Archive

სამოქალაქო განათლება


პირველი ნაწილი

ჩემი სამშობლო რაღაცით სიმბოლურია, რომ ინის ნაპირას, ბრაუნაუში დავიბადე.
ეს პატარა ქალაქი ორი გერმანული სახელმწიფოს საზღვარზე ძევს, რომელთა შეერთებას მთელი ჩვენი ძალებით უნდა ვესწრაფოთ.
გერმანული ავსტრია აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს დიადი დედა-გერმანიის წიაღს. მაგრამ არა ეკონომიკური ხასიათის მიზეზთა გამო.
არა და არა!
ამ ორი ქვეყნის შერწყმა, ეკონომიკური თვალსაზრისით სასარგებლო კი არა, პირიქით საზარალოც რომ იყოს, მაინც უნდა მოხდეს. ერთნაირმა სისხლმა ერთიანი სახელმწიფო უნდა შექმნას.
სანამ გერმანული სახელმწიფო არ შემოიკრებს ყველა გერმანელს და არ უზრუნველყოფს მათ საკვებით, გერმანიას არა აქვს მორალური უფლება ეძიოს ახალი ტერიტორიები.
მაშინ მოვჭედავთ გუთნისგან მახვილს და ჯეჯილი მსოფლიოს მომავლისა ომის ცრემლებით მოირწყვება.
ეს იდეები მარწმუნებენ, რომ ჩემი გაჩენა ორი სახელმწიფოს საზღვარზე სიმბოლოა დიდი მისიისა.
განა ჩვენ გერმანელები არა ვართ? განა ჩვენ ერთურთს არ ვეკუთვნით?
ეს პრობლემა ადრევე ჩაიბეჭდა ჩემს ბავშვურ ტვინში. ჩემი ამ მორცხვი კითხვების პასუხად. ფარული შურით ვაღიარებდი, რომ ბევრ გერმანელს არ გვქონდა ბედნიერება გვეცხოვრა ბისმარკულ იმპერიაში. Read More

Advertisements

ისტორიის დასასრული?
ფრენსის ფუკუიამა
1989 წლის ზაფხული. „ეროვნული ინტერესი“ (The National Interest)

მცირე წინათქმა
ფრენსის ფუკუიამას მიერ 1989 წელს დაწერილი სტატიის თარგმნა რამდენიმე მიზეზით გადავწყვიტე. მათი ნაწილი სრულიად პრაქტიკული და მატერიალისტურია, ზოგიც კი იდეალისტური – ამ ორი სამყაროს ურთიერთზემოქმედების შესახებ კი ქვემოთ ბევრს წაიკითხავთ. NIMD-ის დემოკრატიის განათლების პროგრამა დემოკრატიის ოთხ სკოლას მართავს საქართველოში, რომლებშიც პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები დემოკრატიული პოლიტიკის შესახებ განათლებას იღებენ. უკვე მესამე წელიწადია, ტრადიციულად გამხსნელ ლექციას დემოკრატიის ისტორიასა და მომავალს ვუძღვნი. ეს სტატია კი ამ ლექციის ერთ – ერთი საფუძველია. ამასთან, წიგნი რომელიც ფუკუიამას ამ სტატიას მოჰყვა – “ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ – და ქართულადაც ითარგმნა, გაყიდვაში აღარაა. გავითვალისწინე ისიც, რომ მოკლევადიანი სასწავლო პროგრამის მხოლოდ ერთი სალექციო თემისათვის მთელი წიგნის წაკითხვა პროგრამის მონაწილეებისათვის არაპრაქტიკულია. შესაბამისად, ამ სტატიის თარგმნა დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა და მიხარია, რომ ახლა მოვახერხე. Read More


როდესაც ადამიანის ღირსების შელახვა და შევიწროვება ხდება სექსუალური ორიენტაციის გამო, იქნება ეს პირდაპირ თუ ირიბად, თუ ყველა მოქალაქის, თუ ყველა რელიგიური ადამიანის წმიდათა წმიდა ვალია გვერდში დაუდგეს დაჩაგრულსა და დამცირებულ უმცირესობას სამართლიანობის და თანასწორობისთვის ბრძოლის საქმეში.

დედამიწის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ჰომოფობია ოფიციალურად დაგმობილია. ჩვენში კი ამ თემაზე ლაპარაკი დღემდე საჩოთიროდ ითვლება. Read More


იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა მორთვა-მოკაზმვა და მისი განახლება. იგი მთელ თავის ფულს ამაში ხარჯავდა.

ჯარისკაცების წინაშე იგი მხოლოდ იმიტომ გამოდიოდა, თეატრში თუ ტყეში იმიტომ მიიჩქაროდა, რომ თავისი ახალი მორთულობით თავი მოეწონებინა. დღის ყველა დროისათვის მას განსაკუთრებული ტანსაცმელი ჰქონდა შერჩეული. და თუ საერთოდ მეფეებზე იტყვიან: ”მეფე საბჭოშია”, მასზე ყოველთვის ამბობდნენ: ”მეფე საგარდერობოშია”. Read More


„ვსაუბრობთ რა მომხმარებელ საზოგადოებაზე, ვგულისხმობთ უფრო მეტს, ვიდრე ბანალურ თეზისს იმის შესახებ, რომ ამ საზოგადოების ყველა წევრი „მოიხმარს“. ყველა ადამიანი, მეტიც, ყველა ცოცხალი არსება უხსოვარი დროიდან მოიხმარს“ (ბაუმანი 2004). აღნიშნული ტერმინი წარმოშობს ამბივალენტურობას. თვით ამ ფენომენის განმარტებაში არ არის სიზუსტე და ერთგვაროვნება. ჟან ბოდრიარმა თავის წიგნს (რომელიც ამ თემის კლასიკად ითვლება) «La Société de consummation» – „მოხმარების საზოგადოება“ უწოდა. ინგლისურ თარგმანში ის მცირედ სახეშეცვლილი სახით გამოქვეყნდა: «Consumer Society» – „მომხმარებლების საზოგადოება“. Read More


სოსო ტაბუცაძე

ინტელიგენტ-ინტელექტუალთა ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე საზოგადოება და პოლიტიკა IV. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, თბილისი 2002.

წელიწადნახევრის წინ კავკასიურ ინსტიტუტში გაიმართა სემინარი, სადაც ინტელიგენციისა და ინტელექტუალთა წარმომადგენლებმა იმსჯელეს თემაზე – “ძველი ინტელიგენცია და ახალი ინტელექტუალები”. ალმანახ “საზოგადოება და პოლიტიკის” მეოთხე ნომრის ძირითად ბირთვს სწორედ ამ სემინარის მასალები წარმოადგენს, რომელიც ტრადიციული ფორმებითაა გამოქვეყნებული: წინასწარ მომზადებულ მოკლე მოხსენებებს მოსდევს დისკუსიაში გამომსვლელთა მოსაზრებები. წინათქმაში ისიცაა აღნიშნული, რომ მონაწილეთა უმრავლესობას თავიანთი გამოსვლების ტექსტები აღარ მიუწოდებია ალმანახისათვის და, სამწუხაროდ, ეს ნაწილი არასრულია. მაგრამ კარგი ისაა, რომ კრებულში შესული ყველა მასალა, როგორც იტყვიან, სულმოუთქმელად იკითხება და თუ ეს გადაჭარბებად მოგეჩვენებათ, თავადვე გადაამოწმეთ. ეს არის პირველი მცდელობა ამ მეტად წინააღმდეგობრივი და მნიშვნელოვანი პრობლემის სისტემური განხილვისა და, სხვა რომ არაფერი, ამგვარი კვლევებისადმი ყურადღების მიქცევა ამიტომაც ღირს. ალმანახი საკმაოდ სოლიდურია, სამასამდე გვერდს შეადგენს და, ცხადია, ყველა სტატიის მიმოხილვას ვერ შევძლებ და ვერც მიზნად დავისახავ, ამიტომ ჯერ მხოლოდ ნაშრომთა ჩამონათვალს შემოგთავაზებთ. პირველ ბლოკში წარმოდგენილია გია ნოდიას, რისმაგ გორდეზიანის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ზაზა შათირიშვილის და დათო ზურაბიშვილის სტატიები. Read More


გელა ქოქიაშვილი

სუფრავ გაშლილო –  ლხინი ხარ

 მეორე გამოცემა

 (ვაზი, ღვინო, სუფრის წეს-ჩვეულებები, ცნობილი სუფრები, თამადის ინსტიტუტი და მისი ადგილი ქართულ სუფრაზე, სადღეგრძელოები)

დაიბადა 1939წლის 9 აპრილს ქ. თბილისში. 1957 წელს მედალზე დაამთავრა სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა ქ. ქუთაისის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა გადამუშავების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1962 წელს ქ. სოხუმში.

1958 წელს, რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე დაიმსახურა საპატიო დიპლომი სახალხო არტისტის კომპოზიტორ სანდრო მირიანაშვილის რომანსების შესრულებისთვის.

1961 წელს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში (ქ.სოხუმი) მან ჩამოაყალიბა ანსამბლი «შვიდკაცა», რომელიც ხშირად გამოდიოდა კონცერტებით. რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა, «შვიდკაცას» მიერ, ჩაწერილ იქნა აფხაზეთის რადიოსათვის.

1964 წელს ტრამვაი-ტროლეიბუსების სახელმწიფო ანსამბლთან ერთად იგი წარმატებით გამოდის მოსკოვის საკონცერტო  დარბაზებში როგორც სოლო მომღერალი.

Read More

%d bloggers like this: