიერთი უფრო ახალგაზრდა იაპონელი მომსახურე პერსონალი მიესალმება ცვლი
ლებებს. მათ უფრო მეტი ინდივიდუალური თავისუფლება სურთ, ვიდრე ამის საშუალე
ბას აძლევდა ძველი სისტემა. სხვები შიშობენ, რომ შესაძლებელია დაკარგონ ძველი
სისტემის კარგი მხარე მენეჯერებისადმი დასავლური მიდგომის წყალობით, რომელიც
გულისხმობს არა მხოლოდ კონვენციურ ბიუროკრატიას (რაც უკვე ტიპურია იაპონიის
მთავრობისათვის), არამედ ორგანიზაციულ სტრუქტურებსაც, სადაც ლოიალობა ნაკლებ
როლს თამაშობს და მომსახურე პერსონალის სამსახურიდან გათავისუფლება ჩვეული
მოვლენაა.

ეფლ კომპიუტერი: კორპორაცია, როგორც კამპუსი

ეფლ კომპიუტერი ერთ ერთი ყველაზე სრულყოფილი და წარმატებული ამერიკული მცდელობაა ბიუროკრატიის ალტერნატივის შესაქმნელად (გარსტენი (Gარსტენ), 1994 წ.). ეფლ ის სათავო ოფისები განლაგებულია სილიკონის ველზე. ეს არის კოლექცია ერთ სართულიანი მობათქაშებული შენობებისა წითელი კრამიტის სახურავებით, რამდენიმე შემინული ოფისის კოპლექსი, ბიბლიოთეკა და გამაჯანსაღებელი ცენტრი. ეს ყველაფერი კოლეჯის კამპუსს უფრო ჰგავს, ვიდრე მსხვილი კორპორაციის სათავო ოფისს. არქიტექ ტურა და გეგმარება კარგად არის მოფიქრებული. ეფლ ი ალბათ თავის თავს თვლის ადგ ილად, სადაც ხალხს შეუძლია ისწავლოს და გაიზარდოს, ხოლო მომსახურე პერსონალს შეეძლება თვითრეალიზაციაც და ხელფასის მიღებაც.
მიცუბიშის მსგავსად, ეფლ ი მუშაობს, რომ განავითაროს ლოიალობა, როგორც ერთ
მთლიან კომპანიაში, ასევე ცალკეულ ჯგუფებში (ან `გუნდებში~) ორგანიზაციის შიგნით,
რათა სამუშაო სახალისო გახადოს და დახმარება გაუწიოს თავის მომსახურე პერსონალს
ისეთ არასამსახურებრივ საკითხებში, როგორებიცაა ბავშვების მოვლა და განათლება.
მაგრამ ეფლ ი ამ მიზნებს ახორციელებს ნამდვილი ამერიკული კულტურის შესაბამისად.
პირველი, რაც თვალში მოხვდება იქ მისულ ადამიანს, არის სხვადასხვა სლოგანებიანი
(და ყოველთვის ეფლ ის ლოგოთი) მკვეთრი ფერის მაისურებში გამოწყობილი ხალხის
გარკვეული რაოდენობა. არაფორმალობა ჩაცმულობასა და პერსონალურ ზემოქმედე
ბაში არა მხოლოდ დაშვებულია, არამედ _ სავალდებულოც კი.
სამსახური ეფლ ში იწყება `ეფლ უნივერსიტეტის~ გაცნობით, რომელიც ერთი
კვირა გრძელდება. ახლადაყვანილ მომსახურე პერსონალს უჩვენებენ სლაიდებსა
და ვიდეოფილმებს ეფლ ის ისტორიის, მისი ხელმძღვანელი პირებისა და პროდუქციის
შესახებ. მარტივი ენით გადმოცემულ ინფორმაციას და მოწვეულ გამომსვლელებს თან
სდევს ეფლ ის მომსახურე პერსონალის ვიდეო ფირზე ჩაწერილი რეპლიკები: `ეფლ ის
ხალხი უცნაურია, ის სხვა თაობის ხალხია~ (გვ. 57). პერიოდულად ეფლ ის ღირსებებისა
და მიზნების ჩამონათვალი წამიერად ჩნდება ეკრანზე, რომელიც მოიცავს სლოგანებს
ძენის (ძენ) სტილში, მაგალითად, `მოგზაურობა ჯილდოა~. ახალბედები ასევე მონაწი
ლეობდნენ სიმულაციურ პროექტებში, სადაც სპეციალურად შექმნილი გუნდები გაა
კეთებენ, მაგალითად, ქანდაკებას, რომელსაც ცდილობენ, რომ ჯგუბშივე `გაყიდონ~.
ერთი კვირის შემდეგ თითოეული იღებს დიპლომს, პირადობის მოწმობასა და პერანგს
სლოგანით.
უფრო ფართო კუთხით თუ განვიხილავთ, ეფლ ი ხასიათდება იმით, რომ თვითონ
განსაზღვრავს იმას, რა არის არა. და ეს არა, გადატანითი მნიშვნელობითაც და ხშირად

138

აშკარა ნეგატიური კუთხითაც, არის აი ბი ემი. ეფლ ი წარმატების გასაღებს ცვლილე
ბაში ხედავს და ის ამაყობს თავისი შესაძლებლობით, რომ მიმდინარე ცვლილებების შეს
აბამისად შეუძლია პროდუქციის გარდაქმნა თუ რეორგანიზება ეკონომიკაში, სოციალურ
ყოფასა და მომხმარებლის ინტერესებში. ეს ჩანდა როგორც რადიკალური გამოსვლა
`ინდუსტრიის ხანის~ კომპანიებიდან, როგორიც არის აი ბი ემი, სადაც ძირითადი ყუ
რადღება გამახვილებულია სტაბილურობაზე, წესებისადმი დამორჩილებაზე, სახელსა და
რანგზე (სკული, 1987 წ.). ეფლ ის კორპორაციული კულტურის თანახმად, სტაბილურო
ბას მივყავართ ადრე დაშვებული შეცდომების გამეორებამდე ან, როგორც მისი წევრები
ამბობენ, `ველოსიპედის თავიდან გამოგონებამდე~. საქმის განვითარებისათვის და შემო
ქმედებითობის ხელშესაწყობად, ეფლ ი ხშირად ახორციელებს ხალხის, ფუნქციებისა და
პროდუქციის რეორგანიზებას.
ზოგი მომსახურე პერსონალი თვლის, რომ ეფლ ში ოცნება რეალობად იქცა; სხვები
დაბნეულნი არიან მათთვის ნაცნობი ნიშნულების ნაკლებობით, როგორიცაა დასახელებები,
დეპარტამენტები, და ასევე კარიერის შექმნის ადვილად გასაგები გზებით. მეტიც, ეფლ ის
`ანტიბიუროკრატია~ მოიცავს ჩაშენებულ პრობლემებს. პირველი, ხშირი რეორგანიზაცია
სპობს თანამშრომლებს შორის ლოიალობას, რამაც შესაძლებელია შეასუსტოს ერთგული
დამოკიდებულება კორპორაციის მიმართ (ჰოვარდი (Hოწარდ), 1985 წ.). მეორე, ვალდებულე
ბამ, რომ სამუშაო გახადო სახალისო, შესაძლებელია საწინააღმდეგო ეფექტი მოიტანოს:
`ხალისი~ აღარ არის სახალისო, როდესაც ვალდებულებად იქცევა. ასეთი პოლიტიკა ასუს
ტებს მომსახურე პერსონალის ავტონომიურობას, მოაგვარონ საკუთარი ურთიერთობები
და არაფორმალური განსაზღვრული რეჟიმი. და ბოლოს, ხელმძღვანელები თვლიან, რომ
მათ მიერ დამატებითი მოთხოვნების _ მაგალითად, სამსახურში გვიანობამდე დარჩენა
სამუშაოს შესასრულებლად _ სამსახურებში ბავშვების მოვლისა და სხვა ამგვარი არასამ
სახურებრივი თანადგომის სამაგიეროა. ეფლ ის `უზრუნველი~ ატმოსფერო სინამდვილეში
ნიღბავს სტრესის მაღალ ხარისხს.
ნოვატორული კორპორაციებიც კი დამოკიდებულნი არიან ბაზრის წარმატებაზე. ვინაიდან მოგების მოცულობა შემცირდა კომპიუტერულ წარმოებაში, ეკონომიკის ზე წოლამ ეფლ ის გამორჩეული სტილი საფრთხის ქვეშ დააყენა.

ბეროუს ველქომი და გლაქსო (Bურროუგჰს ჭელლცომე ანდ Gლახსო): კორპორაციული შთანთქმა
რა სტილიც არ უნდა ჰქონდეს კორპორაციის შიდა ორგანიზაციას, ის მაინც ძალზე
მგრძნობიარეა გარე ზეწოლების მიმართ, ფინანსური ბაზრების ჩათვლით. ამგვარად, კორ
პორაციულმა შერწყმამ შესაძლებელია მთელი კომპანიის მოულოდნელი ტრანსფორმაცია
მოახდინოს.
1980 იანი წლებიდან გახშირდა კორპორაციების შთანთქმა და შერწყმა. კორპორაცი
ულმა შთანთქმამ შესაძლოა მოკლევადიანი მოგება მოუტანოს ინვესტორებსა და უმაღ
ლესი მმართველი რგოლის წარმომადგენლებს, მაგრამ ასეთი გაერთიანებები თითქმის
ყოველთვის იმას ნიშნავს, რომ ბევრი თანამშრომელი ან დათხოვილი იქნება სამსახური
დან, ან დროზე ადრე იქნება გაშვებული პენსიაში (ნაწილობრივ იმიტომ, რომ კომპან
იას სჭირდება შეამციროს თანხები სხვა კომპანიის შემოერთების შედეგად გამოწვეული
ვალების გადასახდელად). 1989 დან და 1995 წლამდე 3 მილიონი ადამიანი იქნა სამსა

139

ხურებიდან დათხოვილი, რომელთაგანაც ბევრი მაღალკვალიფიციური, კარგად ანაზ
ღაურებადი პროფესიონალი, მენეჯერი და ტექნიკური პერსონალი იყო (ჰერბერტი (Hერ-
ბერტ), 1995 წ.). 1996 წლის პირველ სამუშაო დღეს აი თი ენდ თი მ (Aთ&თ) გამოაცხადა,
რომ მოხდებოდა 40.000 თანამშრომელი პერმანენტული გათავისუფლება, რაც თავისი
მასშტაბით ისტორიაში უდიდესი იყო.
ბეროუ ველქომი, შიდსის საწინააღმდეგო ცნობილი ეი ზეტ თი (Aძთ) აბებით და
გლაქსო, წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატი ზანტაკით, ფარმაკოლოგიურ მრეწველო
ბაში ორი ყველაზე წარმატებული და მომგებიანი კორპორაცია იყო. 1994 წლის მარტში
გლაქსომ შთანთქა ბეროუ უელქომი და მსოფლიოში უდიდესი ფარმაცევტული კომპანია
გახდა. ამ პროცესის შედეგად 15 მილიარდი აშშ დოლარი გადავიდა ერთი მფლობელიდან
მეორის ხელში, ორი კორპორაციის კულტურა შეეჯახა ერთმანეთს და 5.000 ადამიანი მოხ
ვდა გაუგებრობაში (იეუმენი, 1995 წ.). ამ კომპანიათა გაერთიანებამდე, ლონდონის ბაზა
ზე შექმნილ ორ კომპანიას მთელ მსოფლიოში 62.000 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. მათ
რიცხვში იყო სამხრეთ კაროლინის რესერჩ თრიანგლ პარკი ღესეარცჰ თრიანგლე Pარკ (ღთP).
ორი კომპანიის სამუშაო ადგილების კულტურა ძალზე განსხვავდებოდა ერთმანეთისა
გან. ბეროუ ველქომი უფრო აკადემიურ სამეცნიერო კვლევით ცენტრს ჰგავდა, ვიდრე
კომერციულს. კორპორაციის ძირითადი პრინციპი იყო დაექირავებინა ღირსეული ხალხი
და მათ საშუალებას აძლევდა მაქსიმალურად გამოევლინათ საკუთარი თავი. მეცნიერებს
რაიმე სპეციფიკური საქმის კეთება არ ევალებოდათ, ისინი თავიანთი ინტერესის მიხედ
ვით ახორციელებდნენ სამეცნიერო კვლევით მუშაობას. როდესაც რაიმე იდეა პერსპექტი
ული აღმოჩნდებოდა, მეცნიერს უნდა შეექმნა გუნდი სხვადასხვა დეპარტამენტის თანამ
შრომლებისაგან, ჩაეტარებინა ძირითადი კვლევები და წარედგინა თავისი წინადადება
კომიტეტისადმი. `ეს იყო პატარა სამეცნიერო საწარმოს სამფლობელო~ (იეუმენი, 1995
წ., გვ. 12). ხელმძღვანელები მეცნიერებს პირადად იცნობდნენ და დიდ დროს ატარებდნენ მათ ლაბორატორიებში `სამეცნიერო საუბრებში~. ბეროუ ველქომი განთქმული იყო არა მარტო მეცნიერული თავისუფლებით, არამედ დასაქმების გარანტიითაც.
გლაქსო უფრო ტრადიციული ბიუროკრატიული სტრუქტურით ხასიათდებოდა. უმაღ
ლესი მმართველი რგოლის წარმომადგენლებს (ვისაც მეცნიერები იშვიათად ხედავდნენ)
უნდა აერჩიათ რაიმე კონკრეტული დაავადება, დაევალებინათ შესასრულებლად კვლევი
თი სამუშაოების განხორციელება სხვადასხვა დეპარტამენტებისა და ჯგუფებისათვის
და ემართათ ინფორმაციის დინება. თითოეულ მეცნიერს ჰქონდა თავისი საქმე, რომლის
დასრულების შემდეგაც მისი ნაშრომი გადაეცემოდა სხვა დეპარტამენტს. გლაქსო ცნო
ბილი იყო იმით, რომ ქირაობდა უნიჭიერეს ხალხს და უხდიდა ძალიან კარგ ანაზღაურებას,
მაგრამ მიუხედავად ამისა, მომსახურე პერსონალისათვის სამუშაო მძიმე იყო. მუშაობის
სტიმულისა და ენერგიის ამოწურვის შემდეგ მათ სამსახურიდან უშვებდნენ. როდესაც
გლაქსომ გახსნა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რესერჩ თრიანგლ პარკში, მიუხედა
ვად მაღალი ანაზღაურებისა, შეუძლებელი გახდა ბეროუ უელქომისგან მეცნიერების
გადმობირება. ამიტომაც მან სხვა სტრატეგიას _ კორპორაციულ შერწყმას მიმართა.
გლაქსოს მიერ ბეროუ ველქომის მიერთებას ამ უკანასკნელის მომსახურე პერსო
ნალისათვის იგივე შედეგი ჰქონდა, რაც შესაძლებელია ბუნებრივ კატასტროფას მოჰ
ყოლოდა. გაკეთდა განცხადებები უამრავი სამუშაო ადგილის გაუქმების შესახებ. მომსა
ხურე პერსონალი აღმოჩნდა უიმედო სიტუაციაში, როდესაც დააყენეს არჩევანის წინაშე:
ან ნებაყოფლობით დაეტოვებინათ სამსახური (ფულადი კომპენსაციითა და ჯანმრთელო

140

ბის დაცვის საკითხებში არსებული დახმარების გაგრძელებით), ან დარჩენილიყვნენ თავი
ანთ პოზიციებზე, ოღონდ არანაირი გარანტიით სამსახურის შენარჩუნებაზე. ბევრს დაეწ
ყო დეპრესიული სიმპტომები: ხერხემლის ტკივილი, თავის ტკივილი, ძილის პრობლემები,
მადის დაკარგვა, აგზნება, ისტერიკა და ცოლ ქმრული პრობლემები. პროტესტის, მრისხ
ანებისა და თანამდებობიდან გადადგომის ტალღა განცდის იმ კლასიკური სტადიებით,
რომლებიც დამახასიათებელია ოჯახის წევრის გარდაცვალების დროს, დეპარტამენტი
დან დეპარტამენტში გადადიოდა. ბეროუ ველქომის თანამშრომლები განიცდიდნენ არა
მარტო სამსახურის დაკარგვას ან კორპორაციის განსაკუთრებული კულტურისაგან ჩამო
შორებას, არამედ იმას, რომ დაირღვა სოციალური კონტრაქტი, რაც გულისხმობდა შემ
დეგს: `მე თუ კარგად ვმუშაობ (განსაკუთრებით მაშინ, თუ კვალიფიციური მუშაკი ვარ)
და ჩემი კომპანია წარმატებულად ვითარდება (როგორც ბეროუ ველქომი), სამსახური
გარანტირებული მაქვს~.
მსგავსი რეაქციები დაფიქსირდა, როდესაც დაიხურა ქარხანა და დაიკეტა მაგისტრა
ლი. მაგრამ სამსახურებიდან მასობრივი დათხოვნა და `შემცირებები~ აღარ არის ერთეუ
ლი შემთხვევები, რომლებიც მხოლოდ პრობლემების მქონე კომპანიების ან `სიკვდილის
პირას მყოფი მრეწველობისათვის~ არის დამახასიათებელი. არავის შეუძლია დღეს იყოს
მშვიდად და არ იღელვოს ან არ იფიქროს იმაზე, რომ მისი კომპანია შესაძლებელია შემ
დეგი იყოს. ირონიულად რომ ვთქვათ, გრძელვადიანი ვალდებულებები დამქირავებელსა
და დაქირავებულებს შორის იმ მარტორქის გზით მიდის, რომელიც კორპორაცია ბეროუ
ველქომის ლოგო იყო.

სოციალური ინტერაქციის
სტრუქტურის ახსნა

სოციოლოგიის ყველა ფუძემდებელი ფიქრობდა სოციალური ქმედებისა და სოცია
ლური სტრუქტურის ურთიერთქმედების ახსნას (იხ. თავი 1). უმეტესობა კონცენტრირე
ბას ახდენდა ფართომასშტაბიან სოციალურ სტრუქტურებსა (მთელი საზოგადოება ან
ეკონომიკა) და რადიკალურ სოციალურ ცვლილებაზე (ინდუსტრიალიზაცია ან კაპიტალ
იზმის ზრდა). ჯორჯ ჰერბერტ მიდი და მაქს ვებერი დაინტერესებულნი იყვნენ ასევე იმ
როლით, რასაც ყოველდღიური ქცევა ასრულებს სოციალური სტრუქტურის შენარჩუ
ნებასა თუ მის ცვლილებაზე. მათი ნამუშევარი იყო სულისჩამდგმელი არაერთი თანამე
დროვე თეორიისა, რომლებიც კონკრეტულად ეხება სოციალურ ურთიერთქმედებებს. ამ
ბოლო წლებში საკითხის ასეთი აღქმა მთელ სოციოლოგიაში გავრცელდა (ფაინი, 1993
წ.). აღიარებულია იდეა, რომ სოციალური წყობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ `ეწი
ნააღმდეგებიან, იყენებენ, მანიპულირებენ და გადააკეთებენ სტრუქტურას~ სოციალური
მოთამაშეები (პიროვნებები, მსხვილი ორგანიზაციები თუ სოციალური ინსტიტუტები).

141

სიმბოლური ინტერაქცია

ჯორჯ ჰერბერტ მიდის მიდგომა სოციალურ ურთიერთქმედებაზე ეფუძნება სამ ძირი
თად მოსაზრებას (მიდი, 1934 წ.; ბლუმერი, 1969/1986 წწ.). პირველი _ ხალხი რეაგირებს
ყველაფერზე, რასაც ან ვისაც კი გადააწყდება, რაც იმის შესაბამისად ხდება, რას ნიშ
ნავს მათთვის ის ხალხი, ქმედება თუ სიტუაცია. მეორე _ ჩვენ ვსწავლობთ საგნების
მნიშვნელობას, რასაც იმაზე დაკვირვებით ვახორციელებთ, როგორ რეაგირებენ სხვა
ადამიანები მათზე ანუ _ სოციალური ურთიერთქმედებით. მესამე _ როგორც შედეგი
მიმდინარე ურთიერთქმედებისა, ხმა (ან სიტყვები), ჟესტიკულაცია, გამომეტყველება და
აღნაგობა იძენს სიმბულურ მნიშვნელობას, რასაც იზიარებს ერთი და იმავე კულტურას
მიკუთვნებული ხალხი. მაგალითად, ამერიკელები მოსაუბრეს პირდაპირ უყურებენ და ეს
არის ქმედება, რომელიც ბევრ კულტურაში შესაძლებელია, შეურაცხმყოფელი და აღმაშ
ფოთებელი იყოს. ჩვენ იმ ხალხს, ვინც ერიდება თვალის გასწორებას, `ფლიდს~ ვეძახით.
ასევე ვიყენებთ თვალებს სტატუსის დასამტკიცებლად. როდესაც ურთიერთქმედების
დროს პარტნიორები განსხვავდებიან ძალაუფლებითა და საზოგადოებაშიც ასევე სხ
ვადასხვა ავტორიტეტით სარგებლობენ, ის, ვინც პირველი ვერ გაუსწორებს თვალს პარტ
ნიორს, მიანიშნებს პატივისცემასა და მორჩილებაზე (რიჯვეი, ბერგერი და სმითი, 1985
წ.). შედარებით დაბალი სტატუსის მქონე პარტნიორმა შესაძლებელია თვალი გაუსწოროს
მოლაპარაკეს, როდესაც უსმენს მას, ხოლო როდესაც თვითონ ლაპარაკობს, მაშინ მას
თვალს არიდებს ან საერთოდ დაბლა იყურება. მამაკაცისა და ქალის ურთიერთქმედების
დროს ქალები უფრო ხშირად გაურბიან თვალებში ყურებას. როდესაც ქალს სერიოზული
ძალისმიერი პოზიცია უკავია (მაგალითად, როდესაც ის არის საგზაო პოლიციელი, რო
მელიც ავსებს საჯარიმო ქვითარს), მაშინ საწინააღმდეგოდ იქცევა. მიდი მიიჩნევს, რომ
ასეთი სიმბოლური ურთიერთქმედებები სოციალური წყობის საშენი ბლოკებია.
გამომდინარე კონტექსტიდან, ერთი და იმაე სიმბოლოს შესაძლებელია, სხვადასხ
ვა მნიშვნელობა ჰქონდეს. როდესაც დაჟინებით მიაჩერდებით ვინმეს, რომელიც თქვენ
წინ ცდილობს რიგში ჩადგომას, მაშინ გამოხატავთ მრისხანებას; როდესაც საწინააღმ
დეგო სქესის ადამიანს დაჟინებით უყურებთ ბარში, მაშინ თქვენი მზერა რომანტიული
ინტერესის მანიშნებელია. სიმბოლური მესიჯების ინტერპრეტაცია დამოკიდებულია
ადამიანის შესაძლებლობაზე, აიღოს სხვა პიროვნების როლი. როლის აღება ნიშნავს სა
კუთარი თავის დაყენებას სხვის ადგილზე იმის წარმოდგენით, რას გრძნობს და ფიქრობს
ის ადამიანი, და იმის გათვლით, რას მოიმოქმედებს ის შემდეგ. ამგვარად, ჩვენ ვწყვეტთ
ჩვენი რომელი ქმედება იქნება ყველაზე `წარმატებული~ ან რა მიგვიყვანს ყველაზე ახ
ლოს ჩვენს მიზნებთან.
როლები არ არის ფიქსირებული და უცვლელი. სოციალურმა ურთიერთქმედებამ შესა
ძლებელია გაამყაროს როლის არსებული ურთიერთობები ან გამოიწვიოს მათი ცვლილება
(თურნერი, 1990 წ.). როლის ცვლილებაში იგულისხმება უფრო მეტი, ვიდრე ინდივიდუა
ლურ ცვლილებებში; ეს ნიშნავს სოციალური მოლოდინის ცვლილებას. როლის ცვლილება
სავარაუდოდ მაშინ ხდება, როდესაც ახალი სოციალური მოთამაშეების შესაძლებლობები
და ინტერესები არ ესადაგება როლის მოთხოვნებს და ფართოდ გავრცელებული კულ
ტურული და სტრუქტურული მოდელები უშვებენ ან საჭიროებენ ცვლილებას. მაგალითად,

142

ბებიები და ბაბუები, როგორც წესი, არიან დისტანციური, ავტორიტეტული ფიგურები,
რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მორალურ ღირებულებებსა და ოჯახურ მემკვიდრეო
ბაზე. როდესაც შვილიშვილები ბებიასთან მიდიან, მათ კარგად უნდა ეცვათ და კარგადაც
უნდა იქცეოდნენ. კულტურულ ცვლილებებს 1960 იან და 1970 იან წლებში, ხშირად მიჰყ
ავდა კონფლიქტებამდე მშობლები და ბებია ბაბუები ბავშვების სოციალიზებასთან და
კავშირებით. და ბოლოს, ამჟამად ბევრი ადამიანი ორმოცი და ორმოცდაათი წლის ასაკში
უკვე ბებია ან ბაბუა ხდება, და შემდგომ ასაკში _ სამოცი, სამოცდაათი წლისა და უფრო
მეტისაც კი _ ეწევა უფრო აქტიურ ცხოვრებას. შედეგად, ბებიებისა და ბაბუების როლი
უფრო არაფორმალური გახდა. დღევანდელ დღეს ისინი იმედოვნებენ, რომ შვილიშვილები
მათში `მხიარულ ხალხს~ ხედავენ.
1950 იან წლებში მთავარი აღმასრულებელი დირექტორის როლი იყო, როგორც სა
ხელმწიფო მოღვაწისა, რომელიც პასუხისმგებელი იყო შეენარჩუნებინა `წონასწორობა
და სამუშაო ბალანსი უშუალოდ დაინტერესებული ჯგუფების . . . მეწილეების, დაქირავე
ბული პერსონალის, მომხმარებლებისა და ფართო საზოგადოების მიერ წამოყენებული
მოთხოვნების ფონზე~ (ფრენკ აბრამსი, ნიუ ჯერსის სტანდარტ ოილის თავმჯდომარე, 1951
წ., 1996 წ.). კრიტიკოსები ამკიცებენ, რომ გლობალურმა კონკურენციამ, `ელექტრონულ მა კაპიტალიზმმა~ (შესაძლებლობამ, რომ ფულის მოძრაობა მთელს მსოფლიოში წამებში ხდებოდეს) და სხვა ცვლილებებმა გამოიწვიეს მთავარი აღმასრულებელი დირექტორის როლის ხელმეორედ განსაზღვრა, როგორც მხოლოდ მეწილეების აგენტებისა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ სუფთა მოგებაზე და არა დაქირავებული პერსონალის, მომხმარებლისა თუ საზოგადოების წინაშე.

დრამატურგიული მიდგომა
იდეა სოციალური როლის შესახებ, რა თქმა უნდა, მოდის თეატრიდან და მსახიობების
მიერ შესრულებული როლებიდან. როგორც შექსპირი წერს, `მთელი სამაყრო არის სცენა~.
სოციოლოგები, რომლებიც განიხილავენ დრამატურგიულ მიდგომას, თვლიან, რომ ბევ
რი ურთიერთქმედება ხორციელდება ნაცნობი, მოსალოდნელი კულტურული სცენარების
მიხედვით. პიროვნებები, მიუხედავად იმისა, როგორ ინტერპრეტაციას ახდენენ და როგორ
თამაშობენ თავიანთ როლებს, `თამაშის~ შედეგი განსაზღვრული მაინც არ არის.
განვიხილოთ ელეგანტური რესტორნის მეპატრონის (მაიტრე დ’) ქმედება (ორველი,
1951 წ.). ხმაურიან და მოფუსფუსე სამზარეულოში რესტორნის მეპატრონე არის უფრო
სი, რომელიც პასუხისმგებელია ყურადღება მიაქციოს საკვების სათანადოდ მომზადე
ბასა და სერვისს. მომთხოვნი ზედამხედველი, რომლისთვისაც არაფერი არ არის დამაკ
მაყოფილებელი, ამაყად დადის, აღელვებული ლაპარაკობს და ყვირის კიდევაც. შემდეგ,
მსახიობის მსგავსად, რომელიც ახალი ხასითის შესასრულებლად გადის სცენაზე, შედის
სასადილო ოთახში და მისი ქცევა რადიკალურად იცვლება. ნათელი სახით ათვალიერებს
იატაკს, თავს უხრის კლიენტებს, შემუშავებული თავაზიანობით აცილებს მათ მაგიდამდე
და სიამოვნებას ანიჭებს თავისი ყურადღებით. სამზარეულოს ტირანი ყველაზე რაფინი
რებულ მასპინძლად გარდაიქმნება.

143

დრამატურგიული მიდგომის ლიდერი, ამერიკელი სოციოლოგი ირვინ ჰოფმანი (1959,
1974 წწ.) სოციალურ ცხოვრებას ხედავდა, როგორც იმპროვიზებული თამაშებისა და
სკეტჩების სერიებს. თითოეულ სოციალურ სიტუაციას აქვს თავისი სცენარი, რომელიც
ხაზს უსვამს იმ ზოგად პირობებს, რა არის მოსალოდნელი და რომელი როლების თამაშია
საჭირო. თუმცა, ნამდვილი თეატრის საპირისპიროდ, არ არსებობს რაიმე დირექტივა.
ამიტომ მოქმედმა პირებმა (მონაწილეებმა) ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ, ვინ რა
როლს შეასრულებს, რაც ისე უნდა გააკეთონ, რომ სხვებისაგან სასურველი საპასუხო
რეაქცია გამოიწვიონ და ამრიგად, თამაშს `კეთილი დასასრული~ ექნება.
ნამდვილ თეატრში მსახიობები ცდილობენ დაარწმუნონ მაყურებელი, რომ სწორედ ის
მოქმედი გმირები არიან, რასაც თამაშობენ. თითქმის ამავე გზით, სოციალურ ურთიერთქ
მედებაში მონაწილეები იქცევიან ისე, რომ დაარწმუნონ აუდიენცია (სხვა მონაწილეები)
მათ მიერ შესრულებული როლების ბუნებრიობაში. ჰოფმანმა შემოიტანა ტერმინი შთაბე
ჭდილებათა მართვა, რათა აღეწერა ადამიანთა მცდელობა _ ეკონტროლებინათ, რას
ფიქრობენ სხვები მათზე. მაგალითად, სამსახურში მისაღებად გასაუბრებაზე მისული
პიროვნება ცდილობს, რომ თავი წარმოაჩინოს, როგორც გაწონასწორებულმა, გონიერმა,
მეგობრულმა და დინამიკურმა პიროვნებამ (და `კარგად ჩაცმულმა~).
ჰოფმანის მნიშვნელოვანი გამჭრიახობა იმაში გამოიხატება, რომ მან განავითარა შემდეგი მოსაზრება: შთაბეჭდილებების მართვა მხოლოდ ისეთი ფორმალური სიტუა ციებისათვის არ არის დამახასიათებელი, როგორიც გასაუბრებაა სამსახურში მის აღებად, არამედ იგი ყოველთვის აღინიშნება. ჩვენი გადაწყვეტილებები თუ რას ვიცვამთ, სად ვცხოვრობთ, როგორ ავტომობილს ვიძენთ როდესაც ჰამბურგერსა თუ მაკარონს მი ვირთმევთ, ყველაფერი ეს შთაბეჭდილების მართვის ასპექტებია, რაც იმ იდენტურობის `გამყარებას~ ეხმარება, რაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი.
სოციალური ურთიერთქმედების ერთი თავსატეხი არის ის, რატომ მიჰყვებიან ჩვენს
`ქმედებას~ სხვები მიუხედავად იმისა, რომ იციან (როცა გააანალიზებენ) _ ეს ყველაფერი
გამოგონილია. ჰოფმანის აზრით, ამის პასუხი არის ის, რომ შთაბეჭდილებების მართვაში
თითოეული ადამიანის წარმატება დამოკიდებულია სხვა ხალხის დამატებით როლებზე.
თვითონ ვერ წარმოადგენთ საკუთარ თავს ისევე წარმატებულად, მაგალითად როგორც
რესტორნის მეპატრონე, თუ ოფიციანტები და კლიენტები თქვენს იგნორირებას მოახ
დენენ. სანახაობა რომ არ შეჩერდეს, ხალხი ისე მოქმედებს, თითქოს თითოეულის მიერ
განხორციელებული ქმედება ბუნებრივი იყოს. თუ ვინმე სერიოზულ შეცდომას დაუშვებს
_ მაგალითად, თუ შემთხვევით დააბოყინებს, როდესაც ხვდება კლიენტების ჯგუფს _
მონაწილეები ისე იქცევიან, თითქოს არაფერი არ შეუმჩნევიათ (რასაც ჰოფმანი უწოდებს
`განზრახ არშემჩნევას~). სადილზე სხვა მაგიდებიდან სხვებს დაჟინებით არ უმზერენ და
არც ერევიან მათ საუბარში. პირიქით, ისე იქცევიან, თითქოს მათ გარდა იქ სხვა არავინ არ
იყოს (მოდელი, რომელსაც ჰოფმანი უწოდებს `ცივილურ უყურადღებობას~).
ქმედებათა უმეტესობა მოულოდნელი შეხვედრის დროს შეიძლება გაგებულ იქნეს,
როგორც მცდელობა თითოეულის მხრიდან, რომ მონაწილეთა შორის ურთიერთობის გაწ
ყვეტის გარეშე წარმატებულად დაამთავრონ ყველა დაუგეგმავი და არასასურველი მოვ
ლენა, რომლებსაც შეუძლია მონაწილეები არასასურველ მდგომარეობაში ჩააგდონ (ჰოფ
მანი, 1967 წ., გვ. 41).

144

ძალიან ძნელია მუდმივად სცენაზე ყოფნა. ამიტომაც არის, რომ სოციალურ ცხოვრე
ბას აქვს ორი მხარე _ `წინა პლანი~ და `კულისები~. წინა პლანზე ხალხს მოეთხოვება,
რომ როლები ითამაშონ მთელი თავიანთი შესაძლებლობების გამოყენებით. სასადილო
ოთახი არის წინა პლანი ოფიციანტებისათვის. არ აქვს მნიშვნელობა, ეჩქარებათ მათ,
გაღიზიანებულნი არიან თუ გადაიღალნენ _ ისინი მაინც თავაზიანები და ყურადღები
ანები უნდა იყვნენ კლიენტების მიმართ. თუმცა, ოფიციანტები არიან კულისებშიც. აქ
მათ შეუძლიათ მოდუნდნენ, იხუმრონ თვალთმაქც კლიენტებზე და მოემზადონ შემდეგი
გამოსვლისათვის. ფაქტობრივ, პიროვნებას ყველა როლის შესრულებისას აქვს შესაძ
ლებლობა, კულისებში განმარტოვდეს. ექიმების მოსასვენებელი ოთახი ჰოსპიტალში კუ
ლისებია ისევე, როგორც სამასწავლებლო სკოლაში. სტუდენტები კულისებში _ თავიანთ
საერთო საცხოვრებლებში _ დასცინიან თავიანთ პროფესორებს, ხოლო პროფესორები
კი ასევე კულისებში _ თავიანთ ოფისებში _ ხუმრობენ სტუდენტებზე. კომპიუტერულ
ქსელს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ კულისებში საჭორაოდ გამოყოს `ადგილი~ (რას
მუსენი, 1996 წ.).
ნიშნავს თუ არა ეს, რომ წინა პლანზე ქცევათა უმეტესობა მხოლოდ წარმოდგენაა და
სამყაროში არსებული ადამიანების სახეები უბრალოდ _ ნიღბები? ეს არ არის სავალ
დებულო. რაც უფრო ხშირად ვთამაშობთ როლს, მით უფრო ბუნებრივი ხდება ის ჩვენთ
ვის მანამ, სანამ მოულოდნელად ისევე, როგორც ჩვენი აუდიტორია, არ დავრწმუნდებით,
რომ სწორედ ის პიროვნება ვართ, ვისაც ვცდილობდით რომ ვყოფილიყავით. გაიხსენეთ
თქვენი პირველი დღეები და კვირები კოლეჯში. პირველად უხერხულად და გარკვეულ
წილად თამაშგარე მდგომარეობაში იგრძენით თავი, თავს აჩვენებდით, თითქოს მშ
ვენივრად იცოდით, რასაც აკეთებდით. თუმცა, მასაჩუსეთის პირველი კოლონისტების
ხსოვნის ოფიციალური სადღესასწაულო დასვენების (თჰანკსგივინგ ვაცატიონ) პერიოდში
თქვენ იგრძენით, რომ გახდით კოლეჯის სტუდენტი საკუთარ აზროვნებაშიც და სხვების
თვალშიც. ასეა ყველა როლის შემთხვევაში. პოლიციის ახალბედა ოფიცერს აინტერესებს,
აღიარებს თუ არა ხალხი მის ძალაუფლებას; პირველად დედა წუხს თავის შესაძლებლო
ბებზე სანამ `რაღაც არ გადაუტრიალდება~ და უცებ არ გრძნობს, რომ დედაა. ეს ტრანს
ფორმაცია დიდწილად დამოკიდებულია სოციალურ სარკეში ჩახედვასა და დანახვაზე,
რომ სხვა ადამიანები როლს ისე ითვისებენ, როგორც ნამდვილს.

ეთნომეთოდოლოგია
ჰოფმანის მსგავსად, სოციოლოგმა ჰაროლდ გარფინკელმა (1967 წ.) ფოკუსირება
მოახდინა ყოველდღიური ცხოვრების განსაზღვრულ რეჟიმზე. მაგრამ იქ, სადაც ჰოფ
მანი, როგორც თამაშის კრიტიკული თვალით მაყურებელი, შორიდან აკვირდებოდა სო
ციალურ ურთიერთქმედებას, გარფინკელმა სცადა გაეანალიზებინა ეს ყველაფერი შიგ
ნიდან, თითქოს თვითონ იყო ახალბედა მსახიობი, რომელიც პირველად ავიდა სცენაზე. ეს
არ არის იოლი, რადგანაც არც ერთი ჩვენგანი ნამდვილად არ არის ახალბედა სოციალურ
ურთიერთობათა საკითხში _ ჩვენ დაბადებისთანავე ვერთვებით სხვებთან ურთიერთქ
მედებაში. შედეგად, ისე შევეზარდეთ ჩვენი კულტურის სცენარებს, რომ ვერც კი აღვიქ
ვამთ მათ არსებობას. მაგალითად, ამერიკელთა უმრავლესობა ხალხით გადატვირთულ
ტროტუარებზე არც კი უფიქრდება, ისე დადის მარჯვენა მხარეს (ისევე, როგორც მან

145

ქანით სიარულის დროს), რომ სხვა გამვლელებს არ დაეჯახოს. ეს არის საყოველთაოდ მიღებული ქცევის მხოლოდ ერთი იმ მილიონი ავტომატური, დამტკიცებულად ჩათვლილი ფორმიდან, რაც უზრუნველყოფს ჩვენი სოციალური ურთიერთქმედებათა წყობასა და სტრუქტურას. ეთნომეთოდოლოგია ეხება იმ მეთოდებსა თუ გზებს, რითიც ხალხი ქმნის წყობას ყოველდღიურ ურთიერთქმედებებში.
გარფინკელმა შექმნა მეთოდი, რომელსაც ბრეეცჰინგ ექსპერიმენტს ეძახდა: კულტურის
ძალისა და ყოველდღიური სოციალური აღქმის სადემონსტრაციოდ, ის და მისი სტუდენ
ტები სპეციალურად არღვევდნენ ნორმებს და იწერდნენ ხალხის რეაქციას. ერთ ერთი ექს
პერიმენტისას, სტუდენტები თავიანთ ოჯახებში სტუმრებივით იქცეოდნენ; ცდილობდნენ,
შეძლებისდაგვარად დიდხანს შეენარჩუნებინათ თავაზიანი დისტანცია _ საუბრობდნენ
მხოლოდ ზოგად საკითხებზე და არა პერსონალურზე; იღებდნენ ნებართვას სააბაზანოში
შესვლაზე, ჭიქა წყალს; გამოხატავდნენ თავიანთ გულითად მადლობას მასპინძლების
მიმართ. და რა იყო შედეგი?
ოჯახის წევრები ითხოვდნენ ახსნას: რაშია საქმე, რა დაგემართა? ხომ არ გამოგაგ დეს? ავად ხომ არ ხარ? ამით რისი დამტკიცება გინდა? რამ გაგაგიჟა? შეიშალე, თუ უბრალოდ სულელივით იქცევი? (გარფინკელი, 1967 წ., 47 48 გვ.).
ნორმალური ურთიერთობების აღსადგენად, ოჯახის წევრებმა თავიანთი მოსაზრებები
ოჯახურ ურთიერთქმედებათა თაობაზე გაკვირვებული შეკითხვების სახით გამოხატეს.
სხვა ბრეეცჰინგ ექსპერიმენტებში გარფინკელის სტუდენტებმა დაიწყეს მაღაზიებ
ში ვაჭრობა (ამას ამერიკელები, როგორც წესი, არ აკეთებენ); დაარღვიეს ჯვრებისა და
ნულების თამაშის წესი (როდესაც მოწინააღმდეგეს უშლი პირველ სვლას); საუბრის დროს
უცებ აგრესიულად უახლოვდებოდნენ მოსაუბრეს, რომლისთვისაც ეს ძალიან მოულოდ
ნელი იყო. თითოეული და დარღვევა იწვევდა დაბნეულობას და აღელვებას _ როგორც
სტუდენტებში, ასევე მათ `მსხვერპლშიც~ _ და ხშირად მწვავე კრიტიკასაც იმსახურებ
და. ასეთი დაძაბული რეაქციები ასაბუთებს ხალხის დამოკიდებულების ხარისხს იმ ავ
ტომატურ, ხშირად გაუცნობიერებელი ურთიერთქმედების კანონებზე, რომლითაც მათი
მოულოდნელი სოციალური შეხვედრების ფორმირება ხდება.

საუბრის ანალიზი
საუბრის ანალიზის სფეროს პირველი მკვლევარი გახლდათ ჰარვეი საჩსი (Hარვეყ შაცჰს), რომელიც ირვინ ჰოფმანის სტუდენტი და ჰოვარდ გარფინკელის კოლეგა იყო, სანამ საკმაოდ ახალგაზრდა საავტომობილო კატასტროფაში არ დაიღუპებოდა. მათ მს გავსად, ჰარვეი საჩიც მიიჩნევდა, რომ ადამიანს ყოველდღიური ქცევებიდან ისევე ბევ რი ამქვეყნიური საკითხის შესწავლა შეუძლია, როგორც შეისწავლიდა `მნიშვნელოვან საკითხებს~ და `დიდმასშტაბიან ინსტიტუციებს~. მათ მსგავსად, ისიც დაინტერესებული იყო, რა გზით წარმოიშვა სოციალური წყობა.
საჩსმა შეიმუშავა მეთოდი, რომლის მიხედვითაც იწერდა შემთხვევით საუბრებს და
ახდენდა მათ დეტალურ ანალიზს. ის იკვლევდა შემთხვევით სატელეფონო საუბრებს მე
გობრებს შორის, არაფორმალურ საუბრებს სამსახურში, ზარებს სასწრაფო დახმარების
სამსახურებში, ჯგუფური თერაპიის სეანსებსა და რადიოსაუბრებსაც კი. მას აინტერე
სებდა არა მხოლოდ კონტექსტი ან საუბრის შინაარსი, არამედ თავად საუბარი _ თუ რო

146

გორ წყვეტდა ხალხი ვისთან, როდის და რამდენ ხანს ელაპარაკა. ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ არაფორმალური ურთიერთქმედებისათვის, არამედ ბიუროკრატიული სტრუქტურების მუშაობისთვისაც (ბოდენი, 1995 წ.). საჩსმა აღმოაჩინა, რომ ყველა საუ ბარს ჰქონდა გარკვეული საერთო დამახასიათებელი თვისება: ხან ერთი პიროვნება საუ ბრობს, ხან _ მეორე; გადასვლა ერთი მოსაუბრიდან მეორეზე არის ხშირი და სწრაფი და იშვიათადაა პაუზა ან ერთდროული ლაპარაკი. შუა საუბარში ჩნდება `რიგის დაკავების~ კონცეფცია. რიგი მოქმედებს, როგორც მბრუნავი კარი, რომელიც აკონტროლებს საუბ რის დროს შემოსულ და გასულ მოსაუბრეებს. პაუზები, ძალიან ხანგრძლივი რიგები და რიგის დათმობაც კი დასაბუთებული უნდა იყოს.
დებორა ტანენმა (1990, 1994 წწ.), იმის საფუძველზე, რომ განსხვავებული სქესი სხვა
დასხვაგვარად იყენებს ზოგად სასაუბრო ტექნიკას, გააანალიზა გაუგებრობა მამაკაცსა
და ქალს შორის. მამაკაცი საუბარს განიხილავს, როგორც გარკვეულ შეჯიბრს, სადაც
არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები; მათი მთავარი მიზანია დაიცვან თავი, რომ
არ იყოს ვინმე მათზე წინ და თვითონ არ დამარცხდნენ. ქალები საუბარს განიხილავენ,
როგორც ურთიერთთანამშრომლობას, რომლის მიზანიც სოციალური კავშირების ხელახ
ლა დამტკიცებაა. შედეგად, მამაკაცები და ქალები საუბრისას ზოგჯერ ვერ ახერხებენ
ერთმანეთის ბოლომდე გაგებას. განვიხილოთ მაგალითი, რომელიც მოცემულია სქემა
ზე 3.3. ზოი გულნატკენია, რომ ერლი არ გამოხატავს შეშფოთებას მისი ჯანმრთელობის
გამო და თან აწყვეტინებს კიდევაც საუბარს. ერლი კი გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ
მისი რომანტიული ურთიერთობა (სიყვარულის თემის წამოჭრა, მის სახესთან შეხება) ასე
კატეგორიულად არის იგნორირებული. შესაძლებელია, რომ ისინი სულაც სხვადასხვა
ენაზე საუბრობენ! საუბრის ბევრი თანამედროვე ანალიტიკოსი დაინტერესებულია არა
მხოლოდ საუბრის სტრუქტურით, არამედ საუბრის ფუნქციით, შინაარსითა და ინტერ
პრეტაციითაც.

სადილზე ზოიმ მუცლის არეში ტკივილი იგრძნო, მოიბოდიშა და ტუალეტში გავიდა. როდესაც დაბრუნდა, ერლი შეეკითხა, ხომ კარგად გრძნობდა თავს. ზოიმ უპასუხა, რომ ის გადის გარკვეულ სამედიცინო შემოწმებებს. იმის ნაცვლად, რომ ერლი დაინტერესდეს ამ შემოწმებების შედეგებს, ზოის კერძს ის აწოდებს.

ზოი (ღეჭვით): ჩემდა საბედნიეროდ,
ეს ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე გაკეთდება. ერლი: ესე იგი, შენი და თხოვდება?
თუ შეიძლება სერიოზულად მითხარი, რას ფიქრობ სიყვარულზე. ზოი: კეთილი, გეტყვი, რას ვფიქრობ სიყვარულზე.
აი, სიყვარულის ისტორიაც. ის ჩემი მეგობარია _
ერლი (ცდილობს, რომ შეეხოს მის სახეს): შენ რაღაც გაქვს ნიკაპზე.

სქემა 3.3 მას არ ესმის
წყარო: ადაპტირებულია დებორა ტანენისაგან, `მას არ ესმის~ ჯენდერს ენდ დისქორსიდან
(გენდერს ანდ Dისცოურსე) (ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა, ნიუ იორკი, 1994 წ.),
გვ. 76 77.

147

სოციალური გაცვლა

სოციოლოგიის სხვა თეორეტიკოსები სოციალურ ურთიერთქმედებაში დიდ მნიშვნ ელობას ანიჭებენ როლის გაცვლას. გაცვლა იმართება ნაცვალგების ნორმით (გოლდნე რი, 1973 წ.). როდესაც ვინმე ჩვენს მიმართ ყურადღებას იჩენს ან რაიმეს გვაძლევს, ნაცვ ალგება მოითხოვს, რომ გადავიხადოთ ამ თავაზიანობისათვის და ვაწარმოებთ ბალანსს სოციალური აღრიცხვის წიგნში. ის, ვის მიმართაც პირველად გამოვიჩინეთ ყურადღება, ვალდებულია, რომ ახლა უკვე მან გადაგვიხადოს. ამგვარად, გაცვლა ახალი სოციალ ური ვალდებულებების შექმნით აძლიერებს სოციალურ კავშირებს. მხოლოდ საქმიანი მოლაპარაკებებით კი გაცვლა არ არის შემოფარგლული, არამედ ძირითადი ელემენტია ყველანაირი სოციალური ურთიერთქმედების დროს.
პიტერ ბლაუმ (1964 წ.) და ჯორჯ ჰომანსმა (1964 წ.) კვლავ წამოწიეს გეორგ ზიმელის
ნაშრომში (1950 წ.) ფესვებგადგმული გაცვლის თეორია. მათ გააანალიზეს სოციალური
ქცევის მრავალი ასპექტი, როგორც გაცვლის პროცესები. ორივე მათგანს აინტერესებდა,
როგორ იგებდნენ ან აგებდნენ მსახიობები ურთიერთქმედების დროს. ბლაუ გაცვლას
ხედავდა ეკონომიკური კუთხით: იმის გათვალისწინებით, შევიდნენ თუ არა ურთიერთქ
მედების პროცესში, და თუ შევიდნენ, როგორ გააგრძელონ, ხალხი აწონ დაწონის სხ
ვადასხვა სოციალური ქმედებების ხარჯსა და მოგებას. ჰომანსს გარკვეულწილად გან
სხვავებული მიდგომა ჰქონდა საკითხთან დაკავშირებით. დაეყრდნო რა ფიზიოლოგიის
სკოლის კონცეფციას, რომელსაც ბიჰევიორიზმი ეწოდება, ჰომანსი თვლიდა, რომ ხალხი
იმეორებს ქცევას, რომელმაც მათ წარსულში ჯილდო მოუტანა და ერიდება ისეთ ქცევას,
რომლის გამოც სასჯელი დაიმსახურეს. ბლაუმაც და ჰომანსმაც წვლილი შეიტანეს რაციო
ნალური შერჩევის თეორიაში, რომელიც განიხილავს შემდეგს: იმის გათვალისწინებით,
როგორ იმოქმედონ (და მოახდინონ ურთიერთქმედება), ხალხი გაცნობიერებულად ითვ
ლის ხარჯსა და მოგებას, ჯილდოსა და სასჯელს. ამ შეხედულებით, ყველა სოციალური
ქმედება `წინასწარ გააზრებულია~.
რა თქმა უნდა, ძალაუფლება ზოგიერთ ადამიანს გაცვლიდან აძლევს უფრო მეტი სარგებლის მიღებას. ამის მაგალითია სამსახურში ხელმძღვანელის ქვეშევრდომებისაგან კეთილგანწყობის `მოთხოვნა~. ასევე შესაძლებელია, რომ გაცვლამ შექმნას ძალაუფლე ბა. თანამშრომლებს ერთმანეთის დახმარების იმედი აქვს მრავალ საკითხში (მაგალითად, ტელეფონს ხელს აფარებენ ლაპარაკის შეწყვეტის დროს ან კომპიუტერის ხელოსანი ეხ მარება მათ ახალ პროგრამებში). როგორც წესი, ეს არის `კეთილსინდისიერი გაცვლა~, მაგრამ ზოგიერთი თანამშრომელი _ მაგალითად, კომპიუტერში დახელოვნებული _ უფრო მეტ დახმარებას უწევს სხვებს, ვიდრე თვითონ სჭირდება და ამგვარად, სხვები მათ ვალში არიან, რაც შეიძლება ძალაუფლებად ჩავთვალოთ.
როგორც ზიმელმა (1955 წ.) გვიჩვენა, გაცვლის ქსელები ქმნის წევრობის სისტემას,
რაც ეხმარება კონფლიქტების შემცირებაში. მაგალითად, უნივერსიტეტში სოციოლო
გიის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკისა და სხვა დეპარტამენტებს შორის კონკურენციაა სტუ
დენტების, ახალი ფაკულტეტების პოზიციებისა და სხვა მომგებიან საკითხებთან დაკავ
შირებით. თუ ამ დეპარტამენტების ფაკულტეტები ასევე კეთილგანწყობილნი იქნებიან
ერთმანეთის მიმართ _ რაც შესაძლებელია გამოიხატოს თანადგომით კვლევებში, სტუ
დენტების რეკომენდაციები, რჩევები ადმინისტრაციულსა თუ ტექნიკურ პრობლემებთან

148

დაკავშირებით _ მათი შეჯიბრი მეგობრულს უფრო ემსგავსება. ამგვარად, გაცვლის ქმედებები განსაზღვრავს ქსელებს; ამავე დროს, პოზიციები ქსელში ფაქტობრივი გაცვ ლების ფორმირებას ახდენს (კუკი და ვითმეიერი, 1992 წ.).
გაცვლა ყოველთვის არ არის `ცივი და ანგარიშიანი~. მშობლებს შეუძლიათ, რომ სა კუთარი ინტერესები გაწირონ თავიანთი შვილების საკეთილდღეოდ და მათი ბედნიერი მომავლისათვის ისე, რომ სულაც არ იფიქრონ ამისათვის რაიმე ჯილდოს მიღებაზე (ემ ერსონი (Eმერსონ), 1976 წ.). მოკლედ, დახმარება მათ სიამოვნებთ.

ემოციების სოციოლოგია

სოციოლოგები სულ უფრო და უფრო დაინტერესდნენ სოციალურ ცხოვრებაში გავ
ლენიანი როლის ემოციების თამაშით. რას გრძნობს ადამიანი, ხშირად ვიგებთ არა იმით,
თუ რას ამბობს ის, არამედ მისი სახის გამომეტყველებით (შეჭმუხნული წარბები), ხმის
ტონით (გაბრაზებული ყვირილი) ან სხეულის პოზით (ჩამოშვებული მხრები, შეკრული
მუშტები). თითოეული მათგანი არის სიმბოლური ჟესტი. საკუთარმა ემოციებმა შეიძლება
გაამხილოს ჩვენი შიში, მრისხანება თუ სიყვარული, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, რომ
გამოვჩნდეთ `გულგრილნი~. ზოგიერთი ადამიანური ემოცია _ ხალისი, მოწყენილობა,
მრისხანება, შიში _ უნივერსალურია. მართლაც, ემოციების გამოხატვის ფესვები შესა
ძლებელია მოდის ჩვენი ევოლუციური წარსულიდან (ამიტომაც ვპოულობთ პრიმატებისა
და მაიმუნების სახის გამომეტყველებაში ადამიანურის მსგავსს).
ემოციები, მსგავსად ყველა ადამიანური ქცევისა, სოციალურად არის ორგანიზე
ბული. უნარი, დავადგინოთ ემოციები, დავარქვათ მათ სახელები და განვასხვავოთ ისინი
ერთმანეთისაგან, ჩადებულია ჩვენს ენასა და კულტურაში (ტეილორი, 1993 წ.). შეგვი
ძლია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ მრისხანება და ფრუსტრაცია, სირცხვილი და
დანაშაულის გრძნობა იმიტომ, რომ ამას ჩვენი კულტურა აკეთებს. სხვა კულტურები
არ აკეთებენ მსგავსი სახის დისკრიმინაციასა თუ აქცენტს რაიმე გარკვეულ ემოციაზე
უფრო მეტად, ვიდრე სხვებზე. ეს ძირითადად იმით არის გამოწვეული, რომ ჩვენი იუ
დეო ქრისტიანული მემკვიდრეობა, დანაშაულის გრძნობა და მისი ლოგიკური შედეგი _
უმანკოება, შეჭრილია დასავლეთის კულტურებში, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ კონფუ
ცის მოძღვრება _ სირცხვილი და პატივი _ უფრო დიდ როლს ასრულებს შორეული აღ
მოსავლეთის ქვეყნებში. `რეპუტაციის გადარჩენის~ გამოვლენა კონფუციანურ ტრადი
ციაში იღებს სათავეს. ყველა კულტურაში არსებობს წესი, რომელი სიტუაციისათვის
რომელი ემოციაა მისაღები (დაკრძალვაზე სიცილი, როგორც წესი, ტაბუდადებულია,
თუმცა ქორწილებში ტირილი მიღებულია) და ვინ უნდა გამოხატოს და ვინ არა გარკვეუ
ლი სახის ემოცია (`დიდი ბიჭები არ ტირიან~).
რა თქმა უნდა, სირცხვილი დასავლეთში ჯერ კიდევ გარკვეულ როლს ასრულებს. რა
საკვირველია, სოციოლოგები თომას სჩიფი და სუზან რეთზინგერი (1991 წ.) სირცხვილს
მიიჩნევენ ყველაზე არსებითად მთელ ადამიანურ ემოციებში. სირცხვილი მოიცავს მც
ირე უხერხულობას, ასევე უკიდურეს დამცირებას, მაგრამ ის ყოველთვის სოციალურია
და გვიჩნდება შეგრძნებიდან, რომ სხვები არაკეთილგანწყობილნი არიან ჩვენ მიმართ.

149

შეურაცხყოფა, კრიტიკა, უპასუხო სიყვარული, ღალატი თუ უპასუხისმგებლობა ჩვენდა
მი, იწვევს არარაობის, არავისთვის საჭიროს ან გარიყულის შეგრძნებებს.
`სოციალურ ურთიერთქმედებაში სოციალური კავშირი შესაძლებელია დამყარდეს,
შენარჩუნდეს, აღდგეს ან დაირღვეს~ (სჩიფი და რეთზინგერი, 1991 წ., გვ. 64, იტალიკები
წაშლილია). სირცხვილის (და სხვა ემოციების) ფუნქცია არის ის, რომ მზად ვიყოთ სო
ციალურ გარემოზე, სოციალური კავშირების მდომარეობაზე და, შესაძლებელია სხვა
გვარად ცვლილებებზეც კი ინფორმაციის შესახებ. ემოციები უზრუნველყოფენ კომუნი
კაციის მნიშვნელოვან საშუალებებს და შეუძლიათ უფრო მეტიც კი გადმოგვცენ, ვიდრე
ეს შესაძლებელია სიტყვითა და საქმით.
სირცხვილმა შეიძლება ან შეგვზღუდოს რაიმე ქმედების განხორციელებაში, ან გვიბი
ძგოს რაიმე გარკვეული გზით ქმედებისაკენ. სჩიფმა და რეთზინგერმა (1991 წ.) შეისწავ
ლეს ცოლ ქმრული უთანხმოებები. ოჯახური უსიამოვნება იწყება უპატივცემულობის
სიგნალთან ერთად: ერთი მეუღლე პირდაპირ ან არაპირდაპირ ამცირებს მეორეს. თუ
სირცხვილი იგნორირებულია _ ანუ არც ერთი მეუღლე არ აცნობიერებს ამ მტკივნეულ
გრძნობას _ უთანხმოება ძლიერდება. მრისხანება შესაძლებელია განხილულ იქნეს, რო
გორც მცდელობა მოსალოდნელი შეტევების მოსაგერიებლად და `რეპუტაციის გადასარ
ჩენადაც~. მრისხანებას მივყავართ უფრო მეტ დამცირებამდე, მეტ სიბრაზემდე და ა. შ.
წყვილი შესაძლებელია ჩიხში მოექცეს (`ცივი ომის~ პიროვნებათაშორისი ეკვივალენტი)
ან, შესაძლებელია, ერთი პარტნიორი `გამოეთიშოს~ მიმდინარე კამათს, ან გიჟივით გა
ვარდეს ოთახიდან და დაამთავროს ურთიერთქმედება. მიუხედავად ამისა, თუ პარტნიო
რები აცნობიერებენ მტკივნეულ გრძნობებს და გამოხატავენ პატივისცემას, მაშინ კამა
თი, როგორც წესი, შესაძლებელია ისე დასრულდეს, რომ მინიმალური ზარალი მიაყენოს
ურთიერთობას. მსგავსი ძირითადი პრინციპები ეხება მეზობლებსა და ეთნიკურ ჯგუფებს,
პოლიტიკურ პარტიებსა და ეროვნებებს შორის მიმდინარე უთანხმოებებსაც.
სანამ ემოციებს ფესვები აქვს გადგმული ბიოლოგიაში, ფსიქოლოგიასა და სოციალურ
ურთიერთობებში, ადამიანებს შეუძლიათ მართონ თავიანთი ემოციები საჭიროებისამე
ბრ ან სიტუაციის შესაბამისად. როგორც წესი, სტუმრები წვეულებაზე მასპინძელთან
ერთად მხიარულობენ მაშინ, როდესაც ჭირისუფლები დაკრძალვაზე თავიანთ დარდს
გამოხატავენ. `თავისი გრძნობის გამოხატვით ყველას შეაქვს წამიერი წვლილი კოლექ
ტივის საკეთილდღეოდ~ (ჰოჩსჩილდი, 1983 წ., გვ 18). უამრავ ურთიერთქმედებაში _
მშობლებსა და შვილებს, ცოლებსა და ქმრებს, მეგობრებს, შეყვარებულებსა და უცხოე
ბს შორისაც კი _ ხალხი მალავს თავის სიბრაზეს, ისინი სიმულირებენ პატივისცემას ან
ფარავენ სიძულვილს.
ზოგიერთ სიტუაციაში ემოციები მასობრივად არის გამომუშავებული. ეს იმიტომ
ხდება, რომ სპეციფიკური საქმიანობა ან სოციალური როლი ხალხისაგან მოითხოვს,
მიღებული გზით გამოხატონ გარკვეული სახის ემოციები. კლასიკური მაგალითი, რო
მელიც ღრმად გააანალიზა სოციოლოგმა ერლი ჰოჩსჩილდმა (1983 წ.), არის სტიუარდესა.
მისი საქმიანობის ნაწილს შეადგენს ის, რომ სტიუარდესა, მიუხედავად იმისა, როგორ
გრძნობს თავს, უნდა იღიმებოდეს და იქცეოდეს ხალისიანად და თავდაჯერებულად. მგ
ზავრებმა შესაძლებელია შეაწუხონ, შეურაცხყოფა მიაყენონ ან სექსუალურ ძალადო
ბასაც კი მიმართონ მის მიმართ. სტიუარდესამ შეიძლება იცოდეს, რომ პილოტს რაღაც
პრობლემები აქვს ან მგზავრს, რომელიც F რიგში ზის, მშობიარობა ეწყება. რაც არ უნდა
მოხდეს, მან სიმშვიდე და ღიმილი უნდა შეინარჩუნოს. ამის მსგავსად, კომპიუტერული

150

და სხვა `ახალი თაობის~ კომპანიების თანამშრომლებს მოეთხოვებათ იყვნენ ბედნიერი
გამომეტყველებით, თვიანთ საქმეში ცოტათი ხუმარები და მთლიანად ჩართულნი. ამ წყო
ბებში გრძობები კომერციალიზებულია. სტიუარდესას ღიმილი არის ნაწილი იმისა, რასაც
კლიენტი `ყიდულობს~, თვითმფრინავის ბილეთის შეძენით. ეფელი იყენებს კომპიუტერ
ის `უცნაური~ ჰაკერის იმიჯს კომპანიაში სამუშაოდ პერსონალის მოსაზიდად. რაც უფრო
მეტი ხალხი მუშაობს მომსახურების სფეროში და საქმიანი კავშირი აქვს კლიენტებთან
და მომხმარებელთან, რაც, თავის მხრივ, ემოციების გამომუშავებას მოითხოვს, უფრო
მეტი ხალხი მიდის რელიგიაში, თვითდახმარების ჯგუფებში და ეტანებიან სასულიერო
ლიტერატურასა და ფილმებს საკუთარი თავის ხელახლა აღმოსაჩენად. მაგრამ ეს შინა
განი მოძრაობაც კი დამოკიდებულია სოციალურ ურთიერთქმედებასა (ეკლესიასთან, მე
გობრის მაძიებლებთან, ავტორთან და დირექტორთან) და სოციალურ მხარდაჭერაზე.
ურთიერთქმედება არის სოციალური ცხოვრების ერთი ერთი ყველაზე შემოქმედებ ითი ასპექტი `განსხვავებების გაკეთების~ პოტენციალით. ამავე დროს, ურთიერთქ მედება დამოკიდებულია ძლიერ სტრუქტურულ და კულტურულ მოდელებზე, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გარკვეულწილად წინასწარ განმჭვრეტელებად წარმოგვაჩენს სხ ვების მიმართ და, თავის მხრივ, ერთმანეთის ნდობის საშუალებას გვაძლეს. ეს მოდელები უზრუნველყოფს სტაბილური სოციალური ცხოვრების ფუნდამენტს.

შეჯამება

1. სოციოლოგია გვიჩვენებს, რომ ყველაზე ინტიმური ქცევა _ სექსიც კი _ სოცია
ლურად სტრუქტურირებულია. კულტურული ნორმები, ცოდნა და უპირატესობები
ახდენენ ჩვენი სურვილების ფორმირებას; სოციალური სტრუქტურა აწესებს ჩვენი
შესაძლებლობების ფარგლებს. სექსუალური ქცევის ცვალებადი მოდელები, თავის
მხრივ, მოქმედებეს სოციალურ სტრუქტურაზე. და ბოლოს, სექსუალური ურთი
ერთქმედება აისახება და ზემოქმედებას ახდენს ძალაუფლებაზე. თანამედროვე
კვლევების შედეგებმა იმ ფაქტის დემონსტრირება მოახდინა, რომ ვარიაციები სექ
სუალურ ქცევებში გამოწვეულია ისეთი სოციალური მახასიათებლით, როგორიც
არის განათლება.
2. სოციალური ჯგუფები და ურთიერთქმედებები შესაძლებელია დაიყოს სამ ძირი
თად ტიპად: პირველად, მეორეულად და მესამეულად (ან არაპირდაპირად). პირვე
ლადი ურთიერთობებია ინტიმური, პერსონალური, მრავალმხრივი, მოყვარული და
მდგრადი. კლასიკური პირველადი ურთიერთობები მოიცავს მეგობრებსა და შეყვა
რებულებს, ცოლებსა და ქმრებს. როგორ არის ეს ურთიერთობები განსაზღვრული,
დამოკიდებულია კულტურების სხვადასხვაობაზე და მათ მიხედვით იცვლება.
3. სიყვარულზე დასავლურ წარმოდგენას ფესვები აქვს გადგმული ქვეყნის სასიყვარუ
ლო ურთიერთობების ტრადიციაში, რაც არის ტრაგიკული კონფრონტაცია პიროვნე
ბებსა და სოციალურ წყობას შორის. მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში და
განსაკუთრებით კი ამერიკაში, სასიყვარულო ურთიერთობა გახდა ქორწინების წი
ნაპირობა. სხვა საზოგადოებებში და სხვა დროში ქორწინება გარიგებით ხდებოდა.
4. გარიგებით ქორწინებისა და სიყვარულით დაქორწინების იდეოლოგიები სტატუსები
სა (პოზიციები სოციალურ სტრუქტურაში) და როლების (ქცევები და პოზიციები, რაც
მოსალოდნელია ხალხისაგან, რომლებსაც აქვს მიცემული სტატუსი) მნიშვნელობას

151

წინა პლანზე აყენებენ. ზოგი სტატუსი არის წარმომავლობითი (რომელიც მათი მცდ ელობის გარეშე აქვს ხალხს მიღებული), ზოგი კი შეძენილი (რომელიც, უფრო ხშირ შემთხვევაში, მიღწეულია ინდივიდუალური ძალისხმევით). ხშირად მასტერ სტატუ სი დომინირებს ყველა სხვაზე.
5. ზოგ საზოგადოებასა და დროში მეგობრები უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და
მეგობრობასაც მეტად აფასებდნენ, ვიდრე ქმარს ან ცოლს. დასავლეთის საზოგა
დოებაში რომანტიკული სიყვარულის ზრდასთან ერთად მეგობრობის მნიშვნელობა
შესუსტდა. მეგობრების მნიშვნელობა იცვლება საზოგადოებიდან საზოგადოებაში,
სოციალურ კლასებში და მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს
შორის.
6. მეორეული ურთიერთობები არის საჯარო, არაპერსონული, შეზღუდული, ემოციუ
რად ცივი და საერთოდ _ ხანმოკლე. ამის კლასიკური მაგალითებია გამყიდველები და მომხმარებლები, პროფესიონალები და კლიენტები.
7. თანამედროვე ცხოვრების ერთ ერთი განმსაზღვრელი თვისება არის ის, რომ გაი
ზარდა უცხოებთან ურთიერთქმედებათა რაოდენობა (და მნიშვნელობა). ურთიერ თობები უცხოებს შორის სდევს კულტურულ პრინციპებს და ისინი, როგორც წესი, ძალიან გულითადია. მართლაც, თანამედროვე საზოგადოება დამოკიდებულია ცივი ლიზაციის, თავაზიანობისა და ურთიერთნდობის ნორმებზე.
8. მესამეულ ანუ არაპირდაპირ ურთიერთობებში შესაძლებელია, მხარეები არასოდეს
არ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ დაკავშირებულნი არიან მედიისა თუ მესამე მხარის საშუალებით (მაგალითად, ერთის მხრივ _ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და მეორეს მხრივ კი _ მომსახურე პერსონალი და მომხმარებელი). მათი ქმედე ბები შესაძლებელია მოტივირებულ იქნეს საყოველთაო სოციალური მოდელებით (როგორიცაა საბაზრო ძალები) მიუხედავად იმისა, რა ზემოქმედება აქვს თითოეულ მათგანს სხვაზე. არაპერსონალური, არაპირდაპირი ურთიერთობები არსებითია მსხ ვილი სოციალური ორგანიზაციებისათვის.
9. ურთიერქმედებები სამსახურში ფორმირებულია ერთმანეთის გადამფარავი ქსე
ლების, მოლაპარაკებების საშუალებით მიღებული საყოველთაო კულტურული
ნორმებისა და ჯგუფური დინამიკის საფუძველზე. ჯგუფური ცხოვრების ორმაგი
ბუნება ითხოვს როგორც ინსტრუმენტულ (საკითხზე ორიენტირებული), ასევე
ექსპრესიულ (ემოციაზე ორიენტირებულ) ლიდერობას, მაგრამ ესენი შესაძლებე
ლია, რომ სხვადასხვა გზით განახორციელეს (მაგალითად, ეფლი აი ბი ემის წი
ნააღმდეგ).
10. ვინაიდან ორგანიზაციის სიდიდე და მისი მიზნების სირთულე იზრდება, საჭირო ხდება
ფორმალური ორგანიზაცია. მაქს ვებერის `იდეალური ტიპის~ თანახმად, ბიუროკრა
ტიას აქვს ხუთი თვისება: (1) შრომის ზუსტად განსაზღვრული განაწილება სპეცია
ლიზებული დავალებებით; (2) ოფიცრების იერარქია ბრძანებების ჯაჭვის მიხედვით;
(3) დეტალურად შემუშავებული წესები და ნორმატივები; (4) არაპიროვნულობა და
ემოციური განცალკევება რაციონალური გადაწყვეტილების მიღების ასამაღლებლად
და (5) ჯილდო დამსახურების მიხედვით. მიუხედავად ამისა, არცერთი ბიუროკრატია
ზუსტად არ მისდევს ვებერის იდეალურ ტიპს; გარკვეულწილად ქცევის ფორმირება
უფრო მეტად არაოფიციალური ნორმებით ხდება, ვიდრე ოფიციალური წესებითა და
ინსტრუქციებით.

152

11. სოციალური პირობების ცვლილებამ მიგვიყვანა ორგანიზაციული სტრუქტურების
შეცვლამდე. ტრადიციული ბიუროკრატიის ერთი ალტერნატივა გამოვლენილია
მსხვილ იაპონურ კორპორაციებში, რომელიც სამუშაო ადგილების შენარჩუნების
გარანტიას აძლევს მომსახურე პერსონალს მათი შრომისუნარიანობის ბოლომდე,
აქცენტს აკეთებს ჯგუფურ მიღწევებზე, აწინაურებს სამუშაო სტაჟის მიხედვით,
გადაწყვეტილებებს არ იღებს ერთპიროვნულად და მომსახურე პერსონალის მიმართ
ყოველმხრივი მზრუნველობის დემონსტრირებას ახდენს. მეორე ალტერნატივა
გახლავთ `კორპორაციული კამპუსის მოდელი~, რომელიც აქცენტს აკეთებს მო
ქნილობაზე, ინდივიდუალობასა და არაფორმალობაზე, რომელიც ტრადიციულ ბი
უროკრატიაში გამოხატული სტაბილურობის, შესაბამისობისა და ფორმალობის სა
პირისპიროა. კორპორაციათა შერწყმამ (რაც სულ უფრო და უფრო ჩვეული მოვლენა
ხდება) შესაძლებელია შეაერთოს სხვადასხვა სამუშაო ადგილის კულტურის მქონე
კომპანიები, რასაც თითქმის ყოველთვის მოსდევსა ხალხის შემცირება, რასაც მომ
სახურე პერსონალისათვის სერიოზული სოციალურ ფიზიოლოგიური და ეკონომი
კური შედეგები მოსდევს.
12. სოციალური წყობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეეთვისებიან, მართავენ და შევ
ცლიან სოციალურ სტრუქტურას სოციალური მოქმედი პირები (პიროვნებები, ორგა ნიზაციები თუ ინსტიტუტები). სოციოლოგებმა შეიმუშავეს ექვსი ძირითადი მიდგომა სოციალური ურთიერთქმედების სტრუქტურის ასახსნელად.
13. სიმბოლური ურთიერთქმედება ფოკუსირებას ახდენს სოციალური ურთიერთ
ქმედების სიმბოლურ ასპექტებზე და იმაზე, როგორ აძლევს ხალხს საშუალებას სიმ
ბოლური ჟესტები და როლის აღება, რომ საკუთარი ქცევის კოორდინირება მოახდი
ნონ.
14. დრამატურგიული მიდგომა სოციალური ურთიერთქმედებაა, როგორც თეატრალური
წარმოდგენა თავისი სცენით, კულისებითა და უამრავი რეკვიზიტით. გარკვეულ წილად, ყველანი ჩართულნი ვართ შთაბეჭდილებების მართვაში.
15. ეთნომეთოდოლოგია სოციალურ ურთიერთქმედებას შიგნიდან განიხილავს და იყე
ნებს ბრეეცჰინგ ექსპერიმენტებს, რათა მოახდინოს სხვადასხვა სიტუაციაში ურთ იერთქმედებისათვის საერთო და ხშირად გაუცნობიერებელი წესების მნიშვნელობის ილუსტრირება.
16. საუბრის ანალიზი განსაზღვრავს, როგორ იყენებს ხალხი სტრუქტურას (გან
საკუთრებით რიგის დაკავება), როგორც საუბრის წასაყვანად, ასევე საკუთარი
მიზნების მისაღწევადაც.
17. სოციალური გაცვლის თეორია ნაცვალგებას არსებითად მიიჩნევს ადამიანების
ურთიერთქმედებისათვის. ადამიანი, იმის გადაწყვეტის დროს, რა მოიმოქმედოს, აფასებს პოტენციურ სარგებელსა და ხარჯს და ცდილობს დააბალანსოს სოციალ ური აღრიცხვის წიგნი.
18. ემოციების სოციოლოგია გრძნობების გამოხატვას თვლის კომუნიკაციის სასიცოცხ
ლო საშუალებად, რომელიც გვამზადებს სოციალური ურთიერთობების პირობები სათვის. მაგრამ ამასთანავე მას მიიჩნევს შუალედურ რგოლად, რომელიც შესაძლე ბელია მართული და კომერციალიზებულიც კი იყოს.

153

იმსჯელეთ

1. აღწერეთ, როგორ ხდება თვით ინტიმური ურთიერთობების ფორმირებაც კი
მონაწილეთა მონაცემების, კულტურისა და სოციალური სტრუქტურის საშუალე
ბით.
2. ახსენით განსხვავებები პირველად და მეორეულ და პირდაპირ და არაპირდაპირ
ურთიერთობებს შორის.
3. როგორია `უცხოს~ სოციოლოგიური განსაზღვრა? რატომ არის უცხოებთან ურ
თიერთქმედება განსაკუთრებული მახასიათებელი თანამედროვე საზოგადოები
სათვის?
4. აღწერეთ ბიუროკრატიის იდეალური ტიპი და კორპორაციული ორგანიზაციის ორი
ალტერნატიული ფორმა.
5. შეაჯამეთ ექვსი მთავარი მიდგომა სოციალური ურთიერთქმედების სტრუქტურის
ასახსნელად.

იაზროვნეთ კრიტიკულად

1. როგორ გესახებათ ის იდეალი, რაც თქვენს რომანტიკულ პარტნიორს უნდა ჰქონდეს?
რას ფიქრობთ, როგორ მოხდება მისი ფორმირება სოციალური სტრუქტურითა და კულტურით?
2. აღწერეთ სიტუაცია, როდესაც უცხო პიროვნება იყავით. რა ზემოქმედება მოახ
დინა მან თქვენს ქმედებებსა და ხალხის თქვენდამი დამოკიდებულების გზებზე? რა
ნორმებს დაემორჩილეთ თქვენ და სხვა/სხვები? იყო თუ არა ურთიერთქმედება გუ
ლითადი?
3. რომელი ურთიერთობის გავლენის ქვეშ უფრო ხშირად იმყოფებით _ პირდაპირისა
თუ არაპირდაპირისა? თქვენი ცხოვრების რომელი სფეროა უფრო მეტად ან ერთის ან მეორის ზემოქმედების საგანი?
4. სოციალური ქსელების იდეის გამოყენებით აღწერეთ ურთიერთობები თქვენს სამუშ
აო და საცხოვრებელ ადგილებში თუ თავისუფალ დროს განხორციელებული ქმედე ბებისას. ამ ურთიერთობებიდან რამდენია გამოწვეული ერთნაირი სოციალური პი რობებით? დანარჩენი ურთიერთობებიდან რამდენი მოითხოვს სხვა პირობებისა და ქმედებების ჩართვას?
5. რა არის ბიუროკრატიის, როგორც სოციალური ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი
მხარეები? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თანამედროვე საზოგადოება ბიუროკრატიის
გარეშე? რომელია ყველაზე აუცილებელი? ნაკლებად საჭირო?

სიტყვარი

შეძენილი სტატუსი _ პიროვნების მიერ ძირითადად პერსონალური ძალისხმევით მიღ
წეული ნებაყოფლობითი სტატუსი.
წარმომავლობითი სტატუსი _ ხალხისთვის სხვების მიერ მინიჭებული სტატუსი.

154

ბრეეცჰინგ ექსპერიმენტი _ ჰაროლდ გარფინკელის ტექნიკა, გამოყენებული სხვადა
სხვა გაუცნობიერებელი კულტურული ვარაუდის გამოსავლენად, ნორმების განზ
რახ დარღვევითა და ხალხის რეაქციის ჩაწერით.
ბიუროკრატია _ ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც ხასიათდება შრომის სპეციალ
იზაციითა და მისი მკაფიოდ განაწილებით, ოფი