მალიარი ხარ, ბიჭო?!
“ბეღურების გადაფრენა”
“იქ იჯდა თბილისი”
ანონიმი
“je suis snob!”
ბორის ვიანი

კაცობრიობის უპასუხო კითხვებთან ერთად, “ვინ მოკლაკენედი” ან “არსებობს თუ არა სიცოცხლე მარსზე”ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ არ ყოფილასაქართველოში ანდერგრაუნდი? დანარჩენი ამშეკითხვაზე ცოტა გრძელი პასუხია და მიუხედავადწერილის თავისუფალი სტილის და ტონისა, ბოლოსკენ,საილუსტრაციო მაგალითების შემდეგ, კულტურისთეორიულ საკითხებამდეც მიდის. კი მაგრამ, რა შუაშია ანდერგრაუნდთან სნობიზმი? “სნობიზმი” პირობითი სახელია, რომელიც იმ ფენომენისაღსაწერად მინდა გამოვიყენო, რომელიც ქართულკულტურას, ჩემი აზრით, მნიშვნელოვნად განაპირობებს.

Read More

Advertisements

სტრუქტურალიზმი, პოსტსტრუქტურალიზმი და პოსტმოდერნული – სოციალური
თეორიის წარმოშობა

 

 

  1. სტრუქტურალიზმი: ლინგვისტური წყაროები
  2. პოსტსტრუქტურალიზმი
  3. მიშელ ფუკოს შეხედულებები: ეპისტემე და დისკურსი
  4. პოსტმოდერნისტული სოციალური თეორია
  5. ზომიერი პოსტმოდერნისტული სოციალური თეორია: ფრედერიკ ჯეიმსონი
  6. რადიკალური პოსტმოდერნისტული სოციალური თეორია: ჟან ბოდრიარი
  7. პოსტმოდერნისტული სოციალური თეორიის გამოყენება.
  8. კრიტიკა და პოსტ-მოდერნისტული თეორია

 

 

Read More


რელიგია და კულტურა

სამხრეთ კავკასიაში

 

სალექციო  კურსისოციალური მეცნიერებების მაგისტრატურისათვის

 

 

შინაარსი

 

 

 

კავკასიის გეოგრაფიული გარემო და მოსახლეობა                                                            4

რელიგიები და ეთნოსები სამხრეთ კავკასიაში. ძირითადი კონფესიები

და მათი ისტორიული და ტერიტორიულ-ეთნიკური ლოკალიზაცია                              6

ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიად დაყოფის გეოგრაფიული,

პოლიტიკური და კულტურული საფუძვლები                                                                24

კულტურისა და ცივილიზაციის ცნებათა სამუშაო

დეფინიციები მოცემული კურსის ფარგლებში                                                                27

კავკასია – კულტურათა და ცივილიზაციათა კონტაქტის ზონა

(გზაჯვარედინი). კულტურათა კონტაქტის ტიპები                                                        31

ერთიანი კულტურული სივრცის ცნება და მისი მიმართება

კავკასიასთან (სამხრეთ კავკასიასთან). საერთო

კავკასიური (სამხრეთკავკასიური) იდენტურობის პრობლემა                                       42

ერთიანი კავკასიის იდეა ისტორიულ ჭრილში: კავკასიის გაერთიანების

მცდელობა XI-XII სს., მისი იდეოლოგიური მომზადება და პრაქტიკული

განხორციელების გზაზე გადადგმული ნაბიჯები. იდეის პერიოდული

გამოცოცხლება მომდევნო საუკუნეებში (XIV-XV სს., XVIII ს.)                                        49

“ერთიანი კავკასიური სახლის”იდეა და მისი რეალიზაციის

მცდელობანი XX ს. 90-იანი წლების დასაწყისში.

“მშვიდობიანი კავკასიის” იდეა როგორც ს.ჰანთინგტონის

ვერსიის ალტერნატივა. მისი პოლიტიკური შეფერილობა                                             52

ცივილიზაციათა კონფლიქტის პროგნოზი და მისი რელიგიური

საფუძვლები. სამხრეთ კავკასია ამ პროგნოზის პრიზმაში                                              57

ქართველთა კულტურული იდენტურობის პრობლემა: ისტორიული ჭრილი               66

კულტურული და რელიგიური იდენტურობის პრობლემათა

აქტუალიზაცია პოსტსაბჭოთა ხანაში. ეთნიკურობისა

და რელიგიურობის იდეოლოგიზაცია და პოლიტიზაცია                                              71

რელიგიის ფაქტორი კავკასიის თანამედროვე კონფლიქტებში                                      84

CULTURE AND RELIGION IN SOUTH CAUCASUS                                                       107 Read More


სტუმარი

        მასწავლებელმა სკოლისაკენ მომავალი ორი მგზავრი დაინახა. ერთი ცხენზე იყო ამხედრებული, მეორე ფეხით მოდიოდა. მათ ჯერ ვერ მიეღწიათ ციცაბო ბილიკისათვის, რომლის ბოლოშიც სკოლა იყო. დაღლილები ვრცელსა და უკაცრიელ პლატოზე, თოვლსა და ქვებში ნელა იკვლევდნენ გზას. მასწავლებელი კარგად ხედავდა დაღლილი ცხენების ნესტოებიდან გამოშვებულ ორთქლს. ეტყობოდა, რომ ერთ-ერთი მგზავრი კარგად იცნობდა ამ მხარეს. ისინი მიუყვებოდნენ ბილიკს, რომლის კვალი სამი დღის წინ თოვლს დაეფარა. მასწავლებელმა გამოთვალა: მგზავრები გორაკზე ნახევარ საათზე ადრე ვერ ავიდოდნენ. ციოდა. ის სკოლაში შებრუნდა ჯემპრის ასაღებად. ცივი და ცარიელი საკლასო ოთახი გაიარა. უკვე სამი დღე იყო, შავ დაფაზე საფრანგეთის ოთხი მდინარე ეხატა ოთხი სხვადასხვა ფერის ცარცით. ისინი საერთო შესართავისკენ მიედინებოდნენ. რვათვიანი გვალვის შემდეგ შუა ოქტომბერში დიდი თოვლი მოვიდა და რადგან წვიმას სიცივეები მოჰყვა, ის ოციოდე მოსწავლეც კი, რომლებიც პლატოზე გაფანტულ სოფლებში ცხოვრობდნენ, სკოლაში აღარ მოდიოდა. კარგ ამინდს კი ჯერ პირი არ უჩანდა. დარიუ ვერ თბებოდა თავის ოთახში, რომელიც საკლასო ოთახზე აღმოსავლეთიდან იყო მიშენებული. ოთახის ფანჯარა სამხრეთისკენ გადიოდა. სკოლა რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული იმ ადგილს, საიდანაც პლატო სამხრეთით ეშვებოდა. მზიან დღეებში ფერდობზე უამრავი ია ხარობს, იქიდან კი ვრცელი უდაბნო იშლება. დარიუ ცოტა გათბა. ფანჯრისკენ შეტრიალდა და ორი მამაკაცი შეამჩნია. ისინი უკვე აღმართს მოუყვებოდნენ. ცა ნელ-ნელა იწმინდებოდა. ღამით თოვა შეწყვეტილიყო, ცა შავ ღრუბლებს დაეფარა და ამიტომ დილითაც ბნელოდა. მხოლოდ შუადღის ორი საათისათვის შეგეძლო გეთქვა თენდებაო. მაგრამ იმ დღეს მაინც უკეთესი ამინდი იყო, ვიდრე წინა სამი დღის განმავლობაში, როცა თოვდა და უკუნეთ სიბნელეში ქარი უბერავდა. დარიუ მთელ დღეებს ოთახში ატარებდა, მხოლოდ ფარდულში დამწყვდეული ქათმების მოსავლელად და ნახშირის მარაგის შესავსებად გადიოდა გარეთ. საბედნიეროდ, ჩრდილოეთით მდებარე ყველაზე ახლო სოფლიდან, ტაბჟიდიდან, ქარბუქის ამოვარდნამდე ორი დღით ადრე მანქანით სურსათი ჩამოიტანეს. მანქანას გზის დასაფარავად ორმოცდარვა საათი დასჭირდა. Read More


ბულგაკოვი მიხაილ

მამლიანი პირსახოცი

 

თუ კაცს მიყრუებულ შარაგზებზე ცხენშებმული ეტლით არ უმგზავრია, მისთვის თუნდა მომიყოლია, ეს რა სატანჯველია, თუნდა არა, მაინც ვერაფერს გაიგებს, ხოლო იმას, ვისაც უმგზავრია, არც მინდა, რომ გავახსენო. მოკლედ გეტყვით: სამაზრო ქალაქ გრაჩოვკიდან მურიევოს საავადმყოფომდე ორმოცი ვერსის გავლას მე და ჩემმა მეეტლემ ერთი დღე და ღამე მოვანდომეთ. თანაც კურიოზული სიზუსტით: 1917 წლის 16 სექტემბერს დღის ორ საათზე ქალაქ გრაჩოვკის განაპირას მდგარ უკანასკნელ ფქვილის დუქანს გავცდით, ხოლო იმავე დაუვიწყარ 1917 წლის 17 სექტემბერს, სამის ხუთ წუთზე მურიევოს საავადმყოფოს ეზოში ვიდექი სექტემბრის წვიმებისგან ჩამჭკნარ და ჩამკვდარ, გათელილ ბალახზე. ვიდექი ამდაგვარად: ფეხები გაშეშებული მქონდა, თანაც ისე, რომ იქვე, ეზოში მდგარს, თვალწინ ბუნდოვნად წარმომიდგა სახელმძღვანელოები, გულში ვფურცლავდი ამ სახელმძღვანელოებს და ჩლუნგად ვცდილობდი, გამეხსენებინა, მართლა არსებობდა, თუ გუშინ სოფელ გრაბილოვკაში სიზმრად მომელანდა ავადმყოფობა, რომლის დროსაც ადამიანს კუნთები უქვავდება? ლათინურად რა ჰქვია ამ წყეულ ავადმყოფობას? ყოველი კუნთი ისე აუტანლად მტკიოდა, კბილის ტკივილი მონაგონია. ფეხის თითებზე ხომ ლაპარაკიც აღარ ღირდა – სრულებით ვეღარ ვამოძრავებდი, თითქოს მოეკვეთათ და ჩექმებში ნაფოტებივით ჩამრჩენოდა. უნდა ვაღიარო, რომ მედიცინას სულმოკლედ ვწყევლიდი და საკუთარ თავს ვლანძღავდი იმის გამო, რომ ხუთი წლის წინ უნივერსიტეტის რექტორის სახელზე განცხადება შევიტანე. Read More


პირველი ნაწილი

ჩემი სამშობლო რაღაცით სიმბოლურია, რომ ინის ნაპირას, ბრაუნაუში დავიბადე.
ეს პატარა ქალაქი ორი გერმანული სახელმწიფოს საზღვარზე ძევს, რომელთა შეერთებას მთელი ჩვენი ძალებით უნდა ვესწრაფოთ.
გერმანული ავსტრია აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს დიადი დედა-გერმანიის წიაღს. მაგრამ არა ეკონომიკური ხასიათის მიზეზთა გამო.
არა და არა!
ამ ორი ქვეყნის შერწყმა, ეკონომიკური თვალსაზრისით სასარგებლო კი არა, პირიქით საზარალოც რომ იყოს, მაინც უნდა მოხდეს. ერთნაირმა სისხლმა ერთიანი სახელმწიფო უნდა შექმნას.
სანამ გერმანული სახელმწიფო არ შემოიკრებს ყველა გერმანელს და არ უზრუნველყოფს მათ საკვებით, გერმანიას არა აქვს მორალური უფლება ეძიოს ახალი ტერიტორიები.
მაშინ მოვჭედავთ გუთნისგან მახვილს და ჯეჯილი მსოფლიოს მომავლისა ომის ცრემლებით მოირწყვება.
ეს იდეები მარწმუნებენ, რომ ჩემი გაჩენა ორი სახელმწიფოს საზღვარზე სიმბოლოა დიდი მისიისა.
განა ჩვენ გერმანელები არა ვართ? განა ჩვენ ერთურთს არ ვეკუთვნით?
ეს პრობლემა ადრევე ჩაიბეჭდა ჩემს ბავშვურ ტვინში. ჩემი ამ მორცხვი კითხვების პასუხად. ფარული შურით ვაღიარებდი, რომ ბევრ გერმანელს არ გვქონდა ბედნიერება გვეცხოვრა ბისმარკულ იმპერიაში. Read More


სარტრი ჟან-პოლ

ალტონელი  განდეგილები

 

პიესა სამ მოქმედებად

 

 

ფრანგულიდან თარგმნა  თამარ აბრამიშვილმა

 

მოქმედი პირნი

  1. ლენი
  2. იოჰანა
  3. ვერნერი
  4. მამა
  5. ფრანცი
  6. ამერიკელი
  7. ქალი
  8. ლეიტენანტი კლაგი
  9. ფელდფებელი
  10. გესტაპოელები

 

 

მოქმედება პირველი

Read More

%d bloggers like this: