Archive

სხვადასხვა


სამი წლის წინ, პატარა ბრიტანულ ქალაქში 15 წლის ბიჭმა სასტიკი ცემით სიკვდილის პირას მიიყვანა 20 წლის ახალგაზრდა ქალი, სოფი ლანკასტერი და ასევე უმოწყალოდ ცემა მისი შეყვარებული, რობერტ მალტბი მხოლოდ იმიტომ, რომ წყვილს განსხვავებულად, გოთებივით ეცვათ. ბიჭს, რომლის სახელსაც სასამართლო მისი არასრულწლოვანების გამო არ ამხელდა, თან ახლდა ოთხი მეგობარი, როცა ქუჩაში გოთურად ჩაცმულმა წყვილმა მიიპყრო მათი ყურადღება. მცირედი შელაპარაკების შემდეგ, მოზარდები შეტევაზე გადავიდნენ, თან ერთმანეთს აქეზებდნენ. შემთხვევის ადგილას მისულ პოლიციელებს სოფი ლანკასტერის სქესის დადგენაც კი გაუჭირდათ, იმდენად ნაცემი იყო ის. გოგონა ამ შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. გოთები ისევე, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელებული სხვა სუბკულტურების წარმომადგენლები, ხშირად ხდებიან დაცინვის, გარიყვის, შეურაცხყოფის და ზოგჯერ ისეთი სიმკაცრით შურისძიების მსხვერპლნიც, როგორც ბრიტანელი მოზარდები სოფი ლანკასტერს გაუსწორდნენ. ამის მიზეზი ზოგჯერ ხდება მოსაზრება, რომ თვითონ სუბკულტურების წევრები გამოირჩევიან აგრესიულობით, რაც საზოგადოების მხრიდან საპასუხო აგრესიას იწვევს. კლიშეებისა თუ დისკრიმინაციის მიუხედავად, სუბკულტურების რიცხვი ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არ მცირდება. Read More


მე თექვსმეტი წლისა ვარ და მინდა დავაფიქსირო, რა არ მეჯავრება: მე არ მეჯავრება ღმერთი, რადგან არ არსებობს. რომ მწამებოდა – შემჯავრდებოდა. არა მგონია ეს ერჩიოს, ე.ი. რომ მწამდეს და მეჯავრებოდეს. რომ არ მწამს – არის თავისთვის, ჩემი სიძულვილით და მათხოვრობით შეუწუხებელი, ე.ი. არ არის. ნერვები მეშლება, როცა გავიფიქრებ, რომ შეიძლება არსებობს და მე ვწამვარ… მე არ მეჯავრება ყვავილები, რადგან არსებობენ… მე არ მეჯავრება მაგალითად ვირები. თუმცა, ცოცხალი ვირი, ე.ი. Read More


უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის საბოლოო სიტყვა სასამართლო პროცესზე – “მე შევასრულე ჩემი მოვალეობა”

”წარმოგიდგენთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა ამბროსის აღმსარებლის (ხელაია) საბოლოო სიტყვას, წარმოთქულს მის სასამართლო პროცესზე 1924 წლის 16 მარტს. იმავე წლის 19 მარტს საქართველოს სსრ-ს უზენაესმა სასამართლომ უწმინდესსა და უნეტრესს ამბროსის მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, სასტიკი იზოლაციით და ქონების კონფისკაციით.ერთი წლისთავზე, უკვე ძლიერ დაუძლურებულს შეეხო ამინისტია. საბოლო ჯამში წმინდა პატრიარქმა პატიმრობაში დაჰყო ორი წელი და ორი თვე. წმ. ამბროსი ხელაია მარად დარჩება ჩვენი ერის ისტორიაში, როგორც ეკლესიისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის მსხვერპლშეწირული ერის მამა.სიტყვა გადმობეჭდილია შემდეგი წყაროდან:ჟურნალი ”მნათობი”,
1988 წ.N10

“სანამ რამეს ვიტყოდე იმ დანაშაულების შესახებ, რომელიც მე მედება, საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო, რომ ჩვენ ღვთისმსახურნი ქრისტიანული სწავლა-მოძღვრების მიხედვით ვალდებულნი ვართ, დავემორჩილოთ “ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა” (რომ. 13,1), რადგანაც ხელმწიფებასა შინა მყოფნი “მსახურნი ღმრთისანი არიან” (რომ, 13,6), მათთვის უნდა ვილოცოთ (1, ტიმ. 2,2) და მათზე არა ვსთქვათ ბოროტი (საქ. მოციქ. 23,5), მაგრამ ბოროტის არა თქმა იმას არ ნიშნავს, რომ მათ მოქმედებას კრიტიკის თვალით არ შევხედოთ, მათი შეცდომები არ აღვნიშნოთ. ამისთვის ჩემს სიტყვაში მთავრობის შეცდომების აღნიშვნის დროს თუ რამე არამართებული წამომცდეს, გთხოვთ, ეს ჩარიცხოთ უნებლიე შეცდომათ, ანუ მიიღოთ უბრალო Lapsus Linguea-დ და ბოროტ განზრახულების ხასიათი არ მისცეთ. მე სახეში მყავს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.

Read More


ფაქტია – თუ იღბლიანობა ხშირად წარმოადგენს კვლევისა და განხილვის საგანს (ეს გასაგებიცაა – ყველას ეხალისება რჩევების დარიგება იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიო წარმატებას ), უიღბლობას გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა და, როგორც წესი, ბრალდება გარემოებას ან ბედს, ანუ იმ ობიექტურ ფაქტორებს, რომელსაც ვერ შეებრძოლები.
ხანდახან ადამიანი ერთგვარი გამბედაობითა და თავმოწონებითაც კი აღიარებს ხოლმე, რომ ის უიღბლოა, მაგრამ არასოდეს იტყვის, რომ ყველაფერში თვითონაა დამნაშავე ( როგორ აღიაროს თვითშემმეცნებელმა და თვითშემფასებელმა გონებამ თავი სუსტად? ის ხომ თვითონ არის საკუთარი თავის საზომი და მისით შეიმეცნებს სამყაროს).

Read More


ნიკო გომელაური

ნიკო გომელაური

(ლექსები)

არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა…
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა…

Read More


პირადი ინფორმაცია

სახელი, გვარი ცირა ბარბაქაძე
დაბადების თარიღი 29 იანვარი, 1965 წელი საკონტაქტო ინფორმაცია 871 40 44 50 (მობ.), 45 73 47 (ბინა) tsira_barbakadze@iliauni.edu.ge Read More


გამომცემლობა `ნაკადული“ 1988წ.
მთარგმნელი ნელი ამაშუკელი

12 ივნისი, 1942 — 1 აგვისტო, 1944

გერმანულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ნელი ამაშუკელმა

წინასიტყვაობა

ამ წიგნზე მშრალად და ჩვეულებრივი მიუდგომლობით ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან მეტად უჩვეულოა მისი დამწერის ბედი. ოთხკედელშუა გამოკეტილი 13 წლის გოგონა ორი წლის მანძილზე გულწრფელად აქსოვდა დღიურში საკუთარ განცდებს, ფიქრებს, იმედებს, წუხილს, შიშს, ხან ემოციის გამომწვევ, ხანაც ღიმილის მომგვრელ შთაბეჭდილებებს.

Read More


თეონა დოლენჯაშვილი
საუბრები ლიტერატურაზე – ზურაბ ლეჟავა
“საქართველოში მწერლებს რაღაც სხვა საშუალებებით იცნობენ და არა თავიანთი მწერლობით”.

– ძალიან საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ. პატიმრობა. საბჭოთა ციხე, რაც ბევრი მწერლის შემოქმედებით ლაბორატორიად ქცეულა. წერაც ციხეში დაიწყეთ?

Read More